კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში, წმიდა მოციქული ტიტე. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან; როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) გვამცნობს, მას ქალწულება დაუმარხავს.
ძილში ჩაესმა ხმა ოცი წლის ასაკში დაეტევებინა ელინური ამაოდბრძნობა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. შემდეგაც, ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.
როცა კრეტამდე მოაღწია ხმამ პალესტინაში გამოჩენილი დიდი წინასწარმეტყველისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, კუნძულის მმართველმა, ტიტეს ღვიძლმა ბიძამ წმიდანი იერუსალიმში გაგზავნა - სურდა შეეტყო, რამდენად შეეფერებოდა განაგონი ამბები ჭეშმარიტებას. ეს წინასწარმეტყველი იყო თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ქალწულ მარიამისაგან და ამქვეყნად გარდამოხდა პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად.
განკაცებული ღმერთი იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა მოისმინა მისი და ირწმუნა, რომ მის წინ მესია იდგა. ნეტარი, მოწმე გახდა იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილამაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულთმოფენობის დღეს შემოკრებილ ხალხში მდგარ წმიდანს ესმოდა, თუ როგორ ალაპარაკდა სულიწმიდის მადლით თორმეტი მოციქული სხვადასხვა ენაზე (საქმე. 2.11). წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.
ტიტე წარმართებს შორის ქადაგებდა ქალღმერთ დიანას დღესასწაულზე. როცა ნახა, რომ მას არავინ უსმენდა, მხურვალედ შესთხოვა უფალს, თვითონ დაერწმუნებინა გზაშეცდომილი ხალხი ცრუღმერთების უსუსურობაში. შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა: დიანას კერპი ჩამოვარდა და ყველას თვალწინ ნამსხვრევებად იქცა. სხვა დროს მოციქულმა უფალს შესთხოვა, არ დაეშვა ზევსის მშენებარე წარმართული ტაძრის განსრულება და იგი, მართლაც, დაინგრა. ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, ოთხმოცდათხოთმეტი წლის ასაკში. სიკვდილის წინ მისი სახე მზესავით გაბრწყინდა.
ტეგები: 7 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•