მარტი

მარტი

თვენი

მარტის თვის წმინდათა ცხოვრება

მოწამე ურსპასიანე

22 მარტს (ძვ. სტ. 9 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე ურსპასიანეს.

      ნიკომედიაში (ქალაქი ბიზანტიაში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მესამე საუკუნის მიწურულს, იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის ზეობისას ეწამა წმინდა ურსპასიანე. იმ დროს სასტიკად იდევნებოდნენ ქრისტიანები, ჯარში თუ სასახლის კარზე მომსახურენი. მათ შორის იყო წმინდა უსპასიანე, რომელმაც იმპერატორის წინაშე დაყარა თავისი მოსასხამი და ქამარი და უთხრა: "ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა". მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ყველაზე მტკიცე შოლტით - ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს - ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►