ივნისი

ივნისი

თვენი

ივნისის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა

1 ივნისს (ძვ. სტ. 19 მაისს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს!

ნინოობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივნისი, ქველი, qwelly, june
მიხეილ საბინინის ხატწერა

     ქრისტესშობიდან მეოთხე საუკუნეში, დაახლოებით 323 წელს, ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, მარად ქალწულის კურთხევითვე საქადაგებლად ჩამოდის კაბადოკიელი ნინო. იმ დროისათვის, სამი საუკუნით ადრე, ქრისტეს მოციქულების ქადაგების მიუხედავად საქართველო წარმართული ღმრთაებების მსახური ხალხით არის დასახლებული. წმინდა ნინო ჯავახეთის მთებიდან მოადგა საქართველოს. შემდეგ მცხეთისკენ, ქართლის იმდროინდელი დედაქალაქისკენ მომავალ ხალხს გამოჰყოლია და ერთ-ერთი კერპის თაყვანისცემის დღესასწაულზე მოხვედრილა. იმ წუთიდან იწყება წმინდა ნინოს ქართლში მოღვაწეობა.

     პირველ ივნისს, სწორედ წმინდა ქალწულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება და იზეიმება ქრისტეს სამოციქულო ეკლესიის მიერ!

"წმინდა ნინოს ცხოვრება"

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►