ზოგადი საკითხები

თავის შინაარსი:

  • ფსიქოპათოლოგია
  • აღწერით ფიქოპათოლოგიაში გამოყენებული ტერმინები და ცნებები სიმპტომებისა და ნიშნების განმარტება
  • გუნებ-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია
  • აღქმის პათოლოგია აზროვნების პათოლოგია ასოციაციური პროცესის დარღვევები
  • დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია მოტორული სიმპტომები და ნიშნები სხეულის ხატის დარღვევები
  • საკუთარი  მე_ს დარღვევები მეხსიერების დარღვევები ცნობიერების დარღვევები
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევები ინსაითი

 

       ფსიქიატრებს ორი გარკვეული უნარის ქონა მოეთხოვებათ. პირველია ანამნეზის შეკრებისა და ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევის გზით კლინიკური მონაცემების ობიექტური, ზუსტი შეგროვებისა და მათი სისტემატური, დაბალანსებული სახით ორგანიზების უნარი, მეორე კი თითოეული პაციენტის, როგორც ცალკე ინდივიდის, ინტუიციური გაგების უნარი. პირველი უნარის გამოყენების დროს ფსიქიატრი ეყრდნობა თავის კლინიკურ უნარჩვევებს და კლინიკური ფენომენების ცოდნას, ხოლო მეორე უნარის გამოყენების შემთხვევაში  თავის ცოდნას ადამიანის ბუნების შესახებ და წინა პაციენტებთან მუშაობისას შეძენილ გამოცდილებას, რათა ჩასწვდეს იმ პაციენტის მდგომარეობას, რომელთანაც ის მოცემულ მომენტში მუშაობს. ორივე უნარის განვითარება შესაძლებელია პაციენტის მოსმენისა და უფრო გამოცდილი ფსიქიატრისაგან ცოდნის მიღების მეშვეობით. ნებისმიერ სახელმძღვანელოს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია და აღწეროს ის პროცედურები, რომლებიც აუცილებელია პირველი უნარის განვითარებისთვის. ის, რომ ამ თავში ყურადღება სწორედ ამ უნარზეა გამახვილებული, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ინტუიციური გაგება არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მისი განვითარება მარტო სახელმძღვანელოს დახმარებით არ არის შესაძლებელი.
იმისთვის, რომ ფისიქიატრს კარგად ჰქონდეს განვითარებული პაციენტის გამოკვლევისთვის საჭირო უნარჩვევები, მან უნდა საფუძვლიანად იცოდეს, თუ როგორ ხდება სიმპტომებისა და ნიშნების დადგენა. ასეთი ცოდნის გარეშე ფსიქიატრმა შეიძლება ფენომენების არასწორი კლასიფიკა- ცია მოახდინოს და, აქედან გამომდინარე, მცდარი დიაგნოზი დასვას. სწორედ ამიტომ ეს თავი ფსიქიკური აშლილობის ძირითადი სიმპტომებისა და ნიშნების განაზღვრას ეძღვნება. პაციენტის სიმპტომებისა და ნიშნების დადგენისას ფსიქიატრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად კარგად ჯდება ეს ფენომენები სხვა პაციენტებთან დადგენილ პატერნებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან უნდა გადაწყვიტოს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული კლინიკური ნიშნები საყოველთაოდ დადგენილ სინდრომს. ფსიქიატრი ამას აკეთებს პაციენტის მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და მისი ავადმყოფობის ისტორიის შესახებ არსებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე. სინდრომის იდენტიფიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროგნოზის გაკეთებასა და ეფექტური მკურნალობის შერჩევაში გვეხმარება. სინდრომების იდენტიფიკაციის დროს ფსიქიატრის ყურადღება წარმართულია იმაზე, თუ რა არის მსგავსი პაციენტების ავადმყოფობის მიზეზი, რა სახის მკურნალობა უტარდებათ მათ და რა შედეგები მოსდევს ასეთ მკურნალობას. დიაგნოსტიკისა და კლასიფიკაციის საკითხები განხილულია მეორე თავში, რომელიც სხვადასვა ტიპის ფსიქიკურ აშლიობებს ეძღვნება. მესამე თავში კი საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მოცემულ თავში აღწერილი სიმპტომების გამოვლენა და ინტერპრეტაცია. გარდა ამისა განხილულია ინფორმაციის ინტეგრირება სინდრომული დიაგნოზის დასადგენად, რაც, თავის მხრივ დაავადების მართვისა და პროგნოზისადმი რა- ციონალური მიდგომის საფუძველს წარმოადგენს.
რამდენადაც ამ თავის უმეტესი ნაწილი სიმპტომებისა და ნიშნების განსაზღვრასა და აღწერას ეთმობა, შესაძლოა ის უფრო რთული წასაკითხი აღმოჩნდეს მომდევნო თავებთან შედარებით. ნავარაუდევია, რომ მკითხველს შეუძლია მოცემული თავი ორ ნაწილად დაყოს: პირველი მოიცავს შესავალ ნაწილსა და იმ ფენომენების ზოგად გაგებას, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება. მეორე ნაწილი კი ფოკუსირებულია განსაზღვრებების დეტალებზე და ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომებსა და ნიშნებზე. ამ ნაწილში მოცემული ინფორმაციის გამოყენების საუკეთესო გზას წარმოადგენს მისი შეჯერება პაციენტის ინტერვიუირებით მიღებულ მონაცემებთან.

ზოგადი საკითხები
       ცალკეული ფენომენების აღწერამდე, სასურველია განვიხ- ილოთ ზოგიერთი ზოგადი საკითხი, რომელიც ეხება სიმპტომებისა და ნიშნების შესწავლის მეთოდებს და იმ ტერმი- ნებს, რომლებიც მათ აღსაწერად გამოიყენება.

ფსიქოპათოლოგია

       ფსიქოპათოლოგია ფსიქიკის ანომალიურ მდგომარეობას შეისწავლის და საკითხის მიმართ ორ განსხვავებულ მიდგომას მოიცავს: აღწერითს და ექსპერიმენტულს. მოცემული თავი თითქმის მთლიანად პირველს ეხება. მეორე მიდგომა (რომელიც ასევე ამ თავშია წარმოდგენილი) უფრო დაწვრილებით მომდევნო თავებში იქნება განხილული.

აღწერითი ფსიქოპათოლოგია

       აღწერითი ფსიქოპათოლოგია ფსიქიკის ანომალიური მდ- გომარეობის ობიექტური აღწერაა. ფსიქოპათოლოგია ცდილობს, შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს მიკერ- ძოებული იდეებისა და თეორიებისაგან და შემოიფარგლოს იმ ცნობიერი გამოცდილებისა და თვალსაჩინო ქცევების აღწერით, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია. მას ზოგჯერ ფენომენოლოგიას ან ფენომენოლოგიურ ფსიქოპათოლოგიას უწოდებენ, თუმცა, სინამდვილეში, ეს ტერმინები არ წარმოდგენს სინონიმებს და ტერმინს ფენომენოლოგია სხვა მნიშვნელობებიც გააჩნია (ბერრიოს, 1992).
აღწერითი ფსიქოპათოლოგიის მიზანია, ნათელი მოჰფინოს ავადმყოფური ფსიქიკური გამოცდილების არსებით თავისებურებებს და გაიგოს, თუ რა სახით განიცდება საკუთარი დაავადება თითოეული პაციენტის მიერ. ეს მოითხოვს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების გამოვლე ნის, იდენტიფიკაციისა და ინტერპრეტაციის უნარს, რაც კლინიკური პრაქტიკის ძირითად ელემენტს წარმოადგენს და, რასაკვირველია, ფსიქიატრის ფუნდამენტურ პროფესიულ უნარჩვევად არის მიჩნეული (სიმს, 2003).
აღწერითი ფსიქოპათოლოგიის ყველაზე უფრო თვალ საჩინო წარმომადგენელია გერმანელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი კარლ იასპერსი. მისი კლასიკური ნაშრომი ოლგემეინე  (ზოგადი ფსიქოპათოლოგია), რომელიც პირველად 1913 წელს გამოქვეყნდა, დღესაც ამ სფეროს ყველაზე უფრო სრულყოფილ აღწერას წარმოადგენს. ხელმისაწვდომია ამ ნაშრომის მეშვიდე გამოცემა, რომელიც ინგლისურ ენაზე ჰოენიგის და ჰამილტონის მიერ არის ნათარგმნი (იასპერს, 1963); სიმსის (სიმს, 2003) მიერ შემოთავაზებული, წასაკითხად უფრო იოლი და თანამედროვე, ვარიანტი და 1968 წელს გამოცემული იასპერსის თეორიის მოკლე შესავალი.

ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია

       ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია ცდილობს, არა მარტო აღწეროს, არამედ ახსნას კიდეც ანომალიური ფსიქიკური ფენომენები. ასეთი მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია ფსიქოდინამიკური ფსიქოპათოლოგია, რომელიც სათავეს იღებს ფროიდის ფსიქოანალიტიკური კვლევებიდან. ფროიდი ანომალიური ფსიქიკური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს პაციენტისთვის უცნობი (არაცნობიერი) ფსიქიკური პროცესების ტერმინებით ხსნიდა. მაგ., ის დევნის ბოდვით იდეებს განმარტავდა, როგორც არაცნობიერ ფსიქიკაში მიმდინარე აქტივობის (რეპრესიისა და პროექციის მექანიზმების მუშაობის ჩათვლით) ცნობიერ გამოხატულებას. ამგვარად, ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია ფოკუსირებულია ცნობიერ ფსიქიკურ პროცესებზე, რომელთა ემპირიული გაზომვა და შემოწმება სავსებით შესაძლებელია. იგი იყენებს ისეთ ექსპერიმენტულ მეთოდებს, როგორებიცაა კოგნიტური და ბიჰევიორული ფსიქოლოგიისა და ფუნქციური ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები. მაგ., არსებობს კოგნიტური თეორიები ბოდვითი იდეების, პანიკის შეტევის და დეპრესიის წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია დაინტერესებულია სიმპტომების გამომწვევი მიზეზებით, კვლევა, ჩვეულებრივ, ტარდება იმ სინდრომების კონტე ქსტის გათვალისწინებით, რომელშიც ეს სიმპტომები იჩენს თავს. ამიტომ ექსპერიმენტულ ფსიქოპათოლოგიაში ჩატ- არებული კვლევის შედეგები განხილული იქნება იმ თავში, რომელშიც შესაბამის აშლილობაზეა საუბარი. აღწერით ფსიქოპათოლოგიაში გამოყენებული ტერმინები და ცნებები

სიმპტომები და ნიშნები
       ზოგადი მედიცინის სფეროში არსებობს სიმპტომებისა და ნიშნების ზუსტი განმარტება და ეს ცნებები ერთმანეთისაგან მკაფიოდ არის გამიჯნული. განსხვავებული მდგომარეობაა ფსიქიატრიაში. აქ, სამედიცინო გაგებით ძალიან ცოტა ნიშანი გვაქვს (კატატონური შიზოფრენიის, მოტორული დარღვევებისა და ნერვული ანორექსიის ფიზიკური მანი- ფესტაციების გამოკლებით), ხოლო დიაგნოსტიკური ღირებულების მქონე ინფორმაცია ძირითადად პაციენტის ავადმყოფობის ისტორიიდან და მის გარეგნობასა და ქცევაზე დაკვირვებით მიიღება. ამიტომაც, ფსიქიატრიაში ტერმინი
ნიშანი ზუსტი მნიშვნელობით არ გამოიყენება, არამედ ორი შინაარსი აქვს: ერთის მიხედვით ის წარმოადგენს იმ მახასიათებლებს, რომლებიც დაკვირვებას ექვემდებარება, და არა იმას, რასაც პაციენტი გვეუბნება (მაგ., პაციენტის რეაქცია ჰალუცინაციაზე) მეორეს მიხედვით ისეთ სიმპტომთა ჯგუფს, რომელსაც დამკვირვებელი მთლიანობაში განიხილავს, როგორც გარკვეული დარღვევისთვის დამახა სიათებელ ნიშანს. პრაქტიკაში სიმპტომები და ნიშნები ხშირად სიმპტომებისმაგივრად გამოიყენება (როგორც ეს ამ თავშია მოცემული) და ორივე ტერმინი ფსიქიკური აშლილობის ფენომენებზე მიუთითებს).

სუბიექტური და ობიექტური

       ზოგადი მედიცინის სფეროში ტემინები `სუბიექტური და ობიექტური გამოიყენება, როგორც სიმპტომებისა და ნიშნების შესაბამისი ცნებები. ობიექტურად ითვლება ის სიმპტომები და ნიშნები, რომლებზე დაკვირვებაც ექიმს

ზოგადი საკითხები

       უშუალოდ შეუძლია (მაგ., მენინგიალური ნიშნები, სიყვითლე). თუმცა, უფრო ზუსტი მნიშვნელობით, ესეც სუბიექტურ შეფასებას წარმოადგენს.
ფსიქიატრიაში ამ ტერმინებს თითქმის ისეთივე მნიშვნელობით იყენებენ, როგორც ზოგად მედიცინაში, თუმცა ფსიქიატრიაში მათი შინაარსობრივი საზღვრები უფრო ბუნდოვანია, ისევე, როგორც სიმპტომებისა და ნიშნების. ტერმინი ობიექტური ღნიშნავს იმ მახასიათებლებს, რომლებზე დაკვირვებაც ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ხდება (პაციენტის გარეგნობა და ქცევა) და ჩვეულებრივ მაშინ გამოიყენება, როდესაც ფსიქიატრს უნდა საკუთარი დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია პაციენტის მიერ აღწერილ სიმპტომებს შეადაროს. მაგ: დეპრესიის შეფასებისას, ისეთი ჩივილები, როგორებიცაა ცუდ გუნებაზე ყოფნა და ტირილის სურვილი სუბიექტურ მახასიათებლებს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც სუსტი მხედველობითი კონტაქტი, ფსიქომოტორული შენელება და ტირილი ობიექტური მახასიათებლებია. თუ ორივე სახეზეა, ფსიქიატრს შეუძლია დეპრესიის სუბიექტური და ობიექტური გამოვლინებები დააფიქსიროს. სუბიექტური და ობიექტური მახასიათებლების ერთობლივი მოცემულობა უფრო საფუძ- ვლიანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, ვიდრე თითოეული მათგანისა ცალცალკე. თუმცა, თუ პაციენტის ქცევა და მანერები ინტერვიუს მიმდინარეობის დროს სავსებით ნორმალურია, მიუხედავად სუბიექტური ჩივილებისა, ფსიქიატრი აფიქსირებს, რომ ობიექტური მახასიათებლების მიხედვით, დეპრესია არ აღინიშნება. ასეთ შემთხვევაში ფსიქიატრმა უნდა განსაზღვროს შეუსაბამო- ბის მიზეზები და გადაწყვიტოს, თუ როგორი დიაგნოსტიკური დასკვნები გამოიტანოს. როგორც წესი, ობიექტურ ნიშნებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. მაგ., ფსიქიატრს შეუძლია დასვას დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი მაშინაც კი, როდესაც პიროვნება სუბიექტურად არ განიცდის დეპრესიას, მაგრამ მისი ობიექტური მახასიათებლები საკმარისი ხარისხით არის წარმოდგენილი, და პირიქით ფსიქიატრმა შეიძლება საეჭვოდ მიიჩნიოს პაციენტის ჩივილის (მაგ., უგუნებობა, რაგინდ ძლიერადაც არ უნდა იყოს ეს გამოხატული) დიაგნოსტიკური ღირებულება, თუ არ არ- სებობს ამ დიაგნოზის ობიექტური მახასიათებლები.

ფორმა და შინაარსი

       ფსიქიატრიული სიმპტომების აღწერის შემდეგ სასურვე- ლია, განვასხვაოთ ტერმინები `ფორმა და `შინაარსი~, რასაც ყველაზე უკეთ შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს: თუ პაციენტი ამბობს, რომ მარტო ყოფნისას ესმის ხმები, რომლებიც მას არატრადიციული ორიენტაციის მატარებელს უწოდებენ, ასეთი გამოცდილების ფორმა სმენითი ჰალუცინაციებია  ხოლო შინაარსს წარმოადგენს აზრი, რომ პაციენტი . მეორე პაციენტს შეიძლება ჩაესმოდეს ხმები, რომ მას მალე მოკლავენ. ასეთ შემთხვევაშიც ფორმა არის სმენითი ჰალუცინაციები, მაგრამ შინაარსი პირველისაგან განსხვავებულია. მესამე პიროვნებას შეიძლება აწუხებდეს განმეორებადი ინტრუზიული აზრი, რომ ის , მაგრამ აცნობიერებდეს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ შემთხვევაში შინაარსი იგივეა, რაც პირველ მაგალითში (ორივე ჰომოსექსუალიზმს ეხება), ხოლო ფორმა კი განსხვავებულია. დიაგნოზის დასმისას ფორმას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზემოთ მოყვანილ პირველ ორ მაგალითში, ჰალუცინაციის არსებობა (განსაზღვრების მიხედვით) ამა თუ იმ სახის ფსიქოზზე მიუთითებს, მაშინ როცა მესამე მაგალითში, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ობსესიურკომპულსურ აშლილობასთან. დიაგნოზის დასმისთვის შინაარსი ნაკლებ ყურადსაღებია, მაგრამ ის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს დაავადების მართვის დროს. მაგ., ბოდვის შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პაციენტი შეიძლება თავს დაესხას ადამიანს, რომელიც თავისი მდევარი ჰგონია. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც პაციენტს აწუხებს, შინაარსია და არა ფორმა. პირველ რიგში მას სურს საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც მას დევნის, და არა იმაზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. პაციენტი შეიძლება გააღიზიანოს მისი აზრით უადგილო შეკითხვებმა საკუთარი წარმოდგენების ფორმის შესახებ. ფსიქიატრი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ფორმასა და შინაარსს შორის არსებულ განსხ- ვავებებს და უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ მათგანზე გაამახვილოს ყურადღება.

პირველადი და მეორადი

       ტერმინები პირველადი და მეორადი ხშირად გამოიყენება სიმპტომებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავებული მნიშვნელობით. პირველი მნიშვნელობა სიმპტომის გამოვლენის დროზე ამახვილებს ყურადღებას და უბრალოდ მიუთითებს იმაზე, თუ რომელი სიმპტომი იჩენს თავს პირველად. მეორე კი კაუზალურია. ამ მნიშვნ- ელობის თანახმად, პირველადი ნიშნავს უშუალოდ პათოლოგიური პროცესიდან აღმოცენებულს, ხოლო მერადი რეაქციას პირველად სიმპტომზე. ეს ორი მნიშვნელობა ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, რადგან სიმპტომები, რომლებიც უშუალოდ ფსიქოპათოლოგიური პროცესიდან აღმოცენდება, ჩვეულებრივ, პირველი იჩენს თავს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც უფრო გვიანდელი სიმპტომ- ები პირველადზე საპასუხო რეაქციას კი არ წარმოადგნს, არამედ ისინიც უშუალოდ ფსიქოპათოლოგიური პროცეს- ებიდან არიან აღმოცენებული. ტერმინებს პირველადი და მეორადი უფრო ხშირად პირველი მნიშვნელობით იყენებენ, რადგან მათი ამგვარი გააზრება თავის თავში არ შეიცავს კაუზალურ ქვეტექსტს. მიუხედავად ამისა, ბევრ პაციენტს არ შეუძლია იმის თქმა თუ როგორი თანმიმდევრობით გამოვლინდა მისი სიმპტომები. თუკი ერთი სიმპტომი მეორეზე გაცემულ რეაქციას წარმოადგენს (მაგ., დევნის ბოდვითი იდეა არის რეაქცია იმაზე, რომ პიროვნებას ესმის ხმები, რომლებიც მას ადანაშაულებენ), მას, კაუზალური მნიშველობით, მეორად სიმპტომს უწოდებენ. სინდრომების აღწერისას ტერმინები პირველადი და მეორადი ამგვარი მნიშვნელობითაც გამოიყენება.

გაგება და ახსნა

       სიმპტომებზე საუბრისას იასპერსი (ჟასპერს, 1913) ერთმანეთისაგან განასხვავებდა გაგების ორ ფორმას. პირველი, რომელსაც ვერსტეჰენ (გაგება) ეწოდება, წარმოადგენს პაცი- ენტის სუბიექტური გამოცდილების შეფასების მცდელობას (როგორ განიცდება მის მიერ ეს გრძნობა?). ამგვარი შეფასება ფსიქიატრისაგან ინტუიციასა და ემპათიის უნარს მოითხოვს. მეორე ფორმას ეწოდება ერკლარენ (ახსნა) და ის მოვლენებს გარეგანი ფაქტორების გათვალისწინებით განიხილავს. მაგ., პაციენტის ცუდ ხასიათზე ყოფნა შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ის ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს. ახსნა ეტიოლოგიის ცონდას მოითხოვს.

ცალკეული სიმპტომების მნიშვნელოვნობა

ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად გარკვეული სიმპტომების ჯგუფის (სინდრომის) არსებობაა საჭირო. ცალკე აღებული ნებისმიერი სიმპტომი შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებსაც აღენიშნებოდეს. ჰალუცინაცია- მაც კი, რომლის არსებობა ხშირად განიხილება როგორც ფსიქიკური აშლილობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, შეიძლება ხანდახან, ხანმოკლე დროით, ჯანმრთელ ადამიანებშიც იჩინოს თავი. საქმე ისაა, რომ ცალკეული (იზოლირებული) ბოდვითი იდეა მაშინ ითვლება ფსიქიკური აშლი ლობის მაჩვენებლად, როდესაც ის მკვეთრად გამოხატული და პერსისტენტულია (იხ. თავი 13). საზოგადოდ, მხოლოდ ერთი სიმპტომით ვერ ვიმსჯელებთ ფსიქიკური აშლილო- ბის არსებობაზე. ასეთი სიმპტომის არსებობა მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი და, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი გამოკვლევა ფსიქიკური აშლილობის სხვა სიმპტომებისა და ნიშნების დასადგენად. როზენჰანის გამოკვლევაში (1973) ნაჩვენებია, თუ რამდენად სახიფათოა ამ პრინციპის გაუთვალისწინებლობა. რვა პაციენტს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ესმოდათ ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები ცარიელი, ფუყე, დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი მიუხედავად იმისა, რომ სხვა სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და მათი ქცევაც სავსებით ნორმალური იყო. ეს გამოკვლევა იმასაც გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღწერითი ფსიქოპათოლოგიის ცოდნა და სანდო დიაგნოსტიკური კრიტერიუმების გამოყენება (თავი 2).


პაციენტის გამოცდილება

სიმპტომები და ნიშნები ფსიქოპათოლოგიის საგნის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. ფსიქოპათოლოგია ასევე მოიცავს პა- ციენტის გამოცდილებას, რომელიც მის დაავადებასთან არის დაკავშირებული და იმას, თუ როგორ ცვლის ფსიქიკური აშლილობა პაციენტის წარმოდგენას საკუთარ თავზე, სამყაროზე და მომავალთან დაკავშირებულ იმედებზე. ეს არის ერთერთი მაგალითი `გაგებისა, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. დეპრესიულმა აშლილობამ შეიძლება ძალზე განსხვავებული გავლენა იქონიოს იმ ადამიანზე, რომელიც უპრობლემოდ, ბედნიერად ცხოვრობს და ძირითადი ამბიციებიც დაკმაყოფილებული აქვს და იმ ადამიანზე, რომელსაც წარსულში ბევრი მარცხი განუცდია, მაგრამ მომავლის იმედი აქვს. იმისთვის, რომ ფსიქიატრმა ნათელი წარმოდგენა შეიქმნას პაციენტის ფსიქიკური აშლილობის გამოცდილებითი ასპექტის შესახებ, იგი ისევე უნდა ეცადოს პაციენტის პიროვნების გაგებასა და შეცნობას, როგორც ამას ბიოგრაფები აკეთებენ. ამ სახის მიდგომას ზოგჯერ პიროვნების ცხოვრების ისტორიაზე დამყარებულ მიდგომას უწოდებენ და მის პრაქტიკაში გამოყენების დროს სახელმძღვანელო ნაკლებად გვიწევს დახმარებას. პაციენტის გაგების საუკეთესო გზა მისი მოსმენაა. ფსიქიატრს ძალიან წაადგება ისეთი ბიოგრაფიული და ლიტ- ერატურული ნაწარმოებების კითხვა, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ აყალიბებს ცხოვრებისეული გამოცდილება პიროვნებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება მას გააცნობიე- როს, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე.

კულტურით გაპირობებული განსხვავებები ფსიქოპათოლოგიაში

       სრულიად განსხვავებულ კულტურებში სიმპტომები მსგავსია თავისი ფორმის მიხედვით. განსხვავება ვლინდება იმაში, თუ რომელ სიმპტომებზე საუბრობენ პაციენტები ექიმებთან. მაგ., ინდოეთში მცხოვრები ადამიანები, ევროპელებისაგან განსხვავებით, დეპრესიული აშლილობის დროს იშვიათად უჩივიან ცუდ გუნებაგანწყობას და უფრო მეტად სომატურ სიმპტომებზე ამახვილებენ ყურადღებას. კულტურის მიხედ- ვით განსხვავებულია სიმპტომების შინაარსიც. მაგ., ზოგიერთი აფრიკული კულტურის წარმომადგენლებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ბოდვა ბოროტი სულების შესახებ, რაც ევროპელებთან ძალიან იშვიათად გვხვდება. კულტუროლოგიური განსხვავებები გავლენას ახდენს აგრეთვე ავადმყოფობის სუბიექტურ განცდაზე და, აქედან გამომდინარე, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს და გაიაზრებს პაციენტი თავის ავადმყოფობას (ფაბრეგა, 2000). ზოგიერთ კულტურაში ფსიქიკური აშლილობის შედეგები მიეწერება ჯადოქრობას რწმენას, რომელსაც გარკვეული წვლილი შეაქვს პაციენტის მძიმე მდგომარეობის ჩამოყალიბებაში. ზოგიერთ კულტურაში კი ფსიქიკური დაავადებები იმდენად მძლავრად არის სტიგმა ტიზებული, რომ შეიძლება ქორწინებისთვის დაბრკოლებად იქცეს. ასეთ კულტურაში ფსიქიკური ავადმყოფობის გავლენა პაციენტის შეხედულებაზე საკუთარი თავისა და მომავლის შესახებ ძალიან განსხვავებული იქნება იმ ზეგავლენისაგან, რომელსაც ფსიქიკური დაავადების მიმართ ტოლერანტულ საზოგადოებაში მცხოვრები პაციენტი განიცდის.

სიმპტომებისა და ნიშნების განმარტება
გუნებ-განწყობისა და ემოციური სფეროს პათოლოგია
       ფსიქიატრიას უმეტესწილად საქმე აქვს პათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობებთან, კერძოდ, გუნებგანწყობის დარღვევებთან და ემოციური სფეროს აშლილობასთან, განსაკუთრებით კი შფოთვასთან. შესაბამისი სიმპტომბის აღწერამდე, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, მოვიყვანოთ ტერმინების განმარტება, მით უმეტეს, რომ დროთა განმავლობაში მათი მნიშვნელობა საგრძნობლად შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, გუნებგანწყობა შეიძლება გავიგოთ, როგორც ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი, რომელიც ნებისმიერ ემოციას მოიცავს (მაგ., შფოთვითი გუნებგანწყობა). თუმცა, უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ის ისეთ კონტინიუმზე განლაგებული ემოციების აღსანიშნავადაც გამოიყენება, რომლის ერთ ბოლოზე დეპრესიაა, ხოლო მეორეზე მანია. ამ ტერმინის პირველი მნიშვნელობით გამოყენება შედარებით იშვიათად ხდება. მეორე მნიშ- ვნელობა ასახავს იმ ფაქტს, რომ ამჟამინდელი დიაგნოსტიკური სისტემების მიხედვით გუნებ-განწყობის (აფექტური) აშლილობები ისეთი ტიპის დარღვევებია, რომელთა განმსაზღვრელ მახასიათებლებს დეპრესია და მანია წარმოადგენს, ხოლო შფოთვითი ხასიათის და სხვა სახის ემოციური აშლილობა ცალკე კატეგორიად მოიაზრება. ამ ქვეთავში (სანამ შფოთვის, დეპრესიისა და მანიის სპეციფიკურ მახასიათებლებს ცალკე გამოვყოფდეთ და განვიხილავდეთ) აღწერილია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც საერთოა როგორც გუნებგანწყობისთვის, ასევე `სხვა ემოციებისთვის. მეორე ნაწილში განხილულია ტერმინი აფექტი. დღეს ეს სიტყვა ჩვეულებრივ ტერმინგუნებგანწყობის ნაცვლად გამოიყენება, ამ უკანასკნელის უფრო ვიწრო მნიშვნელობით. სწორედ აქედან გამომდინარე ამბობენ: `მისი აფექტური მდგომარეობა ნორმალურია ან მას აფექტური აშლილობა აღენიშნება. თუმცა, წარსულში ამ ტერმინებს ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობით იყენებდნენ: `გუნებ განწყობა აღნიშნავდა დომინანტურ და ხანგრძლივ მდგომარეობას, ხოლო `აფექტი უკავშირდებოდა ცალკეულ ასპექტს ან ობიექტს და შედარებით ხანმოკლე მდგო- მარეობაზე მიუთითებდა.

ფსიქიკური აშლილობების დროს გუნებგანწყობის პათოლოგია სამი სახითაა წარმოდგენილი:
  1. შეცვლილია გუნებგანწყობის ხასიათი.

  2. ჩვეულებრივთან შედარებით მეტად ან ნაკლებად მერყევია.
  3. არ შეესაბამება პაციენტის აზრებსა და ქმედებებს ან მის ამჟამინდელ მდგომარეობას.
ემოციისა და გუნებაგანწყობის ცვლილებები ხასიათის მიხედვით


       ეს ცვლილებები შეიძლება გამოიხატებოდეს შფოთვაში, დეპრესიაში, აწეულ გუნებაგანწყობაში, გაღიზიანებადობასა და სიბრაზეში. ნებისმიერი ეს ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს პაციენტის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან, თუმცა, შესაძლოა ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზების გარეშეც განვითარდეს. მათ ჩვეულებრივ თან სდევს სხვა სიმპტომებიც და ნიშნებიც. მაგ., შფოთვის

ინტენსივობის გაზრდას თან ახლავს ჰიპერაქტიურობა და კუნთების ტონუსის მატება; ხოლო დეპრესიას ფსიქომოტორული შენელება და მძიმე სულიერი მდგომარეობა.

ემოციისა და გუნებგანწყობის ცვლილებები მერყეობის მიხედვით
ემოციები და გუნებგანწყობა იცვლება პიროვნების ცხოვრებისეულ სიტუაციასა და საზრუნავთან ერთად. პათოლოგიური მდგომარეობის დროს ისინი შეიძლება, ნორმალურთან შედარებით, მეტად ან ნაკლებად მერყეობდეს. გუნებგანწყობის მომატებულ ცვალებადობას გუნებგანწყობის ლაბილობა ანუ სუსტსულოვნება ეწოდება, ხოლო ექსტრემალურ ცვალებადობას ზოგჯერ ემოციურ შეუკავებლობას უწოდებენ.
გუნებ-განწყობის ცვალებადობის შემცირებას სიჩლუნგე ან გასადავება ეწოდება. ამ ტერმინებს წინათ ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდათ, მაგრამ ახლა მათ ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. ცვალებადობის შემცირება, ჩვეულებრივ, გვხვდება დეპრესიისა და შიზოფრენიის დროს. სრულ განურჩევლობას აპათიას უწოდებენ (შენიშვნა: ამ შემთხვევაში ეს ტერმინი განსხვავებული მნიშველობით გამოიყენება, ვიდრე ყოველდღიურ მეტყველებაში).

ემოციის არაკონგრუენტულობა (შეუსაბამობა)

       ემოციურ დონეზე მომხდარი ცვლილებები შეიძლება არ
შეესაბამებოდეს პაცინეტის აზრებს და იმ ვითარებას, რომელშიც ის იმყოფება.
ასეთ ემოციას არაკონგრუენტული ანუ შეუსაბამო ეწოდება. მაგ., პაციენტი შეიძლება კარგ გუნებაზე გამოიყურებოდეს ან იცინოდეს საკუთარი დედის გარდაცვალებაზე საუბრისას. ასეთი არაკონგრუენტულობა განსხვავდება მორცხვი სიცილისაგან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პიროვნება უხერხულად გრძნობს თავს. ემოციური სფეროს აშლილობისა და გუნებ- განწყობის დარღვევების კლინიკური გამოხატულება ემოციური სფეროს აშლილობა და გუნებგანწყობის დარღვევები არსებითად ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს იჩენს თავს. ისინი აფექტური და შფოთვითი აშლილობის ძირითადი მახასიათებლებია. აგრეთვე, ჩვეუ- ლებრივ, თან ახლავს კვებით აშლილობას, წამალმოხმარებით გამოწვეულ აშლილობას, დელირიუმს, დემენციასა და შიზოფრენიას.

შფოთვა

       რაიმე საშიშროების არსებობის დროს შფოთვის აღ- მოცენება ნორმალური რეაქციაა. შფოთვა პათოლოგიურად ითვვლება მაშინ, როდესაც მისი ინტენსივობა არსებული საშიშროების ხარსხის არაპროპორციულია ან მასზე უფრო დიდხანს გრძელდება. შფოთვითი გუნებგანწყობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომატურ, ვეგეტატიურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტებთან. ყველაფერი ეს შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ეკვივალენტი საშიშროებასთან გასამკლავებლად მზადების, რასაც სხვა ძუძუმწოვრებშიც ვხვდებით. მაგ., მტაცებლისაგან გაქცევისთვის მზადება, მისგან თავის არიდება ან მასთან შებრძოლება. მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის შფოთვა უმეტეს წილად აუმჯობესებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მაგრამ ძლიერი ინტენსივობის შფოთვა პირიქით აფერხებს მას. შფოთვითი რეაქცია უფრო საფუძვლიანად მეცხრე თავ- შია განხილული. ქვემოთ მისი მთავარი კომპონენტებია მოცემული:

  1) ფსიქოლოგიური კომპონენტი. აჟიტაცია და ცუდი წინათგრძნობა, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა, წუხილი, გაღიზიანებადობა, მომატებული სიფხიზლე (უძილობასთან ერთად) და ყურადღების შევიწროვება (კერძოდ საშიშრების წყაროზე ფოკუსირება).
  2) სომატური კომპონენტი. კუნთების დაძაბულობა და გახშირებული სუნთქვა. თუ ამ ცვლილებებს თან არ სდევს ფიზიკური აქტივობა, ისინი შეიძლება განიცდებოდეს როგორც კუნთების დაძაბულობით გამოწვეული ტრემორი ან როგორც ჰიპერვენტილაციის ეფექტი (მაგ., თავბრუსხვევა).
  3) ავტონომიური კომპონენტი. გულისცემის გახშირება, მომატებული ოფლიანობა და პირის სიმშრალე. ასევე, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შარდვის ან დეფეკაციის ძლიერი მოთხოვნილება.
  4) საშიშროებისთვის თავის არიდება. ფობია წარმოადგენს კონკრეტული საგნის ან მოვლენის გამუდმებულ, ირაციონალურ შიშს. ჩვეულებრივ, შეინიშნება საშიში ობიექტისთვის თავის არიდების აშკარა სურვილი, მაგრამ არა ნებისმიერ შემთხვევაში (ამ უკანასკნელის მაგალითია იპოქონდრია  ავადმყოფობის შიში). ასეთი შიში ობიექტურად არსებული საფრთხის არაადეკვატურია, რასაც თავად პაციენტიც აცნობიერებს. ფობიები შეიძლება უკავშირდებოდეს ცოცხალ ობიექტებს, ბუნების მოვლენებს ან რაიმე სხვა სიტუაციას. ფობიის მქონე ადამიანები განცდიან შფოთვას არა მხოლოდ საშიშიობიექტის ან სიტუაციის რეალურად არსებობის შემთხვევაში, არამედ მათზე ფიქრის დროსაც. (ანტიციპატორული შფოთვა). ფობიები უფრო საფუძვლიანად განხილული იქნება შფოთვით აშლილობაზე საუბრისას.

კლინიკური გამოხატულება

       ფობიები გავრცელებული მოვლენაა ჯანმრთელ ბავშვებში, ხოლო მოზარდებთან და ზრდასრულ ადამიანებთან უფრო ნაკლები სიხშირით იჩენს თავს. ფობიის სიმპტომები ნები- სმიერი სახის შფოთვითი აშლილობის დროს გვხვდება, მაგრამ ისინი უფრო ფობიკური აშლილობის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს.

დეპრესია

       დეპრესია არის ნორმალური რეაქცია რაიმე დანაკარგზე ან უბედურებაზე. ასეთ შემთხვევაში მას გლოვას ან დარდს უწოდებენ. დეპრესია მაშინაა ანომალიური, როდესაც ის უბედური შემთხვევის არაპროპორციულია ან ზედმეტად დიდხანს გასტანს. დეპრესიული გუნებგანწყობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ცვლილებებთანაც, განსაკუთრებით თვითშეფასების დაქვეითებასთან, პესიმისტურ ან ნეგატიურ აზრებთან და სიამოვნების განცდის შესუსტებასთან ან დაკარგვასთან (ანჰედონია). დეპრესიულ პიროვნებას აქვს დამახასიათებელი გამომეტყველება და გარეგნული იერი: ქვემოთ დაწეული პირის კუთხეები, შეკრული წარბები და მოხრილი, დათრგუნული შესახედაობა. ზოგიერთ დეპრესიულ პაციენტს აგზნების დონე დაქვეითებული აქვს (ფსიქომოტორული რეტარდაცია), მაგრამ ზოგიერთს პირიქით მოუსვენრობა და აჟიტაცია აღენიშნება. დეპრესიის ფსიქოპათოლოგია უფრო ვრცლად მეთერთმეტე თავშია განხილული.

კლინიკური გამოხატულება

       დეპრესია შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს. ის აფექტური აშლილობების განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს და ჩვეულებრივ თავს იჩენს შიზოფრენიის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების, კვებითი აშლილობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის დროს. დეპრესია შეიძლება ორგანული დარღვევების შემთხვევა- შიც გამოვლინდეს.

აწეული გუნებგანწყობა  მანია

       დეპრესიულთან შედარებით, აწეული გუნებგანწყობა უფრო ნაკლებადაა შესწავლილი. მანიაკალური მდგომარეობა წარმოადგენს აწეული გუნებ-განწყობის ექსტრემალურ ხარისხს. იგი, დეპრესიის მსგავსად, გარკვეულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული: გაზრდილ თვითდაჯერებულობასა და კეთილდღეობის განცდასთან ერთად მომატებულია აქტიურობა და სიფხიზლის დონე. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, პაციენტისთვის სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ზოგ შემთხვეევაში მის მიერ შემაწუხებელ მოსვენრობად განიცდება. აწეული გუნებ-განწყობა ყველაზე ხშირია მანიისა და ჰიპომანიის დროს.

გაღიზიანებადობა და სიბრაზე

       გაღიზიანებადობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც გაბრაზების მზაობის აქტივაციას წარმოადგენს. როგორც გაღიზიანებადობამ, ასევე სიბრაზემ შეიძლება თავი იჩინოს მრავალი სხვადასხვა სახის დარღვევის დროს, რის გამოც ერთსაც და მეორესაც დიაგნოზის დასმისას მცირე მნიშვნელობა ენიჭებათ. თუმცა, გაღიზიანებადობასა და სიბრაზეს დიდი მნიშვნელობა აქვს რისკის შეფასებისა და რისკის მართვის დროს, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მათი არსებობა თვით პაციენტისთვის ან სხვა პირისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას შეიცავდეს (თავი 3). გაღიზიანებადობა შეიძლება თან ახლდეს შფოთვით აშლი- ლობას, დეპრესიას, მანიას, დემენციას და მედიკამენტურ ინტოქსიკაცას.

აღქმის პათოლოგია

       სპეციფიკური სახის აღქმის დარღვევები მძიმე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ამ სიმპტომების იდენტიფიცირება და მათი გამოცალკევება სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი და გავრცელებული ცვლილებებისაგან, რომლებიც სენსორულ დარღვევებში ვლინდება. სწორედ ამიტომ, აღქმითი ფენომენები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი.

აღქმა და ხატი

       აღქმა არის გრძნობათა ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შეცნობის პროცესი. მაგრამ იგი არ არის გრძნობათა ორგანოების მიერ მოწოდებული მონაცემების უშუალო ასახვა, რადგანაც მათზე ზემოქმედებს კოგნიტური პროცესები, რომლებიც ახდენს მონაცემთა კონსტრუ- ირებას და ქმნის სქემებს, რომელთა მიხედვითაც ხდება ობიექტის აღქმა. ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ან იგნორირება გავუკეთოთ აღქმის პროცესს, მაგრამ ნებისყოფის ძალისხმევით მისი შეწყვეტა შეუძლებელია.
ხატი არის აღქმის ობიექტის ასახვა, რომელიც გონებაში წარმოიქმნება. ის შეიძლება გამოვიწვიოთ ან გავაქროთ ნებისყოფის ძალისხმევით. ხატები, აღქმის ობიექტებისაგან განსხვავებით, განიცდება როგორც ისეთი რამ, რაც რეალურ მნიშვნელობას არის მოკლებული. ასე რომ, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ხატი აღქმის ობიექტისაგან განასხვავოს. ზოგიერთი ადამიანი აღიქვამს ეიდეტურ ხატს. ეს არის ვიზუალური ხატი, რომელიც იმდენად ინტენსიური და დეტალურია, რომ იგი ფოტოგრაფიულად ასახავს აღქმის ობიექტს, თუმცა, სხვა მხრივ, მისგან განსხვავდება. ჩვეულებრივ, ხატი აღქმის პროცესის დაწყებისთანავე ქრება, მაგრამ ზოგჯერ ის აღქმის ობიექტის პარალელურადაც განაგრძობს არსებობას (იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი სუსტი და არასტრუქტურირებულია). ასეთი ტიპის ხატს პარეიდოლია ეწოდება.
აღქმის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს როგორც ინტენსივობის მიხედვით, ისე თვისობრივადაც. ადამიანები, რომლებსაც შფოთვა ახასიათებთ შეგრძნებებს ჩვეულებრივზე უფრო მძაფრად განიცდიან. მაგ., პიროვნება შეიძლება უჩვეულოდ მგრძნობიარე იყოს ხმაურის მიმართ. მანიის დროს აღქმის შინაარსები ჩვეულებრივზე უფრო მკვეთრია, ხოლო დეპრესიის დროს კი შეიძლება, პირიქით მკრთალი და უსიცოცხლო იყოს.

ილუზიები

       ილუზია გარეგანი სტიმულის მცდარ აღქმას წარმოადგენს. ის აღმოცენდება მაშინ, როდესაც სენსორული სტიმულა- ციის ზოგადი დონე დაქვეითებულია და ყურადღება არ არის ფოკუსირებული რელევანტურ სენსორულ მოდალობაზე. მაგ., სიბნელეში ბუჩქის კონტური თავიდან შეიძლება ადამიანად აღიქმებოდეს (თუ ყურადღება არ არის კონტურზე ფოკუსირებული). ილუზიები შეინიშნება ცნობიერების დონის დაქვეითების დროსაც, თუნდაც ნორმალური განათების პირობებში (მაგ., დელირიუმის მქონე ადამიანებთან). როგორც ნორმალური მდგომარეობის, ასევე დელირიუმის დროსაც, ილუზიების გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია მაშინ, როდესაც პიროვნება შფოთვას განიცდის. ამიტომ ბნელ ქუჩაში ბუჩქის კონტურს ადამიანად უფრო შეშინებული პიროვნება აღიქვამს, ვიდრე მშვიდ მდ- გომარეობაში მყოფი.

ჰალუცინაციები

       ჰალუცინაცია უობიექტო აღქმაა, რომელიც გრძნობათა ორგანოების მიერ ისეთივე ხარისხით განიცდება, როგორც რეალურად არსებული ობიექტის ზემოქმედება. ილუზიისაგან განსხვავებით იგი აღიქმება, როგორც გარე სამყაროს ან პიროვნების სხეულიდან (და არა წარმოსახვიდან) წამოსული იმპულსი. ჰალუცინაციის გაქრობა სურვილზე არ არის დამოკიდებული.
ჰალუცინაცია უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობაზე მიუთითებს. როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, სხვადასხვა ტიპის დარღვევას სპეციფიკური ჰალუცინაციები ახასიათებს. თუმცა, ჰალუცინაციებმა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებშიც იჩინოს თავი, რაც, ჩვეულებრივ, ჩაძინებისას (ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები) ან გამოღვიძებისას (ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები) ხდება. ჰალუცინაციის ეს ორი სახეობა შეიძლება მხედველობითიც იყოს და სმენითიც. სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს ზოგჯერ ისეთი განცდა ეუფლება, რომ მას ვიღაც ეძახის. ამგვარი ჰალუცინაციები გავრცელებულია ნარკოლეფსიის დროს. ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც ახლახან დაკარგა
1.1 ჰალუცინაციების აღწერა

სირთულის მიხედვით

  • მარტივი
  • რთული

შეგრძნების მოდალობის მიხედვით

  • სმენითი
  • მხედველობითი (ვიზუალური)
  • ყნოსვითი და გემოვნებითი
  • სომატური (ტაქტილური და ვისცერალური)

სპეციალური მახასიათებლების მიხედვით

  •  სმენითი
  •  მეორე პირის
  •  მესამე პირის
  •  მხედველობითი

 ექსტრაკამპინური ავტოსკოპიური ჰალუცინაცია

რეფლექტორული ჰალუცინაცია

ჰიპნოგოგიური და ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები

       ახლობელი, გარდაცვლილი პიროვნების ჰალუცინაცია აღენიშნება. ჰალუცინაციები შეიძლება დაფიქსირდეს სენსორული დეპრივაციის შემდეგ პერიფერიული წარმოშობის სიყრუის ან სიბრმავის მქონე ადამიანებთან; ნევროლოგი- ური დარღვევებისას, რომლებიც გავლენას ახდენს მხედველობითი გადაცემის გზებზე და, აგრეთვე, ეპილეფსიისა (თავი 14) და შარლ ბონეს სინდრომის დროს.

 

← სარჩევი

ნახვა: 8204

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The statistics shared in the infographic

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 19, 2024.
საათი: 6:15am 0 კომენტარი

The statistics shared in the infographic offer valuable insights into the focus and features of Throne and Liberty, providing players with a glimpse of what they can expect from the final release. From epic boss battles to intense PvP showdowns, the game promises to Throne and Liberty Lucent deliver an immersive and engaging experience for players around the world.

As development continues and the game edges closer to…

გაგრძელება

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

Path of Exile: Best Skills, Ranked

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 14, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Bow characters are often one of the worst league-starter builders in Path of Exile because of gearing issues and too little life threatening on the ideal side of their passive tree.The gearing issue isn't a concern with Hazardous Rain. Provided that you own a bow with some sort of madness or toxin damage scaling, Toxic Rain becomes one of the best Bow abilities in the sport. Launching toxic arrows into the sky, this skill releases spores on effect that deal substantial chaos harm over time.…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

Qwelly World

free counters