თავი 4

      ქრისტიანობამდელ, წარმართულ სამყაროში თვითმკვლელობის მიმართ სხვაგვარი მიდგომა არსებობდა. ველურთა შორის თვითმკვლელობა უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე ჰგონიათ. რომაელები თვითმკვლელობის მიმართ გულგრილნი იყვნენ, ანდა მოსაწონად მიაჩნდათ. რომაული ზნეობრივი შემეცნების მწვერვალად მიჩნეული, ქრისტიანობასთან ახლომდგომი სტოიკური ფილოსოფიის წარმომადგენელ სენეკას თვითმკვლელობა შესაძლოდ მიაჩნდა. რომაელები თვითმკვლელობას აიდეალებდნენ და კეთილშობილურ ქმედებად მიიჩნევდნენ. იმპერიის ხანაში თვითმკვლელობა დახვეწილობის გამოვლინებად იქცა. მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ სიცოცხლის დადებითი აზრი დაიკარგა, ანდა ვერ იქნა მოძიებული. ეპიკურელებიც და სტიოკოსებიც ცხოვრების სატანჯველებს ებრძოდნენ და ცდილობდნენ, შინაგანი თავდაცვა, შეუგრძნობელობა გამოემუშავებინათ, მაგრამ სტოიციზმს, თავისთავად მაღალ ზნეობას, სატანჯველებისა ეშინია და თავს არიდებს. თვითმკვლელობის შესაძლებლობა ერთ-ერთი მანუგეშებელია, თუ ყველა სხვა მანუგეშებლობა ამოწურულია. დახვეწილი სულიერობის მქონენი, ცხოვრების უხეშობით განაწამებნი, სიცოცხლის აზრის დამკარგველნი, ზოგჯერ თვითმკვლელობის გაიდეალებისკენ არიან მიდრეკილნი, კეთილშობილურ მოვლენად, ამქვეყნიურობიდან კეთილშობილურ წასვლად მიიჩნევენ. მაგრამ ეს სულის რელიგიური, ქრისტიანული მდგომარეობა არ არის. XIX საუკუნეში შოპენჰაუერის პესიმიზმმა საყოველთაო თვითმკვლელობისკენ, ტანჯვა-წამების წარმომქმნელი ცხოვრებისგან განრიდებისკენ მოუწოდა, არყოფნისკენ, ნირვანისკენ მოუხმო. სატანჯველნი ბუდიზმთან ახლომდგომ შოპენჰაუერსაც აშინებს და მისგან გაქცევა სწადია. სატანჯველის წინაშე შეუპოვრობას, სატანჯველის აზრს, ჯვრისტვირთვის მნიშვნელობას მხოლოდ ქრისტიანობა განამტკიცებს. ამიტომ ქრისტიანობა ყველაზე მამაცური რელიგიაა, ხოლო თვითმკვლელობის იდეოლოგია ამტკიცებს, რომ სატანჯველი მკვლელობაზე შემზარავია. უკვე ვთქვით, რომ თვითმკვლელობა მკვლელობაა. იმავე თვალსაზრისით შესაძლოა გამართლება ადამიანის მკვლელობისა თანაგრძნობით, რათა იგი ვიხსნათ აუტანელი სატანჯველისგან. განუკურნავი სენისგან, სირცხვილისგან და ასე შემდეგ. მაგრამ ქრისტიანული ეკლესია მტკიცედ ადგას იმ აზრს, რომ უმჯობესია სატანჯველი, ვიდრე თანაგრძნობის გამო მოკვლა. იმასაც ამტკიცებენ, რომ იუდა თავის მოკვლით უფრო მეტად დამნაშავეა, ვიდრე ქრისტეს გაცემით. იაპონური ხარაკირი, თვითმკვლელობის კეთილშობილური, რაინდული ფორმაა, მაგრამ ეს ქრისტიანისთვის შეუძლებელია. სატანჯველის მნიშვნელობის თაობაზე ქრისტიანობა მკვეთრად განსხვავდება სტოიციზმისგანაც, ბუდიზმისგანაც და ყველა რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრებისგანაც. მხოლოდ ქრისტიანობა ქადაგებს, რომ სატანჯველი ასატანია და აზრის მქონეა. სატანჯველი აუტანელი იქნებოდა, უაზრო რომ იყოს. აზრიანობა სატანჯველს ასატანად გახდის. თვითმკვლელობას სატანჯველი აუტანლად და უაზროდ მიაჩნია. სატანჯველის აზრი ის არის, რომ იგი ჯვრისტვირთვაა, რისკენაც ქვეყნიერების მხსნელმა მოგვიწოდა: ვისაც სურს, მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. დიახაც, ცხოვრების ჯვრისტვირთვის გაცნობიერებით სატანჯველი ასატანი გახდება. ადამიანი არამარტო მისი წილხვედრი განსაცდელით იტანჯება, არამედ სატანჯველის წინააღმდეგ ამბოხითაც. ხოლო ჯვრისტვირთვა ერთადერთი საფარია თვითმკვლელობისგან დასაცავად და ერთადერთი ძალაა მასთან დასაპირისპირებლად. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილმა ყოველმა ადამიანმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს და ჯვარი იტვირთოს. ჯვრისტვირთვის საიდუმლო თვითმკვლელობის დაგმობაა. 

      ადამიანი ცხოვრების გზაზე სულიერ კრიზისებს გადაიტანს ხოლმე, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულად. შესაძლოა, სულიერი კრიზისი ნამდვილ აგონიად წარმოესახოს. ამგვარი მძაფრი კრიზისები ახალგაზრდობის წილხვედრია. ეს, მაგალითად, თანამდევია ადამიანის სქესობრივი მომწიფებისა, ძალთა მძაფრი მოზღვავებისა, გამოსავალს რომ ვერ პოულობს. ახალგაზრდას მელანქოლია ეუფლება, ჭარბი, დაუხარჯავი ძალებისგან, ამ ძალთა დახარჯვის უიმედობისგან გამოწვეული მელანქოლია. ახალგაზრდობა უფრო მეტად არის მიდრეკილი მელანქოლიისკენ, ვიდრე ეს ჰგონიათ, მაგრამ ეს არ არის დაუძლურებისგან და გამოფიტვისგან გამოწვეული მელანქოლია სიბერისა. თვითმკვლელობა ახალგაზრდობისას ხშირად მძაფრი სულიერი კრიზისების შედეგია, როცა ადამიანის ძალები გამოსავალს ვერ პოულობს. სულიერ კრიზისებს ძალზე ყურადღებიანი და ფრთხილი მოპყრობა ესაჭიროება. ბავშვობისდროინდელი რწმენის დაკარგვამ, მსოფლმხედველობის კრიზისმა შესაძლოა, ძალზე მძაფრი სულიერი პროცესები შვას და მელანქოლია გამოიწვიოს. ასევე შეიძლება, საბედისწერო შეიქნას უიღბლო სიყვარულისგან გამოწვეული სულიერი კრიზისი. განსაკუთრებით მძიმე და სახიფათო შედეგებისაა სულიერი კრიზისები ემოციური ბუნების მქონეებისა, ვისაც აფექტი იოლად ეუფლება. კრიზისები უფრო იოლად გაუვლით ხოლმე ისეთი ბუნების მქონეებს, რომელთაც ემოციურობა ინტელექტუალურობითა და ძლიერი ნებისყოფით აქვთ გაწონასწორებული. საკითხის არსი ის არის, ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებას რამდენად განსაზღვრავს ერთი რომელიმე აფექტი, რაოდენ იოლად ეუფლება ერთი რომელიმე მდგომარეობა, როცა სულის მრუმე ტალღები ერთიანად მოეძალება. თვითმკვლელობა სულიერი კრიზისებისას ბევრად უფრო იოლი მოსახდენია და მთელი ამოცანა ის არის, წყვდიადის შენივთების სახიფათო წერტილები როგორ გადაილახოს. თვითმკვლელობის არცთუ მცირე რაოდენობა სრული თუ არა, ნაწილობრივი შეშლილობის შედეგია. თანამედროვე ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ადამიანის სული დასნეულებულია და ყოველი ადამიანი პოტენციური, ოღონდ საზღვრებში მოქცეული შეშლილია. ადამიანმა თავის სულიერ სიჯანსაღეზე და წონასწორობაზე უნდა იზრუნოს. უნდა ითქვას, რომ თვითმკვლელობისას ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიურად მოშლილია, მისი ფსიქიკა, ფსიქიკური წონასწორობა დარღვეულია, რეალურობის აღქმის ფუნქცია დაზიანებულია და ერთი რომელიმე, სრულიად არამთავარი ღირებულება ერთადერთად და აბსოლუტურად გადაიქცევა, ცნობიერება დაბინდულია, ბევრი მნიშვნელოვანი რამის მახსოვრობა პარალიზებულია და მხოლოდ თავისმკვლელის idée fixe არის შენარჩუნებული.

      თვითმკვლელობა უპირველეს ყოვლისა ცნობიერების საშინელი შევიწროებაა, ცნობიერება არაცნობიერით არის წალეკილი. ხოლო არაცნობიერი ადამიანის არსებაში მარტო სიცოცხლის ძლიერი ინსტინქტი კი არ არის, არამედ სიკვდილის ინსტინქტიც. მცდარია ის აზრი, რომ ადამიანი მხოლოდ სიცოცხლისკენ, თვითგადარჩენისკენ მიისწრაფის, იგი აგრეთვე სიკვდილისკენაც, თავის მოსპობისკენაც მიილტვის. სულიერი კრიზისი, რომლის დროსაც რომელიმე აფექტი ადამიანს მთლიანად ეუფლება, იოლად მოაქცევს სიკვდილისა და თავის მოსპობის არაცნობიერი ინსტინქტის მპყრობელობაში. უძველეს დროშივე ამბობდნენ, რომ ჰადესი და დიონისე ერთი და იგივე ღმერთია. ლაღი ცხოვრების ორგიულ, დიონისურ სტიქიას დაღუპვისა და სიკვდილის წყურვილი იოლად ჩაენაცვლება.

      სიცოცხლის ძალა და სიკვდილის ძალა რომელიღაც წერტილში ერთმანეთს არამარტო შეეხებიან, არამედ გაიგივდებიან კიდევაც. სიყვარული და სიკვდილი ერთიმეორეს ასე ამიტომაც უახლოვდება. ტრისტანისა და იზოლდას, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული სიკვდილს განუყოფლად უკავშირდება. ყმაწვილობის სიყვარული სწორედ ასეთია. ადამიანს შეუძლია, სიკვდილის მიზიდულობა შეიცნოს, როგორც უდიადესი სიტკბოება, როგორც ცხოვრების ყველა გამაწამებელ წინააღმდეგობათა გადაწყვეტა, როგორც რევანშის აღება ცხოვრებაზე და როგორც შურისძიება ცხოვრებაზე. ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის თანაფარდობა ძალზე რთულია. ეს საკმაოდ გამორკვეულია თანამედროვე ფსიქოპათოლოგიითა და ფსიქოლოგიით. სულიერ და ნერვულ სნეულებებს ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის კონფლიქტი წარმოშობს, არაცნობიერისგან ცნობიერების დათრგუნვის შედეგია. სულიერი კრიზისისას ცნობიერებასა და არაცნობიერს შორის ჩამოყალიბებული თანაფარდობა ირღვევა და არაცნობიერი გაბატონდება. სოციალური, ზნეობრივი და რელიგიური ცნობიერებაც კი უძლური გახდება არაცნობიერის მოძალების წინაშე: ცხოვრების უშუალო ინსტინქტები, ვნებების, სიყვარულის, შურისძიების, სატანჯველის ძალა იმძლავრებს და ცნობიერების აკრძალვებს განდევნის, ცნობიერებასთან არაცნობიერის შეჯახებით წარმოქმნილი სულიერი კრიზისი ფსიქიკური ფუნქციების მოშლას მყისვე გამოიწვევს, განდევნის არამყარ ფსიქიკურ თანაფარდობას, რაც არაცნობიერის სრული დათრგუნვის შედეგი იყო. განადგურებისა და სიკვდილის ინსტინქტი, რასაც მძაფრი სულიერი კრიზისებისას მრუმე არაცნობიერი ბადებს, ვერ დაიძლევა ცნობიერების ჩამოყალიბებული, ტრადიციული ფორმებით, რაც ძალზე სუსტ, უძლურ საშუალებად წარმოჩნდება ხოლმე. არაცნობიერის მრუმე ინსტინქტებისგან ხსნა ცნობიერების ძალას კი არა, ზეცნობიერების ძალას, ზეციდან მოვლენილ სულიერ ძალას შეუძლია. მხსნელი ტრადიციული რელიგიური ცნობიერება კი არ არის თავისი კანონებითა და აკრძალვებით, არამედ თვით ზეციური, ღვთიური ძალა. სიკვდილის არაცნობიერი ინსტინქტი, რაც ერთ-ერთი გამოვლინებაა ცნობიერების ორგიული ინსტინქტისა, ძალზე ფხიზელი, განმსჯელი, გამოზომილი ცნობიერებით ვერ დაიძლევა. მას ძლევს მხოლოდ ჯვრის ზეციური ძალა და აღდგომა, რისკენაც ჯვრისტვირთვა წარუძღვება. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ცნობიერების დაშრეტა, სატანჯველის წარმომქმნელი არაცნობიერის წიაღში დაბრუნება, როგორც ცნობიერების წარმომშობი ცხოვრების მშობლიური წიაღიდან შობის მიმართ ჯანყი. მაგრამ არაცნობიერის და ქვეცნობიერის გარდა არის ზეცნობიერება, ქვემოთ მიზიდულობის გარდა არის ზემოთ მიზიდულობაც. სიკვდილის ინსტინქტი არაცნობიერი ცხოვრების ინსტინქტია. დოსტოევსკი `იატაკქვეშეთის ჩანაწერებში~ ამბობს, რომ სატანჯველი ცნობიერების ერთადერთი მიზეზია. ცნობიერებისგან გათავისუფლება სატანჯველისგან გათავისუფლებით წარმოისახება. ბედკრული, მტანჯველი ცნობიერებისგან გათავისუფლებას ლოთობასა და ნარკოტიკებშიც ეძიებენ. მაგრამ ცნობიერება გზაა ზეცნობიერებისკენ, უმაღლესი სულიერი ცხოვრებისკენ, ჯვრისტვირთვითა და სატანჯველით ღმერთთან ზიარებისკენ. საკითხის თავი და ბოლო ის არის, რომ ადამიანმა თავის არსებაში ძალა მოიძიოს სატანჯველის გაძლებით ცნობიერების ასამაღლებლად. როცა ადამიანი მორფინს, კოკაინს, ოპიუმს ეტანება, ცნობიერების სატანჯველის გაძლება არ ძალუძს და ცნობიერებას კი არ აღიმაღლებს, არამედ ქვემოთ მიაქანებს. ეს ნაწილობრივი თვითმკვლელობაა. სულიერი კრიზისებისას ეს ვითარება განსაკუთრებულად მძაფრდება და ადამიანს არაცნობიერის უფსკრული მიიზიდავს. სიკვდილის სიტკბოების მიმზიდველობა როგორც საცდური, ადამიანს კატასტროფულ წუთებში რომ უმძაფრდება, განაწამები ცნობიერების დაშრეტის სიტკბოებაა, უსახურ ქვეცნობიერთან შერწყმით გამოწვეული აღტაცებაა. ეს პიროვნულობის უარყოფა და უსახურ სტიქიასთან შერწყმაა, არსებობს განსაკუთრებული საცდური კვდომით ტკბობისა, როგორც ტრაგიკულად მშვენიერისა. ეს საცდური საპირისპიროა ჯვრისტვირთვის და მკვდრეთით აღდგომის რელიგიისა, ხელის აღებაა არამარტო პირად არსებობაზე, არამედ თავისუფლებაზეც, საპირისპიროა ღვთის ნებისა, რომ ადამიანი ცნობიერების მეშვეობით აღვიდეს უმაღლეს, ზეცნობიერების ცხოვრებაში, ჯვრისტვირთვით ეზიაროს მკვდრეთით აღდგომას. სიკვდილის შეუგნებელი ინსტინქტი უნდა გარდაიქმნას ცხოვრების ჯვრისტვირთვის, სატანჯველის აზრიანობის შეგნებული მიღებით, ანუ რეაქციული, უკან მიმართული ინსტინქტი უნდა გარდაიქმნას შემოქმედებითი, წინ მიმართული ინსტინქტით. ადამიანი სნეული არსებაა, მის არაცნობიერში შემზარავი წყვდიადია. ამას გვეუბნება თანამედროვე ფსიქოლოგია. ამასვე გვასწავლის ქრისტიანობაც, როცა პირველ ცოდვაზე ლაპარაკობს. თვითმკვლელობის, თვითმპოსპობის ნებელობა არაცნობიერისა და ცნობიერების ავადმყოფური კონფლიქტის დამადასტურებელია, ხოლო განკურნება მოემართება უმაღლესი სფეროდან, რომელიც არაცნობიერზეც და ჩვეულებრივ ცნობიერებაზეც მაღლამდგომია.

წიგნიდან: „თვითმკვლელობის შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი

◄ წინა თავი მომდევნო თავი ►

ტეგები: Qwelly, ბერდიაევი, თვითმკვლელობა, სუიციდი, ფილოსოფია, ქრისტიანობა

ნახვა: 561

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOEXP ThE Best CB in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Overall: Best 85Pace: Best 87Defending: Best 70PlayStyles: Best 8PlayStyles : 0Rarity: NOT In-Progress Evolution

FC 24 Best Centre Backs (CB) to assurance in FC 24 Coins Career Approach - MMOEXP

  

MMOEXP is reader-supported. Aback you buy through links on our site, we may acquire an associate commission. Prices accountable to change. Apprentice more

Contents actualization Best CB in FC 24 Ruben Dias –…

გაგრძელება

The dodge roll added depth

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters