კულტურა, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა

კულტურა, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      თანამედროვე სამყარო კონფლიქტებითაა გაჯერებული. კონფლიქტები იწყება ორ ადამიანს შორის მიმართებით და მთავრდება დიდი სოციალური ჯგუფების, სოციალური ვითარებისა, სახელმწიფოთა კულტურათა და სისტემათა დაჯახებით. თანამედროვე სამყაროს კონფლიქტები მაშინაც, როცა ლოკალურია, გლობალურში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს, რომლის შემთხვევაში წერტილი დაესმება სოციალურ ყოფიერებას. ამიტომ, სოციალური სამყაროს წარმომადგენელნი კონფლიქტთა აღმოფხვრის, მათი წარმოშობის შეუძლებლობის გზებს ეძებენ.

      ერთ-ერთ ასეთ გზად მიჩნეულია სოციალურ ერთობებს შორის დაპირისპირებაზე უარი სოციალურ სისტემათა და მათი იდეების თანაარსებობის შესაძლებლობის აღიარება, რითაც უნდა აღმოიფხვრას კონფლიქტური სიტუაციები. ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ინტელექტუალური აგრესია, რომელსაც სხვადასხვა სისტემები და იდეოლოგიური ბანაკები ხელმძღვანელობენ. ეს იდეოლოგიები ყოველთვის ტენდენციურია. ყოველი მათგანი ამართლებს იმ ღირებულებათა სისტემასა და ცხოვრების წესს, რომლის მატარებელი და განმხორციელებელია შესაბამისი სოციალური ჯგუფი, კლასი, ერი თუ რასა. ღირებულებათა ამსახველი ცნობიერება, მისი შინაარსი, როდესაც იდეოლოგიის ფორმას იღებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას. მეცნიერებაც ცნობიერების შინაარსია, მაგრამ მეცნიერული დებულებების გარშემო არსებული დავა და აზრთა სხვაობა საბოლოო გადაწყვეტას პოულობს სინამდვილესთან შესაბამისობა-შეუსაბამობის დადგენით და ადრე თუ გვიან მეცნიერები აღწევენ კონსენსუსს.

      სხვა ვითარებაა იდეოლოგიაში, როდესაც საქმე ეხება სოციალურ სამყაროს, რომლის მიმართ აზრის ობიექტურობის გარდა, მიყენებულია ინტერესებისა და ღირებულებების კრიტერიუმი. აქ რთულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, რადგან სოციალური ჯგუფების ინტერესები და ღირებულებები გამოდიან ჭეშმარიტების საზომად, ფაქტისადმი შესაბამისობის ნაცვლად. ჰეგელისეული ცნობილი დებულება: თუ ფაქტები თეორიას არ შეესაბამება, მით უარესი ფაქტებისათვის, გამოხატავს იდეოლოგიის პროკრუსტეს სარეცლის ანალოგიურ ფუნქციას, როცა აზრის ჭეშმარიტება-მცდარობა კი არაა განმსაზღვრელი და კრიტერიუმი _ ფაქტთან შესაბამისობა, არამედ ესა თუ ის თეორია ინტერესებისა და ღირებულებებისადმი შესაბამისობაშია თუ არა და, ამ აზრით, მისაღებია თუ არა. ამა თუ იმ სოციალურმა ჯგუფმა უნდა მიაღწიოს მიზანს და დაარწმუნოს საზოგადოება საკუთარი თეორიის ჭეშმარიტებაში, ზნეობრიობაში, სათნოებაში, თანაც საკუთარი ინტერესებიდან ამოსვლით. ვინც ამას არ ეთანხმება და მისი ინტერესების შესაბამისად ქმნის საწინააღმდეგო თეორიას, ამით კონფლიქტური სიტუაცია იქმნება. მართალია, ეს ჯერ კიდევ აზრის დონეზეა კონფლიქტი, მაგრამ მას შეუძლია გადაიზარდოს ყოფიერებისეულ კონფლიქტში, ამიტომ იდეოლოგია სოციალური კონფლიქტის ერთ-ერთი წყაროა. თუ ხელს ავიღებთ იდეოლოგიაზე და არ ვეცდებით ჩვენი ინტერესებით გაპირობებული აზრები და შეხედულებანი საყოველთაო მნიშვნელობისად გამოვაცხადოთ, მაშინ კონფლიქტურ სიტუაციას არ ექნება ადგილი და არც რეალური კონფლიქტი წარმოიშობა. კომუნისტებმაც კი გააცნობიერეს, რომ იდეოლოგიური დაპირისპირებულობის გამო, არ ღირდა მსოფლიოს დაყენება ახალი ომის საფრთხის წინაშე. მართალია, იდეოლოგიას ვერ შეელიენ, დაპირისპირებულ იდეოლოგიათა თანაარსებობის შეუძლებლობა გამოაცხადეს, თუმცა ორი სისტემის მშვიდობიანი თანაარსებობა გაამართლეს.

      ზოგჯერ ცდილობენ იდეათა ინტერესებთან და რეალობასთან შესაბამისობის კრიტერიუმი "შეცვალონ უფრო მართებულით", კერძოდ, წარმატების საზომით. ე. ი. იდეის, აზრის, სინამდვილესთან თუ ამა თუ იმ ინდივიდის ინტერესებთან შესაბამისობის ნაცვლად, იდეათა ინსტრუმენტალური პრაქტიკულ-ღირებულებითი ხასიათი წამოაყენონ. მიუთითებენ, რომ ამ გზით იდეის ჭეშმარიტება არ დაშორდება არც სინამდვილეს და არც ინტერესებსა და იდეალებს. ასეთი საზომი პრაგმატულია, რომლის მიხედვითაც იდეა მისაღებია და ჭეშმარიტადაც ითვლება, თუ ის წარმატების მომტანია, მოქმედია, სიტუაციაში წარმოშობილ სიძნელეებში გვაორიენტირებს. ჯემსის მაგალითი რომ ავიღოთ, თუ ტყეში დავიბენი და ამ უღრანი ტყიდან გამოსასვლელი არც ერთი ბილიკი არაა, სინამდვილესთან შესაბამისობის პრინციპით თუ ვიმოქმედებ, არ უნდა ვცადო ტყიდან გამოსვლა, ნადირისა და შიმშილის მსხვერპლი უნდა გავხდე. მაგრამ თუ პრაგმატულად ვიმოქმედებ, იგნორირებას მოვახდენ იმისა, არის თუ არა ბილიკი, გარკვეული მიმართულებით ბილიკის არსებობაში დავარწმუნებ ჩემს თავს და ვეცდები ტყიდან გამოვიდე. თუ მიზანს მივაღწიე, ჩემი ნააზრევი იქნება ჭეშმარიტი, მიუხედავად იმისა, ის სინამდვილეს შეესაბამება თუ არა. ფიქრობენ, რომ იდეოლოგიასაც ასეთი საზომით უნდა მივუდგეთ. ის უნდა იყოს მოქმედების პროგრამა, გეგმა, მიზანი, რომელიც მიზნებისა და საშუალებების დასახვისას სინამდვილესთან შესაბამისობით კი არ იხელმძღვანელებს, არამედ წარმატებით, შედეგებით, რომელიც მას მოაქვს. იდეოლოგია თუ ერს, სახელმწიფოს, პარტიას, ინდივიდს ეხმარება გამარჯვებაში, უზრუნველყოფს მისი იდეალების განხორციელებას, არა აქვს მნიშვნელობა, ჭეშმარიტია თუ მცდარი. მას ერთი დანიშნულება აქვს: იყოს მოქმედების იარაღი, ინსტრუმენტი, კომპასი, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს.

      ზოგიერთს იდეოლოგიის უარყოფა ღირებულებათა უარყოფასთან აქვს გაიგივებული იმ მოტივით, რომ ღირებულებანი იზომება არა ჭეშმარიტება-მცდარობით, არამედ განსხვავებული კრიტერიუმებით: ზნეობრივი ნორმები არც ჭეშმარიტია და არც მცდარი. ისინი საზოგადოების მიერ მიღებულია და მათი დარღვევა გაკიცხვას იწვევს. ადამიანის ქცევის საზომია ნორმებსა და ღირებულებებთან შესაბამისობა თუ შეუსაბამობა. ნორმები კი ობიექტური არაა, კონვენციის შედეგია. ასეა ესთეტიკურ ღირებულებათა შემთხვევაშიც. მშვენიერების საზომი შესაბამისობა კი არაა, არამედ ესთეტიკური ტკბობის განცდის გამოწვევის უნარი. კიდევ უფრო შორს დგას პოლიტიკურ ღირებულებათა სისტემა როგორც ჭეშმარიტება-მცდარობის, ასევე ზნეობრივი კრიტერიუმებიდან.

      უნდა ითქვას, რომ ღირებულებები და ღირებულებითი მსჯელობები შემეცნებისა და ფაქტის მსჯელობებისაგან განსხვავებული ბუნებისაა. რასაკვირველია, მათი კრიტერიუმიც განსხვავებულია. უფრო მეტიც, თვით ღირებულებათა შიგნით, განსხვავებული ღირებულებები არსებობს და თითოეულს თავისი საზომი აქვს. თუმცა, არის ყველა ღირებულებისათვის საერთო ნიშნები. ისე, როგორც ღირებულება და სინამდვილე განსხვავდება ერთმანეთისაგან, შესაბამისად განსხვავებულია შეფასება და შემეცნებაც.

      იდეოლოგიის წინააღმდეგ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცნობიერი ისტორიის დასაბამიდან დღემდე არ მოიძებნება არც ერთი დადებითად დასახასიათებელი იდეოლოგია. იდეოლოგიის ყველა ისტორიული ფორმა ერთი ჯგუფის ინტერესებს სხვა ჯგუფების ხარჯზე წამოწევს წინ, რასაც ბუნებრივია, სხვები ვერ ურიგდებიან და ემიჯნებიან. იდეოლოგიის ისტორიაში საყოველთაო მნიშვნელობის იდეოლოგია ჯერ არ არსებულა და არც იარსებებს, რადგან იდეოლოგია უთანასწორობის დამკვიდრების საშუალებაა, დამთრგუნველი ძალაა. სამწუხაროდ, ადამიანმა ისტორიიდან ვერაფერი ისწავლა, თუმცა ყოველთვის ცდილობდა ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანას. ამიტომ, თუ ვინმე კიდევ გრძნობს იდეოლოგიის საჭიროებას, ის ვერ ითვალისწინებს ისტორიას.

      იდეოლოგიის საფუძვლების დასახასიათებლად გამოსადეგია იდეალიზმის ძირების მარქსისეული ანალიზი. მარქსი იდეალიზმის სოციალურ და გნოსეოლოგიურ ძირებს განასხვავებდა. გნოსეოლოგიური საფუძველი გამოყვანილი იყო აბსტრაქციის უნარიდან, როდესაც ადამიანი ემპირიული სინამდვილის შემეცნების საფუძველზე ქმნის ამ სინამდვილის გამომხატველ ცნებებს, შემდეგ აბსტრაქციის პროცესში სულ უფრო შორდება სინამდვილეს, საბოლოოდ მას უკუაგდებს და ამტკიცებს, რომ ეს ცნებები და იდეები სუბსტანციაა, რომლიდანაც სინამდვილე გამოიყვანება. ეს იყო არა მარტო ჰეგელის იდეალიზმის, არამედ იდეოლოგიის კრიტიკაც. გავიხსენოთ მარქსის მაგალითი: ვაშლი, მსხალი, ატამი და ა. შ. უშუალოდ განცდილი სინამდვილეა. მისგან აბსტრაგირებას რომ ვახდენთ, გვაძლევს ხილის ცნებას, რომელსაც შემდეგ სუბსტანციად ვაცხადებთ და იქიდან ცალკეული სახეები გამოგვყავს. იდეოლოგიაც თავდაყირა დაყენებული სინამდვილეა. ეს იმიტომაც ხდება, რომ იდეოლოგიას სოციალური ფუნქცია ახასიათებს. ის თავისი ბუნებით აპოლოგეტიკურია. ის ამართლებს ან დაკავებულ პოზიციას, ან პოზიციის მიმართ ოპოზიციას. იდეოლოგიის ამოცანაა განსაზღვრული ინტერესების შესაბამისად, სინამდვილის ან მარადიულად, ან შეცვლის ღირსად გამოცხადება. თუ იდეოლოგია გაბატონებულ ჯგუფს ეკუთვნის, ეს ჯგუფი მას საკუთარი ყოფიერების გასამტკიცებლად იყენებს და ცდილობს მისი გზით თავისი ყოფიერება მარადიულად გამოაცხადოს. თუ იდეოლოგია ბატონობის მსურველ ჯგუფს ეკუთვნის, მთავარია არსებულის კრიტიკა, მისი ნამდვილობის უარყოფა და არსებულის დაღუპვის ღირსად გამოცხადება. კრიტიკულ ფუნქციას აღარ ატარებს ამ ჯგუფის იდეოლოგია გაბატონების შემდეგ, მის ნაცვლად დოგმატიკა და აპოლოგეტიკა ეკისრება, რადგან ხელი უნდა შეუწყოს გაბატონებული ჯგუფების ბატონობის გამართლებას. არც კრიტიკულ და არც დოგმატურ ფორმაში იდეოლოგია ჭეშმარიტების მატარებელი არაა.

      ერთი შეხედვით, იდეოლოგია თავისუფლების მიღწევის გზა უნდა იყოს. ის გამოდის აღთქმული სამყაროს, დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით. ადამიანის არსებობის, მის არსებასთან შესაბამისობისათვის ბრძოლის დროშით. ისინიც კი, ვინც მონარქიის დამკვიდრებას ცდილობს, ამას ამართლებენ იმით, რომ ადამიანს მწყემსი სჭირდება, ამ ფუნქციას კი მიწიერ სამყაროში მონარქი ახორციელებს. ამიტომ მონარქია ადამიანური სამყაროს არსებობის ერთადერთი მისაღები ფორმაა. ყველა ვითარებაში, მაშინაც, როდესაც იდეოლოგია ბატონობას ამართლებს და მაშინაც, როდესაც თავისუფლებას ისახავს მიზნად, ფაქტობრივად ადამიანს თავისუფლებას ართმევს, რადგან ადამიანი თვითონ კი არ ახორციელებს თავის თავისუფლებას და თავისი გადაწყვეტილებით კი არ მოქმედებს, არამედ იდეოლოგების გადაწყვეტილებით და მას თავისუფლებად უსახავენ იმას, რაც იდეოლოგიაშია გადმოცემული. იდეოლოგია ადამიანს მართავს გარეგანი ჯერარსობით, მისი პროპაგანდის, შთაგონებისა თუ ძალით თავსმომხვევის გზით, აიძულებს იაროს განსაზღვრული მიზნების განხორციელებისაკენ. ეს გზა იქნება თუ არა ჭეშმარიტების ტაძართან მიმყვანი, ეს კი არ აინტერესებთ, არამედ შეესაბამება თუ არა იდეოლოგიის უკან მდგარი ძალების ინტერესებს. იდეოლოგია ჰგავს შორებს _ ისე, როგორც ეტლში შებმულმა ცხენებმა მოძრაობის სასურველი მიმართულება რომ არ დაკარგონ, თვალებზე შორებს უკეთებენ და აიძულებენ მეეტლისათვის სასურველი გზით იარონ, ასევე სოციალური ჯგუფები იდეოლოგიით ადამიანს მოძრაობის გარკვეულ მიმართულებას განუსაზღვრავენ და იდეოლოგია არის ის შორები, რომელიც ადამიანს აიძულებს იაროს სხვების მიერ განსაზღვრული გზით, იყოს სხვისი ნების აღმსრულებელი და უარი თქვას საკუთარ გადაწყვეტილებებსა და სინდისის კარნახზე. "მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გონებრივი უნარი ათასობით თაობათა სიცოცხლის განმავლობაში არ იცვლება, საჭიროა ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი ობიექტურობის მისაღწევად, ე. ი. იმ უნარის შესამუშავებლად, რომ დავინახოთ სამყარო, ბუნება, სხვა ადამიანები და ჩვენი თავიც ისეთად, როგორიც არიან ჩვენი სურვილებითა და შიშებით გაყალბების გარეშე. რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი ასეთ ობიექტურობას, მით უფრო მჭიდროა მისი კავშირი სინამდვილესთან, მით უფრო მეტ სიმწიფეს აღწევს და მით უფრო კარგად შეუძლია ააგოს გაადამიანურებული სამყარო, რომელიც მისი სახლია" .

      მეცნიერება აიგება შემეცნებით, ანუ ფაქტის მსჯელობებით, პოლიტიკა _ ღირებულებითი მსჯელობებით, ანუ შეფასებებით აიგება. სოციალური პოლიტიკა ყოველთვის ვიღაცის ინტერესებს გამოხატავს. მისთვის კრიტერიუმი სარგებლიანობაა. ის შეფასებებით ხელმძღვანელობს. განმსაზღვრელი ის კი არაა, ჭეშმარიტია თუ მცდარი, არამედ სასარგებლოა თუ უსარგებლო, კარგია თუ ცუდი. მეცნიერებისათვის შეფასებას ღირებულება არა აქვს. იგი ესწრაფვის ნივთთა ვითარების დადგენას ისე, როგორც ის თავისთავად არსებობს, იმისდა მიუხედავად, შეესაბამება თუ არა დამდგენის ინტერესებს. პოლიტიკოსისათვის იდეოლოგია დიდი ძალაა. იგი რაზმავს ადამიანებს და ამოქმედებს სასურველი მიმართულებით. რამდენად ძლიერია იდეოლოგიის ზემოქმედება ადამიანის ცნობიერებაზე, ამის ილუსტრაცია შეიძლება დოსტოევსკის მაგალითზე. რუსული ეროვნული იდეოლოგიის პოზიციებიდან ამოსული, ის ამტკიცებს რუსი ერის მსოფლიო ისტორიულ მისიას, მოსკოვს თვლის მესამე რომად. რუსეთის მისიად მსოფლიოში მართლმადიდებლობის დანერგვას მიიჩნევს. მისი აზრით, რუსეთი მთელი აღმოსავლეთის მხსნელია, ყველა ხალხმა თავისი ბედი რუსეთს უნდა ჩააბაროს, მათ რუსეთის მეფე უნდა ჩათვალონ თავიანთ მეფედ. თუ სლავიანოფილობით დატყვევებული ესოდენ დიდი მოაზროვნეც კი აპოლოგეტი გახდა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი ძალით იმოქმედებს იდეოლოგია რიგით ადამიანებზე. იდეოლოგია მანქურთების აღზრდის გზაა. ის ადამიანის ხელმძღვანელ პრინციპად აქცევს გარკვეულ ჯგუფთა დოგმატურ ღირებულებებს, რომელთაც იდეოლოგები ადგენენ და მასებს ევალებათ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობა.

      ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ იდეოლოგიისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების ცნობიერებისაგან გათავისუფლებას ვქადაგებდეთ, პირიქით, ჩვენ მოვითხოვთ ადამიანის გაცნობიერებულ ყოფიერებას, ჭეშმარიტებაზე აგებული ცნობიერების დანერგვას. მართებულად შენიშნავდა ილია ჭავჭავაძე, რომ საკუთარი ყოფიერების გაცნობიერების გარეშე, "ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის ვინ არის საიდამ მოდის". ილია მოითხოვდა, ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ და რისთვის. ამ კითხვაზე უპასუხებს სოციოლოგია, ისტორია და, საერთოდ, ადამიანთმცოდნეობის ყველა დარგი, განსაკუთრებით, ისტორიის ფილოსოფია, რომელიც წინა პლანზე წამოიწევს კრიზისულ სიტუაციებში. დღესაც ერის ყოფიერებისა და დანიშნულების, მისი საზრისის გააზრების აუცილებლობა კრიზისმა განაპირობა და მასზე პასუხს იდეოლოგია და დოგმატური ცნობიერება კი არ სჭირდება, არამედ მეცნიერება და კრიტიკული ცნობიერება. ამდენად, ჩვენი პოზიციაა, იდეოლოგია "ქიმს მიღმა". იდეოლოგიის, როგორც ყალბი ცნობიერების უარყოფასთან ერთად, მოვითხოვთ ადამიანისა თუ სოციალური ერთობისათვის გარესამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის აუცილებლობას. საკუთარი ყოფიერებისა და ადგილის გარკვევას სამყაროში. ყოველ ადამიანს აქვს გარკვეული მსოფლმხედველობა, რომელიც მისი მოქმედების ორიენტირია. ეს მსოფლმხედველობა შეიძლება იყოს ყოველდღიური, რომლითაც პიროვნება ხელმძღვანელობს და შეიძლება იყოს თეორიული, რომელსაც საყოველთაობის პრეტენზია აქვს.

      ადამიანს სჭირდება ღირებულებანი და ღირებულებათა იერარქია. ეს იდეებია და სწორედ იდეები ხდიან ადამიანს ადამიანად. ადამიანის თვალსაწიერი მით უფრო ფართოა, რაც უფრო მეტ ჭეშმარიტ იდეას დაადგენს. ეს იდეები ყალიბდება მეცნიერების, მსოფლმხედველობის, სამართლის, ეთიკისა და ცნობიერების სხვა ფორმათა სახით, რომელთა შორის დომინანტური მეცნიერული იდეები უნდა იყოს, რადგან ისინი უზრუნველყოფენ სამყაროში ჩვენი ყოფიერების ადგილისა და როლის ობიექტურ განსაზღვრას. ყოველი სოციალური ერთობა უნდა იყოს თვითცნობიერების მატარებელი. ეროვნული ცნობიერება განაპირობებს ეროვნულ მოძრაობებს.

      ჩვენი იდეალი თავისუფლება რომ არ ყოფილიყო, ამდენ მსხვერპლს არ გავიღებდით. ყველა ერს აქვს თავისუფლების იდეალი და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ღირებულებაა. ეროვნული ცნობიერება იდეოლოგია არაა, მაგრამ თუ ის გადაიქცევა ერის განსაკუთრებული მისიის თეორიად, მაშინ იდეოლოგია ხდება. ყველა ერსა და სოციალურ ერთობას შეუძლია და მოწოდებულია განახორციელოს თავისი ყოფიერების საზრისი. ეს საზრისი რაიმე ზეგარდმო მისიაში კი არაა, როგორც იდეოლოგებს ჰგონიათ, არამედ იმ ღირებულებათა ხორცშესხმაში, რომელთა ერთობლიობა ქმნის ერის კულტურას. ყოველ ერს სურს საკუთარი ყოფიერების საზრისის განხორციელება და ამისათვის სამოქმედო ორიენტირები. ამას იდეოლოგია კი არ სჭირდება, არამედ სინამდვილის შემეცნებასა და საკაცობრიო ღირებულებებზე დამყარებული ცნობიერი მოქმედება.

      სოციოლოგიას, ისე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მეცნიერებას, არ უნდა მიეწეროს იდეოლოგიური ფუნქცია, თუნდაც იმიტომ, რომ იდეოლოგია ყალბი ცნობიერებაა, მეცნიერება კი, ჭეშმარიტებათა ცოდნის სისტემა. სიყალბე და ჭეშმარიტება, ობიექტურობა და ტენდენციურობა, ადეკვატურობა და დამახინჯება ერთმანეთთან შეურიგებელია. იდეოლოგიურობა არ შეიძლება მეცნიერების ეროვნულ დარგებსაც მიეწეროს. ეროვნული ისტორია და კულტურაც წარმოდგენილი უნდა იყოს იმ სახით, რა სახითაც არსებობს, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მე-20 საუკუნეში დეიდეოლოგიზაციის თეორიამ აჩვენა იდეოლოგიების შეუთავსებლობა მეცნიერებასთან. იდეოლოგიის ცნობილი თეორეტიკოსი მანჰაიმი წიგნში "იდეოლოგია და უტოპია" იდეოლოგიისა და იდეოლოგიური ცნობიერების განსაზღვრისას აღნიშნავს: "იდეოლოგია უტოპიის მსგავსად ყოფიერებისადმი ტრანსცენდენტურად წარმოიდგინება. ამიტომ იდეოლოგიაცა და უტოპიაც მათი შინაარსის ფაქტობრივ რეალიზაციას ვერ აღწევენ, თუმცა, ცალკეული ადამიანები გულწრფელად ხელმძღვანელობენ იდეოლოგიით, როგორც ქცევის მოტივით. ამ რეალიზაციის პროცესში მისი შინაარსი ჩვეულებრივ გაყალბებას განიცდის" . იდეოლოგია რეალობისადმი ტრანსცენდენტურია მაშინაც, როდესაც ის არსებული რეალობის ყოფიერების დამცველს, აპოლოგეტს წარმოადგენს და მაშინაც, როდესაც არსებულისადმი ოპოზიციაშია, ახალ ტრანსცენდენტურ სინამდვილეს გვთავაზობს.

      მანჰაიმის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, მოყვასისადმი სიყვარულის ქრისტიანული წარმოდგენა ბატონყმობაზე აგებულ საზოგადოებაში ყოველთვის ტრანსცენდენტური და განუხორციელებელი რჩება, მაშასადამე, იდეოლოგიურია, თუნდაც გულწრფელად იყოს მიღებული ინდივიდთა ქცევის მოტივად, რადგან ამ პრინციპზე არაა აგებული ეს საზოგადოება. მანჰაიმის მტკიცებით, იდეოლოგიური ცნობიერება რამდენიმე ფორმითაა წარმოდგენილი. პირველი, როდესაც წარმომდგენი და მოაზროვნე სუბიექტი მოკლებულია უნარს დაინახოს სინამდვილესთან თავის წარმოდგენათა შეუსაბამობა, რადგან ისტორიულად და სოციალურად დეტერმინირებული მისი აზროვნების აქსიომატიკა ამ შეუსაბამობის აღმოჩენას პრინციპულად შეუძლებელს ხდის. მეორე ტიპია ფარისევლური ცნობიერება ცანტ ცნობიერება, რომლის დამახასიათებელი თვისებაა შესაძლებლობა _ აღმოაჩინოს მოქმედებასთან იდეათა შეუსაბამობა, მაგრამ მას მალავს, რადგან ხელმძღვანელობს ვიტალური ინსტინქტით. დაბოლოს, მესამე ტიპია ცნობიერ თავის მოკატუნებაზე დამყარებული იდეოლოგიური ცნობიერება, ე. ი. როცა იდეოლოგია ინტერპრეტირდება როგორც ცნობიერი სიყალბე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა თვითმოტყუებაზე, არამედ სხვათა ცნობიერად შეცდომაში შეყვანაზე. ცხადია, ამ სამი ფორმიდან არც ერთი არ შეიძლება იყოს გაიგივებული უტოპიასთან. მართალია, იდეოლოგიასა და უტოპიას შორის საერთოა არსებული ყოფიერებისადმი ტრანსცენდენტურობა, რადგან იდეოლოგიის მსგავსად, ადამიანსა და საზოგადოებას უტოპიაც აორიენტირებს მოქმედების იმ ელემენტებზე, რომლებიც ყოფიერებაში არაა მოცემული, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი გაიგივების შესაძლებლობას. კიდევ არის საერთო იდეოლოგიასა და უტოპიას შორის. კერძოდ, ორივე არსებულისადმი კრიტიკული პოზიციის მქონეა, მაგრამ უტოპია არსებულის გარდაქმნას მოითხოვს საკუთარი იდეალების შესაბამისად, იდეოლოგია კი ან არსებულის გამართლებას ემსახურება, ან მის ისეთი ფორმით გარდაქმნას, რომელიც მისი მატარებელი სოციალური ჯგუფის ინტერესებს შეესაბამება. იდეოლოგიისა და უტოპიის ცნებათა დადგენა დამოკიდებულია იმაზეც, რეალური ყოფიერების რა საფეხურს მიეყენება მათი მასშტაბები. საზოგადოების ის ფენები, რომლებიც არსებობის სოციალურ და სულიერ წესრიგს განასახიერებენ, ნამდვილად მიიჩნევენ იმ სტრუქტურულ კავშირებს, რომელთა მატარებელნიც თვითონ არიან. მაშინ, როცა არსებული საზოგადოებებისადმი ოპოზიციური ძალები ორიენტირდება ახალ სოციალურ წესრიგზე, რომლის განმხორციელებლად გამოდიან. ეს ძალები, უტოპიად თვლიან იმ წარმოდგენებს, რომელთა განხორციელება გარკვეული სოციალური ჯგუფების აზრით, პრინციპულად შეუძლებელია.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურა, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, იდეოლოგია, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 774

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters