ელ. წიგნები

ელექტრონული წიგნები

არაფერი შეედრება წიგნის სურნელს, ფურცვლის სიამოვნებას და ყვითელ გვერდებზე გახუნებული ასოების ცქერას, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კითხვა სხვაგავარად მოსახერხბელიც ხდება.

ბიბლიოთეკა ჩვენს დროში Qwelly_ზე!

გეოდეზია ტოპოგრაფიის საფუძვლებით - მერაბ თევზაძე, სერგო ცუცქირიძე

GTU, PDF, Qwelly, Qwellyland, ebooks, გეოდეზია, ელ.წიგნები, ელექტრონული ლიტერტურა, მერაბ თევზაძე, სამეცნიერო ლიტერატურა, სერგო ცუცქირიძე, სტუ, ტოპოგრაფიის საფუძვლები

წინასიტყვაობა

      წინამდებარე სახელმძღვანელოს გამოცემა განაპირობა ბოლონიის საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლამ, სადაც გათვალისწინებულია სამსაფეხურიანი უმაღლესი განათლება, სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი პროფესიული განათლების სპეციალობის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. იგი სრულად შეესაბამება ამ საგანში არსებულ კურუკულუმებსა და სილაბუსებს, რომლებიც აღიარებულია სტუ-ს საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის მიერ.

      როგორც ნაშრომის დასახელებიდან ("გეოდეზია ტოპოგრაფიის საფუძვლებით") და ანოტაციიდან ჩანს, აქ განხილულია ტოპოგრაფიისა და გეოდეზიის კურსის ზოგადი ნაწილი. მასში მოცემულია ყველა ის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ზემოთ აღნიშნული სტუდენტებისთვის.

      ასეთი სახით სახელმძღვანელოს შექმნა ავტორების პირველი ცდაა და ამიტომაც, რა თქმა უნდა იგი უნაკლო არ იქნება. ისინი მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას. აქვე გვინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ წიგნის რედაქტორს ბატონ მურმან მესხს, რეცენზენტს ბატონ ჯანო კეკელიას.

      ავტორი ასევე მადლობას უხდის ქალბატონ ნათია გოგნაძესა და დავით პაპავას წიგნის გაფორმებისას გაწეული დახმარებისათვის, ბატონ ირაკლი მამაცაშვილს სასარგებლო შენიშვნებისათვის.

ავტორები: მერაბ თევზაძე, სერგო ცუცქირიძე

იხილეთ წიგნი:

გეოდეზია (ნაწილი I)

გეოდეზია (ნაწილი II)