Tamila Moshiashvili'ს ბლოგი || "ფოტოგრაფია" (76)

რეტრო მეტრო

ფოტოგრაფების მძიმე და ნერვშეუტოკებელი პროფესიის ამბავი ხომ იცით? საათოებით რომ შეუძლიათ ჩასაფრებულები ისხდნენ და კარგი კადრისთვის ყველაფერი დაივიწყონ (ზოგჯერ, მორალური კოდექსიც კი). ჩვენი დღევანდელი ფოტოგრაფი თავისი რვაწლიანი მიწისქვეშეთური „მივლინებით“ ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია თავის პროფესიაში. შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა ვილი სპილერმა (Willy Spiller) მრავალი წელი გაატარა ნიუ იორკის მეტროს…
გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2023 წელი. 8:21pm — არ არის კომენტარები
_______________

ანთებული ბონსაი

      ფოსგრაფია ოთახში შემოვიდა უფრო კონკრეტულად - სტუდიაში და ბონსაის „შემოეხვია“. ამჯერად, ფოტოგრაფი ვიტორ შიეტი ხაზს უსვამს ბონსაის ხეების სილამაზეს თავის ხშირადგანახლეებად კოლექციაში „Impermanent Sculptures“ (ჩემი ბლოგის მკითხველებს ეცოდინებათ ამ კოლექციის ერთ-ერთი წინა სერია. ახლებს დაგილიკავთ „…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 2, 2023 წელი. 10:57pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვავილების ნისლეული

      ფოტოგრაფიაში ცალკე მეცნიერება ინსტალაციები და დეკორაციები, რომელთა გარეშეც ფოტოს იმ ეფექტით ვერ გადაიღებთ, რომლითაც გსურს. დღევანდელი ფოტო სესია, ერთ-ერთი დასტურია ამის. საუკუნეების განმავლობაში, მხატვრები გადმოსცემდნენ ყვავილების ეფემერულ სილამაზეს ნატურმორტულ ნახატებში. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი, ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რობერტ პიკი (Robert Peek) პატივს სცემს ამ საუკუნოვან ტრადიციას, უბრალოდ ფუნჯის ნაცვლად კამერით და მოლბერტის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2022 წელი. 10:02pm — არ არის კომენტარები
_______________

კომედიგრაფია

      დღეს ბუნების მშვენიერება გვექნება სანახავი. უფრო კონკრეტულად, ბუნების სულიერი მშვენიერება. ფოტოკონკურსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იუმორისტიული, კომედიური კადრების კონკურსი, რომლებშიც სხვადასხვა ცხოველები არიან აღბეჭდილები. კომედიური ველური ბუნების დაჯილდოება წელსაც გაიმართა და საუკეთესო ნამუშევრებიც გამაოქვეყნეს ოფიციალურ საიტზე. მთელი იდეა ის არის, რომ კადრი ისე დაიჭირო, რაიმე ამბავს გიყვებოდეს ან უბრალოდ ღიმილს გვრიდეს მნახველს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2022 წელი. 11:27pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის ფოტოგრაფია

      უსაშინლესი დღეები უდგას კაცობრიობის ერთ-ერთ რჩეულ ხალხს - უკრაინელებს და უკრაინას. უკვე ათი დღეა მთელი მსოფლიო მათი ამბებით ცხოვრობს და სამწუხაროდ, ჯერ არ უჩანს დასრულება პირი. ომი საშინელებაა, ყველაზე დიდი საშინელება რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას და ამიტომ ემოციურადაც კი რთულია ყოველი დღე. მაგრამ არსებობენ პროფესიები და ადამიანები, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი მუშაობენ. ფოტოგრაფები ხშირად ომის ცხელი წერტილებიდან გვთავაზობენ კადრებს,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2022 წელი. 10:15pm — არ არის კომენტარები
_______________

ქარის სკულპტურები

      დღეს ისეთი ხელოვანი გვყავს სამასპინძლო რომელიც არავინ იცის როდიდან მოღვაწეობს და არც ისაა ცნობილი სად ისწავლა ვინ ასწავლა და საიდან მოდის და სად მიდის. სკულპტურები მრავლად ყოფილა ჩემს ბლოგში, მაგრამ დღევანდელი სკუპლტორი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია. თავის მოტანილი თავადვე მიაქვს, მაგრამ ამ მოტანის პროცესში გამოჩნდებიან ხოლმე ფოტოგრაფები რომლებიც მის ხელოვნებას დროს უხანგრძლივებენ. დღეს ქარზე და მის ქვიშებზე უნდა გესაუბროთ. ბუნება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2022 წელი. 10:03pm — არ არის კომენტარები
_______________

მადის გარეშე

      ზედმეტი კრეატიულობა და განსხვავებულობა, ვითომ შემოქმედებითობა მარაზმში რომ გადასდით ხოლმე, ხომ იცით? აი, ეგეთი ბლოგი მაქვს დღეს! არის ასეთი ცნობილი საიტი „ჩვენ გვინდა თეფშები“ და ამ საიტზე შეხვდებით ფოტოსურათებს მთელი მსოფლიოს გარშემო გადაღებულს სხვადასხვა კაფეებსა თუ რესტორნებში ან სასტუმრო სასადილოებში. ფოტოებზე კი აღბეჭდილია მეტად „ორიგინალურად“ მორთმეული საკვები, იქნება ეს მაკარონი, ხამანწკები, ნაყინი თუ უბრალო ხორცის დიდი ნაჭერი.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 15, 2022 წელი. 9:26pm — არ არის კომენტარები
_______________

ბიკორნი - ტყის კაცუნა

      ამჟამად, თავის პროფესიაში ფოტოგრაფი უწერია და მართლაც ასეა, საკმაოდ კარგი ფოტოგაფია, თუმცა ოდესღაც ლეგოს კონსტრუქტო-დიზაინერი იყო და ვინ იცის რამდენი ლეგო გამოვიდა მისი იდეით, თუმცა ეგ წარსულია. სათამაშოების დიზაინერი და ფოტოგრაფი დავიდ ემ ბირდი (David M Bird) სამხრეთ კინგსთაუნში, ამერიკაში მოღვაწეობს. ზღაპარში ძმობილის გადასარჩენად რკოს მაძიებელი რყილის ისტორია ხომ გახსოვთ, ღორს რომ უნდა ეჭამა ჯაგრის სანაცვლოდ, დევიდისთვის რკო სულ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2022 წელი. 7:23pm — არ არის კომენტარები
_______________

სიენას ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

      სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2021 წელი. 10:52pm — არ არის კომენტარები
_______________

კოსმოსის მოკაშკაშე კონკურსფოტოები (გამარჯვებულები)

      წლის ფოტო ტიბეტში გადაიღეს. ალბათ, ცასთან რაც უფრო ახლოს ხარ, უფრო კარგი ფოტოგრაფია გამოდის. ფოტოგრაფ დონგს, არ გაჰკვირვებია გამარჯვებულის ტიტული, რადგან უკვე 13-ჯერ აიღო ეს ჯილდო. წლის საუკეთესო ასტრონომიული ფოტო ყოველწლიური ინგლისური, გრინვიჩული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული კონკურსია ასტრო მიმართულებით. შედეგები ქვემოთ. დავიწყებთ პირველადგილოსანი ფოტოთი.

კოსმოსი, გალაქსი, სამყარო, ფოტოგრაფია, ბლოგი, არტი, ხელოვნება, Qwelly, qwellygraphy

ოქროს ბეჭედი,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2021 წელი. 10:50pm — არ არის კომენტარები
_______________

თბილბუმბულა კონკურსი

      უკვე ჩემი ბლოგის ტრადიციებიც კი შემიძლია ჩამოვაყალიბო. ერთ-ერთი ტრადიცია იქნებოდა, ყოველწლიური ფოტოგრაფიული დაჯილდოებები. ამჯერად, ჩიტების ფოტოგრაფები უნდა დაჯილდოვდნენ და საუკეთესო 30 ფოტო წარმაოდგინეს. ამ 30_დან, მე ჩემი საუკეთესო ათეული ამოვარჩიე, რომელსაც ქვემოთ ნახავთ. ისე, ჩიტების ფოტოკონკურსი ექვსი წელია რაც იმართება და მსგავს მიმართულებებში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო სანახაობაა ხოლმე.…

ფოტოგრაფია, კონკურსი, ფოტოკონკურსი, ჩიტების ფოტოგრაფია, ბლოგი, არტი, ქველი, qwelly

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2021 წელი. 11:03pm — არ არის კომენტარები
_______________

მოგზაურობა კორეაში (ფოტობლოგი)

      ეგზოტიკური ქვეყნების სიაში, ერთობ უცნაურად, მაგრამ ხშირად კორეას ასახელებენ. ალბათ, ჩრდილოეთ კორეა მართლაც ეგზოტიკურად საინტერესო უნდა იყოს, თუმცა არა სამხრეთი. კოვიდის მართვის დროსაც, სამხრეთ კორეამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მთელი მსოფლიოსგან და კიმ ჩენ ინის ჩაკეტილი ქვეყნისგან განსხვავებით, სამყაროს ერთ-ერთ საინტერესო ცენტრს წარმოადგენს. დღევანდელი ფოტობლოგით კი დავინახავთ, რომ ძალზედ პრაქტიკულსაც. კორეაში შეხვდებით მზის ენერგიაზე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2021 წელი. 9:51pm — არ არის კომენტარები
_______________

ჰიჯაბის სერიები

      ბოლო დროს აზია ძალიან აქტუალურია. მას შემდეგ რაც ავღანეთი თალიბების ხელში გადავიდა, სულ უფრო მეტს საუბრობს მსოფლიო ახლო აღმოსავლეთზე. ჩვენი ბლოგის დღევანდელი გმირი, ავღანეთიდან არ არის, მეტიც არც კი ესაზღვრება მას, თუმცა მისი ფოტოსერია, რომელიც დღეს უნდა გაჩვენოთ, ძალიან თემატურია. ბაუშრა იაჰია ალმუტავეიკელი (Boushra Yahya Almutawakel) დაიბადა სანაში, იემენის დედაქალაქში. სწავლობდა მშობლიურ ქალაქში და მოგვიანებით, საოცნებო ქვეყანაში…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2021 წელი. 6:08pm — არ არის კომენტარები
_______________

გაპრანჭული ქსელი

      რაც უფრო მეტად ვერთვებით ვირტუალურ გარემოში, მით უფრო მეტად ვხდით მას რეალურს. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ქსელები იმისთვის მოიგონეს, რომ ჩვენი რეალური სამყარო, ჩვენი აზროვნება, ჩვენი დაფარული და უფრო საინტერესო წინ წამოგვეწია, კვლავ ჩვენი ყოველდღიური ნიღბები გამოვფინეთ და ისეთივე უინტერესო გავხადეთ როგორც ცხოვრება. ბრძუნი აზრებისგან თავი რომ შევიკაოთ და საქმეზე გადავიდეთ, დღევანდელი ჩვენი მასპინძელია ფოტომოყვარული და ინსტაგრამ აქტივისტი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2021 წელი. 11:39pm — არ არის კომენტარები
_______________

მანიპულაცია სამეფო კარის პორტრეტებით

      აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 18, 2021 წელი. 10:04pm — 2 კომენტარი
________________

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2021 წელი. 11:17pm — 1 კომენტარი
________________

აზიის ტექსტურა

      ის რაც ფოტოებზე გასაოცრად და უცხო სილამაზედ ჩანს, აზიისთვის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღბეჭდილი ერთ ჩვეულებრივი კადრია. იაპონელი ფოტოგრაფი რიოსუკე კოსუგე (Ryosuke Kosuge) მოგზაურობს აღმოსავლეთ აზიაში და ეძებს სიმარტივის, სიმეტრიის, ელეგანტურობის და რაც მთავარია, განმეორებად ნიმუშებს. პეიზაჟები ქალაქის გულიდან, ან გარეუბნებიდან. ტოკიოელი ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიმუშები, პატერნები განმეორდეს და ამ განმეორებაში შექმნას…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2021 წელი. 11:31pm — არ არის კომენტარები
_______________

ტიტანიკის რეალური მგზავრები

      ტიტანიკის ტრაგედია ჯეიმს კამერონმა თავისი უკვდავი ფილმით ტრაგედიიდან ოჯახურ, ცრემლებით სავსე დრამამდე აქცია, მაგრამ ტირილის მიუხედავად განცდა ყველას მაინც სასიამოვნო აქვს ტიტანიკის გახსენებისას და ცოტა თუ ფიქრდება იმ რეალურ, საშინელ ამბავზე რაც გაყინულ ოკეანეში მოხდა. ეკიპაჟის ჩათვლით 2240 ადამიანი ირიცხებოდა უზარმაზარ გემზე, რომელმაც 1912 წლის 15 აპრილს დატოვა საუთჰემპტონი და ატლანტიკის ოკეანის გადალახვით გაეშურა ამერიკული ოცნებისკენ, ნიუ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2021 წელი. 10:53pm — 1 კომენტარი
________________

ბეჭდების მბრძანებელი ძაღლები

      ახალი წლის დღეები ბევრი დალევის, წონაში მომატების და დაუსრულებელი ნაბახუსევების გარდა, ამ ყველაფრის ნაკლებმოყვარულთათვის, ფილმებთან განმარტოების დროც არის. ამიტომაა რომ წინასაახალწლოდ და ახალი წლის პერიოდშიც, გაივსება ხოლმე სატელევიზიო სივრცე ფილმებით, ქართული თუ უცხოური შედევრები არ გვაკლია. მაგრამ დღეს არა ფილმებზე, არამედ ფილმის მოდიფიკაციაზე უნდა მოგითხროთ. ტვიტერზე დაწყებული კამპანიით შეგროვებული ფოტოები უნდა წარმოგიდგინოთ.

     …

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2021 წელი. 4:19pm — 1 კომენტარი
________________

ყინვის ფორმა

      რაც არ უნდა მზის მოყვარე იყოთ და სითბოს ეშურებდეთ წელიწადის ყველა დროს, შეუძლებელია ზამთრის ის თეთრი მშვენიერება არ დააფასოთ, რომელიც ამ სეზონს ახლავს. გადათეთრებულ მინდორს არ ვგულისხმობ მხოლოდ - ზამთარი მთელი თავისი ძლიერებით. თითქოს უსიცოცხლო, მაგრამ ფორმებში შენახული და ფორმებით გამაოგნებელი თოვლი. გახსოვთ ალბათ, ამერიკა რომ ყინვაზე წუწნებდა შარდან, მაგის პოსტიც გვქონდა -…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2020 წელი. 10:18pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2014

2013

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters