Qwelly, eastern, orthodox icon, agdgoma, agdgomis xati, jojoxetis warmotyvevna, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, აღდგომის ხატი, გამოხსნა, განღმრთობა, რა სად როდის, სახისმეტყველება, ჯოჯოხეთით აღმოყვანება

      აღდგომის ხატზე გამოსახულია ჯოჯოხეთის კლიტეების დამსხვრევისა და ადამისა და ევას ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის სცენა.

      თეოლოგები ამბობენ, რომ აღდგომის მსგავსი ტიპის ხატზე (აღდგომის ხატი სხვაგვარადაც შეიძლება დაიწეროს) არის ერთი დეტალი, რომელიც გამოხატავს აღდგომის იდეას. ის მიგვანიშნებს ხატის მთელ არსს - ესაა დასაწყისი, ესაა დიდი პროცესის - ადამიანის გაღმრთობის, ადამიანის ღმერთამდე მიყვანის საწყისი წამი და სწორედ ამ დასაწყისის გადმოსაცემად გამოყენებულია ეს დეტალი.

დაასახელეთ! (პასუხი დაასაბუთეთ)

ტეგები: Qwelly, გამოხსნა, რა_სად_როდის, საეკლესიო, სახისმეტყველება, ფერწერა, ქველი, ხატწერა

ნახვა: 3200

გამოხმაურებები!

მშვენიერი ვერისიებია, მაგრამ არა. თავად კომპოზიცია კი არა (ადამის და ევას ამოყვანა მაგალითად), არამედ ერთი კონკრეტული დეტალი უნდა დაასახელო. სამწუხაროდ გახსნილი ბოქლომი (ჯოჯოხეთის კლიტეთა დამარღვევლობა) და მანდორლა (მისი ოვალურობა, უბრალოდ ხატმწერის ბრალია ჩემია აზრით )) ) სწორ ვერსიად არ გამოდგება :D ეგეც არ იყოს, მანდორლას სხვა დატვირთვა აქვს - ის უფლის წიაღის სიმბოლოდ იხატება და ამ ხატზე ლურჯ ფერად არის წარმოდგენილი. 

pati shavadze_მ თქვა:

ადამის გამოხსნა და ზოგადად ადამის და ევას ჯოჯოხეთიდან ამოყვანის სცენა გულისხმობს (თუ სისულელეს არ ვყბედობ) ახალი სიცოცხლის საწყისს. ამიტომ ვიფიქრე ამ ვერსიაზე..ისე კი საინტერესო დეტალია გახსნილი ბოქლომი და მანდორლა (ოვალური ფორმის შარავანდი)

თუ სადღაც ადამთან ვართ, სიშავე? წვდიადი? და იქიდან ნათელში გადასვლა იქნებ დაწერო?

არა, ოთო, ეგ არ არის სწორი ვერსია. მინიშნებას დავწერ - ფიზიკა )) 

Oto_მ თქვა:

თუ სადღაც ადამთან ვართ, სიშავე? წვდიადი? და იქიდან ნათელში გადასვლა იქნებ დაწერო?


ფიზიკა მიზიდულობის ძალა? :D ჰაერში ყოფნა მარა სხვა ხატებზე ჯოჯხეთის კარებზე დგას.იქნებ მოსასხამი არვიცი მოკლედ 

აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამის და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მითითებულია და მკაფიოდ აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის სოტეროლოგიური (გამომხსნელი) არსი, რომელიც სწორედ ადამის „ამოყვანაში“ არის განცხადებული.

უფალი  მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება: ის ხან მისკენ დახრილია, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, თანაც ზეიმურად და დიდებულად დგას, თითქოს ზევითკენ მიმართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც.

დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის, თუმცა ეს არ არის ამ შეკითხვის პასუხი.

ვიტალი_მ თქვა:

აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამის და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მითითებულია და მკაფიოდ აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის სოტეროლოგიური (გამომხსნელი) არსი, რომელიც სწორედ ადამის „ამოყვანაში“ არის განცხადებული.

უფალი  მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება: ის ხან მისკენ დახრილია, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, თანაც ზეიმურად და დიდებულად დგას, თითქოს ზევითკენ მიმართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters