კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი X

      კრიტიკოსებს ბევრი დრო არ დაუკარგავთ იმაზე, რას მიიჩნევენ ამ ახალი თვისებრივი მიდგომის სისუსტედ. მათი მტკიცებით, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანების მოქმედებების გასაგებად საჭიროა მათი განზრახვების ცოდნა, რაც, ცხადია, სოციალური მეცნიერების მიზანია. როგორც რექსი (1974) წერს:

მართალია, სოციალური რეაქციების და ინსტიტუტების პატერნები, შესაძლოა, სიტუაციების აქტორებისეული განსაზღვრების პროდუქტი იყოს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ აქტორებს მცდარი წარმოდგენები ჰქონდეთ ამ სიტუაციებზე და სოციოლოგების მოვალეობა ობიექტური ხედვის კუთხის ძიება იყოს, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ მონაწილეებისას თანხვდებოდეს... ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ ასე მარტივად მხოლოდ იმ... სოციალური რეალობით, რომელსაც თავად მონაწილე აქტიორები გვთავაზობენ. (Rex 1974)

      შედარებით გვიანდელი პერსპექტივები ადამიანის ისეთ მოდელებს წარმოგვიდგენს, რომლებიც მეტად თანხვდებიან საერთო, საზოგადო გამოცდილებას, თუმცა ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ანტიპოზიტივისტები ძალიან შორს წავიდნენ ვერიფიკაციის მეცნიერული პროცედურების უარყოფის და ქცევის გამოსადეგი განზოგადებების აღმოჩენის იმედის გადაწურვის მიმართულებით (იხ. Mead 1934). სახიფათო არ არის უარის თქმა ფიზიკის მიდგომაზე ისეთი მეთოდების სასარგებლოდ, რომლებიც ლიტერატურას, ბიოგრაფიასა და ჟურნალისტიკას უფრო წააგავს? მეთოდოლოგიების ზოგიერთი კონკრეტული კრიტიკა საკმაოდ ზუსტია, მაგალითად, არგაილი (Argyle 1978) კითხულობს: თუ სოციალურ გამოკითხვაში გამოყენებული ზედმიწევნით გაკონტროლებული ინტერვიუები უზუსტოა, მაშინ ნაკლებად გაკონტროლებული ინტერვიუები უზუსტობის მეტ რისკს შეიცავენ თუ არა? ბერნშტეინი (Berstein 1974) თვლის, რომ სუბიექტური ანგარიშები შეიძლება არასრული და მცდარი იყოს.

      ბერნშტეინის კრიტიკა მიმართულია ფენომენოლოგებისა და ეთნომეთოდოლოგების უმთავრეს ინტერესზე, რომელიც სიტუაციების მნიშვნელობებსა და მასში მონაწილე აქტორებს შორის ამ მნიშვნელობებზე შეთანხმების გზებს მოიცავს. ბერნშტეინის (1974) დაკვირვებით, მნიშვნელობის შეთანხმების პროცესის შესწავლისას ყურადღების მიღმა დარჩა ის, რომ სწორედ ის პროცესი, რომლითაც ინდივიდი განმარტავს სიტუაციას და ახდენს მის ინტერპრეტაციას, თავად არის იმ სიტუაციის პროდუქტი, რომელშიც იმყოფება ინდივიდი. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა ადამიანების ძალა, თავს მოახვიონ ინდივიდს სიტუაციის მათეული განსაზღვრება. ძალაუფლების უთანასწორობის სიტუაციებს მუდმივად ვაწყდებით ექიმების და დირექტორების კაბინეტებში. ეთნომეთოდოლოგების მტკიცებით, სოციალური სტრუქტურა სოციალური ურთიერთობების ჩვენეული აღქმის შედეგია, მაგრამ გარკვეული ინდივიდების, ჯგუფების, კლასებისა და ავტორიტეტების უნარი, დაარწმუნონ სხვები სიტუაციების მათეული განსაზღვრების მართებულობასა და მიღებაში, გვიჩვენებს, რომ ის კიდევ უფრო მეტია. სოციალური სტრუქტურის ჩვენ გარეშე, გარეგანი აღქმა გვეხმარება, რომ ირგვლივ მიმდინარე სოციალური ქცევის ჩვენეული გაგების ჩამოყალიბებისას გავითვალისწინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მისი აშკარა გავლენები. აქ კიდევ ერთხელ იჩენს თავს სოციალური თეორეტიკოსების მოქმედებასა და სტრუქტურას შორის არსებული დაძაბულობა (Layder 1994). ინტერაქციონისტული და ინტერპრეტაციული მიდგომების საფრთხე ქცევისა და მოვლენების ფორმირებაზე გარეგანი, ანუ სტრუქტურული ძალების ზემოქმედების ფარდობით უარყოფაში მდგომარეობს. ინტერპრეტაციული მიდგომები რისკავს, რომ მოქმედებები გარიყული და ჰერმეტულად ჩაკეტილი აღმოჩნდეს მონაწილეებისეული ხედვის ფარგლებში. ამ მიდგომებით სუბიექტების ქცევა ხელოვნურ საზღვრებში ექცევა. როგორც პოზიტივისტური თეორიების გაკრიტიკებაა შესაძლებელი მათი მაკროსოციოლოგიური პოზიციის გამო, ანალოგიურად შეიძლება ინტერპრეტაციული და თვისებრივი თეორიების კრიტიკა მათი ვიწროდ მიკროსოციოლოგიური ხედვის კუთხის გამო.

ტეგები: Qwelly, sociology, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 761

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters