რუსთავი

რუსთავი

გაწევრიანდით რუსთავის პატრიოტები, მოამაგენი და მოყვარენი!

გავაცნოთ ჩვენი ქალაქი საქართველოს და მსოფლიოს!

ლუქსორი რუსთავში

      ლუქსორი იმ იშვიათ პირამიდებში ერთიანდება, რომელიც მეოცე საუკუნეში აიგო. ეს პირამიდა წინ დაბმული სფინქსით ლას ვეგასს ამშვენებს, მეორე მეოცესაუკუნელი პირამიდა კი მინისაა და ლუვრში შესასვლელად გამოიყენებენ.

      სასტუმრო ლუქსორი სარკოფაგების (საძიებლების) გარდა, საცუარო აუზს, კაზინოს და სხვა გასართობ დაწესებულებებს აერთიანებს.

      არის კიდევ ერთი პირამიდა, რომელიც რუსთავისკენ მიმავალ გზაზე მწვანე განათებით შეგეგებებათ. ეს პირამიდა უფრო სამხრეთ ამერიკული სტილისაა და ქალაქ რუსთავის სიძველის შესამაბისად, უფრო ანტიკური მასალით ნაშენი.

      სულაც არ მიკვირს ლას ვეგასს რომ გვამსგავსებენ, ეს ხომ ცხადზე ცხადია და დამეთანხმება ყველა, ვინც რუსთავში მოხვედრილა. აქვე, რუსთავული ლუქსორის პარალელურად, გეიმერების ანტიკურობაც ერთვის - ტეტრისი.

      ყველაფერ ამას კი შესასვლელიდან ზურგს აქცევს შოთა რუსთაველი და რატომღაც არ მიკვრის რომ ასე იქცევა.

      რას ფიქრობთ, ერთი ლუქსორი რუსთავშიც რომ აშენდეს?

აუცილებლად სანახავი:

ფარა რუსთავში

ღამე რუსთავის თავზე

ხეტიალი რუსთავში