აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

ღირსი ანთუსა ქალწული

25 აპრილს (ძვ. სტილით 12 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ქალწულ ანთუსას

ქალწული ანთუსა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     ღირსი დედა ანთუსა ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმის ასული იყო. ტყუპისცალი- და იმპერატორ ლეონ ხაზარის. მათი დაბადება და მომავალი იწინასწარმეტყველა მეფის მიერ გადასახლებიდან დაბრუნებულმა იღუმენია ანთუსამ. სახელი ქალიშვილს იმპერატორმა ღირსი დედის პატივსაცემად დაარქვა.

     როცა ანთუსა გაიზარდა იმპერატორმა გათხოება ურჩია, მაგრამ მან უარი განაცხადა. ასევე უარი თქვა თანამართველობაზე.

     მამის სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი ქონება ღარიბებს და ობლებს დაურიგა და მონასტერში წავიდა. მონაზვნად პატრიარქმა ტარასმა აღკვეცა. ღირსმა დედამ კონსტანტინეპოლში ომონის მონასტერი დაარსა, რომელიც ცნობილია მკაცრი წესებით. ის თავად იყო მაგალითი სხვებისთვის. ყველაზე მძიმე დავალებას ასრულებდა.

     ღირსი დედა ანთუსა 801 წელს გარდაიცვალა 52 წლისა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►