კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XII

      კრიტიკული მიდგომების წინააღმდეგ რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. მორისონის (1955ა) აზრით, ჰაბერმასისეული სამი ინტერესი ხელოვნურადაა ერთმანეთისგან გამიჯნული _ მათ შორის განსხვავება გაცილებით მკვეთრად არის წარმოჩენილი, ვიდრე რეალურადაა (Hesse 1982; Bernstein 1983: 33). მაგალითად, პოზიტივისტურ მეცნიერებაზე დასაყრდნობად ჰერმენევტიკული ცოდნის გამოყენებაა საჭირო და, ასევე, პირიქით, რათა მათ ერთმანეთს მისცენ აზრი და შესაძლებელი იყოს თითოეულის სტატუსის შესახებ მსჯელობა. გარდა ამისა, იდეოლოგიის კრიტიკასა და ემანსიპაციას შორის კავშირი არც ნათელია, არც დადასტურებული და არც ლოგიკურად აუცილებელი (Morrison 1995ა: 67). არ არის ნათელი, შეუძლია თუ არა პიროვნებას ან საზოგადოებას, გახდეს ემანსიპირებული მხოლოდ ემპირიული და არა ლოგიკური საქმიანობით _ იდეოლოგიის გაკრიტიკებით ან მოქმედების კვლევით (Morrison 1995ა; Wardekker and Miedama 1997). ფაქტობრივად, ინდივიდი შეიძლება გახდეს ემანსიპირებული და ეს იდეოლოგიის კრიტიკით კი არა, არამედ რაიმე სხვა გზით მოახერხოს. ემანსიპირებული საზოგადოებები უცილობლად არ ხასიათდებიან იდეოლოგიისადმი კრიტიკულობით და არც საჭიროებენ იდეოლოგიის კრიტიკის გაცნობიერებას. მეტიც, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ იდეოლოგიის კრიტიკის რაციონალური გამოყენება რეალურად წინ ეღობება მოქმედებებს, რომლებმაც ემანსიპაციამდე უნდა მიგვიყვანოს. მაგალითად, როდერიკი (Roderick 1986: 65) სვამს კითხვას: არის თუ არა იდეოლოგიის კრიტიკის მხარდაჭერა თავად იდეოლოგიაც და მიდგომაც, რომელიც ამ იდეოლოგიას აწესებს? ჰაბერმასის ხედვა, რომ ცოდნა "ინტერესების" მეშვეობით სოციალურად აიგება, რელატივიზმის ამოქმედებას უწყობს ხელს.

      მტკიცება, რომ ცოდნის სამი ფორმა არსებობს, სიმარტივის გამო ეპისტემოლოგიური მიმზიდველობით ხასიათდება, თუმცა, სწორედ ამ სიმარტივეშია შესაძლებელი ეჭვის შეტანა (მაგალითად, Kaet 1981: 67). უამრავი ინტერესი და სამყაროს გაგების გზა არსებობს და, უბრალოდ, ძალიან ხელოვნურია ასეთი მრავალფეროვნების სამ ფორმამდე დაყვანა. ფაქტობრივად, გაურკვეველია, თავისი ცოდნის შემქმნელი სამი ინტერესის მოდელით ჰაბერმასი კონცეპტუალურ მოდელს აგებს, პოლიტიკურ ანალიზს ახორციელებს, თუ რასთან აქვს საქმე, განზოგადებებთან, ტრანსისტორიულ პრინციპებთან, დროისთვის სპეციფიკურ დაკვირვებებთან, თუ ზედაპირდულად განსაზღვრული დევიზების ნაკრებთან (Morrison 1995ა: 71), რომელიც მხოლოდ მათი ბუნდოვანების მეშვეობით არსებობს (Kolakowsi 1978). ლაკომსკი (Lაკომსკი 1999: 179 – 182) კითხულობს, თუ რამდენად მისაღებია ჭეშმარიტების კონსენსუსური თეორია, რომელსაც ეყრდნობა ჰაბერმასის შრომა. იგი ამტკიცებს, რომ ჰაბერმასის ნაშრომში არაფერია ნათქვამი სოციალური ცვლილების შესახებ და ბევრით არაფრით განსხვავდება სპეკულაციისგან; ეს მოსაზრება ეხმიანება კრიტიკული თეორიის, როგორც სუბიექტურობისა და არაისტორიულობის არაადეკვატურად პრობლემურად წარმოდგენის, ფენდლერისეულ (Fendler 1999) კრიტიკას.

      ამ მიდგომის უფრო ფუნდამენტური კრიტიკაა მოსაზრება, რომ კრიტიკულ თეორიას მიზანმიმართულად პოლიტიკური პროგრამა აქვს, მკვლევრის ამოცანა ის კი არ არის, შეასრულოს იდეოლოგის ფუნქცია ან იქონიოს რაიმე გეგმა, არამედ ის, რომ იყოს მიუკერძოებელი, კონკრეტული მიმართულებით დაუინტერესებელი და ობიექტური (Morrison 1995ა). ცხადია, კრიტიკული თეორიის მომხრეები შეეცდებიან ამტკიცონ, რომ იდეოლოგიური ნეიტრალობისკენ მოწოდება იდეოლოგიურად თავად არის ჩაურევლობის ღირებულებებით დატვირთული, რაც სტატუს კვოს აღდგენის საშუალებას იძლევა, ანუ, მოუწოდებდე მკვლევრებს ნეიტრალურობისა და დაუინტერესებლობისკენ, ისევეა ღირებულების მატარებელი, როგორც საკუთარი მოსაზრებების კვლევაში შეტანისკენ მოწოდება. მკვლევრის უფლება, გასცდეს დაუინტერესებლობას, ნამდვილად საკამათოა, თუმცა ამ პოზიციის დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული მკვლევარი მკვლევართა საზოგადოების მხოლოდ ერთი, ცალკეული წარმომადგენელია (Kemmis 1982). კრიტიკული თეორეტიკოსები, როგორც მკვლევრები, თავადვე ჩაცვივდნენ სხვისთვის ამოთხრილ ორმოში _ უკიდურესად ნეგატიურად განწყობილ სკეპტიკოსებს, რომლებიც მეცნიერული მეთოდოლოგიითა და ინსტრუმენტული რაციონალიზმით მართულ კონკრეტულ სოციალურ წყობას (Eaglrton 1991; Wardekker and Miedama 1997) ლანძღავენ, თავად მოუწიათ პოზიტიური სამოქმედო გეგმის შექმნა, მაგრამ ამისათვის იძულებული გახდნენ, მკვლევრების ტრადიციული ობიექტურობა დაერღვიათ. ვინაიდან ისინი იდეოლოგიურ სამოქმედო გეგმაზე ფოკუსირდებიან, მათ არ შეუძლიათ იდეოლოგიით გაჟღენთილი ქცევისთვის თავის არიდება (Morrison 1995ა).

      პრაქტიკის კვლევის მონაწილეებისთვის, როგორც მკვლევრებისთვის, უფლებამოსილების მინიჭების შესაძლებლობაც კრიტიკის საგნად იქცა (მაგალითად, Carr and Kemmis 1986; Grundy 1987). ეს, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტური იყოს სამყაროში, სადაც ძალაუფლება ხშირად სტატუსის თანმდევია, პოლიტიკური ძალაუფლება კი რეალურად იშვიათად ვრცელდება მასწავლებლებზე. მართალია, მათ გარკვეული უფლებამოსილება აქვთ სკოლის ფარგლებში, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს ცვლის საზოგადოების მოწყობაში, როგორც ბერნშტეინი (1970) ამბობს, "განათლება ვერ დააბალანსებს საზოგადოებას". პრაქტიკის მკვლევრებისთვის მცირე უფლებამოსილების მიცემა (საკუთარი სიტუაციების საკვლევად) მცირეოდენ მოქმედებს უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილების მიღების რეალურ ლოკუსზე, რომელიც ხშირად არ ექვემდებარება პრაქტიკის მკვლევრების კონტროლს და მის მიღმაა. მართლაც უფლებამოსილების მიმნიჭებელი და ემანსიპატორულია მოქმედების კვლევა? რითი ასაბუთებენ ამას?

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 728

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters