X. ფსიქოკონსულტაციის პროცედურა და ტექნიკები

Socrates, asking, consultation, conversation, dialogue, psikokonsultireba, psychology, questions, qwelly, ანალოგიები, ასახვა, გაგება, გამხნევება, განზოგადოება, განსაზღვრება, დამშვიდება, დიალოგი, ემპათიური_მოსმენა, ეფექტური_მოსმენა, ვიზუალიზაცია, თავისუფალი_ასოციაციები, ინდუქცია, ინტერპრეტაცია, ირონია, კითხვები, კითხვების_დასმა, კლარიფიკაცია, კონფრონტაცია, კუნსულტირება, მაიევტიკა, მედიტაცია, მხარდაჭერა, ოპონენტი, პაუზა, პერეფრაზირება, საბერძნეთი, საკითხი, სიჩუმე, სოკრატე, სოკრატესეული_დიალოგი, ტექნიკა, ტექნიკები, ფოკუსირებული_კითხვები, ფორმა, ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია, ქველი, შეკითხვა, შემეცნება, შინაარსი, წახალისება

სოკრატისეული დიალოგი

      სოკრატეს და მისი ფილოსოფიის დამახასიათებელი კითხვა პასუხის გზით ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. სოკრატე დიალოგის გზით დასწავლის მეთოდის ფუძემდებელი იყო. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში პლატონიდან დაწყებული თვლიდნენ და აცნობიერებდნენ იმ ფაქტს რომ როდესაც პედაგოგი კარნახობს და მოწაფე იწერს მაშინ დასწავლა მასწავლებლის ავტორიტეტის ბატონობის ატმოსფეროში ხდება. ეს ეწინაღმდეგება მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთობის სოკრატისეილ გაგებას.

      პლატონისათვის აზროვნება არის სულის თავის თავთან დიალოგი ანუ ორის ერთში თანაარსებობა. ერთი არის ვინმე სოკრატე რომელიც ფარულად არსებობს თვითოეულ ჩვენთაგანში და რომელიც გამუდმებით კითხვას გვისვავს ხოლო მეორე კი რომელიც ამ დასმულ კითხვებზე ეძებს პასუხებს, ცდილობს პასუხის გაცემას. პასუხს სცემს.

      მკვლევარები ანსხვავებენ კომუნიკაციური ურთიერთობის ისეთ ფორმებს როგორიცაა მონოლოგი და დიალოგი. რომელთაგან პირველი ენის არსებობის ხელოვნური ხოლო მეორე კი ბუნებრივი ფორმაა. დიალოგი არის ურთიერთობის რამოდენიმე მონაწილის ძირითადად ზეპირი ვერბალური საუბარი.

      სოკრატე დიალექტიკის ფუძემდებლად ითვლება. დიალექტიკის ქვეშ ძველად იგულისხმებოდა მოსაუბრის მსჯელობებში წინააღმდეგობის გამოვლენის და მათი გადალახვის გზით ჭეშმარიტების მიღწევის ხელოვნება. სოკრატე იყენებდა სწორედ დიალოგს რადგანაც თვლიდა რომ ცოდნა რომელიც უკვე გამზადებული ფორმით გადაეცემა ადამიანს ნაკლებად ღირებულია რადგანაც ხანმოკლე დროით რჩება მეხსიერებაში ვიდრე მაშინ როდესაც ის საკუთარი აზროვნების პროდუქტს წარმოადგენს. საუბარი სოკრატესთან ანუ მასთან დიალოგში ყოფნა ნიშნავდა სულის გამოცდას ანუ ცხოვრების საზრისის შეჯამება-შეფასებას და მორალური გამოცდას. იგი ყოველთვის გამოდიოდა ცხოვრების კონკრეტული

      მოვლენებიდან და გამოყოფთა მათში ზოგად ელემენტებს, აანალიზებდა მათ რათა აღმოეჩინა და დაედგინა მათი გაერთიანების შემშლელი ფაქტორები და საბოლოო ჯამში რათა ისინი უმაღლეს დონეზე გაერთიანებინა ადრე უკვე გამოვლენილი არსებითი ნიშნების საფუძველზე.

      სოკრატისეული დიალოგის ძირითადი შემადგენილი ნაწილებია:

  1. ირონია და მაიევტიკა - ფორმის მიხედვით;
  2. ინდუქცია და განსაზღვრება - შინაარსის მიხედვით.

      იგი შედგება მოხერხებულად დასმული კითხვებისაგან. პასუხობდა რა ამ კითხვებს თანამოსაუბრე გამოსთქვამდა გარკვეულ მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამის სავარაუდო დასკვნას ადარებდნენ კარგად დასაბუთებულ ფაქტებსა და უკვე ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებებს. ამიტომ მას ჰქვია კითხვა პასუხის გზით ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. ამგვარი ძიება დაკავშირებულია Lპირველ რიგში გამოთქმული ვარაუდებისა და მოსაზრებებიდან ლოგიკური შედეგების მიღებასთან და დასკვნების გამოყვანასთან და მეორეს მხრივ ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტების საფუძველზე და უეჭველ ფაქტებზე დაყრდნობით მათი გაბათილების მცდელობასთან.

      დიალოგის წამყვანის ამოცანაა ოპონენტის, მის მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში მიყვანა და ამის საფუძველზე მათი ამ მოსაზრებების უარყოფა.

      დიალოგის ამ მეთოდს ხშირად აიგივებენ მსჯელობის ჰიპოთეტიურ-დედუქციურ წესთან ხერხთან. სინამდვილეში დიალოგის დროს კითხვაზე პასუხი წარმოადგენს აზრს, ვარაუდს უფრო ჰიპოთეზას რომელიც გადამოწმებას ითხოვს ანუ დადასტურებას ან უარყოფას საჭიროებს. ამისათვის ამ მოსაზრებებიდან კეთდება სათანადო დასკვნები , რომლებიც უნდა გადამოწდეს. მაგრამ დიალოგის ღირებულება მარტო იმაში როდი მდგომარეობს რომ გამოთქმული მოსაზრებებიდან ადექვატური დასკვნები გავაკეთოდ და მერე შევადაროთ ემთხვევა თუ არა ეს დასკვნები რეალობას. სოკრატისეული დიალოგის ძირითადი მნიშვნელობა და მიმზიდველობა კითხვების დასმის უნარში, უფრო სწორად ხელოვნებაში მდგომარეობს რომელიც კამათის საგნის კარგ ცოდნას და თანმიმდევრულ კითხვების დასმაში ოსტატობას და მიღებული პასუხების დეტალურ ზუსტ ზედმიწევნით ანალიზს გულისხმობს.

      ამგვარდა ჰიპოთეტიურ დედუქციური მეთოდი მცდარი მოსაზრებების და ჰიპოთეზების გამორიცხვაში გვეხმარება რითაც ახალი ცოდნის ჭეშმარიტების ძიების ა ფარგლები ვიწროვდება. მაგრამ ამ ძიების პროცესი შეუძლებელია ვაწარმოოთ სუფთა მექანიკური პროცედურით ანდა აღვწეროთ წინასწარ მოცემული ალაგორითმით. როგორც წესი ძიება ყოველთვის დაკავშირებულია არჩევანთან და შემოქმედებასთან სადაც ინტუიცია, წარმოსახვა,

      ფარული ანალოგიები და სხვა ფაქტორები წამყვან როლს თამაშობენ.

      მაგალითად აუდიტორიასთან ურთიერთობისას უნდა განვასხვავოთ დიალოგის სხვადასხვა ფორმები, რომელთა შინაარსი და ფორმა განისაზღვრება იმით თუ რა მიზანს ისახავს დიალოგი. დიალოგის მარტივ ფორმას წარმოადგენს დიდაქტიკური ფორმა , რომლის მიზანს სასწავლო მასალის ათვისების პროცესის აქტივაცია, მსმენელებში მოწაფეებში ამოცანის საკითხის პრობლემის დამოიკიდებელად გადაწყვეტის, განსხვავებული მოსაზრებების ჰიპოთეზების შეფასების უნარის განვითარება წარმოადგენს.

      რა თქმა უნდა ამგვარი დიალოგი უნდა ეყრდნობოდეს მოწაფეში უკვე არსებულ ცოდნას, იმ ცოდნას რომელსაც მოწაფე უკვე ფლობს და აგრეთვე მის უნარს თანმიმდევრულად ლოგიკურად იაზროვნოს. ადვილი დასანახია, რომ დიდაქტუკირი დიალოგი იმდენად ჭეშმარიტების ძიების მეთოდს კი არ წარმოადგენს არამედ უფრო არგუმენტაციის, უკვე ცნობილი ჭეშმარიტებების დასაბუთების, მათი უფრო გააზრებული შეთვისებისა და დამახსოვრების მეთოდს.

      მეორეს მხრივ დიალოგი რომელიც კვლევა-ძიებას ისახავს მიზნად ანუ კვლევა ძიების მქონე დიალოგი ძირითადად მიმართულია ახალი მეცნიერული ჭეშმარიტების აღმოჩენისაკენ.

      მესამე დიალოგი გამოიყენება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური და პრაქტიკული პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტის გზების ფორმების შერჩევისას. აგრეთვე გრძელვადიანი საზოგადოებრივი პროგრამების შედგენის დროს. ასეთი შეფასება ხდება ექსპერტების მიერ გადაწყვეტილებების სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი ასპექტების კრიტიკული შეფასების პროცესში. რადგან ეს გადაწყვეტილებე ეხება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს ამიტომ მათი განხილვა უნდა წარმოებდეს დიალოგის ფორმით კონფერენციებსა და დებატებზე და მოლაპარაკეკბზე ანუ უნდა იქცეს ფართო დისკუსიის საგნად.

      დიალოგის, როგორც ახალი ცოდნის ძიების და დასაბუთების მეთოდის, მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის რომ ის გულისხმობს დიალოგის მონაწილეთა ურთიერთობებსა და ურთიერთქმედებას. ამავე დროს იგულისხმება ის, რომ ამ ურთიერთობის მონაწილენი შეიძლება 2 ან ორზე მეტი ადამიანთა ჯგუფი იყოს. სოკრატისეული დიალოგის საწყისი პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ რომ ჭეშმარიტება იბადება მის მაძიებელთა შორის,

      მათ შორის დიალოგის პროცესში. სოკრატისეული დიალოგის ორი ძირითადი ხერხი სინკრიზი და ანაკრიზი შემდეგში მდგომარეობს: პირველი გულისხმობს ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული პოზიციების შეჯერებას ხოლო მეორე მოსაუბრის პროვოცირებას ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი.

      ფსიქოთერაპიაში სოკრატესეული დიალოგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ინტელექტუალური ბრძოლა რომლის დროსაც ხდება არათანმიმდევრული წინააღმდეგობრივი დაუსაბუთებელი მსჯელობების კორეგირება. ფსიქოთერაპევტს თანმიმდევრულად ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს პაციენტი აუცილებელ და წინასწარ დაგეგმილ დასკვნამდე. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ლოგიკური არგუმენტაცია, რომელიც სოკრატისეული დიალოგის არს შეადგენს. საუბრისა ფსიქოთერაპევტი კითხვების საშუალებით აიძულებს პაციენტს მხლოდ დადებითი პასუხები გასცეს. რის საფუძველზე ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის რომელიც საუბრის დასაწყისში არ იყო მიღებული და გაუგებარი და უცნობი იყო.

      ე. კრეჩმერი დიუბუას მსგავსად ასაბუთებდა რა დაჯერების ეფექტურობას, დიალექტიკას დაბეჯითებით გადარწმუნებას და სარწმუნო ლოგიკური არგუმენტების გზით დამტკიცებას თვლიდა სოკრატისეული მეთოდად. ნოოგენური ნევროზების დროს, როდესაც ცხოვრების საზრისი არის დაკარგული, ლოგოთერაპიის დროს გამოიყენება სოკრატისეილი დიალოგი რომელიც ადექვატური ცხოვრების საზრისის გაცნობიერებაში და პოვნაში ეხმარება ადამიანს.

      საკითხის დაყენება - მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კლიენტზე და თვითანალიზის მოტივაციის შექმნა, ხდება ღია და დახურული შეკითხვების დასმა ღია კითხვების საშუალებით ცლიენტს საშუალება ეძლევა რომ გაგვიზიაროს საკუთარი ჩივილები, წუხილები, იგი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.

      შემეცნება, გაგება და ასახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკაა. ის არის აუცილებელი პირობა ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას. პერეფრაზირებასა და გრძნობების ასახვისას ყურადღება ფოკუსირდება პაციენტის მონაყოლის შინაარსზე თუ რა ქვეტექსტი იმალება მასში, ამიტომ ხშირად უნდა ვკითხოთ კლიენტს რას გრზნობს და უნდა გამოვხატოთ ასევე კონსულტანტის გრძნობები. გრძნობების მნიშვნელობა კონსულტირების დროს შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძვნებოდეს:

  1. კონსულტანტი ვალდებულია უფრო ზუსტად ამოიცნოს და იდენტიფიცირება მოახდინოს პაციენტის და საკუთარი გრძნობების;
  2. აუცილებელი არაა ყველა გრძნობის კომენტირება, აუცილებელია ყურადღება მიექცეს გრძნობებს როცა ისინი პრობლემებს ქმნიან კონსულტირების პროცესში ან ეხმარებიან მას.

      გამხნევება, მხარდაჭერა, დამშვიდება და წახალისება ეს ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციური კონტაქტის შექმნის განმტკიცებისას, კლიენტის მხარდაჭერა შეიძლება მოკლე ფრაზითაც.

      დამშვიდება-რის საშუალებითაც კლებულობს შფოთვის დონე და თავისუფლად ხდება პრობლემების მოყოლა.

      პერეფრაზირება და განზოგადოება; ინფორმაციის ასახვა, პერეფრაზირება და განზოგადება – კლიენტის მონაყოლის შინაარსის შეჯამებას ვახდენთ მისი გამონათქვამების პერეფრაზირებით ან რამოდენიმე გამონათქვამის განზოგადებით, რაც კლიენტში იწვევს შეგრძნებას რომ აქტიურად უსმენენ და ხდება აქტიური რაც თავისმხრივ ეხმარება მას საკუთარი განცდების, იდეების და განწყობების ჩაწვდომაში.

      პერეფრაზირების ძირითადი მიზნებია:

  1. აჩვენოს პაციენტს რომ კონსულტანტი ყურადგებით უსმენს და ცდილობს გაიგოს მისი გამონათქვამი;
  2. ახდენს პაციენტის აზრის ხაზგასმას როცა შეკვეცილი ფორმით იმეორებს პაციენტის სიტყვებსა და აზრებს;
  3. ეხმარება კონსულტანტს გადაამოწმოს სწორად გაიგო თუ არა პაციენტის გამონათქვამი;

      პერეფრაზირებისას უნდა გვახსოვდეს 3 ძირითადი წესი:

  1. უნდა მოხდეს ძირითადი აზრს პერეფრაზირება;
  2. დაუშვებელია ჩავანაცვლოთ ან დავამახინჯოთ პაციენტის გამონათქვამის მნიშვნელობა;
  3. თავიდან უნდა აიცილის კონსულტანტმა სიტყვა- სიტყვით ფრაზების განმეორება;

      ფსიქოთერაპიული სარკე ემოციების ასახვა ემოციების გამოხატვის მიზნით;

      ბიუჯენტალის მიხედვით ემოციები და გრძნობები კონსულტირების პროცესში იგივე ფუნქციას ასრულებს როგორსაც ქირურგიაში სისხლი, სისხლი ხომ ასუფთავებს და ახორცებს იგივე დატვირთვა აქვთ გრძნობებსაც, გრძნობების გამოხატვა თვითმიზანი არაა, თუმცა ძლიერი ემოცია გვეხმარება ფსიქოთერაპიისას

      დუმილის გამოყენება თერაპიული მიზნით; პაუაზა და სიჩუმე ესაა უნარი გამოიყენო სიჩუმე თერაპიული მიზნებით, კონსულტანტი რომელიც დაეუფლა სიჩუმის სხვადასხვა მნიშვნელობების აღქმას და იყენებს გამიზნულ პაუზებს კონსულტირების პროცესში აღწევს შემდეგ თერაპიულ შედეგებს:

  1. ემოციური ურთიერთგაგების ზრდას;
  2. პაციენტს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გააცნობიეროს საკუთარი განცდები, წუხილები და განწყობები
  3. პაციენტს აძლევს საშუალებას მიხვდეს რომ პასუხისმგებლობა მასზეა.

      პაუზას შეიძლება ჰქონდეს ფარული მნიშვნელობა:

  1. კონსულტირების დასაწყის ეტაპზე სიჩუმე შეიძლება გამოხატვდეს შფოთვას, დაბნევას ან ცუდ გუნება-განწყობას;
  2. სიჩუმე ყოველთვის არაა რეალური აქტივობის უქონლობა ამ დროს შეიძლება პაციენტი ეძებდეს საჭირო სიტყვებს;
  3. სიჩუმე შეიძლება იყოს დადასტურება რომ ორივე მხარეს სურს მომავალში საუბრის გაგრძელება;
  4. შეიძლება გამოხატოს რომ საუბარი ჩიხშია
  5. შეიძლება იყოს წინააღმდეგობის გამომხატველი;
  6. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს მაშინ როცა ურთიერთობა ზედაპირულია და გავურბივართ ღრმა დონეზე გადასვლას;
  7. ის შეიძლება გამოხატავდეს ღრმა განზოგადებას ზოგადებას.

      ინფორმაციის მიწოდება- როცა პაციენტს ეუბნება კონსულტანტი რასაც ფიქრობს კონსულტანტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას პასუხობს პაციენტის კითხვებს და ინფორმაციას განსახილველიმპრობლემის განსხვავებულ ასპექტებზე.

      კონფრონტაცია კონსულტაციის პროცესში ხშირია კონფრონტაცია პაციენტსა და კლიენტს შორის. კონფრონტაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც

      კონსულტანტის ყველა ის რეაქცია რაც ეწინააღმდეგება პაციენტის ქცევას ეს დაპირისპირება შეიძლება იყოს პაციენტის ქცევის ორნმაგ სტანდარტებზე, ესაა თამაში და ყველაფერი ის რაც ხელის შემშლელია და რაც საკუთარ თავში შეიძლება დაინახოს.

      კონფრონტაციის საშუალებით მიიღწევა ის რომ კონსულტანტი ასწავლის პაციენტს იმ ფსიქოლოგიურ დაცვას რომლის მიზანია შეგუება გარემო პირობებთან და შედგება მისი პიროვნული ზრდის შეფასება.

      კონფრონტაციის სამიზნეს წარმოადგენს ინტერპერსონალური ურთიერთობები.

      კონფრონტაციას 3 მიზანი აქვს:

  1. პაციენტს ყურადღება მიაქცევინოს იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის;
  2. სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;
  3. პაციენტს მიაქცევინოს ყურადღება მისი მხრიდან ზოგიერთი პრობლემების განხილვისგან თავის არიდებას კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის

      ინტერპრეტაცია არის გადმოთარგმნა ანუ კლიენტი ყოველთვის გამოხატავს საკუთარ თავს

      ხმის ტონით, ჟესტებით და პოზებით კონსულტანტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეუძლია წაიკითხოს ეს შეტყობინება თითოეულ კლიენტში რომელიც ღია წიგნი კი არაა არამედ უცნობი ქვეყანა, ლატენტურ შინაარსის გამოაშკარავება პაციენტის ნაამბობსა რომელიც იმალება პაციენტის სიტყვების უკან არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსულტირებისას ამისთვის არსებიბს ნაამბობის ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია საზრისს ანიჭებს პაციენტის მოლოდინს, გრძნობებს და ქცევებს რადგან მიზეზშედეგობრივი კავშირის აცნობიერებინებს.

      იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის;

      სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;

      კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის.

ემპათიური მოსმენა

      ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადავიდეთ ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.

ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები:

  • უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების გაფანტვას;
  • მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით? "
  • სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ იგებს იმას რისი გაგებაც სურს.
  • ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების ნაცვლად შეტევის შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა
  • დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება

ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები:

• კითხვების დასმის ხელოვნება:

  • გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით;
  • მეტი ინფორმაციის მოძიება-შეგროვებისათვის;
  • ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის;
  • ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.

• პასუხების გაცემის ტექნიკა:

  • მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით;
  • პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა.

ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები

  • მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება;
  • თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული ცქერა;
  • ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია;
  • დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური ენა.

ზოგადი ტექნიკები

  • მოსაუბრეზე დაკვირვება – დააკვირდით თუ რა ითქვა და რა არა მიაქციეთ ყურადღებით დააკვირდით არის თუ რა შესაბამისობა კონგრუნტულობა პაციენტის ვერბალურ გამონათქვამსა და არაავერბალურ სიგნალებსა და მესიჯებს შორის. დაკვირვებით უსმინეთ გამოთქმულ იდეებს გამოხატულ გრძნობებსა და მისწრაფებეს აგრეთვე ასევე ფაქტებს;
  • დარჩით ნეიტრალური - არ მისცეთ თქვენს ემოციებს ხელი შეუშალოს და დაათრგუნოს მოსმენის პროცესი;
  • სხვის ტყავში ჩაჯექით;
  • გადაამოწმეთ გაგების სისწორე - გადაამოწმეთ გამოთქმული სიტყვების მნიშვნელობა და კონტექსტი, თქვენი ინტერპრეტაციის სისწორე;
  • შეაფასეთ შეტყობინება სიგნალები და მესიჯები - გააცნობიერეთ საკვანძო საკითხები შეეცადეთ თემატიკის დადგენა მაგრამ არ გააკეთოდ ნაადრევი დასკვნები;
  • შეჯამება დაჯამება ; დასკვნის გამოტანა რეზიუმე - მოახდინეთ მონაყოლის პარაფრაზირება მნიშვნელობისა და კონტექსტის დადგენის მიზნით.

ფოკუსირებული კითხვები

      კითხვები შემეცნების და გაგების პროცესის საკვანძო საკითხებია მართლაც იმისათვის რომ ადამიანს დაეხმაროთ სწავლასა და საკუთარი პრობლემების გადალახვაში, საკუთარი გაგების გამოკვლევასა და საკუთარი განვითარების საქმეში პასუხისმგებლობის აღებაში მაშინ თქვენ უნდა მიმართოდ ისეთ დახმარებას რომელიც უმეტესად კითხვის ფორმით იქნება გამოხატული.

რომელ კითხვებს უნდა ავარიდოთ თავი:

  • კრიტიკული და სარკასტულიფორმით დასმულ კითხვებს რომელიც ძირს უთხრის ადამიანის თქვენდამი ნდობას და შეიძლება მასში გამოიწვიოს თქვენდამი მტრული განწყობა წყენა და იდეებისა და მოტივაციის დათრგუნვა
  • გამოცდის ტონში დასმულ კითხვებს რომლებიც მიმართულია იმის გამოვლენაზე იცის თუ არა ადამიანმა "სწორი" პასუხი ან გადაჭარბებული რაოდენობით დახურული კითხვების დასმა ამ კითხვებს შეუძლიათ ადამიანში იმის განცდა რომ ის დაკითხვაზე იმყოფება რაც მათში დაცვით განწყობას გამოიწვევს
  • მთავარი კითხვის კითხვა რამაც შეიძლება მცდარი პასუხი დაოს ინფორმაციის შემდგომი მიწოდება ამ საკითხის გარშემო

სწორი კითხვების დასმა

დახურული კითხვების გამოყენება :

  • ინფორმაციის შეგროვების და დაგადამოწმების მიზნით
  • ფაქტების სწორად გაგებისათვის
  • თანხმობის და მოქმედების დადასტურების მიზნით;
  • გადაწყვეტილების მიღების მიზნით მხოლოდ ორი ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში

დახურული კითხვების მაგალითი

  • რამდენი წლისა ხარ?
  • სად დაიბადა?
  • ეს როდის მოხდა?

ღია კითხვები

  • საიდან გინდა დაიწყო?
  • რას გრძნობთ ახლა?
  • რამ დაგამწუხრა?

ღია კითხვების გამოყენება:

  • რაპორტის დამყარების მიზნით
  • თავისუფლი გარემოს შექმნა რათა ადამიანმა პასუხი საკუთარი სურვილისამებრ გასცეს;
  • შეხედულებებისა და ფასეულობების შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით
  • უფრო სრული გაგების მისარწევად
  • ჩართულობისა და მოვალეობების ჩამოყალიბებისათვის
  • უკუკვშირის წახალისებისათვის

სხვა სასარგებლო კითხვები

  • გამოძიების ზონდირების დანიშნულების მქონე კითხვები ისინი გამოიყენება როგორც დამატებითი კითხვები ღია კითხვების დასმის დროს. ისინი დამატებით ინფორმაციას იძლევიან არსებულ სიტუაციაში უკეთესად გარკვევისათვის; აგრეთვე გრძნობებისა და მოტივაციის გამოაშკარავებისათვის. ეს პროცესი ცნობილია აგრეთვე ფუნნელლინგ სახელწოდებით რაც ვიწრო კალაპოტში მოთავსებას ნიშნავს. ამ დროს გამოკითხვა იწყება ზოგადი კითხვებით, შემდეგ კი მათი ფოკუსი პროგრესულად და თანდათანობით ვიწროვდება და მათი მნიშვნელობა უფრო კონკრეტული ხდება. მას საძიებელი საკითხის პრობლემის გამოაშკარავება აქვს მიზნად.
  • შემოქმედებითი კითხვები მიზნად ისახავენ ახალი აზრებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას და მიმართულია მომავალ შესაძლებლობებზე. მაგ როგორ ფიქრობ რა მოხდება თუ შენ სხვანაირად მოიმოქმედებ? . დაუშვათ თქვენ მიაღწიეთ მიზანს და მერე რა მოხდება თქვენი აზრით?
  • ემპათიური კითხვები ქმნიან რაპორტს და ხელს უწყობენ ნდობის ჩამოყალიბებას რა იგრძენი როდესაც ეს მოხდა? .
  • ამსახველი რეფლექტური კითხვები ასევე ხელს უწყობენ რაპორტის ჩამოყალიბებას და ემოციების განტვირთვას. მაგ როგორც ჩანს ეს ძალიან უსიამოვნო და საშიში იყო თქვენთვის? ამგვარად თქვენ ძალიან აღელდით როდესავ ეს მოხდა?
  • ცნობიერების დონის ზრდაზე მიმართული კითხვები – ეხმარება ადამინს საკუთარი აზრებისა და გრძნობების შესწავლის საქმეში წახალისებაში მისი ცხოვრების სირთულეების გადალახვაში. რამ გაგაჩერა? რამ გაიძულად ასე მოქცეულიყავით? როგორ მოიმოქმედებდი მომავალში?
  • შემაჯამებელი კითხვები მიმართულია თემატიკის დადგენასა მის გაშუქებაზე
  • ქცევის და მოქმედებაში მოყვანის შეფასების იკვლევს იმ დაბრკლებებს რომელიც მოტივაციის და მიზნის განხორციელებას ხელს უშლის. რისი გაკეთებაა შესაძლებელი რა გიშლის ხელს ამის განხორციელებაში?

ზოგადი კოგნიტური შეცდომები

  • კატასტროფირება გადაჭარბება - ავტომატურად ცუდის დაჯერება;
  • სულ ან არაფრის სტილით აზროვნება ანუ დიქოტიმური დასკვნების გამოტანა უკიდეროსობებით აზროვნება. მაგ. "თუ არ შემიძლია საქმის 100 % -ზე შესრულება ,საერთოდ არა აქვს აზრი ამის კეთდება".
  • უკიდურესი განზოგადოება – ცალკეული მაგალითების ფაქტების განზოგადოება და მათ საფუძველზე დასკვნების გამოტანა მაგ ერთი რომელიმე მარცხის განხილვა როგორც დაუსრულებელ მარცხის მოვლენათა ერთობლიობა
  • გონებრივი ფილტრი – ფოკუსირება ცუდზე და კარგის იგნორირება ;
  • ნაადრევი დასკვნები – დაუსაბუთებელ მცირე მტკიცებულების მქონე ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანას
  • პერსონალიზაცია – პასუხებლობის აღება იმ ფაქტებსა და მოვლენებზე ,რომლებსაც მცირე შეხება აქვს ან საერთოდ არა აქვს შეხება საკუთარი თავთან

      კონფრონტაცია არის ერთ ერთი ძირითადი ფსიქოთერაპიული ტექნიკური საშუალება რომლის დროსა ხდება ადამიანისათვის ან ადამინთა ჯგუფისათვის გაუცნობიერებელი და ამბივალენტური განწყობების, დამოკიდებულებების, ურთიერთობებისა და ქცევის სტერეოტიპების წარდგენა წარმოდგენა მათი გაცნობიერების მიზნით ფსიქოთერაპიაში მას სოციალურ ფსიქოლოგიური დათვირთვა არა აქვს სადაც იგი დაპირისპირებას ნიშნავს. ყველაზე სრულად ეს მეთოდი დამუშავებული ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში.

      კლარიფიკაცია - გარკვევას ნიშნავს გაშუქებას ფსიქოანალიტიკური ტერმინია რომელიც გულისხმობს შინაგან დარწმუნებას ძლიერ დარწმუნებას გრძნობას იმაში რომ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია იმაში თუ რა უნდა აკეთოს. კლარიფიკაციული შემჩნევა არის ფსიქოთერაპევტის მხრიდან განსაკუთრებული გამონათქვამი რომელიც უფრო მკაფიო ტერმინებში პაციენტის ნათქვამს იმეორებს.

      ინტერპრეტაცია – ფართო გაგებით ნიშნავს პაციენტის განცდების და ქცევის მისთვის გაურკვევლი და ფარული ასპექტების მნიშვნელობის განმარტებას. ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში სიმპტომის, წარმოდგენების ასოციაციური ჯაჭვის, სიზმრის, წარმოსახვის, წინააღმდეგობის და გადტანის მნიშვნელობის განმარტების საშუალებას ტექნიკას წარმოადგენს.

      თავისუფალი ასოციაციები არის სპონტანურად, კონცენტრაციისა და დაძაბულობის გარეშე, წარმოქმნილი წარმოდგენები აზრები და მოგონებები. იგი ფსიქოანალიზის ერთერთი ძირითადი ტექნიკაა

      მედიტაცია ტერმინი მედიტაცია ლათინური წარმომავლობისა ედიტორ და ნიშნავს ვაზროვნებ ვფიქრობ ედიტარე ნიშნავს ცენტრისკენ მოძრაობას მისი ანალოგები მართმადიდებლობაში არის გონიერი სურვილი დხიანა ბუდიზმში და ზიკრ სუფიზმში. იგი არის ცნობიერების გამოღვიძების განსაკუთრებული მეთოდია. ყველა სახის მედიტაციის კონცენტრაციით იწყება.

      ვიზუალიზაცია არის წარმოდგენების და ხატების მიზანმიმართული გამოწვევა.

← წინა ნაწილი

ტეგები: Qwelly, ანალოგიები, გაგება, ვიზუალიზაცია, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია

ნახვა: 2457

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters