Qwelly ბლოგი! - ჩანაწერი (51)

შენ.

არაფერი.

გარდა დღეებში ჩამოწოლილი

თეთრი სიცარიელისა და

გაყინული თითების...

ფანჯარასთან გათენებული ღამეების,

ამქვეყნიურობას დაშორებული მსუბუქი

ნაბიჯების და ნეკნებს შორის გაჩხერილი

არსებობისა...

 

დგანან -

მოკუმულ ხელებში მოქცეული

უშენობაშემოცმული დეკემბერი...

უმთვარო ღამეებში აყეფებული

ძაღლები ეზოში,

და ცხოვრება,

რომელიც ძვლებში გამტვრევს და

ამით…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2014 წელი. 1:00am — 6 კომენტარი
________________

Falling Leaves

ისევ წუხილის სუნი ასდის

ამ შემოდგომას,

ფოთლების ცვენას არ უხდება ცარიელი

დღეების გემო...

არაფერია ჩემს ოთახში

სიჩუმის გარდა,

ვერ შევეჩვიე, ისე გდია

უშინაარსოდ...

ვდგავარ და ისევ,

თხელ ძარღვებში სიცივე ჟონავს,

ქუჩის გულგრილმა სახეებმა

ძვლებში დამტეხეს...

წვიმის ნასუნთქი აღარ ეყოთ

ჰაერი ალბათ,

ადგნენ მზისფერი ბეღურებიც და

მიმატოვეს...

ამ შემოდგომას არ უხდება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 14, 2014 წელი. 5:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მე და ის.

არაფერი.

უბრალოდ მახსენდება და ახლაც მავსებს რაღაცნარად...

მზიურში ვიყავი საქანელებზე... ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია, მაგრამ იქ, საქანელის პირდაპირ, სკამზე იჯდა ერთი ხანში შესული კაცი და მასთან მიდიოდნენ მტრედები... კეთილი სახით მიყურებდა და მიღიმოდა... მგონი ორივემ ერთად წარმოვიდგინეთ ის ჩემს ადგილას, საქანელაზე... როგორ არ გამეღიმებოდა... ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ ვივსებოდი, როგორც ყოველთვის ყელში მწვდა ემოციები, თვალები ამიცრემლიანდა, ასე კარგი წიგნის კითხვისას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2014 წელი. 5:00pm — 1 კომენტარი
________________

ბეღურა ჩიტი

"იგი ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა"...

- იასუნარი კავაბატა; თოვლიანი მხარე

      წვიმდა და შემოდგომას არ ეკავა ხელში არც ქოლგა, არც საწვიმარი ეცვა, ფეხშიშვლი და თმაგაშლილი იდგა და წვიმდა... იდგა, და წვიმდა... ოთხს ოცი აკლდა და ის უკვე მესამედ ისხამდა ფინჯან ყავას... მთელი სხეული უთრთოდა, თითქოს დედემიწაც მასთან ერთად კანკალებდა... თავში ყველაფერი კარუსელივით უტრიალებდა,…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2014 წელი. 7:30pm — 6 კომენტარი
________________

Wish You Were Here

ვწევარ ღამისფერი ჩრდილებით

სავსე ოთახში

ნეკნებში გაჩხერილი მოგონებებით

და სუნთქვა მიჭირს...

მე, ისევ ვწერ

შენზე...

როცა ვიცი,

რომ ამ სტრიქონებს წაიკითხავენ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2014 წელი. 1:00am — 3 კომენტარი
________________

წამიერი

      ხანდახან ადამიაში რაღაც გამოუთქველი,  დაუწერელი გრძნობა გამოძვრება ხოლმე. ეს გრძნობა წამიერი და წუთიერია, მოვა "გამაგიჟებს" და მერე ისევ მიდის. არ ვიცი საიდან მოდის, და არც ის ვიცი მერე სად მიდის ხოლმე, მთავარი ისაა რომ მოდის. მაშინ ყველა მიყვარს, ყველაფერი მიხარია და ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია! თითქოს ეს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2014 წელი. 9:00pm — 6 კომენტარი
________________

მელანქოლია

წამიანი ინტერვალებით მესმის,

როგორ კენკავს დრო

ჩემს ყოფნას...

ვეღარ გაუძლო დაწყვეტილი

ნერვების გროვამ

და დავამტვრიე ღამისფერი

ყველა ისარი...

გული ისე ცემს,

უეჭველი საზღვრებს სცილდება,

მისი ბიძგების ბალი

ალბათ ლავიწს გაბზარავს...

ვგრძნობ, რომ ვილევი...

ღამე ავსებს ვენებს სიგიჟით...

კლავიშებს ვახრჩობ სინაზეში

სუსტი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არ დაკარგო უბრალოება!

 "არ დაკარგო უბრალოება და არასდროს გაუვა ვადა შენს ადამიანობას. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში და არა სხეულზე. ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა გარეგანი ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს ჭეშმარიად და არა ფარისევლურად. ნუთუ ძნელია სიტყვებს მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ რასაც გულისხმობენ. ნუთუ ძნელია უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ. თუ ცუდნი ვართ არ დავმალოთ და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ გამოსწორებისკენ. ნუთუ ... არა, ეს არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2014 წელი. 12:00am — 3 კომენტარი
________________

დავეხმაროთ!!!!

       ბადრი გაბრიჩიძე, 62 წლის, წარმოშობით ტყიბულიდან. საცხოვრებელი ადგილი- ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, კორპუს N36- თან მდგარი შავი „ვოლგა“... დიახ, შავი „ვოლგა“... როდესაც მითხრეს, რომ ეს ადამიანი მანქანაში ცხოვრობდა, ვერ დავიჯერე და გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა. ადგილზე მისული გავოგნდი: ზედ გზის პირას, #36- ე კორპუსის კუთხეში უკრაინული ნომრების მქონე მანქანის უკანა სავარძელზე ასაკოვანი მამაკაცი იჯდა და სადღაც სივრცეში იყურებოდა... როდესაც მასთან მივედი და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი…

გაგრძელება

დაამატა nino bubulashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2014 წელი. 10:00pm — 5 კომენტარი
________________

არის თუ არა ,,პადზემკის“ ბოლოს სინათლე

       რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს, თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2014 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

Per aspera ad astra...

Per aspera ad astra, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog

Per aspera ad astra

ხანდახან,

როცა ფურცლებდაგლეჯილ წიგნს ემსგავსები,

გინდა მოვიდეს ვინმე და

მოგიფრთხილდეს,

რომ ცოტა ხანში,

მხოლოდ ყდა არ დარჩე,

მხოლოდ სათაურით...

ხანდახან,

როცა ოთხად მოკეცილი

ნაჩვევად დევხარ,

ყელში…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

თოლია ჯონათან ლივინგსტონს!

      სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 8:30pm — 9 კომენტარი
________________

ცხოვრება მშვენიერია!

ხელში კალამი მეჭირა, ფუნჯიც გვერდზე მქონდა მოთავსებული, ფერები შერჩეული, ტილოც გაპრიალებული...

მუზას ვეფერებოდი,გვერდიდან არ ვიშორებდი...

ნახატი დავიწყე, სათაურსაც ლამაზს ვუფიქრებდი,

მოოქროვილ ჩარჩოში ჩავსვამდი.…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 1:00pm — 4 კომენტარი
________________

იცი რომ ძალიან მენატრები

იცი როგორ მენატრები?....... არის წუთები, როდესაც ძალიან მომნატრებია ვიღაც ... და განსაკუთრებულად ძლიერადაც..კი... წლები რომ გავა,როცა ფიქრობ რომ უკვე დაავიწყი,არც ახსოვხარ და ზოგჯერ ვერც წარმოუდგენია შენი ასეთი მონატრება და ფიქრი... როცა გონება ივსება ათასი ფიქრებით,ათასი პრობლემით და მოგონებებით.. ერთბაშად გახსენდება მასთან დაკავშირებული ყოველი დღე და ყველაფერი.. ურთიერთგაგება,სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა ხომ არის ასეთი რამ, ხოდა ზუსტად ახლაა და ასე ერთბაშაც…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2014 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

დისნეის რეალური გმირები

       ახალგაზრდა სტუდენტი Jirka Vaatainen_მ დახატა ადამიიანები, რომლებიც დისნეის გმრიებს ძალიან გავდნენ..…

გაგრძელება

დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2014 წელი. 9:30pm — 7 კომენტარი
________________

დაწყებული კოცნით, სრულდება თავისუფლებით

ვიწყებ - კოცნით...

ვეძებ - ადამიანებს.

მჭამს - სევდა...

ვკარგავ - ნარკომან მეგობრებს

მიკვირს - გულგრილი ადამიანების

უარვყოფ - შურს და სიძულვილს.

ვინახავ - მხოლოდ მოგონებებს

ვივიწყებ - ადამიანების ცუდ…

გაგრძელება

დაამატა mariam shevardnadze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გასაწმენდი მოგონებები

      შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი.

      ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა…

გაგრძელება

დაამატა jana_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2014 წელი. 9:30am — 1 კომენტარი
________________

დეეე სისხლად დამიდიხარ ძარღვებში..

       და წვიმდა ისე როგორც უნდა ეწვიმა... სველდებოდა დედამიწა ისე როგორც უნდა დასველებულიყო და ქროდა ქარი ისე როგორც უნდა ექროლა... მხოლოდ მე ვიჯექი მარტო და ვერ ვწერდი ისე როგორც უნდა დამეწერა, რადგანაც ასოებს შორის დედის სახელი ირეკლებოდა და არ მინდოდა რამე სტკენოდა... გარეთ წვიმს და მასთან ერთად ჩემი გულიც ტირის... "იწვიმებს" ალბათ ჩემი გულიც აჰყვება წვიმას... რაღაცნაირად სევდიანი, მოწყენილი და ამაღელვებელი დღეა... უფრო სევდიანი ვარ მე...…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2014 წელი. 4:30pm — 4 კომენტარი
________________

მარადისობის კანონი

- ეს ორი თვე ჩემთვის განსაკურებული აღმოჩენების დრო იყო

- ასეთი რა აღმოაჩინეთ ბატონო ბაჩანა , რაც ადრე არ იცოდით?!

- მარადისობის კანონი!…

გაგრძელება

დაამატა თამი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2014 წელი. 4:30pm — 3 კომენტარი
________________

სამსახურში

   რამდენი ხანი ვოცნებობდი სამსახური მქონოდა, ვერც წარმოიდგენთ.. ალბათ როგორც ყველას, მეც ეს საფიქრალი მქონდა. უნი დავამთავრე და ბანკში ამოვყავი თავი, მაგრამ რაც არაა შენი საქმე, არც უნდა აკეთო... 

    3 თვე ვიწვალე, თავი ვიტანჯე მაგრამ მივხვდი არ შემიძლია ადამიანები გამოვიჭირო, მერე მაგათ გაჭირვებებს და თავის მართლებებს ვუსმინო, ამ ყველაფერთან ერთად კი ეს საქმე მომწონდეს.. …

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2014 წელი. 2:30pm — 6 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters