მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო

16 მარტს (ძვ. სტ. 3 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამენი ევტროპის, კლეონიკეს და ვასილისკოს

წმიდა მოწამენი ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო , წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     მოწამე ძმებმა: ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკომ უამრავი ადამაინი მოაქციეს ქრისტიანულ რჯულზე, როდესაც ისინი სამყრობილეში იყვნენ.
     ამასიის პროვინციაში ახალმა მმართველმა ასკლიპიოდოტმა თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მორწმუნენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევტროპი ხმამაღლა ლოცულობდა: „მოგვეც, უფალო, ძალი დათმენისა, მოგვმადლე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შემწედ ჩვენდა, ვითარცა მოხვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა“. ლოცვის პასუხად წმიდა მოწამეებს თვით უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან და დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა.
     მაცხოვრის გამოცხადება მოწამე ძმებთან ერთად მათთან მხლებელმა პირებმაც ნახეს და მათ მმართველ ასკლეპიოდოტს ურჩიეს შეეწყვიტა ძმების წამება. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმო და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო, წმიდანმა უარი განაცხადა.
     მმართველის რჩევის შემდეგ მეორე დღეს, მოწამე ძმები მიიყვანეს წარმართულ ტაძარში იმ მოთხოვნით რომ მსხვერპლი შეეწირათ. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ: „უფალო, იყავნ ჩვენთან, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთის მიმართ“. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, ტაძრის კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა: „თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა. აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად“.
     მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლეპიოდიტმა ბრძანა, მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპიმ კი მტანჯველებს გასძახა: „უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა“. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარათ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც გასაოცარი სიმშვიდით აიტანეს.
     3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ვასილისკო კი აფხაზეთში გადაასახლეს.
     22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ვასილისკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ვასილისკოს სახელობის ეკლესია.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►