დიდაქტიკური პრინციპები

დიდაქტიკის ცნებები:

      დიდაქტიკა არის პედაგოგიკის განყოფილება, რომელიც სწავლების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს შეისწავლის, ტერმინი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან "დიდასკო" (ვასწავლი).

      პედაგოგიკის ოთხი ძირითადი ცნებიდან ორი (განათლება, სწავლება) დიდაქტიკის სფეროდან არის, მაგრამ არსებობს საკუთრივ დიდაქტიკური ცნებებიც რომელთაგან უმთავრესია ცოდნა, უნარი, რჩევა.

      ცოდნა არის საგნების განმსაზღვრელი ნიშნების მოვლენათა გამომწვევი კანონზომიერების ასახვა ადამიანის ცნობიერებაში; ეს არის საგნის, მოვლენის, პროცესის არა შემთხვევითი ნიშნების აღქმა არამედ მათი უმნიშვნელოვანესი მხარის, არსის გაცნობიერება.

      ცოდნა შემეცნების ბევრად უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ელემენტარული ნაცნობობა ამა თუ იმ ობიქტთან. ყოველდრიურ (ხალხურ) მეტყველებაში ეს ორი დონე ხშირად გაუმიჯნავია, სხვა მოვლენათაგან გამორჩევის დონეზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც შემეცნებული აქვთ წეტა-ქუხილი, წვიმა, ქარი და სხვა ბუნებრივი მოვლენები, მაგრამ ეს მეცნიერულ-პედაგიკური პოზიციიდან ჯერ კიდევ არ არის ცოდნა. ცოდნას ამ მოვლენათა შესახებ ისინი მაშინ ეუფლებიან როცა აცნობიერებენ მათ არსს, მათ გამომწვევ მიზეზს, რაც, ჩვეულებრივ შესაბამისი საგნების სწავლებისას ხდება სკოლაში.

      ცოდნის საფიძველზე ყალიბდება უნარი, ეს არის მოწაფის მზად ყოფნა გარკვეული სასწავლო მოქმედების შესრულებისთვის სასწავლო მასალის ნატლად ახსნის შედეგად მოწაფე აცნობიერებს მათემატიკურ, ფიზიკურ, გრამატიკულ კანონზომიერებებს, ამის მეოხებით მას შეუძლია გამოიყვანოს მაგალითი, ამოხსნას ამოცანა გამართოს წინადადება და ა.შ. მაშასადამე მას ცოდნის მიღების შედეგად გარკვეული უნარი ჩამოუყალიბდა, მოწაფე ასრულებს რა შეთავაზებულ პრაქტიკულ დავალებას, უსათუოდ იხსენებს იმეორებს ახალშესწავლილ წესს (კანონს, თეორემას, ფორმულას რათა შეცდომა არ მოუვიდეს. ასე ხდება გარკვეუი დროის მანძილზე, უნართან მანამდე გვაქვს საქმე სანამ მოწაფე საჭიროდ თვლის გულში გაიმეოროს (კვლავ წარმოქმნას) თეორიული ცოდნა რომლის საფიძველზეც სრულდება დავალება.

      მოწაფე მრავალგზის იყენებს ნებისმიერ უნარს, უამრავ მაგალითს, ამოცანას წინადადებას არჩევის გარკვეული ცოდნის მოშველიებით, უნარის ეს ხშირი რეალიზაცია გარკვეული ეტაპზე ავტომატიზმში გადადის როცა მოსწავლეს აღარ ჭირდებათეორიული ცოდნის მისი შემადგენელი ელემენტების გახსენება, იგი ისედაც სწორედ ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს, ეს უკვე ჩვევის ჩამოყალიბებას ნიშნავს, ჩვევა ავტომატიზირებული უნარია, ჩვევის არსებობისას სასწავლო საქმიანობა ბევრად უფრო თავისუფალი და შეუფერხებელია.

      როგორც ხედავთ ცოდნა განაპირობებს უნარს, უნარი კი მრავალგზისი რეალიზაციის მეოხებით რჩევას;

ცოდნა - უნარი - ჩვევა

      უნარისა და ჩვევების დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, მათზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის (კერძოდ მოწაფის საქმიანობის წარმატება).

      დაკვირვებული თანაც საკმაოდ სწრაფი კითხვების ჩვევა რაც უმცროსი კლასების მნიშვნელოვანი ამოცანაა, სრულიად აუცილებელია შემდგომ საფეხურებზე კარგად სწავლისათვის, იგივე ითქმის სწორად წერის, მათემატიკურ მოქმედებათა უცდომელად შესრულების ფართობისა და მოცულობის გაზომვის, წაკითხულის დაკონსპექტებასა და სხვა მრავალ ჩვევაზე, რომლებიც არა მარტო სწავლებაში ასრულებენ საგრძნობ დადებით როლს, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც ძალზე საჭირონი არიან თანამედროვე ადამიანისათვის.

      უნდა შევნიშნოთ რომ უნარსა და ჩვევას ყოველგვარი ცოდნა არ წარმოშობს, უნარ-ჩვევებში შეიძლება გადავიდეს ისეთი თეორიული ცოდნა რომელსაც ნათლად გამოსატული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ერთსა და იმავე საგნებშიაც არის ამ მხრივ ხელსაყრელი და არახელსაყრელი ინფორმაციები,K. DZ. შეიძლება მთელი სასწავლო საგნებიც დაჯგუფდეს მათი შინაარსის უნარ-ჩვევებში გადასვლისას შესაძლებლობის თვალსაზრისით, ასეთი შესაძლებლობა საკმაოდ არის მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში ენებსა და ტექნიკურ დისციპლინებში, და თითქმის არ არის ისტორიაში, ლიტერატურის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, საზოგადოებათმცოდნეობაში.

      ის ფაქტი რომ სასწავლო ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ექვემდებარება უნარ ჩვევებად ჩამოყალიბებას, ოდნავადაც არ ამცირებს ამ მასალების მეცნიერულსა და საგანმანათლებლო-კულტურულ ღირებულებას.

სწავლების პროცესის არსი

      სწავლების პროცესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ცოდნასა და აუცილებელ სასწავლო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან მოსწავლეები, მაგრამ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს კაცობრიობაც იძენს. მხედველობაში გვაქვს ის მეცნიოერული აზრის უწყვეტი განვითარება და მასთან დაკავშირებული პროგრესი მატერიალური დოვლათის წარმოებასა და სხვა სფეროში.

      წამოიჭრა კითხვა: რა მიმართებაა სასკოლო შემეცნებასა და მეცინიერულ შემეცნებას შორის, მოწაფის სწავლასა და სწიავლულის კვლევითი საქმიანობას შორის ამ საკითხის გარშემო ჩამოყალიბდა ორი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი.

      ერთ მათგანს რეკაპიტულაციის თეორია ეწოდება. რეკაპიტულაცია განმეორებას, კვლავწარმოქმნას ნიშნავს, ამ თეორიის მიმდევრები თვლიან რომ სასკოლო სწავლებაში მოწაფურ შემეცნებაში მეორდება ყველაფერი რაც ნიშანდობლივია მეცნიერული კვლევისათვის, არავითარი განსხვავება ამ ორ პროცესს შორის არ არისო.

      მაგრამ მეცნიერული კვლევა ძალზე რთული და ხანგრძლივი პროცესია, ცოდნა, რომლის საფიძველებსაც ვასწავლით აღსაზრდელებს , ათასობით წლის მანძილზე გროვდებოდა, მეცნიერული კვლევისათვის დამახასიათებელი ყველა სიძნელე რომ გვხვდებოდეს სწავლებაში, 10-11 წლის განმავლობაში ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეებიც კი ერთ-ორ მეცნიერულ ფაქტს თუ დაეუფლებოდნენ, აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ამასაც ვერ შეძლებდა

      სინამდვილეში დროის ამ მონაკვეთში(სკოლაში სწავლის წლებში საშუალო განათლების ღრმა და მრავალმხრივ შინაარსს ეუფლება მოსწავლეთა უდიდესი მასა, რაც დამაჯერებლად მეტყველებს იმაზე რომ რეკაპიტულაციის თეორია სწორი არ არის, სასკოლო შემეცნება არ იმეორებს მეცნიერული შემეცნების ყველა თავისებურებას, მისთვის ნიშანდობლივ სიძნელეებს.

      არსებობს მეორე თვალსაზრისიც, რომლის თანახმადაც სწავლას და მეცნიერულ შემეცნებას არაფერი საერთო არ აქვთ და ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი პროცესებია, ამ თვალსაზრისის მცდარობაზე უკვე ის მეტყველებს რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ცოდნის შეძენასთან, ინფორმაციის დაუფლებასთან, რის გამოც უსფუძვლოა მტკიცება, თითქოს ამ ორ პროცესს არ ქონდეს შეხების წერტილები და საერთო მომენტები

      დღეისათვის დაძლეულია ორივე თვალსაზრისის უკიდურესობა თანამედროვე მეცნიერული აზრი თვლის რომ სასკოლო და მეცნიერული შემეცნება არც იგავური პროცესებია და არც ურთიერთ გამომრიცხავი, ეს არის განსხვავებული პროცესები რომლებსაც საერთო კანონზომიერება აქვთ.

      რა კაონზომიერებაა ეს, რომელიც სასკოლო სწავლებას და კვლევით საქმიანობას აახლოვებს? ეს არის შემეცნების პროცესის სამ საფეხურიანი ციკლი:

  1. გრძნობის ორგანოების აქტივობა (კონკრეტული მონაცემების აღქმა);
  2. აბსტრაქტული აზროვნება (მეცნიერული ცოდნის ჩამოყალიბება);
  3. პრაქტიკული საქმიანობა (შემექცნების მიზანი და ჭეშმარიტების კრიტერიუმი).

      ადამიანი გარემომცველ სამყაროში არსებობს, შრომობს, ვითარდება, მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს სინამდვილის ობიექტებთან

      საგნებთან, მოვლენებთან რომელთა მრავალრიცხოვან ნაირგვარ თვისებებს (ფორმას, ზომას, ფერს, სიმძიმეს, გემოს, სუნს...) გრძნობის ორგანოებით აღიქვავს.

      ეს კონკრეტული შთაბეჭდილებები სრულიად აუცილებელია, როგორც საგანთა და მოვლენათა არსის გაგების საფუძველი, მაგრამ მეცნიერული ცოდნა ეს ჯერ კიდევ არ არის.

      მეცნიერული(თეორიული) ცოდნა ყალიბდება მეორე საფეხურზე, რომელსაც აბსტრაქტული აზროვნება ჰქვია, აქ ხდება პირველ საფეხურზე მოპოვებული კონკრეტული მონაცემების ანალიზი. რომლის დროსაც ადამიანი აგნებს შესამეცნებელი საგნის განმსაზღვრელ ნიშანთვისებას, მოვლენის გამომწვევ კანონზომიერებას და ა.შ.

      სწორედ ეს განმსაზღვრელი ნიშნები ეს კანონზომიერებები წარმოადგენდნენ მეცნიერულ ცოდნას.

      არცერთი კანონზომიერება (თეორემით, ფორმულით, წესით გამოხატული) წმინდა სახით არ გვხვდება ბუნებაში, ნებისმიერი საგანი თუ მოვლენა ერთდროულად სრულიად სხვადასხვა კანონზომიერებას ემორჩილება, სხვადასხვა ტენდენციას ავლენს.

      ყოველი ცალკეული ნიშან-თვისება და კანონზომიერება ყველთვის სხვა ნიშნებთან სხვა კანონზომიერებასთან არის გადახლართული ამიტომ ძირითადი განმსაზღვრელი ნიშნის გამოყოფაც მხოლოდ აზრობრივად იდეალურად არის შესაძლებელი რასაც განყენებული ე.ი აბსტრაქტული აზროვნება სჭირდება, სწორედ ამიტომ ქვია შემეცნების ამ საფეხურს აბსტრაქტული აზროვნება

      განყენებული აზროვნება ცოცხალ არსებათაგან მხოლოდ ადამიანს შეუძლია, მხოლოდ ადამიანი ქმნის მეცნიერებას, ღრმად იხედება გარემომცველ სამყაროს კანონზომიერებებში.

      ცოდნას, მეცნიერებას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც მისი ცხოვრებისეული დანიშნულებაა, პრაქტიკული ღირებულებაა, ცოდნა ამსუბუქებს და უფრო ნაყოფიერს ხდის წარმოების პროცესს სრულყოფს სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებს და ა.შ.

      პრაქტიკა ჭეშმარიტების კრიტერიუმიც არის, ჭეშმარიტია ცოდნა რომელსაც წარმატება მოაქვს საკაცობრიო პრაქტიკაში

      აი ეს სამსაფეხურიანი კანონზომიერება(გრძნობის ორგანოების აქტივობა, აბსტრაქტული აზროვნება,პრაქტიკა) არის ის საერტო რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ შემეცნებას, მეცნიერულსაც და სასკოლოსაც, ეს კაკონზომიერება აახლოვებს მოწაფის სწავლასა და მეცნიერების კვლევა- ძიებას, სწორედ ამ საერთო კანონზომიერების არსებობის გამო ვთვლით რომ სწავლა და მეცნიერება ურთიერთგამომრიცხველი კიარა უბრალოდ განსხვავებული პროცესებია.

      შემეცნების არსის ამგვარი გააზრება მატერიალისტური გნოსეოლოგიის (შემეცნების თეორიის) სფეროს განეკუთვნება .

      დღეს ჩვენს არ ვთვლით რომ მატერიალიზმი ერთადერთი სწორი მსოფხედველობაა, მარგამ შემეცნების ამგვარი გაგება განმტკიცებულია მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით და არც სხვა მიმდინარეობებს შემოუთავაზებიათ შემეცნების ისეთი თვალსაზრისი რომელსაც გაშუქებულის შეცვლა შეეძლოს.

      უნდა ითქვას, რომ განხილული კანონზომიერების საფეხურები ერთმანეთისაგან მკვეთრად გამოყოფილი არ არის, როცა მაგალითად, ახალ შესამეცნებელ საგანთან თუ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მისის რომელიმე თვისების შეგრძნებამ შეიძლება ადრე შესწავლილი ობიექტის თავისებურება მოგვაგონოს, მასთან შეგვადარებინოს მსაგავსებაში დაგვარწმუნოს, ეს უკვე აზროვნებაა, რომელიც ამ ახალი ობიექტის აღქმას ახლავს, ასევე მეორე (აბსტრაქტული აზროვნების) საფეხურიც არ არის თავისუფალი პარალელური შეგრძნებისა და აღქმისაგან, რომლებიც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდიან აზროვნებას, პრაქტიკულ საქმიანობასაც ხშირად ახლავს სათანადო ცოდნის გამაღრმავებელი შეგრძნებებიცა და აზროვნებაც მიუხედავად ამ ურთიერთშეღწევის რეალობისა, უნდა მოვახდინოთ სამი განხილული საფეხური რათა ნათელი წარმოდგენა გვქონდეს შემეცნების პროცესის არსსა და ძირითად მიმართულებაზე.

      როგორც ითქვა მოწაფურ და მეცნიერულ შემეცნებას არა მარტო საერთო (კანონზომიერება) აქვთ არამედ განმასხვავებელი ნიშნებიც:

  1. მეცნიერი იმეცნებს ობიექტურად ახალს, ესე იგი იმას რაც ჯერ არავინ იცის დედამიწის ზურგზე, მოწაფე კი იმეცნებს სუბიექტურად ახალს ესეიგი იმას რაც მოცემული კლასისათვის უცნობი და ახალია.
  2. მეცნიერები დამოუკიდებლად იკვლევენ გარემომცველ სამყაროს, დამოუკიდებლად ეძებენ მოვლენათა კანონზომიერებას, ამიტომ მეცნიერებმა ჰიპოთეზის შემუშავებისას შეიძლება უზუსტობა დაუშვან, რაც წლობით აჭიანურებს დასახული მიზნის მიღწევას. მართალია ასპირანტებს, ხარისხის მაძიებლებს ჰყავთ მეცნიერ-ხელმძღვანელები, მაგრამ ისინი მეცნიერულ დასკვნებს კი არ კარნახობენ მათ, არამედ მეთოდურ რჩევა-დარიგებას აძლევენ კვლევიტი მუშაობის რაციონალურად, მიზანმიმართულად წარმართვისათვის, მეცნიერ-ხელმძღვანელმა არც იცის რა დასკვნამდე მივა ახალგაზრდა მკვლევარი თავის მუშაობაში. მოსწავლეების შემეცნებითი საქმიანობას კი მიუძღვის მასწავლებელი, სათანადოდ მომზადებული სპეციალისტი, რომელსაც უმოკლესი გზით მოჰყავს ბავშვები ახალ-ახალი ცოდნისაკენ, სასკოლო შემეცნების გზა შეიძლება ითქვას პირდაპირია მეცნიერული შემეცნების სპირალისებური სვლისაგან განსხვავებით, და თუ მოწაფეებს არ უხდებათ მეცნიერული კვლევისათვის ნიშანდობლივი ყველა სიძნელის გადალახვა და შეუდარებლად ნაკლებ დროში ეუფლებიან სოლიდურ ცოდნას ამის „მიზეზი“ სწორედ მასწავლებელია რომელიც ბავშვს არიდებს „მოსინჯვისა და შეცდომების“ სიტუეციების და დროის მინიმალური დანახარჯით აღწევს სასურველ შედეგს. მასწავლებლის წამყვანი როლი რომ არა რეკაპიტულაციის თეორია იმოქმედებდა, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა სასკოლო სწავლების ნაყოფიერებას.
  3. სასკოლო შემეცნების თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც რომ მოსწავლეებს საკმაოდ გამარტივებული სახით ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მიეწოდებათ მეცნიერული ცოდნა.

სპეციალურად www.Qwelly.com _სთვის
წიგნიდან: "პედაგოგიკა"
მალაზონია შოთა

ნახვა: 7170

გამოხმაურებები!

ბევრიი გიშრომია , ძალიან საინტერეესოა  იყოო ...  თუ არ დაგეზარებათ წააიკითხეეთთ ... !

მადლობა კახას...!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters