თავის შინაარსი

 

  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების  მოხმარებით გამოწვეული აშლილობების კლასიფიკაცია DSM-IV-სა და ICD-10-ში მოცემული
  • განმარტებები
  • ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული აშლილობები ტერმინოლოგია
  • მორალური და სამედიცინო  მოდელები ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ალკოჰოლდამოკიდებულების სინდრომები და
  • ალკოჰოლური აღკვეთის მდგომარეობა ალკოჰოლის მოხმარებასთან
  • დაკავშრებული სხვა სახის აშლილობები სოციალური ზიანი
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებისა და ალკოჰოლმოხმარების  მიზეზები

ნივთიერებების ავადმოხმარება

       ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების თემა  არ განეკუთვნება ფსიქიატრიული ან მით უმეტეს სამედიცინო  დარგის რომელიმე ვიწრო სფეროს.  ალკოჰოლისა და  ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შეიძლება  მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ნებისმიერი  ასპექტის მქონე ფსიქიატრიულ პრაქტიკაში. იგი რელევანტურია, მაგ., თერაპიულ  განყოფილებაში მწვავე აბნევის მქონე პაციენტის გამოკვლევისას; გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სუიციდის  მცდელობით შემოსულ პაციენტთან; ხანდაზმულ პაციენტებთან,  რომლებსაც საკუთარი  თავის მოვლა უჭირთ; პრობლემურ მოზარდებთან ან ბავშვებთან,  რომლებიც აქროლად ნივთიერებებს და წამალმოხმარება შეისუნთქავენ.

       ფრაზა  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული  აშლილობები  (S -IV) ან ფსიქოაქტიურ  ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი ((ICD-10), იმ მდგომარეობებს აღწერს, რომ- ლებიც ალკოჰოლის, ფსიქოაქტიური ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ქიმიური ნივთიერებების (როგორიცაა, მაგალითდ, აქროლადი ნივთიერებები) მოხმარების შედეგად აღმოცენდება. ამ თავში ჯერ განხილულია ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გაერთიანებულია ქვეთავში DSM IVალკოჰოლმოხმარებით გამოწვეული აშლილობებიDSM-IV. შემდეგ მოდის ნარკოტიკულ და სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, რაც გაერთიანებულია ქვეთავში DSM-IVსხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობებიDSM-IV.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების კლასიფიკაცია

       SM-IV და (ICD-10 კლსიფიკაციებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად გამოწვეული  აშლილობების ერთი  და  იგივე კატეგორიებია გამოყენებული, თუმცა მათი დაჯგუფება განსხვავებულად ხდება. ორივე სისტემაში  იდენტიფიცირებულია შემდეგი აშლილობები: ინტოქსიკაცია, ბოროტად  გამოყენება   (ან  მავნე შედეგით მოხმარება),  დამოკიდებულება,  აღკვეთის  მდგომარეობები,  ფსიქოზური აშლილობები და ამნეზიური სინდრომები. ეს და კიდევ  რამოდენიმე სხვა კატეგორია ორივე დიაგნოსტიკური  სისტემის მიხედვით,   კლასიფიკაციის პირველი ეტაპია  პიროვნების მიერ  გამოყენებული ფსიქოაქტიური ნივთიერების ან  ნივთიერებათა კლასის დადგენა, რაც პირველადი დიაგნოსტიკური კატეგორიის განსაზღვრას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები ხშირად ერთზე მეტი  სახის ნარკოტიკს იყენებენ, აშლილობის   დიაგნოსტირება  ყველაზე  მნიშვნელოვანი   ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების საფუძველზე ხდება. როდესაც ძნელდება  ასეთი ნივთიერების დადგენა, ან მოხ- მარებას ქაოტური და  განურჩეველი ხასიათი აქვს, მაშინ შესაძლებელია გამოვიყენოთ მრავლობითი ფსიქოაქტიური

ფსიქოაქტიური  ნივთიერებების   მოხმარებით  გამოწვეული  აშლილობების  კლასიფიკაცია

ნივთიერებებით  გამოწვეული აშლილობის (S-IV) ან სხვადასხვა სახის  ნივთიერების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული  აშლილობების (IC-10) კატეგორია. ამის შემდეგ ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასწორი მოხმარების მაჩვენებელ ცხრილში 18.1 ჩამოთვლილი აშლილობებიდან შესატყვისს უნდა მივაკუთვნოთ. ამ სისტემის მიხედვით, ნებისმიერი სახის აშლილობა შეიძლება  გარკვეული ტიპის ნარკოტიკულ ნივთიერებას  დავუკავშროთ.თუმცა, პარქტიკაში ზოგიერთი აშლილობა არ ვითარდება ერთი რომე- ლიმე კონკრეტული ნარკოტიკული  ნივთიერების  გამოყენების შედეგად. (ICD-10-ში აგრეთვე მოცემულია სპეციალური კატეგორია რეზიდუალური და მოგვიანებით ასაკში განვითარებული ფსიქოზური აშლილობა. ამ  კატეგორიაში აღწერილია ისეთი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები,  რომლებიც უშუალოდ ნარკოტიკული  ნივთიერებების მიღების დროს აღმოცენდება და შემდგომშიც რეზიდუალური და მოგვიანებით  ასაკში განვითარებული ფსიქოზური აშილობა (ფსიქოაქტიური   ნივთიერების ზემოქმედების პერიოდის შემდეგაც) განაგრძობს  არსებობას.   ასეთ  კატეგორიებს შეიძლება განეკუთვნებოდეს ჰალუცინოგენებით გამოწვეული DSM-IVფლეშბეკიDSM-IV და ალკოჰოლით გამოწვეული დემენცია.

DSM-IV-სა და (ICD-10-ში მოცემული განმარტებები

       ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაციის განმარტება მოცემულია როგორც DSM-IV-ში, ისე (ICD-10 ში. ორივე სისტემაში ინტოქსიკაცია განხილულია, როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერების  მიღებით  განპირობებული დროებითი  სინ- დრომი, რომელიც კლინიკური თვალსაზრისით სერიოზულ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ხასიათის გაუარესებას იწვევს. ამგვარი ცვლილებები ქრება, როგორც კი ნივ- თიერება სხეულიდან  გამოიდევნება.  ფსიქოლოგიური ცვ- ლილებების ხასიათი დამოკიდებულია  როგორც პიროვნებაზე, ასევე გამოყენებულ  ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე. მაგ., ზოგიერთი ადამიანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს აგრესიული ხდება, ზოგი კი _ სენტიმენტალური. ბოროტად გამოყენება. ტერმინები  ბოროტად გამოყენება (DSM-IV) და მავნე  შედეგებით გამოყენება ((ICD-10), მიუთითებს  ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების არა- ადაპტაციურ   პატერნებზე, რომლებიც იწვევენ ჯანმრთ- ელობის გაუარესებას ამ სიტყვის ფართო გაგებით (ცხრილი 18.3). გავრცელებულ  ტერმინს  ავადმოხმარება,  მსგავსი მნიშვნელობა გააჩნია. DSM-IV-ისა და (ICD-10-ის კრიტერი- უმები ნაწილობრივ განსხვავდება ერთმანეთისგან. DSM-IV ყურადღებას  ამახვილებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ნეგატიურ სოციალურ შედეგებზე, ხოლო ICD- 10 _  მათი მოხმარებით გამოწვეულ  არასასურველ სომატურ და  ფსიქოლოგიურ შედეგებზე. ზოგიერთ პიროვნებას, რომელიც აშკარად ბოროტად იყენებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, არ  აქვს  დამოკიდებულების სიმპტომები (ცხრილი 18.4). საპირისპირო შემთხვევაში,  უნდა დაისვას დამოკიდებულების და არა ბოროტად გამოყენების ან მავნე შედეგებით გამოყენების დიაგნოზი. დამოკიდებულება. ტერმინი დამოკიდებულება აღნიშნავს  გარკვეული  ტიპის ფიზიოლოგიურ  და  ფსიქოლოგიურ ფენომენებს, რომლებიც ნივთიერების მრავალჯერა- დი მიღებით არის გამოწვეული.  ორივე კლასიფიკაციაში დამოკიდებულების დიაგნოსტირება  მსგავსი კრიტერიუმე- ბით  ხდება. ეს კრიტერიუმებია: ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების ძლიერი სურვილი; სიამოვნების მიღების ალტერნატიული წყაროების თანდათან უგულებელყოფა; ტოლერანტობის განვითარება; ფიზიკური აღკვეთის მდგომარეობა. ტოლერანტობა არის მდგომარეობა, როდესაც განმეორებითი მიღების შემდეგ  ფსიქოაქტიური ნივთიერება იწვევს ზემოქმედების ეფექტის შესუსტებას ან, როდესაც იმავე ეფექტის მისაღწევად ამ  ნივთიერების დოზის გაზრდაა საჭირო. აღკვეთის  მდგომარეობა არის  სიმპტომებისა და ნიშნების ჯგუფი, რომელიც თავს იჩენს ფსიქოაქტიური ნივთიერებე- ბის  ნაკლები ოდენობით მიღებისას ან  მათი მიღების შეწყვეტის დროს. ასეთი  მდგომარეობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე  გრძელდება და მისი  ხასიათი მოხმა- რებული ფსიქოაქტიური ნივთიერების კლასზეა დამოკიდებული.

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული აშლილობები

ტერმინოლოგია

 

ალკოჰოლიზმი. წარსულში ტერმინი ალკოჰოლიზმი, ჩვეულებრივ,   სამედიცინო     ლიტერატურაში   გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ტერმინი ყოველდღიურ მეტყველებაში  ფართოდ გამოიყენება, ტექნიკური თვალსაზრისით ის არადამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული, რადგან ერთზე მეტი  მნიშვნელობა აქვს. ტერმინი DSM-IVალკოჰოლიზმიDSM-IV, შეიძლება გამოვიყენოთ როგორც აღმნიშვნელი ალკოჰოლის მიღების ისეთი ჩვევისა, რომელიც გადაჭარბებულად  ითვლება გარკვეული პირობითად აღებული კრიტერიუმების მიხედვით.  ასევე, ისეთი ფსიქიკური, ფიზიკური ან  სოციალური ხასიათის ზიანის  აღსანიშნად, რომელსაც ალკოჰოლის  ამგვარი  გადაჭარბებული  მოხმარება იწვევს. უფრო ვიწრო  მნიშვნელობით ალკოჰოლიზმი  შეიძლება  კონკრეტულ დაავადებას გულისხმობდეს, რომელიც სამედიცინო  მკურნალობას მოითხოვს.  გარდა ამისა, სიტყვა DSM-IVალკოჰოლიკიDSM-IV  ხშირად უარყოფითი მნიშ- ვნელობით იხმარება, რადგან  ითვლება, რომ ამორალურ ქცევასთან არის დაკავშირებული. მრავალი მიზეზის  გამო უმჯობესია იმ ოთხი ტერმინის გამოყენება, რომლებიც ზემოთ აღწერილ კლასიფიკაციებს მიეკუთვნება. ესენია:

1. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება    ალკოჰოლის ყოველ- დღიური ან ყოველკვირეული მიღება იმ ოდენობით, რო- მელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას (იხ. ქვემოთ). ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება  ასევე ცნობილია, როგორც  ალკოჰოლის გამოყენება  მავნე შედეგებით.

2. ალკოჰოლმოხმარება   ალკოჰოლის მიღება  იმ ოდენობით,   რომელიც პიროვნებას   ფსიქიკური, ფიზიკური  ან სოციალური ხასიათის ზიანს  აყენებს.  თუმცა, ეს ტერმინი არ მიესადაგება იმ ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლდამოკიდებულება აქვთ ჩამოყალიბებული.

3. ალკოჰოლდამოკიდებულება  ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც  პიროვნების მდგომარეობა აკმაყოფილებს  ჩამოთვლილი დამოკიდებულების სინდრომის კრიტერიუმებს. ალკოჰოლის  პრობლემური გამოყენება.   ამ ტერმინს იყენებენ  იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ალკოჰოლით გამოწვეული  აშლილობა ან  ინვალიდიზაცია აღენიშნებათ. მისი მნიშვნელობა, ძირითადად, ალკოჰოლმოხმარების მსგავსია, თუმცა,  ის შეიძლება   ალკოჰოლდამოკიდებულ პირებსაც მოიცავდეს.

ტერმინი DSM-IVალკოჰოლიზმიDSM-IV (თუ  მისი  გამოყენება  საერ- თოდ მიზანშეწონილია) პირობითად ამ ოთხი მდგომარეობის რომელიმე კომბინაციაზე მიუთითებს. რადგან ეს სპეციფიკური  ტერმინები არც ისე  დიდი ხნის  წინ შემოიღეს, მოცემულ თავში ტერმინი DSM-IVალკოჰოლიზმიDSM-IV უფრო ადრეული ლიტერატურის განხილვისას იქნება გამოყენებული. მოცემულ  ეტაპზე  მიზანშეწონილია განვიხილოთ ალკო- ჰოლმოხმარების მორალური და სამედიცინო მოდელები.

მორალური და სამედიცინო მოდელები

მორალური მოდელის მიხედვით,  თუ  პიროვნება  საკუთარი ნებით  მოიხმარს ალკოჰოლს  ძალიან დიდი  რაოდენობით და  ამის გამო მას  ან  მისი  ოჯახის წევრებს ზიანი ადგებათ,  პიროვნების  ქცევა  ამორალურია.  ასეთი   პოზიციიდან   გამომდინარე, საზოგადოებაში   დათრობა დასჯადი უნდა  იყოს. ბევრ  ქვეყანაში  ეს ოფიციალური პრაქტიკაა. საზოგადოებაში  მთვრალ მდგომარეობაში  გამოჩენის გამო ადამიანებს აკავებენ და, თუ  მათ ჯარიმის გადახდა არ შეუძლიათ, აპატიმრებენ. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი მიდ- გომა ზედმეტად  მკაცრი   და  არაგულისხმიერია. რაც შე- ეხება დასჯის ეფექტურობას, ის,  პრაქტიკულად, არაფრის მომტანია, რადგანაც   ძალიან ცოტა ფაქტი  ადასტურებს იმას, რომ  დასჯა ზემოქმედებს  ალკოჰოლის მომხმარებლის ქცევაზე. სამედიცინო  მოდელის მიხედვით,  ალკოჰოლის მომხ- მარებელი პიროვნება  ავადმყოფია  და არა უზნეო.  ამგვარი მოსაზრება   მანამდეც არსებობდა,    მაგრამ მას    ცოტა მომხრე ჰყავდა მანამ,  სანამ   1960 წელს   არ გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი  ნაშრომი _ DSM-IVალკოჰოლიზმის, როგორც დაავადების, კონცეფციაDSM-IV (თჰე დისეასე ცონცეპტ ოფ ალცოჰოლისმ, ჟელლინეკ, 1960), რომელშიც სამი ძირითადი მოსაზრება იყო გაერთიანებული:

1. ზოგიერთ  ადამიანს  ალკოჰოლის  ჭარბი   მოხმარების მიმართ სპეციფიკური მოწყვლადობა აქვს.

2. ალკოჰოლის  ჭარბად  გამოყენება   გარკვეულ  ეტაპებს გაივლის და ერთ-ერთ ეტაპზე  პიროვნებას  უკვე აღარ შეუძლია აკონტროლოს ალკოჰოლის მოხმარება.

3. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებამ  შეიძლება  სხვადასხვა ფსიქიკური და ფიზიკური დაავადება გამოიწვიოს.

სამედიცინო მოდელის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლების მიმართ უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებაში მდგომარეობს. დადანაშაულებისა და დასჯის მაგივრად მათ მკურნალობას სთავაზობენ. დაავადების მოდელს, აგრეთვე, გარკვეული ნაკლოვანებებიც გააჩნია. გულისხმობს რა, რომ რისკის ქვეშ მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანები იმყოფებიან, ის არ ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან ფაქტორს: ჯერ ერთი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ალკოჰოლს გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმარს შეიძლება ალკოჰოლდამოკიდებული გახდეს. მეორეც, ალკოჰოლის არასწორი მოხმარების შემ- ცირების საუკეთესო საშუალებაა ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა მთელ პოპულაციაში და არა მხოლოდ მის მიმართ მიდრეკილების მქონე მცირე ჯგუფებში. ალბათ, აჯობებს, რომ მორალური მოდელი მთელ პოპულაციაში ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების მიმართ გამოვიყენოთ, რადგან ეს, სავარაუდოდ, შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავს ალკოჰოლით გამოწვეული ინვალიდიზაციის რისკის ქვეშ აყენებენ. თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებულებისა და ალკოჰოლის მოხ- მარებაზე კონტროლის დაკარგვის სტადიაზე უფრო მიზან- შეწონილი იქნება, თუ  სამედიცინო მიდგომას მივმართავთ.

ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება

       მრავალ საზოგადოებაში  ალკოჰოლის მოხმარება  არა  მხოლოდ  დაშვებულია,  არამედ  ზოგჯერ  წახალისებულიცაა დახვეწილი მარკეტინგული  ტექნოლოგიების  მეშვეო- ბით.  სწორედ  ამიტომ, ალკოჰოლის მოხმარების ის დონე, რომელიც  ალკოჰოლის  ჭარბ  მოხმარებას შეესაბამება, გარკვეულწილად პირობითი ცნებაა. ჩვეულებრივ, ის განისაზღვრება  მოხმარების დონით, რომლის  დროსაც მაღალია ალკოჰოლით გამოწვეული  სოციალური და  ჯანმრთ- ელობასთან დაკავშირებული   პრობლემების აღმოცენების რისკი და გამოიხატება ერთეულებში, რომლებიც ინდივი- დის მიერ ერთი კვირის მანძილზე  მოხმარებულ  ალკოჰოლს შეესაბამება თუმცა, სავარაუდოა,  რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიიღებისას, ნები- სმიერი ადამიანი შეიძლება  გახდეს ალკოჰოლდამოკიდე- ბული. აშკარად გამოხატული ინდივიდუალური განსხვავებების  გამო, შეუძლებელია ალკოჰოლის  უსაფრთხო მოხმარების ზუსტი ზღურბლის დადგენა. მიუხედავად ამისა, ქალები   მამაკაცებზე  უფრო სენსიტიურები არიან  ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების მიმართ. იმისთვის, რომ  ტერმინი DSM-IVალკოჰოლის  ჭარბი  მოხმარებაDSM-IV, გასაგები  და მისაღები გახდეს, აუცილებელია განვმარ- ტოთ  ის ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მისი შეფასება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ საყოველთაოდ მიღებულ საზომს წარმოადგენს პინტა (0, 57ლ) ლუდი ან ერთი ჭიქა ღვინო.  ამგვარი საზომის  უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ   ის  ყველასთვის გასაგებია. თუმცა, ეს საზომი ზუსტი არ არის, რადგან  ლუდი და ღვინო  სხვადასხვა სიმაგრის  შეიძლება   იყოს  (იხ.   ცხრილი 18.6). გარდა  ამისა, მოხმარება  იზომება ალკოჰოლის გრამებში გამოხატული რაოდენობით. ასეთი  საზომი ზუსტი და სა- სარგებლოა მეცნიერული  მუშაობის დროს, მაგრამ  ბევრი ადამიანისთვის ძნელია მისი დაკავშირება ალკოჰოლის ყოველდღიურ მოხმარებასთან. სწორედ  ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის საგან- მანათლებლო პროგრამის ფარგლებში   შემოღებულ   იქნა ალკოჰოლის ერთეულის ცნება. ალკოჰოლის ერთეული დაახლოებით 8 გრამ ალკოჰოლს შეადგენს. იგი შეგვიძლია ალკოჰოლის   ყოველდღიურ  მოხმარებას შევუფარდოთ, რადგან  ის შეესაბამება  ნახევარ პინტა ლუდს,  ერთ ჭიქა სუფრის ღვინოს,  ერთ ჩვეულებრივ ჭიქა ხერესს  ან პორტვეინს და ერთ ულუფა მაგარ სპირტიან სასმელს ბარში.  ის ასევე შეიძლება  შევუფარდოთ ალკოჰოლის საშუალო რაოდენობას (იხ. ცხრილი 18.6). ამგვარად, ამ საზომის მიხედ- ვით, ერთი ქილა ლუდი (450 მლ)  შეიცავს დაახლოებით 1.5 ალკოჰოლის ერთეულს, ერთი ბოთლი  სუფრის ღვინო   დაახლოებით 7 ერთეულს, ერთი ბოთლი მაგარი სპირტიანი სასმელი  კი  დაახლოებით 30 ერთეულს. ალკოჰოლის ჭარბი  გამოყენებისა და ალკოჰოლმოხმარების ეპიდემიოლოგიური ასპექტები ეპიდემიოლოგიური მეთოდები  შეიძლება  გამოყენებულ იქნეს იმ კითხვებზე  პასუხის გასაცემად, რომლებიც ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებასა  და ალკოჰოლის მოხმარებას ეხება. ეს კითხვებია: როგორია ალკოჰოლის ყოველწლიური  მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე   მთლიანად  ქვეყანაში? როგორ ცვა- ლებადობს ეს მაჩვენებელი მოცემულ  ქვეყანაში წლების მანძილზე  და როგორია მისი  თანაფარდობა სხვადასხვა ქვეყნებში? როგორია ალკოჰოლის მოხმარების პატერნი  მოცემული პოპულაციის სხვადასხვა ჯგუფებში? რა რაოდენობის ადამიანია ალკოჰოლის მომხმარებელი მოცემულ  პოპულაციაში? როგორ ცვალებადობს ალკოჰოლის მოხმარება ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა სქესი, ასაკი, პროფესია, სოციალური კლასი და ოჯახური მდგომარეობა? სამწუხაროდ,  ამ კითხვებზე   ძალიან ცოტა  სარწმუნო პასუხი  გვაქვს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ალკოჰოლის მოხმარებისა და DSM-IVალკოჰოლიზმისDSM-IV განსასაზღვრად ან  გამოსავლენად  სხვადასხვა მკვლევარები სხვადასხვა მეთო- დებს იყენებენ; ნაწილობრივ კი იმიტომ,  რომ  ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს ტენდენცია აქვთ, თავი  აარიდონ პასუხის გაცემას ისეთ  კითხვებზე, რომლებიც მათ მიერ მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობასა  და მათთვის შემაწუხებელ სიმპტომებს ეხება.

ალკოჰოლის მოხმარება სხვადასხვა ქვეყანაში

       ბრიტანეთში ალკოჰოლის ყოველწლიური მოხმარება  ერთ ზრდასრულ ადამიანზე (გამოანგარიშებულია  როგორც წმინდა ეთანოლის გამოყენება) 1950 წლიდან 2000 წლამდე გაორმაგდა და ოთხი ლიტრიდან რვა ლიტრამდე გაიზარდა.  4 ლიტრამდე შემცირდა.  შემდგომ  წლებში  მოხმარებამ ნელ-ნელა იმატა და 1950-იანი წლების შემდეგ სულ უფრო სწრაფი ტემპებით იწყო ზრდა. ალკოჰოლის რაოდენობასთან  ერთად, იცვლებოდა  სხ- ვადასხვა  ტიპის  ალკოჰოლური  სასმელის    მოხმარებაც. 1900 წელს   ბრიტანეთში  ყველაზე უფრო გავრცელებული სასმელი  იყო ლუდი და სპირტიანი სასმელები.  1980 წელს ღვინის  მოხმარება  დაახლოებით ოთხჯერ  გაიზარდა  და თითქმის   გაუტოლდა სპირტიანი  სასმელებისას.  თუმცა, ლუდი კვლავაც  ყველაზე გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია  დიდ ბრიტანეთში (დიაგრამა 18.1). ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ჩვევები სხვადასხვა ჯგუფებში. ალკოჰოლის მოხმარებასთან და- კავშირებული ქცევების შესწავლა, ჩვეულებრივ, ეფუძნება დასავლეთ ევროპაში  ალკოჰოლის მოხმარება, ჩვეულებრივ, 11 უფრო მაღალია,  განსაკუთრებით კი  საფრანგეთში. მოხმარების მაღალი  დონეა, აგრეთვე,  ყოფილ საბჭოთა  კავშირის ქვეყენში, ხმელთაშუა ზღვის  აღმოსავლეთ რეგიონსა და მაჰმადიანურ ქვეყნებში ალკოჰოლის მოხმარების დონე ბევრად  უფრო დაბალია  საკმაოდ  ინფორმაციულია   ბრიტანეთში გაკეთებული ბოლოდროინდელი   ცვლილებების ანალიზი  ისტორიულ კონტექსტში. 1860 წლიდან 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთში  მოხმარებული ალკოჰოლის წლიური რაოდენობა  ერთ სულ მოსახლეზე  (იგულისხმება 15 წელს   გადაცილებული ადამიანები) დაახლოებით  10  ლიტრ წმინდა ალკოჰოლს შეადგენდა _  1930-იანი  წლების პირველი ნახევრისთვის ალკოჰოლის მოხმარებაბრიტანეთში  ყოველწლიურად  მოხმარებული ალკოჰოლის  რაოდენობის  საშუალო  მაჩვენებლები. 1900-2000. თავად  მომხმარებლების მიერ  გაკეთებულ განცხადებებს. ასეთი  მეთოდის  გამოყენებისას შეცდომები გარდაუვალია. ამ   ტიპის გამოკითხვები  ჩატარდა  რამდენიმე ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩათვლით. გამოკვლევებმა აჩვენა,   რომ   ალკოჰოლის მოხმარების დონე  ყველაზე უფრო მაღალია  უცოლო,  მარტოხელა ან გაშორებულ ახალგაზრდა  მამაკაცებში. ბოლო 15 წლის მანძილზე,   გაიზარდა ალკოჰოლის მოხმარება  ქალებშიც. 2001 წელს  მოსახლეობაში  ჩატარებული გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ  ინგლისში მამაკაცები  კვირაში, საშუალოდ, 16.9 ერთეულ ალკოჰოლს იღებდნენ, ხოლო ქალები  საშულოდ 7.5 ერთეულს. ალკოჰოლის მოხმარება მამაკაცების 27%-თან და ქალების 15%-თან აჭარბებდა რეკომენდებულ ლიმიტს. აქედან გამომდინარე, ისინი შეგ- ვიძლია ალკოჰოლით გამოწვეული  აშლილობისა და ალკო- ჰოლდამოკიდებულების  განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ინდივიდებად მივიჩნიოთ.  მამაკაცების 30% და ქალების 6% კვირაში 35 ერთეულზე მეტ ალ., კოჰოლს მოიხმარდა ალკოჰოლის მოხმარების გავრცელება ალკოჰოლმოხმარების გავრცელება შეგვიძლია გამოვით- ვალოთ სამი მეთოდით:  (1) სტაციონირების სიხშირით; (2) ალკოჰოლური  ღვიძლის ციროზით  გამოწვეული   სიკვდილიანობის მაჩვენებელითა და (3) ზოგადი პოპულაციის გა-მოკითხვის  შედეგად მიღებული მონაცემებით. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა არ გვაძ- ლევს  საკმარისად  ადეკვატურ  წარმოდგენას ალკოჰოლ- მოხმარების გავრცელების შესახებ, რადგან იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარენ, არ ხვდებიან საავადმყოფოში. ინგლისში,  2000-2001 წლებში,   ჯანდაცვის  ეროვნული სამსახურის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  სტაციონირებული ადამიანების რაოდენობა,  რომელთაც ალკოჰოლით გამოწვეული  პირველადი ფსიქიკური ან  ქცევითი აშლილობა აღენიშნებოდათ, დაახლოებით ოცდაათ ათასს შეადგენდა (). ალკოჰოლმოხმარება ხშირია  ზოგადი   პროფილის საა- ვადმყოფოებში  სტაციონირებულ  პაციენტებს შორის. სკრინინგული გამოკითხვების შედეგად, ასეთ საავად- მყოფოებში  ჰოსპიტალიზებული მამაკაცების  20-30%-სა და  ქალების  5-10%-ს  ალკოჰოლმოხმარების დიაგნოზი დაუდგინდათ. სასწრაფო  და   გადაუდებელ  სამედიცინო    დახმარების ცენტრებში  მოხვედრის ხშირი   მიზეზი    (შემთხვევათა ერთი მესამედი) ალკოჰოლმოხმარებაა ალკოჰოლური ციროზით გამოწვეული სიკვდილი. ჭარბი   რაოდენობით  ალკოჰოლის  მომხმარებელთა 10-20%- ს  ღვიძლის ციროზი  უვითარდება. არსებობს  კორელაცია პოპულაციაში ღვიძლის ციროზის სიხშირესა და ალკოჰო- ლის საშუალო მოხმარებას  შორის, რის გამოც ციროზით გამოწვეული  სიკვდილიანობა შეიძლება  ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების სიხშირის შესაფასებლად  გამოვიყე- ნოთ.  ბევრ  განვითარებულ ქვეყანაში  ღვიძლის ციროზით გამოწვეული  სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია. მაგ., სამხრეთ ევროპაში  ციროზით გა- მოწვეული სიკვდილიანობა  სტაბილურად  იკლებს, რაც, სავარაუდოდ, ფისკალურ, სამართალდამცავ  და ჯანმრთელობის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგია. მეო- რეს   მხრივ,  ინგლისში, ალკოჰოლური  ღვიძლის ციროზის შემთხვევების რაოდენობა  გაზრდილია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს შორის.  1995-1996 წლებში   დაფიქსირე- ბული იყო 14100 შემთხვევა,  ხოლო 2000-2001 წლებში  _24300 ზოგად პოპულაციაში ჩატარებული გამოკითხვები. მოსახლეობაში ალკოჰოლმოხმარების სიხშირის გამოვლენის ერთ-ერთი მეთოდია ინფორმაციის შეგროვება ალკოჰოლის მომხმარებელ პირებთან  უშუალო კონტაქტში მყოფი სპეციალისტებისგან  (ზოგადი პროფილის ექიმები, სოციალური მუშაკები, პრობაციის სამსახურის  თანამშრომლები, პირველადი ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები). მეორე მიდგომაა   მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის დროსაც რესპონდენტებს უსვამენ კითხვებს მოხმარებული ალკოჰოლური სასმელების  რაოდენობისა და  შესაბამისი სიმპ- ტომების   შესახებ. აშშ-ში ჩატარებულმა  ორმა  ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევამ  აჩვენა, რომ ერთი წლის მანძილზე  ალკოჰოლმოხმარებისა და ალკო- ჰოლდამოკიდებულების გავრცელების  საერთო მაჩვენებელი 7-10%-ს შეადგენდა.  შესაბამისი რისკები,  რომლებმაც ცხოვრების მანძილზე  შეიძლება  იჩინონ  თავი,  14-20% იყო. . 2002 წელს   ბრიტანეთში ჩატარებული  კვლევის  შედეგად დადგინდა, რომ მოზრდილთა 26% ალკოჰოლის ბოროტად მომხმარებელია, ხოლო 7% კი ალკოჰოლდამოკიდებული. თუმცა, იმავე პოპულაციაზე  თვარმეტთვიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ  დროთა განმავლობაში ხდება მნიშვნელოვანი  ცვლილებები: ადამიანების გარკვეული ნაწილი ალკოჰოლის  ჭარბი მოხმარებიდან უსაფრთხო მოხმარებაზე გადადის,  ნაწილი კი პირიქით, ჭარბ მოხმარებაზე  თუკი    მხოლოდ    ოჯახებს   გამოვიკვლევთ,  არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ  არ მოხდება მაღალი  რისკის ჯგუფების ან ალკოჰოლდამოკიდებული პირების გამოკვლევა. წინა ფსიქიკური ავადობის  ბრიტანულ გამოკვლევაში () არ იყვნენ გათვალ- ისწინებულნი უსახლკარო და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი ადამიანები.  აღმოჩნდა, რომ 40% იმ ადამიანებისა, რომლებიც ღამის თავშესაფარში ცხოვრობდნენ ან ქუჩაში  ეძინათ, კვირაში 50 ერთეულზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარდა; ხოლო, იმ ადამიანების დაახლოებით 35%-ს, რომლებსაც ქუჩაში ეძინათ, მძიმე  ალკოჰოლდამოკიდებულება  ახასიათებდა  ().  ალკოჰოლმოხმარების მაღალი  მაჩვენებელი დაფიქსირდა პატიმრებში, განსაკუთრებით თეთრკანიან მამაკაცებს შორის სხვადასხვა კულტურის მქონე ათ  რეგიონში ჩატარებულმა  კროს-ნაციონალურმა გამოკვლევებმა   აჩვენა, რომ ცხოვრების მანძილზე  ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების სიხშირე განსხვავებ- ულია სხვადასხვა კულტურაში (მაგ., შანხაიში 0.5%, ხოლო კორეაში  22%. Hელზერ ანდ ჩანინო, 1992). ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების მხრივ,  ქვეყნებს  შორის  უდავოდ დიდი განსხვავება  შეინიშნება. თუმცა, ზოგიერთ მკვეთრად  გამოხატულ განსხვავებას შეიძლება  ისიც განაპირობებდეს,  რომ  ალკოჰოლმოხმარების შესახებ  სხვადასხვა კულტურაში განსხვავე- ბული შეხედულებები არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად გულახდილად საუბრობენ ადამიანები საკუთარი ჩვევების  შესახებ, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარებასთანაა დაკავშირებული.

 

ალკოჰოლმოხმარება და პოპულაციის მახასიათებლები

 

       სქესი. ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდე- ბულების პროცენტული  მაჩვენებელი, ზოგადად,   უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, მაგრამ სხვადასხხვა კულტურაში ალკოჰოლმოხმარების შედეგად დაზარალებული მამაკაცებისა და ქალების შეფარდება  განსხვავებულია. დასავლეთის ქვეყნებში ალკოჰოლმოხმარება და ალკოჰოლდამოკიდებულება, ქალებთან შედარებით, მამაკაცებში სამჯერ მეტია,  ხოლო აზიურ და ესპანურენოვან ქვეყნებში _ ათჯერ მეტი  (აშშ-ში ჩატარებული კომორბიდობის ეროვნული გამოკვლევის   შედეგად დადგინდა,  რომ  ერთი წლის მანძილზე  ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების სიხშირე, ქალებთან  შედარებით (5.3%), თითქმის   სამჯერ   უფრო მაღალია  მამაკაცებში  (14.1%) (). ბრიტანეთში ჩატარებულმა ფსიქიატრიული ავადობის  გამოკვლევამ  ასევე აჩვენა,  რომ  ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების სიხშირე სამჯერ  უფრო მაღალია მამაკაცებ- ში, ვიდრე ქალებში (თუმცა, საზოგადოების  დამოკიდებულებაში მომხდარი ცვლილებების გამო, მრავალ ევროპულ  ქვეყანაში სხვაობა მამაკაცებსა და  ქალებს   შორის ალკოჰოლის  მოხმარების რაოდენობის თვალსაზრისით თანდათან მცირდება.  ეს შემაშფოთებელი ფაქტია, რადგან  გამოკვლევების  შედეგად ცნობილია,  რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი  არიან   ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის მიმართ, ვიდრე მამაკაცები (იხ.  ქვემოთ). ასაკი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლს ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით 17-დან 25 წლამდე მამაკაცები მოიხმარენ. კულტურების უმეტესობაში  ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების გავრცელების სიხშირე უფრო დაბალია 45 წელს  გადაცილებულ პირებს შორის (). ეთნიკური წარმოშობა და კულტურა. იმ რელიგიის (მაგ., ისლამი, ინდუიზმი, ბაპტისტური   ეკლესია) წარმომადგენლებში,  რომელიც   კრძალავს ალკოჰოლის  გამოყენე- ბას, ნაკლებადაა  გავრცელებული ალკოჰოლმოხმარება. ასევე, უნდა აღინიშნოს,  რომ  ბრიტანეთსა და აშშ-ის არა- თეთრკანიან მოსახლეობაში  უფრო იშვიათად  ვხვდებით ალკოჰოლის  ჭარბად  მოხმარებას, ვიდრე  თეთრკანიან მოსახლეობაში.  აქედან გამომდინარე, აქ  უფრო დაბალია ალკოჰოლით გამოწვეული  აშლილობების  სიხშირე ზოგჯერ  გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში  ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მოხმარება შეიძლება  დაკავშირებული იყოს ალკოჰოლის  მიმართ ბიოლოგიურად განპირობებულ დაბალ ტოლერანტობასთან. მაგ., აზიელებს, რომლებსაც აქვთ ალდეჰიდ დეჰიდროგენაზას სპეციფიკური იზოფერმენტი,   ალკოჰოლის მიღების  დროს  აღენიშნებათ შეწი- თლება, პირღებინება  და ტაქიკარდია, რასაც  ორგანიზმში აცეტალდეჰიდის დაგროვება  იწვევს. ასეთ შემთხვევაში ნაკლებია ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისა და ალკოჰოლით გამოწვეული  პრობლემების  განვითარების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ  ალდეჰიდ დეჰიდროგენაზას ვარიანტი, რომელიც იწვევს გაწითლების რეაქციას, იაპონიის გენერალური პოპულაციის 35%-ს დაუდგინდა, ის  ალკოჰოლით გამოწვეული  ღვიძლის დაავადების მქონე იაპონელი პაციენტების მხოლოდ 7%-ს დაუფიქსირდა პროფესია. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილია გარკვეული ტიპის პროფესიის ადამიანებთან: მზარეულებთან, ბარმენებთან, სამზარეულოში ან ლუდსახარშ ქარხნებში მომუშავე პერსონალთან და იმ პირებთან, ვისთვისაც ალკოჰოლური სასმელები ადვილად ხელმისაწვდომია; ასევე, ადმინისტრატორებთან და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ადამიანებთან, რომლებიც მიღებებსა და პრეზენტაციებს დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯზე ატარებენ; მსახიობებსა და არტისტებთან, მეზღვაურებთან, ჟურნალისტებსა და გამომცემლებთან. ექიმები წარმოადგენენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს, სადაც ალკოჰოლის პრობლემური გამოყენების რისკი მაღალია. მათთვის დახ- მარების გაწევა ხშრად განსაკუთრებულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული

ალკოჰოლდამოკიდებულების სინდრომები და ალკოჰოლური აღკვეთის მდგომარეობა

როდესაც  პაციენტს  აღენიშნება ფსიქოაქტიურ  ნივთიერებებზე  დამოკიდებულების სიმპტომები (ცხრილ 18.4), ითვლება, რომ  ის  ალკოჰოლზეა  დამოკიდებული. ალკო- ჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასასმელად  არ არის აუცილებელი აღკვეთის სიმპტომების არსებობა. იმ ადამი- ანების მნიშვნელოვან უმცირესობას, რომელიც დამოკიდე- ბულების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ალკოჰოლის მოხ- მარების შემცირების  ან შეწყვეტის შემდეგ არ აღენიშნება აღკვეთის სიმპტომები. თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებული პირების დაახლოებით 5%-ს აღენიშნება   მწვავე აღკვეთის სიმპტომატიკა თეთრი  ცხელებისა და დიდი ეპილეფსიური გულყრის ჩათვლით.

ალკოჰოლმოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების მიმდინარეობა

       ერთ-ერთ  გამოკვლევაში  შეისწავლეს ალკოჰოლდამოკიდებულების მიმდინარეობა 600-ზე მეტ მამაკაცთან,  რომლებმაც  1985-1991 წლებში  სტაციონარული მკურნალობა აშშ-ის ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაი- არეს. მათ ოცი წლის ასაკში გამოუვლინდათ მძიმე ლოთობის ესკალაციის ზოგადი პატერნი, რასაც 30-35 წლის ასაკში დაემატა სერიოზული სირთულეები როგორც პროფესიულ, ისე  სოციალურ  ცხოვრებაში.  35-40 წლის  ასაკში  ისინი  ვეღარ აკონტროლებდნენ ალკოჰოლის მიღების პროცესს და სამსახურსა თუ  სოციალურ აქტივობასთან დაკავშირებული პრობლემების მატებასთან ერთად ფიზიკური ჯანმრთელო- ბის მნიშვნელოვანი გაუარესებაც აღენიშნებოდათ. 2003 წელს   ვაილანტმა () გამოაქვეყნა  თავისი  დაკვირვების შედეგები, რომლებიც მიიღო  ცხოვრე- ბის გარკვეულ ეტაპზე ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი 194 მამაკაცის 60-წლიანი პერიოდის შესწავლის  საფუძველ- ზე.  70 წლის ასაკისთვის  ამ  ადამიანების ნახევარზე მეტი გარდაიცვალა, 20% თავს იკავებდა ალკოჰოლის მიღებისგან, 10% აკონტროლებდა ალკოჰოლის მიღების პროცესს, ხოლო დანარჩენი  10% აგრძელებდა ალკოჰოლის მოხმა- რებას.  ამ   პირების გარკვეული ნაწილი, წარსულში, ათწლეულების მანძილზე  ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი იყო ისე, რომ არ ჰქონიათ  რემისია,  ლეტალური გამოსავა- ლი და ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბება. კვლევაში მონაწილე ალკოჰოლდამოკიდებული პირები კი, კონტ- როლირებადი მოხმარების პერიოდების შემდეგ ყოველთვის უბრუნდებოდნენ ალკოჰოლდამოკიდებულების პატერნებს. დადებითი შედეგების საუკეთესო პრედიქტორს წარმოად- გენდა ალკოჰოლიზმის პრობლემების მქონე პირების ანო- ნიმურ   შეხვედრებზე  დასწრება. ამ   გამოკვლევამ აჩვენა, რომ  ალკოჰოლმოხმარების პროგნოზი  განსხვავებულია. თუმცა, თუ  ადამიანს ერთხელ მაინც ჩამოუყალიბდება ალკოჰოლდამოკიდებულება, პროგნოზი  საკმაოდ უარყოფი- თია,  გარდა  იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება აბსტინენ- ციური მდგომარეობის შენარჩუნება

ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი

       აღკვეთის სიმპტომები შეიძლება   სხვადასხვა სიმძიმის იყოს:   დაწყებული მსუბუქი ფრომის შფოთვით და  ძილის აშლილობით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში მდ- გომარეობით, რომელიც თეთრი ცხელების სახელით არის ცნობილი. აღკვეთის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ისეთ  ადამიანებს  აღენიშნებათ, რომლებიც  წლების განმავლობაში, ყოველკვირეულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ. ამგვარი სიმპტომები თავს იჩენს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის დაქვეითებისას.  აღსანიშნავია, რომ  ისინი ვლინდება გაღვიძებისას, როდესაც ალკოჰოლის კონცეტრაცია  დაბალია.  ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები, აღკვეთის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით,  ალკოჰოლს  ხშირად გამოღვიძებისთანავე  ღებულობენ. მრავალ ქვეყანაში ალკოჰოლის დილიდან მიღება დიაგნოსტირდება, როგორც ალკოჰოლდამოკიდებულება. თუ  აღკვეთის სიმპტომების  თავიდან  აცილების მოთხოვნილება დღის განმავლობაში თანდათან ძლიერდება, პიროვნება,  ჩვეულებრივ, ცდილობს დამალოს   მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა, გადამალოს ან ჯიბით ატაროს სასმელი.  ზოგიერთი მათგანი რეგულარულად სვამს გადაუმუშავებელ სიდრს (ვაშლის ღვინო)  ან  იაფფასიან მაგარ ლუდს, რათა  ნაკლები დანა- ხარჯით დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მოიპოვოს. ალკოჰოლური აღკვეთის  პირველი და  ყველაზე უფრო ტიპიური ნიშანია ხელების, ფეხებისა და სხეულის ძლიერი ტრემორი (DSM-IVკანკალი DSM-IV).   ამ   დროს ადამიანს არ  შეუძლია წყნარად ჯდომა,  ჭიქის ხელში მყარად დაჭერა  ან ღილების შეკვრა. ის აჟიტირებულია და  შეიძლება  იოლად შეცბეს. მაგ.,  ხშირად განიცდის  ძლიერ შიშს სხვა ადამიანებთან შეხვედრისას   ან  ქუჩაზე გადასვლის დროს.  ხშირია გულისრევის შეგრძნება, პირღებინება  და ოფლიანობა. ასევე, ჩვეულებრივ მოვლენას  წარმოადგენს უძილობა. ალკოჰოლის მიღებისას ეს სიმპტომები  სწრაფად ქრება,  თუმცა, ზოგ  შემთხვევაში,  შეიძლება  რამოდენიმე დღე  გაგრძელდეს აღკვეთის მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება   თავი   იჩინოს   (ჩვეულებრივ,   მხოლოდ  მცირე დროით) აღქმითი  ხასიათის დარღვევებმა და  ჰალუცინაციებმა. ასეთ დროს პიროვნება  საგნებს დეფორმირებულად აღიქვამს   ან  ეჩვენება,  რომ  ჩრდილები მოძრაობენ; ესმის არეული ხმები, ყვირილი ან  მუსიკის  ნაწყვეტები.  მოგვი- ანებით შესაძლებელია დაეწყოს ეპილეფსიური  გულყრები და ბოლოს, 48 საათის შემდეგ, შეიძლება  თეთრი  ცხელება განუვითარდეს (იხ.  ქვემოთ).

ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშრებული სხვა სახის აშლილობები

ამ   ქვეთავში აღწერილია ალკოჰოლის  ბოროტად გამოყ- ენების  მავნე   შედეგები: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური. პიროვნებას,   რომელსაც ასეთი  დარღვევები აღენიშნება,  არაა  აუცილებელი ალკოჰოლდამოკიდებული იყოს.

ფიზიკური დარღვევები

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ, შეიძლება,  სხვადასხვა სახის  ფიზიკური დარღვევა  გამოიწვიოს:  (1) ალკოჰოლს გარკვეული ტიპის ქსოვილებზე, განსაკუთრებით, ღვიძლსა და თავის  ტვინზე, უშუალო ტოქსიკური  მოქმედება ახასიათებს; (2) ალკოჰოლის  ჭარბად გამოყენებას ხშირად თან სდევს ცუდი კვება, რაც იწვევს ცილებისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას;  (3) იზრდება უბედური  შემთხ- ვევების, განსაკუთრებით, ქალა-ტვინის ტრავმის მიღების რისკი;  (4) ალკოჰოლის  ჭარბად მოხმარებას თან სდევს დაუდევრობა და,  აქედან გამომდინარე,  გაზრდილია მოწ- ყვლადობა  ინფექციების მიმართ.

გასტროინტესტინური დარღვევები

ალკოჰოლის  ჭარბად მოხმარების  დროს  ხშირია კუჭ ნაწ ლავთან დაკავშირებული დარღვევები, განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანება, გასტრიტი,  პეპტიკური წყლული, საყლაპავის ვარიკოზი და მწვავე ან ქრონიკული  პანკრე- ატიტი.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის დაზიანება, როგორიცაა ცხიმოვანი ინფილტრაცია, ჰეპატიტი, ციროზი და ჰეპატომა.  ალკოჰოლდამოკიდებულების მქონე ადამიანებთან ღვიძლის ციროზით გამოწვეული სიკვდილის რისკი  საშუალოზე  ათჯერ  უფრო  მაღალია. მეორეს მხრივ, ალკოჰოლდამოკიდებულების   მქონე   ადამიანების მხოლოდ 10-20%-ს უვითარდება ციროზი.

ნერვული სისტემა

       ალკოჰოლი  ასევე აზიანებს ნერვულ  სისტემას.  ნეიროფსიქიკური ხასიათის გართულებები მოგვიანებით იქნება აღწერილი. ალკოჰოლით გამოწვეული ნევროლოგიური დაავადებებია პერიფერიული ნეიროპათია, ეპილეფსია და ცერებრული დეგენერაცია. უკანასკნელს დგომისა და სიარულის დარღვევები ახასიათებს. ამ დროს ხელების მოძრაობა და მეტყველება ნაკლებად არის დარღვეული. იშვიათ გართულებებს განეკუთვნება მხედველობითი ნერვის ატროფია,   ვაროლის   ხიდის   ცენტრალური    მიელინოლიზი და მარკიაფავაბინიამის სინდრომი,  რომელიც კორძიანი სხეულის,  ოპტიკური ტრაქტისა და ნათხემის ფეხების დემიელინიზაციის შედეგს წარმოადგენს.  ამ სინდრომის ძირითადი მახასიათებლებია: დიზართრია, ატაქსია, ეპილეფსია და ცნობიერების  აშკარად გამოხატული  დარღვევა. უფრო პროლონგირებული  ფორმების დროს  აღინიშნება დემენცია და კიდურების დამბლა.  ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ადამიანებს, აგრეთვე, ხშირად აქვთ ქალა-ტვინის  ტრავმა.

კარდიოვასკულური სისტემა

       ალკოჰოლმოხმარება  არტერიული ჰიპერტენზიისა და ინ- სულტის  გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული. საინტერესო  ფაქტია ის,  რომ  ადამიანები, რომლებიც  ალკო- ჰოლს  ზომიერად მოიხმარენ (კვირაში დაახლოებით 10 ერთეულს)  უფრო იშვიათად კვდებიან კორონარული  არტერიების დაავადებით, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ ღებულობენ ალკოჰოლს  (). ალკო- ჰოლმოხმარება,   აგრეთვე,  დაკავშირებულია გარკვეული ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებასთან (განსაკუთრებით, პირის ღრუს,  ხახის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სარძევე ჯირკვლის). ალკოჰოლის  ჭარბ მოხმარებასთან  დაკავშირებული სხვა სახის  ფიზიკური დარღვევები  იმდენად  მრავალრიცხოვანია,  რომ  მათზე აქ დეტალურად არ შევჩერდებით. ესენია: ანემია, მიოპათია, ეპიზოდური ჰიპოგლიკემია, ჰემოქრომატოზი, კარდიომიოპათია, ვიტამინების ნაკლებობა და ტუბერკულოზი.   ამ  ტიპის  დარღვევები  აღწერილია სამედიცინო  სახელმძღვანელოებში, მაგ.,   ოქსფორდის  სამედიცინო სახელმძღვანელოში

ალკოჰოლმოხმარება ქალებთან

       გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქა- ლებში უფრო სწრაფად ვითარდება ალკოჰოლის   პრობლემ- ური გამოყენება.  მათთან უფრო ხანმოკლე პერიოდში და უფრო ნაკლები რაოდენობის ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად იჩენს თავს ალკოჰოლით  გამოწვეული ჯანმრთ- ელობის პრობლემები. გარდა ზემოთ თქმულისა, მსმელ ქალებს  უფრო ხშირად აღენიშნებათ სარძევე  ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები და  რეპროდუქციული   ტიპის  პათოლოგიები (ამენორეა,  ანოვულაცია და ადრეული მენოპაუზა).

ნაყოფის პათოლოგიები

       დამტკიცებულია,  რომ  ნაყოფის ალკოჰოლური   სინდრომი თავს იჩენს იმ  ბავშვებში, რომელთა  დედებიც ალკოჰოლს ჭარბად მოიხმარენ. ეს სინდრომი პირველად აღწერეს საფ- რანგეთში 1968 წელს (Lემოინე ეტ ალ., 1968). მისთვის დამახასიათებელია:  ქალასახის  დისმორფია, სუსტი  აღნაგობა, დაბადებისას წონაში ჩამორჩენა,  ინტელექტის  დაქვეითება და ზეაქტიურობა. ნაყოფის ალკოჰოლური  სინდრომის მქონე  ბავშვებზე ათწლიანი დაკვირვების შედეგად მკვ- ლევარებმა () დაადგინეს, რომ კრანიო- ფაციალური დარღვევები დროთა  განმავლობაში იკლებს, თუმცა,  ბევრ ბავშვს დასწავლის პერსისტენტული  დარ- ღვევა აღენიშნება. ნაყოფის ალკოჰოლური  სინდრომი დაკავშირებულია ორსულობის   პერიოდში  ალკოჰოლის   ჭარბ  მოხმარებას- თან. თუმცა,  უფრო გვიანდელი გამოკვლევების თანახმად ორსულობის  პერიოდში ალკოჰოლის  ზომიერი ან მცირე რაოდენობით მოხმარებამაც  კი შეიძლება ბავშვის განვი- თარებაზე მავნე  ზეგავლენა მოახდინოს.   მაგ.,   ახალშობილ ბავშვებს ქცევითი დარღვევები მაშინაც აღენიშნებოდათ, როდესაც    დედა   მხოლოდ კვირაში   ერთხელ    მოიხმარდა ალკოჰოლს რადგან დღესდღეობით არ არის ცნობილი ორსულობის  პერიოდში ალკოჰოლის მოხმარების DSM-IVუსაფრთხო რაოდენობაDSM-IV, მიზანშეწონილია, რომ ფეხმძიმე ქალებმა საერთოდ შეიკავონ თავი ალკოჰოლის  მიღებისგან.

სიკვდილიანობა

       იმ  პირებთან,  რომლებიც  ალკოჰოლს  მცირე  რაოდენო- ბით მოიხმარენ (დღეში დაახლოებით ერთ ერთეულს) სიკვდილიანობის   პროცენტული მაჩვენებელი   უფრო   დაბალია, ვიდრე მათთან, ვინც საერთოდ არ მოიხმარს ალკოჰოლს სიკვდილიანობის დაბალ პროცენტს,  ძირითადად, განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლი  (იხ. ზემოთ). მიუხედავად  ამისა,  არ  არის  გასაკვირი, რომ სიკვდილიანობის სიხშირე გაზრდილია იმ შემთხვევაში, როდესაც  პაციენტები ალკოჰოლმომხმარე- ბლები არიან. ჩატარებულმა გამოკვლევებმა, რომლებიც, ძირითადად, ალკოჰოლის  ჭარბად მომხმარებელ  საშუალო ასაკის მამაკაცებს შეისწავლიდნენ, აჩვენა, რომ მათთან სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი, სულ  ცოტა,  ორ- ჯერ მაინც არის გაზრდილი. ალკოჰოლის  ჭარბად მომხ- მარებელ ქალებთან სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად უფრო მაღალია  (). იმ  ფაქტის  გათვალისწინებითაც კი,   რომ   ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლები,  ხშირად თამბაქოს აქტიური მწ- ევლებიც არიან,  მზარდი სიკვდილიანობის მიზეზი თითქმის ყოველთვის მაინც ალკოჰოლია.  დადგენილია, რომ ბრი- ტანეთში  წელიწადში 33   000   ადამიანის ნაადრევი  სიკვდილის  მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა (უმთავრესად, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ციროზის, უბედური შემთხვევებისა და ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად)

ფსიქიკური აშლილობები

ალკოჰოლის  მოხმარებასთან  დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები ოთხ  ჯგუფად იყოფა:

1.   ინტოქსიკაციის  ფენომენები

2.    აღკვეთის  ფენომენები

3.    ტოქსიკური   ან  კვებითი აშლილობები

4.    თანმდევი  ფსიქიკური აშლილობები

ინტოქსიკაციის ფენომენები

       ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომების სიმძიმე დაახლოებით  შეესაბამება სისხლში  ალკოჰოლის  კონცენტრაციას.  როგორც  ზემოთ აღვნიშნეთ, ალკოჰოლის  ფსიქოლო- გიური ზემოქმედების თვალსაზრისით ბევრი ინდივიდუალური  განსხვავება არსებობს,  მაგრამ ზოგიერთი რეაქცია, როგორიცაა, მაგ.,  გუნებ-განწყობის ლაბილობა და აგრესიულობა,  უფრო ხშირად იწვევს სოციალური  ხასიათის გართულებებს.  ალკოჰოლის  დიდი დოზის მიღებით გამოწვეულმა ინტოქსიკაციამ შეიძლება ისეთ სერიოზულ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორებიცაა დაცემა,  სუნთქვის  დათრგუნვა,  პირნაღები მასის სასუნთქ გზებში გადაცდენა და ჰიპოთერმია.მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც  საფუძვლად უდევს მწვავე ალკოჰოლურ  რეაქციებს,  არ არის ნათლად დადგენილი. ერთ-ერთი გავრცელებული აზრის თანახმად, ალკოჰოლი  ურთიერთქმედებს  ნეირონების მემბრანასთან და ზრდის მათ თხევადობას. ამგვარი მოქმედება  ზოგიერთ ანესთეზიურ საშუალებასაც ახასიათებს. ეს ბიძგს აძლევს ნეიროტრანსმიტერების  გამოყოფის უფრო    სპეციფიკურ ცვლილებებს,    რაც,   თავის  მხრივ,   იწვევს  ალკოჰოლისთ- ვის დამახასიათებელ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.  მაგ., ალკოჰოლის  ზემოქმედების სასიამოვნო ეფექტს განაპირო- ბებს  მეზოლიმბურ  სისტემაში დოფამინისა და ოპიოიდების გამოყოფა, ხოლო  შფოთვის შემცირების  ეფექტს  თავის ტვინში გამა-ამინოერბომჟავას შემაკავებელი მოქ- მედების  გაძლიერება ტერმინი  იდიოსინკრაზიული ალკოჰოლური  ინტოქსიკაცია, ქცევაში აშკარა არაადაპტაციური ცვილილებების აღსანიშნად გამოიყენება.  ასეთი ქცევაა,  მაგ.,   აგრესია, რომელიც რამოდენიმე წუთის შემდეგ მოსდევს ალკოჰოლის ისეთი დოზით მიღებას, რომელიც ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის საკმარისი ინტოქსიკაციის გამოსაწვევად (თანაც, ამგვარი ქცევა, ჩვეულებრივ, არ არის დამახასიათებელი მოცემული  პიროვნებისთვის).  წინათ,  ქცევაში ასეთ უეცარ ცვლილებებს პათოლოგიურ სიმთვრალეს  ან მანიე á პოტის უწოდებდნენ  და ამ მდგო- მარეობის აღწერისას ხაზს უსვამდნენ აგრესიული ქცევის ფეთქებად ხასიათს.  თუმცა,  საეჭვოა,  თუ  რამდენად შეუ- ძლია ალკოჰოლის მცირე დოზას ასეთი ქცევის გამოწვევა. ტერმინი _ იდიოსინკრაზიული ალკოჰოლური  ინტოქსიკაცია,  არ  ფიგურირებს DSM-IV-სა და  (ICD-10-ში. მეხსიერების ამოვარდნას ანუ ხანმოკლე  ამნეზიას ხშირად ვხვდებით მძიმე სიმთვრალისას. უპირველეს ყოვლისა, პიროვნებას არ  ახსოვს  წინა ღამით მომხდარი მოვლენები, მაშინაც კი,  როდესაც  მას ცნობიერება არ დაუკარგავს. მეხსიერების ამოვარდნა ძლიერი დათრობის ერთი ეპოზოდის  შემდეგ  შეიძლება დაემართოთ იმ  ადამიანებსაც კი, რომელთაც  არ  ახასიათებ ალკოჰოლდამოკიდებულება. თუ ასეთი რამ რეგულარულად მეორდება, ეს იმაზე მიუთითებს,  რომ  ადამიანი ალკოჰოლს,   ჩვეულებრივ, ჭარბად მოიხმარს.  იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ალკოჰოლს  ჭარბი დოზით რეგულარულად  მოიხმარს,  მეხსიერების ამოვარდნამ შეიძლება მძიმე ფორმა მიიღოს და დღის გარკვეული მონაკვეთი ან მთელი დღე მოიცვას.

აღკვეთის ფენომენები

       აღკვეთის  ზოგადი  სინდრომი  უკვე  იყო  აღწერილი  ამ  წიგნის ქვეთავში ალკოჰოლდამოკიდებულების  შესახებ. აქ შევეხებით თეთრი ცხელების  უფრო სერიოზულ  ფსიქიატრიულ სინდრომს.  ბოდვითი მდგომარეობები ზოგადად მეთოთხმეტე   თავშია აღწერილი, მაგრამ თეთრ ცხელებას, მისი  გავრცელებისა და  სიკვდილიანობის სიხშირის გამო, ცალკე განვიხილავთ. გარდა ამისა, ის განსხვავებულ მკურნალობას  საჭიროებს. თეთრი  ცხელება აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე წელის მანძილზე ან უფრო მეტ  ხანსაც, ალკოჰოლმომხმარებლები  არიან. აღკვეთის შემდეგ ძალიან სწრაფად და მნიშვნელოვნად  იცვლება ადამიანის ფსიქიკური აქტივობა, რასაც თან ახლავს ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში და,  აგრეთვე, ახლო წარსულის მოგონებებზე მეხსიერების დაქვეითება. აღქმის   დარღვევები   მოიცავს   სენსორული    სტიმულების არასწორ ინტერპრეტაციას და აშკარად გამოხატულ ჰალუცინაციებს. ჰალუცინაციები, ჩვეულებრივ, მხედვ- ელობითი ხასიათისაა, თუმცა,  ხანდახან შეიძლება სხვა მოდალობისაც  იყოს.  ამ დროს  შეინიშნება ძლიერი  აჟი- ტაცია,   რომელსაც   თან   ახლავს   მოუსვენრობა,    ყვირილი და აშკარად გამოხატული  შიში. აგრეთვე,  დამახასიათებელია ხანგრძლივი უძილობა, ხელების ძლიერი ტრემორი (პიროვნებას თითქოს წარმოსახული საგნისთვის ხელის ჩავლება სურს)  და ზოგჯერ სტატიკური ატაქსია. ვეგეტატურ დარღვევებს განეკუთვნება ოფლიანობა, ციებცხელება,  ტაქიკარდია, მაღალი არტერიული წნევა და თვალის გუგების გაფართოება. ასევე, დამახასიათებელია დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური  ბალანსის დარღვევა. სისხლის  ანალიზი აჩვენებს ლეიკოციტოზს  და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას. ამგვარი მდგომარეობა სამი-ოთხი დღე გრძელდება (ჩვეულებრივ, სიმპტომატიკა  ღამით უფრო მწვავეა) და ხშირად ხანგრძლივი ღრმა ძილით მთავრდება. გამოღვი- ძებისას პაციენტს აღარ აღენიშნება სიმპტომები  და ცოტა რამ (ან  საერთოდ არაფერი) ახსოვს  დელირიუმის პერი- ოდის შესახებ. თეთრი ცხელება სიკვდილიანობის მაღალ რისკს შეიცავს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

ტოქსიკური ან კვებასთან დაკავშირებული მდგომარეობები

       ასეთ მდგომარეობებს განეკუთვნება კორსაკოვის ფსიქოზი, ვერნიკეს  ენცეფალოპათია (იხ. მე-14 თავი)  და  ალკოჰოლური დემენცია. ალკოჰოლური  დემენცია. წარსულში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ალკოჰოლმოხმარებას  დემენციის გამოწვევა. ასეთი ეჭვი აღმოცენდა იმიტომ,  რომ  ზოგადი ინტელექტის  დეფექტის მქონე  პაციენტებს  შეცდომით კორსაკოვის  ფსიქოზის დი- აგნოზს უსვამდნენ ხოლმე.  თუმცა, დღესდღეობით საყოვ- ელთაოდაა აღიარებული, რომ ქრონიკულ ალკოჰოლმოხ- მარებას  შეუძლია  კოგნიტური  დარღვევების  გამოწვევა, რაც განსაკუთრებით ვლინდება მეხსიერებისა და კოგნი- ტური  ფუნქციების ტესტირებისას  ყურადღება ასევე გამახვილებული იყო იმაზეც, თუ რამ- დენად შეეძლო ქრონიკულ ალკოჰოლმოხმარებას  თავის ტვინის ატროფიის გამოწვევა.  მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ  და ჩთ სკანირებამ აჩვენა, რომ  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია თავის ტვინის ლატერალური  პარკუჭების  გაფართოებასთან. გარდა  ამისა,  მაგნიტურ-რეზონანსულმა  ტომოგრაფიამ აჩვენა ადგილობრივი დეფიციტი რუხი  ნივთიერების განლევით, როგორც  კორტიკულ,  ისე სუბკორტიკულ  ზონებში. სუბკორტიკული ცვლილებები უმეტესად  აღენიშნებათ კორსაკოვის  სინდრო- მის მქონე პაციენტებს. ალკოჰოლდამოკიდებულების დროს ასევე  ფიქსირდება  კორძიანი სხეულის  გათხელება.ზემოთ  აღნიშნული  ცვლილებები  გვხვდება  პაციენტებთან,  რომლებსაც  აშკარა ნევროლოგიური  დარღვევები არ აღენიშებათ. თუმცა,  როგორც  უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგიური ტესტირება,  ჩვეულებრივ,  კოგნიტური ფუნქციების დეფიციტს ადასტურებს.  თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები      და     კოგნიტური ფუნქციების  დაქვეითება, რასაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას ვხვდებით, გარკვეულწილად სუსტდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტასთან ერთად;  თუმცა,  ბევრი ანომალია ხანგრძლივი აბსტინენციის  შემდეგაც  შეინიშნება (ალკოჰოლის   ზეგავ- ლენის გამოკვლევა თავის ტვინის ფუნქციური ნეიროვიზუალური მეთოდებით განხილულია თანმდევი ფსიქიკური აშლილობები

       პიროვნული  ცვლილებები. რადგან პაციენტი სულ უფრო და უფრო წუხს იმაზე, თუ როგორ  მოიპოვოს  ალკოჰოლი,  მისი ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის გრძნობა დაქვეითებულია, ხოლო ინტერესების სფერო შეზღუდული.  ამგვარი ცვლილებები ინტერპერსონალურ და სოციალურ   ფუნქციონირებაში არ  უნდა  აგვერიოს  პერსონოლოგიურ  აშლილობაში, რომლის დიაგნოსტირებაც მხოლოდ  მაშინ ხდება, როდესაც  მისი შესაბამისი ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე. გუნებ-განწყობის აშლილობა. ალკოჰოლის  მოხმარებასა და გუნებ-განწობას  შორის რთული  ურთიერთკავშირი არსებობს.  ერთის მხრივ ზოგიერთი დეპრესიული პაციენტი ჭარბი რაოდენობით იღებს ალკოჰოლს,   რათა გუნებ-განწყობა  გაიუმჯობესოს;   მეორს   მხრივ,   ალკოჰოლის   ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება პერსისტენტული  დეპრესია და შფოთვა გამოიწვიოს.  სტაციონარულ   პაციენტებს,  ალკო- ჰოლმოხმარებასა და ალკოჰოლდამოკიდებულებასთან  ერთად,    ხშირად   აღენიშნებათ  კომორბიდული    რეკურენტული გუნებ-განწყობის აშლილობა. თემში ჩატარებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ დეპრესია უფრო ხშირად დაკავშირებულია ინტერპერსონალურ  და  სოციალურ პრობლემებთან, რომლებიც ალკოჰოლგამოყენებით არის გამოწვეული. ურთიერთკავშირი დეპრესიასა და ალკოჰოლმოხმარებას შორის უფრო მეტად გამოხატული აქვთ ქალებს.   შემდგომი  დაკვირვებების შედეგად დადგინდა,  რომ ალკოჰოლის  ჭარბი რაოდენობით მოხმარების რისკი გაორმაგებულია  დეპრესიული  აშლილობის  ანამნეზის მქონე  ქალებში  სუიციდური ქცევა. ალკოჰოლმოხმარებით  გამოწვეული აშლილობის მქონე პირებში თვითმკვლელობის  სიხშირე ბევრად მაღალია,  ამავე ასაკის ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად არ მოიხმარენ. ფოსტერმა განიხილა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ალკოჰოლმოხმარების შესწავლას სუიციდის გლობალური სუიციდის მაღალ პროცენტულ  მაჩვენებელს ბევრი მიზეზი აქვს.  მაგ.,  კვლევამ,  რომლითაც  ორმოცდაათი  სუიციდის მცდელობის  მქონე ალკოჰოლის  ჭარბი მომხმარე- ბელი  შეისწავლეს სუიციდური ქცევის მრავალი რისკ-ფაქტორი გამოავლინა. მათ შორის, სასმელის სისტემატურად  მიღება, კომორბიდული დიდი დეპრესია, სერიოზული სომატური დაავადებები, უმუშევრობა და არასაკმარისი სოციალური მხარდაჭერა. ასევე,  უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცების შემთხვევაში სუიციდი დაკავშირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერებების (მათ  შორის,  ალკოჰოლის)  არასწორად მოხმარებასთან. ფსიქოსექსუალური ფუნქციის მოშლა. ჩვეულებრივ მოვ- ლენას წარმოადგენს ერექციული დისფუნქცია და დაგვიანებული ეაკულაცია. ეს დისფუნქციები შეიძლება გაუ- არესდეს,  როდესაც  ლოთობის  შედეგად ცოლ-ქმარს  შორის გაუცხოვება ხდება ან როდესაც ცოლს  ლოთ პარტნიორთან თანაცხოვრების   მიმართ  ზიზღი უჩნდება. პათოლოგიური ეჭვიანობა. ადამიანებს, რომლებიც  ალ- კოჰოლს  ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ,  შეიძლება განუ- ვითარდეთ ზეღირებულოვანი იდეა ან ბოდვა, რომ პარტნიორი მათ ღალატობს.   პათოლოგიური  ეჭვიანობის შესახებ ზემოთ  უკვე  იყო  საუბარი ალკოჰოლური ჰალუცინოზი. დამახასიათებელია  სმენ- ითი ჰალუცინაციები  (პაციენტს, ჩვეულებრივ, ესმის ხმები, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებენ ან ემუქრებიან). ალკოჰოლური ჰალუცინოზი ნათელი ცნობიერების ფონზე ვითარდება. ამგვარი მოვლენების  გამო პაციენტი ხშირად დისტრესს განიცდის, შფოთავს და მოუსვენრად  გამოიყურება. ჰალუცინაციები   არ  არის  განპირობებული   მწვავე ალკო- ჰოლური  აღკვეთით და შეიძლება აბსტინენციის შემდეგ რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამ მდგომარეობის  ეტიოლო- გიის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი  იზიარებს კრეპელინისა  და ბონჰოფერის  აზრს და თვლის, რომ ჰალუცინოზი ალკოჰოლ- იზმის იშვიათ ორგანულ  გართულებას  წარმოადგენს. ზო- გიერთები კი, ბლეილერის მსგავსად, ვარაუდობენ, რომ ის შიზოფრენიის  ნიშანია. თანამედროვე  მკვლევარების  უმეტე- სობას მიაჩნია, რომ ალკოჰოლური ჰალუცინოზი ალკოჰოლით გამოწვეული ორგანული ფსიქოზია, რომელსაც არ აქვს კავშირი შიზოფრენიასთან და, ალკოჰოლისგან თავის შეკავების  შემთხვევაში, მას  შეიძლება  დადებითი  პროგნოზი ჰქონდესDSM-IV-სა  და   (ICD-10-ში ალკოჰოლური   ჰალუცინოზი შეტანილია კატეგორიაში  DSM-IVფსიქოაქტიური ნივთიერებების  შედეგად გამოწვეული  ფსიქოზური აშლილობაDSM-IV.

ოჯახური პრობლემები

       ალკოჰოლის  ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება სოციალური ურთიერთობების სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, ოჯახში. დაძაბული ურთიერთობები ცოლქმრულ  და ოჯახურ ურთიერთობებში ფაქტიურად   გარდაუვალი   ხდება. განქორწინება ძალიან   ხშირია იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებიც  დიდი რაოდენობით ალკოჰოლს  მოიხმარენ;  ასეთი მამაკაცების მეუღლეებს  აღენიშნებათ შფოთვა, დეპრესია  და  სოციალური  იზოლაცია. DSM-IVნაცემი  ცოლებისDSM-IV   ქმრები,  ხშირ შემთხვევაში, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მომხმარებლები  არიან. ზოგიერთი ქალი,  რომელიც  საავადმყოფოში თავის მოწამვლის  გამო ხვდება,  მიზეზად ქმრის  ლოთობას  ასახელებს.  ოჯახური ატმოსფერო, ჩხუბისა და ძალადობის გამო, ბავშვებისთ- ვისაც   საზიანოა,   ხოლო    მთვრალი   მშობელი   შვილებისთ- ვის ცუდ როლურ მოდელს წარმოადგენს. იმ ადამიანების შვილები, რომლებიც  დიდი რაოდენობით ალკოჰოლს  მოიხმარენ, ემოციური და ქცევითი აშლილობების განვითარების  მაღალი  რისკის  ქვეშ იმყოფებიან და სკოლაშიც  ცუდად სწავლობენ. სამუშაოსთან  დაკავშირებული პრობლემები  და საგზაო შემთხვევები ადამიანს, რომელიც ალკოჰოლს  დიდი რაოდენობით მოიხ- მარს,  სამსახურში ხშირად ექმნება პრობლემები, რომლებიც თანდათანობით მძიმდება.  მას ჯერ შრომის ნაყოფიერება უქვეითდება, რასაც შემდგომ თანამდებობრივი დაქვეითება, სამსახურიდან არაერთგზის დათხოვნა და,  ბოლოს,  ხანგრძლივი უმუშევრობა მოსდევს.  ასევე, მჭიდრო კავშირია საგზაო შემთხვევებსა და ალკოჰოლმოხმარებას შორის. აშშ-ში   1990  წელს  ავტოკატასტროფაში 44   529   ადამიანი დაიღუპა.    ამ   უბედური    შემთხვევების   41%   ალკოჰოლით იყო  გამოწვეული  ავტოკატასტროფაში დაღუპული მძღოლების თითქმის იგივე პროცენტული მაჩვენებელი  (44%) დაფიქსირდა  ესპანეთში,   1991-2000 წლებში   ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების მიზეზები მიუხედავად მრავალიცხოვანი გამოკვლევებისა,  ალკოჰოლ- ის ჭარბი მოხმარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების  გა- მომწვევი მიზეზების შესახებ  ცოტა   რამ  არის  ცნობილი. ოდესღაც  ითვლებოდა, რომ  ზოგიერთ ადამიანს, პიროვნუ- ლი თავისებურებების ან თანდაყოლილი ბიოქიმიური ანომალიის გამო, ალკოჰოლის მიმართ განსაკუთრებული პრედისპოზიცია ახასიათებს. დღესდღეობით ასეთ მარტივ ახსნას  ნაკლებად  იზიარებენ და მიაჩნიათ,  რომ  ალკოჰოლ- მოხმარება მრავალრიცხოვანი ფაქტორების ურთიერთზე- მოქმედების  შედეგს  წარმოადგენს.  ეს  ფაქტორები შეიძლე- ბა ინდივიდუალურ  და  სოციალურ   ფაქტორებად  დაიყოს.

 

ინდივიდუალური  ფაქტორები

გენეტიკური ფაქტორები

       ალკოჰოლის    გამოყენება.   ტყუპების    შესწავლა   საშუალებას გვაძლევს,  ვიკვლიოთ გენეტიკური და ოჯახური ფაქტორების როლი ალკოჰოლის მოხმარების პატერნებში. იმ გამოკვლევის თანახმად, რომელიც ამგვარ მიდგომას იყენებს,  ცხოვრების მანძილზე ალკოჰოლის  მოხმარებისაკენ მიდრეკილებას განაპირობებს გარემო. თუმცა,  არასრულწლოვნებში ალკოჰოლის არალეგალურად მოხმარების რისკს ძლიერი  გენეტიკური  დეტერმინანტები გააჩნია  ალკოჰოლმოხმარება და ალკოჰოლდამოკიდებულება. ალკოჰოლიზმის      გენეტიკური     კვლევების      უმრავლესო- ბა ალკოჰოლდამოკიდებულების ნიშნების მქონე  პირებს შეისწავლის. ნაკლებად მკაცრი დიაგნოსტიკური კრიტე- რიუმების გამოყენების შემთხვეევაში, მაგ.,   ალკოჰოლმოხ- მარების  საკმაოდ  ფართო  განსაზღვრებისას,  გენეტიკური ებით. ზოგადად, მონოზიგოტური  და დიზიგოტური ტყუპების შედარებამ აჩვენა, რომ  მამრობითი და მდედრობითი სქესის მონოზიგოტურ ტყუპებში უფრო მაღალია კონკორ- დანტობა ალკოჰოლდამოკიდებულების  მიმართ. ამ ტიპის გამოკვლევების მიხედვით, ალკოჰოლდამოკიდებულება თანდაყოლილი  აქვს  მამაკაცების 50%-ს  და ქალების 25%-ს გენეტიკური ახსნის სასარგებლოდ მეტყველებს, აგრეთვე,  ნაშვილები ბავშვების შესწავლაც.  მრავალი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ალკოჰოლმოხ- მარებისა და ალკოჰოლდამოკიდებულების  რისკი უფრო მაღალია იმ მამრობითი სქესის გაშვილებულ ბავშვებთან, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებსაც ალკოჰოლდამოკიდე- ბულება აღენიშნებათ, ვიდრე იმ მამარობითი სქესის გაშ- ვილებულ ბავშვებთან, რომელთა ბიოლოგიურ მშობლებსაც  არ  აღენიშნებათ ალკოჰოლდამოკიდებულება.   ასეთი ტიპის გამოკვლევები მიუთითებს გენეტიკურ მექანიზმებზე, მაგრამ არ ხსნის მათ ბუნებას. ნაშვილებ ბავშვებზე შვედეთში ჩატარებულმა  გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახის ალკოჰოლდამოკიდებულება,  რომლებ- საც   ტიპი  1 და   ტიპი   2   ეწოდება   ალკოჰოლიზმს,  რომელიც მეორე ტიპს განეკუთვნება, მკაცრად განსაზღვრული გენეტიკური ხასიათი აქვს.  ის ად- რეულ  ასაკში ვლინდება და ბიოლოგიური მამისა და ნაშვილები   პირის   სამართალდარღვევებსა  და  სოციოპათურ აშლილობასთანაა ასოცირებული.  ამისგან განსხვავებით, პირველი ტიპის ალკოჰოლიზმი უფრო გვიანდელ ასაკში ვლინდება და ნაკლებადაა დამოკიდებული გენეტიკურ ფაქ- ტორებზე  ). იმ შემთხვევაშიც  კი,  როდესაც  ეტიოლოგიაში    გენეტიკური ფაქტორის როლი  დასტურდება,  მაინც საჭიროა მისი მექანიზმის დადგენა.  ეს მექანიზმი შეიძლება იყოს ან ბიოქიმიური (ალკოჰოლის  მეტაბოლიზმი) ან ცენტრალური ანუ ფსიქოლოგიური (პიროვნული მახასიათებლები). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ალკოჰოლმოხ- მარების მიმართ პრედისპოზიცია და ალკოჰოლდამოკიდებულების განვითარება თავს იჩენს მხოლოდ  მაშინ, როდესაც პიროვნება ჭარბი რაოდენობის  ალკოჰოლს  მოიხმარს.  ასეთ შემთხვევებში მთავარ  როლს, სავარაუდოდ,  არაგენეტი- კური  ოჯახური  ფაქტორები ასრულებენ  შეჭიდულობის და ასოციაციური გამოკვლევები ორი მთავარი მოლეკულურ-გენეტიკური მიდგომაა, რომლებიც ალკოჰოლმოხმარებასა და ალკოჰოლდამოკიდებულების განვითარებაში გენეტიკური  ფაქტორის როლის  შესასწავლად  გამოიყენება.   ალელურ   ასოციაციათა  შესწავლა ფაქტორებით  არის  გამოწვეული  და  არა  ოჯახის  სოციალური ზეგავლენით, მაშინ ალკოჰოლდამოკიდებულების პროცენტული  მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს მონოზიგოტურ  ტყუპებში, დიზიგოტურ ტყუპებთან  შედარ ფიზმების  სიხშირეში  არსებული   ეთნიკური   განსხვავებები და კიდევ ის,  რომ შემთხვევა _ კონტროლის  ამ ტიპის გამოკვლევები, ჩვეულებრივ,  მცდარად დადებით პასუხებს იძლევა თუმცა,  ეს დებატები გრძელდება; როგორც ჩანს, 2 რეცეპტორის   გენის  მონაწილეობა  შეცდომითაა დაშვებული  ადამიანების მთელი  გენომის  სკრინინგის კოლაბორაციულმა გამოკვლევამ გვიჩვენა რამდენიმე ქრომოსომაზე (კონკრეტულად  კი მე-4 ქრომოსომაზე) ისეთი უბნების არსებობა, რომლებიც,  სავარაუდოდ, განაპირობებენ ალკოჰოლდამოკიდებულებისადმი  პრედისპოზიციას. ამ ინტერესს  იწვევს რეცეპტორების მაკოდირებელი გენების სიახლოვე. გენეტიკური მიდგომა ალკოჰოლდამოკიდებულების მიმართ განხილულია

სხვა ბიოლოგიური ფაქტორები

       ალკოჰოლმოხმარებისა  და ალკოჰოლდამოკიდებულები- სადმი მიდრეკილების ასახსნელად შემოთავაზებულ იქნა რამოდენიმე შესაძლო ბიოქიმიური ფაქტორი, რომლებიც მოიცავენ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას ანომალიებს ან ნეიროტრანსმიტერულ  მექანიზმებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, აზიელების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთაც  აქვთ ალდეჰიდდეჰიდროგენაზას იზოფერმენტის განსაკუთრებული ალელი,  ალკოჰოლზე უსიამოვნო რეაქცია უვითარდება და ამიტომ მათთან ნაკლებია ალკოჰოლმოხმარების  ალბათობა. ალკოჰოლდამოკიდებულების  მქონე მამაკაცების ვაჟიშვილები იმყოფებიან ალკოჰოლდამოკიდებულების   ჩამოყა- ლიბების მაღალი რისკის ქვეშ. მრავალი მკვლევარი ცდილობდა აღმოეჩინა ბიოლოგიური ანომალიები, რომლებიც ასეთ ბავშვებში შეიძლება წინ უძღვოდეს  ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბებას და მისი პროგნოზის საშუალებას იძლეოდეს.  აღწერილია სხვადასხვაგვარი დისფუნქცია,   მათ   შორის, კოგნიტური    ამოცანების შესრულების დეფიციტი დაP300  ვიზუალური  გამოწვეული პოტენციალების  (რითაც ხდება ვიზუალური ინფორმაციის დამუშავების პროცესის  შესწავლა) ანომალიური მონაცე- მები არსებობს, აგრეთვე, საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ ალკოჰოლდამოკიდებულების  მქონე მამაკაცების ვაჟიშვილები ნაკლებად სენსიტიურები  არიან ალკოჰოლის  მწვავე ინტოქსიკაციური ეფექტის მიმართ სავარაუდოდ, თუ პიროვნებას ალკოჰოლის  მიმართ ნაკლები სუბიექტური მგრძნობელობა  აქვს,  ის უფრო მიდრეკილია დიდი რაოდე- ნობის ალკოჰოლის მოხმარებისაკენ და, აქედან გამომდი- ნარე, საკუთარ თავს ალკოჰოლდამოკიდებულების გან- ვითარების რისკის  ქვეშ აყენებს.  მიუხედავად იმისა,  რომ ეს ჰიპოთეზა დამაჯერებლად ჟღერს,  ის არ დასტურდება ემპირიული მონაცემებით.

დასწავლის ფაქტორები

       ალკოჰოლის  გამოყენება. ბავშვები ალკოჰოლის  გამოყ- ენების მშობლების პატერნებს იმეორებენ. ადრეული ასაკიდან ბიჭებს უფრო მეტად აქეზებენ ალკოჰოლის  მოხ- მარებისაკენ, ვიდრე გოგონებს.  როგორც  ჩანს,  არაგენეტი- კური  ოჯახური  ფაქტორები მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მოხმარების  ხარისხის  განსაზღვრისას.  თუმცა,  არცთუ ისე იშვიათია ისეთი შემთხვევებიც,  როდესაც  ლოთი  მშო- ბლების  შვილები საერთოდ  არ  მოიხმარენ  ალკოჰოლს. ალკოჰოლდამოკიდებულება. არსებობს მოსაზრება, რომ დასწავლის პროცესი  უფრო სპეციფიკური გზით უწყობს ხელს ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მაგ., ამჟამად გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომელიც ბიოქიმიურ და კოგნიტურ მიდგომებს აერთიანებს, დასწავლის DSM-IVწახალისებისთვისDSM-IV მეზოლიმბურ სისტემაში დოფამინის გამოყოფის მნიშვნელობას ესმება ხაზი. ამ მიდგომის თანახმად, ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ალკოჰოლის მსგავსად თავის ტვინის ამ უბანში ზრდიან დოფამინის დონეს,  აძლიერებს ისეთი ქცევის მოტივაციას, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უზრუნველყოს მოცემული ნივთიერების სათანადო რაოდენობით ტვინის  მომარაგება. ასეთი  ქცევები  შეიძლება არაცნობიერად  მიმდინარეობდეს და  მათი  ჩაქრობა იოლად არ ხდება.

პიროვნული ფაქტორები

       მცირე პროგრესია მიღწეული იმ პიროვნული ფაქტორების დადგენაში, რომლებიც ხელს უწყობენ ალკოჰოლდამოკიდებულების განვითარებას. კლინიკურ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ,  ითვლება, რომ  ალკოჰოლის  ჭარბი რაოდენობით მოხმარება დაკავშირებულია ქრონიკულ  შფოთვასთან, მკვეთრად  გამოხატულ  არასრულფასოვნების  განცდასთან ან საკუთარი სურვილების აყოლის ტენდენციასთან. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის პიროვნული პრობლემების მქონე  ბევრ ადამიანს არ აღენიშნება ალკოჰოლის  ჭარბად მოხმარება ან ალკოჰოლდამოკიდებულება.  უფრო თანამე- დროვე გამოკვლევები ხაზს უსვამს ისეთი პიროვნული თვისებების  როლს,    რომლებიც   რისკის  შემცველ   ქცევასა და სიახლის ძიებას განაპირობებენ   სავსებით შესაძლებელია,  რომ  იმ ადამიანებს, რომლებსაც ანტისოციალური პერსონოლოგიური აშლილობა ახასიათებთ და ალკოჰოლმოხმარებისა  და ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ეს მახასიათებლები ჰქონდეთ. თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებული პირების უმრავლესობას არ აღენიშნება ანტისოციალური  პერსონოლოგიური  აშლილობა.

ფსიქიკური აშლილობები

       ალკოჰოლმოხმარება,  ჩვეულებრივ,  სხვა ფსიქიკურ აშლი- ლობებთან ერთად გვხვდება და ზოგჯერ მეორადია მათ მიმართ.  მაგ.,   დეპრესიული აშლილობების მქონე  ზოგიერთი პაციენტი ალკოჰოლს  გუნებ-განწყობის გასაუმჯობესებლად მოიხმარს (რაც შეცდომას წარმოადგენს). შფოთვითი აშლილობების, განსაკუთრებით პანიკური აშლილობისა და სოციალური   ფობიის მქონე  ადამიანები, აგრეთვე,  მაღალი რისკის  ქვეშ  იმყოფებიან.  ალკოჰოლმოხმარებას   ვხვდებით იმ პაციეტებთანაც,  რომლებიც  ბიპოლარული  აშლილობითა და შიზოფრენიით არიან დაავადებულნი.   მძიმე ფსიქიკური დაავადებების  მქონე   პაციენტების  მკურნალობა,   რომლებიც,  ამავე დროს,   ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასწორად მომხმარებლებიც არიან,

ალკოჰოლის  მოხმარება საზოგადოებაში

       დღესდღეობით ყველა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ალკოჰოლდამოკიდებულების  შემთხვევებისა და ალკოჰოლით გამოწვეული აშლილობების სიხშირე საზოგადოე- ბაში ალკოჰოლის   მოხმარების  საერთო დონითაა განპირო- ბებული. წინათ მიაჩნდათ რომ,  ალკოჰოლის რაოდენობა, რომელსაც ჭარბი გამოყენების შემთხვევაში იღებენ, არ არის დამოკიდებული იმ რაოდენობაზე, რომელსაც საზოგადოებაში ზომიერად მოიხმარენ.  ფრანგმა დემოგრაფმა  ლედერმანმა  უარყო   ეს   იდეა. მან  გამოთქვა  მოსაზრება,  რომ   ჰომოგენურ   პოპულაციაში  ალკოჰოლის  მოხმარების  გადანაწილება ნორმალური ლოგარითმული მრუდის მიხედვით ხდება.  თუ ეს ასეა, მაშინ ალკოჰოლის საშუალო მოხმარების ზრდასთან ერთად, აუცილებლად  უნდა  გაიზარდოს იმ  ადამიანების რიცხვი, რომელთა მიერ მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა ზიანის მომტანია. მიუხედავად  იმისა,  რომ  ლედერმანის  ნაშრომის  მათემატიკური  მხარე  გააკრიტიკეს,  არ უარყვეს  ის,  რომ  საზოგადოებაში   ალკოჰოლის    ყოველწლიურ    საშუალო   მოხმარე- ბასა   და   საზოგადოების   წევრებისთვის   ალკოჰოლით    მიყენებული   ზიანის  მთელ   რიგ  მაჩვენებლებს   შორის  აშკარა კორელაცია არსებობს.  ამიტომ,  დღეს  აღიარებულია, რომ პოპულაციაში  ალკოჰოლის  ჭარბი რაოდენობით  მომხმარე- ბელთა  რიცხვი  მნიშვნელოვნად  არის  დამოკიდებული  ამავე პოპულაციაში ალკოჰოლის  მოხმარების საშუალო დონეზე. მაინც   რა   განსაზღვრავს   ქვეყანაში   ალკოჰოლის    მოხმარების   საშუალო   დონეს?    აქ   აუცილებელია   გავითვალისწინოთ  ეკონომიკური,    ფორმალური   და  არაფორმალური კონტროლი.  ეკონომიკური  კონტროლი  ალკოჰოლის  ღირებულებაა.   დღეისთვის  არსებული  მონაცემებით,   დიდ  ბრი- ტანეთსა  და  სხვა  ქვეყნებში არსებობს  უტყუარი  მტკიცებ- ულებები  იმისა,  რომ  ალკოჰოლის   რეალური  ღირებულება (ანუ   საშუალო  შემოსავალთან  შეფარდებული ფასი)  მნიშ- ვნელოვან   გავლენას  ახდენს   ქვეყანაში  მის  მოხმარებაზე. ალკოჰოლზე  გადასახადის გაზრდა ამცირებს  ალკოჰოლის ჭარბი   და   ზომიერი   რაოდენობით  მომხმარებელთა    მიერ გამოყენებული ალკოჰოლის  რაოდენობას. ფორმალური კონტროლის  ძირითად საშუალებას წარ- მოადგენს  ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონები; თუმცა,  ისინი ცალსახად არ ახდენენ გავლენას ალკო- ჰოლის მოხმარების ქცევაზე, რაც სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების ურთიერთშედარებით დასტურდება.  არაფორმალური კონტროლი   არის  საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებები და მორალური პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ,  თუ  ვის აქვს  ალკოჰოლის  მიღების უფლე- ბა, როგორ  ვითარებაში, დღის რომელ  მონაკვეთში და რა რაოდენობით.  მიუხედავად იმისა, რომ  ალკოჰოლი  ყველას- თვის ხელმისაწვდომია, ზოგიერთი საზოგადოება იცავს თა- ვის წევრებს ალკოჰოლის  არასწორად მოხმარებისგან.  მაგ., ებრაელთა თემში ალკოჰოლთან  დაკავშირებული პრობ- ლემები  იშვიათია ისეთ  ქვეყნებშიც  კი,  სადაც  საზოგადოე- ბაში ალკოჰოლის მოხმარების დონე მაღალია. ალკოჰოლის მოხმარების ეკონომიკური და სოციალური ასპექტების განსახილველად იხ. სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის მონაცემები.

ტეგები: Qwelly, ალკოჰოლიზმი, ფსიქოლოგია, წამალმოხმარება

ნახვა: 344

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters