ინფორმაცია

რელიგიური ტოლერანტობა

თბილისის ამერიკული კუთხის პროექტის „რელიგიური ტოლერანტობა“ სამუშაო ჯგუფი.

ჯგუფში განთავსდება პროექტის მსმენელთა ესსეები, თავისუფალი თემები, ჩანახატები, მასალები.

პროექტის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება შემდეგ მისამართზე:
► რუსთაველის გამზირი, ეროვნული სასახლე, ოთახი N50

ადგილი: თბილისის ამერიკული კუთხე
წევრები: 9
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 22, 2018

საინფორმაციო

+ დაამატეთ ჩანაწერი

პროექტის სილაბუსი:

• რა არის რელიგია?

• რელიგია შემოქმედებაში (ფერწერა, სკულპტურა, მუსიკა, ლიტერატურა)

• რელიგია პოლიტიკაში

• რელიგია საზოგადოების სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, სპორტი, მედიცინა, ჟურნალისტიკა და ა.შ.)

• მსოფლიო რელიგიები

• ამერიკა, როგორც რელიგიური მრავალფეროვნების აკვანი

• მრავალკონფესიური თბილისი

• შეჯამება - რელიგია - ტოლერანტული და მშვიდობისმყოფელი

ფორუმი

ვიდრე ჰხვალ, უფალო?! - განხილვა

ავტორი Ekaterine, ივლ. 21, 2018. 0 გამოხმაურება

      „ვიდრე ჰხვალ, უფალო?“ (Quo vadis, Domine?!) ჰენრიკ სენკევიჩის ერთ-ერთი ნაწარმოებია, რომელიც შექმნილია ძველი რომის თემატიკაზე. ნაწარმოები საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ ძველ რომში და განვიცადოთ ყველა იმ ადამიანის ტკივილი თუ სიხარული, რომელიც ამ ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდათ ქრისტიანებს. თუმცა უნდა ითქვას და აღინიშნოს ისიც, რომ მათ მშვიდი, უზრუნველი და დალხენილი ცხოვრება თითქმის არასოდეს ჰქონიათ. მთელი ისტორიის მანძილზე არაერთი ადამიანი წამებულა ქრისტესთვის. მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც არაერთი წმინდანი ჰყოლია როგორც ქართველი ისე არაქართველი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან:აბო, შუშანიკი, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები და კიდევ მრავალი სხვა. ისინი ხომ თავს სწირავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის. „მხოლოდ ერთი ღვთაება არსებობს-საუკუნო, ყოვლისშემძლებელი, შემოქმედი. იგი აერთებს სულებს, სხეულებს და ნივთებს. მისი მძლეთამძლეობა უნდა ვცნოთ, თუმცა ნება გვაქვს, არც ვადიდოთ.“      მოქმედება ვითარდება კეისარ…გაგრძელება

ტეგები: სიყვარული, სარწმუნოება, პეტრე, სენკევიჩი, განხილვა

რწმენის გაკვეთილები ფილმიდან ტყვიაგაუმტარი ბერი

ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 16, 2018. 1 გამოხმაურება

      ტვიაგაუმტარი ბერი ასახავს ბერის ცხოვრებას, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. იგი წლების განმავლობაში იცავს რელიქვიას, რომელიც შეიცავს გასაღებს უსაზღვრო ძალაუფლებისთვის. მის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც შეძლებს შემდგომში ამ რელიქვიის დაცვას. ერთხელაც ბერი აღმოაჩენს, მისი ვარაუდით, პოზიციისთვის შესაფერის ადამიანს, ქურდს, სახელად კარს. ამის შემდეგ ისინი ერთიანი ძალებით ებრძვიან ადამიანს, რომელიც სამოცი წლის განმავლობაში ცდილობდა რელიქვიის ხელში ჩაგდებას. კარის გაწვრთნის მომენტში ბერი მას ბევრ რამეს ასწავლის. მით უმეტეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ კარი ქურდია და მას ნამდვილად სჭირდება ბერის რჩევები და სწორ გზაზე დაყენება. პირველ რიგში, კარისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის საჭიროა სულიერ მდგომარეობაზე ფიქრი. მხოლოდ ფული არ უნდა გვაინტერესებდეს და სულიერ ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ. ფული ხომ უბრალოდ ხელის ჭუჭყია და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ შევძლებთ მის იმქვეყნად წაღებას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრება ჰქონდა…გაგრძელება

ტეგები: თავდაჯერება, განხილვა, ფილმი, რწმენა

მკვდარი პოეტების ცოცხალი საზოგადოება

ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 14, 2018. 1 გამოხმაურება

      ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ მოქმედება კოლეჯში ვითარდება. აღნიშნული კოლეჯი გამოირჩევა დიდი სიმკაცრით. სასწავლებელი ეყრდნობა ოთხ ძირითად ბოძს:ტრადიციას, ღირსებას, დისციპლინას და ოსტატობას. კოლეჯის სტუდენტების ცხოვრების რთული და რუტინული გრაფიკი კი საკმაოდ მრავალფეროვანი ხდება პროფესორ ჯონ კიტინგის წყალობით. ეს ადამიანი,ჩემი აზრით, ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი სტუდენტების მომქანცველი და დაძაბული გრაფიკი გაახალისოს. ჯონ კიტინგის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ყველა სტუდენტს შეჰმატოს თავდაჯერება და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში. იგი ცდილობს, რომ ყველას აგრძნობინოს ინდივიდუალიზმი. ჯონი სტუდენტებს მიმართავს: „ნუ დაუშვებთ რომ თქვენი ლექსები ჩვეულებრივი იყოს.“ ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობას ეყრება მაკალისტერისგან, რომლის აზრითაც, ახალგაზრდები კიტინგს შეიძულებენ როდესაც მიხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ არ არიან არც შექსპირი, არც მოცარტი და არც რემბრანდტი. ზოგიერთმა სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანმა ნამდვილად შეიძლება ჩაიქნიოს ხელი…გაგრძელება

ტეგები: სიყვარული, ტოლერანტობა, წიგნი, ლიტერატურა, განხილვა

საზოგადოებრივი პრობლემები

ავტორი Ekaterine, ივლ. 12, 2018. 0 გამოხმაურება

      ფილმი „ლევიათანი“ ეხმაურება საზოგადოების არაერთ პრობლემას, როგორებიცაა სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების ურთიერთობა, ადამიანთა უფლებები, საზოგადოებისა და რელიგიის ურთიერდამოკიდებულება და ა. შ.      რა თქმა უნდა, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება, რასაც ფილმიც ადასტურებს და უსვამს ხაზს. გავლენიანი პირები ყოველთვის აღწევდნენ საწადელს, ხოლო დაჩაგრული დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების უფლებები კი ყოველთვის ილახებოდა. ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, რომ ესა თუ ის პიროვნება გაუკიცხავთ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელზე დაოჯახების ან თუნდაც უბრალოდ სურვილის გამოთქმის გამო. მათ შორის მეფეებიც არ იყვნენ გამონაკლისი.      ფილმის ერთ-ერთი მთავარი იდეა ისაა, რომ ყველაფერში დამნაშავე არ არსებობს. ყველას საკუთარი დანაშაული აქვს. თითოეული ჩვენგანი დიდ დანაკარგს, ღალატს, შეურაცხყოფას განიცდის ცხოვრებაში. მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ არ უნდა დაგვასუსტოს და პირიქით უნდა გაგვაძლიეროს, ძალა შეგვმატოს. როგორც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი…გაგრძელება

ტეგები: სარწმუნოება, პრობლემები, განხილვა, ფილმი, ლევიათანი

იმედი ბოლოს კვდება ანუ გაქცევა შოუშენკიდან

ავტორი Ekaterine, ივლ. 10, 2018. 0 გამოხმაურება

      ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ…გაგრძელება

ტეგები: მეგობრობა, იმედი, თავისუფლება, ფილმი, განხილვა

მათემატიკა გონების მუსიკაა

ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 10, 2018. 4 გამოხმაურება

      ფილმში „ბრწყინვალე გონება“ აღწერილია ერთ-ერთი ძალზედ ცნობილი მათემატიკოსის და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ნეშის ცხოვრება. ფილმი საინტერესოა იმით, რომ კარგად ჩანს გენიოსის და ზოგადად გენიოსობის პრობლემა. გენიოსობა ხომ წარმოადგენს ერთგვარ დარღვევას. ისტორიას არაერთი ცნობილი ადამიანი ახსოვს, რომელსაც სხვადასხვა სახის დარღვევები ჰქონდათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან უოლტ დისნეი, სტივენ სპილბერგი, ალბერტ აინშტაინი, ჯუზეპე ვერდი და ა.შ. გენიოსებს ახასიათებთ არაერთი უცნაურობა. მაგალითად, ჯონ ნეში ჩიტების მოძრაობის ალგორითმს სწავლობდა. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ ჯონი თავად აღიარებს, რომ დაიბადა ორმაგი ტვინითა და ნახევარი გულით. გენიოსების პრობლემას წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობაც. ნეშს ისევე, როგორც არაერთ სხვა გენიოსს სერიოზული მონდომება სჭირდება, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროს. რა თქმა უნდა, ესეც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რადგან ცხოვრება მარტო მუშაობა და მეცნიერება ხომ არ არის.      ფილმში გადავეყარე უდიდეს სიცრუეს, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს. აღნიშნული…გაგრძელება

ტეგები: ლოგიკა, შემოქმედება, განხილვა, ფილმი, მათემატიკა

პატარა უფლისწულის, წაკითხულის შთაბეჭდილებები

ავტორი Ekaterine, ივლ. 8, 2018. 0 გამოხმაურება

      ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოები „პატარა უფლისწული“, ჩემი აზრით, ისეთი ნაწარმოებია, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. მე პირადად ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის პირველად წავიკითხე. რა საკვირველია, დღევანდელი წაკითხული და გააზრებული სრულიად განსხვავდება მაშინდელისგან. ვფიქრობ, თუ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გადავწყვეტ აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვას, სავარაუდოდ ბევრ ახალ რამეს აღმოვაჩენ.      „პატარა უფლისწული“ ძალზედ თბილი და მარტივი, გასაგები ენით დაწერილი ნაწარმოებია, მაგრამ მასში ჩადებულია საკმაოდ დიდი სიბრძნე. პირველ რიგში კარგად ჩანს ის, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ბავშვებისა და დიდების მიერ აღქმული სამყარო. უფროსებს „ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს არ გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი…გაგრძელება

ტეგები: წაკითხული, გააზრება, ეგზიუპერი, უფლისწული, მეგობრობა

თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს

ავტორი Ekaterine, ივლ. 4, 2018. 0 გამოხმაურება

      მიუხედავად იმისა, რომ ივან ტურგენევის ნაწარმოები „მუმუ“ ძალზედ მცირე ზომისაა, მასში ბევრი რამის დანახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ძალიან ცუდია ბატონყმობის წესი, რომელიც ადრე იყო გაბატონებული და საყოველთაო პრობლემას წარმოადგენდა. წესი არაერთ ადამიანს უზღუდავს უფლებებს და უკარგავს ფასეულობებსა თუ ინდივიდუალიზმს. მათ არავინ ეკითხებათ საკუთარ მოსაზრებას და ყველანაირად შეზღუდულნი და შევიწროებულნი არიან. აღსანიშნავი და საგულისყუროა ის ფაქტიც, რომ ქალბატონი თავად იღებს საკუთარი ყმების დაქორწინების გადაწყვეტილებასაც, რომელიც ყველაზე მეტად გულს სტკენს გერასიმეს. ამიტომაც, გერასიმე იწყებს ჭეშმარიტი თავისუფლების ძიებას. თავისუფლების ძიებაში კი იგი გასწირავს მისთვის ერთადერთ…გაგრძელება

ტეგები: აბრაამი, თავგანწირვა, ტურგენევი, მუმუ, მოთხრობა

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ რელიგიური ტოლერანტობა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (10)

 
 
 

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters