თავი 3

თავის შინაარსი

 

  • ფსიქიატრიული ინტერვიუ  ინტერვიუსთვის მზადება  ინტერვიუს დაწყება
  • ინტერვიუს გაგრძელება და დასრულება  ინფორმატორების ინტერვიუირება  პაციენტის მახასიათებელები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ინტერვიუზე
  • ავადმყოფობის ისტორია  ანამნეზის შეკრების  სქემა  ანამნეზის შეკრება
  • ფსიქიკური სტატუსის კვლევა  გარეგნობა და ქცევა  მეტყველება 
  • გუნებგანწყობა
  • აზრები
  • აღქმა
  • კოგნიტური ფუნქციები
  • ფსიქოლოგიური გამოკვლევა
  • ინსაითი (კრიტიკა მდგომარეობის მიმართ)
  • ფსიქიატრიული გამოკვლევის სხვა კომპონენტები
  • ფიზიკური გამოკვლევა  ლაბორატორიული გამოკვლევები

დანართი 

ფსიქიატრიული გამოკვლევა სამი მიზნით  ტარდება. ესაა:

 

1. დიაგნოზის  დასმა. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზს თავისი სუსტი მხარეები აქვს (თავი 2), ის ფსიქიატრიული პრაქტიკის ცენტრალური კომპონენტია, რადგან  საშუ ალებას  აძლევს  კლინიცისტს, შეიმუშაოს რაციონალური და ფაქტებზე დამყარებული მიდგომა მკურნალობისა  და პროგნოზის მიმართ. გამოკვლევის  ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით ახალი  პაციენტების შემთხვევაში, დიფე რენციალური დიაგნოზი და დიაგნოზის დასმაა. ეს, თავის მხრივ,  მოითხოვს  ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებისა და ნიშნების (თავი  1) გამოვლენას და მათი დიაგნოსტი კური მნიშვნელობის შეფასებას.

2.   დიაგნოზის   კონტექსტის   გაგება.   კლინიცისტმა   კარგად უნდა შეისწავლოს პაციენტის ცხოვრების ისტორია, ამჟა მინდელი მდგომარეობა და პიროვნული თვისებები, რათა გაიგოს, თუ  რატომ განუვითარდა მას ესა თუ  ის აშლილო ბა. შეგროვილი ინფორმაცია გავლენას ახდენს მკურნალო ბის შერჩევასა და დაავადების პროგნოზზეც. გამოკვლევის ეს ასპექტები  ამ  თავშია  მოცემული,  ხოლო  კონკრეტული ეტიოლოგიური ფაქტორები მე5 თავშია განხილული. მისთვის  აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისას ფსიქ იატრმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ  პაციენტი განეწყოს მის მიმართ და გაუჩნდეს სრული და ზუსტი ინფორმა ციის მიწოდების  სურვილი.  თერაპიული ურთიერთობის დამყარება ძალიან  მნიშვნელოვანია   იმ  შემთხვევაშიც, თუ  პაციენტი დაეთანხმება ექიმის მიერ შეთავაზებულ მკურნალობის გეგმას. ფსიქიკური გამოკვლევის  პროცესი შეიძლება  რამდენიმე ეტაპად  დაიყოს. ეს ეტაპებია:

  • მოსამზადებელი პერიოდი: ამ  ეტაპზე  კლინიცისტი უნდა ფლობდეს ინტერვიუს ჩატარებისთვის საკმარისად გან ვითარებულ უნარჩვევებს, რათა  მოახერხოს ზემოთ ხსენებული  ამოცანების შესრულება.  ამ   ეტაპზე   ასევე უნდა გადაწყდეს, კიდევ  ვის  უნდა ჩაუტარდეს ინტერვიუ (მაგ.,   ნათესავებს) და  არსებობს   თუ   არა   ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოდიფიკაციას საჭიროებს (მაგ., ენობრივი სირთულეები ან დროის დეფიციტი).
  • ინფორმაციის შეგროვება: ინფორმაციის შეგროვება ხდება ორგანიზებულად, იმ საკითხების  გათვალისწინებით, რაც საჭიროა ანამნეზის შესაკრებად და ფსიქიკური სტატუსის გამოსავლენად.
  • ინფორმაციის შეფასება დიაგნოზის ან დიფერენციალური დიაგნოზის დასმის მიზნით:  ამ  ეტაპის აღწერა ისეთი მკითხველისთვის, რომელსაც არ აქვს საკმარისი  გამო ცდილება  ფსიქიატრიაში,   ყველაზე რთულია,  რადგან ინფორმაციის  შეფასება   ითხოვს კონკრეტული   სიმ პტომებისა   და   სიმპტომთა   კომბინაციების    დიაგნოს ტიკური მნიშვნელობის ცოდნას.
  • ინფორმაციის გამოყენება:    ამ  ეტაპზე  მიღებული მონა ცემების საფუძველზე განისაზღვრება  შესაბამისი მკურ ნალობა და კეთდება დაავადების პროგნოზი.
  • ინფორმაციისა და  მიღებული დასკვნების  დაფიქსირება და სხვა სპეციალისტებისთვის გაზიარება :  კლინიცისტმა უნდა   მიაწოდოს   შესაბამისი  ინფორმაცია   და   დასკვნები            ჯანმრთელობის   სფეროში    მომუშავე     სხვა პროფესიონალებს,  რომლებიც   პაციენტთან ამჟამად მუშაობენ    ან     მომავალში   იმუშავებენ  და,    ასევე, მიღებული შედეგები უნდა  განუმარტოს  პაციენტსა  და მის ნათესავებს.

       მოცემულ   თავში,  რომელიც ეხება ზოგადი პროფილის ფსიქიატრის მიერ  საწყის ეტაპზე  პაციენტის სრულ გამოკვლევას,  ყველა ეს თემა  ცალცალკეა განხილული. ამ   თავში  ისიცაა ნაჩვენები,  თუ  როგორ ხდება ამ   პრო ცესის  ადაპტაცია კონკრეტულ ვითარებებთან.  თავიდან მოცემულია ფსიქიატრიული ინტერვიუირების ძირითადი პროცესის ზოგადი მონახაზი. უნდა აღინიშნოს,  რომ სახელმძღვანელოებში  (მათ შორის, მოცემულ  სახელ მძღვანელოში) აღწერილი გამოკვლევის  პროცესი ისეთ შთაბეჭდილებას  ტოვებს, თითქოს ის მონაცემთა  შეგრო ვების    პასიური,   წინასწარ   განსაზღვრული   პროცესია. პროცესია. ფსიქიატრი  ცდილობს იმ ინფორმაციის გამოყოფას, რომელსაც, შეიძლება,  დიაგნოსტიკური მნიშვნელობა  ჰქონდეს. ის ამოწმებს  ჰიპოთეზებს  და ცდილობს  ინტერვიუირების პროცესი კონკრეტულ ვითარებას   და   კონკრეტული   პაციენტის საჭიროებებს მიუსადაგოს.  გამოკვლევის   ამ   დინამიკური  ასპექტის დაუფლება მხოლოდ პრაქტიკული   გამოცდილებითაა შესაძლებელი. ეს საჭიროებს ფსიქიატრის მიერ  ძირითადი სინდრომების ცოდნას  და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს,   რათა   მან   სათანადო  მნიშვნელობა მიანიჭოს გამოკვლევის  პროცესში დადგენილ კონკრეტულ სიმპტომებს  და  ანამნეზის შეკრებით   მოპოვებულ ინფორმაციას. სწორედ  ამიტომ ფსიქიკური აშლილობების კლასიფიკაცია წინა თავშია შეტანილი. იგულისხმება,  რომ   მოცემული  თავის   მკითხველს  შე უძლია ფიზიკური  მდგომარეობის  გამოკვლევის    კვალი ფიცირებულად ჩატარება,  ამიტომ მას  მხოლოდ  მოკლედ შევეხებით.   უფრო   დეტალური   ინფორმაციის მიღება სამედიცინო  სახელმძღვანელოებიდანაა  შესაძლებელი.

ფსიქიატრიული ინტერვიუ

 

ინტერვიუსთვის მზადება

       ფსიქიატრიული ინტერვიუ სხვადასხვა ტიპის გარემოში ტარდება.  აქ   მოცემული  რეკომენდაციები იმ  ხარისხით უნდა დავიცვათ, რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი. მათი სრულად დაცვა  ყოველთვის ვერ ხერხდება. ზოგიერთი ტიპის გარემოში ეს განსაკუთრებით რთულია (მაგ., გადაუდებელი და სასწრაფო მომსახურების განყოფილება). მიუხედავად ამისა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ

  • პაციენტმა კომფორტულად იგრძნოს თავი;
  • დაცული იყოს საუბრის კონფიდენციალობა;
  • დაცული იყოს ინტერვიუერის უსაფრთხოება.

 

       ინტერვიუს მიმდინარეობას ხელს არაფერი არ უნდა უშლიდეს (ის  არ უნდა  წყდებოდეს  ამა   თუ   იმ მიზეზის გამო). შესაბამისი  ზომები უნდა  იქნეს მიღებული იმისთ ვის,  რომ  უცხო პირმა პაციენტის და ექიმის საუბარი შემ თხვევით არ მოისმინოს. პაციენტი კომფორტულად  უნდა გრძნობდეს  თავს. ინტერვიუერი პაციენტის პირისპირ  არ უნდა იჯდეს. მისი სკამი პაციენტის მიმართ კუთხით  უნდა იყოს მოთავსებული. გარდა  ამისა, ინტერვიუერი და პაცი ენტი ერთ სიმაღლეზე  (დონეზე) უნდა ისხდნენ. სასურველია, გამოკითხვის  დროს ექიმმა  ჩაინიშნოს თა ვისი  შთაბეჭდილებები.   ინტერვიუს შემდეგ ჩანაწერების გაკეთებას ბევრი დრო მიაქვს და ეს ჩანაწერები ბოლომდე ზუსტი არ არის. უკეთესია, ჩანაწერების გაკეთება საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთის  შემდეგ  დავიწყოთ,  როდე საც პაციენტი დარწმუნდება იმაში, რომ  მას  ყურადღებით უსმენენ. თუ  ინტერვიუერი ცაცია არ არის, პაციენტი მის გან მარცხნივ უნდა იჯდეს. ასეთ პოზიციაში მას საშუალება ეძლევა  ყურადღება  მიაქციოს  პაციენტს,  შეინარჩუნოს არაოფიციალური ატმოსფერო და, ამავე დროს, აწარმოოს ჩანაწერები. ზოგჯერ, როდესაც პაციენტი ზედმეტად შფო თავს ან აღელვებულია, უკეთესი  იქნება, თუ  შთაბეჭდილე ბებს ინტერვიუს დასრულების შემდეგ ჩავინიშნავთ.პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაა  პოტენციურად საშიში. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები ყოველი ინტერვიუს წინ უნდა იქნეს მიღებული.  თუკი  არსებობს ძალადობის საშიშროება, ინტერვიუერმა უნდა დაიცვას შემდეგი პირობები:

  • რესპონდენტმა    უნდა   იცოდეს,  თუ    სად   ჩატარდება ინტერვიუ  და   რამდენი   ხანი   გაგრძელდება იგი.   ეს განსაკუთრებით მაშინაა  მნიშვნელოვანი,   როდესაც ინტერვიუ სამედიცინო  დაწესებულებაში არ ტარდება; თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია  საავადმყოფოში  ჩატა რების დროსაც, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ  ინტერვიუ სამუშაო დღის დასასრულს არის დანიშნული, როდესაც პერსონალი საავადმყოფოში  აღარ იმყოფება;
  • ინტერვიუერს  ნებისმიერ    მომენტში  უნდა   შეეძლოს დახმარებისთვის მიმართოს მესამე პირს. საავადმყოფოში ინტერვიუს  ჩატარებისას    შეამოწმეთ   ყველა ღილაკი, რომელიც  განსაკუთრებულ  შემთხვევაში  გამოიყენება. თუ  ეს შეუძლებელია, მაშინ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც  ტარდება ინტერვიუ,  აუცილებლად  მესამე  პირი უნდა იმყოფებოდეს;
  • ინტერვიუერსა   და    ოთახიდან     გასასვლელს  შორის არსებული სივრცე თავისუფალი უნდა იყოს, რათა  ხელი არ შეუშალოს მას, საჭიროების  შემთხვევაში, დროულად დატოვოს ოთახი. არც პაციენტი და არც რაიმე  საგანი წინაღობას არ უნდა ქმნიდეს;
  • გაიტანეთ ოთახიდან   ნებისმიერი საგანი, რომელიც პა ციენტს შეუძლია იარაღად გამოიყენოს.

თუ  რისკი მაღალია,  ან თუ  შეუძლებელია ზემოთ ჩა მოთვლილი პირობების დაცვა, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ინტერვიუს გადადება.

ინტერვიუს დაწყება

       ინტერვიუერი ესალმება პაციენტს, მიმართავს მას სახელით, აცნობს  საკუთარ   თავს  (ეუბნება საკუთარ   სახელსა   და სტატუსს) და მოკლედ განუმარტავს, თუ  რატომ ტარდება გამოკვლევა და რა მიზანს ისახავს იგი. თუ  პაციენტს სხვა ექიმის თხოვნით ხვდებით, ეს უნდა ეცნობოს  მას. თუ პაციენტი ინტერვიუზე სხვა პირების თანხლებით მოვიდა, ინტერვიუერი ესალმება მათ და განუმარტავს, თუ  რამდენ ხანს მოუწევთ მათ  ლოდინი  ინტერვიუს დასრულებამდე. თანმხლებ   პირებს  უნდა   ეცნობოთ,  ჩაუტარდებათ  თუ არა  პირადად მათ  ინტერვიუ. თუ  პაციენტს შეუძლია თქვენთვის   საჭირო   ინფორმაციის მოწოდება, ჯობს მას თავიდან  ცალკე შეხვდეთ. ინტერვიუერი განუმარტავს პაციენტს, რომ ინტერვიუს განმავლობაში გაკეთდება ჩანაწერები, რომლებიც კონფიდენციალური  ხასიათისაა. თუ  ინტერვიუ რომელიმე გარეშე ორგანიზაციის დაკვეთით ტარდება  (მაგ.,    იურიდიული ანგარიში),    ეს   პაციენტს ნათლად უნდა  განვუმარტოთ. პაციენტს,  ასევე, უნდა ვაცნობოთ,  თუ  როგორია ინტერვიუს ზოგადი სტრუქტურა (მაგ.,  ჯერ განიხილება ამჟამინდელი  მოვლენები, შემდეგ კი წარსულში მომხდარი ფაქტები) და რა დრო დაეთმობა ინტერვიუს. ინტერვიუ ღია  კითხვებით იწყება (ეს ის  კითხვებია, რომლებზეც შეუძლებელია კი ან არა პასუხის გაცემა). ეს კითხვები შეიძლება  შემდეგი სახის  იყოს:   მომიყევით თქვენი   პრობლემების   შესახებ. მიეცით   პაციენტს საშუალება, რამდენიმე წუთის  განმავლობაში თავისუფლად ისაუბროს,  სანამ    მას   შემდეგ კითხვას   დაუსვამდეთ. დააკვირდით    პაციენტს,  თუ    რა   სახით    აღწერს   ის საკუთარ  პრობლემებს, როგორია მისი პასუხები და რა მანერით  პასუხობს ის დასმულ კითხვებს  (მაგ.,  პაციენტი ზედმეტად სიტყვაძუნწია თუ ზედმეტად ბევრს საუბრობს მეორეხარისხოვან  დეტალებზე).

ქვემოთ  შემოთავაზებულია    რამდენიმე  ტექნიკა, რომლებიც აუმჯობესებს ინტერვიუს ხარისხს (Goldgerg  et al., 1980) :

  • ინტერვიუერი მოსვენებულ  მდგომარეობაში უნდა იმყო ფებოდეს. ის  ისეთ   შთაბეჭდილებას  უნდა  ტოვებდეს, რომ  არსად  ეჩქარება  (დროის დეფიციტის  პირობებშიც კი);
  • მნიშვნელოვანია  პაციენტთან მზერით კონტაქტის  დამ ყარება. ინტერვიუერი  არ უნდა  იყოს ზედმეტად  ფოკ უსირებული ჩანაწერებზე;
  • უნდა  იყოს  ყურადღებით როგორც დისტრესის გამომ ხატველი ვერბალური და არავერბალური ნიშნების, ასევე საუბრის ფაქტობრივი შინაარსის მიმართ;
  • ინტერვიუერს უნდა  შეეძლოს   არათანმიმდევრულად ან ზედმეტად  მოლაპარაკე  პაციენტებთან  საუბრის წარ მართვა.

ინტერვიუს გაგრძელება და დასრულება

       უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნათელი ინფორმაციის მიღება პაციენტის პრობლემების შესახებ. მნიშვნელოვანია, სიმპტომები  განვასხვავოთ მათი შედეგებისაგან და  სხვა ცხოვრებისეული პრობლემებისაგან,  რომელთა განხილვა შეიძლება  პაციენტმა მოისურვოს. მაგ., პაციენტი შეიძლე ბა ძირითადად უჩიოდეს  უგუნებობას, სირთულეებს სექ სუალურ სფეროში ან  ფინანსურ პრობლემებს. თითოეულ შემთხვევაში საერთო მაჩვენებელი დეპრესიაა,  მაგრამ ამის დადგენა შეფასების  ჩატარებას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებსა და ნიშნებს, ხოლო დანარჩენ პრობლემებზე მუშაობა სამომავლოდ გადადეთ. თავიდანვე იფიქრეთ შესაძლო  დიაგნოზის შესახებ და ინტერვიუს   მსვლელობაში ისეთი  კითხვები   შეარჩიეთ, რომლებიც უარყოფს ან  დაადასტურებს თქვენს მიერ  ნა ვარაუდევ  დიაგნოზს. მაგ., თუ  პაციენტი ამბობს, რომ ეს მის ხმები, ეს პირველ რიგში, შიზოფერნიაზე ბადებს ეჭვს. ამის გამო, შეფასების  რომელიმე ეტაპზე  შეეცადეთ გა მოავლინოთ ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც ამ დაავადე ბას ახასიათებს და დაადასტურეთ მათი არსებობაარარსე ბობა. ინტერვიუერი იმასაც ითვალისწინებს, თუ  რა სახის ინფორმაცია არის შესატყვისი დაავადების პროგნოზისა  და მკურნალობისთვის. ამგვარად, ინტერვიუირება რუტინული კითხვების  დასმას  როდი გულისხმობს. ეს არის დინამი ური ინტერაქტიული პროცესი. ამ დროს ფსიქიატრის ყურ ადღება წარიმართება ჰიპოთეზით, რომელიც მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეა ჩამოყალიბებული და მოდი ფიცირდება დამატებითი ინფორმაციის მოპოვების კვალო ბაზე. ინტერვიუს აქტიურად ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია   დროის დეფიციტის  პირობებში,  როდე საც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მკურნალობის  თაობაზე.  ფსიქიატრიის  სფეროში კომპე ტენტურობის  ზრდასა და  საკუთარ   თავში  დარწმუნებუ ლობის შეძენასთან ერთად, უმჯობესდება შესაძლო  დი აგნოზის  მოაზრება და  ინტერვიუს იმგვარად  წარმართვა, რომ უფრო სწრაფად და დამაჯერებლად მოხდეს შესაძლო დიაგნოზის დადასტურება ან გამორიცხვა. ეცადეთ  დაადგინოთ სიმპტომების  ხასიათი მანამ, სანამ დასვამდეთ კითხვებს იმის თაობაზე, თუ როდის და რა სახ ით გამოვლინდა ისინი. თუ  რომელიმე სიმპტომი  საეჭვოდ მოგეჩვენათ, სთხოვეთ  პაციენტს, მოიტანოს შესაბამისი კონკრეტული  მაგალითები.  ყველა  ძირითადი  სიმპტომ ის საფუძვლიანი შესწავლის   შემდეგ,  დასვით პირდაპირი კითხვები სხვა სიმპტომების შესახებ, რომლებიც რელევან ტურია მოცემული შემთხვევებისთვის, მაგრამ რომლებზეც ჯერ არ ყოფილა საუბარი. ასეთ დროს, ფსიქიატრიულ სინ დრომებზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტერ ვიუერი გადაწყვეტს, თუ  რა სახის კითხვები უნდა დასვას მოცემულ  შემთხვევაში.  მაგ., პიროვნებას,  რომელიც ამ ბობს, რომ დეპრესიულად გრძნობს თავს, უსვამენ კითხ ვებს მომავალთან და სუიციდთან დაკავშირებული აზრების შესახებ. თუ   დადასტურდა  სუიციდური აზრების  არსე ბობა, დასვით დამატებითი კონკრეტული კითხვები. ასევე ჰკითხეთ  პაციენტს, თუ  რა ზეგავლენა  იქონია ამ სიმპ ტომებმა მის ცხოვრებაზე, რათა  მოიპოვოთ   ფუნქციების დაქვეითების  დამადასტურებელი ფაქტები. ამის შემდეგ  დგინდება,  თუ  როგორ  ვლინდება და  ვი თარდება  სიმპტომები  შესაბამის  სტრესულ მოვლენასთან ან  ფიზიკურ დაავადებასთან მათი კავშირის  გათვალ ისწინებით. საჭიროა დიდი გულმოდგინება, რათა  დადგ ინდეს სიმპტომების გამოვლენისა და გამწვავების ზუსტი თარიღი. ზოგჯერ  სასარგებლოა  კითხვების  დასმა იმის თაობზე, თუ  რა კავშირშია  სიმპტომების აღმოცენება იმ მოვლენასთან,  რომელიც   პაციენტს შეიძლება   ახსოვდეს (მაგ.,   მის  დაბადების   დღესთან).  ყურადღება   მიაქციეთ იმას, თუ  როგორ ცდილობს პაციენტი სიმპტომებთან გამ კლავებას (მაგ., ხომ არ მოიხმარს ალკოჰოლს სტრესის მო სახსნელად).  თუ პაციენტს უკვე ჩაუტარდა მკურნალობა, ჩაინიშნეთ, თუ  რა სახის  მკურნალობა ჩაუტარდა მას,  რა ხნის მანძილზე და როგორი იყო შედეგები. ასევე ჩაინიშნეთ,

თუ რამდენად მისაღები და ეფექტური იყო ეს მკურნალობა პაციენტისთვის.

       ინტერვიუერი ავსებს ინტერვიუს სქემის შესაბამის  სე ქციებს.  ეს სქემა ქვემოთაა   მოტანილი. დროის დეფიცი ტის პირობებში ჯობს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასოთ  მისი  ძირითადი  ჩივილების დადგენის   შემდეგ. ეს   გაგიადვილებთ  იმ   საკვანძო  მომენტების  გამოყო ფას, რომელთა შესახებაც დასვამთ კითხვებს  ანამნეზის შეკრების  დროს. საკმარისი  დროის არსებობის პირობებში, ფსიქიკურ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, იკვლევენ ინტერ ვიუს  დასარულს, ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევას თან ერთად. საშუალება მიეცით პაციენტს, რამდენადაც ეს შესა ძლებელია,  სპონტანურად აღწეროს  თავისი პრობლემები. ამან,  შესაძლოა,  მოულოდნელად გამოააშკარავოს ისეთი მასალა, რომელიც, შესაძლოა,  არ  გამოვლინდეს კითხვე ბზე პასუხის  გაცემისას. თუმცა, შეიძლება,  მაინც გახდეს საჭირო  კითხვების დასმა, რათა  პაციენტი ასეთი  გადახვე ვის  შემდეგ  თემას  დაუბრუნდეს და  მისგან კონკრეტული ინფორმაცია მოვიპოვოთ  (მაგ., ინფორმაცია შეიძლება  ეხე ბოდეს  კავშირს  სტრესულ მოვლენასა და სიმპტომებს შო რის). სადაც კი ეს შესაძლებელია, ინტერვიუერი დახურუ ლი ან  მიმანიშნებელი კითხვების ნაცვლად  ღია  კითხვებს უნდა  სვამდეს,  რადგან  მიმანიშნებელ კითხვებში  პასუხია ნაგულისხმევი, ხოლო დახურული კითხვები მხოლოდ  კი ან  არა პასუხის  გაცემის საშუალებას  იძლევა. ასე მაგ., ისეთი დახურული კითხვის ნაცვლად, როგორიცაა   ბედნიერად გრძნობთ თავს ცოლქმრულ ცხოვრებაში?,  დას ვით კითხვა:  როგორ ეწყობით  თქვენ და თქვენი მეუღლე ერთმანეთს?. როდესაც აუცილებელია დახურული კითხ ვის დასმა, პასუხის მიღების შემდეგ სთხოვეთ  პაციენტს, შესაბამისი მაგალითები მოიყვანოს. ინტერვიუს დასრულე ბამდე  კარგი იქნება, თუ  დასვამთ შემდეგი სახის  ზოგად კითხვებს: ხომ არ დამავიწყდა ისეთი რამის კითხვა,  რაც, თქვენი აზრით, ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს?

ინფორმატორების ინტერვიუირება

       სადაც კი ეს შესაძლებელია, პაციენტის ავადმყოფობის ისტორია უნდა შეივსოს ინფორმაციით, რომელსაც გვაწვდის  პაციენტის  ახლო  ნათესავი  ან  რომელიმე  სხვა პირი, რომელიც კარგად იცნობს პაციენტს. ეს ბევრად მნიშვნელოვანია     ფსიქიატრიაში,     ვიდრე     მედიცინის სხვა დარგებში, რადგან ფსიქიკური დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი ვერ აცნობიერებს თავისი სიმპტომების სიმძიმეს. ზოგი პაციენტი კარგად აცნობიერებს თავის პრობლემას, მაგრამ არ სურს მისი გამჟღავნება. მაგ., ადამიანები, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს, ხშირად არ ამხელენ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობას. გარდა ამისა, პაციენტები და მათი ნათესავები შეიძლება განსხვავებულ ინფორმაციას იძლეოდნენ პაციენტის პიროვნულ   მახასიათებლებზე.   ინტერვიუ   პარტნიორთან ან ნათესავთან ტარდება არა მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, არამედ პაციენტისა და დაავადებისადმი   მათი   დამოკიდებულების   გასარკვევად და სამკურნალო გეგმაში მათი ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, ინტერვიუ საშუალებას გაძლევთ გაარკვიოთ, თუ რამდენად დიდი ტვირთია პაციენტის ავადმყოფობა მისი ახლობლებისთვის და როგორ ახერხებენ ისინი თავის გართმევას. ინფორმატორისაგან მიღებული ინფორმაცია მაშინაა  არსებითი  მნიშვნელობის  მქონე,  როდესაც პაციენტს არ შეუძლია თავისი მდგომარეობის ზუსტად აღწერა,   მაგ.,   დაქვეითებული   მეხსიერების   გამო.   და ბოლოს, თუ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვება პაციენტის   ბავშვობის   შესახებ,   ინტერვიუ   მშობელთან ან უფროს დაძმასთან შეიძლება ძალზე ინფორმატული აღმოჩნდეს. ინფორმატორებს  შეგიძლიათ შეხვდეთ ცალკე, ან  ისინი პაციენტთან ინტერვიუზე მოიწვიოთ.  ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  შემფასებელი  და  პაციენტი  რას ანიჭებენ უპირატესობას.   თუმცა,   ორივე  შემთხვევაში ინფორმატორთან დაკავშირება პაციენტის ნებართვით ხდება.  თუ   პაციენტი არ  რთავს ინფორმატორს   ნებას, რომ   მას   ინტერვიუ ჩამოართვან, გამოიკვლიეთ  ამის მიზეზი   და  განმარტეთ,  თუ  რა სირთულეებს გამოიწვევს ეს შეფასების  პროცესის თვალსაზრისით.  არსებობს რამდენიმე სიტუაცია,  როდესაც პაციენტის ნებართვა არ არის აუცილებელი ნათესავის ან სხვა ინფორმატორის ინტერვიუირების წინ (მაგ.,  როდესაც პაციენტი  ბავშვია, ან როდესაც ზრდასრული პაციენტი მუნჯია  ან ზედმეტად აბნეულია). სხვა შემთხვევებში,   ექიმმა უნდა განუმარტოს პაციენტს, თუ  რატომ არის საჭირო  ინფორმატორის ინტერვიუირება. ამ  დროს ისიც აღინიშნება, რომ ინფორმატორს   არ   გაუმჟღავნებენ პაციენტის    მიერ მოწოდებულ კონფიდენციალურ     ინფორმაციას.  თუ ნათესავს უნდა   მივაწოდოთ   რაიმე   სახის   ინფორმაცია (მაგ.,  ინფორმაცია მკურნალობის შესახებ),  ეს პაციენტის ნებართვას საჭიროებს. ზუსტად ასეთივე მიდგომა გამოიყენება ნათესავების მიმართ. თავიდან   ინტერვიუერი  განმარტავს   ინტერვიუს ჩატარების მიზანს. მას,  შესაძლოა,  ინფორმატორის დამშვიდება დაჭირდეს.   პაციენტის  ნათესავს შეიძლება შეეშინდეს იმისა,  რომ  ინტერვიუერი მას   მიიჩნევს პაციენტის    პრობლემებზე  პასუხისმგებელ    ადამიანად, ან   მას   რაიმე   მოთხოვნებს  წაუყენებს. ინტერვიუერი სენსიტიური უნდა იყოს ასეთი  იდეების მიმართ და, საჭიროების    შემთხვევაში, განიხილოს კიდეც ისინი, მაგრამ  ის ღრმად არ უნდა შეიჭრას ამგვარ დისკუსიებში და  მისი  ქცევა არ უნდა  იმყოფებოდეს კონფლიქტში მის უპირველეს პასუხისმგებლობასთან პაციენტის წინაშე. თუ ინფორმატორს ინტერვიუს პაციენტისაგან დამოუკიდებლად უტარებენ, ფსიქიატრმა  არ უნდა გაუმჟღავნოს პაციენტს ინტერვიუს   შინაარსი ინფორმატორის   ნებართვის გარეშე. ამ  წესის დაცვა მაშინაცაა მნიშვნელოვანი,  თუ ინფორმატორმა ინტერვიუერს   ისეთი  რამ  უთხრა, რაც შემდგომში პაციენტთან ერთად უნდა იქნეს განხილული (მაგ.,  აცნობა ინტერვიუერს  პაციენტის მიერ  ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შესახებ). ზოგჯერ,  პაციენტის და  მისი  დაავადების  შესახებ დამატებითი  ინფორმაციის    შეგროვების     მიზნით, ფსიქიატრს უწევს საუბარი პაციენტის  დამსაქმებელთან, მეგობრებთან, პოლიციასთან ან სხვა პირებთან. ასეთი რამ მხოლოდ  პაციენტის  ნებართვით უნდა  ხდებოდეს,   თუკი არ არსებობს  უფრო მნიშვნელოვანი   სამართლებრივი ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული   მიზეზები   (მაგ.,   თუ პაციენტი თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება  ან თუ  მან შეიძლება  ზიანი მოუტანოს  მესამე მხარეს).

პაციენტის მახასიათებელები, რომლებმაც

შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ინტერვიუზე

       ინტერვიუს ჩატარება რამდენიმე მიზეზის  გამო შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ბევრ მიზეზს განაპირობებს სიტუაცია (ხმაურიანი  გარემო, დროის დეფიციტი), ან ინტერვიუერის მახასიათებლები  (მაგ.,  არასაკმარისი გამოცდილება, დაღ ლილობა). ზოგი  პრობლემა თავად პაციენტის მახასიათე ბლებითაა განპირობებული  და  აქ  სწორედ   მათზე იქნება საუბარი. გახსოვდეთ, რომ ამგვარი პრობლემები შეიძლება საგულისხმო აღმოჩნდეს დიაგნოსტირების თვალსაზრისით (მაგ., პაციენტი შეიძლება  სიტყვაძუნწი იყოს დეპრესიის გამო ან   შეცვლილი ჰქონდეს  ცნობიერება  დელირიუმის გამო).

 შფოთვიანი პაციენტი

       მიუხედავად იმისა, რომ  შფოთვა ზოგ  შემთხვევაში  პაცი ენტის ფსიქიკური მდგომარეობის ერთერთი მახასიათებე ლია, ის, შეიძლება,  ინტერვიუთი იყოს გამოწვეული.  თუ პა ციენტი ზედმეტად  შფოთვიანია, ინტერვიუერმა  შეიძლება მას  უთხრას, რომ  უამრავი  ადამიანი განიცდის შფოთვას, როდესაც პირველად  იღებს მონაწილეობას  ფსიქიატრიულ ინტერვიუში და განაგრძოს იმის გარკვევა, თუ  რა აწუხებს პაციენტს.

სიტყვაძუნწი პაციენტი 

       ინტერვიუერი დაეხმარება სიტყვაძუნწ   პაციენტს,  ისაუ ბროს თავისუფლად, თუ იგი მის მიმართ ინტერესს არავერ ბალურად გამოხატავს (მაგ., სკამზე  ჯდომისას ოდნავ წინ გადაიხრება და ინტერესის გამომხატველ გამომეტყველე ბას მიიღებს). ზოგადად,  ინტერვიუერმა უნდა გამოიყენოს ყველა ის არავერბალური ნიშანი, რომელიც ეფექტურ ინ ტერვიუს განაპირობებს.

ყბედი პაციენტი

       ადვილი არ არის  ისეთი პაციენტის მოთოკვა, რომელიც ზედმეტად  ბევრს  ლაპარაკობს. თუ  ფსიქიატრი ვერ ახერხებს  საჭირო   თემაზე ინტერვიუს  წარმართვას,  ის უნდა დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც პაციენტი ბუნე ბრივად გააკეთებს პაუზას და აუხსნას  მას, რომ, რადგანაც ინტერვიუ დროშია შეზღუდული, მას მოუწევს,  დროდადრო შეაწყვეტინოს საუბარი. მან  ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ეს საჭიროა  ისეთ  საკითხებზე  კონცენტრაციისთვის, რომლე ბიც აუცილებელია მკურნალობის დასაგეგმად.  თუ  ფსიქ იატრი ამას  ტაქტიანად გააკეთებს, მაშინ  ყველაზე ყბედ პაციენტსაც კი დაიყოლიებს.

ჰიპერაქტიური პაციენტი

       ზოგი პაციენტი იმდენად აქტიური და მოუსვენარია,  რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამოსავლენად მიზან მიმართული ინტერვიუს  ჩატარება  ძალიან  ძნელია. ასეთ შემთხვევაში ინტერვიუერი  რამდენიმე,  ყველაზე  მნიშ ვნელოვანი კითხვით იფარგლება და პაციენტის ქცევაზეა კონცენტრირებული. თუ   პაციენტს  მიმღებ   განყოფილე ბაში ვნახულობთ, მისი  ზედმეტი აქტიურობა  შეიძლება წარმოადგენდეს რეაქციას სხვათა მცდელობაზე, შეზ ღუდონ  იგი. თუ  ასეთ დროს ინტევიუერი მშვიდად და თვითდაჯერებულად მოიქცევა, მან  შესაძლოა  მოახერხოს პაციენტის დამშვიდება, რაც საკმარის  პირობას შექმნის გამოკვლევის  ჩასატარებლად.

აბნეული პაციენტი

       როდესაც ავადმყოფი  თავის  ისტორიას არეულად ყვება  ან დაბნეულია, ინტერვიუერმა თავიდანვე უნდა გამოიკვლიოს მისი  კოგნიტური  ფუნქციები. თუ   სახეზეა ცნობიერების პათოლოგია ან კოგნიტური დაქვეითება, ინტერვიუერმა, გამარტივებული ინტერვიუს ხელახლა დაიწყებამდე, უნდა დაამშვიდოს იგი და დაეხმაროს მას ორიენტირებაში. ასეთ ვითარებაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ინფორმაცია სხვა ინფორმატორებისაგან  მოვიპოვოთ.

არათანამშრომლური პაციენტი

       ზოგ პაციენტს არ სურს, რომ მას ინტერვიუ ჩამოართვან და ინტერვიუზე მესამე მხარის (მაგ., მეუღლის) დაჟინებული თხოვნით თანხმდება. როდესაც პაციენტი არ მიდის თანამ შრომლობაზე,  ინტერვიუერმა  ხელახალა  უნდა  განიხილოს ის მიზეზები, რის გამოც მას პაციენტმა მომართა და უნდა დაარწმუნოს  იგი,  რომ  ინტერვიუს  ჩატარება  მის  ინტერეს შიც შედის. გახსოვდეთ, რომ პაციენტის უარი ინტერვიუერ თან თანამშრომლობაზე შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პაციენტი ვერ აცნობიერებს საკუთარ ავადმყოფობას. მაგ., დელირიუმის, დეპრესიისა და ფსიქოზების შემთხვევა ში. ასეთ დროს პაციენტის ხელახლა გამოკვლევამდე შეი ძლება საჭირო გახდეს ინფორმატორთან გასაუბრება.

უკონტაქტო პაციენტი

       თუ   პაციენტს  მუტიზმი  ან  სტუპოროზული  მდგომარეობა აქვს, აუცილებელია ინფორმატორის ინტერვიუირება, რო მელიც მოგვაწოდებს ინფორმაციას მდგომარეობის განვითა რებისა და მიმდინარეობის შესახებ. ასეთი პაციენტის ფსიქი კური მდგომარეობის შეფასებისას ინტერვიუერს მხოლოდ ქცევაზე დაკვირვება შეუძლია, თუმცა ესეც საკმაოდ ინფორ მატიულია. რადგან სტუპორის დროს სრულიად უმოძრაო პა ციენტს შეიძლება უცბად განუვითარდეს ძლიერი ფსიქომო ტორული აგზნება ძალადობრივი ქმედებებით, აუცილებელია შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება. მანამ  დასვამთ მუტიზმის დიაგნოზს, მიეცით პაციენტს საკმარისი  დრო პასუხის გასაცემად და მოსინჯეთ რამდენ იმე სასაუბრო  თემა. თუ  პაციენტი მაინც არ  გიპასუხებთ, სთხოვეთ  დაწეროს  პასუხი.  ქცევაზე დაკვირვების გარდა, დააკვირდით თვალების მოძრაობას: ღია აქვს თუ  დახუჭუ ლი, ფიქსირებულია ერთ წერტილზე, თუ უმიზნოდ  აცეცებს აქეთიქით, აყოლებს თუ  არა თვალს საგნებს. თუ  თვალები დახუჭული აქვს, სთხოვეთ  გაახილოს. დააკვირდით, გაახ ელს თუ  არა,  ან  როცა  სთხოვთ, ხომ არ ეწინააღმდეგება თვალების გახელას.  ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ფიზიკური და ნევროლოგიური გამოკვლევა. გარდა  ამისა, მნიშვნელოვანია  კატატონური შიზოფრენიისთვის დამახა სიათებელი ნიშნების გამოვლენაც .

სხვა პრობლემები

       ზოგი პაციენტი ცდილობს,  თავად წარმართოს  ინტერვიუ. ეს განსაკუთრებით მაშინ  ხდება, როდესაც ინტერვიუერი მასზე ახალგაზრდაა. ზოგი პაციენტი ზედმეტად  მეგობრუ ლად იქცევა, რის გამოც ინტერვიუ შეიძლება  ჩვეულებრივ საუბრად  გადაიქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერვი უერმა უნდა განმარტოს,  თუ  რატომ წარმართავს იგი პა ციენტს სწორედ  გარკვეულ თემებზე სასაუბროდ. დროთა განმავლობაში ინტერვიუს წარმართვა თვითდაჯერებული და ასერტული (მაგრამ არა დომინანტური) მანერით ინტერ ვიუს  წარმართვა აგვარიდებს ამგვარ პრობლემებს.

 ავადმყოფობის ისტორია

       ფსიქიკური გამოკვლევის   ძირითადი ნაწილებია ავადმყო ფობის ისტორია  და ფსიქიკური სტატუსის კვლევა.  ეს უკანასკნელი  ინტერვიუს  დროს გამოვლენილი სიმპტომ ებისა და ნიშნების დაფიქსირებას  გულისხმობს, ხოლო ავადმყოფობის  ისტორია მოიცავს  ყველაფერ დანარჩენს. გამოკვლევის  დასასრულს ტარდება ფიზიკური მდგომარე ობის გამოკვლევა, ხოლო ხანდახან  შემდგომი გამოკვლევის ჩატარებაც  ხდება საჭირო.  ამ  ქვეთავში საუბარია  ფსიქი ატრიულ ისტორიაზე, რომელსაც მოსდევს ფსიქიკური მდ გომარეობის  კვლევა და სხვა სახის გამოკვლევები. ქვემოთ მოტანილია  ანამნეზის შეკრების   ყველაზე გავრცელებული  სქემა,   რომელიც,  ადვილად აღსაქმელი რომ  იყოს, თემებისა და მათში შემავალი პუნქტების სახი თაა წარმოდგენილი. უფრო დეტალური ინფორმაცია შემ დგომ ჩანაწერებში უნდა იქნეს დაფიქსირებული. როგორც ზემოთ ითქვა,  ინტერვიუს  უდიდესი ნაწილი დიაგნოსტი კური სიმპტომების  გამოვლენასა და აღრიცხვაზეა მიმარ თული, მაგრამ,   ამას გარდა,  ინტერვიუერი სხვა კითხვებ საც სვამს, რომლებიც ეხება პაციენტის ცხოვრებასა  და იმ ვითარებას,  რომელშიც ის ამჟამად იმყოფება. ამავე დროს, მთლიანად ინტერვიუ რაპორტის დამყარებაზე უნდა იყოს მიმართული, რაც, საბოლოო ჯამში,  ზემოთ ხსენებულ მიზნებს ემსახურება და  საფუძველს უქმნის თერაპიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ქვემოთ მოტანილი სქემა სრული და თანმიმდევრულია, რადგან ამ ტიპის გამოკვლევის ჩატარება ძალიან მნიშ ვნელოვანია იქამდე, სანამ პაციენტს მოკლე ინტერვიუ ჩაუტარდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ შემ თხვევაში  სრული  ანამნეზის  შეკრება  არც  შესაძლებელია და   არც   აუცილებელი,   მოპოვებული   ინფორმაცია   ყოვ ელთვის თანმიმდევრული და სტანდარტული წესით უნდა აღირიცხოს. ეს დაეხმარება ინტერვიუერს, გაიხსენოს ყველა სავარაუდოდ მნიშვნელოვანი თემა და ის შემდგომში დამ ატებითი ინფორმაციით შეავსოს. ეს პრაქტიკა, აგრეთვე, საქმეს უადვილებს იმ კოლეგებს, რომლებიც ამ  ჩანაწერებს მომავალში გამოიყენებენ. ჩანაწერების წარმოებისას შეგვი ძლია მივსდიოთ მოცემულ სტრუქტურას მაშინაც კი, როდე საც შეუძლებელია სასურველი თანმიმდევრობით ინფორმა ციის შეგროვება. ჩანაწერებში შემავალი თითოეული პუნქტი უნდა იქნეს დათარიღებული და ხელმოწერილი.

 ანამნეზის შეკრების სქემა

ინფორმაცია ჯგუფდება შესაბამის თემებად,. ეს თავი  შეიცავს მოკლე  სახით მოცემულ  ჩანაწერებს და საილუსტრაციო კითხვებს.

 

ინფორმატორი

 

  • ჩვეულებრივ, მთავარი ინფორმატორი პაციენტია. თუ  ეს ასე არ არის,  დაასახელეთ მიზეზი.
  • სხვა ინფორმატორის (ინფორმატორების) ვინაობა, მისი კავშირი პაციენტთან, ნაცნობობის  ხანგრძლივობა.
  • ვისგანაა მომართვა და მომართვის მიზეზი.

 

ამჟამინდელი მდგომარეობა

 

  • ჩამოთვალეთ სიმპტომები, როდის იჩინა სიმპტომებმა თავი, მათი ხანგრძლივობა და თითოეული მათგანის დინამიკა.
  • იკითხეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომელთა გამოვლენა მოსალოდნელი  იყო,  მაგრამ რომლებმაც  არ   იჩინეს თავი  (მაგ.,  დაქვეითებული გუნებგანწყობის მქონე პიროვნებას  არ აღენიშნება აზრები თვითმკვლელობის შესახებ; ბოდვის მქონე პაციენტს არ აქვს შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომები). აღრიცხეთ ისინი.
  • დროში  კავშირი სიმპტომებსა და  რომელიმე ფსიქიკურ აშლილობას, ან რომელიმე ფსიქოლოგიურ, ან სოციალურ პრობლემას შორის.
  • სიმპტომით  გამოწვეული   ნებისმიერი  ფუქნციური გაუ არესების  ბუნება და ხანგრძლივობა;
  • ნებისმიერი სახის  ჩატარებული მკურნალობა; მისი  შე დეგები და გვერდითი  მოვლენები.

 

ოჯახის ანამნეზი

 

  • მშობლები  და დაძმა.  ამჟამინდელი  ასაკი ან  რა ასაკის გარდაიცვალა (გარდაცვალების შემთხვევაში დაასახელეთ მიზეზი); საქმიანობა, პიროვნული თვისებები, პაციენტთან ურთიერთობის ხარისხი, ფსიქიკური  ან   სომატური

 დაავადებების ისტორია.

  •  ოჯახის სოციალური მდგომარეობა.
  •  იმ  შემთხვევაში, თუ  ოჯახის  ანამნეზი რთული და რელევანტურია, შეადგინეთ საგვარეულო ხე.

 

ცხოვრების ანამნეზი

  • ორსულობა და დაბადების დროინდელი ანომალიები (მაგ., ინფექციები,  ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემები).
  • ადრეული განვითარების ძირითადი ეტაპები;  სიარული, ლაპარაკი, სპინქტერის კონტროლი და სხვა.
  • ბავშვობა: ნებისმიერი ხანგრძლივი განშორება მშობელთან და მასზე პაციენტის რეაქცია. ნებისმიერი ემოციური ხასიათის პრობლემები   (ასაკი,   როდესაც   პრობლემამ   იჩინა   თავი; რა მცდელობა გაკეთდა მის მოსავლელად). ბავშვობისას გადატანილი ნებისმიერი სერიოზული დაავადება.
  • სკოლა და  უმაღლესი  განათლება:  თითოეული ეტაპის დასაწყისის და დასრულების ასაკი. სკოლის, კოლეჯის ან უნივერსიტეტის ტიპი. აკადემიური მიღწევები;  სპორტი და   სხვა  კლასგარეშე აქტივობა. ურთიერთობა   სხვა მოსწავლეებთან/სტუდენტებთან და მასწავლებლებთან. ბულინგი.
  • შრომითი საქმიანობა: ახლანდელი სამუშაო  თარიღები, მოვალეობები, შესრულება, კმაყოფილება. ჩამოთვალეთ პაციენტი სად  მუშობდა მანამდე;  რატომ შეიცვალა სამუშაო ადგილი.
  • ახლანდელი ურთიერთობები: პარტნიორის იდენტობა  და სქესი, ურთიერთობის ხანგრძლივობა, ხასიათი (მაგ., არის თუ  არა  დაქორწინებული). პარტნიორის ჯანმრთელობა, მისი   დამოკიდებულება პაციენტის   ავადმყოფობის მი მართ და ურთიერთობის ხარისხი.
  • სქესობრივი სფერო: დამოკიდებულება სექსისადმი, ჰეტე როსექსუალური და ჰომოსექსუალური გამოცდილება, ამჟამინდელი  სქესობრივი  ცხოვრება, კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება. ის, თუ რა სახით და რამდენად ღრმად უნდა განიხილებოდეს სექსუალურ სფეროსთან და კავშირებული საკითხები, შემდგომშია განხილული .
  • შვილები: მათი ვინაობა,  აბორტების ან  მკვდრადშობის შემთხვევების რაოდენობა,    ტემპერამენტი,    ემოციური განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა.
  • სოციალური პირობები: საცხოვრებელი, ოჯახის  შემად გენლობა და ფინანსური  პრობლემები.
  • ალკოჰოლის, თამბაქოს და არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება.

 

წარსულში გადატანილი სომატური და ფსიქიკური დაავადებები

  • გადატანილი   სომატური  დაავადებები:   დაავადებები, ოპერაციები, უბედური  შემთხვევები, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მკურნალობა.
  • გადატანილი  ფსიქიკური    დაავადებები:    თითოეული დაავადების  ხასიათი და  ხანგრძლივობა. აღრიცხეთ თვითდაზიანების თითოეული ეპიზოდი. მკურნალობის თითოეული  შემთხვევის თარიღი,   ხანგრძლივობა, ხასიათი, ადგილი და შედეგი.
  • რომელ  პრეპარატებს იღებს  ამჟამად,  კონტრაცეპტული პრეპარატების ჩათვლით, პრეპარატები, რომლებიც  რეცეპტის გარეშე გაიცემა, სხვა საშუალებები.  ნებისმიერი ალერგიული ან არასასურველი  რეაქცია.
  • სამართალდარღვევები:  დაკავება, ნასამართლეობა,   პატიმრობა. სამართალდარღვევის ხასიათი, განსაკუთრებით საშიშროების თვალსაზრისით.

 

პიროვნული მახასიათებლები

  •  ინტერვიუს   ამ  ეტაპზე     პაციენტის  მიერ  თავისი ისტორიის აღწერა და მისი  თხრობის მანერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მისი პიროვნების შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია პაციენტის პიროვნულ მახასიათებლებზე ყურადღების უფრო მეტად  გამახვილება. პიროვნული მახასიათებლები  და პერსონოლოგიური აშლილობები მე7 თავშია განხილული.
  • ურთიერთობები:  მეგობრები,   რამდენიმე  თუ    ბევრი, ზედაპირული   თუ   ახლო  ურთიერთობა, საკუთარ   თუ საწინააღმდეგო სქესთან,  ურთიერთობა  თანამშრომ ლებთან და უფროსებთან.
  • თავისუფალი დროის გატარება:  ჰობი  და ინტერესები.
  • დომინანტური გუნებგანწყობა  და  ემოციები.  მაგ.,  პა ციენტი შეიძლება  იყოს შფოთვიანი, დათრგუნული,  ოპ ტიმისტი ან  პესიმისტი, ზედმეტად  თვითკრიტიკული ან თავდაჯერებული, სტაბილური ან ცვალებადი  ხასიათის. გარდა  ამისა, პაციენტი შეიძლება  იყოს  თავშეკავებული ან დემონსტრაციული.
  • ხასიათის სხვა თავისებურებანი: პერფექციონისტი, ობსე სიური, განმარტოებული, იმპულსური, მგრძნობიარე  ან დომინანტური.
  • სოციალური განწყობები და  სტანდარტები: მორალური და რელიგიური სტანდარტები, დამოკიდებულება ჯანმრ თელობისა და სხეულის მიმართ.

ანამნეზის შეკრება

       ზემოთ მოცემულ  სქემაში  წარმოდგენილია ის  საკითხები, რომლებიც ანამნეზის შეკრებისას უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ  რატომაა  ეს საკითხები  მნიშვნელოვანი  ან რა სირთულეებს უნდა ველო დოთ მათთან დაკავშირებით. ისინი  განიხილება ამ  ნაწილ ში, რომელიც მოტანილი სქემის მიხედვითაა დაწერილი.

მომართვის მიზეზები

       ამ  შემთხვევაში კეთდება მხოლოდ მოკლე  ჩანაწერი; მაგ.,მძიმე დეპრესია, არ რეაგირებს მედიკამენტურ მკურნალო ბაზე. ინტერვიუ,  ჩვეულებრივ (თუმცა არა  ყოველთვის), მომართვის მიზეზებზეა ფოკუსირებული. შეამოწმეთ, ასახ ელებს თუ  არა  პაციენტი მომართვის იმავე მიზეზებს. თუ ეს ასე არ არის, ეს, თავისთავად,   ღირებული ინფორმა ციაა.  მაგ., პაციენტი შეიძლება  არ გვეთანხმებოდეს იმაში, რომ  დეპრესიაშია  და დარწმუნებული იყოს, რომ  მას  ავთ ვისებიანი სიმსივნე აქვს. ეს, შესაძლოა,  დიაგნოსტიკურად მნიშვნელოვანი  ინფორმაცია იყოს (მაგ., მიუთითებდეს იპოქონდრიის არსებობაზე) და, ასევე, ზემოქმედება მოახ დინოს პაციენტის სურვილზე, ჩაუტარდეს გამოკვლევა ან შესაბამისი მკურნალობა.

ამჟამინდელი მდგომარეობა

       ისტორიის ეს  ნაწილი  შედარებით ვრცელია, რადგან   აქ ხშირად  გვხვდება რამდენიმე სიმპტომი   და  თითოეულის სრულყოფილ დახასიათებას გარკვეული დრო  სჭირდება. აღწერეთ თითოეული სიმპტომის სიმძიმე და ხანგრძლივობა (როგორ აღმოცენდა და განვითარდა  თანდათან ან საფეხ ურეობრივად, უწყვეტია  თუ  შეტევისმაგვარი).  დაადგინეთ, რომელი სიმპტომია  თანმდევი და რომელი  დამოუკიდე ბელი. აღნუსხეთ ყველა ჩატარებული  მკურნალობა,  მისი ეფექტურობა  და  გვერდითი   მოვლენები. თუ   რომელიმე მედიკამენტი არაეფექტური გამოდგა, ჰკითხეთ  პაციენტს, რეგულარულად და შესაბამისი დოზებით იღებდა  თუ  არა პრეპარატს.

ოჯახის ანამნეზი

       ფსიქიკური  აშლილობის ოჯახის ისტორიამ შესაძლოა  გა მოავლინოს გენეტიკური ფაქტორები  ან  გარემოს ზეგავ ლენა. ზოგიერთი დაავადება გენეტიკური ფაქტორით უკეთ აიხსნება. რაც მეტი  ნათესავია დაავადებული, მით უფრო საფუძვლიანია გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა,  რომ  ოჯახის ისტორიის  კონტექსტში გარემოს ფაქტორი ნაკლებ  მნიშვნელოვნად  ითვლება გე ნეტიკურთან   შედარებით (თავი   მე5), პაციენტის  პრობ ლემისა  და მისი წარმოშობის გასარკვევად ინფორმაცია ოჯახური გარემოებების შესახებ კვლავ ძირითად ინფორ მაციადაა მიჩნეული. შესაბამისად, უნდა დაისვას კითხვები მშობლებისა  და დაძმის პიროვნული მახასიათებლების, მათი ურთიერთობის და ოჯახის სოციალური  და ფინანს ური მდგომარეობის შესახებ. ოჯახის  ცხოვრებაში ახლახან  მომხდარი  ამბები, შესა ძლოა, პაციენტისთვის სტრესული აღმოჩნდეს  (მაგ., სერი ოზული ავადმყოფობა ან განქორწინება). ოჯახის ცხოვრე ბაში მომხდარი ფაქტები უფრო გასაგებს ხდის ავადმყოფის პრობლემებს (მაგ., იმ ფაქტმა,  რომ პაციენტის უფროსი და ან  ძმა თავის  ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა,  შეიძლება ნაწილობრივ აგვიხსნას, თუ  რატომ არის  პაციენტი შეშფოთებული თავის  ტკივილის გამო).

პიროვნების განვითარების ისტორია

 

ორსულობა და მშობიარობა

        ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული გარ თულებები ხშირად კავშირშია  დასწავლის  დარღვევასთან. ასევე, ისინი ზოგიერთი ფსიქიკური  აშლილობის რისკ ფაქტორს წარმოადგენენ. არასასურველ ორსულობას შესა ძლებელია მოჰყვეს ცუდი ურთიერთობა დედასა და შვილს შორის.

ბავშვის განვითარება

       ძალიან ცოტა  პაციენტმა  თუ  იცის, გაიარა   თუ  არა  მან ნორმალურად განვითარების ყველა საფეხური. ეს ინფორ მაცია უფრო მნიშვნელოვანია,  თუ  პაციენტი ბავშვი ან მოზარდია.  ასეთ დროს  შეგვიძლია ინტერვიუ მშობლებს ჩავუტაროთ. ამ   ტიპის  ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვა ნია დასწავლის დარღვევის მქონე ბავშვებთან  მუშაობისას. დედასთან განშორების  ეფექტი მნიშვნელოვნად  ცვალება დობს  იმისდა  მიხედვით,  თუ  რა ასაკში მოხდა განშორება და  მის ხანგრძლივობასა და  მიზეზებზეა დამოკიდებული. გამოკითხვა ბავშვის ემოციური  განვითარების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას ბავშვის ტემპერამენტზე ადრეულ ასაკში და მისი  პიროვნების ჩამოყალიბებაზე. განვითარე ბაში შეფერხება  ან  რაიმე ანომალია  შეიძლება  შემდგომში აღმოცენებული პრობლემების გამომწვევ  ფაქტორს ან ადრეულ ნიშანს წარმოადგენდეს. თუმცა, ბავშვის მახასი ათებლები, ჩვეულებრივ, არ გვაძლევს  ზრდასრულ ასაკში ჩამოყალიბებული დარღვევების  ზუსტ  პროგნოზს, ამიტომ მათი ზედმიწევნითი  განხილვა მხოლოდ  ბავშვთა და  მო ზარდთა გამოკვლევის   დროსაა საჭირო.  ბავშვთა ფსიქი ატრიაში გამოკვლევის  ჩატარება 24ე თავშია აღწერილი.

განათლება

       სკოლის დოკუმენტაციასთან გაცნობით ვადგენთ პაცი ენტის ინტელექტის,  მიღწევებისა  და  სოციალური განვი თარების დონეს. კითხვები უნდა დაისვას იმის თაობაზე, შეიძინა თუ  არა  პაციენტმა  მეგობრები  და  დაამყარა თუ არა  კონტაქტი მასწავლებლებთან.  ასევე, უნდა გავარკვი ოთ,  თუ  რამდენად წარმატებით  მონაწილეობდა  ბავშვი სხ ვადსახვა  თამაშებსა და აქტივობებში. შესაბამისი კითხვები უნდა დავუსვათ იმ პაციენტებსაც, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ.

შრომითი საქმიანობის ისტორია

       გამოკითხვა ამჟამინდელი  სამსახურის შესახებ ინტერვი უერს ეხმარება, გაარკვიოს პაციენტის სოციალური და ფი ნანსური მდგომარეობა, რაც შეიძლება  სტრესის ერთერთ პოტენციურ მიზეზს წარმოადგენდეს. პაციენტის პიროვნუ ლი თვისებების   შესაფასებლად   ძალიან   მნიშვნელოვანია გამოვკითხოთ  მას  წინა სამსახურისა და  მისი  დატოვების მიზეზების  შესახებ. თანამდებობრივი დაქვეითება შეიძლე ბაქრონიკული დაავადების ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მიზეზი  გახდეს. სამსახურის  ხშირი გამოცვლა  ან სამსახურიდან ხშირი დათხოვნა შეიძლება  ასახავდეს პერ სონოლოგიურ სირთულეებს.

სქესობრივი სფერო

       ინტერვიუერი უნდა ხელმძღვანელობდეს საღი აზრით  იმის განსაზღვრისას,  თუ  რამდენად დეტალურად უნდა ჩაუ ტარდეს გამოკითხვა თითოეულ პაციენტს. ეს დამოკიდებ ულია იმაზე, თუ  როგორ პასუხობს პაციენტი საწყის კითხ ვებს და როგორია მისი  დემოგრაფიული მახასიათებლები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თუ  რა არის მისი ძირითადი ჩივილები. მაგ.,  თუ  პაციენტი გთხოვთ   დახმარებას სქე სობრივ სფეროში არსებული  სიძნელეების გამო, ძალიან მნიშვნელოვანია  დეტალური გამოკითხვა, თუმცა, ინტერ ვიუერს ხშირად ისიც  აინტერესებს, თუ  რა სახის კავშირი არსებობს  პაციენტის  სქესობრივ ცხოვრებასა  და  მის ამ ჟამინდელ სიძნელეებს შორის  ანუ სქესობრივი  ხასიათის პრობლემები პაციენტის სხვა სირთულეების მიზეზია, შედეგი, თუ  თანმდევი მოვლენა. აგრეთვე,  უნდა  გადაწყდეს, თუ  როდის უნდა  დაისვას კითხვები ბავშვობისდროინდელი სექსუალური  ძალადობის შესახებ  და  რამდენად დეტალური უნდა  იყოს ამ   ტიპის კითხვები. სამწუხაროდ, ამ  სახის  წარსული გამოცდილება საკმაოდ  გავრცელებულია,  განსაკუთრებით   ქალებთან, რის გამოც ფსიქიატრს უწევს შესაბამისი კითხვების ინ ტერვიუში შეტანა. მიუხედავად ამისა, მოცემულ  თემაზე საუბრის დაწყება პირველივე ინტერვიუზე ხშირად არ არის მართებული, თუ  ინიციატივა თავად პაციენტისაგან არ მოდის.  კითხვების დასმის თაობაზე ფსიქიატრის გადაწ ყვეტილებას განაპირობებს  მისი  კლინიკური გამოცდილე ბა, კომპეტენტურობა და ინტერვიუსთვის  განსაზღვრული დროის ხანგრძლივობა. თუ  ინტერვიუს განმავლობაში არ იყო საუბარი სექსუალური ძალადობის შესახებ, ჩანაწერებ ში ეს ფაქტიც უნდა აღინიშნოს.  სექსუალურ აშლილობას თან დაკავშირებული კითხვები მე19 თავშია განხილული.

ქორწინების ისტორია

       აქ იგულისხმება ყველა სახის ხანგრძლივი ინტიმური ურთ იერთობა. დასვით კითხვები ამჟამინდელი და წარსული ხანგრძლივი  ურთიერთობების შესახებ. კითხვები ისეთი სახით  უნდა  დაისვას,  რომ  მათში პარტნიორის სქესი  არ იყოს ნაგულისხმევი. ხშირი და წყვეტილი ურთიერთობები, შესაძლოა, პიროვნულ ანომალიაზე  მიუთითებდეს. მეუღლ ის საქმიანობა, პიროვნული თვისებები  და ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის ამჟამინდელი  ცხოვრებისეული ვითარების მნიშვნელოვანი  განმსაზღვრელია.

შვილები

       ორსულობა,  მშობიარობა   და   ფეხმძიმობის   ბუნებრივი შეწყვეტა   ეს ის მნიშვნელოვანი   მოვლენებია,   რომლებიც ზოგჯერ  არასასურველ ფსიქოლოგიურ რეაქციებთან ასოცირდება. ინფორმაცია  პაციენტის  შვილების  შესახებ კავშირშია პაციენტის პრობლემებთან  და მისი ოჯახური ცხოვრების  წესთან. რადგან   მშობლების   ავადმყოფობამ შეიძლება  შვილებზე იმოქმედოს, მნიშვნელოვანია  ვიცო დეთ,  უვლის თუ  არა ჩვილ ბავშვს  მძიმე დეპრესიაში მყოფი დედა, ან კიდევ,  ალკოჰოლის მომხმარებელ აგრესიულ მამაკაცს  ჰყავს თუ  არა  შვილები, რომლებიც მასთან  ერ თად ცხოვრობენ. თუ  სტაციონარში ისეთი პაციენტი უნდა მოთავსდეს, რომელსაც შვილებზე ზრუნვა აკისრია, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მათი საჭიროებები და უზრუნველვყოთ ბავშვების მოვლაპატრონობა.

გადატანილი სომატური და ფსიქიკური დაავადებები

       აუცილებელია  პაციენტის გამოკითხვა წარსულში  ჩატარე ბული თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის შესახებ. განსაკუთრებით  ყურადღებითაა  შესასწავლი   ის  ფსიქი კური აშლილობები, რომლებიც წარსულში აღენიშნებოდა. პაციენტსა  და  მის  ნათესავებს შეუძლიათ  მოგვაწოდონ ზოგადი ინფორმაცია წარსულში გადატანილი  ავადმყოფო ბისა და მკურნალობის შესახებ, მაგრამ მაინც მართებულია ინფორმაცია მივიღოთ  იმ პირებისაგან,  ვინც  უშუალოდ მკურნალობდა პაციენტს.

სოციალური პირობები

       პაციენტის სოციალური გარემოებების შესწავლაში გვეხ მარება შეკითხვები პაციენტის საცხოვრებლის, ფინანსური მდგომარეობის  და  ოჯახის შემადგენლობის   შესახებ. ამ დროს ხდება პაციენტის რესურსების (მომვლელი პირების ჩათვლით),  პრობლემებისა და სტრესის წყაროს  შეფასება. არ არსებობს  ზოგადი კანონი იმისა, თუ  რამდენად დეტა ლური უნდა იყოს ამ  ტიპის ინფორმაცია. ამის დადგენაში საღი აზრი გვეხმარება.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება და მათი ბოროტად მოხმარება

       ეს საკითხი ეხება ალკოჰოლისა და  სხვა ნივთიერებების მოხმარებას  აწმყოსა და წარსულში. უნდა აღიწეროს  იმ წამლების არასწორად მოხმარება, რომლებიც პაციენტს გამოუწერეს. პაციენტი შეიძლება  თავს არიდებდეს პასუხ ის გაცემას  ან  არასწორი პასუხები  გაგვცეს, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მათი გადამოწმება როგორც სხვა ინფორმატორებთან, ისე  სხვა წყაროების  მიხედვით  (მაგ., შარდისა და სისხლის ანალიზი). უფრო დეტალური ინფორ მაცია ამ   სფეროში ინტერვიუს ჩატარების შესახებ  მე18 თავშია მოცემული.

პიროვნული მახასიათებლების შეფასება

       პიროვნული მახასიათებლების  შეფასება შემდეგ მონაცე მებს  ეყრდნობა:   პაციენტის  თვითშეფასების მონაცემები, მის ქცევაზე დაკვირვება  და ინფორმაციის მოპოვება იმათ გან, ვინც  პაციენტს კარგად იცნობს. თუ  პაციენტის თვით შეფასებას  ზედმეტად   დიდ  მნიშვნელობას   მივანიჭებთ, ამან  შეიძლება  შეცდომაში შეგვიყვანოს. ზოგი ადამიანი გადაჭარბებულად  დადებითად აფასებს საკუთარ  თავს. მაგ., ანტისოციალურმა პიროვნებამ შესაძლოა არ გამოავ ლინოს  თავისი ქცევის  აგრესიულობა ან  საკუთარი არა კეთილსინდისიერება; ან კიდევ,  დეპრესიული ადამიანები ხშირად საკუთარ  თავს განიხილავენ, როგორც აგრესიულს და კრიტიკულს. ამიტომ, თუკი ეს შესაძლებელია, ინფორ მაცია სხვა პირების გამოკითხვითაც უნდა მივიღოთ. პაციენტის   პიროვნების  დასახასიათებლად შეგვიძლია ვკითხოთ  პაციენტს, თუ  როგორ იქცევა  ის კონკრეტულ სიტუაციაში, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც მისი  სო ციალური როლი იცვლება (მაგ., სამუშაოს  დაწყება,  ქორ წინება, მშობლის როლის მიღება). ქცევის  მიხედვით  პაციენტის  პიროვნების შეფასებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ინტერვიუში მონაწილეობა   შფოთვის  გამომწვევია.   გარდა   ამისა, ინ ტერვიუ ფსიქიკური აშლილობის ეფექტების  გამოვლენის საშუალებას  უნდა იძლეოდეს. პიროვნება,  რომელიც კონ ტაქტურია და, ჩვეულებრივ, თავს აკონტროლებს, დეპრე სიის  დროს  შესაძლებელია გახდეს გულჩათხრობილი და საკუთარ  თავში არ იყოს დარწმუნებული. საღი აზრი და გამოცდილება გვკარნახობს, თუ რა სიღ რმეზე უნდა ჩატარდეს გამოკითხვა პაციენტის ხასიათის დასადგენად და რაზე უნდა იყოს ის ფოკუსირებული. თუ პაციენტს (ან ინფორმატორს) უჭირს ღია კითხვების გამოყ ენებით აღწეროს საკუთარი ხასიათი, დაუსვით მას შემდეგი სახის კითხვები: საკუთარ თავს პესიმისტს უწოდებთ, თუ ოპტიმისტს?, საკუთარ თავს მარტოსულს უწოდებთ, თუ კონტაქტურ ადამიანს? ასეთ შემთხვევაში არ უნდა გავამახ ვილოთ ყურადღება მხოლოდ უარყოფით ატრიბუტებზე, არ ამედ უნდა დავსვათ კითხვები დადებითი მახასიათებლების შესახებაც (მაგ., შევეკითხოთ პაციენტს, რამდენად ადვილად იტანს ის სირთულეებს). ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პაციენტის შესახებ დაბალანსებული სურათის მისაღებად, არამედ იმიტომაც, რომ პიროვნების ძლიერი მხარეები წარ მოადგენს უკეთეს სამიზნეს თერაპიული ინტერვენციისთვის, თუკი პაციენტი თერაპიული ჩარევის საშუალებას იძლევა.

ურთიერთობები

       პიროვნება მორცხვია, თუ ადვილად შეუძლია მეგობრული ურთიერთობების დამყარება? შეუძლია მას ადამიანებთან ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება? ასევე, მნიშვნელოვანია სამსახურეობრივი ურთიერთობები და ურთიერთობები მეგობრებთან და ნათესავებთან. ის, თუ რო გორ ატარებს ადამიანი თავისუფალ დროს, ნათელს ჰფენს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ასახავს მის ინტერესებს და იმას, თუ  რას ანიჭებს იგი უპირატესობას (მაგ., მარტოობას თუU  საზოგადოებაში ყოფნას). ეს იმასაც გვიჩვენებს, თუ რამდენად ენერგიულია იგი და რა რესურსები გააჩნია მას.

გუნებგანწყობა

       შევეკითხოთ  პაციენტს, ჩვეულებრივ, მხიარულად არის ხოლმე  თუ  უგუნებოდ? აღენიშნება თუ  არა გუნებგანწყობის გამოხატული მერყეობა? თუ  ეს ასეა, რამდენად ხშირია და რა ხანგრძლივობისაა ეს ცვლილებები? არის თუ  არა ეს დაკავშირებული ცხოვრებისეულ მოვლენებთან? ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ  როგორია  პაციენტის გუნებგანწყობა და როგორ იცვლება იგი, შესაძლებელია მიგვანიშნოს აფექტურ აშლილობაზე, რომელიც შეგვიძლია შემდგომში უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ.

ფსიქიკური სტატუსის კვლევა

       ავადმყოფობის ისტორიაში მოცემულია ის სიმპტომები, რომლებიც იყო გასაუბრებამდე, ხოლო ფსიქიკური სტატუ სის კვლევა კი გულისხმობს ავადმყოფობის იმ სიმპტომებზე, ნიშნებსა და ქცევით დარღვევებზე დაკვირვებას, რომლებიც გასაუბრების პერიოდში აღინიშნება. ამგვარი გამოკვლევა წარმოებს ისტორიის დაწერის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თანმიმდევრობა ტრადიციულია და კონცეპტუა ლურად სასარგებლო, პრაქტიკაში ანამნეზსა და ფსიქიკურ სტატუსს შორის მკვეთრი საზღვრის გავლება შეუძლებელია. კერძოდ, ახლო წარსულში არსებული ნიშნები და სიმპტომ ები  (მაგ.,  უკანასკნელი  რამდენიმე  საათის  მანძილზე  სმენითი ჰალუცინაციების არსებობა), ჩვეულებრივ, აღწერილია ფსიქიკურ სტატუსში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ეს ფენომენი უშუალოდ ინტერვიუირების დროს არ ვლინდება. ფსიქიკურ სტატუსში მოცემულია ის ნიშნებიც და სიმპტომებიც, რომ ლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მანამდე არ ყოფილა აღწერ ილი (მაგ., ინფორმაცია სუიციდის შესახებ). ამიტომ მნიშ ვნელოვანია, რომ ფსიქიკურ სტატუსში მითითებული იყოს ავადმყოფობის   ნიშნებისა   და   სიმპტომების   აღმოცენების დრო და მიმდინარე მომენტისთვის მათი არსებობა. თუ  სტაციონარს ან  თემში პაციენტს ნახულობს მედდა ან   სხვა  სამედიცინო   პერსონალი,  მაშინ   ფსიქიკურ მდ გომარეობაზე მათი დაკვირვების შედეგები ძალიან მნიშ ვნელოვანია  და  შეიძლება   იმაზე მეტად  ინფორმატიული იყოს, ვიდრე ფსიქიკური სტატუსის კვლევისას პაციენტის ქცევაზე ხანმოკლე დაკვირვებით მიღებული მონაცემები. ფსიქიკური მდგომარეობის კვლევა ითვალისწინებს ფსიქიკური  აშლილობის ნიშნების  არსებობის  ან   არარსებო ბის  შესაბამისი  თანმიმდევრობით  აღწერას სიმპტომები  და ნიშნები, რომლებზეც ქვემოთაა  საუბარი, პირველ თავშია აღწერილი და, მცირე გამონაკლისის გარ და, ჩვენ მათ  სპეციალურად აღარ  შევეხებით. ფსიქიკური სტატუსის   კვლევა მოითხოვს   საგანგებო უნარჩვევებს, რომლებიც შემუშავდება  გამოცდილ ინტერვიუერზე  დაკ ვირვებით, პროფესიონალის  მეთვალყურეობის  ქვეშ მიმ დინარე პრაქტიკული  საქმიანობით  და  შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით.  ფსიქიკური  სტატუსის გამოკვლე ვით ხდება მნიშვნელოვანი  დიაგნოსტიკური ინფორმაციის მოპოვება. ამგვარად, ფსიქიკური მდგომარეობის  ზუსტი და   მრავალმხრივი  გამოკვლევა   წარმოადგენს ძირითად უნარჩვევას, რომელიც აუცილებელია ფსიქიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვა პრო ფესიონალებისთვის.

გარეგნობა და ქცევა

 

ზოგადი შთაბეჭდილება გარეგნობაზე

       პაციენტის გარეგნობას უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვ ნელობა აქვს. როგორც შემდგომში ვნახავთ, გამოცდილი კლინიცისტი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხშირად, წინასწარ დიაგნოზს პაციენტთან შეხვედრის პირველივე წუთებიდან სვამს. პიროვნებაზე დაკვირვება მასთან შეხ ვედრისთანავე იწყება: როგორია მისი მანერები? როგორ იქცევა იგი მოსაცდელ ოთახში ყოფნისას? წყნარად ზის, ბოლთას სცემს, თუ თავისთვის იცინის? როგორ პასუხობს მისალმებას? ოთახში შემოსვლისას აღენიშნება თუ არა პარკინსონიზმის,  ატაქსიის  ან  მოძრაობამოქმედებების სხვა დარღვევები? პაციენტის ჩაცმულობაც გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. ჭუჭყიანი, მოუწესრიგებელი ტანსაცმელი მიუთითებს საკუთარი თავის უგულებელყოფაზე. მანიაკალურ პაციენტებს შეიძლება ეცვათ ჭრელი ან შეუფერებელი ტანსაცმელი. ზოგჯერ უცნაური ჩაცმულობა გარკვეულ დიაგნოზზე მიანიშნებს. მაგ., მშრალ ამინდში საწვიმარის ტარება შეიძლება პაციენტის ბოდვითი აზრებით იყოს განპირობებული, რომ მასზე სხივებით ზემოქმედებენ. წონაში მნიშვნელოვანი კლების ნიშნების არსებობისას ეჭვი უნდა მივიტანოთ დეპრესიაზე, ნერვულ ანორექსიას ან სომატურ დაავადებებზე.

სახის გამომეტყველება და ემოციების გამოხატვა

       სახის გამომეტყველება გვაწვდის ინფორმაციას გუნებ განწყობის შესახებ. დეპრესიის დროს ტუჩის კუთხეები დაწეულია;  წარბებს  შორის  აღინიშნება  ვერტიკალური ღარები. შფოთვის მქონე პაციენტს შუბლზე ჰორიზონტალური ღარები,  თვალის  ქუთუთოებს  შორის  გაფართოებული ნაპრალი და დილატირებული გუგები აქვს. სახის გა მომეტყველება შეიძლება გამოხატავდეს აწეულ გუნებ განწყობას, გაღიზიანებას და გაბრაზებას; გახევებული, უმეტყველო სახე პრეპარატების ექსტრაპირამიდული გვერ დითი ეფექტების შედეგს წარმოადგენდეს. გამომეტყველების თავისებურება შეიძლება ფიზიკურ დაავადებაზეც მიგ ვანიშნებდეს, მაგ., თირეოტოქსიკოზზე.

პოზა და მოძრაობა

       პოზა  და  მოძრაობა  ასევე  ასახავს  გუნებგანწყობას. დეპრესიული   პაციენტისთვის   დამახასიათებელია   მხრებში მოხრილი ჯდომა; მას თავი დახრილი აქვს და მზერა ქვევითაა   მიმართული.   შფოთვის   მქონე   პაციენტი   შე იძლება იჯდეს სკამის კიდეზე, სკამის გვერდებზე ხელებჩაჭიდებული. შფოთვის მქონე პაციენტს, რომელიც იმყოფება აჟიტირებული დეპრესიის მდგომარეობაში, ახასიათებს ტრემორი, მოუსვენრობა. იგი ხელით ეხება სამკაულებს  ან  აწვალებს  ფრჩხილებს.  მანიაკალური პაციენტი არის ზეაქტიური და მოუსვენარი. მოძრაობის სხვა დარღვევები მოიცავს მოგვიანებით დისკინეზიას  და მოტორულ ნიშნებს, რომელიც ძირითადად კატატონური შიზოფრენიისთვისაა დამახასიათებელი

სოციალური ქცევა

       პაციენტის სოციალური ქცევა და ურთიერთობები განპირობებულია  მისი  პიროვნული  თვისებებით  და, როგორც  ეს  ზემოთ  იყო  აღნიშნული,  ინტერვიუს მიმართ დამოკიდებულებით. გარდა ამისა, ქცევაზე შეიძლება   გავლენას   ახდენდეს   ფსიქიკური   აშლილობა და, ამდენად, იგი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინფორმაციის მატარებელია. მანიაკალური პაციენტები მიდრეკილნი არიან ზედმეტი ფამილიარობისა და თავშეუკავლობისაკენ, ხოლო დემენციის მქონე პა ციენტები ისე იქცევიან, თითქოს ისინი სამედიცინო ინტერვიუზე არ იმყოფებოდნენ. შიზოფრენიის მქონე პაციენტები, შესაძლოა, საკუთარ თავში ჩაკეტილნი და თავიანთი ფიქრებით მოცულები იყვნენ. ანტისოციალური პიროვნული დარღვევის მქონე პაციენტები შეიძლება აგრესიას ავლენდნენ. თუ სოციალური ქცევა ძალიან უჩვეულოა,   ზუსტად   უნდა   აღწეროთ,   თუ    რა   არის მასში უჩვეულო, ვიდრე გამოიყენოთ ზოგადი ფრაზები, როგორიცაა,  მაგ.,  უცნაური  ქცევა.

მეტყველება

       მიუხედავად   იმისა,   რომ    პაციენტის   აზრების  გაგება მხოლოდ  მეტყველებითაა შესაძლებელი,  ფსიქიკური სტატუსის  კვლევისას მეტყველება   და  აზროვნება  ცალ ცალკე ფასდება.  მეტყველების შეფასებისას ყურადღებას ვამახვილებთ  საუბრის ტემპზე, სისხარტეზე, სიტყვათა მარაგზე, ჟღერადობასა   და  სიტყვის გამოთქმის სირ თულეებზე,  ხოლო    მეტყველების შინაარსით (მაგ., სიკვდილზე ფიქრი ან  განდიდების აზრები)  ვაფასებთ აზროვნებას.

მეტყველების ტემპი და რაოდენობა

       მეტყველება შეიძლება იყოს უჩვეულოდ სწრაფი და მრავალსიტყვიანი  მანიაკალური მდგომარეობის  დროს, ხოლო დეპრესიის შემთხვევაში  ნელი,  გაღარიბებული და მონოტონურია. დეპრესიის ან  დემენციის  არსებობისას შეიძლება  მნიშვნელოვნად გაიზარდოს კითხვაზე  პასუხის გაცემის დრო, რასაც   შემდეგ  მოკლე   პასუხი  მოჰყვება. ასეთი პაციენტების მეტყველება  სპონტანურობასაა მოკლებული.   იგივე  სურათი  იხატება,    თუ    პიროვნება მორცხვი ან დაბალი ინტელექტისაა.

მეტყველების სირთულეები

       თუ  პაციენტს აღენიშნება პრობლემები შესატყვისი სიტ ყვების პოვნასა და გამოთქმაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  პაციენტი დისფაზიით  ან  დიზართრიით  არის დაავა დებული.

ნეოლოგიზმები

       ნეოლოგიზმები პაციენტის  მიერ  გამოგონილი სიტყვებია, რომლებსაც ის იყენებს თავისი  ავადმყოფური  განცდების აღსაწერად .

მეტყველების სისხარტე

       შეფერხება   მეტყველებაში    შეიძლება   ასახავდეს შფოთ ვას, გაფანტულობას ან დაბალ ინტელექტს.  უფრო მნიშვ ნელოვანია ის,  რომ ეს ანომალიები შეიძლება  ასახავდეს ასოციაციური  პროცესის აშლილობებს . მაგ., მეტყველების უეცარი  წყვეტა  შეიძლება   მიუთითებდეს აზრების ბლოკირებაზე,  სწრაფი  გადასვლა ერთი თემიდან მეორეზე _ იდეათა ხტომაზე. ამ ანომალიების ანალიზის გასაუმჯობესებლად საჭიროა მეტყველების ნიმუშის ჩაწერა და  მისი  განმეორებითი   მოსმენა.  ჩაინიშნეთ თვალსაჩინო მაგალითები.

გუნებგანწყობა

       ტრადიციულად, ქვეთავი გუნებგანწყობის შესახებ მოიცავს ემოციებისა  და  მათთან დაკავშირებული  ფენომენების აღრიცხვას, სუიციდური აზრების ჩათვლით.

დეპრესია და მანია

       გუნებგანწყობის შეფასება იწყება ქცევაზე დაკვირვებით, რაც უკვე ზემოთ განვიხილეთ. და გრძელდება პირდაპირი კითხვებით (მაგ., როგორ ხასიათზე ხარ? ან როგორ გრძნობთ თავს?). დეპრესიის  შესაფასებელად უნდა დაისვას  კითხვები იმის  თაობაზე, აქვს თუ  არა  პაციენტს ტირილის მოთხოვნილება (ხშირად  ავადმყოფი   უარყოფს ტირილის ფაქტს), არის თუ არა მისი აზრები აწმყოს შესახებ პესიმისტური და უყურებს თუ  არა უიმედოდ  მომავალს; აწუხებს თუ   არა  დანაშაულის  გრძნობა  წარსულის მოვლენებთან დაკავშირებით. შესაფერისი  კითხვებია:  რას ელით მომავალში?   ან ადანაშაულებთ  თუ  არა  საკუთარ თავს  რაიმეს  გამო?  კითხვები აწეული  გუნებგანწყობის შესახებ შეესაბამება   დეპრესიის  თაობაზე  დასმულ კითხვებს  (მაგ.,  როგორ გუნებაზე ხართ?) თუ  ამას საჭიროება მოითხოვს,  გაარძელეთ გამოკითხვა პირდაპირი კითხვების დასმით (მაგ.,  ხართ თუ  არა  უჩვეულოდ კარგ გუნებაზე?).  აღსანიშნავია, რომ  მანიის დროს  პაციენტს შეიძლება  ახასიათებდეს გაღიზიანებადობა, ისევე როგორც მხიარული გუნებგანწყობა. კლინიკურად   გამოხატული დეპრესიისა და   აწეული გუნებგანწყობის დროს სახეზეა თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი,  განსხვავებული ნიშან  თვისებები, მაგ.,  ანჰედონია,  დაღლილობა და  კონცენტრაციის უნა რის დაქვეითება დეპრესიის დროს. ამიტომ ფსიქიკური მდგომარეობის კვლევის ეს ნაწილი სასურველია გაღ რმავდეს   კითხვებით, რომლებიც   შეეხება გუნებგან წყობის  (აფექტური) აშლილობის  დიაგნოსტიკურ ნიშ ნებს, და გამოვლენილი მონაცემები, ინტერვიუერის გა დაწყვეტილებით, შევიდეს  ანამნეზის   ან  ფსიქიკური სტა ტუსის შესაბამის ნაწილში.

ცვალებადი და შეუსაბამო გუნებგანწყობა

       დომინანტური გუნებგანწყობის შეფასებისას,  ინტერ ვიუერმა   უნდა   გაარკვიოს,  თუ   როგორ  ცვალებადობს იგი.  თუ   გუნებგანწყობა ინტენსიურად  ცვალებადობს, მას    ლაბილური  ეწოდება.     მაგ.,   პაციენტი ინტერვიუს ერთ  მომენტში  უგუნებო    ან    დათრგუნულია,  მაგრამ მისი   გუნებგანწყობა სწრაფად იცვლება  ნორმალური ან    ზედმეტად    მხიარული   განწყობილებით. ემოციური რეაქციის  ნებისმიერი სახის  დაქვეითება, რომელსაც ემოციურ სიჩლუნგეს უწოდებენ , ასევე უნდა იყოს აღნიშნული. ჩვეულებრივ, ინტერვიუს  დროს  გუნებგანწყობა გან ხილული თემების პარალელურად ცვალებადობს. პაციენტს სევდა ეუფლება, როდესაც არასასიამოვნო შემთხვევებს განვიხილავთ; ბრაზობს, როდესაც  აღვწერთ  მისთვის  გა მაღიზიანებელ ფაქტებს  და  ა.შ. როდესაც გუნებგან წყობა არ შეესაბამება  კონტექსტს, მას შეუსაბამოს (არაკონგრუენტულს) ვუწოდებთ .

სუიციდური აზრები

       ზოგი გამოუცდელი ინტერვიუერი ერიდება გამოკითხვას სუიციდის შესახებ  იმ მოსაზრებით, რომ არ გაუჩინოს პაციენტს თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრები. ფაქტები გვეუბნება, რომ ასეთი რამ ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, კითხვები ეტაპობრივად უნდა დაისვას. საწყისი კითხვა ასეთი შეიძლება იყოს: გიფიქრიათ თუ  არა, რომ ცხოვრება უაზროა? და, საჭიროების შემთხვევაში, ვიკითხოთ: ხომ არ გაგჩენიათ  სიკვდილის  სურვილი?  ან  ხომ  არ  გიფიქრიათ, რა გზით შეიძლება დაასრულოთ თქვენი სიცოცხლე? შესაძლოა  ინტერვიუერმა  არ  იცოდეს,  თუ  როგორ მოაგვაროს პაციენტის პრობლემა, თუ პაციენტი აღიარებს, რომ მას ჰქონია სუიციდური აზრები ან განუზრახავს თვითმკვლელობა. ტრენინგის გავლა თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის   საკითხებზე   სპეციალისტს   დაეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. კითხვები სუიციდის თაობაზე შემდგომშია განხილული .

შფოთვა

       შფოთვის შეფასება ხდება სუბიექტური შეგრძნებების, შფოთვასთან  დაკავშირებული ფიზიკური სიმპტომებისა და კოგნიციის შესახებ კითხვების დასმით. მაგ., ინტერვიუერს შეუძლია დაიწყოს  გამოკითხვა შემდეგი ზოგადი ხასიათის შეკითხვით: "რას  გრძნობთ შფოთვისას? და ამის მერე გადავიდეს   კითხვებზე,   რომლებიც  ეხება გულის ცემის აჩქარებას, პირის   სიმშრალეს, კანკალს,    ავტონომიური ნერვული   სისტემის მოქმედების სხვა   ეფექტებსა   და კუნთების   დაძაბულობას. შფოთვის   შემცველი    აზრების დადგენის  შემთხვევაში, შეგიძლიათ პაციენტს დაუსვათ შემდეგი კითხვები: რა აზრები მოგდით თავში შფოთვისას? შესაძლო  პასუხები მოიცავს ფიქრებს გულის წასვლისა და თვითკონტროლის დაკარგვის შესახებ.  აქ დასმული ბევრი კითხვა ემთხვევა ანამნეზის შეკრებისას დასმულ კითხვებს.

დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია

       ჩვეულებრივ, დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია შფოთვით აშლილობას ახასიათებს. მნიშვნელოვანია  მათი გამიჯვნა ფსიქოზური სიმპტომებისგან. პაციენტებს, რომლებსაც განუცდიათ დეპერსონალიზაცია  და დერე ალიზაცია,  უჭირთ ამ   მდგომარეობების  აღწერა, ხოლო ის პაციენტები, რომლებსაც ეს არ განუცდიათ, კითხვის არასწორად გაგების გამო, შეიძლება  დაგვეთანხმონ, რომ აქვთ ეს სიმპტომები. ამიტომ პაციენტებს უნდა ვთხოვოთ აღწერონ ამის კონკრეტული მაგალითები. ასეთ დროს სასარგებლოა შემდეგი კითხვების დასმა: გქონიათ  თუ  არა ოდესმე ისეთი შეგრძნება, რომ  თქვენს გარშემო მყოფი ობიექტები  არარეალურია?,  ხომ  არ  გქონიათ   ოდესმე ისეთი განცდა, რომ  თქვენ ან თქვენი სხეულის  რომელიმე ნაწილი არარეალურია? დერეალიზაციის მქონე პაციენტები გარემოში  არსებულ  ობიექტებს აღწერენ როგორც ხელოვნურს და უსიცოცხლოს. დეპერსონალიზაციის მქონე პაციენტები ამბობენ, რომ საკუთარ  თავს გაუცხოვებულად აღიქვამენ  და  არ შეუძლიათ ემოციების  განცდა.  მათი თქმით, თავს ისე გრძნობენ, თითქოს რაღაც  როლს ასრულებენ.

აზრები

       კლინიცისტმა ყურადღება  უნდა  მიაქციოს  პაციენტის აზრების ძირითად  შინაარსს  (მაგ.,  დევნა, კითხვებზე ნეგატიური ან თვითდამამცირებელი პასუხების გაცემა, მუდმივი ტრიალი დიეტისა და საკუთარი სხეულის გარშემო). ეს ინფორმაცია, შესაძლოა,  გვამცნობდეს ბოდვითი აშლილობის, დეპრესიის, კვებითი დარღვევების  არსებობას და მან შეიძლება მიგვითითოს, თუ რა მიმართულებით წავიყვანოთ შემდგომი  გამოკითხვა. თუმცა, გამოკითხვის ამ   ნაწილის ძირითადი  მიზანია  პაციენტის  აზრების ხასიათის განსაზღვრა, სახელდობრ კი,  ობსესიური  და ბოდვითი აზრების გამოვლენა

ობსესიები

       ობსესიები აღწერილია     გვერდზე.  ობსესიების   გამო სავლენად  სვამენ   შემდეგ კითხვას:   თქვენს  გონებაში მუდმივად ხომ არ იჭრება ისეთი  აზრები, რომლებისგანაც ვერ  თავისუფლდებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობთ   განდევნოთ    ისინი?    თუ     პაციენტი    ამ კითხვაზე  დადებით პასუხს იძლევა, ვთხოვოთ, მოიყვანოს კონკრეტული მაგალითი. პაციენტს შეიძლება  რცხვენოდეს იმის  აღიარება,  რომ  მას  აკვიატებული აზრები აქვს, განსაკუთრებით  თუ   ისინი   ძალადობას ან   სექსს ეხება. ამიტომ საჭიროა  ინტენსიური გამოკითხვის  ჩატარება, რომელიც  პაციენტის მიმართ თანაგრძნობის  გამოხატვის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.  იქამდე, სანამ  ჩავთვლით, რომ პაციენტს ობსესიები ახასიათებს, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ  პაციენტი, ამ  აზრებს,  როგორც საკუთარს  ისე აღიქვამს და არა როგორც გარედან ჩანერგილს.

კომპულსიები

       აკვიატებულ  აზრებს   ხშირად  თან  სდევს  კომპულსური ქცევა . ზოგიერთ ქცევაზე დაკვირვება  უშუალოდაა შესაძლებელი (თუმცა, იშვიათად  ინტერვიუს დროს), ზოგიერთზე დაკვირვება  კი შეუძლებელია (მაგ., ფრაზების გუნებაში  გამეორება). მათზე  მხოლოდ ის  მიანიშნებს, რომ  პაციენტის საუბარი დროდადრო  წყდება. ამ   დროს პაციენტს შემდეგი კითხვა  უნდა  დავუსვათ:  იძულებული ხომ არა ხართ, გადაამოწმოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ნამდვილად იცით რომ დაასრულეთ?; ხომ არ ასრულებთ გამუდმებით ერთსა   და  იმავე მოქმედებას,  რომელსაც ადამიანთა უმეტესობა  მხოლოდ ერთხელ  ასრულებს?; იძულებული ხომ არ ხართ ერთი  და  იგივე  მოქმედება მრავალჯერ გაიმეოროთ?.  თუ   პაციენტის პასუხი  ერთ ერთ კითხვაზე  მაინც დადებითია, ინტერვიუერმა  უნდა სთხოვოს მას, მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.

ბოდვა

       ბოდვის   შესახებ პირდაპირი   კითხვების დასმა  შეუძ ლებელია, რადგან  პაციენტი ვერ  აცნობიერებს, რომ ის განსხვავებულია მისი სხვა შეხედულებებისაგან.  რადგან ბოდვას  დიაგნოსტიკური მნიშვნელობა  აქვს და  ის,  ამავე დროს, სირთულეებს უქმნის ინტერვიუერს, ეს აშლილობა უფრო დეტალურად პირველ თავში განვიხილოთ. . ბოდვის არსებობაზე  ეჭვი ინტერვიუერს შეიძლება გაუჩნდეს სხვებისაგან მიღებული ინფორმაციის  ან პაციენტის  ცხოვრებაში მომხდარი ფაქტების საფუძველზე. როდესაც ვცდილობთ   ბოდვითი  იდეების გამოვლენას, თავიდანვე   დავსვათ  კითხვები  იმის   შესახებ, თუ   რა შეიძლება  იყოს პაციენტის მიერ  აღწერილი სიმპტომებისა და უსიამოვნო გამოცდილების მიზეზი.  მაგ., პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა, შეიძლება დარწმუნებული  იყოს,   რომ    ის  საშინლად გარყვნილი ადამიანია  და   რომ   მას   ულპება  შინაგანი  ორგანოები. ზოგი    პაციენტი    მოხერხებულად  მალავს     საკუთარ ბოდვით  იდეებს.   ასეთ  დროს  ინტერვიურმა ყურადღება უნდა  მიაქციოს   თემისთვის   თავის   არიდების  და  თემის შეცვლის ფაქტებს და ნებისმიერ  სხვა ნიშნებს, რომლებიც ინფორმაციის დამალვაზე მიუთითებს. მაგრამ, როგორც კი მოხდება ბოდვითი  იდეების გამოაშკარავება,  პაციენტები ხშირად იწყებენ მათზე საუბარს  ინტერვიუერის მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მას შემდეგ,  რაც გამოვავლენთ ისეთ იდეებს, რომლებსაც შეიძლება    ბოდვითი   ხასიათი  ჰქონდეთ,   ინტერვიუერმა უნდა    გადაწყვიტოს,   აკმაყოფილებენ   თუ    არა    ისინი ბოდვის  კრიტერიუმებს  .  უპირველეს  ყოვლისა, გაარკვიეთ, რამდენად მყარია ეს იდეები. ფსიქიატრს სჭირდება საკმარისი  მოთმინება და ტაქტი იმისთვის, რომ ამ   პროცესში პაციენტს არ  დაუპირისპირდეს. პაციენტი უნდა  გრძნობდეს,  რომ  მას  წინასწარი  განწყობის გარეშე უსმენენ. თუ  ექიმი ცდილობს პაციენტის ბოდვითი იდეების სიმყარის    დადგენას  საწინააღმდეგო შეხედულებების გამოთქმის გზით, ეს უნდა ხდებოდეს  კითხვითი ფორმით და არა  იმგვარი  არგუმენტაციით, რომელსაც კამათისას იყენებენ. შემდეგ  საფეხურზე უნდა  გაირკვეს პაციენტის აზრები  კულტურით გაპირობებული  რწმენებია, თუ ბოდვითი  იდეები. ამ  კითხვაზე  პასუხის  გაცემა  რთულია, თუ  პაციენტი ისეთ  კულტურას ან რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის შეხედულებები და  განწყობები უცნობია ინტერვიუერისთვის. ასეთ შემთხვევაში ინტერ ვიუერს დაეხმარება  გასაუბრება იმავე ქვეყნის ან  რელი გიური ჯგუფის წარმომადგენელთან, საიდანაც  ის შეიტ ყობს, გაზიარებულია თუ  არა ამ  ჯგუფის მიერ  პაციენტის შეხედულებები. ბოდვის ზოგიერთი   ფორმა, რომლებიც  შიზოფრენიას ახასიათებს, ძნელი ამოსაცნობია. ესენია:

  • აზრების   გახმოვანების  ბოდვა. ამ   ტიპის ბოდვა  უნდა განვასხვავოთ   შემდეგი    რწმენისაგან:    ადამიანებს შეუძლიათ დაასკვნან, თუ  რას  ფიქრობს ადამიანი, მისი ქცევიდან და სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე. აზრების გახმოვანების ბოდვის გამოსავლენად დასვით შემდეგი  კითხვები:   როდესმე    ხომ  არ  გეუფლებათ ისეთი განცდა, რომ სხვებმა იციან თქვენი აზრების შესახებ მაშინაც კი,   როდესაც  ამაზე   ხმამაღლა არ საუბრობთ?  თუ  პაციენტი ამ  კითხვაზე  დადებითად პასუხობს, ინტერვიუერმა უნდა დასვას კითხვა  იმის თაობაზე,  თუ   რანაირად არის  ეს შესაძლებელი. ზოგი პაციენტი კითხვაზე  დადებითი პასუხის  გაცემისას იმას გულისხმობს, რომ  აზრების შესახებ დასკვნის გამოტანა სახის გამომეტყველებიდან  არის შესაძლებელი.
  • აზრების   ჩანერგვის ბოდვა. ამ   ტიპის  ბოდვის გამო სავლენად    შეგვიძლია    დავსვათ    შემდეგი   კითხვა: როდესმე  ხომ არ გიგრძვნიათ, რომ  თქვენს გონებაში არსებული  აზრები თქვენ  კი  არ  გეკუთვნით, არამედ გარედანააა ჩანერგილი? აზრების  წართმევის ბოდვის გამოსავლენად  შემდეგ  კითხვას  სვამენ:  როდესმე  ხომ არ გიგრძვნიათ, რომ  ვიღაცა  თქვენი  თავიდან  აზრებს იღებს?  დადებითი  პასუხის   შემთხვევაში, ჩაატარეთ უფრო დეტალური გამოკვლევა.
  • ზემოქმედების ბოდვა (აზრის  პასიურობა) ასევე რთული გამოსავლენია.  შეეკითხეთ პაციენტს: როდესმე  ხომ არ გიგრძვნიათ, რომ  თქვენი  ქმედებები სხვა ადამიანის ან გარეშე  ძალის მიერ  იმართება? ზოგიერთი  პაციენტი ამ  კითხვაზე  დადებით პასუხს იძლევა იმიტომ,  რომ კითხვა  არასწორად აქვს გაგებული და,  რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსიდან გამომდინარე,  გულისხმობს, რომ   ადამიანის  ქმედებებს ღმერთი    ან   რაიმე   სხვა გარეშე ძალა  მართავს. ზოგი პაციენტი ფიქრობს,  რომ ეს კითხვა  ეხება უმართავ  მდგომარეობას,  რომელიც შეიძლება   ძლიერმა  შფოთვამ  გამოიწვიოს;  ზოგის დადებითი პასუხი კი, ფაქტიურად, იმას მიუთითებს, რომ პაციენტს აღენიშნება სმენითი ჰალუცინაცია, რომელიც მას  უბრძანებს, განახორციელოს ესა თუ  ის ქმედება. აქედან გამომდინარე, დადებითი პასუხის  მიღებისას უნდა დავსვათ დამატებითი კითხვები, რათა  ამ სახის ინტერპრეტაციები  გამოვრიცხოთ. და ბოლოს, მკითხველს უნდა შევახსენოთ ბოდვის სხვა დასხვა  კატეგორიები, რომლებიც პირველ   თავშია  აღ წერილი.  აგრეთვე,   ინტერვიუერს  უნდა   შეეძ ლოს ერთმანეთისაგან პირველადი და მეორადი  ბოდვის განსხვავება და   ყურადღების   გამახვილება   ბოდვით აღქმასა და ბოდვით გუნებგანწყობაზე. ამ  საკითხებზე ფოკუსირება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ფსიქოზის ნიშნები აშკარადაა გამოხატული. ასეთ შემთხვევაში ისინი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რათა  განვასხვავოთ შიზოფრენია სხვა ფსიქოზური აშლილობისაგან.

აღქმა

       ისევე,  როგორც  ბოდვის შემთხვევაში,  კითხვების  დასმა ჰალუცინაციების  შესახებ ტაქტიანად  უნდა   ხდებოდეს, რათა  პაციენტს გავუადვილოთ  საკუთარ  გამოცდილებაზე საუბარი. კითხვების დასმამდე შეგიძლიათ ასეთი შესავალი ფრაზა გამოიყენოთ: ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ, როდესაც ის  ნერვიულად  არის, შეიძლება   უჩვეულო განცდები დაეუფლოს. ამ ფრაზას შეიძლება  მოჰყვებოდეს კითხვები იმის თაობაზე, ხომ არ ესმის პაციენტს ხმები  ან ბგერები   მაშინ,  როდესაც ახლოს არავინაა.  თუ  ანამნეზი ამის საფუძველს იძლევა, კითხვები უნდა დაისვას მხედველობითი და  სხვა სახის  ჰალუცინაციების შესახებ, რომლებმაც,  შესაძლოა,  სხვა მოდალობებში იჩინონ  თავი. და  პირიქით, თუ  წინასწარი  გამოკვლევით არ  დადგინდა ფსიქოზის ნიშნების არსებობა,  შეიძლება  უმჯობესი იყოს, ამ  ტიპის გამოკითხვა საერთოდ არ ჩავატაროთ.

სმენითი ჰალუცინაციები

       თუ  პაციენტი აღწერს სმენით ჰალუცინაციებს, საჭიროა დამატებითი  კითხვების  დასმა იმის   მიხედვით,   თუ რანაირად განიცდება  ისინი  პაციენტის მიერ,  რადგან  ეს მნიშვნელოვანია  დიაგნოსტიკური თვალსაზრისით . გასარკვევია  პაციენტს ერთი  ხმა  ესმის, თუ  რამდენიმე? თუ   მას   რამდენიმე ხმა   ესმის, უნდა  გავიგოთ   ეს ხმები პაციენტს  მიმართავენ, თუ   ერთმანეთს  ესაუბრებიან პაციენტის შესახებ,  ანუ მას  მესამე  პირში მოიხსენიებენ? ეს უკანასკნელი უნდა  განვასხვავოთ იმ შემთხვევისაგან, როდესაც პაციენტს ესმის ადამიანებს შორის რეალური საუბარი და დარწმუნებულია, რომ ისინი მასზე საუბრობენ (დამოკიდებულების  ბოდვა).  თუ   პაციენტი ამბობს, რომ ხმები მას   მიმართავენ, ინტერვიუერმა უნდა  გაარკვიოს, თუ  რას  ამბობენ  ეს ხმები და, ასევე, განიცდება  თუ  არა მათ  მიერ  ნათქვამი პაციენტის მიერ  როგორც ბრძანება, რომლის შესრულება, პაციენტის  აზრით, აუცილებელია. ჩაინიშნეთ მაგალითების სახით,  თუ  რა სიტყვებს წარმოთქვამენ ჰალუცინატორული ხმები.

მხედველობითი ჰალუცინაციები

       მხედველობითი ჰალუცინაციები  უნდა  განვასხვავოთ მხედველობითი ილუზიებისაგან. თუ  ჰალუცინაცია ინ ტერვიუს განმავლობაში არ იჩენს თავს, ეს ორი ერთ მანეთისაგან ძნელი გასარჩევია, რადგან  მათი გარჩევა ხდება იმ ვიზუალური სტიმულის არსებობაარარსებობის მიხედვით,  რომლის მცდარ  ინტერპრეტაციასაც პაციენტი იძლევა. იმის  დადგენა, ახლავს თუ  არა  ვიზუალურ  ხატს თითქოსდა განცდა, ან იმის კითხვა ეს ხატი გარეთ იმყოფება,  თუ  თქვენს გონებაში, შეიძლება  დაგვეხმაროს დიფერენცირებაში. ამის გარდა,   ინტერვიუერმა უნდა  განასხვავოს ჰალუ ცინაცია დისოციაციური განცდებისაგან. ამ  უკანასკნელის დროს  პაციენტი ამბობს, რომ  მასთან  სხვა ადამიანი ან სული იმყოფება,   რომელთანაც  საუბარი  შეუძლია.  ამ ტიპის განცდები  აღინიშნება პიროვნების ისტერიული აშლილობის დროს ან ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებში. ეს განცდები დიაგნოსტიკურად მნიშვ ნელოვანი არ არის.

კოგნიტური ფუნქციები

       კოგნიტური დაქვეითების   ნიშნები  ინტერვიუს ადრეულ ეტაპზევე შეიძლება  გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია  კოგნიტური  ფუნქციების სათანადოდ შეფასება, რადგან  იმისდა  მიხედვით,  თუ  რა შედეგებს მივიღებთ, ინტერვიუერს, შესაძლოა,  მოუწიოს ინტერვიუს შემოკლება ან გადადება  იქამდე, სანამ სხვა ინფორმატორს იპოვიდეს. ფსიქიკური მდგომარეობის  მინიშეფასების ტესტს  (იხ.  ამ  თავის  დანართში) ფართოდ იყენებენ კოგნიტური ფუნქციების სკრინინგის მიზნით. დემენციისა  და სხვა ორგანული აშლილობების დიაგ ნოსტირებისას, კოგნიტური ფუნქციების კვლევა შეფასების ცენტრალურ კომპონენტს  წარმოადგენს, ამიტომ ხშირად დამატებითი, უფრო  ფორმალური ტესტებიც გამოიყენება (იხ თავი  14). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ  გამოკითხვის დასრულებისთვის ინტერვიუერს  არ უჩნდება ეჭვი იმისა, რომ  არსებობს  კოგნიტური დეფიციტი, კოგნიტური ფუნ ქციები ძალიან მოკლედ უნდა შეფასდეს. კოგნიტური შეფასების  მიმოხილვა მოცემულია შემდეგ წყაროში:  Kიპპს ანდ Hოდგეს, 2005.

ორიენტაცია

       ორიენტაციის შეფასებისას  პაციენტს  უსვამენ  კითხვებს იმის დასადგენად, თუ  რამდენად კარგად  იცის მან, თუ  რა დროა ახლა, სად იმყოფება  იგი ან ვინ  არის მის გარშემო. თავიდან  კონკრეტული კითხვები წელიწადს, თვესა და რიცხვს ეხება. პასუხების  შეფასებისას  გახსოვდეთ,  რომ ბევრმა ჯანმრთელმა ადამიანმა  ზუსტად არ იცის, თუ  რა დღეა დღეს ან სად იმყოფება კონკრეტულად. თუ პაციენტი სწორად  ვერ  გასცემს პასუხს დასმულ კითხვებს,  ჰკითხეთ საკუთარი ვინაობის  შესახებ. აუტოფსიქიკური ცნობიერება შენარჩუნებულია იმ შემთხვევების გარდა,  როცა პაციენტს აღენიშნება მძიმე დემენცია, დისოციაციური აშლილობა ან, თუ  სახეზეა სიმულაცია.

ყურადღება და კონცენტრაცია

       ანამნეზის შეკრებისას  ინტერვიუერი  უნდა  დააკვირდეს იმ მონაცემებს,  რომლებიც  პაციენტის ყურადღებისა  და კონცენტრაციის უნარის მაჩვენებელია. ამდენად, ფსიქიკური სტატუსის კვლევამდე მას უკვე გარკვეული შთაბეჭდილება შეექმნება   ამ უნარების შესახებ. სტანდარტული ტესტებით შესაძლებელია     მივიღოთ      დამატებითი   ინფორმაცია და რაოდენობრივი მახასიათებლები,  რაც  საშუალებას მოგვცემს შევადაროთ    სხვადასხვა  დროს  ჩატარებული გამოკვლევების   მონაცემები. შეფასებას,  ჩვეულებრივ, შვიდიანების  სერიული ტესტით იწყებენ (სერიალ სევენს ტესტ). პაციენტს სთხოვენ, 100ს გამოაკლოს 7 და მიღებულ ციფრს კვლავ გამოაკლოს  შვიდი და ეს გაიმეოროს  იმდენჯერ, სანამ  საბოლოოდ მიღებული სხვაობა შვიდზე  ნაკლები აღმოჩნდება.  უნდა აღირიცხოს ამ  ამოცანის შესრულების დრო და შეცდომების რაოდენობა.  თუ  პაციენტი ვერ ასრულებს  ამ   ამოცანას არითმეტიკის  არცოდნის  გამო, მას  უნდა  ვთხოვოთ, შეასრულოს  გამოკლების უფრო მარტივი  ოპერაცია ან  დაასახელოს წელიწადის  თვეები შებრუნებული  თანმიმდევრობით.

მეხსიერება

       ანამნეზის შეკრებისას  ინტერვიუერმა  პაციენტის  მიერ აღწერილი წარსულის მოვლენები  უნდა შეადაროს  სხვა ინფორმატორის მიერ  მოწოდებულ ინფორმაციას  და ყურადღება  მიაქციოს  მათ შორის არსებულ განსხვავებას. თუ  მეხსიერების  ფუნქცია დაქვეითებულია, უნდა  და ფიქსირდეს   კონფაბულაციის  ნებისმიერი   გამოვლინება . ფსიქიკური  სტატუსის კვლევისას შესაბამისი ტესტებით აფასებენ ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებას და იმას, თუ  რამდენად ახსოვს პაციენტს ახლო წარსულის მოვლენები. ვინაიდან  არც ერთი ამათგანი  არ  გვაძლევს სრულ სურათს, მიღებული შედეგები უნდა შეფასდეს მეხსიერების  შესახებ მოპოვებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად.   საჭიროების    შემთხვევაში გამოიყენება სტან დარტული ფსიქოლოგიური ტესტები. ასევე, ძალიან მნი შვნელოვანია  მეხსიერების დაქვეითებაზე ობიექტური მონაცემების მოპოვება და იმის დადგენა, თუ  რა გავლენას ახდენს ეს ყოველდღიურ საქმიანობაზე  (მაგ., ყიდვა,  ჩაცმა და სხვა). ხანმოკლე მეხსიერების შესაფასებლად პაციენტს სთხო ვენ, დაიმახსოვროს სახელი, გვარი და მარტივი მისამართი, დაუყონებლივ   გაიმეოროს    (რათა    დავრწმუნდეთ,   რომ ის სწორად  დაფიქსირდა) და შეინახოს მეხსიერებაში. გახსენების  უნარის  შემოწმებამდე,   მომდევნო 5  წუთის განმავლობაში ინტერვიუერი აგრძელებს სხვა თემებზე საუბარს და შემდეგ სთხოვს პაციენტს, გაიმეოროს  და მახსოვრებული ინფორმაცია.  ამ  ამოცანის შესრულებისას საშუალო ინტელექტის ჯანმრთელი ადამიანი უმნიშვნელო შეცდომებს უშვებს. თუ   დამახსოვრებული  მასალის   აღ დგენა არადამაკმაყოფილებლად ხდება, ინტერვიუერს შეუძლია  პაციენტს  ეს  პროცესი  კარნახით გაუადვილოს (მაგ.,  უთხარით პაციენტს ღვიის 35  და იგი გაიხსენებს, რომ ეს ქუჩის დასახელებაა). მეხსიერება  ახლო  წარსულის მოვლენებზე: ახლო წარ სულის მოვლენებზე მეხსიერების შესაფასებლად პაციენტს შეგვიძლია ვკითხოთ,  თუ   რა მოხდა უკანასკნელი  ხუთი დღის განმავლობაში. ხანგრძლივი მეხსიერების შესაფასებლად პაციენტს სთხოვენ, გაიხსენოს, თუ გასულ წლებში  რა მოხდა პირადად მისთვის ან  ზოგადად  მნიშვნელოვანი.    პირადულიდან მას   შეიძლება   სთხოვონ,   გაიხსენოს  შვილიშვილების სახელები  ან   შვილების  დაბადების   თარიღი  (რათქმა უნდა,თუ    ინტერვიურს   შეუძლია ამის  გადამოწმება). ზოგადი  ხასიათის თემებიდან კი შეგვიძლია ვკითხოთ წარსულში ცნობილი პოლიტიკური  ლიდერების სახელები და   გვარები. მოვლენათა  თანმიმდევრობის  გახსენება ისევე მნიშვნელოვანია,  როგორც ცალკეული ფაქტების გახსენება.კოგნიტური ფუნქციების გამოკვლევა დეტალურად განხილულია მე14 თავში.

 

ინსაითი (კრიტიკა მდგომარეობის მიმართ)

 

       ჩანაწერი  პაციენტს ინსაითი აღენიშნება  ან პაციენტს ინსაითი არ აღენიშნება, ნაკლებ ღირებულია. ამის ნაცვლად ინტერვიუერმა უნდა დასვას კითხვები ინსაითის სხვადასხვა ასპექტის  შესახებ, რაც  მე19   თავშია  განხილული.  ეს გულისხმობს პაციენტის  მიერ   საკუთარი  პრობლემებისა და პერსპექტივის შეფასებას და იმის  გარკვევას, თუ  რას მიაწერს იგი მათ:  ავადმყოფურ მდგომარეობას თუ  რაიმე სხვა მიზეზს  (მაგ.   დევნას). თუ   პაციენტი აცნობიერებს რომ ავადაა, უნდა გავარკვიოთ, მისი აზრით ეს დაავადება ფიზიკურია თუ ფსიქიკური? თვლის თუ არა, რომ სჭირდება მკურნალობა? თუ ეს ასეა, რას ფიქრობს ის მედიკამენტების მიღებაზე, სტაციონირებასა და  ფსიქოთერაპიაზე? ინტერვიუერმა ისიც  უნდა  გაარკვიოს,  მიაჩნია თუ   არა პაციენტს, რომ  სტრესულმა  ცხოვრებისეულმა მოვლენამ ან  საკუთარმა ქმედებამ  გარკვეული როლი ითამაშა  მისი ავადმყოფობის   გაჩენაში. პაციენტის  თვალსაზრისი   ამ საკითხებზე მიგვანიშნებს, თუ  რამდენად ითანამშრომლებს ის მკურნალობის პროცესში.

 

ფსიქიატრიული გამოკვლევის სხვა კომპონენტები

       ანამნეზის შეკრება და  ფსიქიკური  სტატუსის კვლევა ფსიქიატრიული შეფასების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, შესაძლებელია, პაციენტის მდგომარეობის სრული შეფასებისთვის, საჭირო  გახდეს სხვა ელემენტების დამატებაც.  ამ    თავში   არ  განიხილება შეფასების   სხვა სპეციალიზებული ასპექტები   (მაგ.,  შეფასების   სკალების გამოყენება)  ან ის,  რაც პირდაპირ კავშირში  არ არის დიაგნოსტიკასა და პირველად მკურნალობასთან (მაგ., შეფასება ფსიქოთერაპიული ჩარევისთვის).

ფიზიკური გამოკვლევა

ფიზიკური გამოკვლევით შეიძლება  გამოვლინდეს:

 1.  მნიშვნელოვანი   დიაგნოსტიკური ნიშნები,  მაგ.,   ჩიყვი ან  რეფლექსების არ არსებობა.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია           დიფერენციალური   დიაგნოზისთვის ან ორგანული დარღვევების  გამოსარიცხად.  საჭიროა ნევროლოგიური  (ცერებროვასკულურის ჩათვლით) და ენდოკრინული  სისტემების    განსაკუთრებით  დეტალუ რი გამოკვლევა;  თუმცა,  არც სხვა სისტემების   უგუ ლებელყოფა შეიძლება.  ამ  საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მკითხველი  უნდა გაეცნოს შესაბამის სახელმძღვანელოს  (კაუფმან, 2002).

2. ფსიქოტროპული ნივთიერებებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, მაგ., ჰიპერტენზია, პარკინსონიზმი ან გამო ნაყარი.

3. ფსიქიკური აშლილობის გავლენა  პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე, კვების სტატუსსა და საკუთარი თავის მოვლაპატრონობაზე.

ამ მიზეზთა გამო, სომატური გამოკვლევა ფსიქიატრიული გამოკვლევის  აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუმცა, პრაქტიკაში   სომატური    გამოკვლევის      ხანგრძლივობა და  მასზე პასუხისმგებლობის ხარისხი   განსხვავებულია. მაგ.,   მრავალი ამბულატორიული  პაციენტის მომართვა შეიძლება  გააკეთოს სხვა ექიმმა, რომელმაც ახლახან ჩაატარა მისი სომატური გამოკვლევა. დღის სამედიცინო ცენტრში ან სტაციონარში ავადმყოფები იმყოფებიან ფსიქიატრის დაკვირვების  ქვეშ, რომელიც ზოგადად პასუხისმგებელია  პაციენტის ფიზიკურ და  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.  საავადმყოფოში   მოხვედრილმა ყველა ახალმა პაციენტმა  უნდა  გაიაროს სრული ფიზიკური გამოკვლევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქიატრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ  რა ტიპის ფიზიკური  გამოკვლევა  უნ და ჩაუტარდეს პაციენტს და თავად გამოიკვლიოს ან უზრუნველყოს მისი ჩატარება სხვა ექიმის მიერ. თუ საწყისი გამოკვლევის  შედეგები საეჭვო  ან კომპლექსურია, ისინი განხილულ უნდა იქნეს ნევროლოგთან ან სხვა პროფილის ექიმთან ერთად.  ზოგ   შემთხვევაში  საჭიროა   უმაღლესი ნევროლოგიური   ფუნქციების დეტალური  გამოკვლევა, როგორც ნეიროფსიქიატრიული  გამოკვლევის   დროს  . ის შეიძლება  წინ უძღოდეს სტანდარტულ ნეიროფსიქოლოგიურ ან ნევროლოგიურ გამოკვლევას, რომელიც, ძირითადად, ნეიროფსიქიატრიული დარღვევების გამოვლენაზეა მიმართული.

*გაგრძელება*

← სარჩევი

ნახვა: 1340

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters