Qwelly ბლოგი! - ივლისი (76)

გუნდებად გაერთიანება და გუნდაობა და სიცხე ევროპაში

      ალბათ ძლიერი სიცხის ბრალია, რომ დღის ამბები მეტნაკლები მრავალფეროვნებით და აქტუალობით აღარ გამოირჩევიან - ან უბრალოდ დასასვენებლად წავიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ ახლა ოპოებში გაერთიანებების და გუნდებად ჩამოყალიბების ამბებს განიხილავენ. ქვეყნის გარეთ კვლავ უკრაინა არის მთავარი თემა, ყირიმის ხიდი და ახლა უკვე ევროპაში მომატებული სიცხე, კატასტროფული პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ხანძრები მოედო ტყეებს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უზბეკი პრემიერი, ოპო პლატფორმები და კოლბა-ფეხსაცმლიანი ექიმი

      უნალექო ამინდები მიეწყობაო ამ კვირაში. დღეს ქორეოგრაფი ომარ მხეიძე გარდაიცვალა - 88 წლის ასაკში. რაც შეეხება ვრცელ ამბებს, რომელიც დღეს მედიაში ტრიალებდა - პირველი იყო სტუმარი უზბეკეთიდან და მისი მასპინძლობა. შემდეგ, ოპოზიციის გეგმები და გაერთიანებები თუ ახალი პალტფორმები გამარჯვებისთვის. ცხადია, ვრცელი იყო მიშასთან დაკავშირებული ნიუსი - პოლონელი ექიმის მიერ „კონტრაბანდულად“ გატანილი ნიმუში. დილა ომიანად დაიწყო უკრაინაში, ხოლო შავ-ზღვაზე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვილნიუსის შეჯამება და ოპოზიციური გეგმები ევროებთან ერთად და მათ გარეშე

      ვიდრე რამე ახალი ხმაურიანი თემა არ იქნება დღის წესრიგში, ვილნიუსის სამიტის გარშემო უნდა ვიტრიალოთ და ევროპარლამენტარები ან უნდა ვაქოთ ან ვაკრიტიკოთ კრიტიკის პასუხად. ასეთია დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და ამას ერთვის ოპოზიციის გეგმები ვაშაძით თუ მის გარეშე. უკრაინაში ომი ისევ მთელი სიმძაფრით მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5803 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მაპზე უკეთესი უკრაინას ანუ უარი ან თანხმობა წინაპირობებით

      თბილი ამინდებით დავიწყებ და გეტყვით, რომ კიდევ 2-3 დღე წვიმა არ ჩანს. მთავარი ამბავი ცხადია კვლავ ვილნიუსიდან არის და ამჯერად, ზელენსკის არ უთქვამს, მაპზე უკეთესი მოგვცესო, რადგან მაპი საერთოდ არ დაგჭირდებათო უთხრეს, მაგრამ იქამდე არ მიგიღებთ, სანამ ეს ომი იქნებაო. ანუ არაფერიც არ შეიცვალა უკრაინისთვის. ცხადია, ჩვენი ადგილი იქ საერთოდ არ ჩანს და ესეც ოპო-პოს კამათის საგანია. ასევე დღეს მიიღეს თავდაცვის კოდექსი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თავდაცვის უფროსები ვილნიუსში და საქართველოს პარლამენტში

      როცა გარშემო ომია, მთავარი ამბავი თავდაცვა და მშვიდობაა. თავდაცვის თემა დღეს ძალიან აქტუალური იყო, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისოდ - ვილნიუსში დღეს ნატოს წევრები შეიკრიბნენ და გაფართოებებზე და რუსეთზე, თავდაცვასა და ომიანობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და დააკომუნიკეს. საქართველოში კი კოდექსის განხილვა იყო მეორე მოსმენით და რიგ გარეშედ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ელჩობის ანსამბლეა, სუსი დახურულ კარს მიღმა და მოწამლული მეუფე

      ცხელი დღეები ცოტა გაგრილდება ხანმოკლე წვიმებით, ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი. იქამდე კი სტუმარი გვყავს სომხეთიდან - ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. თუმცა სტუმარ-მასპინძლობამდე იყო სუსის დახურული ანგარიში და მისი შეფასებები დეპუტატების მიერ, ასევე ფრანკოფონიის ანსამბლეა, რომელსაც არაწევრმა საქართველომ უმასპინძლა, იყო მშვილდაძის თემა და ბოლო დღეების აქტუალური - მეუფე შიოს მოწამვლის ამბავი, რომელზეც გამოძიება…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კრიპტომდიდარი ფონდელი და სუსის შეფასებები

      სასწავლო წლის ბოლო გამოცდებივით, ანგარიშების და პასუხების კვირეული გვაქვს. პრემიერის დაწყებული, ჯერ კობახიძემ გააგრძელა, ახლა კი სუსმა და რა თქმა უნდა, სუსის ანგარიში საკმაოდ ხმაურიანი და ვრცელი კომენტარების მიზეზი გახდა - ცხადია, ნაკლებშინაარსიანი. აქტუალური იყო შეხლა-შემოხლა საგარეჯოში, სადაც ნაციონალები კიდევ ერთხელ გაიალხნენ, ასევე მეუფე შიოს სისხლის ცუდი ანალიზები და ფონდის ხელმძღვანელის კრიპტოსიმდიდრე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სააკაშვილის უკრაინელი მეგობარი და 12 პუნქტის საქმე

      ისევ წვიმა, ისევ თქეში - ლექსის ან რომანტიკული სიმღერის ტექსტის დასაწყისს ჰგავს, მაგრამ რას ვიზამთ, დღის საამინდო ნიუსი სწორედ წვიმიან დასასრულს და წვიმით დაწყებული ივლისზე მოგვითხრობს. გაცილებით ვრცელი და საინტერესო გამოდგა ზელენსკის მიერ ელჩის „დაბარება“ სააკაშვილის პატიმრობის გამო და მთავარი მეოცნების ბრიფინგი 12 პუნქტზე და სხვა რამეებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 4, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შეხვდა? თუ შეხვდა, რად შეხვდა? - საკითხავი აი ეს არის

      როცა საქმე წერილებს ეხება, ყველა მკითხველ-კრიტიკოსი ხდება. მოკლედ, ერთ დიდ გაურკვევლობაში ცხოვრობს ქვეყანა და ინტერესის სფეროებიც საშინლად დავიწროებულია. მაგ. შეხვდა თუ არა ივანიშვილი დეგნანს, თუ შეხვდა რატომ არ ვიცოდით და თუ შეხვდა რაზე ისაუბრეს და თუ ისაუბრეს რა შედეგი მივიღეთ და ა.შ. ტელესერიალებში გადავცხოვრდით. მეორე ხალხი - ჩვენ დრო მოვა და ყველაფერს ფარდას ავხდით და ვიტყვით. მესამე ხალხი - რა სპექტაკლებს დგამთ, ჩვენ არ ვმონაწილეობთო,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2022 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

ჰარცელი წავა და სხვა მოვა, დეგნანს დეპარტამენტი გამოექომაგა

      როგორც კი ცოტა აგრილდა, უფრო მრავლისმთქმელი ან მწერი დღე გამოდგა. შესავალ ნაწილს დავიწყებ პრეზიდენტის რამდენიმე წუთის წინანდელი ინტერვიუდან - სალომე ზურაბიშვილი ამბობს: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს - არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს.“ - როგორც ხვდებით, დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პრემიერი აღმოსავლური ტურნე და თავმჯდომარის მუშაობა ევროპულ მოთხოვნებზე

      ივლისის სიცხის მთავარი ამბები დეოლიგარიზაციას უკავშირდება და ამ საკითხზე მომუშავე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჯიუტად აძახებს ოპოზიციას რატომ არ უერთდებით პროცესსო. პარალელურად პრემიერი ეპისტოლეს უგზავნის ურსულა ფონ ლაიენს და კონკრეტიკისკენ მოუწოდებს. გარამიას აპელაცია უშედეგო გამოდგა და ოქტომბრამდე მოცდა უწევს. უკრაიანში ისევ იღუპებიან. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8281 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დათხოვილების დაბრუნება ანუ რიგგარეშე სესია და უამერიკოდ დარჩენილი მოსამართლე

      მგონი წინა შესავალში უკვე დავწერე, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ისეთი ამბების კითხვა, რომლებშც ბევრი ევროპა, ევროინტეგრაცია, ევროკომისია, ევროკავშირი და ა.შ. ეწერება, რადგან ახლა ძალიან აქტუალურია. პარალელურად აქტუალურდება ამერიკა და მისი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დღეს მოსამართლეც გაპოპულარულდა და მეისნტრიმში მოხვდა თავისი „მწუხარე“ განაცხადით ამერიკაში ვერ წასვლის შესახებ. პრეზიდენტმა დასასვენებლად წასული დეპუტატები უკან მოიხმო და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გადაწეული დედლაინი და ევრომეგობრების ინტერვიუები

      დასავლეთში დასასვენებლად წასვლის იდეა ცოტა გადაწიეტო - სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელიო. დღევანდელი დღის ნიუსრუმი ორი ძირითადი თემის გარშემო ტრიალებდა - გადაწული ვადა ევროკომისიის „დავალებების“ შესასრულებლად და ევრომეგობრების ვრცელი ინტერვიუები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 ივლისი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ომბუდსმენი პენიტენციური პრობლემებით

      გასული კვირა ბედნიერად დასრულდა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ამხანაგურად და მეგობრულად, მაგრამ მაინც - იტალია დაამარცხა. ახალი კვირა კი ეროკავშირის მოთხოვნილი რეფორმების სამუშაო ჯგუფების მომზადების თუ დაკომპლექტების მცდელობით დაიწყო. მომდევნო თვეები ალბათ სულ მსგავს ამბებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ის 12 პუნქტი არ შესრულდება და ისიც არ ვიცით ვინ უნდა შეასრულოს. პრემიერი ტრადიციულად ამაყობს მიღწევებით, ხოლო პენიტენციის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაყაბულება სტატუსისთვის ან დეპოლარიზაციისთვის

      წინ ცხელი კვირა გველოდება. აქციებმა განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ პოლარიზაციის შემცირებაზე სხვაგვარი საუბრები მიდის. მთელი დღე, ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა - ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ყველაფერზე ვართ წამსვლელები - ეს ხუმრობით, მაგრამ არც მთლად. ამასთანავე აქტუალურდება კოვიდი. ნატო გართოვდება, უკრაიანში ბომბები არ სრულდება. წყალტუბოს მომავალი იწერება. ცოტა ლარიც გამყარდა და ახლა 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩხუბი ამერიკის ტერიტორიაზე და ელჩობისგან გადადგომა

      ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 1, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არჩევნების კამპანია დაიწყო, მიშელის ხელშეკრულება კვლავ აქტუალურია

      შეიძლება ყველაზე პოზიტიური ამბავი წამში გახდეს ნეგატიურ ამბად და იმედგაცრუების მერე მაინც კმაყოფილება ანუ გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ანუ ფინალში, თითქმისგამარჯვებული დამარცხდა. დღეს ფონ კრამონი ძალიან აქტიური იყო და ისევ ანულირების განხილვები. დღესვე მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანდიდატებიც დაასახელა ზოგიერთ რეგიონში და ასევე, საარჩევნო კამპანიაც დაანონსდა მომავალი თვის სამში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1244…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2021 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ანულირებული ხელშეკრულების ხმაური

      ალბათ, არავის გაუკვირდა რომ მთელი დღე მხოლოდ ანულირება და ხელშეკრულების გაუქმება, გადაგდება, კრიტიკა, შეშფოთება და იმედგაცრუება ისმოდა. თუკი ვინმეს ჰკითხეს აზრი ანულირების შესახებ, ყველამ მხოლოდ კრიტიკა წარმოთქვა გარდა ანულირების ავტორებისა - ისინი დარწმუნებით და თავდაჯერებით საუბრობენ საკუთარ ძლიერებასა და გადაწყვეტილების აუცილებლობაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1197 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაუგებარი ანულირება და ოლიმპიური ოქრო ტოკიოში

      კარგი ამბავი გამოჩნდა - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ამის პარალელურად, დღეს რომ მშვიდად არ ჩაევლო, მმართველმა გუნდა, ევროპა რომ აწვალა და დოკუმენტი აწერინა, იმ დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერსო. დღის ამბავი ცხადია ეს იყო. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1052 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 ივლისი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2021 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შემაშფოთებელი კოვიდსტატისტიკა, წვიმა და წყალდიდობები, არჩევნები და ევროპული დარიგებები

      ძლიერმა წვიმებმა მთელი საქართველო შეაწუხა და დღის მთავარ ამბად იქცა. სინოპტიკოსები კი ამბობენ, რომ მსავსი ამინდი 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდებაო. დღის მთავარი იყო კოვიდის უამრავი ახალი შემხვევადი და ახალი რეგულაციების მოლოდინი, ასევე აცრებსა და ვაქცინაციაზე მსურველთა რაოდენობები და აქტიურობა. დღეს ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც მეინსტრიმული აღმოჩნდა მედიაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.0892 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters