7 თავი

თავის შინაარსი

პიროვნება

  • პიროვნების  მნიშვნელობა
  • პიროვნების ტიპები
  • პიროვნების ჩამოყალიბება
  • პიროვნების გამოკვლევა
  • პიროვნული აშლილობა ანომალიური
  • პიროვნების ცნება როგორ ჩამოყალიბდა წარმოდგენა
  • ანომალიური პიროვნების შესახებ
  • ანომალიური პიროვნების კლასიფიკაცია
  • პიროვნების მნიშვნელობა
  • აღწერა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ეპიდემიოლოგია
  • ეტიოლოგია
  • პიროვნული აშლილობის პროგნოზი მკურნალობა
  • პიროვნული აშლილობის მართვა
  • პიროვნული აშლილობის კონკრეტული ტიპების მართვა

 

პიროვნება

       ტერმინი პიროვნება  აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის  პატერნებს,  რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს. ამდენად, პერსონოლოგია განსხვავდება ფსიქიკური აშლილობისგან იმით,  რომ  ქცევები,  რომლებიც განსაზღვრავს პიროვნებას,  მისი  მთელი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე  ვლინდება, ხოლო ქცე ვები, რომლებიც განსაზღვრავს ფსიქიკურ აშლილობას, განსხვავდება ინდივიდის პრემორბიდული ქცევისგან. ეს განსხვავება ადვილი დასანახია, როდესაც ქცევა საგრძნობლად იცვლება ხანმოკლე დროის მანძილზე  (მაგ., მანიაკალური აშლილობის დროს) და უფრო რთული დასანახია, როდესაც ქცევა იცვლება ნელა, უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე  (მაგ., შიზოფრენიის ადრეული გამოვლენისას).

პიროვნება, როგორც პრედისპოზიცია

       პიროვნულმა მახასიათებლებმა შეიძლება  განაწყოს  ინდივიდი ფსიქიკური აშლილობისადმი სტრესულ მოვლენებზე რეაქციის მოდიფიკაციის გზით. მაგ., უარყოფითი მოვლე ნები შფოთვით აშლილობას უფრო ისეთ  ადამიანში გამოი წვევს, რომელიც ყოველთვის წუხს უმნიშველო პრობლემების  გამო.

პიროვნება, როგორც პათოპლასტიკური ფაქტორი

       ინდივიდის პიროვნული თვისებები  განაპირობებს აშლილო ბის უჩვეულო მახასიათებლებს. ეს, ჩვეულებრივ, ავადმყო ფობასთან   ასოცირებული სტრესული  მოვლენების   საპასუხოდ პიროვნული თვისებების   გამძაფრებით   ვლინდება. მაგ.  ისტერიული ნიშნები, რომლებიც დისოციაციურ  აშლილობაზე მიუთითებს, ისტერიული პიროვნული თვისებე ბიდან მომდინარეობს. როდესაც ასეთი უჩველო ნიშნები გამოკვეთილ ხასიათს ატარებს, დიაგნოზი ძნელი დასასმე ლია, თუ  ფსიქიატრმა არ ჩაატარა  პაციენტის პიროვნების ზუსტი გამოკვლევა.

პიროვნება და მკურნალობა

       ინდივიდის პიროვნული მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას მკურნალობის მიმართ. მაგ., ობსესიური თვისებების მქონე ინდივიდი შეიძ ლება  გაბრაზდეს,  თუ  მკურნალობა  ზუსტად  არ  ემთხვევა მის მოლოდინს; შფოთვისადმი მიდრეკილი ადამიანები ზედ მეტად ფრთხილები არიან, როდესაც მათ სთხოვენ უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ რეაბილიტაციის დროს; ანტისოციალური თვისებების მქონე ადამიანები არ ემორჩილებიან დანიშნულებას ან, შეიძლება აგრესია გამოხატონ მედპერსონალის მიმართ. მძიმე პერსონოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანებს უჭირთ სამედიცინო სერვისებისგან მომსახურების მიღება, რადგან კლინიცისტებს არ აქვთ მათთან ურთიერთობის სურვილი.

პიროვნების ტიპები

       პიროვნების გაგების პირველი ეტაპი პიროვნების ტიპის დადგენას გულისხმობს. ჩვეულებრივ, კლინიცისტები გან სზაღვრავენ პიროვნების ტიპს კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ისეთი ზოგადად  აღიარე ბული რამდენიმე კატეგორიის გამოყენებას, როგორიც არის კომუნიკაბელური და მეგობრული ტიპი და განმარტოების მოყვარული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს და აკონ ტროლებს თავის  ქცევას. ფსიქოლოგებმა სცადეს  უფრო მეცნიერული კატეგორიების შემუშავება  პიროვნების გამ ზომი  ტესტების გამოყენებით, რომლებიც ზომავს პირო ვნების  სხვადასხვა ასპექტებს (თვისებებს). ამ   ტესტებით დადგენილი თვისებები  დამუშავდა  სტატისტიკური მეთო დებით და გამოიყო ურთიერთდაკავშირებული თვისებების ჯგუფები ანუ ფაქტორები. პიროვნული თვისებებია შფოთ ვიანობა, ენერგიულობა,  მოქნილობა, მტრული დამოკიდე ბულება, იმპულსურობა,  გუნებგანწყობის ცვალებადობა, დისციპლინირებულობა, თვითდაჯერებულობა. სხვადსახვა მკვლევარებმა ამ თვისებებიდან  გამომდინარე მოგვცეს პიროვნების სხვადასხვა ტიპის განსაზღვრება. კეტელმა გა მოყო ხუთი ფაქტორი, ხოლო აიზენკმა  შექმნა სქემა რომელშიც თავიდან  შედიოდა  ორი განზომილება (ანუ მაღალი  რიგის ფაქტორი), რომლებსაც მან  ექსტრავერსიაინტროვერსია და ნევროტიზმი უწოდა. შემდგომში აიზენკმა დაამატა  მესამე განზომილება ფსიქოტიზმი ). ამ  ტერმინით ის აღნიშნავდა გარკვეული თვისებების   კლასტერს,  რომელშიც შედიოდა  სიცივე, აგრესიულობა, სისასტიკე და ანტისო ციალური ქცევისკენ მიდრეკილება.ამჟამად  ითვლება, რომ  პიროვნების აღწერა ხუთი ფა ქტორით არის  შესაძლებელი. ამ   ფაქტორებს სხვადასხვა სახელით აღნიშნავდნენ,   მაგრამ მათ, ზოგადად,   შეიძლე ბა ეწოდოს  ღიაობა გამოცდილების მიმართ (ანუ სიახლის ძიება), კეთილსინდისიერება, ექსტრავერსიაინტროვერსია, უკონფლიქტო ხასიათი (აფილაცია)  და  ნევროტიზმი.  ამ ფაქტორების ინგლისური სახელწოდებების პირველი ასოე ბისაგან იქმნება აკრონიმი . უიდიგერმა და კოსტამ შემოგვ თავაზეს სქემა, რომელშიც ყოველი ფაქტორი შედგენილია ექვს თვისებაზე მინიჭებული ქულებისგან. ამ  ფაქტორების გამოსაკვლევი  ინსტრუმენტები შემუშავდა პაციენტებისგან და სხვა რესპონდენტებისგან მიღებული ინფორმაციის სა ფუძველზე ისევე,  როგორც ნახევ რად სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით). კლონინგერმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ალტერნატიული სქემა.  ამ სქემაში   სამი ძირითადი  ქცევითი დისპოზიცია გამოხატულია  ოთხი   ტემპერამენტით (შვიდფაქტორიანი მოდელი). ეს ქცევითი დისპოზიციებია ქცევის  აქტივაცია, ქცევის  ინჰიბიცია და ქცევის  შენარჩუნება.  კლონინგერის მიხედვით  ქცევის  აქტივაცია ასოცირებულია  სიახლის ძიე ბის ბაზისურ ტემპერამენტთან, ქცევის  ინჰიბიცია ზიანის არიდებასთან, ხოლო ქცევის  შენარჩუნება  ჯილდოზე დამოკიდებულებასთან. მეოთხე ბაზისური ტემპერამენტია შეუპოვრობა. ითვლება, რომ სიახლის ძიება დაკავშირებუ ლია დოფამინერგულ ფუნქციასთან, ხოლო ზიანის არიდება სეროტონინერგულ ფუნქციასთან. კლონინგერის სქემა ხასიათის სამ თვისებას შეიცავს. ესენია მიზანმიმართულე ბა, თანამშრომლობა  და ტრანსცენდენტურობა. ითვლება, რომ  ხასიათის ეს თვისებები  უფრო მეტად მომდინარეობს ბავშვობისა და  მოზარდობის დროინდელი გამოცდილები დან და არა ბიოლოგიურად განპირობებული ქცევითი დის პოზიციებიდან. პიროვნებისა და პიროვნული აშლილობის სხვადახვა ტი პები აგებულია ამ  ოთხი ძირითადი ტემპერამენტიდან  და ხასიათის სამი თვისებიდან. მაგ., სიახლის ძიება შეიძლება გამოვლინდეს ცნობისმოყვარეობით, ენთუზიაზმით, არა სტანდარტული ქცევით, ადვილად  მობეზრებით.   კლონინ გერის სქემა იმითაა საინტერსო, რომ პიროვნებისთვის და მახასიათებელი  ძირითადი  ქცევითი დისპოციზიების იდენ ტიფიკაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს დისპოზიციები განაპირობებს პიროვნებისთვის სპეციფიკურ დაკვირვებად ქცევას. გარდა  ამისა, კლონინგერის სქემა ითვალისწინებს, როგორც მემკვიდრეობითი ფაქტორით განპირობებულ ვა რიაციებს თავის  ტვინის  ფუნქციონირებაში, ისე  გამოცდი ლების ზეგავლენას.  ამ შვიდი ფაქტორის შესასწავლად შეი ქმნა ტემპერამენტისა და ხასიათის კითხვარი. რამდეჯერ მე  სცადეს  კითხვარზე მიღებული შედეგების დაკავშირება თავის  ტვინის ფუნქციონირების მაჩვენებლებთან,   მაგრამ მიღებული შედეგები საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუ ალებას  არ იძლევა.ამ მეცნიერული შედეგების მიუხედავად,  კლინიცისტე ბი  განაგრძობენ ყოველდღიური მეტყველებიდან აღებული სიტყვების გამოყენებას ნორმალური პიროვნების დადები თი და უარყოფითი თვისებების  აღსაწერად. პოზიტიური თვისებებია:  მეგობრულობა, თავდაჯერებულობა,  სტაბი ლურობა, ადაპტირებულობა. უარყოფითი მახასიათებლე ბია: მორცხვობა, გულჩათხრობილობა, დაურწმუნებლობა, მგრძნობიარობა,  ეჭვიანობა, გაღიზიანებულობა, იმპულსუ რობა,  ეგოცენტრულობა, სიხისტე და აგრესიულობა. გარ და ამისა, არსეობობს  კიდევ  ორი ტერმინი: ობსესიური ნიშ ნები და ისტერიული ნიშნები. ისინი მოიცავენ გარკვეული ნიშნების ერთობლიობას, რომლებიც, ხშირად, ერთდროუ ლად გვხვდება.ობსესიური ნიშნები მოიცავს ისეთ  დადებით  თვისებებს, როგორიცაა სანდო,  შეუპოვარი  და  სიზუსტის მოყვარუ ლი. ასეთი  თვისებების  მქონე ადამიანები  ისახავენ მაღალ სტანდარტებს, იცავენ სოციალურ ნორმებს და კანონმორ ჩილნი არიან.   როდესაც ეს თვისებები   უფრო მკაფიოდაა გამოხატული, ისინი ვლინდება ისეთ  ნეგატიურ მახასიათე ბლებში, როგორიცაა  სიჯიუტე, უმნიშვნელო  დეტალებზე

პიროვნება

ყურადღების გამახვილება, ფანატიზმი და იუმორის გრძ ნობის  არქონა

       როდესაც ისტერიული ნიშნები მსუბუქადაა  გამოხატუ ლი, ისინი სოციალურად მომგებიანია.  ასეთი  თვისებების მქონე ადამიანებთან  ურთიერთობა ცოცხალი და მომხიბლ ველია; ისინი კარგი მასპინძლები და სტუმრები არიან,  წარ მატებით თამაშობენ მოყვარულთა თეატრალურ დადგმებში და  საჯარო გამოსვლისას შეუძლიათ  აუდიტორიის დაინ ტერესება. მაგრამ,  როდესაც ისტერიული ნიშნები უფრო ძლიერად  არის გამოხატული, ისინი  აშკარად  წამგებიანი ხდება. ასეთი თვისებების  მქონე ადამიანებს  ადვილად ერე ვათ  ცრემლი და  ახდენენ სიტუაციების  დრამატიზაციას. ისინი, ასევე, დემონსტრატიულად რეაგირებენ ავადმყოფო ბაზე (წარსულში ამას  ისტერიულ საფარს უწოდებდნენ), რაც ართულებს მათი განცდების ინტენსივობის შეფასებას. პაციენტის როლში ყოფნისას ისინი შეიძლება  მომთხოვნები და კეკლუცები იყვნენ.

პიროვნების ჩამოყალიბება

პიროვნების ტიპების ბიოლოგიური საფუძვლები

გენეტიკური ზეგავლენა

       ყოველდღიური დაკვირვება   გვიჩვენებს, რომ  შვილები ხშირად პიროვნულად  ჰგვანან  თავიანთ  მშობლებს. ასეთი მსგავესება ან თანდაყოლილია ან დასწავლილი სოციალური ურთიერთობის  პროცესში. პიროვნული მახასიათებლების მემკვიდრეობითობის საკითხი  სამი ტიპის გამოკვლევების მეშვეობით შეისწავლება.აღნაგობა  და პიროვნება. ზოგი ავტორი  მიიჩნევს, რომ პიროვნული მახასიათებლები სხეულის აღნაგობასთან არის დაკავშირებული. თუ  ეს ასეა, ამგვარი  კავშირის  მიზეზი შეიძლება  გენეტიკური იყოს. კრეჩმერმა  აღწერა კონსტიტუტციის სამი ტიპი:  პიკნიკური (დაბალი და მომრგვალებული ფორმების მქონე), ათლეტური და ას თენიური (წვრილი და გამხდარი სხეულის მქონე). კრეჩმერი თვლიდა, რომ  სხეულის პიკნიკური აღნაგობა  დაკავშირე ბულია პიროვნების ციკლოთიმურ  ტიპთან (კონტაქტური, ცვალებადი  გუნებგანწყობის მქონე), ხოლო ასთენიური აღნაგობა _ შიზოტიპურ ნიშნებთან (ცივი, დისტანციური და თვითკმაყოფილი). კრეჩმერის შეფასებები სუბიექტურ მსჯელობას ემყარებოდა. შელდონმა  გაიმეორა კრეჩმერის გამოკვლევები, მაგრამ გამოიყენა  რა ოდენობივი მეთოდები ფიზიკური მახასითებლების შესაფა სებლად და უფრო ობიექტურად განსაზღვრა პერსონოლო გიური მახასიათებლები.  მისმა შედეგებმა  არ დაადასტურა არც ერთი მარტივი კორელაცია სხეულის აღნაგობასა და პიროვნების ტიპს  შორის. ტყუპების  კვლევები.  უფრო პირდაპირი მტკიცებულება პიროვნული ნიშნების გენეტიკური საფუძველის შესახებ მოპოვებულია ერთად და ცალცალკე აღზრდილი იდენტუ რი ტყუპების პერსონოლოგიური ტესტებით შესწავლისას მიღებული მაჩვენებლების შედარებით. ამ და სხვა კვლევე ბით   მიღებული  შედეგების  განზოგადების   საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ნევროტიზმისა და  ექსტრა ვერსიის მახასიათებლების  ჩამოყალიბებაში მემკვიდრეო ბითი ფაქტორის მონაწილეობა 2030 პროცენტს შეადგენს. მსგავსი ვითარებაა  სხვა მახა სიათებლების შემთხვევაში. აქაც საერთო და განსხვავებუ ლი გარემო ფაქტორები მცირე ეფექტის მქონეა. მიღებული შედეგები, შეიძლება,  მხოლოდ ნორმალური  პოპულაცი ისთვის იყოს მართებული. ტყუპების კვლევა, რომელშიც DSMIIIRის პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებია გამოყენებული,  მემკვიდრეობითი ფაქტორის უმნიშვნელო მონაწილეობაზე მიუთითებს. შეჭიდულობის კვლევები.  მოლეკულური გენეტიკის მეთოდების გამოიყენებით შეისწავლეს კავშირი სიახლის ძიებასა  და   ნევროტიზაციის  მაჩვენებლებს შორის.  კვ ლევების შედეგად რაოდენობრივი მახასიათებლების  რამ დენიმე  ლოკუსი  გამოვლინდა, რომლებიც   ნევროტიზა ციის თავისებურებაზე ახდენენ გავლენას  ეს და სხვა მონაცემები დამატებით  დადასტურებას საჭიროებენ,  თუმცა  ერთერთი  კვლევით დადასტურდა კავშირი ზიანის აცილებასა და 8P21ის უბანს შორის. მართალია, ასეთი  გამოკვლევების  ჩატარება ძნელია, თუმცა მათი საშუალებით, საბოლოოდ,  შესაძლე ბელი გახდება პიროვნული მახასიათებლების  ბიოლოგიური საფუძვლების დადგენა.

ბავშვობისდროინდელი ტემპერამენტი და ზრდასრული პიროვნება

       ჩვილი ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან  ძილისა და  ღვიძილის, ახალ  სიტუაცებთან გამკლავების,  ემოცი ური რეაგირებისა  და  ყურადღების კონცენტრაციის  პა ტერნებით. ეს თავისებურებები, რომლებიც 24ე თავშია განხილული, შესაძლოა,  ქმნიან  იმ საფუძველს, საიდანაც, შემდგომში, უნდა განვითარდეს პერსონოლოგიური გან სხვავებები. მიუხედავად იმისა,  რომ  ეს თავისებურებები მთელი ბავშვობის მანძილზე  ნარჩუნდება, მათი კავშირი მოზრდილი პიროვნების სპეციფიკურ  მახასიათებლებთან დადგენილი არ არის ბავშვობისდროინდელი გამოცდილება და პიროვნების განვითარება ყოველდღიური გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვობისდროინდელი გამოცდილება აყალიბებს პიროვნე ბას. თუმცა, ადვილი  არ არის ამ   მოსაზრების   დამადას ტურებული ობიექტური  მტკიცებულების შემოწმება.   შე საბამისი გამოცდილების რაოდენობრივი  გამოხატვა და სანდოდ  აღრიცხვა საკმაოდ ძნელია. გარდა  ამისა, ძნელია ისეთი პროსპექტული გამოკვლევის  დაგეგმვა, რომელიც დაფარავს ხანგრძლივ ინტერვალს  ბავშვობისდროინდელ მოვლენებსა და ზრდასრულობის პერიოდს შორის. რეტრო სპექტული კვლევა უფრო ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ მოზრდილი ადამიანების მიერ  ბავშვობისდროინდელი გა მოცდილების გახსენებით მიღებული ინფორმაცია არასან დოა.  მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს  მონაცემები  ამ საკითხის თაობაზე (იხ.  პიროვნული აშლილობის ეტიოლოგია). ქვევით  განხილულია ფროიდის ფსიქოდინამიური თეორია და სხვა ავტორების  მოსაზრებები. ფროიდის თეორია. პიროვნების  განვითარების ფროიდი სეული სქემის მიხედვით  სიცოცხლის პირველი ხუთი წელი ყველაზე დიდი   მნიშვნელობის  მქონეა. იმისთვის,  რომ პიროვნული განვითარება  ნორმალურად მიმდინარეობდეს, ადამიანმა წარმატებით  უნდა გაიაროს ლიბიდოს განვითა რების ძირითადი სტადიები (ორალური, ანალური და გენი ტალიური). თუ  მან  მარცხი  განიცადა  რომლიმე ამ  საფეხ ურზე, ის,  ზრდასრულ ასაკში, გარკვეული თვისებების მატარებელი იქნება. მაგ., ანალურ სტადიზე სირთულეების აღმოცენება  განაპირობებს  ობსესიური პიროვნული  ნიშ ნების  ჩამოყალიბებას. ამ  სქემის მიხედვით,  მოგვიანებით ასაკში, შესაძლებელია, მშობლების   გარდა  სხვა ადამიან ებთან იდენტიფიკაციის  გზით პიროვნებამ გარკვეული მოდიფიცირება განიცადოს. თუმცა ითვლება, რომ შემდ გომი გავლენა  ნაკლებ  მნიშვნელოვანია,  ვიდრე ადრეული გამოცდილება. ფროიდის სქემა მრავალმხრივი და მოქნილ ია. მისი საშუალებით, ადრეული გამოცდილების საფუძ ველზე, პიროვნების ბევრი თვისების ახსნაა შესაძლებელი. თუმცა, სწორედ  ამის გამო, თეორიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია მისი მეცნიერული დასაბუთება. იუნგის  თეორია. პიროვნების განვითარების თეორია ფროიდის  თეორიის მსგავსია იმ აზრით, რომ  ისიც  აღი არებს  ცხოვრების ადრეულ  პერიოდში მომხდარი  ფსიქი კური მოვლენების  მნიშვნელობას. თუმცა, ფროიდისგან განსხვავებით, იუნგი თვლიდა, რომ  პიროვნების განვი თარების პროცესი  მთელი ცხოვრების მანძილზე  გრძელ დება. ცხოვრების ციკლის პირველ ეტაპს იუნგი საკუთარი მოვალეობების შესრულებად განიხილავდა  და ამ  ტერმინს იყენებდა ისეთი მოვლენების  მიმართ, როგორიცაა მშო ბლების  ოჯახიდან წამოსვლა, მეუღლის პოვნა და  საკუ თარი ოჯახის შექმნა.  იუნგის მოდელი  იმით   არის მნიშ ვნელოვანი, რომ ყურადღებას ამახვილებს პიროვნული თვისებების   ცვლილებებზე  მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, იუნგის მოდელი არასოდეს  ყოფილა ისეთივე გავ ლენიანი, როგორც ფროიდის თეორია. გარდა  ამისა, მისი მეცნიერული შემოწმება, ასევე,  ძალიან რთულია. ადლერი და ნეოფროიდიანელები. ადლერმა უარყო ფროი დის იდეები ლიბიდოს განვითარების შესახებ. მისი კონცე ფციის მიხედვით  პიროვნება  ვითარდება მუდმივი ძალისხ მევის პროცესში, რომელიც  არასრულფასოვნების განც დის  კომპენსაციაზეა მიმართული. ნეოფროიდიანელების თანახმად (ფრომი,  ჰორნი  და  სალივანი)   განვითარების პროცესზე უფრო მეტად სოციალური ფაქტორები ზემოქ მედებს, ვიდრე ფროიდის მოდელის ბიოლოგიურად დეტერ მინირებული სტადიები. ამ საერთო პოზიციის მიუხედავად, მოცემული ავტორები  განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან სოციალური ფაქტორების დეტალების განსაზღვრის თვალ საზრისით. მათი კონკრეტული თეორიული დებულებები არ იქნა ფართოდ მიღებული, მაგრამ  იდეა  სოციალური ფაქ ტორების მნიშვნელობის შესახებ, გავლენიანი გამოდგა. ერიკსონის თეორია  თავისი არსით  ფროიდის თეორიის მსგავსია, თუმცა  ის განსხვავებულ   ტერმინებს  იყენებს. ერიკსონი ორალურ ფაზას უწოდებდა ნდობაუნდობლობის ფაზას (იმის აღსანიშნად, რომ  ამ  პერიოდში უსაფრთხოე ბის  გრძნობა ყალიბდება), ანალურ  ფაზას ავტონომიურო ბაეჭვის ფაზას (ამ დროს ბავშვი დაისწავლის საზოგადოე ბის  წესებს, საკუთარი თავის  მართვას და იძენს საკუთარ თავში  დარწმუნებულობას), ხოლო გენიტალიურ სტადიას უწოდებდა  ინიციატივადანაშაულის განცდის ფაზას, როდესაც ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარი თა ვის, როგორც პიროვნების შესახებ. თუ  ბავშვი წარმატებით გაივლის ამ  საფეხურებს, ის საკუთარ  თავში დარწმუნებუ ლი და ინიციატივიანი ხდება. საწინააღმდეგო  შემთხვევაში ის შებოჭილ  და დაუცველ  პიროვნებად ყალიბდება. ერიკ სონმა ფროიდისგან ისესხა ლატენტური პერიოდის ცნება, მაგრამ, მისი აზრით, ეს პერიოდი მოზარდობის ხანაზეც ვრცელდება. ამ  უკანასკნელ  სტადიას მან  გულმოდგინება არასრულფასოვნება უწოდა. ამ  ეტაპზე  ბავშვი სწავლობს სკოლასა და  ოჯახს გარეთ  მიმდინარე  სოციალურ ურთ იერთობებში  საკუთარი  მიღწევების მნიშვნელობას.   ერ იკსონის სქემამ  ზეგავლენა  მოახდინა მოზარდობის  ხანის შესწავლაზე, ალბათ, ძირითადად იმის გამო, რომ ერიკსონი ცხოვრების ამ პერიოდს მნიშვნელობას ანიჭებდა იმ დროს, როდესაც ფროიდი ამ   პერიოდს ნაკლებ   მნიშვნელოვნად თვლიდა.

პიროვნების გამოკვლევა

       პიროვნების  გამოკვლევა  განხილულია  მე 2   თავში,   მა გრამ აქ გვსურს ორ საკითხზე  გავამახვილოთ  ყურადღება. პირველი  ის არის, რომ  საშუალებები,  რომლებსაც, ჩვეუ ლებრივ, პიროვნების კვლევისას იყენებენ, გამოუსადეგარ ია  კლინიკურ პრაქტიკაში. უკანასკნელ  შემთხვევაში  იგუ ლისხმება,  რომ პიროვნების ამჟამინდელი ქცევა მისთვის ჩვეულ ქცევას ასახავს (და, შესაბამისად, მის პიროვნულ თვისებებსაც). ასეთი  დასკვნა, ზოგადად,  სწორია. თუმცა, იგივე დასკვნა შეცდომაში შემყვანია პაციენტების გამოკვ ლევისას, რადგან ავადმყოფი  ადამიანის ამჟამინდელი ქცე ვა ასახვს არა მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს, არამედ მისი დაავადების ეფექტებსაც. ავადმყოფი  ადამიანის პი ოვნული მახასიათებლების  შესახებ იფორმაციის მოპოვება შეიძლება  მისი  წარსული ქცევის  შესახებ  სანდო  მონაცე მების მიღების საფუძველზე, რომლებიც მიიღება როგორც პაციენტისგან, ისე სხვა ინფორმატორებისგან. პიროვნების ტიპების შესახებ ნაწილში ნახსენები იყო პიროვნული  ნიშნების გაზომვის ზოგიერთი ინსტრუ მენტი. ჩვენ, შეიძლება,  ვივარაუდოთ, რომ ეს ინსტრუ მენტები და მსგავსი სტანდარტიზებული ტესტები უკეთეს ინფორმაციას გვაწვდის პაციენტზე, ვიდრე  კლინიცისტი. პიროვნების  გამზომი ტესტები  სანდოა,  როდესაც  მათი მეშვეობით ხდება ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევა, მაგრამ მათ   შედეგებზე შეიძლება   გავლენა   მოახდინოს ფსიქიკურმა აშლილობამ. გარდა  ამისა, მათი გამოყენებით ვერ  ხერხდება  კლინიკური პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი პიროვნულ თვისებების  გაზომვა. ამიტომ, პიროვნების ტეს ტები, რომლებიც კვლევებში ფართოდ გამოიყენება,  ნაკ ლებად იხმარება კლინიკურ პრაქტიკაში. პიროვნების საკვლევი მეთოდების  მიმოხილვა მოცემულია წყაროებში

პიროვნული ნიშნების გამოკვლევის მნიშვნელობა

       როგორც მოცემული თავის  შესავალში  აღვნიშნეთ, პერსო ნოლოგიური მახასიათებლების  გამოკვლევა მნიშვნელოვა ნია  გადაწყვეტილების  მისაღებად დაავადების  ეტიოლო გიის დადგენის,  მისი  დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თვალსაზრისით. ეტიოლოგიის საკითხების  განხილვისას, პიროვნული მახასიათებლების  ცოდნა  გასაგებს ხდის იმას, თუ  რატომ არის ზოგიერთი  მოვლენა  პიროვნებისთვის სტრესული. დიაგნოსტირების დროს, პაციენტის პიროვნუ ლი თვისებების   ცოდნა   გვაგებინებს, თუ   რატომ  ახასი ათებს აშლილობას  უჩვეულო ნიშნები, რატომ რეაგირებს პაციენტი სწორედ  ასეთი  სახით  ავადმოყოფობასა  და მის მკურნალობაზე. პიროვნული მახასიათებლები,  აგრეთვე, პროგნოზზე ზემოქმედებს.  პერსონოლოგიური მახასიათე ბლების შეფასება უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში და არა მხოლოდ პიროვნული აშლილობის დროს (ანუ ნორმის გან უკიდურესი გადახრის დროს. იხ.  ქვემოთ). გამოკვლევის  შედეგების აღირცხვა ყველაზე მეტად აღწერითი  ტერმინების  გამოყენებითაა ხელსაყრელი. ეს ტერმინები უნდა  შევარჩიოთ  იმის  გათვალისწინებით, თუ რა თვისებები  ახასიათებს ანომალიურ პიროვნებას.  ამის მიზეზი  ის არის, რომ  ზემოთ აღწერილი პიროვნული ფაქ ტორები ზედმეტად  ზოგადია იმისთვის, რომ  კლინიცისტს მისთვის  მნიშვნელოვანი  ინფორმაცია მიაწოდოს. აღწერითი ტერმინების მაგალითებია სენსიტიური, საკუთარ  თავში დაურწმუნებელი,  მიდრეკილი  უსაფუძვლო წუხილისაკენ, ზედმეტად  აგრესიული, არ ახასითებს სინანულის განცდა, არ არის გულისხმიერი ადამიანების მიმართ. ამ  ტიპის აღ წერითი  სიტყვები  სასარგებლოა თითოეულ  პაციენტზე წარმოდგენის  შესაქმნელად, რომელიც მისთვის  უნიკალ ური  თვისებების    კომბინაციაზე   იქნება  დამყარებული. ასე შექმნილი ზოგადი სურათი  წარმატებული კლინიკური პრაქტიკის ერთერთ საფუძეველს წარმოადგენს.

პიროვნული აშლილობა

ანომალიური პიროვნების ცნება

       ზოგიერთი ტიპის პიროვნება  აშკარად ანომალიურია. მაგ., პარანოიდულ პიროვნებას  ახასიათებს უკიდურესი ეჭვიანობა, სენსიტიურობა და უნდობლობა. თუმცა, ძალიან ძნელია ნორმალური  და ანომალიური  პიროვნების ერთმა ნეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა. ისიც კი ძნელი გადასაწყვეტია, თუ  რა კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ მათ  გას ამიჯნად.  ამ  მიზნით  ორი კრიტერიუმი იქნა შემოტანილი: სტატისტიკური და სოციალური. სტატისტიკური   კრიტერიუმის მიხედვით   ანომალიური პიროვნება    ნორმალურისგან  რაოდენობრივი   მახასიათებლებით განსხვავდება. მათი გამყოფი  ხაზი  განისაზღვრება შესაბამისი მაჩვენებლით,  რომელიც  ქულების გარკვეულ რაოდენობაში გამოიხატება. ასეთი სისტემა ძალიან მიმ ზიდველია, რადგან ის შეესაბამება მეთოდს, რომელსაც წარმატებით  იყენებენ ინტელექტუალურ განვითარებაში გადახრების განსასაზღვრად. ასეთ მეთოდს, კვლევისთვის აშკარა ღირებულება გააჩნია,  მაგრამ მისი სარგებლიანობა კლინიკურ მუშაობაში ჯერჯერობით არ ყოფილა დადგენილი. სოციალური   კრიტერიუმის გამოყენებისას ანომალი ური პიროვნული თვისებები  იწვევს თავად ამ  თვისებების მატარებელი ადამიანის ან  მის გარშემო მყოფი პირების ტანჯვას. მაგ.,  ანომალიური სენსიტიურობა და პესიმიზმი თავად ამ თვისებების  მატარებელი პირის ტანჯვის მიზეზია, ხოლო სიცივე და აგრესიულობა სხვა ადამიანების ტანჯვის გამომწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კრიტერიუმები სუბიექტურია და მათ აკლია სიზუსტე, რომელიც სტატის ტიკურ მიდგომას ახასიათებს, ისინი შეესაბამება  კლინი კური პრაქტიკის რეალიებს და, ამის გამო, ფართოდ არის მიღებული. თუ  გავითვალისწინებთ ამ  სფეროში კონცეპტუალური ხასიათის  პრობლემების  არსებობას,  არ  გაგვიკვირდება, რომ ანომალიური პიროვნების დამაკმაყოფილებელი დეფი ნიცია რთული შესამუშავებელია. პიროვნული აშლილობები ასეა აღწერილი: ეს არის ინდივიდის პიროვნული  და  ქცევითი ტენდენ ციების დარღვევა, რომელიც უშუალოდ არ მომდინარეობს დაავადებიდან, თავის  ტვინის დაზიანებიდან  ან რომელიმე ფსიქიკური  აშლილობიდან. ის,   ჩვეულებრივ,  მოიცავს პიროვნების რამდენიმე სფეროს და  თითქმის  ყოველთვის არის ასოცირებული მნიშვნელოვანი  ხარისხის დისტრესტ თან და სოციალურ დისფუნქციასთან. ამგვარი დარღვევა, ჩვეულებრივ, ვლინდება  ბავშვობას ან  მოზარდობაში  და ზრდასრულობის ასაკშიც ნარჩუნდება. განსხვავებული დეფინიციაა გამოყენებული ქცევითი პატერნების სიმყარის  თვალსაზრისით, მაგრამ დეფინიცია უფრო ლაკონურია, და, შესაბამისად, უფრო ღირებული. აღსანიშნავია, რომ  პიროვნების  მიერ  განცდილი დის ტრესი, რომელიც არის ნახსენები, შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს (მაგ., ხანგრძლივი მხარდამჭერი ურთიერთობის დაკარგვის  შემდეგ).  გარდა ამისა, ჩვეულებრივ (მაგრამ  არა  ყოველთვის) აღინიშნება პროფესიულ და სოციალურ ქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი  პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ დეფინიციები ანომალიურ თვისე ბებზეა ფოკუსირებული, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ანომალიური ნიშნების მქონე ადამიანებს,  ჩვეულებრივ, ახ ასიათებთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. კლინიცისტმა  ყოველთვის უნდა  შეაფასოს  ორივე ტიპის თვისებები,  რათა,  შესაძლებლობის შემთხვევაში, მართვის გეგმა  სწორედ  პაციენტის  დადებით თვისებებზე  დააფუძ ნოს.

პიროვნული ცვლილებები

       ზოგჯერ, ზრდასრული  ცხოვრების მანძილზე,  თავს იჩენს ღრმა და  ხანგრძლივი პიროვნული  ცვლილებები, რომლე ბიც განსხვავდება სტრესის ან ავადმყოფობის თანმდევი დროებითი  ქცევითი ცვლილებებისგან. ასეთი  ხანგრძლივი ცვლილებები შეიძლება  მომდინარეობდეს:

  • თავის  ტვინის დაზიანებისგან ან ორგანული დაავადების გან;
  • მძიმე  ფსიქიკური აშლილობისგან (განსაკუთრებით, ში ზოფრენია);
  • განსაკუთრებით   მძიმე    სტრესული  გამოცდილებიდან (გვხვდება წამების მსხვერპლ პატიმრებში ან ტყვეობაში მყოფ  პირებში).

შეტანილია კატეგორიები თითოეული ამ  ტიპის  ცვლილებისთვის. თავის ტვინის ორგანული დაავადებ ით გამოწვეული  პიროვნული ცვლილებები ორგანული ფსიქიკური  აშლილობების ჯგუფშია შეტანილი (F00), რო მელიც შეიცავს თავის  ტვინის დაავადებით,  დაზიანებითა და დისფუქნციით გამოწვეული  პიროვნული და ქცევითი აშლილობების კატეგორიას.  კერძოდ, ეს არის ენცეფალი ტის და  ქალატვინის  ტრავმით გამოწვეული   პიროვნული ცვლილებები. ისინი დიაგნოსტირებულია, რო გორც  ზოგადი სამედიცინო   მდგომარეობით  გამოწვეული პიროვნული ცვლილებები.

პიროვნული ცვლილებების ორი დანარჩენი ფორმა ICD

       10ის  F60 რუბრიკაშია გაერთიანებული (ზრდასრული ადა მიანის პიროვნული და ქცევითი აშლილობები). ფსიქიკური დაავადების  შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული  აშლილო ბის დიაგნოსტირებისთვის პიროვნული აშლილობა უნდა აღინიშნებოდეს  მინიმუმ  2 წლის განმავლობაში, აშკარად უნდა  იყოს  დაკავშირებული  ფისიქიკურ დაავადებასთან და  არ უნდა  აღინიშნებოდეს  ამ   დაავადების  გაჩენამდე. ასეთი აშლილობის მქონე პაციენტი შეიძლება  იყოს სხვაზე დამოკიდებული, პასიური და მომთხოვნი, ან  არაკომუნიკ აბელური და  იზოლირებული იმ (არა  ბოდვითი) რწმენის გამო, რომ ის შეიცვალა ან სტიგმატიზებულია. ICDის ავ ტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილება გასაგები ხდე ბა პიროვნების ავადმყოფობისდროინდელი  გამოცდილე ბიდან  გამომდინარე, ისევე,  როგორც მისი  ადრინდელი დამოკიდებულებების, შეგუების პატერნისა და ცხოვრები სეული სიტუაციის გათვალისწინების შემდეგ. თუმცა, ითვ ლება, რომ შიზოფრენიას  შეუძლია შეცვალოს პიროვნული თვისებები  უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით. ICD10ის  მიხედვით,  კატასტროფული გამოცდილების შემდგომი ხანგრძლივი პიროვნული აშლილობა, ასევე უნდა აღინიშნებოდეს  მინიმუმ  2 წლის განმავლობაში. სტრესუ ლი გამოცდილება უკიდურესად  ინტენსიური უნდა  იყოს. ამ   ტიპის გამოცდილებაა ბუნებრივი  კატასტროფა; ხან გრძლივი ტყვეობა  ან საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა, როდესაც პიროვნების სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება,  ან პიროვნება  ტერორიზმის ან წამების  მსხვერ პლია. ასეთი  გამოცდილების ადამიანი ამჟღავნებს უნდობლობას, მტრულ დამოკიდებულებას, ადვილად ღიზიანდება, სოციალურად იზოლირებულია,  აქვს სიცარიელის, უიმ ედობისა  და გაუცხოების განცდა. იგი უკიდურეს ზღვრამ დეა მისული. ეს ნიშნები არ გვხვდება სტრესულ გამოც დილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ  პიროვნების ამგვარი მდგომარეობა შეიძლება  მოსდევდეს პოსტტრავმულ სტრე სულ  აშლილობას, ის,  მაინც, მისგან განსხვავებულ  მდგო მარეობას წარმოადგენს.

როგორ ჩამოყალიბდა წარმოდგენა ანომალიური პიროვნების შესახებ

       ფსიქიატრიაში ანომალიური პიროვნების ცნება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა, როდესაც ფრანგმა ფსიქ იატრმა  პინელმა  აღწერა  მანიე სანს  დელირე. მან  ეს ტერმინი გამოიყენა იმ პაციენტების მიმართ, რომლებსაც ახასიათებდა აგრესიისა და ძალადობრივი ქცევის უცაბედი შეტევები, მა გრამ არ აღენიშნებოდათ ბოდვითი იდეები. იმ დროს ბოდვი თი იდეები განიხილებოდა ფსიქიკური აშლილობის სპეციფი კურ ნიშნად (ტერმინი დელირე ფრანგულად ბოდვას ნიშნავს). სავარაუდოდ, ამ ჯგუფში შედიოდნენ არა მხოლოდ ისინი, ვისაც დღეს პიროვნების ანტისოციალური აშლილობის დიაგ ნოზი ექნებოდა, არამედ სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებსაც ბოდვა არ აღენიშნებოდათ, მაგ., ზოგი მანიაკალური პაციენტი. აქ მოცემულია პინელის წიგნის მეორე გამოცემის შესაბამისი მონაკვეთის თარგმანი. პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1801 წელს). თუმცა, სხვა ავტორები  დაინტერესებულები იყვნენ მსგავსი კლინიკური პრობლემებით,  შემდეგი მნიშვნელოვანი   ნაბიჯი  სწორედ ინგლისელმა ექიმმა  გადადგა. 1835 წელს,  პრიჩარდმა ბრისტოლის საავადმყოფოს  უფროსმა ექიმმა, გამოაქვეყნა  ტრაქტატი შეშლილობისა და ფსიქიკის სხვა დარღვევების  შესახებ პინელის ტერმინზე დაყრდნობით, მან  შემოიტანა ახალი ტერმინი: მორალური    შეშლილობა,   რომელიც  განსაზღვრა,   როგორც ბუნებრივი გრძნობების,  ემოციური მიჯაჭვულობის, მიდრეკილებების,  ხასიათის, ჩვევების, განწყობილებებისა და ბუნებრივი იმპულსების ავადმყოფური დამახინჯება ინტელექტის,  მსჯელობის უნარის და  შემეცნებითი ფუნ ქციების აშკარად გამოხატული დარღვევისა და დეფექტის გარეშე, კონკრეტულად კი ავანდმყოფური ბოდვითი  იდეე ბის  ან ჰალუცინაციების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი  განსაზღვრება მიესად აგებოდა პინელის მიერ აღწერილ აგრესიულ ავადმყოფებს, პრიჩარდი აშკარად გულისხმობდა უფრო ფართო ჯგუფს, რადგან მან დასძინა, რომ მიდრეკილება ქურდობისკენ ზოგჯერ წარმოადგენს მორალური  შეშლილობის ნიშანს, ზოგჯერ კი  წამყვან  თუ  არა,  მის ერთადერთ თავისე ბურებას. პრიჩარდის მიერ  შემოტანილი მორალური შეშლილობის კატეგორია, პინელის  მიერ  აღწერილი მანიე  სანს  დელირეს მსგავსად  მოიცავდა  აფექტურ  აშლილობასაც. ის წერდა: მორალური შეშლილობის ყველაზე ღირსშესანიშნავი  შემ თხვევების უმეტესობის  წამყვანი ნიშანია ნაღველი და დარ დი . ნაღვლიანი და მელანქოლიური  დეპრესიის მდგომარეობა ზოგჯერ ადგილს უთმობს არაბუნებრივი აგ ზნების საპირისპირო მდგომარეობას. პრიჩარდის მორალური  შეშლილობა მოიცავდა  ისეთ მდგომარეობებს, რომლებიც  დღეს  დიაგნოსტირებულია, როგორც პიროვნული აშლილობა. თუმცა, ის ამ  ტერმინს მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ არ იყენებდა, რომლებიც ყოველთვის ამგვარად იქცეოდნენ: როდესაც ამგვარი ფენომენები აღინიშნება თავნება და ჭირვეულ ხასიათთან, სოციალური კონტაქტების დარღვევ ასთან და  წარსულში საყვარელი ახლობლებისა და  მეგო ბრების მიმართ ანტიპათიის განცდასთან ერთად, ანუ ინ დივიდის მორალური თვისებების  შეცვალასთან  ერთად, ეს მდგომარეობა მკაფიოდ გამოხატული ხდება. ამ   ნაწყვეტში, ხასიათში  მომხდარი  ცლილება იმას მიუთითებს, რომ  პრიჩარდი  გულისხმობდა, არა  მხოლოდ დღევანდელ დღეს პიროვნულ აშლილობად კლასიფიცი რებულ მდგომარეობებს, არამედ ფსიქიკურ  აშლილობად კლასიფიცირებულ მდგომარეობებსაც. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნეში, დადგინდა, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება  თავი იჩინოს  ბოდვის გარეშე და მორალური შეშლილობის ცნების  მნიშვნელობა უფრო დავიწროვდა. მაგ., ჰენრი მოუდსლი ამ  ტერმინს იყენებდა ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის შემდე გნაირად აღწერდა: არ   აქვს ჭეშმარიტად  მორალური გრძნობების   განც დის უნარი. ყველა მისი სურვილი და იმპულსი, რომელსაც ის გაუაზრებლად ემოჩილება ეგოისტურია. მისი  ქცევა მართულია ამორალური  მოტივებით... და  მას  არავითარი სურვილი არ აქვს, გაუწიოს მათ წინააღმდეგობა  მოუდსლიმ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმ უკმაყო ფილებასთან  დაკავშირებით,  რომელსაც  იწვევდა  ტერმინი მორალური შეშლილობა. მას ეს ტერმინი ესმოდა, როგორც ფსიქიკური გაუცხოების ფორმა, რომელიც იმდენად ჰგავს ბოროტებას ან კრიმინალს, რომ მრავალი ადამიანი მას მე დიკოსების უსაფუძვლო გამოგონებად მიიჩნევს. შემდეგი ნაბიჯი თანამედროვე წარმოდგენების ჩამო ყალიბების მიმართულებით გადადგა კოხმა რომელმაც შემოიტანა ტერმინი ფსიქოპათიური არასრულ ფასოვნება. ამ  ტერმინით ის აღნიშნავდა ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ახასითებს ქცევის აშკარად გამოხატული პა თოლოგია ფსიქიკური დაავადებისა და ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითების გარეშე. მოგვიანებით, ტერმინი არასრულფასოვნება, ჩაანაცვლეს სხვა ტერმინით, რათა გაენეიტრალებინათ შეფასებითი და კრიტიკული ტონი, რო მელიც  სიტყვა  არასრულფასოვნებას  ახლავს  თან.  თავი დან, კრეპელინს არ ჰოქნდა მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მოეხდინა ამ ადამიანების კლასიფიკაცია. მხოლოდ თავისი სახელმძღვანელოს მერვე გამოცემაში შემოიტანა მან ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება და მას ერთი ვრცელი თავი  დაუთმო.  მან  დაახასიათა  არა  მხოლოდ  ანტისოციალ ური ტიპი, არამედ, კიდევ ექვსი ტიპი: აგზნებადი, არასტაბი ლური, მაჩხუბარი, ექსცენტრიული, მატყუარა და თაღლითი. კურტ შნაიდერმა გააფართოვა  ფსიქოპათიური პიროვ ნების  ცნება. თუ   კრეპელინის მიხედვით   ფსიქოპათიური პიროვნების შვიდი ტიპი მიესადაგებოდა ისეთ  ადამიანებს, რომლებიც  სხვისთვის ტანჯვისა  და  უსიამოვნების  მომ ტანნი არიან,  შნაიდერმა ამ  კატეგორიაში ის ადამიანებიც გააერთიანა, რომლებიც თავადაც განიცდიან ტანჯვას. ასე მაგ.,  მან ამ კატეგორიაში გააერთიანა აშკარად დეპრესიუ ლი და დაუცველი ხასიათის მქონე ადამიანები. ამგვარად, შნაიდერის მიხედვით,   ფსიქოპათიურ პიროვნებაში  შედის მთელი რიგი  პიროვნული პათოლოგიები და არა  მხოლოდ ანტისოციალური  პიროვნება.    აქედან  გამომდინარე,  ამ ტერმინმა ორი მნიშვენელობა შეიძინა: უფრო ფართო მნიშ ვნელობით, ის აერთიანებდა  ყველა სახის  პიროვნულ პა თოლოგიას, ხოლო  ვიწრო  მნიშვნელობით, გულისხმობდა

ანტისოციალურ პიროვნებას.

       გაურკვევლობა ფსიქოპათიური პიროვნების  ტერმინთან დაკავშირებით  არ დასრულებულა  შნაიდერისეული ფარ თო   განსაზღვრებით.  ამ   შემთხვევაში  მოცემული ტერმი ნის  ორი ასპექტი   იქცევს  ყურადღებას.  პირველის ავტო რია შოტლანდიელი ფსიქიატრი სერ  დეივიდ  ჰენდერსონი, რომელმაც  1939  წელს    გამოაქვეყნა   გავლენიანი   წიგნი ფსიქოპათიური მდგომარეობები მან განსაზღვრა ფსიქოპათები, როგორც ადამიანები, რომლებიც,  მიუხედავად იმისა,  რომ  მათ  არ აღენიშნებათ გონებრივი დაქვეითება: მთელი ცხოვრების მანძილზე  ან შედარებით დაბალი ასაკიდან მოყოლებული ამჟღავნებენ ქცევით აშლილობას, რომელიც ანტისოციალური ან ასოციალური ბუნებისაა და, ჩვეულებრივ, განმეორებით ან ეპიზოდურ სახეს ატარებს. ამ  ადამიანებზე ძნელია სოციალური, სადამსჯელო და სა მედიცინო მეთოდებით  ზემოქმედება და მათ მოსავლელად ჩვენ  არ მოგვეძებნება  შესაბამისი პროფილაქტიკური და სამკურნალო ზომები. მართალია, ეს დეფინიცია,  კვლავ, ფსიქოპათიური  პი როვნების ადრეულ  ვიწრო გაგებას  შეესაბამება, ჰენდერ სონმა გააფართოვა თავისი დეფინიცია იმით,  რომ გამოყო ფსიქოპათების სამი ჯგუფი:

1.  უპირატესად აგრესიული   პიროვნებები; არა  მხოლოდ ისინი, ვინც  მუდმივად აგრესიას  ამჟღავნებს,  არამედ ისინიც, ვინც   მიდრეკილნი არიან  სუიციდისკენ, წამალ დამოკიდებულებისა და ალკოჰოლმოხმარებისაკენ;

2. პასიური და  არაადექვატური პიროვნებები,  არასტაბი ლური, იპოქონდრიული და  სენსიტიური პიროვნებების ჩათვლით, პათოლოგიური  მატყუარები და  შიზოიდური ბუნების მქონე ადამიანები;

3. კრეატიული ფსიქოპათები. ეს ჯგუფი ზედმეტად ფართოა, რის გამოც ის ნაკლებ ღირებულია. ჰენდერსონმა მოიტანა მესამე ჯგუფში შემავალი ადამიანების მაგალითი. ესენია ტ.ე. ლოურენსი და ჟანა დარკი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე  მათგანი  კრეატიული  პიროვნება  იყო,  მათ  ცოტა რამ ჰქონდათ საერთო. ჰენდერსონის წვლილი, ძირითა დად,  იმაში  მდგომარეობს,  რომ  მან  ყურადღება  გაამახ ვილა არაადეკვატური პიროვნებების კატეგორიაზე. ტერმინმა ფსიქოპათიამ  ახალი მნიშვნელობა შეიძინა ინგლისისა და  უელსის 1959 წლის ფსიქიკური ჯანმრთ ელობის აქტში.  ის იგივე მნიშვნელობით შევიდა 1983 წლის აქტში,    სადაც   ფსიქოპათური  აშლილობა  განსაზღვრულია 41(42) თავებში, როგორც ფსიქიკის პერსისტენტუ ლი აშლილობა ან   დარღვევა   (ინტელექტის სერიოზული დაქვეითებით, ან მის გარეშე), რაც შედეგად ანომალიურად აგრესიულ და უპასუხისმგებლო ქცევას იწვევს. ეს დეფინიცია წარმოადგენს მობრუნებას ფსიქოპათიური პიროვნების ვიწრო განსაზღვრებისაკენ, რომლის თანახ მად, პიროვნების აგრესიულ და  უპასუხისმგებლო ქცევას მოაქვს ტანჯვა სხვა ადამიანებისთვის.  გარდა   ამისა, ეს დეფინიცია იმ შესაძლებლობასაც მოიცავს,  რომ  ტანჯვა, შეიძლება,  მხოლოდ მოცემულ  პიროვნებას  მიადგებოდეს ხოლმე,   რის გამოც ის პიროვნული  აშლილობის  უფრო ფართო   დიაგნოსტიკურ  სპექტრს მოიცავს.   მოცემული აქტი   ითვალისწინებს მკურნალობის ჩატარებას   (პარა გრაფი 3 (2ბ)) ისეთ  შემთხვვეაში როდესაც ფსიქოპათიური აშლილობის მკურნალობა  ამსუბუქებს  მდგომარეობას ან ხელს უშლის მის გაუარესებას. არ არის  გასაკვირი, რომ  ამ   დეფინიციას და  მის დამ ატებით  დებულებას მრავალი  სირთულე უკავშირდება. (მოცემულ  სახელმძღვანელოზე მუშაობის პერიოდში მიმ დინარეობს ახალი  ბრიტანული კანონმდებლობის განხილვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ).  უახლესი მიდგომაა ისეთი  ტერმინის  შემოტანა, როგორიცაა   სახიფათო და მძიმე  პიროვნული აშლილობა. ეს ტერმინი, ძირითადად, მიუთითებს   ანტისოციალური  აშლილობისა და  ძალადო ბრივი ქცევის   მქონე მამაკაცებზე   და  მისი   შემოტანის მიზანი  ამ  პოპულაციით გამოწვეული  რისკის შემცირებაა. მოცემულ  ტერმინს უფრო პოლიტიკუ რი დატვირთვა აქვს, ვიდრე კლინიკური და მეცნიერული. დღემდე შემორჩენილია ფსიქოპათიური პიროვნების ორი განსაზღვრება.  ფართო მნიშვნელობით ის  ყველა  სახის ანომალიურ პიროვნებას  მოიცავს,  ხოლო  ვიწრო მნიშვნე ლობით  ანტისოციალურ პიროვნებას.  რადგანაც  ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება   საკმაოდ ბუნდოვანია,  უპირა ტესობას  ანიჭებენ ტერმინებს პიროვნული აშლილობა, რო მელიც დეფინიციის ფართო მნიშვნელობას შეესაბამება და ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, რომელიც დეფი ნიციის ვიწრო  მნიშვნელობის შესაბამისია.

ანომალიური პიროვნების კლასიფიკაცია

ზოგადი საკითხები

კატეგორიების გამოყენება

       პიროვნება   უწყვეტი ცვლადია,  მაგრამ  ფსიქიკური აშლი ლობის კლასიფიკაციის სისტემები იყენებენ ზღვრული მნიშვნელობის კატეგორიებს. კატეგორიები  სასარგებლოა, როდესაც  შემთხვევების შესწავლა  ხდება  ან   ეპიდემიო ლოგიური კვლევის ან  კლინიკური აუდიტისთვის. თუმცა, შერჩეული კრიტერიუმი, როგორიცაა, საკუთარი თავის  ან სხვების  ტანჯვა პირობითი  და  არაზუსტია. შემთხვევები, რომლებიც ამ კატეგორიის მიღმა რჩება (ქვეზღურბლოვანი შემთხვევები)  საკმაოდ ხშირია და  მათთვის იგივე კლინი კური პრობლემებია დამახასიათებელი,   რაც გამოხატული აშლილობების დროს იჩენს თავს.

კლასტერებად დაჯგუფება

DSMIVში (მაგრამ  არა  ICD10ში) პიროვნული აშლილო ბები სამ კლასტერადაა დაჯგუფებული:

1. A  კლასტერი პარანოიდული, შიზოიდური, შიზოტი პური;

2. B კლასტერი ანტისოციალური, მოსაზღვრე, ისტერიუ ლი, ნარცისული;

3. ჩ კლასტერი აცილებადი, დამოკიდებული, ობსესიურ კომპულსური.

მოცემული თავის  სტრუქტურა სწორედ  ამგვარ კატეგო რიზაციას  ეყრდნობა. 

ერთი და იგივე პიროვნული აშლილობის განსხვავებუ ლი სახელწოდება

  • პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში   გამოიყენება, ტერმინი  დისოციალური,    DSMIVში ანტისოციალურის სახელითაა ცნობილი;
  • პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში გამოიყენება ტერმინი ანანკასტური, DSMIVში შე სულია, როგორც ობსესიურკომპულსური აშლილობა;
  • პიროვნული  აშლილობა, რომლის  მიმართაც  ICD10 ში გამოიყენება ტერმინი შფოთვიანი, DSMIVში მოხ სენიებულია, როგორც აცილებადი.

შეტანილია ICD10ში, მაგრამ არა DSMIVში

  • ემოციურად  არასტაბილური  იმპულსური პიროვნული აშლილობა;
  • პერსისტენტული პიროვნული ცვლილება, რომელიც არ მიეწერება თავის  ტვინის  დისფუნქციას ან  დაზიანებას.

შეტანილია DSMIVში, მაგრამ არა ICD10ში

  • ნარცისული პიროვნული აშლილობა;
  • პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა (შეტანილია, როგორც  კატეგორია, რომელიც  შემდგომ   შესწავლას საჭიროებს).

მდგომარეობები,  რომლებიც განსხვავებულად არის კლასიფიცირებული ICD10სა და DSMIVში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიზოტიპური პიროვნული აშლილობა კლასიფიცირებულია  ICD10ში  შიზოფრე ნიასთან ერთად და მას  შიზოტიპური აშლილობა ეწოდება. DSMIVში ის კლასიფიცირებულია,  როგორც პიროვნული აშლილობა.

აღწერა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

       ამ  ნაწილში აღწერილია ანომალიური  პიროვნების ტიპები, რომლებიც ICD10სა და  DSMIVში არის შეტანილი .  დიაგნოსტიკური  კრიტერიუმები ვრცელია და განსხვავდება ფორმულირების  თვალსაზრისით. გარდა ამისა,   ამ ორ სისიტემაში ისინი ერთი და იგივე აშლილობის სხვადასხვა ასპექტზე  ამახვილებს  ყურადღებას.   ქვემოთ მოტანილი აღწერა ეხება დეფინიციათა ორი რიგის საერთო ნიშნებს. სადაც  კი ეს შესაძლებელია, კრიტერიუმები გამარტივებული სახით   არის  წარმოდგენილი, რათა მოგაწოდოთ ამა  თუ  იმ პიროვნული აშლილობის უფრო ზოგადი აღწერა. ორივე  შემთხვევაში არსებული  მდგომარეობა  უნდა პასუხობდეს პიროვნული აშლილობის ზოგად კრიტერიუმებს. ასეთი ზოგადი კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით  ICD10ის  კრიტერიუმები შემდეგი სახითაა შეჯამებული:

  • პიროვნების მახასიათებლები  და ქცევის  სტაბილური პატერნები აშკარად გადახრილია კულტურული ნორმებიდან. გარდა ამისა, ამგვარი დევიაციები აღინიშნება ერთზე მეტ კოგნიტურ სფეროში (მაგ.  დამოკიდებულებები, აღქმისა და  ინტერპრეტაციის სტილი), აფექტურ  სფეროში, იმ პულსების მართვისა  და  დაკმაყოფილების სფეროში  და სხვებთან ურთიერთობებში;
  • დევიაცია არ არის  ლოკალიზებული; ქცევა _  მრავალ სიტუაციაში  მოუქნელი, არაადაპტური  და დისფუნქციუ რია;
  • პიროვნებას  აღენიშნება  დისტრესი ან  ის გარშემომყოფ ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს;
  • დევიაცია, ჩვეულებრივ,  სტაბილური და  ხანგრძლივია. ის ბავშვობის ასაკის მიწურულს ან მოზარდობის ასაკში ვლინდება;
  • დევიაციური ქცევა არ არის გამოწვეული   სხვა ფსიქი კური აშლილობით;
  • დევიაციური ქცევა არ არის გამოწვეული  თავის  ტვინის დაზიანებით, დაავადებით ან დისფუქნციით.

არსებობს რამდენიმე დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტები ძალიან სასარგებლოა კვლევის  ჩატარებისას,  მაგრამ  მათ შედარებით ნაკლები კლინიკური ღირებულება გააჩნიათ.

კლასტერი

პარანოიდული პიროვნული აშლილობა

       ამ   ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ეჭვიანი და სენსიტიურია.  ისინი  საკუთარ   თავს ძალიან  მნიშვნელოვნად   განიცდიან,  მაგრამ ძალიან ადვილად ეუფლებათ სირცხვილის და დამცირების განცდა. ისინი ეჭვიანები არიან,   რის გამოც მათი ყურადღება მუდმივად მიმართულია იმაზე, რომ სხვებმა არ მოატყუონ. ამის შედეგად, სხვები  მათ  რთულ, მძიმე  ადამიანებად თვლიან და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა არ არის საღი აზრით წარმართული. ასეთ ადამიანებს უნდობლობა ახასიათებთ. მათ ეჭვი შეაქვთ ადამიანების  ერთგულებაში და ამიტომ არ ენდობიან მათ. ხშირად ახასიათებთ ეჭვიანობა სექსუალურ ნიადაგზე.  ისინი  ადვილად არ იჩენენ მეგობრებს და ნაკლებად    ერთიანდებიან  სხვადასხვა სახის   ჯგუფებში. მათ    ზედმეტად    უყვართ ყველაფრის   გასაიდუმლოება, არაპირდაპირი და თვითკმაყოფილნი არიან.  მათ ადვილად წყინთ და ხშირად ისე აღიქვამენ სხვის  ქცევას, თითქოს სხვები  ცივად და  უხეშად იცილებენ მათ. როდესაც პარანოიდული პიროვნული აშლილობის  მქონე პირებს რაიმეს სთავაზობენ, ისინი, პირველ რიგში, იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ  რა სახით  შეიძლება  ამ  შემოთავაზებამ  ავნოს მათ ინტერესებს. ასეთი     ადამიანები   სენსიტიურები    (მგრძნობიარენი) არიან   ცივი მოპყრობის   მიმართ.  მათთან ურთიერთობა არაკომფორტულია; ხშირად გადადიან ჩხუბსა და კამათზე; ისეთ  კომენტარებშიც კი,  რომლებიც სრულიად უწყინარია, დამამცირებელ  და  მუქარის   შემცველ   შინაარსს   დებენ. კრეჩმერმა აღწერა, თუ  როგორ იწვევს ასეთი  ადამიანების სენსიტიურობა დამცირებასთან და ეჭვთან დაკავშირებულ აზრებს,  რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ დევნის ბოდვაშიც  კი შეიძლება  აგვერიოს. ეს სენსიტიურობის იდეების   დამოკიდებულების   ბოდვა მე 13   თავშია  გან ხილული. გარდა  ამისა, ასეთი  ადამიანები ხშირად გამო ხატავენ აღშფოთებას და ბოღმიანები (გულღრძონი) არიან. ისინი არასოდეს   პატიობენ  სხვას  წყენას, რომელიც ან რეალურია ან  კიდევ   მათ  მიერ  ასეთად  არის  აღქმული. მათ  აქვთ საკუთარი უფლებების  გაზვიადებული განცდა. ხშირად ჩივიან სასამართლოში და დაჟინებით ცდილობენ მოიგონ  პროცესი,  რასაც,   შეიძლება,   წლები  დაუთმონ. მათ  ადგილას, სხვები  დიდი ხნის  წინ დაანებებდნენ თავს საასამართლოში დავას. პარანოიდულ პიროვნებებს  აქვთ საკუთარი  თავის მნი შვნელოვნების  შეგრძნების გამძაფრებული  განცდა.  მათ სჯერათ, რომ  ძალიან ნიჭიერები არიან  და შეუძლიათ საოცრად  მაღალი   მიღწევები ჰქონდეთ  ცხოვრებაში.  ეს არარეალისტური წარმოდგენა არ იცვლება უმნიშვნელო მიღწევების მიუხედავად.  ასეთი  რწმენის შენარჩუნება მათთან იმის გამოა შესაძლებელი, რომ  მათი აზრით, სხვა ადამიანები ხელს უშლიან საკუთარი პოტენციის სრულად განხორციელებაში.

შიზოიდური პიროვნული აშლილობა

       ტერმინი შიზოიდური პიროვნული  აშლილობა კრეჩმერს ეკუთვნის  . ის თვლიდა, რომ ამ  ტიპის პი როვნული კონსტიტუცია შიზოფრენიასთან არის დაკავში რებული, მაგრამ მისი ეს მოსაზრება შემდგომში არ დადას ტურდა (თავი  12). ამ  ტიპის აშლილობის მქონე ადამიანები ემოიციურად ცივი,  განზე მდგომი და დისტანცირებულია. მათ ნაკლებად  აქვთ განვითრებული იუმორის გრძნობა და ინტროსპექციისაკენ და ფანტაზიისაკენ არიან  მიდრეკილნი ისინი ცივი ადამიანები არიან.  მათ  არ შეუძლიათ ნაზი გრძნობებისა  და  ბრაზის გამოხატვა. ნაკლებად  აინტერე სებთ  სექსუალური ურთიერთობა. როდესაც აშლილობა უკიდურესად ინტენსიურია, ისინი უგრძნობი და ცივი ადა მიანების შთაბეჭდილებას  ტოვებენ.  ისინი  დისტანციურნი არიან  და ნაკლებად  აინტერესებთ სხვა ადამიანების აზრი. საზოგადოებაში ყოფნისას ცუდად გრძნობენ თავს, არ შედიან ახლო კონტაქტში; ოჯახური ცხოვრება მათთვის არ არის კმაყოფილების მომტანი. მათ უყვართ განმარტოება, მარტო მიჰყვებიან ცხოვრების გზას და  იშვიათად   ქმნიან ოჯახს. მათ უჭირთ  ცხოვრებისგან სიამოვნების  მიღება, ნაკლებად  ახასიათებთ იუმორის გრძნობა  და ვერ  იღებენ სიამოვნებას ისეთი აქტივობებისგან, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სიამოვნების მომტანია. ამ თვისებების გამო ისინი კიდევ  უფრო შორდებიან გარშემო მყოფთ. ასეთი  ადამიანები  მიდრეკილნი  არიან  ინტროსპექციისა და ფანტაზიისაკენ. უფრო მეტად აინტერესებთ ინტელექ ტუალური  თემები,  ვიდრე  ადამიანები.  აქვთ  წარმოსახვის რთული შინაგანი სამყარო, მაგრამ ემოციებისგან დაცლილი.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა

       შიზოტიპური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ   სოციალური  შფოთვა.   მათი   კოგნიციები და    პერცეპცია  დარღვეულია,    მეტყველება    უცნაური, ხოლო აფექტური რეაქციები შეუსაბამო.  მათი  ქცევა ექსცენტრულია. როგორც  ჩანს,   მოცემული  პიროვნული აშლილობა შიზოფრენიასთან არის  დაკავშირებული. ICD10ში (მაგრამ არა  DSMIVში) ის არ არის კლასიფიცირე ბული, როგორც პიროვნული აშლილობა. ის კატეგორიზე ბულია   შიზოფრენიასთან ერთად და   კლასიფიკაციაში შიზოტიპური აშლილობის სახელით არის შეტანილი. ამ  ტიპის ადამიანებს  სოციალური შფოთვა  ახასიათებთ. ისინი  საზოგადოებაში   ყოფნისას   შფოთვას  განიცდიან, რის გამოც მათ  უჭირთ ურთიერთობების  დამყარება და ცოტა მეგობარი ჰყავთ. ისინი თავს სხვებისგან განსხვავე ბულად განიცდიან და ძნელად ერგებიან  მათ. კოგნიტური დარღვევები მოიცავს დამოკიდებულებისა და ეჭვიანობის იდეებს (მაგრამ არა ბოდვას), უცნაური და ფანტასტიკური შინაარსის აზრებს  (მაგ.,  ნათელმხილველობა, ტელეპატია და სხვათა აზრების კითხვა). ასეთ ადამიანებს ახასიათებთ უჩვეულო პერცეპტუალური გამოცდილება (მაგ.,  ვიღაცის არსებობა ან ჰალუცინაციისმაგვარი განცდები), . ასეთ პირებს  აღენიშნებათ უცნაური  მეტყველება (უჩვეულო ენობრივი კონსტრუქციები, სიტყვები და ფრაზები, ბუნ დოვანი  მეტყველება  და მთავარი თემიდან გადახვევა). ასეთი  პირების აფექტური რეაქციები  უჩვეულოა.  ისინი ხისტი,  უცნაური ადამიანების შთაბეჭდილებას  სტოვებენ, რომლებსაც ღარიბი ემოციური სფერო აქვთ. მათი ქცევა ექსცენტრულია  და   უცნაური  მანერიზმით   ხასიათდება. ისინი  უცნაურად იცვამენ, არ იცავენ  ქცევის  ნორმებს და უცნაური სოციალური ქცევა ახასიათებთ.

კლასტერის პიროვნული აშლილობები

ანტისოციალური (დისოციალური) პიროვნული აშლილობა

       ტერმინი   ანტისოციალური   გამოიყენება  DCMIVში, ხოლო ტერმინი დისოციალური  ICD10ში.  ამ  წიგნში, უპირატესობა ენიჭება ტერმინს ანტისოციალური. ამ  აშ ლილობის მქონე ადამიანებს  ნაკლებად  ანაღვლებთ  სხვე ბის  განცდები  და უგრძნობნი არიან  მათ მიმართ. ისინი არ ითვალისწინებენ სხვების  უფლებებს, იქცევიან  იმპულსუ რად და  არ ახასიათებთ დანაშაულის განცდა, ხოლო უა რყოფითი გამოცდილება მათ არაფერს ასწავლის ხშირად მათი ანომალიური ქცევა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედებითაა დამძიმებული.  1941 წელს, კლეკლიმ საფუძვლიანად აღწერა ეს აშლილობა თავის  ნაშრომში ამ   ორ  კლასიფიკაციაში ოდნავ  განსხვავებული  დიაგ ნოსტიკური კრიტერიუმებია გამოყენებული.  ქვემოთ მოტ ანილი აღწერა ICD10ში გამოყენებულ აღწერას შეესაბამება. DSMIVის  კრიტერიუმების მიხედვით,  პიროვნებას  15 წლამდე ასაკში ქცევითი აშლილობა უნდა ახასიათებდეს. ასეთი  აშლილობის მქონე ადამიანები სხვების მიმართ გულქვა  და გულგრილები არიან. მათი სექსუალური აქ ტივობა დაცლილია ნაზი  გრძნობებისგან.  ისინი შეიძლება სასტიკად და დამამცირებლად ექცეოდნენ სხვა ადამინებს, სექსუალური  პარტნიორებისა  და   ბავშვების  ჩათვლით, და  მათზე სექსუალურ  და  ფიზიკურ ძალადობას ახორ ციელებდნენ. მათი ურთიერთობები ზედაპირული  და ხან მოკლეა, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ზედაპირული ხიბლი ახასიათებთ. ეს ადამიანები უპასუხისმგებლონი არიან  და არ იცავენ სოციალურ ნორმებს. ისინი არ ექვემდებარებიან საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს  და შეიძლება  რეგუ ლარულად არღვევდნენ კანონს და ხშირად სერიოზულ კანონდარღვევას ახორციელებენ. მათი არაკანონიერი ქცე ვა, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება. ასეთი  ადამიანები იმპულსურები არიან.  ისინი არ ისახ ავენ მიზნებს, წინასწარ არაფერს გეგმავენ,  ჩვეულებრივ აქვთ არასტაბილური სამუშაო  და  ხშირად აცდენენ მას. ისინი მიდიან რისკზე, არ ითვალისწინებენ საკუთარ  ან სხ ვათა უსაფრთხოებას. ადვილად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან და შეურაცხოფას აყენებენ სხვებს. ამ  თვისებებს თან ახლავს ის,  რომ ისინი იშვიათად განიცდიან სინანულსა  და დანაშაულს  და  ვერ  ცვლიან საკუთარ   ქცევას დასჯის ან რაიმე  უარყოფითი შედეგების საპასუხოდ.  ისინი იცილე ბენ   პასუხისმგებლობას, მიმართავენ გადაბრალებას   და ახდენენ საკუთარი მარცხის   რაციონალიზაციას. გარდა ამისა, ისინი უპატიოსნო და უპასუხისმგებლონი არიან  ფი ნანსურ  საკითხებში.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

       ტერმინი  მოსაზღვრე  პიროვნული  აშლილობა თავიდან აშკარად არასტაბილური ადამიანების აღსაწერად გამოიყენებოდა. ამგვარ არასტაბილურობას პირველად აღწერდნენ   ფსიქოდინამიური   ცნებების გამოყენებით. ამის  მაგალითია  კერნბერგისეული    აღწერა რომელიც იყენებდა ტერმინებს (1) ეგოს სისუსტე იმპულსების  ცუდ კონტროლთან  ერთად; (2) აზროვნება პირველადი პროცესების დონეზე  (ანუ ირაციონალური აზროვნება) რეალობის ტესტირების მიუხედავად; (3) ისეთი ნაკლებ  მოწიფული დაცვითი მექანიზმების გამოყენება, როგორიც პროექცია და უარყოფაა; (4) დიფუზური პი როვნული იდენტობა. როდესაც  ამ   ტიპის  პიროვნული აშლილობა შეიტანეს კლასიფიკაციის სისტემებში, შემუშავდა უფრო ობიექტური კრიტერიუმები,  მაგრამ უფრო რთული  გახდა  მისი ძირითადი ნიშნების გამოყოფა.  გარდა  ამისა, DSM IV და ICD 10 კლასიფიკაციებში მათ განსხვავებული სახელი მიენიჭათ:  მოსაზღვრე  პიროვნული აშლილობა DSMIVში და  ემოციურად  არასტაბილური  პიროვნული  აშლილობა ICD10ში.  ეს უკანასკნელი იყოფა მოსაზღვრე ტიპად  და იმპულსურ ტიპად. DSMIVში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა   ცხრა  ნიშნით    ხასიათდება,   საიდანაც,   სულ ცოტა, ხუთი ნიშნის არსებობაა აუცილებელი DsMIVის მიხედვით  დიაგნოზის დასასმელად. ICD10ში თითოეულ ქვეტიპს ხუთი კრიტერიუმი აქვს. პიროვნების მოსაზღვრე ტიპის აშლილობის დიაგნოზისთვის მათგან,  სულ  ცოტა, ოთხის არსებობაა სავალდებულო. ეს კრიტერიუმები 7.5 ცხრილში  შემაჯამებელი  ტერმინებით  არის   მოცემული და  არ წარმოადგენს გამოქვეყნებული  კრიტერიუმების სიტყვასიტყვით ციტირებას. ცხრილი   აჩვენებს, რომ  DSMIVის  მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს შორის რამდენიმე ICD10ის   იმპულსური ტიპის კრიტერიუმიც არის შესული. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განსაზღვრის ამ მცდელობების მიუხედავად,  არ არის ნათელი, არსებობს თუ  არა  იგი, როგორც  ცალკე მდგომი მოცემულობა. მრავალი ადამიანი, რომელიც აკმაყოფილებს  მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის DშMIVის კრიტერიუმებს, აგ რეთვე   აკმაყოფილებს  ისტერიული,  ნარცისული და  ან ტისოციალური  პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებს

იმპულსური პიროვნული აშლილობა

       როგორც ზემოთ  ითქვა,  ეს  აშლილობა ICD10ში შეტანილია, როგორც ემოციურად ლაბილური პიროვნული აშლილობის ტიპი.  ის არ არის ცალკე შეტანილი DSMIVში, თუმცა მისი რამდენიმე ნიშანი მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის კრიტერიუმებშია შეტანილი. დიაგნოსტიკური კრიტერიუმები  ნაჩვენებია ცხრილში  7.5.   დიაგნოზის დასასმელად   მინიმუმ სამი  კრიტერიუმი  უნდა   იყოს დაკმაყოფილებული. იმპულსური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს არ  შეუძლიათ საკმარისი   ხარისხით საკუთარი ემოციების   მართვა. ისინი მიდრეკილნი არიან უცაბედი, შეუკავებელი  სიბრაზის შემოტევებისაკენ, რასაც მოგვიანებით  ნანობენ. ამგვარი  აფეთქებები   ყოველთვის სიტყვიერი  აგრესიით არ იფარგლება  და  შეიძლება მოიცავდეს  ფიზიკურ ძალადობას, რომელსაც  დროებითი სერიოზული  ზიანი მოაქვს.  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის    მქონე    ადამიანებისგან    განსხვავებით, რომელთათვისაც ასევე ტიპიურია ბრაზის  შეტევები, იმპულსური აშლილობის მქონე ადამიანებს  არ ახასიათებთ სირთულეები ურთიერთობებში. თუმცა ისტერიული პიროვნული აშლილობა შეტანილია, როგორც ICD10, ისე  DSMIV კლასიფიკაციაში, ამ  ორი კლასიფიკაციის მიერ გამოყენებული  კრიტერიუმები ერთგვარად    ურთიერთგანსხვავებულია.    ცხრილ  7.6 ში   ნაჩვენებია ის  ნიშნები,   რომლებიც  ICD10ში   დი აგნოსტიკურ  კრიტერიუმებად გამოიყენება,   ამავე დროს, აქ, აგრეთვე,  მოცემულია  ის კრიტერიუმები, რომლებიც განსხვავებულია ამ  ორ კლასიფიკაციაში. თვითდრამატიზაცია  ამ    აშლილობის ყველაზე თვალში საცემი   ნიშანია.   მან     შეიძლება    შეიძინოს    ემოციური

       შანტაჟის ფორმა. პიროვნება,  შეიძლება,  რისხვისა  და თვითმკვლელობის დემონსტრირების სცენებს აწყობდეს. ასეთი  ადამიანები სუგესტიურნი არიან   და  ადვილად ექცევიან სხვათა (განსაკუთრებით ავტორიტეტული ფიგურების)  გავლენის ქვეშ. ისინი აჰყვებიან ხოლმე სხვათა  შეხედულებებსა   და  გემოვნებას   და  ცდილობენ არ ჩამორჩნენ  მოდას. ისინი ეძიებენ ყურადღებასა და ამაღელვებელ   გამოცდილებას.   მათ    სწყურიათ ახალი გამოცდილება, ადვილად ბეზრდებათ ხოლმე  და ხანმოკლე ენთუზიაზმი ახასიათებთ. ასეთი ადამიანები ზედაპირული და ლაბილური ემოციებით გამოირჩევიან. ისინი დრამატული სახით  გამოხატავენ ემოციებს და შეიძლება ქანცი გამოაცალონ  გარშემომყოფთ რისხვის შეტევებითა და სასოწარკვეთილების უკონტროლო გამოხატვით.  ემოციების  ასეთი მოზღვავება ზედაპირულია და  პიროვნება   სწრაფად  გამოდის  ამ   მდგომარეობიდან. მას  უკვირს, რომ  გარშემო მყოფთ   ისე  ადვილად არ ავიწყდებათ ეს სცენები, როგორც თავად მას. მათ ახასიათებთ  კეკლუცობა  და  ცდილობენ  მოხიბლონ სხვები  სრულიად  უადგილო ვითარებაში,  მაგრამ მათი სექსუალური განცდები,  ისევე როგორც სხვა ემოციები, ზედაპირულია. მათ, შეიძლება,   ვერ   მიაღწიონ ორგაზმს ვნების დემონსტრირების მიუხედავად. ასეთი ადამიანები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ  ისინი დიდ დროსა და ფულს უთმობენ ტანსაცმლის შეძენას, საკუთარი თავის მოვლას. ისინი ზედმეტად მძიმედ განიცდიან უმნიშვნელო კრიტიკასაც კი მათი გარეგნობის თაობაზე. გარდა  იმ თვისებებისა,  რომლებიც დიაგნოსტიკურ კრიტერუმებად გამოიყენება, ისტერიულ პიროვნულ აშ ლილობას ახასიათებს კიდევ  ორი ნიშანი,  რომელიც იმსახურებს ყურადღებას.  ისტერიული პიროვნული აშ ლილობის  მქონე  ადამიანები  ეგოცენტრულნი    არიან. მათ  ნაკლებად  ანაღვლებთ  სხვა ადამიანები და  საკუთარ ინტერესებსა და სიამოვნებას უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებენ.  ისინი პატივმოყვარენი და მომთხოვნი არიან. ნაკლებად   ითვალისწინებენ  სხვა  ადამიანებს. ძალიან ცდილობენ,  რომ   ადამიანები იძულებით საკუთარ   სურ ვილებს მოარგონ. გარდა  ამისა, მათ აქვთ საკუთარი  თავის მოტყუების უნარი. სჯერათ თავის მიერ ნათქვამი ტყუილის, როგორი არარეალური და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ის,   მაშინაც კი,   როდესაც  სხვები  კარგად   ხედავან მას. ქცევის   ასეთი   პატერნი   ყველაზე  მკაფიოდ  აღინიშნება პათოლოგიური მატყუარებისა და თაღლითების უმრავ ლესობის შემთხვევაში. რადგანაც  ზოგიერთი ზემოთხსენებული  თვისება ბავშვების ნორმალური მახასიათებელია  (მაგ.,  დროებითი ენთუზიაზმი, წარმოსახულის დაჯერება და სხვისთვის მისი რეალური ფაქტების სახით   მიწოდება), ზოგი ფსიქიატრი ისტერიული პირვნული  აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ იყენებს ტერმინს უმწიფარი. ჩვენი აზრით, უნდა ვერიდოთ ასეთი ტერმინების გამოყენებას, რადგანაც  ისინი არაზუსტი და დამამცირებელია.

ნარცისული პიროვნული აშლილობა

       ეს პიროვნული აშლილობა მოცემულია DSM IVში და არა ICD10ში, სადაც ის წარმოდგენილია, როგორც ერთერთი აშლილობა,  რომელიც  შეტანილია ნარჩენ კატეგორიაში სხვა სპეციფიკური პიროვნული აშლილობები. DSM IVის კრიტერიუმების პერიფრაზი დაჯამებულია ცხრილში 7.7.ამ ტიპის ადამიანებს აღმატებული წარმოდგენა აქვთ სა კუთარ თავზე; ისინი მკვეხარა და პრეტენზიულები არიან. ისინი მუდმივად დაკავებულნი არიან ფანტაზიით საკუთარი განუზომელი წარმატების, ძალაუფლებისა და ინტელექ ტუალური ბრწყინვალების შესახებ. ისინი თვლიან, რომ განსაკუთრებულნი არიან, რის გამოც სხვებისგან ელიან თაყვანისცემას და განსაკუთრებულ პრივილიეგიებს. ისინი თვლიან, რომ საუკეთესოს ღირსნი არიან და ცდილობენ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებას. ისი ნი ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს და ნაკლებად აინ ტერესებთ მათი განცდები. მათ შურთ სხვების ქონებისა და მიღწევების და ფიქრობენ, რომ სხვებსაც შურთ მათი. ისინი ქედმაღალნი არიან და სხვებს ზევიდან ქვევით უყურებენ.

C კლასტერის პიროვნული აშლილობები აცილებადაცილებადი პიროვნების (შფოთვითი) აშლი ლობა

       DSMIVში  ტერმინი  აცილებადი ამ   ტიპის პიროვნული აშლილობის აღსაწერად გამოიყენება. ICD10ში უპირატე სობა ენიჭება ტერმინს შფოთვიანი პიროვნება, ხოლო ტერმინი აცილებადი მის ერთერთ ალტერნატივას წარ მოადგენს. როგორც ცხრილი 7.8 გვიჩვენებს, ამ  ორ კლა სიფიკაციაში ოდნავ განსხვავებული ნიშნები გამოიყენება. მიდრეკილება   დაძაბულობისაკენ კრიტერიუმად  მხოლოდ ICD10შია შეტანილი. მოცემული აშლილობის მქონე  ადამიანები მუდმივ  დაძ აბულობას  განიცდიან. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და დაბალი თვითშეფასება  აქვთ. ისინი თავს განიცდიან სოციალურად არასრულყოფილად, არამიმზიდველად  და უუნაროდ.  მათ   მუდმივად   აწუხებთ ის,  რომ  შეიძლება სხვების მიერ  იყვნენ უარყოფილნი და  გაკრიტიკებულნი; წუხან, რომ  შეიძლება   შერცხვნენ  და  სხვებმა  დასცინონ მათ.  ისინი სიფრთხილით ეკიდებიან  ახალ გამოცდილებას და ერიდებიან  ახალი კონტაქტების  დამაყარებას. ისინი ერიდებიან რისკს,  საზოგადოებაში ყოფნისას უხერხულად გრძნობენ თავს და არ  მონაწილეობენ სოციალურ აქტივო ბაში. ჰყავთ ცოტა ახლო მეგობარი, ახალ ინტიმურ სიტუა ციებში შებოჭილნი არიან  და მათ ინტიმურ ურთიერთობას ზღუდავს  სირცხვილისა და დაცინვის შიში. შიზოიდური პიროვნების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან  ემოციურად ცივი.  მათ  ნამდვილად დიდი სურვილი აქვთ დაამყარონ სოციალური ურთიერთობები, მაგრამ ვერ ახერხებენ ამის განხორციელებას.

ობსესიურ კომპულსური პიროვნული აშლილობა

       ტერმინი ობსესიურკომპულსური პიროვნული აშლილობა DSMIVში გამოიყენება. ICD10ში გამოიყენება ტერმინი ანანკასტური აშლილობა , რაც  ხაზს  უსვამს  იმას,  რომ  ამ  ტიპის  პიროვნული  თვისე ბები არ არის უშუალოდ ობსესიურომპულსურ აშლილო ბასთან  დაკავშირებული. ცხრილი  7.10 გვიჩვენებს, რომ DSMIVსა და ICD10ში დიაგნოსტიკურ კრიტერიუმე ბად ოდნავ განსხვავებული ნიშნებია გამოყენებული. ამ   აშლილობის მქონე  ადამიანები ზედმეტად დიდ   ყურ ადღებას უთმობენ დეტალებსა და წესებს, წესრიგსა და გეგმებს. მათ   ახასიათებთ   დამამუხრუჭებელი პერფექ ციონიზმი, რაც  ჩვეულებრივ სამუშაოს ტვირთად აქცევს. მუშაობის პროცესში პიროვნების აზროვნება  ტრივიალუ რი დეტალებით  არის წარმართული. მას  აკლია წარმოსახ ვა და ვერ  ახერხებს შანსების გამოყენებას.  აქვს მაღალი მორალური სტანდარტები, რაც გამოიხატება ჭარბ კეთილ სინდისიერებასა და სკრუპულოზურობაში და შეფასებით დამოკიდებულებაში მოვლენების  მიმართ. ამ  თვისებების გამო ის ვერ  ახერხებს სიამოვნების მიღებას. მას  აკლია იუმორი და  დისკომფორტს  განიცდის ისეთი ქმედებისას, რომელიც სხვებისთვის სახალისო  და სიამოვნების მომტა ნია. მისთვის  ზედმეტად მნიშვნელოვანია სამუშაო პროცე სის  პროდუქტიულობა, რაც  ურთიერთობების დათმობის ხარჯზე ხდება. ასეთ ადამიანებს უჭირთ შეგუება ახალ სიტუაციებთან. ისინი ხისტი და მოუქნელები არიან,  არ უყვართ ცვლილე ბები და უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხო და ნაცნობ რუტინულ საქმიანობას; ჯიუტები და დირექტიულები არიან და სურთ, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მათ წესებს. ასე თი ადამიანები უფერულები არიან.  ზოგჯერ სიძუნწით  გამოირჩევიან და არ უყვართ საჩუქრების მიღება და გაცემა; არ უყვართ ნივთების გადაგდება და ზოგჯერ ნივთებსა და ფულს იმარაგებენ ხოლმე. ისინი პედანტურები  არიან  და დიდ  მნიშვნელობას ანიჭე ბენ სოციალურ ნორმებსა და პირობითობებს;  ზედმეტად ფრთხილები არიან  და ახასიათებთ ორჭოფობა; უჭირთ გა დაწყვეტილების მიღება; უჭირთ სიტუაციის დადებითი  და უარყოფითი მხარეების აწონა;  გვიან იღებენ გადაწყვეტი ლებებს და ხშირად ითხოვენ  რჩევას; ეშინიათ  შეცდომების დაშვების და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წუხან იმა ზე, ხომ არ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება. ამ   ტიპის პიროვნებას   ახასიათებს კიდევ   ორი მნიშვნე ლოვანი თვისება, რომელიც არ წარმოადგენს დიაგნოსტი კურ კრიტერიუმს. ერთია მგრძნობელობა კრიტიკის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ზედმეტად  მნიშვ ნელოვნად მიაჩნიათ სხვისი აზრი და ელიან, რომ  ძალიან მკაცრად იქნებიან გაკრიტიკებულები. ასეთი ადამიანები ნაკლებად  ამჟღავნებენ ემოციებს. მეორეა გამოუხატავი ბრაზისა  და აღშფოთების განცდა. ის ხშირად მიმართულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან მათ  რუტინულ ცხოვრებას. ასეთ განცდას შეიძლება  თან ახლდეს აგრე სიული შინაარსის აზრები და წარმოდგენები.

პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა

       ეს ტერმინი მიესადაგება  პიროვნებას,  რომელიც პასიური წინააღმდეგობის რეაქციას იძლევა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნაზე ქცევის  ადეკვატურობასთან დაკავშირებით. ასეთი  რეაქციები გამოიხატება გასაკეთებელი საქმის გა დადებაში, დროის ფლანგვაში, სიჯიუტეში, საქმის განზრახ უხარისხოდ  შესრულებაში, განზრახ  გულმავიწყობაში  და თანამდებობის პირების უსაფუძვლო კრიტიკაში.  ეს კატ ეგორია არ არის შეტანილი DSMIVსა და ICD10ში, რო გორც ერთერთი ტიპის პიროვნული აშლილობა.

აფექტური პიროვნული აშლილობა

       ზოგ  ადამიანს  აღენიშნება  გუნებგანწყობის რეგულაციის აშლილობა მთელი ცხოვრების მანძილზე.  ისინი მუდმივად მძიმე გუნებაზე არიან  (დეპრესიული პიროვნული აშლილო ბა) ან არაადეკვატურად აწეულ  მდგომარეობაში იმყოფები ან (ჰიპერთიმიული პიროვნული აშლილობა). მესამე ჯგუფი მონაცვლეობს  ამ   ორ  პოლუსს შორის (ციკლოიდური ან ციკლოთიმური პიროვნული აშლილობა). პიროვნული აშლი ლობის ეს ტიპები მრავალი წლის  წინ აღწერეს და  მათი ამოცნობა კლინიკურ პრაქტიკაში ადვილად ხდება, თუმცა ისინი არ არის შეტანილი DSMIVსა და ICD10 კლასიფი კაციებში.  ამის მიზეზი  ის არის, რომ  ორივე სისტემაში  ეს აშლილობები კლასიფიცირებულია, როგორც გუნებგანწყ ობის  აშლილობა და არა როგორც პიროვნული აშლილობა. ICD10  ში  ისინი კლასიფიცირებულია,  როგორც გუნებ განწყობის (აფექტური) პერსისტენტული მდგომარეობები  (ციკლოთიმია ან  დისთიმია) და როგორც ციკლოთიმია ან დისთიმია DSMIVში. მიუხედავად ამისა, ისინი აქ მოკლედ იქნება აღწერილი.დეპრესიული პიროვნული აშლილობის დროს აღინიშნება პერსისტენტული დაწეული გუნებგანწყობა, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების  მიმართ და  ცუდის მოლო დინი. პიროვნება  დარდობს თავისი პრობლემების გამო და ზედმეტად  ნერვიულობს. ასეთ ადამიანებს ხშირად ახასი ათებს მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის გრძნო ბა. მათ  ნაკლებად  შეუძლიათ მიიღონ  სიამოვნება  და გა მოთქვამენ  უკმაყოფილებას საკუთარი ცხოვრებით.  ზოგი ადვილად ღიზიანდება  და მძიმე ხასიათი აქვს. ჰიპოთიმური  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიან ები, ჩვეულებრივ, მხიარულები და ოპტიმისტურები არიან, გამოირჩევიან ენერგიულობით. თუ მათ ეს თვისებები ზომი ერად  ახასიათებთ, ისინი ხშირად ეფექტურ და წარმატებულ ადამიანებად გვევლინებიან. თუ ეს თვისებები  უკიდურესად იქნა გამოხატული, მაშინ ქვეითდება განსჯის უნარი, ასეთ პირებს, შეუძლიათ, უკრიტიკო და უსაფუძვლო გადაწ ყვეტილებების მიღება. მათი ჩვეული მხიარულება ხშირად იცვლება გაღიზიანების პერიოდებით, განსაკუთრებით მა შინ, როდესაც მათი მიზნები არ ხორციელდება. წარსულში, ამ  ჯგუფში შემავალ ზედმეტად  კრიტიკულ და  მოკამათე ადამიანებს ფსევდოკვერულანტებს უწოდებდნენ. ციკლოიდური  პიროვნული  აშლილობის  მქონე  ადამიან ები მერყეობენ უკიდურესად დეპრესიულ და ჰიპერთიმურ მდგომარეობებს შორის. გუნებგანწყობის ასეთი არასტაბი ლურობა ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე რომელიმე პერსისტენტული მდგომარეობა. ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები  პერიოდულად  უკიდურესად  მხიარული,  აქტი ური და პროდუქტიულები არიან. ასეთ დროს ისინი იღებენ დამატებით პასუხისმგებლობას სამუშაოსთან და სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. შემდეგ მათი გუნებგანწყ ობა იცვლება. ოპტიმიზმი იცვლება უარყოფითი, უიმედო დამოკიდებულებით   ცხოვრების   მიმართ.   მათი   ენერგიის დონე  დაბლა  იწევს.  თუ  აწეულ  მდგომარეობაში  ყოფნისას ისინი ხალისით იღებენ სხვადასხვა ვალდებულებებს, ახლა ყოველივე  ეს მათთვის  მძიმე  ტვირთად  იქცევა.  ისინი  იღე ბენ არასწორ  გადწყვეტილებებს  და  უარს  ამბობენ  ისეთი შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომლებზეც, სხვა შემთხ ვევაში, უარს არ იტყოდნენ. საბოლოოდ ისინი უბრუნდებიან ნორმალურ გუნებგანწყობას ან აწეულ მდგომარეობას.

ტერმინები, რომელთა გამოყენებასაც უნდა  ვერიდოთ

       ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ  ტერმინი ფსიქოპათიური პიროვნება   არადამაკმაყოფილებელია   ასევე, უნდა  მოვერიდოთ შემდეგი ორი  გავრცელებული ტერმი ნის ხმარებას, რომლებსაც, უპირატესად, მაშინ მიმართავს ინტერვიუერი, როდესაც სათანადოდ არ აქვს შესწავლილი თავისი პაციენტის პრობლემები. ასეთი ტერმინია არაადეკ ვატური პიროვნება, რომელსაც  დამამცირებელი ელფერი აქვს. ამ ტერმინის ნაცვლად სჯობს დავაზუსტოთ რა სახით არის პიროვნება  არათვითკმარი ცხოვრების მოთხოვნებთან მიმართებაში. ეს მიგვიყვანს უფრო  კონსტრუქციულ წარ მოდგენასთან იმის შესახებ, თუ რანაირად დავეხმაროთ მას ცხოვრებასთან  უკეთესად გამკლავებაში. მეორე ტერმინია უმწიფარი   პიროვნება. მას  ბუნდოვანი მნიშვნელობა  აქვს და  გამოიყენება  იმ შეუსაბამობის  აღ სანიშნავად, რომელიც პიროვნების ქცევას და  მის ქრო ნოლოგიურ ასაკს შორის  შეინიშნება. პაციენტის  ქცევა უფრო  დაბალი ასაკის  ადამიანისთვის  არის  შესაფერისი, ვიდრე პაციენტის ასაკის ადამიანებისთვის. იმისთვის, რომ ავიცილოთ ტერმინ უმწიფარის ბუნდოვანება, სჯობს დავაზუსტოთ  პრობლემის  ხასიათი (პრობლემა ეხება სო ციალურ ურთიერთობებს, ემოციათა მართვას, მზაობას პა სუხიმგებლობის აღებისადმი, თუ  რაიმე სხვას). პაციენტის პრობლემის  ასეთნაირი დაზუსტება უფრო კონსტრუქცი ულ მიდგომასთან მიგვიყვანს, ვიდრე პიროვნების მონათ ვლა უმწიფარ ადამიანად. გარდა  ამისა, ეს ტერმინი ისეთი მიზეზის  არსებობას გულისხმობს, რომელიც არ არის დას აბუთებული, ანუ მოწიფულ პიროვნებად ჩამოყალიბების უუნარობას. ამის გამო, მოცემული ტერმინისთვის  თავის არიდება, ასეთ სირთულესაც  აგვარიდებს.

ეპიდემიოლოგია

       ზოგად  პოპულაციაში პიროვნული   აშლილობის   ეპიდე მიოლოგიური გამოკვლევა  დაიწყო   იმ  სტანდარტიზებუ ლი ინსტრუმენეტების შემუშავების   შემდეგ, რომლებიც DSMIIIის  კრიტერიუმებზე იყო დაფუძნებული. ამ  ტიპის გამოკვლევები  დიდი ზომის  შერჩევებს მოითხოვს,  რადგან ზოგიერთი პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირე ძალინ დაბალია. გარდა  ამისა, ძნელია პიროვნული აშლი ლობის იდენტიფიცირება თემზე დაფუძნებული  გამოკვ ლევების დონეზე. ასეთ გამოკვლევებში, ინტერვიუერს იშვიათად   მიუწვდება ხელი ინფორმანტების მიერ  მოწო დებული ინფორმაციაზე. ეპიდემიოლოგიური  მონაცემები, ძირითადად, მიღებულია რვა  გამოკვლევით, რომლებიც ბრიტანეთში, აშშსა და  გერმანიაში  ჩატარდა  . პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირის ერთო ბლივი მონაცემი (ანუ ყველა ტიპის პიროვნული აშლილო ბის  ჯამი)  ამ  რვა  გამოკვლევაში  615%ს შეადგენს.  სიხ შირის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქის დასახლებებში სოფლის დასახლებებთან  შედარებით . ბრიტანეთში უახლესი  და  ყველაზე  სანდო  მაჩვენებელი უფრო დაბალია და 4.4 პროცენტს შეადგენს  ). პირვნული აშლილობის სიხშირის მაჩვენებლები არ განსხვავდება  მამაკაცებში და ქალებში და იკლებს ასა კის  მატებასთან ერთად.პიროვნული აშლილობის უფრო მაღალი  ზოგადი მაჩვენე ბელი დადგინდა  ფსიქიატრიული სიმპტომების მქონე პაცი ენტებთან,  რომლებიც პირველადი ჯანდაცვის  სერვისებს აკითხავენ. მათთან  ეს მონაცემი  30%ს შეადგენს  . ამბულატორიულ და სტაციონარულ ფსიქი ატრიულ პაციენტებში  პიროვნული აშლილობის საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 50%ია .ცხრილში 7.11 ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის პიროვნული აშლილობის   გავრცელების სიხშირე.  ამ    გამოკვლევებში შერჩევის  ზომა მერყეობს 200დან 1600მდე. ზოგიერთი მაჩვენებლის  მერყეობის   დიაპაზონი ფართოა,  რაც,  ვა რიაციის სხვა მიზეზების  გარდა,  კვლევის განსხვავებული ინსტრუმენტების გამოყენებას ასახავს.  ზოგი აშლილობის მაჩვენებელი განსხვავებულია მამაკაცებში  და ქალებში. მაგ.,  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობა უფრო მეტად    მამაკაცებშია გავრცელებული   (თანაფარდობა მერყეობს 2.1 და 7.1 შორის). მიუხედავად იმისა, რომ  მო საზღვრე  და ისტერიული პიროვნული აშლილობები უფრო ხშირად ქალებშია  აღწერილი, მოცემულ  გამოკვლევებში ეს კანონზომიერება ცალსახად არ დადასტურდა. გავრცელების სიხშირის  საინტერესო მაჩვენებლები დადგინდა  ქვეყნების მიხედვით.  მაგ.,  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის საკმაოდ დაბალი მაჩვნებელი დადგინდა   ტაივანში. გავრცელების  სიხშირის  მაჩვენე ბლების ფართო  ვარიაბილობა არ არის საკმარისად სარწ მუნოდ ახსნილი. ეს ეხება კარგად დაგეგმილ გამოკვლევებ საც,  რომლებიც დიდი  მოცულობის შერჩევაზე ჩატარდა. ზოგიერთი პიროვნული აშლილობის გავრცელების სიხშირე შეიძლება  ცვალებადობდეს სხვადასხვა კულტურულ გარე მოში. ის,  როგორც ჩანს,  გაშუალებულია ბავშვობისდრო ინდელი გარემოთი  და  ადგილობრივი გენე ტიკური ვარიაციებით; ის ასევე შეიძლება  წარმოადგენდეს პიროვნული აშლილობის ამჟამინდელი  დეფინიციის მიერ კულტურული ნორმების გათვალისწინების ეფექტს.

ეტიოლოგია

ზოგადი საკითხები

       პიროვნული აშლილობის მიზეზები უცნობია. ზოგი ავტორი ასახელებს გენეტიკურ ფაქტორებს სხვადასხვა ტიპის ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად. ზოგი პიროვნული აშლილობა ეტიოლოგიურად არის ურთიერთდაკავშირებული მის მსგავს ფსიქიკურ აშლილობასთან. ქვემოთ განხილულია გენეტიკური მიზეზები კონკრეტული პიროვნული აშლილობის ეტიოლოგიის მონახაზთან ერთად. ადრეული  ცხოვრებისეული   გამოცდილების ზეგავლენის შესწავლა  რთულია იმის  გამო, რომ  ამ   გამოცდილებასა და   ზრდასრულ  ცხოვრებაში   პიროვნული  აშლილობის დიაგნოზს  შორის   ხანგრძლივი   დროითი  ინტერვალია. ბავშვობისდროინდელი   გამოცდილებისა  და   პიროვნების დამაკავშირებელი ფსიქოდინამიური თეორიები აქ ნახსენებია იმ კონტექსტში, სადაც ისინი გავლენის მქონეა. მიუხედავად  იმისა,თუ რამდენად არის   კლინი ცისტებისთვის მისაღები  ფსიქოდინამიური თეორია, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას, პიროვნულ მახასიათებლებსა და პიროვნულ აშლილობას   შორის   მიზეზობრივი  კავშირი  არსებობს. პრაქტიკაში გამართლებულია ბავშვობისდროინდელი გამ ოცდილების  შესწავლა   და   საღ  აზრზე  დაფუძნებული მსჯელობის გამოყენება  იმის  დასადგენად, თუ  რამდენად შესაძლოა ამა  თუ  იმ გამოცდილებას ზეგავლენა  მოეხდინა პიროვნების    განვითარებაზე.  მაგ., მშობლების მიერ ბავშვის  მუდმივი   უარყოფა  შეიძლება  დაკავშირებული იყოს ზრდასრულ  ასაკში დაბალ  თვითშეფასებასთან. რეტროსპექტული გამოკვლევები  აშკარა პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ პროსპექტული გამოკვლევის  ჩატარება უფრო პერსპექტიულია. ერთერთი ასეთი  გამოკვლევის თანახმად,   დამოუკიდებლად დადგენილი   უკიდურესი ფიზიკური უგულებელყოფა, სასტიკი მოპყრობა და სექსუალური     ძალადობა  ასოცირებულია ზრდასრულ ასაკში კლასტერში შემავალი პიროვნული აშლილობების აღმოცენების რისკთან. ჩვენ  უკვე განვიხილეთ  კავშირი  პიროვნულ  აშლილობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. მსგავსებამ ციკლოთიმურ პიროვნებასა  და  მანიაკალურდეპრესიულ  აშლილობას შორის მკვლევარები მიიყვანა დასკვნამდე მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის შესახებ. ეს თვალსაზრისი კლასიფიკაციის სისტემაშია ასახული. აგრეთვე, გამოითქვა  მოსაზრება,  რომ  შიზოიდური  პიროვნული აშლილობა შიზოფრენიის ნაწილობრივ გამოხატულებას წარმოადგენს, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებით. თუმცა, ასეთი კავშირის არსებობა დადგინდა შიზოტიპური პიროვნული აშლილობის შემთხვევაში. ასევე, არ დადასტურდა კავშრი ობსესიურ პიროვნულ  აშლილობასა  და  ობსესიურკომპულსურ აშლილობას შორის . იმის  გამო, რომ  სხვადასხვა ტიპის პიროვნულ აშ ლილობას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, ისინი ქვემოთ იქნება განხილული. თავიდან განვიხილავთ ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას, რადგან  მას  უფრო მეტი  კვლევა ეძღვნება. სხვა სახის აშლილობები იგივე თანმიმდევრობით არის დალაგებული, როგორც ამ  თავის  დასაწყისში.

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა

გენეტიკური მიზეზები

       ტყუპებზე   ჩატარებული   გამოკვლევები.  ყველაზე   ხში რად  ციტირებული გამოკვლევები   ლანგესა   და   როზა ნოფს ეკუთვნის  . ამ გამოკვლევებში შეისწავლებოდა  პრობანდები  რამ დენჯერმე   მსჯავრდებულნი სისხლის   სამართლის დანა შაულის გამო და  არა  ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, რის გამოც ამ გამოკვლევების შედეგების რელევანტობა ასეთი  აშლილობის მქონე  ადა მიანების მიმართ საეჭვოა. ტყუპებზე ჩატარებულმა უფრო გვიანდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა ანტისოციალური ქცევის  მემკვიდრეობითი ხასიათი ზრდასრულ ადამიანებში და  აჩვენა,  რომ  გენეტიკური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია ზრასრულ პირებში, ვიდრე ანტისოციალურ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებთანაც საერთო გარემო ფაქტორები უფრო  დიდი მნიშვნელობის მქონეა  .ნაშვილები   პირების   გამოკვლევა.  კადორეს მიერ  ჩატა რებულ მნიშვნელოვან გამოკვლევაში შე მდეგი შედეგები იქნა მიღებული: ნაშვილებ პირებს, რომლებიც დაბადებიდანვე დააშორეს პერსისტენტული ანტისოციალური   ქცევის  მქონე   მშობელს,     უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ანტისოციალური პიროვნული აშლილობა,  ვიდრე იმ  ნაშვილებ პირებს, რომელთა მშობელს ანტისოციალური ქცევა არ ახასითებდა. გა მოკვლევა ითვალისწინებდა, თუ  რომელ მშობელს ახა სიათებდა   ანტისოციალური  ქცევა   ბიოლოგიურ  დე დას  თუ   ბიოლოგიურ მამას.   შთამომავლობაში, ან ტისოციალური  პიროვნული აშლილობა უფრო  ხშირად იყო დიაგნოსტირებული  მამაკაცებთან,  ვიდრე ქალებთან, თუმცა ქალებთან  უფრო დიდი სიხშირით დაფიქსირდა აშლილობის   ტიპი,   რომელსაც იმ   დროს   ისტერიას უწოდებდნენ.  კადორე თვლიდა,   რომ   ისტერია ქალებში ისეთივე გენეტიკური დატვირთვის  გამოხატულებაა, რაც ანტისოციალური  პიროვნული აშლილობა მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ  ამ  გამოკვლევას თავისი სი სუსტეები ახასიათებდა (30%მა უარი თქვა ინტერვიუში მონაწილეობის მიღებაზე), მან  მაინც დაამტკიცა  მანამდე მიღებული შედეგები). მცირე მასშტაბის გამოკვლევამ, რომელიც შეისწავლიდა ანტისოციალური ქცევის  მქონე ნაშვილები პირების ბიოლოგიურ მშობლებს, დაადგინა ანტისოციალური ქცევის  უფრო მაღალი  სიხშირე იმ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან შედარებით, რომლებსაც ანტისოციალური ქცევა არ ახასიათებდათ. კადორემ  შეისწავლა   ნაშვილები პირების აღზრდა და ოჯახური გარემო. ამ  შემთხვევაშიც, ბიოლოგიური მშობლების  ანტისოციალური პიროვნული აშლილობა გამოდგა ნაშვილები ბავშვების ანტისოციალური ქცევის   პრედიქტორი. თუმცა,  მშვილებელი ოჯახის უარყოფითი ფაქტორები (ცოლქმრული პრობლემები  დაწამალმოხმარება)  ზრდასრული პირების ანტისოციალური ქცევის  დამოუკიდებელ პრედიქტორს წარმოადგენს. გენების შეჭიდულობის გამოკვლევები  რთული ჩასა ტარებელია. ამჟამად,   ამ ტიპის კვლევებით შეჭიდულობის ფაქტები არ არის დადასტურებული.

ცერებრული პათოლოგია და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება

       ერთერთი დაკვირვების თანახმად, თავის ტვინის დაზიანების მქონე ზოგიერთი პაციენტი აგრესიულ ქცევას ამჟღავნებს, რაც იმას გულიხმობს, რომ პიროვნების ანტისოციალურობის მიზეზს შეიძლება  თავის  ტვინის უმნიშვნელო  დისფუნქცია წარმოადგენდეს. ეს  მოსაზრება  ჯერჯერობით  არ ყო ფილა დადასტურებული.  მაგნიტურრეზონანსული ტომო გრაფია  აჩვენებს, რომ  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან  პრეფრონტალურ უბანში შემცირებულია რუხი    ნივთიერების  სიმკვრივე     თავის ტვინის უხეში  დაზიანების   გარეშე , რაც, შეიძლება,  გარკვეული სახის პრეფრონტალურ დისფუნქციას ასახავდეს. სანამ  დავადგენდეთ,  თუ   რამ დენად   მნიშვნელოვანია   ეს  მონაცემები, უნდა   მოხდეს მათი დადასტურება. შედარებით ახალი ნეიროვიზუალური გამოკვლევებით  დადგინდა   ამიგდალას   არასაკმარისი რეაქცია ემოციური  ხასიათის სტიმულებზე.  გარდა  ამისა, სოციოპათიის მქონე ინდივიდებში ამიგდალას  მოცულობა შემცირებულია.  ეს  მონაცემები  დაუკავშირეს   იმ ფაქტს, რომ სოციოპათებს ნაკლებად  ახასიათებთ ემპათია ადამიანების მიმართ. მშობელთან  განშორება. ხშირად  ციტირებულ  ადრეულ გამოკვლევაში,   ბოულბიმ   შეისწავლა   44 მცირეწლოვანი ქურდი. მან  დაასკვნა, რომ  ბავშვის განშორება   დედასთან   იწვევს   ანტისოციალურ  ქცევას და  ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების  უუნარობას.  ამ გამოკვლევამ ბიძგი   მისცა  სხვა  მრავალი   გამოკვლევის ჩატარებას,      რომლებიც     შეისწავლიდა   განშორების ეფექტს. შედეგები ბევრად  უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა,  ვიდრე ამას  ბოულბი ვარაუდობდა. აღმოჩნდა რომ  დედასთან  განშორება ყველა ბავშვზე უარყოფითად არ მოქმედებს  და რომ  განშორების  ეფექტი მრავალ ფაქტორზეა  დამოკიდებული (ბავშვის ასაკი, დედასთან და მამასთან წინარე ურთიერთობა და განშორების  მიზეზი). მშობლებიდან  გამომდინარე მიზეზები.  მშობლებთან განშორება ხშირად მოსდევს მშობლებს შორის დაძაბულობისა და უსიამოვნების ხანგრძლივ პერიოდს, რამაც თავისთავად შეიძლება    მოახდინოს    ბავშვზე  უარყოფითი  გავლენა. ერთერთ მნიშვნელოვან გამოკვლევაში დადასტურდა,  რომ   უთანხმოება ცოლქმარს შორის ნაწილობრივ განაპირობებს  კავშირს  განშორებასა და ანტისოციალურ  აშლილობას შორის, რომელიც ვაჟებს აღენიშნებათ. რადგანაც   ბავშვობისდროინდელი ან ტისოციალური ქცევა დაკავშირებულია ანტისოციალურ ქცევით აშლილობასთან  ზრდასრულ ასაკში (იხ.  ქვემოთ), ეს  მონაცემები მიუთითებს    კავშირზე    მშობლებთან ასოცირებულ ფაქტორებსა და ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას შორის. სოციალური  დასწავლა   ბავშვობაში. მრავალი წლის წინ, სკოტმა   წარმოადგინა ანტისოციალური ქცევის  ჩამოყალიბების  სოციალური დასწავლის მოდელი. ამგვარი ქცევის  ჩამოყალიბება შეიძლება  შემდეგით იყოს განპირობებული:

1. ბავშვი ანტისოციალურ ოჯახში იზრდება

2. ოჯახში არ არსებობს თანმიმდევრული წესები

3. პიროვნებამ   შეიძლება    დაისწავლოს   ანტისოციალური ქცევა, როგორც სხვა პრობლემებთან  გამკლავების საშუალება  (მაგ.როგორც არასრულფასოვნების  გან ცდის  დამალვის საშუალება);

4. ყურადღების კონცენტრაციის უუნარობა და  სხვა ფაქ ტორები, რომლებიც ხელს უშლის დასწავლას.

       არსებობს ამ ფაქტორების  მოქმედების გარკვეული მტკიცებულება. მაგ.,  ანტისოციალური პიროვნული აშლი ლობა  დაკავშირებულია ფიზიკურ ძალადობასთან და ძალადობრივ  აღზრდასთან  თანმიმდევრული  წესების დაცვის  გარეშე, ინტელექტის და ბალკოეფიციენტთან და  დიდ ოჯახში   აღზრდასთან .  მოცემული სქემის ღირებულება, ძირითადად,  იმაში  მდგომარეობს, რომ   ის კლინიცისტს აწვდის სასარგებლო სქემას  ანტისოციალური პიროვნების შესაძლო  მიზეზების  გამოსაკვლევად. ბავშვობისდროინდელი ქცევითი პრობლემები და ანტი სოციალური პიროვნება. ერთერთმა მნიშვნელოვანმა 30 წლიანმა  შემდგომმა  გამოკვლევამ,  რომელიც  ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაში ჩატარდა, დაადგინა კავშირი ბავშვობისდროინდელ ქცევით პრობლემებსა და ზრდასრულ ასაკში გამოვლენილ ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას  შორის . მიუხედავად  იმისა, ზრდასრულ  ასაკში  პერსისტენტული  ანტისოციალური ქცევით ხასიათდებოდა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა,  რომლებსაც  ბავშვობაში  ანტისოციალური ქცევა  აღენიშნებოდათ,  ანტისოციალური  პიროვნული აშლილობის მქონე მოზრდილი ადამიანების უმრავლესობას ბავშვობაში აღენიშნებოდა ქცევითი ხასიათის პრობლემები. ბავშვობისდროინდელი პრობლემების გამოვლენა ზრდასრულ ასაკში უფრო მაშინ იყო მოსალოდნელი, როდესაც ბავშვობის პერიოდში პიროვნებას ერთზე მეტი ანტისოციალური ქცევა აღენიშნებოდა და როდესაც ანტისოციალური აქტები განმეორებით    ხასიათს    ატარებდა.    ქურდობას    ბიჭებში და არაკანონიერ სექსუალურ ქმედებებს გოგონებში განსაკუთრებით ხშირად მოჰყვებოდა ანტისოცილური ქცევა ზრდასრულ ასაკში. ეს ადრეული მონაცემები შემდგომშიც დადასტურდა. აგრეთვე, დადასტურდა, რომ ქცევითი პრობლემები წარმოადგენს ანტისოციალური პიროვნების პრედიქტორს ისეთი ფაქტორების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად, როგორიც უარყოფითი ოჯახური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენაა .

პარანოიდული პიროვნული აშლილობა

       ცოტაა ცნობილი  ამ  აშლილობის მიზეზების  შესახებ.  ზო გიერთი მკვლევარის თანახმად, პარანოიდული პიროვნული აშლილობა უფრო  ხშირად  გვხვდება  შიზოფრენიის მქონე პრობანდის  პირველი  რიგის ნათესავებში ზოგად პოპულაციასთან  შედარებით . თუმ ცა, ზოგიერთმა გამოკვლევამ არ დაადასტურა ეს შედეგები).

შიზოიდური პიროვნული აშლილობა

       ამ აშლილობის მიზეზი  არ არის ცნობილი. როგორც ითქვა, შიზოიდური პიროვნება   გენეტიკურად მჭიდროდ  არ არის დაკავშირებული შიზოფრენიასთან). ფსი ქოანალიტიკოსები გამოყოფენ  ამ  ტიპის პიროვნების უუ ნარობას მიიღოს  და გასცეს სიყვარული. ასეთი  უუნარობა ითვლება თავდაცვად,  რომელიც ჩამოყალიბდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე  დედაშვილის არასრულყოფილი ურ თიერთობის საპასუხოდ.  კლაინმა   გამოთქვა მოსაზრება, რომ  ყველა ბავშვი განვითარების პროცესში გაივლის გარკვეულ ეტაპს,  რომელსაც ის შიზოიდურ  პო ზიციას უწოდებდა. ამ  ეტაპზე  ბავშვი ორალურ და სადი სტურ იმპულსებს სახიფათოდ  განიცდის  და  ახდენს მათ პროექციას მშობელზე.  ამ  თეორიის თანახმად, ბავშვების უმრავლესობა გაივლის ამ  სტადიას, მაგრამ მათი მცირე რაოდენობა ინარჩუნებს პროექციის დაცვით მექანიზმს. თუმცა, ეს იდეები შიზოიდურ პიროვნულ  აშლილობასთან დაკავშირებით არაა გათვალისწინებული ამჟამინდელ დია გნოსტიკურ  სახელმძღვაენლოში.

შიზოტიპური პიროვნული აშლილობა

       შიზოტიპური პიროვნული აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება ამ  აშლილობის მქონე პრობანდის ნათესავებში, ვიდრე ჯანმრთელი ტყუპების ნათესავებს  ან) სხვა ოჯახის წევრებში , რაც ამ  აშლილობის გენეტიკურ საფუძველზე მიუთითებს. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა, ასევე, უფრო ხშირად გვხვდება შიზოფრენიის მქონე პრობანდის ბიოლოგიურ და, ნაკლებად,  არაბიოლოგიურ ნათესავებში   ან საკონტროლო პირებში . სტრუქტურული ვიზუალიზა ციით ჩატარებული 17 გამოკვლევის  მიხედვით, რომლებშიც სწავლობდნენ მოცემული აშლილობის მქონე პირებს, ნახეს, რომ  ამ   აშლილობის  დროს გამოვლენილი თავის   ტვინის ანომალიები  გარდა   საფეთქლის წილისა და  ლატერალუ რი პარკუჭის ანომალიებისა,  შიზოფრენიის მქონე პირებში დადგენილი პათოლოგიის მსგავსია . ეს მონაცემები  იმაზე მიუთითებს, რომ  შიზოტიპური პიროვ ნული აშლილობა შეიძლება  წარმოადგენდეს შიზოფრენიის უფრო მსუბუქ ფორმას, ან ეს ორი პათოლოგია შეიძლება სხვა სახით  იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

       ამ   შემთხვევაში  არ  დადგინდა  მნიშვნელოვანი  გენეტიკუ რი ფაქტორები.  გამოკვლევები,  რომლებიც  შეისწავლიდა მოსაზღვრე   პიროვნული   აშლილობის   გავრცელებას   ამა ვე აშლილობის მქონე პრობანდის ნათესავებში, წინააღმ დეგობრივ შედეგებს იძლევა. თუმცა, მათთან აღინიშნება აფექტური აშლილობის) და სხვა ტიპის პიროვ ნული  აშლილობების  გაზრდილი  მაჩვენებლები  . ალბათ, უფრო სასასრგებლო იქნება იმ თვისებების გენეტიკური საფუძვლის შესწავლა, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთო კლინიკურ სურათში (მაგ., ასეთი თვისებებია აფექტის რეგულაციის უუნარობა და იმპულსების არადამაკმაყოფილებელი მართვა.). ფსიქოანალიტიკური თეორიები აშლილობის მიზეზს ხედავენ დედაშვილის არასრულყოფილ ურთიერთობაში ბავშვის ინ დივიდუალიზაციის  საფეხურზე  . ამ  მოსაზ რებას  ადასტურებს  ის  ფაქტი,  რომ  მოსაზღვრე  პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ბავშვობაში სექსუალურ  და  ფიზიკურ  ძალადობას  . 28 წლიან შემდგომ დაკვირვებაში ჰელგელანდმა დაადგინა კავშირი, ერთი მხრივ, ბავშვის უგულებე ლყოფასა და მასზე ძალადობას და, მეორე მხრივ, გვიანდელ პერიოდში მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის განვითარე ბას შორის. არტისტული და სხვა ტიპის ნიჭი და ინტელე ქტუალური უნარები დადებითი ეფექტის მქონეა.

ისტერიული პიროვნული აშლილობა

       ამ ტიპის პიროვნული აშლილობის მიზეზების  შესწავლას სულ რამდენიმე ობიექტური კვლევა ეძღვნება. ისტერიული პიროვნული აშლილობის გენეტიკური ფაქტორი  არ შეუს წავლიათ სტანდარტიზებული   მეთოდების   გამოყენებით. არსებობს  სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებით ჩატარებული რამდენიმე გამოკვლევა და ისინიც წინააღმ დეგობრივ შედეგებს იძლევა . ფსიქოანალიზის მიხედვით,  მოცემული აშლილობა დაკავშირე ბულია ან ოიდიპოსის , ან კიდევ  ორალური კონფლიქტის გადაჭრის უუნარობასთან  .

ობსესიური პიროვნული აშლილობა

       როგორც ჩანს, ობსესიურ პიროვნულ აშლილობას მნიშვნელოვანი გენეტიკური საფუძველი გააჩნია თუმცა მისი  ბუნება არ არის ცნობილი.  ფსიქოანა ლიტიკური თეორიის მიხედვით  ობსესიური პიროვნული აშ ლილობა მომდინარეობს განვითარების ანალურ სტადიაზე აღმოცენებული  პრობლემებიდან.  ამ   აშლილობის კლინი კური ნიშნები სხვადასხვა დაცვითი მექანიზმის (რეგრესია, რეაქციის ფორმირება, იზოლაცია; იხ.  გვ 153) მოქმედების შედეგად ითვლება. არც ერთი  ამ   განმარტებათაგანი არ არის მეცნიერულად დასაბუთებული.

შფოთვითი (აცილებადი) პიროვნული აშლილობა

       შფოთვითაცილებადი პიროვნული აშლილობა არ შეუსწავ ლიათ შფოთვითი აშლილობისგან დამოუკიდებლად. ბეკმა და ფრიმანმა წარმოადგინეს კოგნიტური მოდელი ,  რომლის ცენტრალური  ელემენტებია უარყოფის შიში, თვითკრიტიკა, სხვა ადამიანების რეაქციების არასწორი შეფასება და მათგან გამომდინარე სხვა პიროვ ნული თვისებები.  მოცემულ  თეორიას არ მოეძებნება ემპი რიული დასაბუთება.

სხვაზე დამოკიდებულებისა და პასიურაგრესიული პიროვნული აშლილობა

       ამ  პიროვნული აშლილობის მიზეზი  არ არის ცნობილი. არ მომხდარა  გენეტიკური ფაქტორების იდენტიფიცირება. ფსიქოანლიტიკური ინტერპრეტაციით  ორივე აშლილობა მომდინარეობს განვითარების ორალურ სტადიაზე წარმო ქმნილი  პრობლემებიდან. სხვაზე  დამოკიდებულების  პი როვნული აშლილობის მქონე ადამიანები  აღნიშნავენ, რომ ბავშვობისას მშობლები  ზედმეტ  მზრუნველობას იჩენდნენ მათ  მიმართ , მაგრამ,  როგორც ზემოთ ითქვა, ამგვარი ინფორმაციის სანდოობა დაბალია.

პიროვნული აშლილობის პროგნოზი

       პიროვნული  აშლილობა არის მდგომარეობა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე  გასტანს,  ასე რომ,  დროთა განმავლობაში, არ არის რაიმე ცვლილებები მოსალოდნე ლი. პიროვნული  აშლილობების გამოსავლის  შესახებ  არ მოიძებნება სანდო ინფორმაცია. ცხრა გამოკვლევის  მი მოხილვამ,  რომელთა დროსაც წარმოებდა  შემდგომი დაკ ვირვება,  აჩვენა, რომ მხოლოდ ორი მათგანი გრძელდებო და 4 წელზე მეტ ხანს. ეს გამოკვლევები  ერთმანეთისგან განსხვავდებოდა შერჩევის წესის და კვლევის მეთოდების თვალსაზრისით; გარდა  ამისა, შესწავლილი პირების რაო დენობა ძალინ  მცირე იყო. მიმდინარე  ფართომასშტაბუ რი გამოკვლევა,  რომელსაც  ატარებს აშშის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული  ინსტიტუტი, ალბათ  უფრო ხარისხიან ინფორმაციას მოგვაწოდებს. აგრესიული და ანტისოციალური პიროვნული აშლილობა. კლინიკური დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ  შემთხვევაში შეიძლება  უმნიშვნელო  გაუმჯობესებას ჰქონდეს ადგილი, რომელიც  ნელა მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით აგრე სიულ და ანტისოციალურ ქცევას ეხება. რობინსის  ზემოთ ხსენებულ გამოკვლევაში,  პერსისტენტული ანტი სოციალური ქცევის   მქონე პირების  დაახლოებით ერთი მესამედის  მდგომარეობა გაუმჯობესდა  ცხოვრების  გვი ანდელ ეტაპზე,  რაზეც მეტყველებს პატიმრობისა და სო ციალურ სააგენტოებთან ურთიერთობის სიხშირის მაჩვე ნებლები. თუმცა, ამ  ადამიანებს მაინც აღენიშნებოდათ სირთულეები ურთიერთობებში, რაც ვლინდებოდა მტრულ დამოკიდებულებაში ცოლებისა და მეზობლების მიმართ და სუიციდის მაჩვენებლის ზრდაში. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. ამ  აშლილობის შემ თხვევაში   მრავალგვარი  გამოსავალია   დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა შეიძლება  ერთ მოცემულობას  არ წარმოადგენდეს მაგ., სტოუნმდაადგინა, რომ მაღალი   სოციალური  კლასის ოთხი წარმომადგენლიდან, რომელსაც ეს დიაგნოზი 2030 წლის ასაკში დაუსვეს, მხო ლოდ ერთი აკმაყოფილებდა მოცემული დიაგნოზის  კრიტერიუმებს საშუალო ასაკში. თუმცა, მათი უმრავლესობა აკმაყოფილებდა სხვა პიროვნული აშლილობის კრიტერი უმებს (მათ შორის, ისტერიული, აცილებადი და ობსესიური ტიპის აშლილობის). ის ადამიანები, რომლებსაც კვლავაც აღენიშნებოდათ საწყისი  დიაგნოზი,  ხშირად ფსიქოაქტი ური ნივთიერების მომხმარებლები ან  კრიმინალები იყვ ნენ. სტოუნის მიერ  ჩატარებულ გამოკვლევაში დადგინდა სუიციდის მაღალი   პროცენტი (8.5%), თუმცა, ეს შედეგი ყველა გამოკვლევით არ დადასტურდა. შიზოტიპური პიროვნული აშლილობა. 35 წლიანი შემდგო მი დაკვირვებით დადგინდა, რომ შიზოტიპური პიროვნული აშლილობის დროს გამოსავალი უარესია, ვიდრე მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის შემთხვევაში .

C კლასტერში შემავალი პიროვნულ  აშლილობებს უკეთესი  პროგნოზი აქვთ, ვიდრე სხვა კლასტერებში შემავალ აშლილობებს.

მკურნალობა

       ძალიან ცოტაა  ისეთი  მტკიცებულება, რომლითაც კლი ნიცისტი იხელმძღვანელებდა პიროვნული აშლილობის მკურნალობის დროს.  ამას  გარდა,  ძალიან ცოტაა ისეთი გამოკვლევა,  რომელიც აკმაყოფილებს რანდომიზაციის, ბრმა კვლევის და შესაბამისი საკონტროლო მკურნალობის მოთხოვნებს. ტაიერმა და დევიდსონმა დაადგინეს დამატებითი მიზეზები, რომლებიც გვიხს ნის კლინიკურად რელევანტური კვლევის სიმწირეს.

თანამშრომლობა და ჩავარდნები

       პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტები  ხშირად  არ იცავენ  მკურნალობის რეჟიმს,  ხოლო კვლევებში კი ისე თი  პირების მონაწილეობაა  აუცილებელი, ვინც   თანხმაა თანამშრომლობაზე. დამყოლი პაციენტის შემთხვევაშიც, ჩავარდნების ჯამური მაჩვენებელი ართულებს  მიღებული შედეგების განზოგადებას. ამ   პრობლემას ისიც ემატება, რომ შემდგომი დაკვირვების პერიოდი საკმაოდ ხანგრძლი ვი უნდა იყოს.

გამოსავალი, როგორც საზომი

       პიროვნული  აშლილობის  გამოკვლევა  ასახავს როგორც ფსიქიკურ მდგომარეობას, ასევე პიროვნულ ცვლილებებს (ხოლო ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება შეიძლება გა მოწვეული იყოს კომორბიდული აშლილობით. იხ.  ზემოთ). პიროვნული აშლილობა განისაზღვრება, როგორც ტანჯვის მომტანი საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის, მაგრამ ასეთი ცვლადებით პიროვნული ცვლილებების გაზომვა ძალიან  ძნელია. ანტისოცილური პიროვნების მკურანლობის ეფექტურობის დასადგენად უფრო მარტივია განმეორება დი კანონდარღვევების  სიხშირის მაჩვენებლის გამოყენება, თუმცა ასეთ ცვლადებში მომხდარი ცვლილებები შეიძლება გამოწვეული  იყოს სხვა ფაქტორებით და არა  პიროვნული ცვლილებებით.

მედიკამენტური მკურნალობა

       გარდა  იმისა, რომ მედიკამენტური მკურნალობა გავლენას ახდენს კომორბიდულ გუნებგანწყობის აშლილობაზე, მას შეუძლია იმოქმედოს პიროვნული აშლილობის ბიოლოგი ურ  საფუძველზე, ან  შეიძლება  იქონიოს არასპეციფიკური  მოქმედება   შფოთვაზე,  აგრესიასა   და სხვა სიმპტომებზე.

ანტიფსიქოზური მედიკამენტები

       ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატები გამოიყენება მო საზღვრე და შიზოტიპური პიროვნული აშლილობის სამ კურნალოდ, მაგრამ კლინიკური კვლევა შერეულ შედეგებს გვიჩვენებს. ატიპიური ანტიფსიქო ზური პრეპარატები, როგორიცაა ოლანზაპინი და რისპერი დონი ასუსტებს მტრულ დამოკიდებულებას და ქრონიკულ დისფორიას მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დროს . ეს პრეპარატები, ასევე, ეფექტურია შიზოტიპური პიროვნული აშლილობის დროს

ანტიდეპრესანტები

       ამიტრიპტილინის ეფექტი შეუდარეს პლაცებო ეფექტს მო საზღვრე  პიროვნული აშლილობის დროს. ზოგი პაციენტი დაემორჩილა მკურნალობას, ზოგი კი არა. მიღებული შედეგები შეიძლება  აიხსნას თან მხლებ დეპრესიულ აშლილობაზე მოქმედებით. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებში ფლუოქსეტინი  უფრო ეფექტურად ასუსტებს  ბრაზის ემოციას, ვიდრე პლაცებო). ღია კვლევის დროს ვენლაფაქსინის გამოყენებამ შეამცირა თვითდაზიანება მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებში . უსაფრთხო დოზების დაცვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ  პირებს, რომლებსაც ჰქონიათ წამლის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები.

გუნებგანწყობის სტაბილიზატორები

       მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებთან ვალპროატის მოქმედება შეისწავლეს მცირემასშტაბიანი რანდომიზებული კვლევის ფარგლებში. ამ  პრეპარატს აღ მოაჩნდა  დადებითი ზემოქმედება აგრესიაზე,  დეპრესიაზე და ზოგად  სიმპტომატოლოგიაზე . განმეორებითმა კვლევამ ბოლომდე არ დაადასტურა ის ფა ქტი, რომ  ლითიუმი ასუსტებს  ბრაზის ემოციას და აქვეი თებს იმპულსურობას ანტისოციალურ პიროვნებებში . ნებისმიერ  შემთხვევაში შეინიშნება  პრაქტიკუ ლი ხასიათის შემდეგი სირთულე: აგრესიული ქცევის მქონე ადამიანები არ იცავენ მკაცრ რეჟიმს, რომელიც ლითიუმის მიღების დროს ენიშნებათ. პიროვნული აშლილობების სა მართავი  ერთერთი  პრეპარატია კარბამაზეპინი,  მაგრამ მისი ეფექტი ზუსტად არ არის დადგენილი. მედიკამენტური   მკურნალობა   პიროვნული   აშლილობის დროს განხილულია შემდეგ წყაროში.

ფსიქოლოგიური მკურნალობა

მხარდამჭერი თერაპია

       პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებთან,  ძირითადად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გამოიყენება. ზოგიერთთან მცირე,   მაგრამ  ღირებულ  პროგრესს აღწევენ რამდენიმე თვის  მანძილზე.  თუმცა, ანტისოციალური პიროვნული აშ ლილობის მქონე  პაციენტებს შეიძლება  მხარდაჭერა მრა ვალი წლის მანძილზე  დასჭირდეთ. ამ  კატეგორიის პაცი ენტებს  მხარდაჭერა შეუძლია  აღმოუჩინოს ფსიქიატრთა ჯგუფის წევრმა, ხოლო კანონდარმღვევ პაციენტებს    პრობაციის ოფიცერმა. პრობაციის ორდერი გამოდგება გა რეგანი  კონტროლის მიზნით  ანტისოციალური ქცევის  მქო ნე ისეთ  პირებთან, რომლებიც თავიდან  ნაკლებად  არიან მოტივირებულნი შეცვალონ თავიანთი ქცევა.

კონსულტირება

       პრობლემის გადაჭრა  ეხმარება  პაციენტებს ისეთ სტრესულ ვითარებასთან  გამკლავებაში, რომელიც პრო ვოცირებას უკეთებს ანომალიურ ქცევას ან მტკივნეულ განცდებს. სავარაუდოდ, კონსულტირების სხვა ფორმებ თან შედარებით, მოცემული მიდგომა იწვევს ნაკლებ  პრო ბლემებს დამოკიდებულებისა და გადატანის (ტრანსფერის) ჩამოყალიბების  თვალსაზრისით C კლასტერში შემავალი აშლილობის მქონე პაციენტებში. ეს მიდგომა B ტიპის აშ ლილობის მქონე  პაციენტებთანაც არის ეფექტური მასში გამოყენებული  საფეხურებრივი პროცედურების გამო. ფსიქოდინამიური კონსულტაცია  ერთმანეთთან აკავში რებს წარსულ გამოცდილებას და ახლანდელ სირთულეებს. პიროვნული აშლილობის დროს ეს მიდგომა ძალიან სელე ქციურად უნდა გამოვიყენოთ. ის ყველაზე ეფექტურია იმ ახალგაზრდებთან, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულო ბა, უჭირთ ურთიერთობის დმაყარება და კარგად არ იციან, თუ  როგორ წარმართონ საკუთარი ცხოვრება. ისინი მოტი ვირებულნი უნდა იყვნენ, რომ განიხილონ და გადააფასონ თავიანთი  დამოკიდებულებები და  ემოციები.  მოსაზღვრე და ანტისოციალურ პიროვნებებთან ფსიქოდინამიური მიდ გომა, ზოგადად,   ნაკლებ  ეფექტურია,  ვიდრე  პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა.

დინამიური ფსიქოთერაპია

       დინამიური ფსიქოთერაპია მოითხოვს,  რომ  პიროვნება მზად იყოს ცვლილებისთვის და სურდეს თერაპევტთან თა ნამშრომლობა. მაშინაც კი,  როდესაც ეს მოთხოვნები და ცულია, უნდა მოხდეს არსებული  ტექნიკის მოდიფიკაცია: ნაკლები აქცენტი გაკეთდეს წარსული მოვლენების  რეკონ სტრუქციაზე და  მეტი  ყურადღება  დაეთმოს სხვა ადამი ანებთან  ურთიერთობას, სირთულეებთან გამკლავებას და საკუთარი ემოციების მართვას. მნიშვნელოვანია გადატანი სა და უკუგადატანის ანალიზი ურთიერთობაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით.  შედარებით ახალ მოდიფიკაციას მენტალიზაცია ეწოდება. ის ეხმარება  პა ციენტს გაერკვეს თავის  გრძნობებში,  რწმენებსა და სურ ვილებში, ისევე, როგორც თავის  რეაქციებში სხვა ადამი ანების მიმართ და  მათ  რეაქციებში პაციენტის  ქცევაზე . პიროვნული აშლილობის მკურნალობას დინამიური  ფსი ქოთერაპიის  გამოყენებით ძალიან ცოტა  კონტროლირებადი  კვლევა ეძღვნება,  რის გამოც რთულდება დასკვნის გამოტანა მისი ეფექტურობის შესახებ ერთერთ ხშირად ციტირებულ გამოკვლევაში ერთ მანეთს უდარებდნენ   ხანმოკლე  დინამიურ   თერაპიას  და ადაპტაციის გაუმჯობესებაზე მიმართულ ხანმოკლე თერა პიას.  ორივე მათგანი მეტნაკლებად თანაბრად  ეფექტუ რი გამოდგა, თუმცა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, უკეთესი  შედეგები აჩვენა.

← სარჩევი

ნახვა: 6797

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters