Tamila Moshiashvili'ს ბლოგი || "დეკორაცია" (7)

თაგვების ქალაქი - მაუსჰაუსი

      ფანტასტიკური ამბების გამომგონებლებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მიმდევრებზე. დღევანდელი პოსტის ამბავიც, სწორედ ამ შთაგონებას უკავშირდება, ინსპირატორებად კი უოლტ დისნეი, დონ ბლაზი, ბეატრიქს პოტერი და ასტრიდ ლინგრენი გვევლინებიან. შვედეთში ხელოვანთა ჯგუფმა, სახელით ანონიმაუს (AnonyMouse) ხელნაკეთი მინიატურული ქალაქი-სოფელი შეუქმნა პატარა მრღნელებს. მინიატურული სახლების ინტერიერი მუყაოსგან დაამზადეს, ხოლო ფასადზე ნამდვილმა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2020 წელი. 11:11pm — 2 კომენტარი
________________

ნაძვის ხის დეკორაცია

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა და დეკორაციების მდიდრულ თუ მოკრძალებულ ვარიანტებზე. ერთი რამ ცხადია - ბუხრიანი ოთახი ყველაზე კარგი ვარიანტია ნაზვის ხის დასადგამად - თან ლეგენდებიც უფრო ადვილი დასაჯერებელი გახდება. …

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2019 წელი. 11:34pm — 1 კომენტარი
________________

მოდერნული ფარდაგები

      სხვადასხვა გვარისანი არიან, მაგრამ მაინც დები არიან - დოუ ლორენი და კას ჰერნანდესი. წარმოშობით ავსტრალიელები არიან და ავსტრალიაშივე მოღვაწეობენ, თუმცა ამ ერთქვეყნიანი კონტინენტიდან მაინც მთელს მსოფლიოს მიაწვდინეს საკუთარი შრომის მოყვარობისა და ხელოვნების ნიმუშები. დებს ხალიჩი ქარგვის ქართული ნიმუშები ნანახიც არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ისე დაიწყეს კეთება, როგორც ჩვენი ბებიის ბებიის ბებიები ქსოვდნენ ფარდაგებს. დებმა ძაფები, თოკები, ნაჭრები,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2018 წელი. 10:39pm — არ არის კომენტარები
_______________

ფორტეპიანოს არისტოკრატია

      მადონას სერვიზისა არ იყოს, პიანინოც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო ოჯახებისთვის და ერთგვარ კულტურულ დაწინაურებად იაზრებდა (ალბათ). ზოგიერთი ფოტოგრაფისთვის კი პიანინოები, თავისი წარსულითა და აწმყოთი, ერთგვარი დრამატული ლიტერატურული ჟანრია. ქვემოთ შერჩეული ფოტოები, სწორედ ამ დრამატულობით და დინამიურობით, ანდა საინტერესოდ აღსაწერი ისტორიებით შევარჩიე.…

პიანიო, ფორტეპიანო, დეკორაცია, რელიქვია, qwelly, ბლოგი, ფოტოგრაფია

პიანიო, ფორტეპიანო, დეკორაცია, რელიქვია, qwelly, ბლოგი, ფოტოგრაფია

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 21, 2018 წელი. 10:41pm — 1 კომენტარი
________________

გამხმარი შროშანის მშვენიერება

      მართალია ყველა მათგანი შროშანი არ არის, და შეიძლება ძალიან ცოტაც კი იყოს მათ შორის შროშანი, მაგრამ სანახაობა უდაოდ შთამბეჭდავია. მინდვრის ყვავილების მარადიული სიცოცხლისთვის, რომელიც ალბათ უფრო ფოტოებზე დარჩება მარადიულად, წვალობს და შრომობს ბრიტანელი ილუსტრატორი და ხელოვანი რებეკა ლუიზ ლოუ. ის სპილენძის მავთულზე ასხამს მინდვრის ყვავილებს და ქმნის ისეთ დეკორაციებს, რომელთა მსგავსიც აქამდე არ გინახავთ - განცვიფრება და გაოცება,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2018 წელი. 6:32pm — არ არის კომენტარები
_______________

ფოტოგრაფის ხელოვნური წამი

      ფოტოგრაფები სულ იმაზე წუწუნებენ, თუ რა რთული პროფესია აქვთ, რადგან მათი საქმიანობა წამის დაჭერაშია. დიახ, ვიდეოს გადაღება მარტივია - ჩართე კამერა და რაც კამერაში მოხვდება, თუნდაც გასაოცარი მომენტი, ამოჭერი შეინახე და ეგაა, კარგი ვიდეოგრაფერი ხარ. ფოტოგრაფია კი სულ სხვაა - ზოგჯერ სულ რაღაც წამის მეასედი გაქვს და იქ უნდა მოასწრო აფრენილი ჩხკივნის გადაღება ან პირდაღებული პითონისგან გადარჩენილი ზაზუნას ფოტოზე ასახვა და ა.შ.

      ყოველივე…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2017 წელი. 1:04pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაყინის ჭამაზე დაფუძნებული ხელოვნება

      პატარა ჩხირებით თამაშინ ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ ზოგერთი ბავშვი, დიდობაშიც აგრძელებ ამ საქმიანობას და თამაშიდან ხელოვანებამდე მაღლდებ. დაახლოებით, ასეთ ანოტაცია შეიძლება გაუკეთოთ სირიელ ხელოვანს, ჰუსან მუჰაჯერს (Husan Muhajer), რომელმაც ნაყინის ჩხირებით მცირე ფიგურების კეთება დაიწყო და მსოფლიო ღირსშესანიშნაობების შექმნისკენ აქვს გეზი აღებული. ცხადია, გულწრფელობისთვის უნდა ითქვას, რომ სირიელი ახალგაზრდა, იშვიათი გამონაკლისი არ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2017 წელი. 9:00pm — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2014

2013

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters