კვებითი და ძილის აშლილობები

 

თავის შინაარსი

  • კვებითი აშლილობები ნერვული ანორექსია ნერვული ბულიმია
  • დაუზუსტებელი კვებითი  აშლილობები (ატიპიური კვებითი აშლილობები)
  • უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლი ლობა
  • გაცხიმოვნება
  • ფსიქოგენური  პირღებინება
  • ეპიდემიოლოგია ინსომნია პარასომნიები
  • სხვა პარასომნიები

 

       ფსიქიატრიაში კვებით აშლილობებს განმარტავენ, როგორც კვების პატერნების დარღვევას, რომელსაც განაპირობებს პიროვნების  დამოკიდებულება  საკუთარი  სხეულის  წონისა და ფორმის მიმართ. ამ  თავში განხილული აშლილობები მოიცავს ნერვულ ანორექსიას, ნერვულ ბულიმიას და მსგავს მდგომარეობებს. აქვე განხილულია სიმსუქნე, მაგრამ ის არ ითვლება ფსიქიკურ აშლილობად, თუმცა, მას შეიძლება ახ ლდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სომატური გართულე ბები. ამავე თავში საუბარი იქნება ძილის აშლილობებზე.

კვებითი აშლილობები

1970 წლამდე კვებითი აშლილობები იშვიათ,   გამონაკლის შემთხვევად ითვლებოდა. ნერვული  ბულიმიის  აღწერის შემდეგ  იმატა  გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა,  რომელთაც გამოხატული სიმპტომატიკა და ქმედუნარიანობის დაქვეითება ახასიათებდათ. დღემდე საკამათოა, არის თუ არა  კვებითი აშლილობების  სიხშირე შემთხვევათა  ჭეშმარიტი მატების  შედეგი,  თუ  გაუმჯობესდა  ამ  აშლილობის გამოვლენა და  დიაგნოსტიკა კვებითი აშლილობების კლინიკურად შეფასება ყოველთვის ვერ ხერხდება. ნაჩვენებია, რომ პირველად ჯანდაცვაში ნერვული ანორექსიის შემთხვევათა მხოლოდ ნახევრის  ამოცნობა და დიაგნოსტირება ხდება, ხოლო ნერვული ბულიმია, როგორც წესი, ბევრად  იშვიათია და ბულიმიით დაავადებულ პირთა  უმრავლესობას მკურნალობა არ უტარდება. ნერვული ანორექსია   და  ნერვული ბულიმია   შეიძლება განვიხილოთ როგორც  კვებითი აშლილობის უფრო დიდი

ძილის აშლილობები

ჯგუფის ქვეჯგუფი, რომელიც შედგება ამ   ორი ძირითადი დიაგნოზის კლინიკურად მსგავსი მდგომარეობებისგან, მაგრამ  ისინი ვერ  აკმაყოფილებენ ამ  დიაგნოზების ზუსტ კრიტერიუმებს. ეს აშლილობები DSMIVის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც კვებითი აშლილობები, რომლებიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული (EDNOS). ისინი ასევე ცნობილია, როგორც ატიპიური  კვებითი აშლილობები და რეალურად უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნერვული ანორექსია  და ნერვული ბულიმია. ამ  ტიპის აშლილობების მქონე  ბევრ  პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ნერვული ანორექსია  ან  ნერვული  ბულიმია და  მათი ნაწილი საბო ლოოდ შესაბამისობაში მოვიდა ამ ორი დაავადების კრიტე რიუმებთან. ის ფაქტი, რომ კვებითი აშლილობის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან  “მერყეობისკენ” ამ ორ დიაგნოზს შორის გვაფიქრებინებს, რომ ნერვულ ანორექსიას,  ნერვულ ბულიმიასა და EDNOSს საერთო პათოფიზიოლოგია აქვს, რომელიც შეიძლება  ასე განისაზღვროს: სხეულის წონისა და ფორმისთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ეს იმას ნიშნავს, რომ კვებითი აშლილობის მქონე პაციენტები საკუთარ  ღირსებას  აფასებენ მხოლოდ სხეულის წონის, ფორმისა და მისი  კონტროლის უნარის თვალსაზრისით ნერვული ანორექსია ტერმინი “ნერვული ანორექსია”, პირველად გამოიყენა ინგ ლისელმა ექიმმა უილიამ გალმა 1868 წელს,  თუმცა, ნერვუ ლი ანორექსიის მრავალი შემთხვევა ადრეც იყო დაფიქსირებული. მან  ხაზი  გაუსვა ამ   მდგომარეობის  ფსიქოლო გიურ საფუძველს, წონის აღდგენის საჭიროებას და ოჯახის როლს. ამავე  პერიოდში  მოცემული მდგომარეობა აღწერა შარლ ლასეგმაც რომელიც პარიზში მოღვაწეობდა  ნერვული ანორექსიის წამყვანი  ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი წონა (სტანდარტულ წონაზე 15%ით  ნაკლები; სხეულის  მასის ინდექსი 20) და  პაციენტის სასურველ მაჩვენებელს (რამდენს უნდა  რომ  იწონიდეს) შორის. დაბალანსებული დიეტა  გულისხმობს დღეში დაახლოებით 3000 კკალის მიღებას, რაც 34  კვებად უნდა დაიყოს. სასურველია პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ჩვენების მიხედვით  ვიტა მინების დანიშვნა. ასევე, უნდა  შეფასდეს  და  შეიცვალოს წონის დამკლები სხვა სტრატეგიები, რომლებსაც პაციენტი ადრე  იყენებდა, მაგ.,  გადაჭარბებული ვარჯიში და გამწმენდი საშუალებების  ბოროტად გამოყენება. სტაციონარული მკურნალობა.  თუ  საჭირო  გახდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, მასთან წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, რომ  იგი დარჩება საავადმყოფოში  სამიზნე წონის მიღწევასა  და  მის შენარჩუნებამდე.  ასევე, მასთან  უნდა შევათანხმოთ  მომდევნო  ამბულატორიული მკურნალობის დეტალურად შედგენილი გეგმა. სტაციონარში მკურნალობის   წარმატება დიდად  არის  დამოკიდებული პაციენტის მოვლაზე,   მკაფიო   მიზნის   შემუშავებასა  და  მკურნალო ბის დახვეწილ, კარგად გააზრებულ გეგმაზე. წარსულში ჰოსპიტალში  მყოფი, პაციენტის მიმართ მკაცრ რეჟიმს იყენებდნენ, თუმცა, ამას  მხოლოდ  სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა და არავითარი სარგებელი არ მოჰქონდა. პაციენტის კვება მედდის  მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მედდას სამი მნიშვნელოვანი  ფუნქცია აკისრია: მან უნდა დაარწმუნოს პაციენტი, რომ  მას  შეუძლია ჭამოს წონაზე კონტროლის დაკარგვის რისკის გარეშე; ნათლად განუმარტოს დასახული   მიზანი;  დაარწმუნოს პაციენტი, რომ მან არ უნდა გამოიწვიოს პირღებინება  და არ უნდა მი იღოს გამწმენდი საშუალებები.  კვირაში 0.51.0 კგს მატება რეალისტურ მიზანს წარმოადგენს. ამ  შემთხვევაში  წონის სრულ აღდგენას 812 კვირა სჭირდება. ზოგიერთი პაციენ ტი ითხოვს საავადმყოფოს დატოვებას  მკურნალობის დამ თავრებამდე, მაგრამ მედპერსონალმა მოთმინებით უნდა დაარწმუნოს იგი, რომ  მისთვის  უმჯობესია მკურნალობის ბოლომდე საავადმყოფოში  დარჩენა. წონის დაკარგვა იშვიათადაა იმდენად მძიმე, რომ სი ცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო, გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვდეს.  თუ  ასეთ პაციენტს ვერ  ვარწ მუნებთ, რომ   აუცილებელია  ჰოსპიტალიზაცია, საჭირო ხდება მისი იძულებითი ჰოსპიტალიზაცია იხ.  კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის მიერ შედგენილი ნერვული   ანორექსიის მკურნალობის სახელმძღვანელო პრინციპები

ნერვული ბულიმია

ტერმინი  “ბულიმია”, ასახავს უკონტროლო, გადაჭარბე ბული ჭამის ეპიზოდებს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბულიმიის სიმპტომი  ჩნდება  ნერვული ანორექსიის ზოგი ერთ შემთხვევაში.  ნერვული ბულიმიის სინდრომი პირვე ლად აღწერა რასელმა თავის საკმაოდ გავლენიან ნაშრომში, რომელიც ასახავდა 19721978 წლებში  30 პაციენტზე ჩატარებული დაკვირვების შედეგებს, მათი მდ გომარეობის საკვანძო კლინიკურ ნიშნებს და ამ მდგომარე ობის  დიაგნოსტირებას. თუმცა, ბულიმიის შემთხვევებში, რომლებსაც რასელი შეისწავლიდა, ნერვული ანორექსიის შემთხვევებიც იყო შერეული, რის გამოც მათი აღწერა გან სხვავდება იმ პათოლოგიის აღწერისაგან, რომელიც დღეს “ნერვული  ბულიმიის” სხელწოდებითაა ცნობილი. მას შემ დეგ,  რაც  სინდრომი ბულიმია შეტანილ  იქნა  DSMIII კლასიფიკაციაში,  ცხადი გახდა, რომ  ნერვული ბულიმია საკმაოდ გავრცელებულია იმ  პოპულაციაში,  რომელსაც ნერვული ანორექსია  არ აღენიშნება მიუხედავად იმისა, რომ  რასელმა  დაახასიათა ბულიმიის სინდრომი, როგორც  ნერვული  ანორექსიის  ავისმომას წავებელი   მდგომარეობა,  ნერვული ბულიმიით დაავადე ბულ პაციენტთა მხოლოდ მეოთხედს დაუდგინდა ნერვული ანორექსიის დიაგნოზი. ნერვული ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

1. გადამეტებული ჭამის დაუძლეველი სურვილი;

2. სხეულის წონის კონტროლის მიზნით  უკიდურესი საშუ ალებების გამოყენება;

3. სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებული ზეღი რებულოვანი  იდეები, რომლებიც ნერვული ანორექსიის დროსაც შეინიშნება.

DSMIV  განასხვავებს  ნერვული ბულიმიის ორ ქვეტიპს 1) “გაწმენდითი ტიპი” ხასიათდება წონის მატების თავიდან ასაცილებლად თვითგამოწვეული პირ ღებინებით,   ლაქსატივების  (საფაღარათე    საშუალებების) და დიურეტიკების მოხმარებით; 2) “არაგაწმენდითი ტიპი” ამ   დროს პიროვნება   არ იყენებს "გამწმენდებს"  წონა ში  მატების  თავიდან   ასაცილებლად, არამედ მიმართავს სხვა საშუალებებს,  როგორიცაა ინტენსიური ვარჯიში და შიმშილი. ნერვული  ბულიმიით  დაავადებულ  პაციენტებს, როგორც წესი, ნორმალური წონა აქვთ. ნორმაზე დაბალი წონის  მქონე პაციენტები  ნერვული ანორექსიის  კრიტე რიუმებს აკმაყოფილებენ, რაც  შემდგომში  მათი წამყვანი დიაგნოზი ხდება. პაციენტების უმრავლესობის მენსტრუა ლური ციკლი სავსებით ნორმალურია. ბულიმიით  დაავადებულ  პაციენტებს  კვებაზე  კონტრო ლი თითქმის სრულიად დაკარგული აქვთ. ბულემიის ეპი ზოდებს  შეიძლება  წინ  უძღვოდეს  სტრესი  ან  პაციენტის მიერვე  თავსმოხვეული  დიეტის  დარღვევა.  ეს ეპიზოდები ზოგჯერ შეიძლება დაგეგმილიც იყოს. ბულიმიის ეპიზო დის დროს პაციენტი დიდი რაოდენობით იღებს საკვებს, თითო კვებაზე დაახლოებით 2000 კკალზე მეტი ოდე ნობის. მაგ., პაციენტმა ერთ კვებაზე შეიძლება შეჭამოს ერთი პური, ტორტი, ერთი ქილა მურაბა და ა.შ. ასეთი გაუმაძღრობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც პიროვნება მარტო იმყოფება. ჭამის დაწყებისას ჩნდება დაძაბულობის მოხსნის განცდა, მაგრამ განტვირთვის განცდას მოჰყვება სინანული და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. პაციენტმა შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება ან მი იღოს ლაქსატივები. დღის მანძილზე ბულიმიისა და გაწ მენდის ეპიზოდების მონაცვლეობა მრავალჯერ შეიძლება განმეორდეს. დეპრესიული სიმპტომები უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე ნერვული ანორექსიის დროს და, სავარაუდოდ, მეო რადია  კვებითი აშლილობის მიმართ. პაციენტების დიდი ნაწილის  მდგომარეობა აკმაყოფილებს  მძიმე   დეპრესიის კრიტერიუმებს. დეპრესიის სიმპტომები, როგორც წესი, იხ სნება კვებითი აშლილობის გამოსწორებასთან ერთად. იშ ვიათად  გვხვდება მძიმე  და პერსისტენტული დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტები, რომლებიც ანტიდეპრესან ტებით მკურნალობას საჭიროებენ.

ზემოქმედება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე

ხშირი პირღებინება  იწვევს მრავალ გართულებას; კერ ძოდ, კალიუმის დონის დაქვეითებას, რაც საკმაოდ სერიო ზული დარღვევაა და იწვევს სისუსტეს, გულის არითმიას და თირკმლების დაზიანებას. იშვიათად  ჩნდება საშარდე სისტემის ინფექციები, ტეტანია და ეპილეფსიური კრუნჩხ ვები. კუჭის მჟავე  შიგთავსის  ზემოქმედების  გამო კბილე ბზე  ჩნდება სახასიათო  ღრმულები,  რომლებსაც სტომა ტოლოგი ადვილად  სცნობს.

ეპიდემიოლოგია

დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ  16დან 40 წლამდე ასა კის  ქალებში ნერვული ბულიმიის გავრცელების ხარისხი დაახლოებით 1%ს შეადგენს. ეს რიცხვი მამაკაცების შემ თხვევაში, სულ ცოტა, ათჯერ ნაკლებია. ნერვული ბულიმია გვხვდება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში. დაავადების გამოვლენისა  და  დიაგნოსტიკის კატასტროფული მატება აღირიცხებოდა ბრიტანეთში  1990იანი  წლების დასაწყის ში,  რასაც   შემდგომ  ზომიერი კლების  ტენდენცია მოჰყვა. ამგვარი ზრდა ალბათ იმან გამოიწვია, რომ  გაიზარდა შედარებით ხანგრძლივი შემთხვევების აღ რიცხვის სიხშირე. აშლილობის განვითარება ნერვული ბულიმია თავს იჩენს გვიანი მოზარდობის ასაკში (ე.ი.  რამდენიმე  წლით  გვიან,  ვიდრე  ნერვული  ანორექსია). ის, როგორც წესი, თან ახლავს იმ პერიოდს, როდესაც ადა მიანი წუხს საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის გამო. პაციენტთა მეოთხედს ანამნეზში აღენიშნება ნერვული ან ორექსიის ეპიზოდი. ჩვეულებრივ, დაავადების საწყისი პე რიოდი ხასიათდება დიეტური შეზღუდვებით, რასაც მოგვი ანებით  (უფრო  ხშირად  3 წლის  განმავლობაში),  ენაცვლება გადამეტებული ჭამის ბევრად ხშირი ეპიზოდები. გადამეტე ბული ჭამის გახშირებას მოჰყვება სხეულის წონის დაბრუნე ბა ნორმალურ საზღვრებში. გარკვეულ სტადიაზე, გადამე ტებული ჭამის კომპენსაციის მიზნით, იწყება პირღებინების თვითგამოწვევა და ლაქსატივების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად ჭამაზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვება.

ეტიოლოგია

ზოგადი    რისკფაქტორები.   ნერვული   ანორექსიის მს გავსად,  ნერვული  ბულიმიის  განვითარება   სხვადასხვა რისკფაქტორების ზემოქმედების  შედეგია. ეს ფაქტორე ბია: ოჯახურ ანამნეზში მშობლების  ფსიქიკური აშლილობა, განსაკუთრებით, დეპრესია და მედიკამენტებზე დამოკიდე ბულება;   ასევე,  ბავშვობისდროინდელი   გამოცდილების მთელი გამა. არსებობს მოსაზრება, რომ ნერვული ბულიმი ის ყველაზე ხშირი რისკფაქტორი  სექსუალური ძალადო ბაა, თუმცა,  ფაქტობრივი მტკიცებულებების  თანახმად, ამ   ფონზე ბულიმიის  სიხშირე არ აღემატება  სხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობების სიხშირეს  სპეციფიკური  რისკფაქტორები.  ეპიდემიოლოგიური  კვ ლევებით  დასტურდება,  რომ,   ნერვული  ანორექსიისგან განსხვავებით, ნერვული ბულიმიის მქონე პაციენტები იმყ ოფებიან ისეთი  ფაქტორების  ზემოქმედების ქვეშ, რომ ლებიც პიროვნებას   დიეტის დაცვისაკენ  უბიძგებენ (სიმ სუქნე ბავშვობაში, მშობლების   სიმსუქნე და  ადრეული მენარხე).  სრულყოფილებისაკენ სწრაფვა   ასევე შეიძლება ჩაითვალოს სპეციფიკურ რისკფაქტორად, თუმცა, აქ  ის ნაკლებად   მნიშვნელოვანია,  ვიდრე ნერვული ანორექსიის შემთხვევაში გენეტიკური რისკფაქტორები.  რადგან  არსებობს  ურთ იერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, ნერვული ბულიმიის განვითარებაში  გენეტიკური ფაქტორების როლი და მნიშ ვნელობა ბუნდოვანია.  როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია გე ნეტიკური კომპონენტი,   კერძოდ,  ნერვული ანორექსიისა და  ბულიმიის ჯვარედინი ოჯახური  ტრანსმისია,  მაგრამ ინდივიდუალური გენი  ჯერჯერობით  არ არის იდენტი ფიცირებული 5HT   ნეიროტრანსმისია.  სხვადასხვა ექსპერიმენტული პარადიგმები,  მათ  შორის ნეიროენდოკრინული  სტიმული რების ტესტი და ტვინის რადიოლოგიური კვლევის შედე გები,  გვაფიქრებინებს, რომ  თავის  ტვინის 5Hთ ფუნქცია ნერვული ბულიმიის შემთხვევაში  ანომალიურია  ტრიფტოფანის ნაკლებობა გამოჯანმრთელებულ, ბულიმიის სიმპტომების არმქონე პაციენტებში, იწვევს მწ ვავე რეციდივს გუნებგანწყობისა და კოგნიტურ სფეროში, რომელიც სხეულის წონასა და  ფორმასთან არის  დაკავ შირებული. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ  ნერვული ბუ ლიმიის ანამნეზის მქონე პაციენტებს ახასიათებთ ნეიროფ სიქოლოგიური მოწყვლადობა თავის  ტვინში სეროტონინის დაბალი დონის მიმართ. ინტერსს მოკლებული არ არის ის ფაქტი, რომ  დიეტით დაკლებული წონა იწვევს ტრიფტო ფანის მოხმარების დაქვეითებას, რაც  ადასტურებს იმას, რომ  მაღალი  რისკის მქონე  პირებისთვის,  გადამეტებული დიეტა ნერვული  ბულიმიის ჩამრთავ მექანიზმად  მიმდინარეობა და გამოსავალი ნერვული  ბულიმიის მიმდინარეობა  და  გამოსავალი   საკ მაოდ ბუნდოვანია  იმდენად, რამდენადაც არ  არსებობს გრძელვადიანი გამოკვლევების საკმარისი რაოდენობა.  იმ პირების შემთხვევაში,  რომელთაც  მკურნალობა არ  ჩატარებიათ, დაავადების მიმდინარეობა და გამოსავალი  უც ნობია.  კლინიკური შემთხვევების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 5  წელია, რაც  ამ  ქვეჯგუფში აშლილობის ქრონიკული მიმდინარეობის  მაჩვენებელია. ზოგადად,  დაა ვადების გამოსავალი  საკმაოდ განსხვავებულია. ფაქტებზე დამყარებული მტკიცებულებების მიხედვით,  აშლილობის მწვავე   ფორმა ქრონიკულში   გადადის.   ამგვარად,  510 წლის შემდეგ, 1/3დან ½მდე პაციენტებს ისევ  აღენიშნე ბათ კლინიკურად გამოხატული კვებითი აშლილობა, თუმ ცა,  უმრავლეს შემთხვევაში,  ატიპიური ფორმით არ არსებობს  იმის მტკიცებულება, რომ  ნერ ვული ბულიმია ასოცირებულია სხვა ფსიქიკური აშლილო ბის  დაწყებასთან. ნერვული ბულიმიის ლეტალობის  მაჩვენებელი, ნერვულ ანორექსიასთან შედარებით, დაბალია, მაგრამ არის თუ არა ის  მომატებული საერთო პოპულაციასთან მიმართებაში, გაურკვეველია). ასეა თუ  ისე,  ნერვული ბულიმია მტკიცედ არის ასოცირებული დეპრესიასა  და იმ მედიკამენტების ავადმოხმარებასთან, რომლებიც საკმაოდ მაღალი  ლეტალობის მაჩვენებლებით ხასიათდებიან. პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება ორსულობის  პერიოდში, ხოლო  ორსულობის  შემდეგ  ვი თარდება  რეციდივი. არ არსებობს დაავადების მიმდინარე ობისა  და პროგნოზის დამაჯერებელი წინაპირობა,  თუმცა, სიმსუქნე ბავშვობის ასაკში და  დაბალი თვითშეფასება, როგორც წესი, ასოცირებულია არაკეთილსაიმედო გამოსა ვალთან  მკურნალობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები მოცემული აშლილობის შემთხვევაში, ყველაზე უკეთ  შეს წავლილი ფსიქოლოგიური მკურნალობაა კოგნიტურბი ჰევიორული თერაპია,   რომელიც  პაციენტს კვებაზე კონ ტროლის აღდგენაში ეხმარება. აგრეთვე,  არაერთგზისაა ნაცადი     ანტიდეპრესანტების (კერძოდ, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის) გამოყენება. მკურნალობის  სხვადასხვა მეთოდის   ეფექტურობის შეჯ ამების შედეგად  შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გამოტანა:

  • სადღეისოდ ნერვული ბულიმიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად  მიჩნეულია  სპეციფიკური კოგნი ტურბიჰევიორული თერაპია,   რომელიც ფოკუსირებუ ლია იმ ქცევისა და აზრების შეცვლაზე, რომლებიც ხელს უწყობენ კვებითი აშლილობის შენარჩუნებას.
  • ამ ფორმის    კოგნიტურბიჰევიორული     თერაპიით მკურნალობისას პაციენტების 1/3დან 1/2მდე სრულ და მყარ გამოჯანმრთელებას აღწევს.
  •  ანტიდეპრესანტებით  მკურნალობა (მაგ.,  სეროტონინის უკუმიტაცების  სელექციური ინჰიბიტორის გამოყენება) ამცირებს  უკონტროლო ჭამას  და, აქედან გამომდინარე, გამწმენდების   გამოყენების სიხშირესაც;  აუმჯობესებს პაციენტის გუნებგანწყობას, თუმცა, კოგნიტურბიჰევი ორულ თერაპიასთან  შედარებით, მისი  ეფექტი სუსტია და შედეგიც  შეიძლება  მყარი არ იყოს.
  • კოგნიტურბიჰევიორული   თერაპიისა და   ანტიდეპრე სანტებით  მკურნალობის  კომბინაცია,  ცალკე  ჩატარე ბულ ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან შედარებით,  არ აჩვენებს აშკარა უპირატესობას.
  • ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია, შესაძლოა, ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორიც კოგნიტურბიჰევიორ ული თერაპიაა,  მაგრამ მის ჩატარებას მეტი  დრო სჭირდება.
  • მარტივი,   თვითდახმარებითი  მკურნალობა შეგვიძლია საწყის სტადიებზე გამოვიყენოთ, მაგრამ, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ის უშედეგოა.

მართვა

ნერვულ ანორექსიასთან  შედარებით, ნერვული ბულიმიის მართვა იოლია, რადგან  ასეთ პაციენტებს უფრო მეტად აქვთ გამოჯანმრთელების სურვილი და ადვილად მოდიან ურთიერთთანამშრომლობაზე. ამას გარდა,  ამ  შემთხვევაში არ არსებობს  წონის  აღდგენის  საჭიროება. აუცილებელია გამოვიკვლიოთ პაციენტის  ფსიქიკური მდგომარეობა და განვსაზღვროთ ისეთი   პაციენტების  ელექტროლიტების დონე, რომლებსაც ხშირად აქვთ პირღებინება  და რომლე ბიც გამწმენდ საშუალებებს იყენებენ. ასეთივე  ტიპის სხვა  მრავალი აშლილობის  მსგავსად, აქაც `საფეხურებრივი მოვლა~ საუკეთესო გზაა პაციენ ტების დიდი  რაოდენობისთვის, რომელთაც  სხვადასხვა სიმძიმის აშლილობა ახასიათებთ. ნერვული ბულიმიის მარ თვა კლინიკური დახელოვნებისეროვნული ინსტიტუტის ბოლო წლების განხილვის საგანი გახდა.

  • საფეხური პირველი    პაციენტების იმ მცირე რაოდე ნობის    იდენტიფიკაცია  (5%ზე  ნაკლები), რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ მკურნალობას  ა)  მძიმე დეპრესიის  გამო; ბ)  ისეთი ფიზიკური გართულებების გამო, რომელთა დროსაც  საჭიროა  საავადმყოფოს   ან დღის სტაციონარის პირობებში მკურნალობა; გ) ნივ თიერებათა ბოროტად   გამოყენების გამო,  რაც  და მოუკიდებელ მკურნალობას მოითხოვს.
  • საფეხური მეორე  წარიმართება კოგნიტურბიჰევიორუ ლი თვითდახმარების სახით, სპეციალური წიგნის გამოყ ენებითა და არაპროფესიონალი ფასილიტატორის ხელმძ ღვანელობით.  პაციენტი  ფასილიტატორს  4 თვის  განმავ ლობაში ხვდება. ეწყობა დაახლოებით 810 შეხვედრა. ასე თი ტიპის მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა ხორციელდებოდეს. ამ  ტიპის თერაპია პაციენტების

 

მესამედი ნაწილისთვის წარმატების მომტანია.

  • საფეხური მესამე  პაციენტები, რომლებთანაც 6 კვირის განმავლობაში მეორე საფეხურზე მუშაობა უშედეგო აღ მოჩნდა, საჭიროებენ სრულ კოგნიტურბიჰევიორულ თე რაპიას.  პაციენტების იმ მცირე ნაწილისთვის, რომლებ საც  აღენიშნებათ  თანმხლები  მძიმე  დეპრესიული სიმპ ტომები,  შედეგიანია ანტიდეპრესანტების (ფლუოქსეტინი 60 მგ/დღ) დამატება. დეპრესიული სიმპტომების  დიდი ნაწილი ქრება წარმატებული კოგნიტურბიჰევიორული მკურნალობის ფონზე.
  • საფეხური მეოთხე  პაციენტები, რომელთა მდგომარეობა არ უმჯობესდება  კოგნიტურბიჰევიორული მკურნალო ბით,  განმეორებით და სრულად უნდა გამოიკვლიოს სპე ციალისტმა. რიგ შემთხვევაში კოგნიტურბიჰევიორული თერაპია ან ანტიდეპრესანტებით მკურნალობა შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია მკურნალობის სქემის განხილვა პაციენტთან ერთად  და  მისთვის  მის აღები მიდგომების გათვალისწინება.

 

დაუზუსტებელი კვებითი აშლილობები

(ატიპიური კვებითი აშლილობები)

DSMIVისა და ICDის მიხედვით, დაუზუსტებელი კვებითი აშლილობები მწვავე  კლინიკური მიმდინარეობის  დაავადე ბებია, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ნერვული ანორექსიისა და  ნერვული  ბულიმიის დიაგნოსტიკურ კრიტერი უმებს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ეს დაავადებები საკმაოდ ხშირია და  მისი  დიაგნოზი დაისმის  ამ  ჩივილით მომართული პირების, სულ ცოტა, ერთ მესამედს.  ატიპი ური კვებითი აშლილობების მიმდინარეობაზე ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ნერვული ანორექსიისა და  ნერვული ბულიმიის შემთხვე ვათა დაახლოებით ნახევარში გვხვდება. ატიპიური კვები თი აშლილობების მკურნალობას არასაკმარისი ყურადღება ექცევა. კლინიცისტებს რეკომენდებული აქვთ, მიჰყვნენ ნერვული ანორექსიის მკურნალობის  სქემას  დაბალი წო ნის  პაციენტებთან  და  ნერვული ბულიმიის მკურნალობის სქემას, უპირატესად, უკონტროლო კვებასთან დაკავშირე ბული პრობლემების დროს .

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა

DSMIVის  დაუზუსტებელი  კვებითი აშლილობების  (ED NOS) ჯგუფი, რომელიც “საჭიროებს შემდგომ შესწავლას”. ამ  ჯგუფში შედის  უკონტროლო კვებასთან  დაკავშირებუ ლი აშლილობა (ბინგე ეატინგ  დისორდერ).  მოცემული ტერმინის  დეფინიცია და მისი  ვალიდურობა საკმაოდ ბუნდოვა ნია, რადგან  მის შესახებ მწირი  ინფორმაცია მოგვეპოვება. მას  ახასიათებს განმეორებითი  ბულიმიური ეპიზოდები, თუმცა, ნერვული ბულიმიისაგან განსხვავებით, ამ   დროს პაციენტი არ მიმართავს პირღებინებასა  და გამწმენდ  სა შუალებებს. პაციენტებს შეიძლება  აღენიშნებოდეთ დეპრესიული სიმპტომები  და ჰქონდეთ  უკმაყოფილების განცდა საკუთარი სხეულის  წონისა და ფორმის გამო,  თუმცა, ეს უკანასკნელი,  ნერვულ   ბულიმიასთან შედარებით, ნაკ ლებად მწვავედაა გამოხატული. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა, ზოგადად, ასოცირებულია როგორც ფსიქიკური აშლილო ბების, ასევე, ჭარბწონიანობის განვითარების მაღალ რისკთან.  პაციენტების  დაახლოებით  25%ს, რომელიც  ჭარბწო ნიანობის გამო მკურნალობას იტარებს, უკონტროლო კვე ბასთან დაკავშირებული აშლილობის სიმპტომები აღენიშნე ბა. ნერვული  ბულიმიისგან  განსხვავებით,  ეს მდგომარეობა ვითარდება შედარებით გვიანდელ ასაკში. პაციენტების მეო თხედს მამაკაცები შეადგენენ. ზემოთ განხილული სხვა კვე ბითი აშლილობებისგან განსხვავებით, უკონტროლო კვებას თან დაკავშირებული აშლილობა ხასიათდება სპონტანური რემისიის მაღალი სიხშირით. ის ადვილად ემორჩილება კოგნიტურბიჰევიორულ თერაპიას და სეროტონინის უკუ მიტაცების სელექციური ინჰიბიტორის ანტიდეპრესანტებით მკურნალობას.

გაცხიმოვნება

გაცხიმოვნება არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხეულის ჭარბი ცხიმიანობა. გაცხიმოვნების დიაგნოზი მაშინ  დაისმის,  როდესაც სხეულის  მასის ინდექსი (smi = სხეულის წონა(კგ)/სიმაღლე(მ2)  აღემატება 30ს. ბრიტანე თის ზრდასრული  მოსახლეობის 20% ამ  კრიტერიუმს აკ მაყოფილებს და  ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მატუ ლობს. გაცხიმოვნება ასოცირებულია ლეტალობის მაღალ მაჩვენებელთან, ხოლო მძიმე შემთხვევებში 25-35 წლის  ასაკობრივ პოპულაციაში ეს  მაჩვენებელი 12ჯერ იზრდება. ითვლება, რომ  ყოველწლიურად აშშში 300 000 ლეტალური შემთხვევის მიზეზი  გაცხიმოვნებაა, რის გამოც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, პრევენციის თვალ საზრისით, თამბაქოს  მოხმარების შემდეგ,  რიგით მეორე პრობლემას წარმოადგენს.

ეტიოლოგია

გაცხიმოვნების  ახსნა შეიძლება   გენეტიკური  ფაქტორე ბით,    რომლებსაც  აძლიერებს   სოციალური  ფაქტორე ბიც, რომლებიც ხელს უწყობენ, მაგ.,  მაღალკალორიული საკვების გადამეტებული რაოდენობით  მიღებას და  იმას, რომ  პიროვნება  არასაკმარისად  ვარჯიშობს. ფსიქოლოგი ური მიზეზები,  ძირითადად, ნაკლებ  მნიშვნელოვანია,  მა გრამ, რიგ შემთხვევებში,  როდესაც  გადამეტებული ჭამა, სავარაუდოდ,  ემოციური ფაქტორებით  არის განპირობე ბული, საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია. ფსიქიატრს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ფსიქოტროპული პრეპარატი ხელს უწყობს წონის მატებას და მასთან  ასო ცირებულ მეტაბოლურ დარღვევებს.

ფსიქოლოგიური შედეგები

მიუხედავად იმისა,  რომ  აფექტური  აშლილობების დიაგ ნოზი ხშირად დაესმით ჭარბწონიან  ადამიანებს, მრავალმა ატიპიური  კვებითი  აშლილობები კვლევამ, რომელთა დროსაც შეადარეს გუნებგანწყობის აშლილობების  სიხშირე ჭარბი  წონის  მქონე პირებსა   და ზოგად  პოპულაციაში, უმნიშვნელო  განსხვავება  აჩვენა. ჭარბწონიანობის საკითხი ყველაზე მეტად მაღალი  და სა შუალო სოციოეკონომიკური კლასის თინეიჯერ და ახალ გაზრდა ქალებს   აწუხებთ. ისინი ისეთ   სოციალურ გარე მოში ცხოვრობენ, რომელშიც  დისკრიმინაცია და  წინას წარგანწყობებია გავრცელებული. მსუქანი ადამიანების ფსიქოპათოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია ის,  რომ მათ საკუთარ  სხეულზე დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ, საკუთარ  თავს გროტესკულად აღიქვა მენ  და  სწამთ,  რომ  გარშემო მყოფი პირები  აგდებულად უყურებენ  მათ. ეს დარღვევა დაკავშირებულია გარკვეული სახის თვითცნობიერებასთან და სოციალურ შეზღუდვებთ ან. ის აღენიშნება მსუქანი ადამიანების მხოლოდ  მცირე ნაწილს, რომელსაც ბავშვობიდან ჭარბი წონა და დაბალი თვითშეფასება  ახასიათებს.

მიმდინარეობა

სიმსუქნე ქრონიკული, მუდმივი პრობლემაა.  მსუქანი ბავშ ვები და მოზარდები ამ  პრობლემას მკურნალობის გარეშე ვერ  უმკლავდებიან.  ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი,  რომელსაც არ გაუვლია  მკურნალობა, აგრძელებს წონაში მატებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1 კგს იმატებს.

მკურნალობა

დღესდღეობით საყოველთაოდ მიღებულია, რომ  მკურ ნალობის მიზანია  წონის  510 %ით   შემცირება. იდეალ ური წონის მიღწევის მცდელობები რეალურ შედეგებს არ იძლევა, რადგან  ძნელი მისაღწევი და შესანარჩუნებელია. ზომიერი მიზნის  დასახვას კი მოაქვს  სამედიცინო  სარგე ბელი და,  ასევე, სხეულის  ხატისა და  გუნებგანწყობის გაუმჯობესება. აგრეთვე,   საჭიროა,  რომ  პაციენტს  შეე ძლოს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე  წონის მართვა. მკურნალობის ძირითადი  ვარიანტებია:

  • ქცევის მოდიფიკაცია. ამ შემთხვევაში გამოყენებული  ინ ტერვენციის სამიზნეა კვების პატერნები და მოხმარებუ ლი საკვების თავისებურება.  ამავე  დროს, ასეთ ინტერ ვენციას  მოსდევს მიღებული კალორიების  რაოდენობის ზომიერი შემცირება. ქცევის  მოდიფიკაციის მეთოდის გამოყენებისას,  თანდათანობით   ზრდიან ფიზიკურ  აქ ტივობას. მიუხედავად იმისა, რომ  ეს მიდგომა ეფექტუ რია ხანმოკლე  პერიოდში  გამოყენების დროს, მოგვი ანებით წონის თანდათანობითი აღდგენა ხდება.
  • ფარმაკოლოგიური    მკურნალობა.     ბრიტანეთში    სა დღეისოდ  მკურნალობის  ორი საშუალება   გამოიყენება:  ორლისტატი    ლიპაზას ინჰიბიტორი,   რომელიც აქვეითებს ცხიმების  აბსორბციას და სიბუტრამინი, რო მელიც შერეული მონოამინების უკუმიტაცების ინჰიბი ტორია და  მადას აქვეითებს.  ორივე წამალი  ზომიერი სარგებლის მომტანია, იწვევს წონაში კლებას და  შეს აძლებელია მიღებული შედეგის  ერთ წლამდე შენარჩუნება . ანტიდეპრესანებთან და ანტიფ სიქოზურ წამლებთან ერთად არ არის  რეკომენდებული სიბუტრამინის დანიშვნა. ნებისმიერი ფორმის  მკურნალობის გრძელვადიანი შედე გი  არადამაკმაყოფილებელია, განურჩევლად იმისა,  იმყ ოფებოდა პაციენტი  ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ, თუ არა.  ქცევის  მოდიფიკაციის პრინციპებზე დაფუძნებულ ჯგუფურ თერაპიას  და  თვითდახმარების  ჯგუფებს აქვს მოკლევადიანი სარგებელი,  მაგრამ  გრძელვადიან შედეგს ვერ  აუმჯობესებენ. იგივე შეიძლება  ითქვას  ისეთ  მეთო დებზე, როგორიცაა მადის დათრგუნვა და ბიჰევიორული მეთოდი.

ქირურგიული მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მძიმე  სიმსუქნის   დროს როდესაც სხეულის  მასის ინდექსი აღემატება 35ს, და ისეთი სერიოზული  სამედიცინო  გარ თულებების დროს, რომლებსაც წონაში კლება ამსუბუქებს. სიმსუქნის დროს ორი ტიპის ქირურგიულ ჩარევას მიმარ თავენ: პირველია კუჭის  შევიწროება,  რაც  გულისხმობს დამჭერების გამოყენებით კუჭის  ზომის  შემცირებას და, აქედან გამომდინარე, ზრდის კუჭის ავსების შეგრძნებას. მეორე  მეთოდი   გულისხმობს  ნაწლავების   შუნტირებას. ასეთ დროს მოკლდება  ის ნაწლავები,  რომლებიც საკვების შეწოვაში  მონაწილეობენ.  ეს ორი ოპერაცია სერიოზული რისკის შემცველია  და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმარ თავენ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა.

მართვა

მკურნალობა ძირითადად ტარდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სამედიცინო  კლინიკებში. ფსიქია ტრებმა  კარგად  უნდა იცოდნენ, თუ  როგორი სტანდარტუ ლი მკურნალობა ტარდება სიმსუქნის დროს და რა როლი ენიჭება თვითდახმარებისა და კომერციულ პროგრამებს, მაგ., პროგრამა ჭეიგჰტ ჭატცჰერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ეფექტურობა ბუნდოვანია, გასათვალისწინე ბელია, რომ  ესა და სხვა მსგავსი პროგრამები კვებისა და ფიზიკური აქტივობის მკაფიო  და ვალიდურ პრინციპებზეა დაფუძნებული, რის  გამოც, ისინი, სავარაუდოდ, სასარგე ბლო უნდა  იყოს ზომიერი ხარისხის გაცხიმოვნებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის  შემთხვევაში. მსუბუქი ჭარბწონიანობის მქონე პირების დახმარება შეს აძლებელია  მარტივი  რჩევის  მიცემით  დიეტისა  და  ვარჯი შის შესახებ; ხოლო უფრო მძიმე შემთხვევები კი საჭიროებს უფრო მეტად სტრუქტურირებულ ბიჰევიორულ პროგრ ამებს   თანმხლები   ფარმაკოლოგიური   მკურნალობით,   თუ წინა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტს უნდა ვურჩიოთ, შეზღუდოს კვების რაციონში რაფინირებული შაქარი და ცომეული და მიიღოს ბოჭკოს შემცველი ნახშირ წყლები. ჩვეულებრივ, დღეში მიღებული კალორიების რა ოდენობა უნდა შეიზღუდოს 500კკალით, რათა წონაში კლე ბა კვირაში ერთ გირვანქას (დაახლოებით, 0.45 კილოგრამს) შეადგენდეს. ასევე, უნდა გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა, რაც  ხელს  შეუწყობს  წონაში  კლებას  და  გააუმჯობესებს გულსისხლძარღვთა   სისტემის   მდგომარეობას.   მიუხედა ვად იმისა, რომ გავრცელებული აზრის თანახმად, დიეტის დაცვას  არასასურველი  ფიზიოლოგიური  და  ფსიქოლოგი ური გვერდითი მოვლენები ახლავს თან, ეს, წესით, არ უნდა იყოს პრობლემა იმ ჭარბწონიანი პირებისთვის, რომლებიც ზომიერ დიეტას იცავენ. მძიმე   ჭარბწონიანობის  მქონე ადამიანებს სჭირდებათ გამოკვლევა და მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინკებ ში. სიმსუქნის პრობლემები განხილულია შემდეგ წყაროში: შტინკარდ, ჭადდენ.

ფსიქოგენური პირღებინება

ფსიქოგენური პირღებინება  ქრონიკული და ეპიზოდური პირღებინებაა,  რომელსაც არ აქვს ორგანული მიზეზები. ჩვეულებრივ, იწყება ჭამის შემდეგ  და მას  არ ახლავს გუ ლისრევის შეგრძნება. ის უნდა გაიმიჯნოს უფრო ფართოდ გავრცელებული ნერვული ბულიმიის სინდრომისგან, რომ ლის დროსაც  თვითგამოწვეული პირღებინება  თან სდევს უკონტროლო კვების ეპიზოდებს. ფსიქოგენური პირღე ბინება უფრო ხშირად აქვთ ქალებს,  ვიდრე მამაკაცებს და ვლინდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში. რეკომენდე ბული მკურნალობის სახეებია ფსიქოთერაპია და  ბიჰევი ორული თერაპია.

ძილის აშლილობები

ფსიქიატრებს   ხშირად მიმართავენ თხოვნით,  კონსულ ტაცია გაუწიონ  პაციენტებს, რომელთა  მთავარი  პრობ ლემა  უძილობა ან, შედარებით იშვიათად,  გადამეტებული ძილიანობაა. ამ სფეროში არსებული პრობლემებიდან  უნდა გამოიყოს:

  • ძილის  პირველადი აშლილობა, რაზეც სწორედ  მოცემუ ლი ქვეთავია ფოკუსირებული;
  • ძილის  აშლილობა, როგორც ფსიქოლოგიური სიმპტომ ების მიზეზი
  • ძილის   აშლილობა, როგორც  ფსიქიკური  აშლილობის, განსაკუთრებით, დეპრესიული და შფოთვითი აშლილო ბების სიმპტომი,  რაც შესაბამის თავებშია განხილული.

ბევრი პაციენტი, ვისაც ცუდად სძინავს, უჩივის დღის გან მავლობაში დაღლილობას და უგუნებობას. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი უძილობა იწვევს ინტელექტუალური აქტი ვობის ხარისხის გაუარესებას და გუნებგანწყობის დაქვეითე ბას,  დროგამოშვებითი  უძილობა  ნაკლებ  მნიშვნელოვანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის მოვალეობები და საქმიანობა განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს. სიმპ ტომები, რომლებიც დღის განმავლობაში იჩენს თავს ინსომ ნიის მქონე პირებთან, უფრო მეტად უძილობის მიზეზებთან (დეპრესიას ან შფოთვით აშლილობასთან) უნდა იყოს დაკავ შირებული, ვიდრე უშუალოდ უძილობასთან.

კლასიფიკაცია

ცხრილში 15.2 ნაჩვენებია ძილის აშლილობების კლასიფი კაცია DSMIVის მიხედვით,  რომელიც ეთანხმება ძილის აშლილობების ბევრად  უფრო დამუშავებულ  საერთაშორ ისო კლასიფიკაციას. ICD10ში შესული კატეგორიები საკმაოდ განსხვავებულია. აქ   ძილის  აშლილობების კლასიფიკაცია სამ   სხვადასხვა ნაწილში გვხვდება.

ეპიდემიოლოგია

ძილის აშლილობა ხშირი მოვლენაა. მონაცემები ინსომნიის გავრცელების ხარისხის შესახებ ძალიან განსხვავებულია, რაც განპირობებულია ამ ცნების  განსაზღვრებათა სიმრავ ლით და შესწავლილი პოპულაციით. ზრდასრული პირების 30%ზე მეტი  უჩივის  უძილობას, ამათგან  ერთი მესამედი კი ქრონიკულ უძილობას.  ზედმეტი ძილიანობა ზრდას რულების 5%ს და მოზარდების დაახლოებით  15%ს აქვს. ზრდასრული პოპულაციის 14%ს აწუხებს  ძილღვიძილის სხვადასხვა ფორმის ქრონიკული აშლილობა. მოცვის  ეპიდემიოლოგიური  ზონის  გამოკვლევის  მონაცე მების თანახმად პოპულაციის 10.2% უჩიოდა ინსომნიას, ხოლო 3.2% _ ჰიპერსომნიას. უძილობის მქონე პირების 40.%სა და ჭარბი ძილიანობის მქონე პირების 46.5%ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობები, იმ დროს, როდესაც პოპულაციაში, რომელსაც არ აღენიშნებოდა ძილთან დაკავშირებული ჩივი ლები,  ფსიქიკური  აშლილობები  16.4%ს შეადგენდა.  ძილის პერსისტენტული აშლილობების რისკჯგუფში შედიან ბავშ ვები, მოზარდები, სომატური დაავადების მქონე პაციენტები, დასწავლის დარღვევისა და დემენციის მქონე პირები.

გამოკვლევა

გამოკვლევისას  ხდება სრული ანამნეზის შეკრება (ფსიქი ატრიული და  სამედიცინო   ისტორია) და  ძილთან დაკავ შირებული  ჩივილების შესახებ დეტალური გამოკითხვის ჩატარება  (ბოქსი  15.9). რიგ შემთხვევებში  აუცილებელია სპეციალური გამოკვლევების  ჩატარება.

ინსომნია

გარდამავალი უძილობა  ჩნდება სტრესის და `ჯეტლეგის~ (ცირკადული რიტმის დესინქრონიზაცია) დროს; ხანმოკლე უძილობა  დაკავშირებულია პიროვნულ პრობლემებთან, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ახლობლის დაკარგვა, ურთ იერთობების გართულება, სტრესი და დამქანცავი სამუშ აო. კლინიკურ პრაქტიკაში უძილობა მეორადია  და ჩნდება განსაკუთრებით მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობების, დეპრესიული  და   შფოთვითი  აშლილობების ფონზე. ის ხშირად ახლავს ალკოჰოლის და  კოფეინის გადამეტებულ გამოყენებას და დემენციას. ძილი შეიძლება  დაირღვეს ხან გრძლივი დროის მანძილზე დიდი რაოდენობის ალკოჰოლის შეწყვეტიდან  რამოდენიმე კვირის განმავლობაში.  ძილის პრობლემები, ასევე, იჩენს თავს ტკივილთან და  დისკომ ფორტთან ასოცირებული ავადმყოფობისა  და მეტაბოლური დარღვევების   დროს. უძილობა, შესაძლოა,  პროვოცირებ ული იყოს ექიმის მიერ  დანიშნული წამლებით.  უძილობის 15%ის  მიზეზი   არ არის დადგენილი (პირველადი  ინსომნია).  ადამიანები განსხვავდებიან ძილის ხანგრძლივობის მოთხოვნილების მიხედვით  და გარკვეულ ნაწილს, ვინც უჩივის  უძილობას, შეიძლება  საკმარისად დიდხანსაც სძი ნავს, მაგრამ  ვერ  აცნობიერებს ამ  ფაქტს. ინსომნიის   მიმოხილვა იხ.  შატეია.

ინსომნიის გამოკვლევა

ჩვეულებრივ, ინსომნიის დიაგნოზს სვამენ პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ყურადღება ექცევა, როგორც ძილის პრობლემების ბუნებას, ისე მათ ზემოქმედებას დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობაზე. გარდა ამისა, ტარდება ფსიქიკური და ზოგადი სამედიცინო დარღვევების სკრინინგი. აგრეთვე, ყურადღების გამახვილე ბაა საჭირო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე. ძილის ლაბორატორიული შესწავლა იშვიათად ხდება.

ინსომნიის მკურნალობა

შედეგიანი შეიძლება გამოდგეს როგორც ფარმაკოლოგიური, ისე   არაფარმაკოლოგიური   მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ფართოდ გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა, ის დღეს არ არის რეკომენდე ბული, როგორც პირველი რიგის საშუალება. ძილის ჰიგიენა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომელიც ეფექტურია ინსომნიის მქონე ყველა პირისთვის და, შეიძლე ბა, პირველადი ჯანდაცვის დონეზე განხორციელდეს (ბოქსი 15.10). უფრო  სერიოზული  და  პერსისტენტული  ინსომნიის შემთხვევაში არაფარმაკოლოგიური ჩარევის უფრო ფართო სპექტრია რეკომენდებული (ცხრილი 15.3). კოგნიტური თე რაპია (ასევე ცნობილია, როგორც კოგნიტური რესტრუქ ტურიზაცია) განსაზღვრავს და ცვლის ინსომნიის შესახებ არსებულ არასწორ შეხედულებებს. სტიმულმაკონტროლე ბელი თერაპიის მთავარი პრინციპია ის, რომ ადამიანი უნდა დაწვეს  დასაძინებლად  მხოლოდ  მაშინ,  როცა  ეძინება  და თუ  20 წუთის  განმავლობაში  ვერ  დაიძინა,  უნდა  ადგეს  და ხელმეორედ დაწოლამდე ჩაერთოს ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მისთვის სიმშვიდის მომტანია. არ  არის  რეკომენდებული საძილე საშუალებების   პრო ლონგირებული  მოხმარება, მიუხედავად  იმისა,   რომ ზოგჯერ გამართლებულია მათი გამოყენება რამდენიმე  ღა მის განმავლობაში. ამის მიზეზი  ის არის, რომ საძილეების მოხსნამ შესაძლოა თავისთავად  გამოიწვიოს ინსომნია, რაც არანაკლებ სტრესულია, ვიდრე ძილის  პირველადი აშლი ლობა. საძილეების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება  ასო ცირებული იყოს დღის განმავლობაში აქტივობის ხარისხის გაუარესებასთან. გარდა   ამისა, პიროვნებას   უვითარდება ტოლერანტობა სედატივების მიმართ და  მათზე ხდება დამოკიდებული. საძილე საშუალებების   გამოყენების შეს ახებ შემდგომ იქნება  საუბარი ინსომნიის  ხანმოკლე მკურნალობის ალტერნატიული საშუალებაა ტრაზოდონი  სედაციური ანტიდეპრესანტი. ის შეიძლება  დაინიშნოს  სე როტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით მკურნალობის ადრეულ სტადიაზე.

ჰიპერსომნია და დღის მანძილზე გადამეტებული

ძილიანობა

დღის მანძილზე  გადამეტებული ძილიანობა გავრცელებუ ლი მდგომარეობაა (განცხადებული გავრცელების სიხშირე 35%), თუმცა, ის ხშირად არ არის დიაგნოსტირებული. შემთხვევათა უმრავლესობა მეორადია და გამოწვეულია ღამის უძილობით. ცხრილში 15.14 მოცემულია ჰიპერსომ ნიის ძირითადი მიზეზები. მიმოხილვა დღის მანძილზე  გადამეტებული ძილიანობის მკურნალობა განხილულია შემდეგ წყაროში: Anonymus, 2004.

 

ნარკოლეფსია

ჩვეულებრივ, ნარკოლეფსია  იწყება 10დან  20  წლამდე, თუმცა, ის შეიძლება უფრო ადრეც დაიწყოს. ნარკოლეფსია იშვიათად   იწყება საშუალო ასაკის შემდეგ.  გავრცელების სიხშირეა 5/10000 სულ მოსახლეზე.  მისი ძირითადი ნიშანია კატაპლექსია  (პარალიზის უეცარი, ხანმოკლე  ეპიზოდი, კუნთთა   ტონუსის  დაკარგვით), რაც  დამახასიათებელია შემთხვევათა  უმრავლესობისთვის;    ასევე,    პარალიზი ძილში და  ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები, რაც  მხოლოდ პაციენტთა მეოთხედ ნაწილში იჩენს თავს. ნარკოლეფსია, როგორც  წესი,   ვლინდება   გადამეტებული  ძილიანობის ან კატაპლექსიის შედეგების სახით  (მაგ., კოლაფსი) და სერიოზულ გავლენას  ახდენს ცხოვრების ჩვეულ წესზე. მიმოხილვა ნარკოლეფსიის ეტიოლოგია არსებობს   ნარკოლეფსიის  მრავალი ეტიოლოგიური თე ორია.   მტკიცებულებები მეტყველებს კომპლექსური გე ნეტიკური პრედისპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა, დრო დადრო გვხვდება ისეთი ოჯახებიც, რომლებშიც აღინიშნება აუტოსომურდომინანტური ტიპის ტრანსმისია. ყველაზე მჭიდრო  გენეტიკური  ასოციაცია აღინიშნება HLA  DR2 ტიპის  ქსოვილთან, კონკრეტულად კი HLA  DQB1*0602 ტიპთან, რაც დადგინდა   ნარკოლეფსიის შემთხვევათა უმეტესობაში  (85%ზე მეტი),  იმ დროს,  როდესაც ზოგად პოპულაციაში მხოლოდ 1835%ს შეადგენს. ეს ასოციაცია აუტოიმუნური მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს. ჰიპოკრეტინები  (ანუ ორექსინები)  წარმოადგენს ჰიპო თალამურ ნეიროპეპტიდურ   ტრანსმიტერებს, რომლებიც არეგულირებენ  ძილღვიძილის  ციკლს.  უახლესი მონა ცემებით,   ისინი   ნარკოლეფსიასთან, განსაკუთრებით კატაპლექსიასთან, არიან  დაკავშირებულები. ასეთ პირებს ჰიპოკრეტინ 1 და ჰიპოკრეტინ2ის  კონცენტრაცია თავის ტვინსა და თავზურგტვინის სითხეში  დაქვეითებული აქვთ და  ჰიპოთალამუსში  აღენიშნებათ ჰიპოკრეტინდადებითი უჯრედების  მცირე რაოდენობა.

 

ნარკოლეფსიის გამოკვლევა

ნარკოლეფსია, ჩვეულებრივ, ნევროლოგების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას ხდება ნარკოლეფსიის გამიჯვნა გადამეტებული ძილიანობის სხვა მიზეზებისაგან, როგორებიცაა იშვიათი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსია, შიზოფრენია ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუ  არის ეჭვი ამ  დაავადებაზე, აუცილებელია პაციენტის გაგზავნა ფსიქიატრთან. დიაგნოზის დაზუსტების  მთავარი  იარაღია  სრული  ანამნეზის  შეკრება ძილზე ფოკუსირებით. ხშირად გამოიყენება ეპუორთის ძილის სკალა. საკმაოდ ინფორმაციულია ძილის ლაბორატორიული გამოკვლევა. HLA სტატუსი და ჰიპოკრეტი ნის დონის განსაზღვრა თავზურგტვინის სითხეში არ წარმოად გენს რუტინულ პროცედურებს.

ნარკოლეფსიის ფსიქიატრიული მხარეები

ზოგჯერ ძლიერი ემოციები  კატაპლექსიის პრეციპიტატუ ლი ფაქტორია. ნარკოლეფსიის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ  მეორადი   ხასიათის ემოციური  და  სოციალ ური  სირთულეები, რომლებიც უფრო საგრძნობი   ხდება იმის  გამო, რომ  ადამიანები არ ეკიდებიან  გაგებით  მათ მდგომარეობას.

ნარკოლეფსიის მკურნალობა

რათა   გაუმკლავდნენ  ქრონიკულ დაავადებას, რომელიც შრომისუნარიანობის გამოხატულ დაქვეითებას იწვევს, პაციენტებს მნიშვნელოვანი  დახმრება სჭირდებათ,  კერძოდ, უნდა მოვეხმაროთ, რომ ჩვეული წესით იცხოვრონ და დღის განმავლობაში ძილის ხანმოკლე ეპიზოდები დაგეგმონ (თვ ლემა).  თუ   სავარაუდოა,   რომ  სტრესულმა მოვლენამ ან რომელიმე სხვა ფაქტორმა (მაგ., დაღლილობამ) შეიძლება კატაპლექსიის პროვოცირება გამოიწვიოს, უნდა ვეცადოთ, თავიდან  ავიცილოთ ან, ყოველ შემთხვევაში, მათი ზემოქ მედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. პაციენტების უმრავლესობას სჭირდება სტიმულანტებით მკურნალობა (მაგ.,  დექსამფეტამინი),  რომლებიც ამცირე ბენ ძილიანობას და ზომიერად აიშვიათებენ ძილის შეტე ვების სიხშირეს. ბოლო დროის პრეპარატია მოდაფილინი, არაამფეტამინის  ჯგუფის  სტიმულანტი, რომელიც ასევე ამცირებს ძილიანობას დღის განმავლობაში და ხასიათდება ნაკლები გვერდითი  მოვლენებით. კატაპლექსიის შესამცი რებლად, ასევე, შეგვიძლია კლომიპრამინისა და სხვა ანტი დეპრესანტების გამოყენება.

სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის აშლილობა

ამ  სინდრომს ახასიათებს დღის განმავლობაში ძილიანობა, პერიოდულ და განმეორებად აპნოეს ეპიზოდებთან  ერთად; ასევე, ღამით ძლიერი ხვრინვა. ხშირად ასოცირდება ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან. აქედანაა მისი სახ ელწოდება   ობსტრუქციული ძილის  აპნოეს სინდრომი. გავრცელების სიხშირეა დაახლოებით 4% მამაკაცების პოპ ულაციაში. ტიპიური პაციენტი საშუალო ასაკის, ჭარბი წო ნის მქონე მამაკაცია, რომელიც ძილში ხმამაღლა ხვრინავს. მკურნალობა გულისხმობს ობსტრუქციის მიზეზის  შემსუბ უქებას და წონის დაკლებაზე მუშაობას. ხშირ შემთხვევაში ეფექტი აქვს დადებითი წნევით უწყვეტ ვენტილაციას სახის ნიღბის  გამოყენებით. პაციენტები, როგორც წესი, არ ას რულებენ ექიმის რეკომენდაციას.  ობსტრუქციული ძილის აპნოე ინსულტის მაღალი  რისკის შემცველი  ფაქტორია.

კლეინლევინის სინდრომი

ეს ძალიან იშვიათი მეორადი  ძილის აშლილობა წარმოად გენს სომნოლენციისა და გაძლიერებული მადის ეპიზო დების  ერთობლიობას. ეს ეპიზოდები რამდენიმე დღე  ან რამდენიმე კვირა გრძელდება და მონაცვლეობს ნორმალ ური მდგომარეობის ხანგრძლივ  პერიოდებთან. მადისა და ძილის აშლილობების კომბინაცია ჰიპოთალამური ფუნქცი ის დარღვევასა და აუტოიმუნური საფუძვლის არსებობაზე მიანიშნებს, თუმცა ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი სარწმუ ნო მტკიცებულება. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ლითიუმის მიღება ამცირებს ეპიზოდების სიმწვავეს.

იდიოპათიური ჰიპერსომნია

ესაა იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტები ჩივიან,  რომ  ვერ   ახერხებენ სრულად გამოღვიძებას  ად გომიდან რამდენიმე საათის  განმავლობაში. ამ   ხნის  მან ძილზე პაციენტი დაბნეული და დეზორიენტირებულია (`ძი ლის სიმთვრალე~); დამახასიათებელია  გახანგრძლივებული და ღრმა ღამის ძილი. პაციენტების თითქმის  ნახევარს აღ ენიშნება  ავტომატური ქცევა დღის განმავლობაში, რომ ლის ეტიოლოგია ბუნდოვანია.  პაციენტების უმრავლესობა კარგად  რეაგირებს სტიმულანტების  დაბალ დოზებზე.

ცირკადული რიტმის ძილის აშლილობები

(ძილღვიძილის ციკლის დარღვევა)

არსებობს    ცირკადული    ძილის    აშლილობების    რამდენ იმე ფორმა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ჯეტლეგი (ბიორითმის დარღვევა საათობრივი სარტყლების გადაფრე ნის შედეგად). დილისა და ღამის ცვლაში მონაცვლეობით მუშაობა საკმაოდ ხშირი და მზარდი პრობლემაა, რომლის შედეგებსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. სამუშაო გრაფიკის რეგულარულ ცვლილებებს თან ახლავს დაღლი ლობა და დაძინების დროებითი გაძნელება. ასევე, ღამის ცვლისა და თავისუფალი დღეების არარეგულარული მონა ცვლეობა იწვევს ქრონიკულ ცუდ ძილს, დაღლილობას, კონ ცენტრაციის დარღვევას, უბედური შემთხვევების სიხშირის მატებას და უარყოფითად მოქმედებს ოჯახურ პრობლემე ბზე. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მოდაფილინის დანიშვნა, მაგრამ თავისთავად საკამათოა, თუ რამდენად მართებულია ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება.

პარასომნიები

პარასომნიებს   ახასიათებს   ძილთან   ასოცირებული   ანომა ლიური ქცევა ან სპეციფიკური ძილის სტადიები, ან ძილ ღვიძილის     გარდამავალ     პერიოდებთან     დაკავშირებული ფიზიოლოგიური ძვრები. მიმოხილვა.

ღამის კოშმარები  (ღამის შფოთვითი აშლილობა)

კოშმარული  სიზმრები არის  REMძილიდან  გამოღვიძე ბა, სრულ გამოფხიზლებამდე, სიზმრის  დეტალური გახ სენებით.  ბავშვებში  კოშმარული  სიზმრების სიხშირე  პიკს აღწევს  56 წლის ასაკში. კოშმარული  სიზმრები შეიძლე ბა სტიმულირებული  იყოს დღის მანძილზე   გადატანილი შიშით.  კოშმარული სიზმრები ხშირად აღინიშნება შფოთვის პერიოდში. სხვა მიზეზებია: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ცხელება, ფსიქოტროპული წამლების  ზემოქ მედება და ალკოჰოლური დეტოქსიკაცია. ღამის შიშები. ღამის შიშები,  კოშმარულ   სიზმრებთან შედარებით, იშვიათად  გვხვდება. ისინი რიგ შემთხვევებში ოჯახური გენეზისაა. ეს აშლილობა, როგორც წესი, იწყება ბავშვობის  ასაკში და  იმავე ასაკში მთავრდება, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება  ზრდასრულობის ასაკშიც გაგრძელდეს. ჩაძინებიდან რამდენიმე საათის  შემდეგ, ბავშვი,  რომელიც REM  ძილის IIIIV ფაზაში  იმყოფება, შეშინებული  გამომეტყველებით საწოლში  წამოჯდება. მან შეიძლება  წამოიყვიროს, მაგრამ,  ჩვეულებრივ, დაბნეული გამოიყურება.  სუნთქვის   და  გულისცემის  სიხშირე მკვე თრად  მომატებულია. რამდენიმე წუთის  შემდეგ ბავშვი მშვიდდება  და მშვიდ ძილს უბრუნდება.  სიზმრის გახსენება უჭირს.  დადებითი შედეგი აქვს ერთსა  და იმავე დროს და წოლას და  ძილის ჰიგიენის გაუმჯობესებას. ეფექტურია ბენზოდიაზეპინებისა და იმიპრამინის  დანიშვნა, თუმცა, უნდა ვერიდოთ მათ ხანგრძლივ მოხმარებას.

სომნამბულიზმი (ძილში სიარული)

ძილში სიარული ეს არის  ავტომატიზმი, რომელიც ჩნდება ღრმა ძილის დროს და არაღEM  ძილის ფაზაში. ის დამ ახასიათებელია  512  წლის ასაკისთვის;   ამ   ასაკის  ბავშ ვების  15%თან ძილში სიარულის  ერთი ეპიზოდი მაინც ფიქსირდება. ზოგჯერ აშლილობა გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც. ძილში სიარული შეიძლება  ოჯახურ აშლილობას წარმოადგენდეს. ბავშვების უმრავლესოსობა ძილში არ დადის ამ  სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, არამედ ჯდება საწოლში და ასრულებს განმეორებით მოძრაობებს. ზოგი ერთი თვალგახელილი იწყებს მექანიკურ სიარულს, მაგრამ გარს უვლის ნაცნობ საგნებს. ბავშვი არ პასუხობს დასმულ კითხვებს  და ძნელად იღვიძებს.  ჩვეულებრივ, შესაძლებე ლია ბავშვის საწოლში დაბრუნება. ეპიზოდების უმრავლე სობა გრძელდება რამდენიმე  წამიდან ერთ წუთამდე, თუმ ცა, იშვიათად  შეიძლება  1 საათიც  გაგრძელდეს. რადგან ძილში მოსიარულემ შეიძლება  ზოგჯერ თავი და იზიანოს, საჭიროა მისი უსაფრთხოების დაცვა. ფანჯრები და  კარები   ჩაკეტილი უნდა  იყოს და  სახიფათო საგნები  მოცილებული. თუ  ზრდასრულ ადამიანს  ამ   ტიპის სე რიოზული პრობლემა აქვს, მას  უნდა  ვურჩიოთ,  დაიცვას უსაფრთხოების წესები, მოუაროს უძილობას და არ მიიღოს ღრმა ძილის გამომწვევი  საშუალებები   (მაგ.,  ალკოჰოლი ძილის წინ).

სხვა პარასომნიები

თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REMძილის) ქცევითი აშლილობა წარმოადგენს პარასომნიას. მას   ახასიათებს ქცევითი პრობლემები, კერძოდ აჟიტაცია ან აგრესია,  რაც ღამით იჩენს თავს. სავარაუდოა,  რომ ის ვითარდება REM ძილის  ნორმალური ატონიის გაქრობისას, რაც  იწვევს სიზმრების  "ქცევაში  გამოტანას". ამ    ტიპის  აშლილობა უფრო ხშირად აქვთ ხანშიშესულ ადამიანებს, უპირატესად მამაკაცებს  და  იგი ნევროლოგიურ დარღვევებთან  (გან საკუთრებით, პარკინსონის დაავადებასთან) არის ასოცი რებული. მის სამკურნალოდ, შეიძლება,  კლონაზეპამი  და დონეპეზილი ეფექტური აღმოჩნდეს. ძილის დამბლა არის ნებელობითი მოძრაობის  შეს რულების უუნარობა ძილსა  და  სიფხიზლეს  შორის გარ დამავალ  პერიოდში; ასევე, ძილის დასაწყისში (ჰიპნოგო გიური პერიოდი) ან ძილის ბოლოს (ჰიპნოპომპიური პერი ოდი). ძილის დამბლის ეპიზოდებს, როგორც წესი, ძლიერი შიში ახლავს თან.

← სარჩევი

ნახვა: 3041

გამოხმაურებები!

ღმერთო ჩემოო ! :O

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What are Chilly Cranking Amps (CCA)? All You Need To Know

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 19, 2024.
საათი: 8:55am 0 კომენტარი







Cold Cranking Amps (CCA) is usually a evaluate of how effectively an auto battery can get started the motor in chilly temperature, generally beneath freezing. When it’s cold, batteries need to have to offer additional ability to start the vehicle. For normal temperatures, there’s A further ranking termed Cranking Amps (CA). Traditional batteries often have each CA and CCA numbers written on them.



Global requirements, set by corporations like SAE, JIS, and DIN, Guantee…

გაგრძელება

The statistics shared in the infographic

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 19, 2024.
საათი: 6:15am 0 კომენტარი

The statistics shared in the infographic offer valuable insights into the focus and features of Throne and Liberty, providing players with a glimpse of what they can expect from the final release. From epic boss battles to intense PvP showdowns, the game promises to Throne and Liberty Lucent deliver an immersive and engaging experience for players around the world.

As development continues and the game edges closer to…

გაგრძელება

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

Path of Exile: Best Skills, Ranked

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 14, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Bow characters are often one of the worst league-starter builders in Path of Exile because of gearing issues and too little life threatening on the ideal side of their passive tree.The gearing issue isn't a concern with Hazardous Rain. Provided that you own a bow with some sort of madness or toxin damage scaling, Toxic Rain becomes one of the best Bow abilities in the sport. Launching toxic arrows into the sky, this skill releases spores on effect that deal substantial chaos harm over time.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters