ზღვაზე დასვენება მადას მოგიმატებთ!

      სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ Qwellynaria_ს ესტუმროთ და ძალიან ნოყიერი, ჰაეროვანი აჩმა მოამზადოთ უნიკალური რეცეპტით!

შემადგენლობა:

ცომი:

  • 1კგ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1ს/კ ზეთი
  • 1ჩ/კ მარილი

შიგთავსი:

  • 1კგ და 200 გრ იმერული ყველი ან სულგუნი
  • 300 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი(20%)
  • მარილი

ზედაპირი:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 4 ს/კ არაჟანი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

ცომი:

  • მიქსერით ათქვიფეთ 4 კვერცხი, მწიკვი მარილი და 1 ჭიქა ცივი წყალი.
  • აიღეთ 800 გრ ფქვილი ჩააღრმავეთ შუაგულში, ჩაასხით კვერცხიანი მასა და დაამატეთ 1ს/კ ზეთი.
  • მოზილეთ ცომი და საჭიროებისამებრ დაამატეთ ფქვილი (ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური)
  • შემდეგ ცომი შეახვიეთ კულინარიულ ცელოფანში და გადააფარეთ ნაჭერი.

გულსართი:

  • მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი, დაამატეთ მწიკვი მარილი, არაჟანი და ამოურიეთ.
  • გაადნეთ ნახევარი კარაქი, შემდეგ დაამატეთ ყველიან მასას და კარგად ამოურიეთ.

ზედაპირისთვის:

  • კვერცხი, მწიკვი მარილი და არაჟანი კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  • შემდეგ აიღეთ ცომი და დაჭერით 7 ნაწილად. (ამჯერად აჩმა იქნება შვიდფენიანი)
  • ერთი ნაჭერი დანარჩენთან შედარებით დიდი მოჭერით.
  • გაზზე დადგით ფართო, წყლიანი ქვაბი, გვერდით დადგით განიერი ცივი წყლიანი ჯამი და გაშალეთ პირსახოცი.
  • აიღეთ ცომის პირველი, ყველაზე დიდი ნაჭერი და გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად.
  • გადაიტანეთ მართკუთხა ცხიმწასმულ ფორმაში, ცომი უნდა ამოყვეს და დაფაროს ფორმის კედლები.
  • ფორმაში ჩაფენილ ცომს ფუნჯით წაუსვით გამდნარი კარაქი და თანაბრად მოაყარეთ ყველის გულსართი.
  • წყალი ამ დროისათვის უკვე დაიწყებს ადუღებას, ჩაყარეთ მარილი.
  • ცომის დანარჩენი ნაწილები გააბრტყელეთ ფორმაზე ოდნავ დიდ ზომისებად.
  • ცომის მეორე ნაჭერი თხლად გააბრტყელეთ და გადაიტანეთ მდუღარე წყალში.
  • ხარშეთ 15 წამი
  • შემდეგ ხის კოვზით ამოიღეთ და გადაიტანეთ ცივ წყალში, გააჩერეთ 20-25 წამი.
  • შემდეგ გადაიტანეთ პირსახოცზე და შეაშრეთ, ამის მერე გადაიტანეთ ფორმაში დააფინეთ გულსართს.
  • ცომის ზედაპირი უნდა იყოს ტალღოვანი, წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ყველის გულსართი.
  • ასე გაიმეორეთ ყველა ფენაზე (ვაბრტყელებთ ცომს, ვხარშავთ, ვაციებთ ცივ წყალში, ვაშრობთ, გადაგვაქვს ფორმაში, ვუსვამთ გამდნარ კარაქს, ვალაგებთ გულსართს).
  • არ შეგეშინდეთ თუ ხარშვის დროს აჩმის ცომი გაიხევა, მთავარია პირველი და ბოლო ფენები იყოს მთელი.
  • ცომის ყველაზე პატარა ნაწილი დააფინეთ ბოლოს და გადმოაფარეთ წინა ფენის კიდეები.
  • ზედაპირზე მოასხით წინასწარ მომზადებული არაჟნიანი მასა და ფრთხილად დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად.
  • შემდეგ შედგით ღუმელში გამოსაცხობად 180 გრადუსზე 45-55 წუთის განმავლობაში.

ტეგები: Qwellynaria, აჭარული, მაკარონი, სულგუნი, ყველიერი

ნახვა: 3887

გამოხმაურებები!

Vaaime qet :( rogor miyvars !

ძალიანნ <3

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters