ლაშა'ს ბლოგი || "თოვლი" (8)

დამნაშავე სიტყვები

- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.

- შორს არის?

- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.

- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.

- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.

- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიამოვნება ზურგით თრევით

      ბევრი აღარ უხეტიალიათ. მალე მონახეს პატარა სახლი შეეფარნენ და იმ ღამით იქ დარჩნენ. მეორე დილით კოლომბო, ტარაკანი და მიოდი საჭმლის მოსატანად წავიდნენ. მარია სახლის სადარაჯოდ დარჩა და თოვლის ქულაც მან ჩაიბარა.

- რატომ არ შეიძლება მეც რომ კოლომბოს და ტარაკანს გავყვე? - თოვლის ქულას თამაში უნდოდა და ტარაკანი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.

- იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. დაგავიწყდა? ორი დღის წინ თოვლში ვერც კი დადიოდი.

-…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გაქცევის დროა

- რა მძინარა ყოფილხარ თოვლის ქულა. - თვალი გაახილა თუ არა, თავზე მიოდი ედგა.

- გადი იქით შე აფერისტო, არაფერი აქვს ამას მოსაპარი ხომ ხედავ, რას ელაქუცები. - ტარაკანმა გვერდი გაჰკრა მიოდს.

      მიოდი სადღაც გაიძურწა.

- ადექი, ჭამის დროა თოვლის ქულავ, მარიამ რძე მოგიმზადა, შეუდარებლად ამზადებს ყველაფრს. წამო და მალე უკეთ იქნები.

      თოვლის ქულა ნელ-ნელა წამოდგა, საბნდა გამოძვრა. თავზე ჭერი რომ ეგონა, თხელი ყავისფერი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნათლიების გუნდი

 - მოდი, მოდი გამოგათრიო, რა იყო თოვლში გორაობა გიყვარს. თუ აქამდე შენიანები არასოდეს გინახავს? გამარჯობა! ბიჭებო, მოდით აქ, სივრცეში დაკარგული მეგობარი გვყავს.

      ამის თქმა იყო და სანდომიანთვალებიანი ყავისფერის გვერდით, სამი "ბიჭი" გამოჩნდა, ერთი შავი იყო, ერთი ყავისფერი და ერთიც კრემისფერი.

 - ვახ, რა საყვარლად გამოიყურება, სად იპოვე?

 - თოვლიდან გადმოვარდა, მერე გამოძვრა, მერე ჩემს ხმაზე გაიქცა და ახლა კიდევ გამოვაძვრინე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კონტაქტი გარესამყაროსთან

      ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

პირველი მარტოობა

      დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სტუმრების გაცნობა

      შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.

      წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

თეთრი სტუმრები

      მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.

      "ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters