კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XV
განათლების კვლევაში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მეოთხე პარადიგმაა კომპლექსურობის თეორია (Morrison 2002ა). კომპლექსურობის თეორიის პოზიციიდან სამყაროს აღქმა უარს ამბობს მარტივ მიზეზ-შედეგობრივ მოდელებზე, წრფივ პროგნოზირებაზე, ფენომენების დანაწევრების გზით შესწავლის მიდგომაზე და მათ ანაცვლებს ორგანული, არაწრფივი და ჰოლისტური მიდგომებით (Santonus 1998: 3), რომელთა დღის წესრიგში ურთიერთდაკავშირებულ ქსელებს შორის მიმართებები დგას (Youngbood 1997: 27; Wpeatley 1999: 10). აქ ძირითადი ტერმინებია უკუკავშირი, ციკლურობა, განვითარება, დაკავშირება და თვითორგანიზაცია. ეს მიდგომები შორდებიან წრფივი მიზეზ-შედეგობრიობის მარტივ ხედვას, პროგნოზირების, კონტროლისა და მანიპულირების უნარს და მოძრაობენ გაურკვევლობისკენ, ქსელებისა და კავშირებისკენ, თვითორგანიზაციისკენ, უკუკავშირის მეშვეობით დროთა განმავლობაში განვითარებისკენ, შინაგანი და გარეგანი გარემოების ურთიერთობისკენ და ადაპტაციისა და ცვლილების გზით გადარჩენისა და განვითარებისკენ.
ქაოსისა და კომპლექსურობის თეორიები იმ კანონისმაგვარი ქცევის წინააღმდეგია, რომელთა წრფივი, დეტერმინისტული, განსაზღვრული მოდელის მქონე, განზოგადებული, სტაბილური, ატომიზირებული, მოდერნისტული, ობიექტური, მექანიკური, გაკონტროლებული და ჩაკეტილი სისტემები ლაბორატორიებში შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ ვერ ოპერირებდეს განათლების სფეროს სოციალურ სამყაროში. ქაოსისა და კომპლექსურობის თეორიების ეს მახასიათებლები სერიოზულად აცლის საფუძველს, ძირს უთხრის განათლების სფეროში ექსპერიმენტირებასა და პოზიტივისტურ კვლევას (მაგალითად, Gleick 1987; Waldrop 1992; Lewin 1993).
კომპლექსურობის თეორია ამტკიცებს, რომ ფენომენებს ჰოლისტურად უნდა შევხედოთ. ფენომენის გარკვეული შეზღუდული რაოდენობის ცვლადებად დაშლა და შემდეგ მხოლოდ კონკრეტულ ფაქტორებზე ფოკუსირება რამდენიმე მდგენელის/ნაწილის ურთიერთქმედების აუცილებელი დინამიკის შეუმჩნევლობას ნიშნავს. უფრო ფუნდამენტურად, კომპლექსურობის თეორიას მიაჩნია, რომ ანალიზის ტრადიციული ერთეულები უნდა შეიცვალოს განათლების კვლევაში და ინდივიდების, ინსტიტუტების, საზოგადოებებისა და სისტემების (cg. Lemke 2001) ნაცვლად ანალიზის ერთეულად აღებული უნდა იქნას ქსელი ან ეკოსისტემა (Capra 1996: 301), რომელიც კონკრეტული, საინტერესო ("უცნაური მიმზიდველი წერტილი") სპეციფიკური თემიდან, ანუ ცენტრიდან უნდა მომდინარეობდეს და მასზე ფოკუსირდებოდეს. ინდივიდები, ოჯახები, მოსწავლეები, კლასები, სკოლები, თემები და საზოგადოებები სიმბიოზურად არსებობენ. კომპლექსურობის თეორია გვეუბნება, რომ ეს ურთიერთობები აუცილებელია, მაგრამ არა პირობითი და ანალიტიკური და არც სინთეტური. განათლების კვლევისთვის ეს გამომწვევი პერსპექტივაა. კომპლექსურობის თეორია, განათლების კვლევაში შედარებით ახალი მიმართულება, საზოგადოების, თემის, ინდივიდუალური და ინსტიტუციური ცვლილების გაგების/წვდომის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს. ის ცვლილების გაგებასა და ხელშეწყობაში მაკრო და მიკროკვლევებს შორის კავშირს უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ჰოლიზმს, კომპლექსურობის თეორიის მიხედვით, საჭიროა შემთხვევის შესწავლის მეთოდოლოგია, პრაქტიკის კვლევა და კვლევის მონაწილეობითი ფორმები, რომლებიც დიდწილად ინტერაქციონისტულ, თვისებრივ ახსნებს ეფუძნება, ანუ, სიტუაციებს შეძლებისდაგვარად ბევრი მონაწილის, ან დაინტერესებული მხარის თვალით უყურებს. ეს შესაძლებელს ხდის მრავალჯერად მიზეზობრიობას, სხვადასხვაგვარ თვალსაზრისსა და მრავალ განსხვავებულ ეფექტს. კომპლესურობის თეორიის ცენტრალური მახასიათებელი _ თვითორგანიზაცია _ განათლების კვლევისადმი მონაწილეობითი, თანამშრომლობითი და მრავალპერსპექტივიანი მიდგომების სასარგებლოდ მეტყველებს. ეს, ცხადია, არ ნიშნავს "გარედან მოსულის" მიერ კვლევის წარმოების უარყოფას, არამედ ნიშნავს, რომ თუ ასეთი კვლევა ტარდება, ის შეძლებისდაგვარად ბევრი პოზიციიდან უნდა წარმოებდეს.
განათლების კვლევის ტერმინებით, კომპლექსურობის თეორია მიზეზშედეგობრიობის შესახებ სწორხაზოვან მოსაზრებებზე დაფუძნებულ მარტივ წრფივ მეთოდოლოგიებს უპირისპირდება და პოზიციას მრავალმხრივი მიზეზშედეგობრიობისა და მრავალმიმართულებიანი მიზეზებისა და შედეგების სასარგებლოდ იკავებს, ვინაიდან ორგანიზმები (ნებისმიერად განსაზღვრული: ინდივიდები, ჯგუფები, თემები) მრავალ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვაგვარად უკავშირდებიან ერთმანეთს. ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ მარტივი მიზეზი მარტივ, ანუ ერთ ცალკეულ შედეგს იწვევს, მიზეზებს მხოლოდ ერთ ცალკეულ სფეროში ვიპოვით, ან შედეგები მოცემული რაოდენობის სფეროებში იქნება ლოკალიზებული.
კომპლექსურობის თეორია არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოზიტივისტურ კვლევასა და ექსპერიმენტირებას, არამედ განათლების კვლევაში აქტორების წინასწარ განზრახული, მიზანმიმართული, ცნობიერი მოქმედებების მოხელთების და ინტერაქციონისტული და კონსტრუქტივისტული პოზიციების დაკავების მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. კომპლექსურობის თეორიაში თვითორგანიზაციის შესახებ მიმდინარე დავის მოსაგვარებლად აუცილებელია წინ წამოიწიოს მოძრაობამ "მასწავლებელი, როგორც მკვლევარი". კომპლექსურობის თეორიის თანახმად, განათლების კვლევა შინაური და გარედან მოსული მკვლევრების სიმბიოზითა და კვლევითი პარტნიორობით უნდა იყოს დაინტერესებული. კომპლქსურობის თეორიის მიხედვით, რეალობის მრავალგვარი ხედვა არა მარტო სიტუაციის რამდენიმე პერსპექტივიდან დანახვის საჭიროების ჰარმონიულია (ბევრი მეთოდის კომბინაციის გამოყენებით), არამედ კრიტიკული კვლევის იმ პრინციპებსაც ეხამება, რომლებიც მოითხოვს, რომ სხვადასხვა მოსაზრება და პოზიცია იქნას შემოთავაზებული. ჰეტეროგენულობა მოწოდებაა, ლოზუნგია. კომპლექსურობის თეორია განათლების კვლევის ტრადიციული მიდგომებისთვის არა მხოლოდ მძლავრი გამოწვევაა, არამედ რეალური სამოქმედო პროგრამისა და მეთოდოლოგიების ნაკრების შეთავაზებაც. ის ახალი, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პარადიგმით უზრუნველყოფს კვლევას.
ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•