მეხსიერების ფსიქოლოგია

   ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე, მეხსიერების ფუნქცია არის გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერებას თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ვერც სხვა ფსიქიკური ფუნქცია ვერ შეედრება, მეხსიერება მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს, ის რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში უნდა აღიქმებოდეს, შემდეგ უნდა მოხდეს აღქმულის შენახვა (აღქმული ინფორმაცია ჩვენს ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს  განეკუთვნება) და ბოლოს წარსულში მიღებული ცოდნა - გამოცდილება ხომ იმისათვის გვჭირდება, რომ მომავალში გამოგვადგეს, მაშასადამე მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს. ამრიგად, მეხსიერება პირობითად შეიძება წარმოვიდგინოთ როგორც პროცესთა სამი ეტაპი ან ფაზა, რომელთაგან თითოეული განსხვავდება თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურით და კონკრეტული ამოცანით, ეს ეტაპებია: ინფორამაციის აღბეჭდვა (კოდირება), შენახვა და აღდგენა.

   თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის, ამ სამიდან რომელიმე ეტაპზე შეფერხება იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას, შესაბამისად, მეხსიერების ფსიქოლოგია შეისწავლის:

  1. როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პრობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, შთაბეჭდილებების აღბეჭვდას დარკვეული საზღვრები აქვს ნებისმიერი მოცულობისა და ხასიათის ინფორმაცია ფიქსირდება ადამიანის ფსიქქკაში?
  2. წარსული ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიას აინტერესებს, რა ფორმით ინახება ინფორმაცია, რამდენი ხნით შეიძლება ინფორმაციის შენახვა,რა ცვლილებებს განიცდის ინფორმაცია ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნის დროს, რა გავლენას ახდენს ფარულ მდგომარეობაში მყოფი ცოდნა ადამიანის ქცევაზე.
  3. რაც შეეხება წარსულის აღდგენას, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგთა ყურადღება მიმართულია იმ პირობებსა და შესაძლებლობებზე რომლებთიც განსაზღვრავენ მასალის, როგორც მოგონების განზრახვით აღდგენას, ასევე მეხსიერების გამოვლენის არაცნობიერ, უნებლიე ფორმებსაც, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი ყოველგვარი განზრახვის გარეშე, უნებლიედ , შემთხვევით იხსომებს იმას რისი დახსომების სურვილი და განზრახვა ცნობიერად არ ქონია,. ამ გზით მიღებული გამოცდილება უფრო ქცევაში იჩენს თავს ან ცოდნის სახით ყალიბდება და თვით პიროვნებისთვისაც, ერთგვარად შეუმჩნევლად მიმდინარეობს  პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბება. მისი მსოფხედველობის ფორმირება, ცოდნის, განათლების მიღება, ჩვევების, მანერების ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეხსიერების არაცნობიერი მოქმედების შედეგია.

მეხსიერების ფორმები და თანამედროვე თეორიები

  ედვარდ ტიტჩენერი. მერიკულ ფსიქოლოგიაში ვუნდტის ტრადიციების დამცველთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ეგვარდ ტიტჩენერი.

   მან კორნელის უნივერსიტეტში 1892 წელს ჩამოაყალიბა ფსიქოლოგიის ლაბორატორია და ვუნდტის მსგავსად (მისი მოსწავლე იყო ლაიფციდგში) თვლიდა რომ ფსიქოლოგია მხოლოდ ინტროსპექციის მეთოდს უნდა იყენებდეს, მისი აზრით, ყველა მონაცემი ნებისმიერი სფეროდან, იქნება ეს სოციალური ფსიქოლოგიის, პედაგოგიური ფსიქოლოგიის თუ ფსიქიკური დაავადების საკითხები, თუ ისინი მიღებულია არა ინტროსპექციით მეთოდით, არის „ჭუჭყიანი“ ანუ არაზუსტი, ისიც ვუნდტის მსგავსად თავის ცდის პირებს ავარჯიშებდა თვითდაკვირვებაში და მოითხოვდა მათგან საკუთარი თვითდაკვირვების საფუძველზე აღეწერათ თვით მათში მიმდინარე განცდები და არა ფიზიკური გამღიზიანებელი. ამ უკანასკნელთა აღწერას ის „ფიზიკურ შეცდომას“ უწოდებდა და სანდოდ მხოლოდ ცნობიერების შინაარსების აღწერას თვლიდა, ამ თვალსაზრისით, ტიტჩენერი ცნობიერებისსტრუქტურას შეისწავლიდა - შეგრძნებებს, წარმოდგენებს, გრძნობებს, რომლებსაც როგორც ცნობიერების სტრუქტურის უმარტივეს ელემენტებს განიხილავდა, ფსიქოლოგიის ეს მიმართულება ისტორიაში სტრუქტურალიზმის სახელით შევიდა.

ჰერმან ებინგჰაუსი

   ვუნდტის თანამედროვე ფსიქოლოგთაგან ყველა არ იზიარებდა ვუნდტის პოზიციას თვითდაკვირვების შესახებ, მიუხედავად ადრეული ფსიქოლოგების უმკაცრესი მოტხოვრებისა, დაცული ყოფილიყო ინტროსპექციის სიზუსტე და სანდოობა, საბოლოო ჯამში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ამის მიზეზი, ერთის მხრივ, იყო ის, რომ არსებობს შემეცენბითი პროცესები, რომლებზეც თვითდაკვირვების წარმოება შეუძლებელია, გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც თვითდაკვირვება შესაძლებელი იყო, მიიღებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, რომელთა გამზოგადებაც და მათში კანონზიმიერების დანახვა შეუძლებელი იყო. ინტროსპექციის პარალელურად ასოციაციონისტების „წრეში“ ებინგჰაუსი  იყო პირველი, რომელმაც მეხსიერების პროცესების ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო და დღეს მის მიერ დადგენილი კანონზომიერებები ფსიქოლოგიიის კლასიკად ითვლება, ამავე დროს, ეს მიმართულება მაინც ასოციაციონისტური იყო, რადგან ფსიქიკურ მოვლენები გაგებული იყო, როგორც იმ ელემენტთა კავშირი-ერთიანობა, რომელსაც მათი ხშირი განმეორება იწვევს.

   ვუნდტის და ტიტჩენერის რადიკალური სტრუქტურალიზმისაგან განსხვავებით, თვით ებინგჰაუსის პოზიცია, ერთი შეხედვით, ნაკლებ პრეტენზიული იყო, მაგრამ ფაქტობრივად, დიდი გავლენა მოახდინა კოგნიტური პროცესების შესწავლაზე და საზოგადოდ ფსიქოლოგიის განვითარებაზე. ებინგჰაუსი ვუნდტის თანამედროვე იყო, გერმანიაში ცხოვრობდა, თუმცა პირადად მასთან არ უმუშავია, მისი გამოკვლევები მიეხსიერება და დავიწყების საკითხებზე დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდა იმიტომაც, რომ იგი იმ დროს ფსიქოლოგიაში გაბატონებულ ვუნდტის და ტიტჩენერის პოზიციას არ იზიარებდა, მან გადაწყვიტა ცნობიერების პროცესების შესწავლა ობიექტური მეთოდებით. მისი მიზანი იყო შეესწავლა ასოციაციების ჩამოყალიბების პროცესი ობიექტური მეთოდების გზით.

   ებინგჰაუსი და გერმანული ფსიქოლოგიური სკოლის სხვა წარმომადგენლები (მოიმანი, მიულერი და სხვები) ექსპერიმენტულად იკვლევდნენ მეხსიერების მხოლოდ ცნობიერ ფორმებს, ძირითადად ვერბალური მასალის დასწავლის კანონზომიერებებს, საინტერესოა, რომ პირველ ხანებში ებინგჰაუსი თავის ექსპერიმენტებში თვითონ იყო ცდის პირიც და ცდის ხელმძღვანელიც თავის თავზე ატარებდა მეხსიერების ცდებს, მეხსიერების შესასწავლად იგი იყენებდა უაზრო მარცვლებს, ცალკეულ სიტყვებს, ციფრებს, სტროფებს ლექსებიდან, თუმცა თვითონ თვლიდა, რომ ყველაზე უკეთ მეხსიერების უნდარი უაზრო მასალის დამახსომებაში გამოვლინდება. უაზრო მარცვლები ისე იყო შედგენილი რომ აზრიან სიტყვასთან ასოციაცია არ გამოეწვია, ეს ფსიქოლოგიური მიმართულება თვლიდა, რომ სიტყვების დახსომების პროცესში მეხსიერების გარდა სხვა პროცესებიც მაგ. აზროვნება, არის ჩართული, რაც სუფთა სახით მეხსიერების გამოვლენას ხელს შეუშლიდა.

  უაზრო მარცვალთა შედგენის ხერხი მარტივია, ყოველი ასეთი მარცვალი შედგება სამი ასოსგან - ორი თანხმოვანს შორის ერთი ხმოვანია, მთავარია, რომ ამგვარად შედგენილი მარცვალი არც ერთ სიტყვას არ უნდა გვაგონებდეს. 8-12 ასეთი მარცვლისგან დგება დასახსომებელი მწკრივი. მწკრივების შედგენისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ერთმანეთს გვერდით მდებარე მარცვალში არ მეორდებოდეს ერთნაირი ასოები, არ გამოდიოდეს რაიმე აზრიანი სიტყვა, მარცვლები ერთმანეთს რითმულად არ ეწყობოდნენ და სხბ. ებინგჰაუსის ვარაუდით ასე შედგენილი მარცვლები ერთგვაროვანი სიდიდეებია და ამ ერთგვაროვნებით განსხვავდებიან ნამდვილი სიტყვებისგან, რომლებიც სხვადასხვა ცდის პირებისთვის შეიძლება გასხვავებული მნემური ღირებულების აღმოჩნდნენ სხვა შინაარსებთან ასოციაციის გამო.

  მეხსიერება მრავალსაცავიანი სისტემის სახით 1968 წელს ამერიკელმა ფსიქსოლოგებმა შიფრინმა  და ატკინსონმა (Atkinson, Shiffrin,1968) წარმოადგინეს, ეს სისტემა მეხსიერების სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სენსორული მეხსიერება, სანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება. სანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაზე და  მათი მიმდინარეობის განსხვავებულ კანონზომიერებებზე ევროპაში ჯერ კდიევ მოიმანი, ხოლოდ ამერიკაში ჯეიმსი მიუთითებდნენ. მოიმანი. (1913, 1914) მეხსიერების იმ ფორმას, რომელსაც ამჟამად ხანმოკლე მეხსიერებას უწოდებენ, უშუალო მეხსიერებას (Unmittelbares Gedaechtnis) უწოდებს, ხოლო ჯეიმსი - პირველად მეხსიერებას, ეს არის ორი, მიმდინარეობის სტრუქტურა. განსხვავება მეხსიერების ამ ორ ფორმას შორის დროითი და სივრცითი მახასიათებლებით ხდება: ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება ერთმანეთისაგან აღქმასა და აღდგენას შორის დროითი ინტერვალის ხანგრძლივობით განსხვავდება.

ხანმოკლე მეხსიერების განხორციელების აუცილებელი პირობები:

  1. მასალის ერთობლივი აღქმა.
  2. მასალის დაუყონებლივი აღდგენა, სხვა სიტყვებით, მასალის აღქმასა და აღდგენას შორის დროითი ინტერვალი, თითქმის, არ უნდა არსებობდეს(30 წამს არ უნდა აღემატებოდეს).

   ხანგრძლივი მეხსიერებისთვის კი არსებითია ფარული (ლატენტური) პერიოდის არსებობა. ამ პერიოდის განმავლობაში აღქმული შინაარსი ინახება მეხსიერებაში. ადამიანს იგი ცნობიერებაში არ აქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მისი გახსენება - რეპროდუქცია. თუ ადამიანმა ერთი კვირის წინ წაიკითხა და დღეს გაახსენდა, მისი მეხსიერების ფარული პერიოდი ერთი კვირა ყოფილა.

ბიბლიოგრაფია:

  • Bartlett E. (1932). A study in Experimental and Scial Psychology. Cambridge University Press
  • Baddeley A,(200), Short-tern and working memory, in E.Tulving, EI.M. Craic(eds) The Oxford handbook of memory (pp77-92). New York, Oxford University Press.
  • Abelson,RP.(1981), Psychological status of the script concept, American Psychologist. 36.,715-729.
  • Atkinson, P.R., Shiffrin, R.M., 1968, Human memory: A proposed system aand its control processes, In :K.V. Sponce and I.T.spence, The Psychology of learning and motivation (vol.2), New York, Academic Press.

ნახვა: 4587

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters