აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

არტემონ ლაოდიკიელი - მღვდელმოწამე

26 აპრილს (ძვ. სტ. 13 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელ ხუცესს

არტემონ ლაოდიკიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     მღვდელმოწამე არტემონი დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში. 16 წლისა მედავითნედ აკურთხეს. 18 წლის მანძილზე იყო მედავითნე, შემდეგ ეპისკოპოსმა სისინმა დიაკვნად დაასხა ხელი. 33წელი ქადაგებდა წარმართთა შორის ქრისტიანობას. წმინდა მამა მოხუცი იყო, როცა იმპერატორმა დეოკლიტიანემ ქრისტიანებს აიძულა მსხვერპლის შეეწირვა.

     იმპერატორი ლაოდიკიაში გზავნიდა მხედარმთავარს. ეს რომ შეიტყო ეპისკოპოსმა სისინმა წმინდა არტემონტან ერთად შეიპარა სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია. სამწყსო კი გაამხნევა და განამტკიცა რწმენაში.

     ლაოდიკიაში ჩასულმა მხედარმთავარმა პატრიკიოსმა ხუთ დღიანი ზეიმი გამართა, შემდეგ აპირებდა მსხვერპლის შეწირვას. როცა შეიტყო სამსხვერპლოს დარბევა გაბოროტებულმა ეკლესიების დანადგურება გადაწყვითა. ტაძრის დასარბევად წასული ტაძარში ვერ შევიდა. ციებ-ცხელებამ შეიპყრო.ვერ უშველა ქურუმებმა,შემდეგ დახმარების სათხოვნელად ეპისკოპოსთან მხედარმთავარ გაგზავნა და ეპისკოპოსს დაჰპირდა ოქროს ქანდაკების ჩამოსხმა. ეპისკოპოსმა ურჩია ქრისტე ეწამა. პატრიკიოს სიკვდილის შეეშინდა და თქვა რომ წამდა. ის სასწაულებრივად განიკურნა.

     უკან დაბრუნებულმა კესარიონმა გზად იხილა არტემონი, რომელსაც წყვილ- წყვილად მიჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ურემი. ამ ფაქტმა გააოცა კესარიოსი. მან შეიტყო, რომ ეს ადამიანი იყო ის ვინც შემუსრა კერპები. რაზეც გაბრაზდა და შეიპყრო. არტემონი უშიშრად გაჰყვა. ცხოველებს კი უბრძანა წასულიყვნენ ეპისკოპოსთან. პირუტყვები დამორჩილდნენ. ერთმა ირემმა უფლისგან მეტყველების უნარი მიიღო და მოძღვარს ყოველივე უამბო.სისინმა დიაკვნის ხელით სებისკვერი გაუგზავნა არტემონს.

     პატრიკიოსმა როცა ვერ შეძლო არტემონის გადაბირება მისი დასჯა გადაწყვიტა.სამსხვერპლოში შეუშვეს. სადაც წმინდა მამამ ილოცა და იქიდან გველები განდევნა. ქურუმმა ვიტალმა კი უფალი იწამა და მოინათლა. შემდეგ ვიტალი პალესტინის ეპისკოპოსი გახდა. პატრიკიოსმა გადაწყვიტა წმინდანი ეწამებინა. ადუღებულ ფისში აპირებდა წმინდანის წამებას, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა პატრიკიოსი აიტაცა და ქვაბში ჩააგდო.

     შემდეგ წმინდა მამა არტემონი ასიაში წავიდა ქრისტეს რჯულს საქადაგებლად.გზაში უფლის ანგელოზმა აიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია.

     წმინდა მამა წარმართებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►