პოზიტივისტური სოციალური მეცნიერების ალტერნატივები: ნატურალისტური მიდგომები

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი VII

      მიუხედავად იმისა, რომ პოზიტივიზმის ოპონენტები სოციალური მეცნიერების ფარგლებში თავად ქმნიან აზრის სხვადასხვა სკოლას და თითოეულ ამ სკოლათაგანს თავისი მცირედით განსხვავებული ეპისტემოლოგიური თვალთახედვა აქვს, ყველა მათგანს აერთიანებს უარყოფა რწმენისა, რომ ადამიანის ქცევა ზოგადი, უნივერსალური კანონებით იმართება და საფუძვლად მდებარე კანონზომიერებებით ხასიათდება. მეტიც, ისინი თანხმდებიან, რომ სოციალური სამყაროს გაგება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდის პოზიციიდან, რომელიც მიმდინარე საკვლევი ქმედების ნაწილს წარმოადგენს; ამასთან, პიროვნების მათეული მოდელი ავტონომიურია და არა ხელოვნული ვერსია, რომელსაც ამჯობინებენ პოზიტივისტი მკვლევრები. განყენებული, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაზრისის - ტრადიციული კვლევის სავალდებულო მახასიათებლის - უარყოფისას ანტიპოზიტივისტები ამტკიცებენ, რომ ინდივიდების ქცევის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მკვლევარი მათ მსოფლმხედველობას გაიზიარებს: ინდივიდების ირგვლივ არსებული სამყაროს მათეული ინტერპრეტაციის გაგება შიგნიდან უნდა მოდიოდეს და არა გარედან. ამგვარად, სოციალური მეცნიერება განიხილება, როგორც სუბიექტური და არა - ობიექტური საქმიანობა; როგორც კონკრეტულ სპეციფიკურ კონტექსტში ადამიანების უშუალო გამოცდილებასთან მოპყრობის საშუალება; სადაც ხდება სოციალური რეალობის გაგება, ახსნა და დემისტიფიკაცია სხვადასხვა მონაწილის თვალთახედვით. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ სოციალურ რეალობას (Beck 1979).

      ანტიპოზიტივისტურმა მოძრაობამ სოციალური მეცნიერების იმ შემადგენელ ნაწილებზე მოახდინა გავლენა, რომლებიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, კერძოდ, ფსიქოლოგიაზე, სოციალურ ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაზე. ფსიქოლოგიის შემთხვევაში, მაგალითად, ბიჰევიორისტული და ფსიქოანალიზური სკოლების გვერდით ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სკოლა ჩამოყალიბდა. წარმოიქმნა რა, როგორც მრავალი სოციალური და კულტურული გარემოსთვის დამახასიათებელი დეჰუმანიზაციის მზარდ გრძნობასთან დაპირისპირების სირთულის დახმარება/პასუხი, ის მიზნად ისახავდა პიროვნების, როგორც მთლიანის, შესწავლასა და გაგებას (Buhler and Allen 1972). ჰუმანისტი ფსიქოლოგები გვთავაზობენ ადამიანის მოდელს, რომელშიც ის პოზიტიური, აქტიური და მიზანდასახულია და, ამასთანავე, აქცენტს აკეთებს თავისივე მონაწილეობაზე საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების ფორმირებაში. ინტროსპექციითა და ჰიპოთეზების წამოყენებით დაკავებული მეცნიერები არ დგანან განზე. მათ ადამიანის ინტენციური და კრეატული ასპექტები აინტერესებთ. ჰუმნისტური ფსიქოლოგების თვალთახედვა, ბუნებრივია, მათ მეთოდოლოგიაშიც აისახა. ისინი ინდივიდების შესწავლას ანიჭებენ უპირატესობას და არა ჯგუფების და, აქედან გამომდინარე, იდეოგრაფიულ მიდგომას ამჯობინებენ და არა - ნომოთეტურს. ადამიანების განათლების სფეროში ამ მიმართულების ფილოსოფიის შეტანა კარლ როჯერსს ეკუთვნის.[1]

      ანალოგიური განვითარება სოციალური ფსიქოლოგიის ფარგლებში "პიროვნებების მეცნიერების" მოძრაობაში შეგვიძლია დავინახოთ. ის ამტკიცებდა, რომ სხვების გასაგებად საკუთარი თავი უნდა გამოვიყენოთ და, პირიქით, სხვების ჩვენეული გაგება საკუთარი თავის წვდომის საშუალებაა - ადამიანის ანთროპომორფული მოდელი. ვინაიდან ანთროპომორფიზმი სიტყვასიტყვით ადამიანური ფორმისა და პიროვნების მინიჭებაა, კრიტიკას იწვევს ის, რომ ტრადიციული გაგებით სოციალურმა ფსიქოლოგიამ დღემდე ვერ შეძლო ადამიანის ისეთი მოდელის შექმნა, როგორიც ის სინამდვილეშია. როგორც ზოგიერთი მრუდედ მოაზროვნე კომენტატორი მოგვმართავდა, "მეცნიერული მიზნებისთვის ხალხს ისე მოეპყარით, თითქოს ისინი ადამიანები იყვნენ" (Harré and Secord 1972), გულისხმობდენენ, რომ ადამიანები უნდა განვიხილოთ ისეთ არსებებად, ვისაც ქცევის განხორციელებისას საკუთარი მოქმედებების მონიტორინგი და სტრუქტურირება შეუძლია.

      სოციალური ფსიქოლოგიის ამოცანაა ადამიანების გაგება ანთროპომორფული მოდელის კონტექსტში. "მეცნიერება პიროვნებისთვის" მიდგომის მომხრეები დიდ იმედებს ამყარებენ სოციალური ეპიზოდების, ანუ კონტექსტში ქცევების სისტემატურ და გულმოდგინე ანალიზზე. ჩანართში 1.7 მოცემულია ასეთი ეპიზოდის მაგალითი, რომელიც აღებულია საკლასო პროცესის კვლევიდან. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გამოიყურება კონკრეტული შემთხვევა პოზიტივისტი მკვლევრის მიერ გამოყენებული ინტერაქციის ანალიზის კოდირების ფორმაში. საყურადღებოა ისიც, რომ საკლასო ცხოვრების ამ ეპიზოდის გაგება მხოლოდ იმ სპეციფიკური ორგანიზაციული წარსულისა და კონტექსტის ცოდნის პირობებშია შესაძლებელი, რომელშიც ის მოხდა.


ჩანართი 1.7

ეპიზოდი საკლასო ოთახში

      უოლკერი და ადელმანი შემდეგნაირად აღწერენ ინცინდენტს:

      ერთ გაკვეთილზე მასწავლებელი უსმენდა ბიჭებს, რომლებიც ხმამაღლა კითხულობდნენ საშინაო დავალებად მიცემულ მოკლე ესეებს თემაზე "ციხეები". როდესაც ერთ-ერთმა ბიჭმა, უილსონმა დაასრულა თავისი აშკარად ძალზე მოკლე ნაშრომის კითხვა, მასწავლებელმა საკმაოდ გაღიზიანებულმა თქვა:

      მასწავლებელი: უილსონ, შენი გაგდება მოგვიწევს, თუ არ შეიცვლი ქცევას და არ მოამზადებ საშინაო დავალებას. სულ ეს გააკეთე?

      მოსწავლე: მარწყვები, მარწყვები. (სიცილი)

      ერთი შეხედვით, ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია. დამკვირვებელი, რომელიც ამ დიალოგის კოდირებას ფლანდერსის ინტერაქციული ანალიზის კატეგორიებით ახდენს (FIAC – Flanders Interaction Analysis Categories), დაწერდა:

"7" (მასწავლებელი აკრიტიკებს) მოსდევს ა,

"4" (მასწავლებელი სვამს კითხვას) მოსდევს ა,

"9" (მოსწავლის გაღიზიანება) და, საბოლოოდ, ა.

"10" (სიჩუმე ან დაბნეულობა) მომცინარის აღწერა.

      როგორი სანდო და ვალიდურიც არ უნდა იყოს ასეთი სიტყვიერი კოდირება, ვერავისთვის იქნება გასაგები, თუ რატომ იყო ფრაზის ასეთი შეწყვეტინება სასაცილო. ადამიანური ცნობისმოყვარეობის გამო გვინდა, ვიცოდეთ, რატომ იცინის ვიღაც და ამიტომ, ვიტყოდი, რომ სოციალურ მეცნიერსაც უნდა, იცოდეს ეს. უოლკერმა და ადელმანმა (1976) მოგვიანებით იკითხეს, თუ რატომ იყო "მარწყვები" სტიმული მისთვის, ვინც გაიცინა და მიიღეს პასუხი, რომ მასწავლებელი ხშირად ეუბნებოდა მოსწავლეებს, რომ დავალება "მარწყვივით კარგია, რადგან თავდება, მაგრამ საკმარისად დიდხანს არასოდეს გრძელდება". აქ წარსულში გაკეთებული კომენტარი კლასის საერთო მნიშვნელობათა სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ხედავ, როგორ ვითარდება ეს ურთიერთობა დროში.

წყარო: ადაპტირებულია Delamont 1976


      მიდგომა, რომელიც სოციალური ეპიზოდების ანალიზს თავად "აქტორების" ტერმინებით ახდენს, "ეთოგენური მეთოდის"6 სახელით არის ცნობილი. პოზიტივისტური სოციალური ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, რომელიც ყურადღების მიღმა ტოვებს ან ვარაუდებს გამოთქვამს სიტუაციების ინდივიდებისეული ინტერპრეტაციების შესახებ, ეთოგენურ სოციალურ ფსიქოლოგიას აინტერესებს, თუ როგორ ახდენენ ადამიანები თავიანთი სოციალურ სამყაროს კონსტრუირებას. ის მათი ქცევების მათეულ ახსნებს იკვლევს და ამით ცდილობს, გაარკვიოს, როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები კონკრეტულ ვითარებაში.

      როგორც პოზიტივისტური მიდგომის ალტერნატივები, სხვადასხვაგვარი ნატურალისტური, რაოდენობრივი და ინტერპრეტაციული მიდგომები კონკრეტული განმასხვავებელი ნიშნებით ხასიათდება:

  • ადამიანები მიზანმიმართულები და კრეატულები არიან, ისინი გააზრებულად მოქმედებენ და თავიანთ მოქმედებებსა და მათ შედეგებს გარკვეულ მნიშვნელობებს ანიჭებენ (Blumer 1969).
  • ადამიანები აქტიურად აგებენ საკუთარ სოციალურ სამყაროს - ისინი არ არიან პოზიტივიზმის "კულტურული ნარკომანები" ან პასიური თოჯინები (Garfinkel, 1967; Becker 1970).
  • სიტუაციები დენადი და ცვალებადია და არა - ფიქსირებული და სტატიკური; მოვლენები და ქცევა დროში ვითარდება და კონტექსტის ძლიერ გავლენას განიცდის - ისინი "სიტუაციური აქტივობებია".
  • მოვლენები და ინდივიდები უნიკალურია, დიდწილად - არაგანზოგადებადი.
  • მოსაზრება, რომ სოციალური სამყარო ბუნებრივ მდომარეობაში უნდა შეისწავლებოდეს, მკვლევრის მასში ჩარევის ან მისით მანიპულირების გარეშე (Hammersley and Atkinson 1983).
  • შესასწავლი ფენომენების სისწორე ფუნდამენტურია.
  • ადამიანები მოვლენების, კონტექსტებისა და სიტუაციების ინტერპრეტაციას ახდენენ და ამ მოვლენებზე დაყრდნობით მოქმედებენ (ეს ეხმიანება თომასის (Thomas 1928) ცნობილ გამონათქვამს, რომ თუ ადამიანები თავიანთ სიტუაციებს რეალურად აღიქვამენ, მაშინ რეალურია ამ სიტუაციების შედეგები - თუ მჯერა, რომ მაგიდის ქვეშ თაგვია, ისე მოვიქცევი, თითქოს მაგიდის ქვეშ თაგვი იყოს, განურჩევლად იმისა, ის იქ მართლა არის თუ არა (Morrison 1998)).
  • ცალკეული მოვლენებისა და სიტუაციების მრავალგვარი ინტერპრეტაცია და ხედვითი კუთხე არსებობს.
  • რეალობა მრავალშრიანი და კომპლექსურია.
  • ბევრი მოვლენა ვერ დაიყვანება მარტივ ინტერპრეტაციებზე, შესაბამისად, არსებითია "გაჯერებული აღწერები" (Geertz 1973ბ) და არა - რედუქციონიზმი, ანუ უპირატესობა ენიჭება გაჯერებულ აღწერებს, რომლებიც სიტუაციების კომპლექსურობას ასახავს.
  • საჭიროა სიტუაციების შესწავლა მონაწილეების და არა - მკვლევრის პოზიციიდან.

      სოციოლოგიაში ანტიპოზიტივისტურ მოძრაობას სამი სკოლა წარმოადგენს - ფენომენოლოგია, ეთნომეთოდოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ამ სამ სკოლას ფენომენებით ანუ იმით დაინტერესება აერთიანებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უშუალოდ შევიგრძნობთ და აქცენტს თვისებრივ და არა რაოდენობრივ მეთოდოლოგიაზე აკეთებს. მათ შორის არსებული განსხვავებები და თითოეული ფენომენის როლი საკლასო პროცესებისა და სკოლების კვლევაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უფრო ფართო და დეტალურ განხილვას საჭიროებს.


[1] მაგალითისთვის იხილეთ, C. R. (1969) Freedom to Learn. Columbus, OH: Merrill, and also Rogers, C. R. and Stevens, B. (1967) Person to Person: The Problems of Being Human. London: Souvenir

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 966

ბლოგ პოსტები

WoW Forever Hunter Guide on U4GM for Safer Positioning

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am 0 კომენტარი

The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters