Qwelly ბლოგი! - პოეზია (133)

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ.
სიო ართობს ფერად სიზმრებს თანდათან.
ახლა მოვა, ახლა წავა ჰა და ჰა.
ვიღაც ცეკვავს, ვიღაც ცეკვავს წამ და წამ.…
გაგრძელება

დაამატა მარიამ სიხარულიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2020 წელი. 9:38pm — 2 კომენტარი
________________

(ა)პოლიტიკური აქცია

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2020 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ.

მთავ მოდი შემეკამათე.

ნისლში ჩავწექი... შენი ვარ.

კლდის ქიმზე მოლაპარაკე.

ცაო ფიქრები შეჰკარი.

გაღმა... მაჩუქე ფერია...

გერგეტის მთისა მწვერვალი

გრძნობებად შემომერია.

დარიალს ვუხმე ვაჟკაცსა

გულზე იარებს ვხედავდი.

თერგზე ჯირითით გადმოვალ,

ლაღი ოცნების მხედარი.

შეგებებები .... გაკოცებ...

ლოყას ნიავქარს მივანდობ.

შაირით ჩამოგიქროლებ

გრძნობებზე ისე…

გაგრძელება

დაამატა nino_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამწუხრებული ოთახი

ძველი ოთახი დამწუხრებულა,

თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით,

ჰაერიც მძიმეა მასში,

ხნიერი კედლებიც...

ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს...

ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება;

მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან,

ვისაც მასში უცხოვრია და ისიც ფიქრობს, იხსენებს...

აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან,

დიასახლისი ვაზას ყვავილებით

მაგიდის შუაგულში დგამს,

ბავშვი ცელქობს, კატა…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რა მოხდა.. ოთარ ჭილაძე

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.

ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, - 

მარადიული ის არის მხოლოდ 

და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,

და მეც ამ დიდი კანონის ნებით …

გაგრძელება

დაამატა თამარ ჯოჯუა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2018 წელი. 12:52am — 1 კომენტარი
________________

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და ამ ბოდიალიდან მიხვდები იმედია რატომაც

მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,

საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.

თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,

ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.

თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,

მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,

მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,

სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს

და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ

სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.

არ მგონია ეს ცხოვრება…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2018 წელი. 4:30am — 1 კომენტარი
________________

კვლავაც შაბათის სინანულის საღამოებიდან

ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,

ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.

მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა

ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.

მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,

ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:

- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,

იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“

ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,

არც ის…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2018 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

გზაში, თბილისიდან ბოდბემდე

                              მაშინ, როცა ცხოვრების გზას ბინდი მოსავს,

                              როცა ფიქრებს დემონების ჯაჭვი ბოჭავს,

                              როცა ბრძოლა უკვე აღარ მეხერხება,

                              შენ მოდიხარ და ლაჟვარდის ფერი მოგაქვს.

                              ვაზის ჯვარი შენი თმების სურნელს აფრქვევს,

                              იასამნის,ვარდობის თვის ყვავილთა;

                   …

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2018 წელი. 3:00am — 1 კომენტარი
________________

უსასრულოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან

    რა უსასრულოდ განვსხვავდებით

    ერთმანეთისგან

    მე და შენ, ზღვაო!

    ქარიშხლები კი,

    ჩვენს სხეულებს რომ აღელვებენ

    უსასრულოდ ჰგვანან ერთმანეთს . . .

    ახლა დავმშვიდდით ჩვენ, ორივენი,

    რბილი ქვიშის თბილ სარეცელზე

    ერთად ვწევართ და მზეს ვეფიცხებით.

* * *

    ვინა სთქვა

    მთები მდუმარებენო,

    ეს მძიმე ოხვრა

    ნუთუ არავის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2017 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შევსვამ!

ხაჭაპურივით გემრიელი ხარ

და იმერეთის ხარ მთის არწივი,

თბილისს უხმობენ დედაქალაქად

შენ ძალზე მოგწონს შენი არჩივი!

შენ აირჩიე ძმობის სახელი

ვერვინ გიტოლდა ერთგულებითა,

ყველა ქალაქს რომ თავის პეწი აქვს

მე შენ მიყვარხარ შენი გულითა.

მიტომ არ გაქებ რომ ჩემი გქვია

ჩემსავით ბევრი ფიცულობს შენს მზეს,

იმერეთიდან მონაბერ ნიავს

მოუტანია ამბები შენზე.

ბედნიერეა ქუთაისელი

დღეს გვირილობას…

გაგრძელება

დაამატა დალი დადუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 5, 2017 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

მე რა თქმა უნდა პოეტი არ ვარ

მე რა თქმა უნდა პოეტი არ ვარ,
მე რა თქმა უნდა არ ვწერ შედევრებს.
ვწერ იმას რაც მწერს, რაც სულს მიშფოთებს,
რაც აღარ მაძლევს საშველს
და ამის გამო არ ველი ქებას,
არც გვირგვინს ვითხოვ დაფნის.
მე რა თქმა უნდა პოეტი არ ვარ,
მე რა თქმა უნდა არ ვწერ შედევრებს.

ი. გვასალია

დაამატა მზია (ცაკო)_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2017 წელი. 7:30pm — 1 კომენტარი
________________

ხევსურეთს ვრჩები !!!

შატილი, ხევსურეთი, shatili, xevsureti, xevi, Georgia, Qwellyland, qwellygraphy, არხოტი, ბლოგი, პოეზია

ნასოფლარიდან ნასახლარში იგივე ჯამი

წუთისოფელში გაფრენილი უაზრო წამი

დავიწყებული ეს სახლები უხალხო ძველი

ბედად ტირილი და ლამაზი წუთები ცრემლის

ძველი სახლები ნასოფლარნი ჯვარნი ეულნი

წმინდათა ვერცხლი უპატრონოდ მიმობნეულნი

თავპირმტირალი უხალხობის ჭირისუფალი

ამის დამყურე ღმერთი გოდებს ტირის უფალი

ჩამონგრეული ჩავარდნილი კალო და ბანი

მიტოვებული ბოსელი და ღორღების ქანი

ჩამუხლულ წისქვილთ პატრონობს…

გაგრძელება

დაამატა ალექსანდრე ბებია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2017 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ჩემი საყვარელი ლექსი

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,

მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები

მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!

გარეთ კი წვიმითსველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,

მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე

და ხმაურს ვიწყებ....

გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები,

არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში...

ნარბენი კაცის…

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

ქალის მოტაცება პოეტურად

      უნდა მოვარდე

      და მომიტაცო,

      მოულოდნელად, თავზარდამცემად;

      უნდა გამოჩნდე, გამომეცხადო,

      ავაზაკად და ყაჩაღ - დამცემად!

      უნდა დამესხა, როგორც მებრძოლი,

      ვერა ვიღონო თავის დამცველად;

      უნდა ამიღო როგორც ქალაქი,

      ოდეს იღებდნენ განსაძარცველად;

      უნდა დამიხვდე, შემომიძახო:

      მე მოგევლინე შენ განსაცდელად!

      ხელს ნუ შემიშლის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შემოდგომის

დღეს ისევ გაწვიმდა, შემოდგომაა და

რა გიკვირს, ფოთლებსაც დაეტყოთ სიყვითლე,

ახლა ისევ მოდის სევდა წარსულიდან

და ასე მგონია, ცოტაც და ვიყვირებ ...

სველ ასფალტს ეცემა ყვითელი ნათება,

ირეკლავს და თან შლის წვეთები ნაბიჯებს,

ქალაქში ბინდია, ქალაქში…

გაგრძელება

დაამატა xatia lekiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2016 წელი. 2:00am — 4 კომენტარი
________________

მოგონება

წყლიან სიბნელეში ერთდროულად

თვალი და ფოთოლი.

წარღვნის შიში, რომელიც ყველა

დროში ხელახლა იბადება.

გადარჩენილა სამყარო,

ნოეს თვალებში შეფრინდა მტრედი.

ციდან გადმოეშვა ცისარტყელა,

ფანჯრიდან ფარდა.

მოგონებას იქ უნდა ჩამოუარო,

სადაც დატოვე,…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

ურწყულ ადგილას

ურწყულ ადგილას უსახური არსება ვნახე,

ნადირის მსგავსი,

დედიშობილა,

ბოროტადქმნილი.

მიწაზე იჯდა.

ამოეგლიჯა მკერდიდან გული,

თავისი გული და სიამით თქვლეფდა.

გემრიელია მეგობარო ? - ვკითხე მე უმალ.

"მწარეა, მწარე!

მაინც მიზიდავს - მომიგო სწრაფად,

რადგან გულია, მწარე,…

გაგრძელება

დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაცრისფერი გრძნობები

ფერი დაეკარგა თითქოს ემოციას

ვეღარ ვუმკლავდები  ამდენ შეცოდებას

თითქოს დავიკარგე ძალა აღარ შემწევს

თავი დავაღწიო მწარე რეალობას.

 

ირგვლივ ყველაფერი ნელა განაცრისფრდა

გრძნობებს გაქრობიათ მკვეთრი სურნელება…

გაგრძელება

დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2016 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვნების ტანგო

წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები

რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო,

გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალის

მჩქეფარე და ემოციით სავსე ბედნიერი სახეები.

 

უღიმღამო ფერგასული, ცარიელი მაგიდები

გრძნობისაგან…

გაგრძელება

დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2016 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული

ის, რაც მართლა ვარ, კიდეც მამჩნია,-

ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული,

მცირეა, მაგრამ რაც გამაჩნია,

თრიალეთივით მხოლოდ ქართული.

ხოდა,აქა ვარ, სხვაგან სად წავალ?!

მე ქვად დახვედრა მიჯობს სეტყვობას!

ხოლო ვინცა ვარ, ხოლო რაცა ვარ,

სადაც არა ვარ, იქაც მეტყობა"

კახა სულუაშვილი

დაამატა Beridze Khatia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2016 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters