Qwelly ბლოგი! - ლექსი (53)

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ.
სიო ართობს ფერად სიზმრებს თანდათან.
ახლა მოვა, ახლა წავა ჰა და ჰა.
ვიღაც ცეკვავს, ვიღაც ცეკვავს წამ და წამ.…
გაგრძელება

დაამატა მარიამ სიხარულიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2020 წელი. 9:38pm — 2 კომენტარი
________________

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ

ხევში ნათქვამი ლექსი ვარ.

მთავ მოდი შემეკამათე.

ნისლში ჩავწექი... შენი ვარ.

კლდის ქიმზე მოლაპარაკე.

ცაო ფიქრები შეჰკარი.

გაღმა... მაჩუქე ფერია...

გერგეტის მთისა მწვერვალი

გრძნობებად შემომერია.

დარიალს ვუხმე ვაჟკაცსა

გულზე იარებს ვხედავდი.

თერგზე ჯირითით გადმოვალ,

ლაღი ოცნების მხედარი.

შეგებებები .... გაკოცებ...

ლოყას ნიავქარს მივანდობ.

შაირით ჩამოგიქროლებ

გრძნობებზე ისე…

გაგრძელება

დაამატა nino_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რა მოხდა.. ოთარ ჭილაძე

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.

ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, - 

მარადიული ის არის მხოლოდ 

და ასეთია ყოველთვის ბოლო

ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,

და მეც ამ დიდი კანონის ნებით …

გაგრძელება

დაამატა თამარ ჯოჯუა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2018 წელი. 12:52am — 1 კომენტარი
________________

მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და ამ ბოდიალიდან მიხვდები იმედია რატომაც

მე სიცოცხლე მხოლოდ ტვირთი არ მგონია,

საჩუქარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ.

თუ მიზანი სამყაროს ხსნა არ გვგონია,

ღვთის ბოძებულს, ალბათ ფუჭად ვიყენებთ.

თავის მოკვლა ძნელი იყოს არ მგონია,

მაინც ჩავთვლი არჩევანის სიბეცედ,

მოევლინე ამ ქვეყანას გონიერი,

სულიც მხოლოდ შენთვის გამოიმეტეს

და თუ ამას არ აფასებ სათანადოდ

სულელის მეტს მე ვერაფერს გიწოდებ.

არ მგონია ეს ცხოვრება…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2018 წელი. 4:30am — 1 კომენტარი
________________

კვლავაც შაბათის სინანულის საღამოებიდან

ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,

ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.

მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა

ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.

მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,

ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:

- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,

იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“

ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,

არც ის…

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2018 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

გზაში, თბილისიდან ბოდბემდე

                              მაშინ, როცა ცხოვრების გზას ბინდი მოსავს,

                              როცა ფიქრებს დემონების ჯაჭვი ბოჭავს,

                              როცა ბრძოლა უკვე აღარ მეხერხება,

                              შენ მოდიხარ და ლაჟვარდის ფერი მოგაქვს.

                              ვაზის ჯვარი შენი თმების სურნელს აფრქვევს,

                              იასამნის,ვარდობის თვის ყვავილთა;

                   …

გაგრძელება

დაამატა ელი გორდელიანი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 28, 2018 წელი. 3:00am — 1 კომენტარი
________________

ჩემი საყვარელი ლექსი

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,

მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები

მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!

გარეთ კი წვიმითსველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,

მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე

და ხმაურს ვიწყებ....

გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები,

არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში...

ნარბენი კაცის…

გაგრძელება

დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

ქალის მოტაცება პოეტურად

      უნდა მოვარდე

      და მომიტაცო,

      მოულოდნელად, თავზარდამცემად;

      უნდა გამოჩნდე, გამომეცხადო,

      ავაზაკად და ყაჩაღ - დამცემად!

      უნდა დამესხა, როგორც მებრძოლი,

      ვერა ვიღონო თავის დამცველად;

      უნდა ამიღო როგორც ქალაქი,

      ოდეს იღებდნენ განსაძარცველად;

      უნდა დამიხვდე, შემომიძახო:

      მე მოგევლინე შენ განსაცდელად!

      ხელს ნუ შემიშლის…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 15, 2016 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაცრისფერი გრძნობები

ფერი დაეკარგა თითქოს ემოციას

ვეღარ ვუმკლავდები  ამდენ შეცოდებას

თითქოს დავიკარგე ძალა აღარ შემწევს

თავი დავაღწიო მწარე რეალობას.

 

ირგვლივ ყველაფერი ნელა განაცრისფრდა

გრძნობებს გაქრობიათ მკვეთრი სურნელება…

გაგრძელება

დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 13, 2016 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული

ის, რაც მართლა ვარ, კიდეც მამჩნია,-

ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული,

მცირეა, მაგრამ რაც გამაჩნია,

თრიალეთივით მხოლოდ ქართული.

ხოდა,აქა ვარ, სხვაგან სად წავალ?!

მე ქვად დახვედრა მიჯობს სეტყვობას!

ხოლო ვინცა ვარ, ხოლო რაცა ვარ,

სადაც არა ვარ, იქაც მეტყობა"

კახა სულუაშვილი

დაამატა Beridze Khatia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2016 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იუდას გამცემლობა (რომანოზ მგალობელი )

წმიდაო, გვიწყალენ,

წმიდაო, გვიფარენ,

წმიდაო, გვინათენ

გზანი სავალნი,

შენდა მავალნი ნათლისანიო,

და აღადგინენ ქმნულნი შენნი,

და განგვარიდენ

გზათაგან ბილწთა, ყოვლადუღირსთა

ცოდვისათაო.

აჰა ესერა, ძმანო, მხილველნი

ქრისტეს გაცემის,

აჰა ესერა, ძმანო, მკიცხველნი

ფიცხელს დაცემის,

საქმეთა ბნელთა ღალატისათა

მოვიძაგებდეთ.

განვიმტკიცებდეთ ფერხთა ჩვენთა.

განვიმტკიცებდეთ,

სლვად…

გაგრძელება

დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 4, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩვენ, პოეტები

ჩვენ, პოეტები

ვემსგავსებით თანდათან ჭოტებს

ღამის ჩრდილივით მარტონი ვართ

ამ სამყაროში

თუმცა ეს არის ჩვენთვის შვება

ფიქრებს ვამეფებთ

სიტყვიერება არის ჩვენი რითმა, ნოტებით...

ჩვენ, პოეტები

ვეძებთ რაღაც უკიდეგანოს

ამ სამყაროში რომ…

გაგრძელება

დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

მე შენი მჯერა - რუსუდან წიგნაძე

გთხოვ, მე გულახდილ სიტყვას მოველი,

ჩემი არ გჯერა და ვერც გაჯერებ,

ვეღარც ჩემიდან ითქვა ყოველი

და ვერც ამ წყეულ წუთებს ვაჩერებ.

თუ არც მომისმენ, მითხარ რომ მარად

ისე იფიქრებ, როგორც ცა წვიმას,

როგორც მაგ სხეულს სულია მყარად,

ისე როგორც მე, ისე არც იმას

ვითარცა ქრება შენში იმედი,

როს უკიდურესს ეხება ზღვარი,

მე ამ დასკვნამდე მაშინ მივედი,

როცა დაკარგე კუთვნილი თავი.

როს შენ სხვას უსმენ, ვინც არ გარგია,

მე ვიმეორებ, როგორც ცა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2014 წელი. 11:30am — არ არის კომენტარები
_______________

როცა მენატრები, მე ვწერ შენზე - სალომე ბენიძე

"როცა მენატრები, მე ვწერ შენზე,

ვწერ ისე, როგორც დაწერდა ნებისმიერი ქალი,

ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო,

ჩემსავით რომ გამართლებოდა,

ჩემსავით რომ აღმოეჩინე,

მე ვწერ შენზე, რადგან მჯერა _

არ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,

უბრალოდ, ჩვენვე შეგვიძლია სხვა ადამიანების

განსაკუთრებულებად გადაქცევა,

მე ვწერ შენზე და ვიცი _

შენი განსაკუთრებულობა ჩემი ლექსებია.

როცა მენატრები, მე ვიხსენებ ოთხჯერ შეხვედრას…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მეტროში ვიპოვე

მე შენთვის მინდა ყველა დღე ღმერთმა მაჩუქა რაც კი,

და თუ შენ ეს არ გჭირდება რათ მედარდები მაშინ?!

ან ეს ფიქრები რატო მღლის?!.. რატო მისველებს სახეს?!..

ან შენზე ყველა ამბავი რატო მიბრწყინებს თვალებს?!

მე დავიღალე ტკივილით,ტანჯვა არ მინდა მეტად... 

მინდა რომ უცებ აორთქლდე…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2014 წელი. 1:00am — 1 კომენტარი
________________

ციკლიდან - ყუმი

ყუმი, ქველი ბლოგი, Tamuna Rastless Blog, qwelly

სახლს,

რომლის კარსაც მე შევაღებ,

მინდა ავსებდეს

შენი თვალები.

ჩემს დაკარგულ ღიმილს

ვპოულობდე

შენი ღიმილის კუთხეში...

იგრძნობოდეს

სხვანაირი სითბოს და

ჰაერს მოყოლილი

ზღვის სუნი...

ჩემს თმაში ჩარჩენილი

შენი თითების გემო...

ჩვენი არეული გულისცემით

დარღვეული…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2014 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გააბედნიერეთ ქალი

ქალს, თუ ცხოვრების იმედს წაართმევ,

გზას გაუმრუდებ, მიიყვან ხრამთან...

არც ის დაგინდობს, ერთი ხელმოსმით,

უცბად მიგიყვანს სამარის კართან....…

გაგრძელება

დაამატა mako gulbani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2014 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

25 თებერვალი - კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი, კოლაუ ნადირაძე, საბჭოთა ოკუპაციის დღე, საბჭოთა ჯარების შემოსვლა, პოეზია, ქველი, ლექსი, poetry, qwelly, occupation, cccp, kolau nadiradze, sabchota kavshiri, okupacia, ოკუპაცია, 25 tebervali

25 თებერვალი

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

ისევ გოლგოთა სისხლი და ცრემლი,

მშობელო დედავ ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი…

გაგრძელება

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2014 წელი. 2:00pm — 2 კომენტარი
________________

იძულებითი სურვილი

ავტორი: თამუნა ჭყოიძე

ვადაგასული  ავეჯივით  ვდგავარ  დამტვერილი,

შენი  დანის  კვალი  ისევ  ამჩნევია  ჩემს  გულს.

შეხედე  როგორ  ვარ  დაკეტილი

შენ  რომ  წაიღე  იმ  გასაღებს  დავეძებ  ამ  წუთს...…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2013 წელი. 4:00pm — 8 კომენტარი
________________

მსოფლიოს


"...არსობდეთ იმდენად უბრალო არსობით,
რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ..
აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით,
სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ."
ბ. კოლხიტაშვილი

დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2013 წელი. 12:02am — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters