Giorgi'ს ბლოგი || "აგვისტო" (80)

პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი

საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.

საქართველოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროკავშირი 7 წელიწადში, კარასინის მოწადინება და სააბიტურიენტო სტატისტიკა

ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2023 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პროვოკატორ, წამქეზებელი მედვედევი

მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2023 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გამოძიება შოვის ტრაგედიაზე, ელჩი და მოძალადეობა

ამ აგრილებულ საღამოს ლეგენდამ დაგვტოვა - ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში, მილანში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აგვისტო იწურება და დღის მთავარ ამბებში მიშას პოლიტიკური დაბრუნება, შოვის ტრაგედიის გამოძიებები, ამერიკის ელჩთან ბრალ-აპოლოგეტიკა და უკრაინის გახანგრძლივებული ომია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დეგნანი მეინსტრიმში, შოვის გამომძიებლები და მიშას კამპანია

ფერისცვალებას რომ გადააგორებ და პირველ გრილ საღამოს იგრძნობ, ეგ არის შვება, რომელსაც გვერდს ვერ აუვილი. #qwellynews რეკორდული სიცხეების შემდეგ, ჯერ კიდევ მიძინებული პოლიტ ამბებით მობრუნდა. თან წვიმაა ნაწინასწარმეტყველები - 21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელიო. ვიდრე…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2023 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ცხელი და ტრაგიკული აგვისტო

მართალია ჯერ სრულად არ გადაუვლია ცხელ დღეებს, აგვისტო კი იმდემად მძიმედ დაიწყო, რომ ჯერ კარგი ამბები არ ჩანს. პოლიტიკური სიახლეების ველიც თითოქს უმოქმედო გახდა სიცხის პროპორციულად. ამიტომ დღის მთავარი თემა თბილისის მერიის გეგმები და შოვის ტრაგედია იყო. ტრაგედია, რომელმაც პოლიტიკური დაპირისპირებების (ძირითადად კომენტარების) ახალი ველი გახსნა და გააფართოვა. ამასთან, ნიუსლენტს ახალი მსხვილი მოთამაშე -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2023 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აქტიური ომი და საარჩევნო საქმეები

      როგორც ჩანს, საშემოდგომო აგრილება ზუსტად შემოდგომისთვის იგეგმება - პირველ სექტემბრამდე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელიო. ტემპერატურამ პოლიტიკურ ველზე დაიწია, ახლა მხოლოდ არჩევნების გარშემო ტრიალებდა მედია - საარჩევნო კოდექსი, არჩევნების ხელმძღვანელობა და ა.შ. აქტუალურია ოცნებიდან წასულების ეპისტოლარული კინკლაობა ამერიკის ელჩთან. და უკვე საღამოს, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო და დაგვიწუნა მუშაობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩვენი კონსტიტუცია და უკრაიანის დამოუკიდებლობა

      ხანძარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, ამიტომ ამ სტიქიასთან ბრძოლა წელიწადგამოშვებით გვიწევს და დიდი მასშტაბებით - ბორჯომი ჯერ კიდევ „ანთია“. რაც შეეხება თბილისისს, აქ კონსტიტუციის დღე იზეიმეს, უკრაინას დამოუკიდებლობა მიულოცეს, ამერიკის ელჩზე და ისფედზე რაღაცეები აკომენტარეს და დღე ასე განლიეს - არაფერი ხელშესახები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

არასამთავრობოები, ამერიკის ელჩობა, „გამოსულები“ და კიევის სამიტი

      ვინც დასასვენებლად დასავლეთს და მთის ნაცვლად, ზღვას მიაშურეთ, გაითვალისწინეთ რომ ზღვა ადუღებას აპირებს - სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, გაფრთხილებამ, ხანძრებთან დაკავშირებით არ გაჭრა და უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. პოლიტიკურ ველზე, კვლავ ამერიკის საელჩო, არასამთავრობოები და სამართლიანი არჩევნების და რეფორმების ამბები ისმის - ევროპის გზითვის. უკრაინაში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კელი დეგნანის ცხელი დღე ანუ დეგნანობა

      ისე ცხელა, მედიამ რისთვის მოიცალოს აღარ იცის და ისიც კი აქტუალურია, ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანი როგორ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობდა. ჰო, ესაა ქვეყნის მეინსტრიმი. ასევე დღის მთავარი ამბავი იყო კელი დეგნანის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რეკომენდაციად კი არა, თითის ქნევად აღიქვა და მუშტი მაგიდაზე ბრახუნად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ევროპიდან მოსული ახალი „წერილი“, სენაკის აქტუალიზაცია და სტატისტიკები

      აგვისტოში ისე დაცხება, რომ გარეთ გასვლას, სადმე ცეცხლის ანთებას და მერე უყურადღებოდ მიტოვებას, ბუნება არ გაპატიებთო, საგანგებო სამსახურმა დღეს განაცხადა. მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. პარალელურად, საქართველოში კვლავ ევროპის კარზე მდგომი პოზიციიდან ხდება გადაწყვეტილებების შეფასება. უკრაინა კვლავ ომობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის გმირების და ომის „ბრალდებების“ დღე

      ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2022 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სპორტული შეჯიბრი უარზე, გადაწეული კოვიდ სიმშვიდე და არჩევნების მოახლოება

      ზაფხული დასრულდა. ბოლო დღეებში თითქოს კუდს იქნევსო, ძალიან დააჭირა და სექტემბრის პირველ კვირაშიც ასე იყო ნავარაუდები, მაგრამ უეცრად სეტყვა და ძლიერი წვიმები დაანონსდა. ქვეყანაში კვლავ კოვიდია მთავარი თემა და მერე არჩევნები. კოვიდმა ახალი შეზღუდები გაახანგრძლივა და სკოლა-უნივერსიტეტები დისტანციურად დაიწყებენ მუშაობას, ტრანსპორტი ისევ გადაიწევს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1107 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კოვიდის მოძრავი „ჰოსპიტალი“ და #არჩევნები2021

      დღის აღმოჩენა იყო ვაქცინაციის მოსიაურლი ცენტრები - ავტობუსებში „ჰოსპიტალები“ მოაწყეს და ჯერ მხოლოდ 3 ავტობუსი და 3 ლოკაცია დაიკავეს. უფრო მეტი იგეგმება. კოვიდი ჯერ არ წასულა და დღიური გარდაცვალება 8 ათეულს აღწევს უკვე. გუშინდელი ტერაქტი, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავია მთელს მსოფლიოში და ცხადია, საქართველოშიც. არჩევნები მალე ჩატარდება და უფრო მეტ აქტუალობას იძენ ეს თემა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1248 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

არჩევნები კოვიდის შიშით და პირველი წარმატება პარაოლიმპიადაზე

      ცხელი აგვისტოს დღეები მდორედ მიედინება. ტოკიოში პარაოლიმპიადა დაიწყო და პირველსავე სატურნირო დღეს, ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - დღის სიხარული ეს იყო. სხვა ამბები პოლიტიკას და კოვიდს უკავშირდებოდა და მათ გადაჯაჭვულობას. მოახლოებული არჩევნები კვლავ პანდემიის პრიზმიდან იცქირება და სიახლეები მთლიანა კოვიდით არის გაჯერებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1305 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საარჩევნო მოკვლევა, ოდირის შეფასება, კოვიდი და ყირიმელები

      აქამდე პოლიტიკური ველი იყო ორპოლუსიანი, ახლა კი საინფორმაციო ველიც ასეა - დღეს კოვიდის სტატისტიკა და საარჩევნო კვლევები თუ მოლოდინები იყო დღის მთავარი ამბავი. ახალი საველე ჰოსპიტლები და კოვიდ სტატისტიკის საშიში თუ სანუგეშო ამბები. კანდიდატებით ომი და პირადი გამოკითხვებიც მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო კი ყირიმისკენ იმზირება და იქაური სამიტით იყო დაკავებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1180 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქართული კოვიდი, მსოფლიო აღანეთში და #GVOTE21

      მედიის სრული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს ეთმობა, კოვიდ სტატისტიკა, მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია. სულ მალე არჩევნები იქნება და ნელ-ნელა gvote21 ტრენდდება. მსოფლიოს მზერა კვლავ ავღანეთისკენ არის მიმართული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1283 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შემაშინებელი სტატისტიკა და პირბადის ტრიუმფი, გარჩევა და არჩევნები

      კოვიდის ექვსი ათასი დღიური შემთხვევა და პირბადის დაბრუნება როგორც კოვიდ სასჯელი. მთელი დღის თემა სწორედ კოვიდამბები იყო და მასთან ერთად არჩევნებიც, რომლის წინასწარი პროგრამა უკვე კარგად ძალამოკრებილია. დღესვე იუსტიციის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაანონსდა და დაიწყო. წვიმები გველის - 18-19 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თალიბების ავღანეთი, კოვიდი საქართველოში და ბელარუსთან თანამშრომლობა

      დღე მსოფლიოს ამბით იყო განპირობებული - თალიბებმა ავღანეთი საბოლოოდ დაისაკუთრეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ლამობს. ჩვენს ქვეყანასი კვლავ კოვიდ ებრძვიან და სტატისტიკით შეშინებული მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად მიიწევს ვაქცინაციისკენ. #აცრაგვიცავს! არის მთავარი ლოზუნგი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1175 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდგორობა როგორც აცრების ომი, შეზღუდვები და კვლევა ენდიაიში

      დღის მთავარ ამბებში რამდენიმე მიმართულება გვაქვს - ერთი რა თქმა უნდა დიდგორობაა, რომელიც ეროვნული დღესასწაულად იზემება, ასევე კოვიდის ამბები და კოვიდ აკრძალვები, რასაც ჩვენც ჰედლაინში წარმოგიდგენთ - 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 12, 2021 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

ყველაზე პოპულარული პოსტები

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters