ელ. წიგნები

ელექტრონული წიგნები

არაფერი შეედრება წიგნის სურნელს, ფურცვლის სიამოვნებას და ყვითელ გვერდებზე გახუნებული ასოების ცქერას, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კითხვა სხვაგავარად მოსახერხბელიც ხდება.

ბიბლიოთეკა ჩვენს დროში Qwelly_ზე!

ხალხური სიმღერები (კრებული)

დიმიტრი არაყიშვილის დამუშავებული და ჩაწერილი ხალხური სიმღერები

დიმიტრი არაყიშვილი, Qwelly, arayishvili, ელ.წიგნები, კრებული, ფოლკლორი

დამუშავებული ხმისთვის ფორტეპიანოს თანხლებით

წინასიტყვაობა:

      მხცოვანი ქართველი კომპოზიტორისა და მეცნიერის დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილის მრავალმხრივ და ნაყოფიერ მოღვაწეობაში ხალხური მუსიკალური შემოქმედების შეკრება-შესწავლას მუდამ დიდი ადგილი ეჭირა.

      მისი დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორების კავშირმა სსრკ მუსფონდის საქართველოს განყოფილებასთან ერთად გადაწყვიტეს შეირჩეს და ახალი რედაქციით გამოიცეს დიმიტრი არაყიშვილის მიერ ჩაწერილი და დამუშავებული ხმისათვის ფორტეპიანოს თანხლებით ხალხური სიმღერები.

      ამ საპატიო საქმეს - ფორტეპიანოს თანხლებით დამუშავებული ხალხური სიმღერების კრებულის შედგენასა და რედაქტირებას, რომელიც ჩვენ მოგვანდეს, შევეცადეთ სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით და ამით ქართული კულტურის შესანიშნავი მოამაგის დიმიტრი არაყიშვილის ხსოვნისადმი ჩვენი უღრმესი პატივისცემა გამგვეხატა.

      წინამდებარე კრებულში შესული სიმღერების უმეტესი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა მოკოვში 1909 წ. ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიის და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების სამუსიკო-საეთნოგრაფიო კომისიის შრომების IV ტ-ში: "Опыты гармонизации и художественной обработки народной песни.". ამავე წელს მთელი ეს მასალა გამოიცა ცალკე კრებულის (ამონაბეჭდის) სახით - "ქართული ეროვნული სიმღერები ფორტეპიანოს აკომპანიმენტითურთ დიმიტრი არაყიშვილისა".

      დანარჩენი სიმღერებს ჩვენ მივაკვლიეთ დ. არაყიშვილის არქივში, - საქართველოს რადიოკომიტეტის ბიბლიოთეკასა და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტში.

      კრებული შედგება 22 ხალხური სიმღერისგან, რომელთაგან 16 ქართული, 1 - სომხური, 2 - სამხრეთ-ოსური, 2 ჩერქეზოლი და 1 ყუმუხური. აქვე აღვნიშნავთ, რომ სოფლური სიმღერების გარდა, კრებულში შეტანილია ქართული ქალაქური მუსიკალური ფოკლორის 4 ნიმუში, რომლებიც მოთავსებულია კრებულის ბოლოს. ქართული სიმღერების პოეტური ტექსტები მოცემულია რუსული ეკვირიტმული თარგმანით, სხვა ხალხთა სიმღერებს ბოლოში მიწერილი აქვთ მათი მოკლე შინაარსი ქართულ და რუსულ ენებზე, რადგან ეს სიმღერები მშობლიურ ენაზე შესრულება.

      სიმღერები რედაქტირებულია ელ. ექსანიშვილის, შ. თაქთაქიშვილის და გრ. ჩხიკვაძის მიერ.

კრებულის ლიტერატურული და საერთო რედაქცია გრიგოლ ჩხიკვაძის.
12-III-64 წ.

სსრ კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს განყოფილება

თბილისი
1965

სარჩევი

  1. ურმული;
  2. სატრფიალო;
  3. კალოური;
  4. წიგნი;
  5. მზევ, შინ შემოდიო!;
  6. ოროველა;
  7. ქალო, ლამაზო!;
  8. სიყვარულო, ნიჭო სრულო;
  9. ნანა;
  10. ჩონგური;
  11. რა ვქნა, ბევრი ვიწუხე;
  12. ცოპაი;
  13. ტატე;
  14. ჯან, მარალ ჯან;
  15. ვორირა;
  16. ...

Qwelly კრებულში შესულ თითოეულ სიმღერას (online reader და PDF სახით) შემოგთავაზებთ გალობის ჯგუფში.