მითი როგორც კულტურის ელემენტი

მითი როგორც კულტურის ელემენტი, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      კულტურა, პირველყოფილი იქნება, თუ მაღალი კულტურის სახით მოცემული, მითის გარეშე არ არსებობს, რადგან მითი გამოხატავს ადამიანის სურვილებს, ოცნებას, სასწაულს, რასაც ადამიანი ყოველდღიურობაში მოკლებულია და ამიტომ მის მიერ შექმნილ იდეალურ სინამდვილეში ეძებს. მითი სოციალური ფენომენია, რომლის დანიშნულებაა სოციალური ერთობების ყოფიერების გამართლება, მათი ინტერესებისა და მისწრაფებების, ზოგჯერ, მოქმედებების იდეოლოგიური სამსახური. მითი პროზაული რეალობიდან სასურველ პოეზიის სამყაროში გადაყვანას ემსახურება, ოცნებას რეალურად წარმოსახავს, თავისებურ ვირტუალურ სინამდვილეს ქმნის და ამით კმაყოფილების, სიამაყისა და თვითდამტკიცების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მითი რელიგიასთან ერთგანზომილებიანია, საფუძვლად ედება რელიგიურ თეორიებს სამყაროს შექმნის, შემოქმედის შესახებ, მასთან სოციალური ჯგუფების კავშირისა და მათ მოქმედებათა ზეციური ძალებით გამართლებას ემსახურება. მითი არაა მხოლოდ პირველყოფილი კულტურებისათვის დამახასიათებელი. ის ახალი ძალით იჩენს თავს მაღალ კულტურებშიც, როდესაც ამ კულტურათა გასაზრისიანებას, მასების მობილიზაციასა და უტოპიური მიზნების განხორციელებას ქადაგებს.

      სოციალური მითი, როგორც თავისებური მესიანისტური ძალა, თანამედროვეობაში მრავალი ფორმით არსებობს. ლეგენდები, რომლებიც პირველყოფილ კულტურებში გულუბრყვილო ფორმით ვლინდება, თანამედროვე კულტურებში რაციონალიზებას განიცდის და მეტი დამარწმუნებლობით ხასიათდება. სიტყვა "მითი" ლათინურია,... მითოსიდან წარმოდგება და ნიშნავს ლეგენდას. ცნებობრივად ისაა "ფანტასტიკური, სიმბოლური წარმოდგენები ღმერთებსა და ლეგენდარულ გმირებზე, ზებუნებრივ ძალებზე, რომელნიც აგვიხსნიან სამყაროს წარმოშობასა და არსებას, ადამიანის დანიშნულებას. მითი არქაული კულტურის ცენტრალური ელემენტი და მაკავშირებელი ქსოვილია. პირველყოფილ საზოგადოებათა და ინდივიდთა ცხოვრებაში, ფსიქოლოგიურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. გვიანდელ საფეხურზე მითი რელიგიად ტრანსფორმირდება".

      მითის საფუძვლიანი ანალიზი მოცემულია კასირერის, ლოსევისა და სხვა მოაზროვნეთა შრომებში. ლოსევს ამ თემისადმი მრავალი შრომა აქვს მიძღვნილი. მათგან აღსანიშნავია "მითის დიალექტიკა". ლოსევი მითის კვლევის საღვთისმეტყველო, ეთნოგრაფიულ და მეცნიერულ მეთოდებსაც იწუნებს, მოითხოვს მითის დიალექტიკურ-ფენომენოლოგიური მეთოდით შემეცნებას: "მითს იღებს ისე, როგორც ის არის" და ცდილობს დააფიქსიროს "რა არის მითი თავისთავად და როგორ იაზრებს თავის ზღაპრულ და სასწაულებრივ ბუნებას. ეს მითის დიალექტიკაა, რომელიც მითის სოციოლოგიის გარეშე შეუძლებელია". ლოსევის მტკიცებით, მისი ნაშრომი "მითის დიალექტიკა" მიზნად ისახავს მითის სოციოლოგიურ ანალიზს, მაგრამ "მითის დიალექტიკა" მითის სოციოლოგიის მხოლოდ შესავალია, მითის სოციოლოგია კი სხვა შრომაშია მოცემული. მთავარია, რომ "მითის დიალექტიკაში" უკვე ჩანს მითის განუზომლად დიდი როლი "კულტურული პროცესის სხვადასხვა ფენაში". ავტორის მტკიცებით, "მითის ის თეორია, რომელიც კულტურას არ მოიცავს, მისი სოციალური ძირების ჩათვლით, ძალიან ცუდი თეორიაა". ცხადია, ლოსევი მითს განიხილავს სოციოლოგიისა და კულტურის, ე. ი. კულტურის სოციოლოგიის განზომილებაში. მისი ამოსავალი პრინციპია - მითი გავიგოთ როგორც მითი, სხვა ფენომენებზე ყოველგვარი დაყვანის გარეშე. მხოლოდ ამ გზით მივწვდებით მითის ჭეშმარიტ ბუნებას. ეს ნიშნავს: მითი უნდა აიხსნას მითოლოგიის თვალსაზრისით და არა მეცნიერების, მეტაფიზიკის, ფსიქოლოგიისა თუ სხვა კუთხით.

      მითის ზემოთმოტანილი განსაზღვრება ერთადერთი როდია. მითის ასეთი განსაზღვრებაც არსებობს: "მითი ადრეულ საფეხურზე აღმოცენებული თხრობაა, რომელშიც ბუნებისა თუ კულტურის მოვლენები გასულიერებული და პიროვნული ფორმით წარმოგვიდგება. გვიანდელ პრაქტიკაში მითი საზოგადოებრივი ცნობიერების ისტორიულად გაპირობებული ნაირსახეობაა. მითს ხშირად აფასებენ, როგორც სამყაროს შეგრძნების უნივერსალურ წესს".

      მითის ლოსევისეული ანალიზი იწყება იმის ჩვენებით, რაც არ არის მითი. პირველ რიგში ეს ეხება მითის ამა თუ იმ მომენტით მითის მთლიანობის გაგების ცდას. მითში არის შენათხზი, ფიქცია, ფანტასტიკა, მაგრამ იგი არც ერთ მათგანზე არ დაიყვანება. მითის მეცნიერული ანალიზი კი მას სწორედ ფანტაზიად აცხადებს, ამიტომ, ლოსევი მოითხოვს: "მითი განხილულ უნდა იქნეს არა რომელიმე მეცნიერული, რელიგიური, მხატვრული, სზოგადოებრივი და ა. შ. მსოფლმხედველობით, არამედ, მხოლოდდამხოლოდ მითის თვალსაზრისით, მითური თვალებით". ამ თვალსაზრისით კი, მითი არაა ფანტაზიის თამაში, ანუ ფიქცია. მითით და მითებში მცხოვრებისათვის, მითი ყველა რეალობაზე უფრო რეალურია. ის უაღრესად კონკრეტული რეალობაა, რომელიც ადამიანებს ამოქმედებს და მათი ყოფიერების წესს განსაზღვრავს. მითოლოგიურ ცნობიერებას შეუძლია მითის არსების წვდომა და იმის ჩვენება, რომ მითი არასოდეს არაა რეალობას მოკლებული. ლოსევის აზრით, მითი არც იდეალური ყოფიერებაა. ის არაა ფენომენი, რომლითაც არსებულის გასაზრისიანება და ახსნა ხდება: "მითი არც იდეალური ცნებაა, არც იდეაა. იგი ცხოვრებაა მითური სუბიექტისათვის, _ ნამდვილი სიცოცხლეა. მითი არაა იდეალური ყოფიერება, არამედ _ სიცოცხლისეულად შეგრძნებადი, შემოქმედი ნივთიერი რეალობა და სხეულებრივი სინამდვილე".

      ლოსევის მტკიცებით, მითი არაა მეცნიერება და მეცნიერებაც არაა ის ძალა, რომელიც მითს დაძლევს. მითი მეცნიერებას არ ემყარება, მაგრამ პირიქით კია. დეკარტის, კანტის, ფიხტეს, ნიუტონის ნააზრევი, გარკვეულწილად მითს ემყარება. მტკიცებას, რომ ცალკეულ ეპოქას თავისთავად საზრისი არა აქვს და მხოლოდ როგორც შემდგომი ეპოქის გამნაყოფიერებელი საზრისიანდება, ისე, როგორც შემდგომსაც არა აქვს თავისთავად საზრისი და შემდგომის შემდგომით საზრისიანდება, ლოსევი "სოციალური ნიჰილიზმის მითოლოგიას" უწოდებს. ლოსევის დასკვნა ასეთია: "მეცნიერება მითისაგან არ წარმოიშობა, მაგრამ მითის გარეშე არ არსებობს. მითი კი არამეცნიერულია და არ ემყარება არავითარ მეცნიერულ გამოცდილებას". ლოსევი გამორიცხავს მითის მეტაფიზიკურობას, სქემატურობას, მის კავშირს ალეგორიასა და პოეზიასთან და მითს ცხოვრებისა და ყოფიერების აუცილებლობად თვლის. მითი სიმბოლოა. იგი ყოველთვის პერსონალიზებულია, პიროვნების თვითდამტკიცებაა. მითი სასწაულია, რომელიც აიძულებს საზოგადოებას იცხოვროს მისი კანონებით. მითი ფაქტებსა და ყოფიერებას ემყარება დოგმატურად და არა _ ჰიპოთეზურად. ასეთია ლოსევის პოზიცია მითის მიმართ.

      მითის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ღმერთებსა და ადამიანებს შორის საზღვრის წაშლა. მითში ადამიანები ღმერთებს ან ემორჩილებიან, ან ეურჩებიან (პრომეთე, იაკობი, სიზიფე, ამირანი თუ სხვა). მითში არა მარტო ადამიანებია ღმერთების გვერდით გამოყვანილი, არამედ ღმერთებიც ადამიანურ პერიპეტიებში წარმოიდგინება, ადამიანებთან ერთად ღმერთებიც თამაშობენ სიყვარულობანას. სიძულვილი, ღალატი, შურისძიება და ყველა ადამიანური ბიწიერება ღმერთებსაც მიეწერება. რელიგია, რომელიც მითების ნიადაგზე წარმოიშობა, ღმერთებსა და ადამიანებს შორის ზღვარს ავლებს _ არც ღმერთებს ახასიათებს ადამიანური თვისებებით და არც ადამიანებს აძლევს ღმერთებისადმი გატოლების საშუალებას. რელიგია ადამიანისაგან ღვთის მორჩილებას მოითხოვს. ღმერთთან მისასვლელი გზები დაშიფრულია და მათი გაშიფვრა ადამიანებს არ ძალუძთ. მითი ხშირად გარკვეული ხალხის ცხოვრების წესსა თუ ღირებულებით ორიენტაციებს გამოხატავს. მითი იქმნება როგორც მოქმედების გამართლების ან სოციალური მისიისა თუ დანიშნულების გამომხატველი იმ ხალხისათვის, რომელიც მას ქმნის. მითი მოწოდებულია გარკვეული იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნას სოციალური ჯგუფების იმ მოქმედებებს, რომლებიც სხვა ჯგუფების შევიწროებას ითვალისწინებს. ასეთი მითები ყველა ეპოქაში არსებობდა და არსებობს. მეოცე საუკუნეში მათი სახეობები იყო ტოტალიტარიზმის გამართლება საყოველთაო ბედნიერების სამეფოს, კომუნიზმის მშენებლობის მოტივით. ანალოგიური იყო ფაშისტური მითი არიული რასის უპირატესობაზე. ასეთ მითთა რიცხვს მიეკუთვნება მოსკოვის, როგორც მესამე რომის მითი, რაც, ფაქტობრივად, ამართლებდა რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. საილუსტრაციოდ განვიხილოთ ამ მითის წარმოშობა.

      ცნობილია, რომ რუსეთი და დასავლეთის ცივილიზაცია ერთმანეთს უპირისპირდებოდა ქრისტიანობის შიგნით მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის დაპირისპირების ნიადაგზე. რუსეთმა ისურვა ყოფილიყო ბიზანტიის მემკვიდრე, რომელსაც მეორე რომს უწოდებდნენ. ახალი ერის მეოთხე საუკუნეში რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიაში ძველი ბერძნული ქალაქის ადგილას დააარსა "ახალი რომი" _ კონსტანტინეპოლი, რომელიც კვლავ ლათინური უნდა გამხდარიყო, მაგრამ ორი საუკუნის შემდეგ ის კვლავ ბერძნული ქალაქი ხდება. 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, რუსეთმა თავის თავზე აიღო ბიზანტიის მისიის შესრულება და შექმნა ტოტალიტარული სახელმწიფო. 1547 წელს, ივანე მრისხანემ აღმოსავლეთ რომის იმპერატორის გვირგვინი დაიდგა. 1589 წელს კი, მოსკოვში ჩამოსულ კონსტანტინეპოლის პატრიარქს მოსკოვის მიტროპოლიტის სტატუსი აამაღლებინეს დამოუკიდებელი პატრიარქის დონემდე. მეთექვსმეტე საუკუნეში ფსკოვის ბერმა თეოფილემ წერილი მიწერა მოსკოვის დიდ თავადს ვასილ მესამეს. ამ წერილმა განსაზღვრა რუსეთის მისიის მითის წარმოშობა. წერილში ნათქვამი იყო: "ძველი რომის ეკლესია დაეცა ერესის გამო. მეორე რომის _ კონსტანტინეპოლის კარები ურწმუნო თურქთა ნაჯახებმა შეანგრია, მაგრამ მოსკოვი და ახალი რომის _ მოსკოვის ეკლესია უფრო მეტად ბრწყინავს, ვიდრე _ მზე. ორი რომი დაეცა, მაგრამ მესამე მყარად დგას, ხოლო მეოთხე არ იქნება".

      რუსეთმა ირწმუნა მესამე რომის მისია და გააგრძელა დასავლეთთან დაპირისპირება. ტოინბის მტკიცებით, გარკვეული ხალხის მსოფლიო მისიის შესახებ მითი ფრანკებიდან წამოვიდა, შემდეგ იგი ბიზანტიამ აიტაცა: "მითის ბიზანტიური ვერსია ამბობს, რომ ფრანკები კი არა, ჩვენ ბიზანტიელები ვართY აღთქმულის მემკვიდრე რჩეული ხალხი. ცხადია, რომ ეს ორთოდოქსულობა და ბედის რწმენა, რომელიც რუსებმა ბიზანტიიდან მიიღეს, ისევე ახასიათებს კომუნისტურ რეჟიმს, როგორც წინა მართლმადიდებელ სლავიანოფილთა მმართველობასაც. მარქსიზმი, რასაკვირველია, დასავლური მსოფლმხედველობაა, მაგრამ სწორედ დასავლური მსოფლმხედველობა ანგრევს დასავლურ ცივილიზაციას, ამიტომაა, რომ XX საუკუნის რუსი, რომლის მამა XIX საუკუნის სლავოფილი იყო, ხოლო ბაბუა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, იოლად გახდა მართლმორწმუნე მარქსისტი".

      რუსი ხალხის განსაკუთრებულობისა და ისტორიული მისიის გრძნობა გაიშინაგანა რუსეთმა. ბერდიაევის აზრით, "რუსულმა თვითმყოფადმა აზრმა ისტორიოსოფიულ პრობლემაზე გამოიღვიძა, ის ღრმად დაფიქრდა იმაზე, რა განიზრახა შემოქმედმა რუსეთზე, რა არის რუსეთი და როგორია მისი ბედი. რუს ხალხს დიდი ხნიდან ჰქონდა გრძნობა, უფრო გრძნობა, ვიდრე ცნობიერება, რომ რუსეთს განსაკუთრებული ბედი აქვს, რომ რუსი ხალხი განსაკუთრებული ხალხია". ეს გრძნობა სლავიანოფილებმა დანერგეს და გადაედო რუსეთის ბევრ ცნობილ ინტელიგენტს. ასე, მაგალითად, დოსტოევსკი, 1876 წელს, ნარკვევში "ისტორიის უტოპისტური გაგება" მსჯელობს რუსეთის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე. რუსი ხალხის მიერ ნამდვილი ქრისტიანული ჭეშმარიტების დაუფლებაზე, რაც არც ერთ სხვა ხალხსა და არც ერთ სხვა რწმენას არა აქვს. მისი აზრით, რუსეთისათვის ცხადია, რომ "თავის თავში ატარებს განძს, რომელიც სხვაგან არსად არ არის. მართლმადიდებლობას, რომ ის ქრისტეს ჭეშმარიტების შემნახავია, მაგრამ უკვე ჭეშმარიტი ჭეშმარიტების, ქრისტეს ნამდვილი სახის, რომელიც დაბნელებული იყო ყველა სხვა რწმენასა და ხალხებში". მისი მტკიცებით, პეტრეს რეფორმებმა გააფართოვა ძველი რუსული იდეა და ამ გზით "ჩვენ გავიგეთ ჩვენი მსოფლიო დანიშნულება, ჩვენი პიროვნულობა და როლი კაცობრიობაში და არ შეგვეძლო არ გაგვეცნობიერებინა, რომ ეს დანიშნულება და როლი არ ჰგავს სხვა ხალხებისას, რადგან იქ ყოველი ხალხის პიროვნება ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის და თავისში, ჩვენ კი ვიწყებთ ამჟამად, როცა დადგა დრო, სწორედ იქიდან, რომ გავხდებით ყველას მსახური საყოველთაო შერიგებისათვის".

      დოსტოევსკის აზრით, ამ გზით მივალთ კაცობრიობის ერთიანობასთან და მასთან მიგვიყვანს სწორედ რუსი ხალხი. ამოცანაა "მთელი სლავიანელობის გაერთიანება რუსეთის ფრთებქვეშ". ეს "ყველა ხალხს საშუალებას მისცემს დაისვენოს საუკუნეობრივი წამების შემდეგ და თავიანთი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის გაერთიანებაში". დოსტოევსკი ამ მიზნით აყენებს მოთხოვნას "კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი... დიახ, ოქროს რქა და კონსტანტინეპოლი, ყველაფერი ეს ჩვენი იქნება, მაგრამ არა დაპყრობისა და ძალადობისათვის... ეს ბუნებრივი გამოსავალია, ეს ასე ვთქვათ, თვით ბუნების სიტყვაა. თუ ეს უფრო ადრე არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ დრო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული". დოსტოევსკის მიაჩნია, რომ არც ძლიერ გერმანელებს, არც ინტელექტუალურ ბერძნებს არ შეუძლიათ იმ მისიის შესრულება, რაც რუსეთს აკისრია. ის სვამს კითხვას: "რა ზნეობრივი უფლებით შეუძლია რუსეთს ეძებდეს კონსტანტინეპოლს? რა უმაღლეს მიზნებზე დამყარებით შეუძლია მოითხოვოს ის ევროპისაგან?" და უპასუხებს: "სახელდობრ როგორც სლავიანელობის წინამძღოლმა, როგორც მისმა მფარველმა და შემნახავმა". მართალია, დოსტოევსკის აზრით, ეს არ უნდა მოხდეს სხვა ხალხების დაპყრობის მიზნით. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება სხვა მართლმადიდებელი ხალხების მიმართ: "იქნებიან ესენი ბერძნები, სლავები თუ სხვა სულერთია, ის მათი მფარველია და შეიძლება წინამძღოლიც, მაგრამ არა დამპყრობელი, მათი დედაა და არა ბატონი. და თუ მათი ხელმწიფე იქნება, მხოლოდ მათივე არჩევით, იმის შენარჩუნებით, რაც განსაზღვრავდა მათ დამოუკიდებლობას". ასე რომ, დოსტოევსკის აზრით, ასეთ კავშირში შეიძლება გაერთიანდნენ არამართლმადიდებლებიც. ამას წერდა დოსტოევსკი 1876 წლის ივნისში.

      1877 წლის მარტში ის ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს და სათაურით "ერთხელ კიდევ იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან კონსტანტინეპოლი უნდა იყოს ჩვენი", წერდა: "გასულ წელს მე ვთქვი, რომ კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი. თუმცა, მე მაშინ ჩემ სტატიას ვუწოდე "ისტორიის უტოპიური გაგება", მაგრამ მე თვითონ მტკიცედ მწამდა ჩემი სიტყვები და არ ვთვლი მათ უტოპიად, ახლაც მზად ვარ ისინი ზუსტად დავადასტურო". დოსტოევსკი მრავალ არგუმენტს მიმართავს ამ იდეის განსამტკიცებლად. მისი აზრით, "კონსტანტინეპოლი უნდა იყოს ჩვენი, არა მხოლოდ ცნობილი პორტის თვალსაზრისით, სრუტისა, რომელიც "სამყაროს საკვანძო პუნქტია", "დედამიწის ჭიპია", არა დიდი ხნიდან გაცნობიერებული აუცილებლობის თვალსაზრისით, რომ ისეთ გოლიათს, როგორიც რუსეთია, უნდა ჰქონდეს ჩაკეტილი ოთახიდან გასასვლელი, რომელშიც ის უკვე ჭერამდე გაიზარდა, გავიდეს სივრცეში და ისუნთქოს ზღვათა და ოკეანეთა თავისუფალი ჰაერი".

      დოსტოევსკი აყენებს კიდევ ერთ მოსაზრებას: სარწმუნოებრივი ერთიანობის აუცილებლობას და კვლავ მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას. "ამიტომ აღმოსავლეთმა მიმართა რუსეთს, მასში დაინახა გადამრჩენი და გამაერთიანებელი ცენტრი. რუსეთმაც იკისრა ხალხების დაღუპვისაგან ხსნის ტვირთი". დოსტოევსკის აზრით, რუსეთმა უნდა იკისროს აღმოსავლეთის წინამძღოლობა, არ დაუთმოს იგი ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, არ დაუშვას კონსტანტინეპოლის საერთაშორისო ქალაქად გამოცხადება. მისი თქმით, "რუსეთის ხმალი უკვე მრავალგზის ბრწყინავდა აღმოსავლეთში მის დასაცავად". აღმოსავლეთიც რუსეთის მეფეში საკუთარ მეფეს ხედავს. ამიტომ: "კონსტანტინეპოლი ადრე თუ გვიან უნდა იყოს ჩვენი. თუნდაც მხოლოდ მომავალ საუკუნეში. ეს ყველა რუსს ყოველთვის უნდა ახსოვდეს". ასეთია რუსეთის ექსპანსიონისტური სახე მსოფლიო აზროვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, დოსტოევსკის ნააზრევში.

ამოსაბეჭდი ვერსია:

მითი როგორც კულტურის ელემენტი

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, მითოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 860

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters