აპრილი

აპრილი

თვენი

აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება

წმინდა მარტინე აღმსარებელი - რომის პაპი

27 აპრილს (ძვ.სტ. 14 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს რომის პაპს, წმინდა მარტინე აღმსარებელს

მარტინე აღმსარებელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

      წმინდა მამა მარტინე წარმოშობით ტოსკანელი იყო. კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. პაპ თეოდორე I-ის გარადაცვალების შემდეგ აირჩიეს მღვდელმთავრად.

     იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებული მონოთელიტობის ერესი. ერეს თვით იმპერატორი კონსტანცი და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის ბრძანებით გამოისცა ერეტიკული "რწმენის ნიმუში", რომელიც კრძალავდა კამათს.

     წმინდა მამა მართმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, მოიწვია რომში კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, პაპს კი ეპისტოლე გაუგზავნა და მოუწოდა დაბრუნებოდა მართმადიდებლობას.

     განრისხებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპუს უბრძანა პაპის შეპყრობა. ოლიმპუს შეეშინდა ნაბრძანების აღსრულება და ერთ-ერთ მეომარს დაავალა. როცა მეომარი პაპს მიუახლოვდა დაბრმავდა.

     ამის შემდეგ იმპერატორმა პაპს ბრალდება წაუყენა: მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა.

     იმპერატორის დავალებით მხედარმთავარმა თეოდორემ წმინდა მარტინე ღამით შეიპყრო და უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლა. ერთი წელი უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ერთი წლის შემდეგ სასამართლოზე წარადგინეს ავადმყოფი პაპი სასამართლოზე საკაცით მიიყვანეს. მსაჯულებმა მოსთხოვეს პასუხი ფეხზე დამდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ. სასამართლოზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ. პაპმა თავი იმართლა, მაგრამ მსაჯულებმა ყურად არ იღეს. სამოსელი შემოძარცვეს და ბრბოსთან გაიყვანეს, რომლებიც ყვიროდნენ: "ანათემა მარტინე პაპს". ვინც იცოდა პაპის უნანაშაულობა ტიროდნენ.

     სასამართლომ პაპის ხარისხი ჩამოართვა და სიკვდილი მიუსაჯა. ხელზე ბორკილები დაადეს და ავაზაკებთან ერთად საპყრობილეში ჩასვეს. იმპერატორი მომაკვდავ პარტიარქ პავლესთან მივიდა დაგანაჩენი აუწყა. პატრიარქმა სთხოვა წმინდანის წამება შეწყვიტად.

     იმპერატორმა თავიდან ბრძანა დაკითხვის ჩატარება, რაზეც წმინდანმა განაცხადა: "თუნდაც ამკუწონ, მაინც არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიაითან, სანამ ის მწვალებლობაშია". ჯალათებმა პაპს სიკვდილი ხესრონში გადასახლებით შეუცვალეს.

     წმინდა მამა გადასახლებაში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში.

     წმინდა ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ რომში გადაასვენეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►