მე-20 საუკუნის 30-იანიდან 70-ან წლებამდე ამერიკული აზროვნება ბატონობს, რომლის მწვერვალი ტალკოტ პარსონსის სოციოლოგიური ნააზრევი გახდა. მან, სრულიად ახალგაზრდამ, 35 წლის ასაკში შესძლო ორიგინალური სოციალური მოქმედების თეორიის შექმნა, რის გამოც მისმა იმიჯმა ზენიტს მიაღწია. მართალია, პარსონსის თეორიამ აღზევების შემდეგ კრიტიკული ანალიზისა და დაცემის ხანაც განიცადა, თანაც მისივე სიცოცხლეში, მაგრამ ამ თეორიის მიმართ ინტერესმა კვლავ გამოიღვიძა.
ერთ-ერთი მიზეზი, რამაც პარსონსის თეორიას დიდი აღიარება მოუპოვა და ისეთი პარადიგმა გახადა, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, პრობლემათა დასმასაც და გადაწყვეტასაც განაპირობებდა, იყო მისი წინამავალი თეორიებისაგან განსხვავებული გზით მსვლელობა. თუ წინამავალი სოციოლოგიური თეორიები გლობალური სისტემებიდან ამოდიოდნენ და ისეთი ცნებების ირგვლივ მოძრაობდნენ, როგორიცაა საზოგადოება საერთოდ, კულტურა საერთოდ, პროგრესი საერთოდ და ა. შ., პარსონსი ამოდის ადამიანის მოქმედებიდან, სოციალური მოქმედების კონკრეტულ ფორმებს აანალიზებს და ამ განზომილებაში განიხილავს პიროვნების, საზოგადოებისა და კულტურის მიმართებას. მიუხედავად იმისა, რომ პარსონსი ნაკლებად იყო დაინტერესებული აბსტრაქტული კატეგორიებით, მან შეძლო სოციალური მოქმედების ჩარჩოებში გაენალიზებინა სოციალური სისტემები. მართალია, პარსონსის თეორია კონკრეტული ფენომენის ანალიზთანაა დაკავშირებული და ის უდავოდ თეორიული სოციოლოგიის წარმომადგენელია, მან შეძლო გაერკვია საზოგადოების, კულტურისა და პიროვნების მიმართება სოციალური მოქმედების ფონზე. ამდენად, მართებულია მტკიცება, რომ სოციალური მოქმედების სტრუქტურაზე მუშაობისას პარსონსი ჩამოყალიბდა როგორც სოციოლოგი, სახელდობრ, როგორც თეორეტიკოს-სოციოლოგი. მთელი მისი ცხოვრების საქმე სოციოლოგიის ზოგად თეორიაზე მუშაობა იყო. ასეთი ვითარების მიუხედავად, ვფიქრობთ, შესაძლებელია, პარსონსის თეორიის არა მხოლოდ ზოგადთეორიული სოციოლოგიის განზომილებაში, არამედ კულტურის სოციოლოგიის დარგშიც განხილვა. პარსონსის სქემა - პიროვნება, კულტურა, საზოგადოება - ძალიან ახლოსაა არა მარტო მაქს ვებერის, არამედ ალფრედ ვებერის კულტურის სოციოლოგიის ნააზრევთანაც. მაქს ვებერთან სიახლოვეს მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, მაგრამ ნაკლებად ეხებიან, ან სავსებით უგულებელყოფენ ალფრედ ვებერის ნააზრევთან მსგავსებას. ალფრედ ვებერი კულტურის სოციოლოგიას ისტორიის, სახელდობრ, კულტურის ისტორიის ფონზე აგებს, მაშინ, როდესაც პარსონსი სოციალურ მოქმედებას იღებს ამოსავლად, თანაც, ალფრედ ვებერთან ისტორიული სხეულების სამი ელემენტია: სოციალური მოძრაობა, კულტურის მოძრაობა და ცივილიზაცია, ხოლო პარსონსთან სოციალური მოქმედების არეალში პიროვნება, კულტურა და საზოგადოება განიხილება, მაგრამ, ამ განსხვავებულ სქემათა მიუხედავად, მათ შორისბევრი რამაა საერთო. კერძოდ, პირველ რიგში, იმის ძიება, თუ რა აკავშირებს თითოეულის მიერ აღიარებულ სამ ელემენტს ერთმანეთთან, თანაც, ორი ელემენტი - სოციალური და კულტურა - მათთან ერთმანეთს ემთხვევა. ასევე ერთნაირად აანალიზებენ არა მარტო ამ ელემენტთა არსებას, არამედ, თითოეული მათგანის გავლენას სხვებზე. ყოველივე ეს და კიდევ სხვა მრავალი მომენტი გვაფიქრებინებს, რომ პარსონსი არა მარტო ზოგადსოციოლოგიური თეორიის წარმომადგენელია, არამედ კულტურის სოციოლოგიისაც. ამდენად, მიგვაჩნია, რომ პარსონსის შრომის რუსული გამოცემის წინასიტყვაობის ავტორი ვ. ჩესნოკოვა სწორად აყენებს საკითხსამ თეორიის არსების შესახებ. ის წერს: „რით განსხვავდება პრობლემის დასმის ეს მოდელი, რომელსაც სოციოლოგიაში „სოციალურ მოქმედებას“ უწოდებენ? იგი ანალიზის ამოსავალ ერთეულად არ გვთავაზობს მთელ საზოგადოებას, არც პიროვნებასა და კულტურას, ყველაფერი ეს ძალზე მსხვილი და რთული სტრუქტურებია, არამედ ცალკეულ მოქმედებას. მაგრამ, სწორედ აქ, ამ უჯრედში გადაეჯაჭვა ერთმანეთს ზემოქმედებანი, რომელნიც მომდინარეობენ საზოგადოებიდან, კულტურიდან, პიროვნებიდან. აქ პიროვნული იმპულსები და სწრაფვანი სოციალური მექანიზმებით მუშავდება და შემდგომ კულტურული ეტალონებით გათვალისწინებულ ფორმებში ყალიბდება. ვიწყებთ მოტივაციური მექანიზმების განხილვით, რომლებიც სოციალიზებული კულტურული პიროვნების დონეზე მოქმედებს და შემდგომ აუცილებლად გადავდივართ კულტურის სოციალურ სისტემებსა და ღირებულებით-ნორმატულ სტრუქტურებზე. სწორედ ეს გააკეთა პარსონსმა“ .
მოკლედ რომ ვთქვათ, პარსონსის თეორია უფრომეტია, ვიდრე სოციოლოგიის რომელიმე დარგი, თუნდაც კულტურის როგორც ერთიანი მთელის ანალიზი მის შემქმნელ და მატარებელ პიროვნებასა დასაზოგადოებასთან მიმართება ამ თეორიაში ერთ-ერთი ძირეული მომენტია, ამიტომ, ეს ზოგადსოციოლოგიური თეორია შეიცავს კულტურის სოციოლოგიის ამოცანებსაც. ეს გამოვლინდება პარსონსის სოციოლოგიის ძირითად ცნებათა ანალიზითაც. მითუმეტეს, თუ იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ პარსონსთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია კულტურისა და სოციალური სისტემის, ე. ი. კულტურისა და საზოგადოების მიმართების პრობლემა და ამ საკითხში ის ერთ-ერთორიგინალურ თვალსაზრისს გვთავაზობს. ამდენად, წიგნის ბოლო თავში ჩვენ შევეხებით პარსონსის თეორიის რამდენიმე ასპექტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ პარსონსის პოზიცია კულტურისა და საზოგადოების, კულტურისა და პიროვნების მიმართების საკითხში.
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, პარსონსი, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
თებერვალი 28, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: თებერვალი 28, 2026.
საათი: 12:50pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•