ჩვენ განვიხილავდით პიროვნების დაცემის საკითხს და როგორც უკვე ავღნიშნავდით დაცემის საფუძველი ყოველთვის ყველა დროში არის ამპარტავნება, მათ შორის საეკლესიო ისტორიაშიც. თუკი ჩვენ ვხედავთ თავდაპირველად ღირსეულ ანდა უაღრესად ღირსეულ და შემდეგ დაცემულ პირებს, აი ამ დაცემის საფუძვლად იქაც მხოლოდ ამპარტავნება განიჭვრიტება, რომელიც შეიძლება ამპარტავნებადაც ვლინდებოდეს, მაგრამ შეიძლება სხვა სახითაც, იმიტომ, რომ უკეთურებას გამოვლენის მრავალსახეობა ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკვეთრი სიმფტომი ამპარტავნებისა, გადასხვაფერებული, შენიღბული სახით გამოვლენილი ამპარტავნებისა ეს გახალვთ ფანატიზმი. იქ სადაც ფანატიზმი გაბატონდება აბსოლუტურად შეუძლებელია მართალი ცნობიერების, მართლმადიდებლობის, ეკლესიური სიწმინდის შენარჩუნება და იქ იწყება თანდათანობითი დასნეულება შესაბამისი მონაკვეთისა (თუ ეს ერს ეხება), პიროვნების ბუნების თანდათანობითი მოწამვლა ამ შხამით და ბოლოს აბსოლუტურად მთლიანად მისი დაღუპვა და წარწყმედა. როგორც წინა საუბარში ავღნიშნავდით, ფანატიზმის, როგორც ამპარტვანების უმკვეთრესი სახეობა, ნელ-ნელა იპყრობს პიროვნებას, ისევე როგორც ნებისმიერი სენი. თავდაპირველად მან შეიძლება ისეთი გამოვლენა ჰპოვოს და ისეთი გამოვლინება ჰქონდეს პიროვნებაში, რომ მრავალი ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვიოს და ასეთ პიროვნებას ბევრი მიმდევარი გაუჩნდეს. ამიტომაა ხშირად, რომ ის დაცემულნი ძალიან პოპულარულნი არიან, მაგალითად ტერტულიანეს დიდი სიმრავლე ქრისტიანებისა თაყვანს სცემდა, ისევე როგორც ორიგენეს თაყვანისცემა არ დაბოლოებულა VI საუკუნემდე, ანდა დიოდორე ტარსელისა და თეოდორე მოფსუესტელისა, რომელთა პოპულარობა ისეთი უსაზომო იყო, რომ კირილე ალექსანდრიელმა მათი პირდაპირი ანათემირება ვერ გაბედა (ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ უკვე, რომ ეს აბსოლუტურად ეკლესიური პოზიცია გახლდათ), იმის გათვალისწინებით, რომ მშფოთვარება არ მომხდარიყო მრევლში და ეკლესიათა შორის განხეთქილება. ჯერ მრევლისთვის უნდა გახმდარიყო ცნობილი მათი უკეთურება და საბოლოო მსჯავრი შემდეგ უნდა გამოტანილიყო, რომ ეს მსჯავრი მათთვის არ აღმოჩენილიყო მოულოდნელი. ეკლესიური აღმზრდელობა, ეკლესიური პედაგოკიკა სწორედ ასეთ მოქმედებებს იწონებს და ასეთი მოქმედებები ესათნოება მას.

      აი ასეთ დროს ასეთ გზაზე, როდესაც ტატიანე სირიელის მოღვაწეობას ვაფასებთ, რა თქმა უნდა, აქაც მკვეთრად ჩანს ამპარტავნება ფანატიზმის ნიშნით გამოვლენილი. თავდაპირველად ეს ტატიანესთან გამოვლინდა, როგორც უკვე წინა საუბარშიც ვამბობდით, არაეკლესიური საზოგადოებისადმი, არაეკლესიური ცივილიზაციისადმი (ძირითადად ეს მაშინ მაინც ანტიკურობას უკავშირდებოდა), ანტიკური კულტურისადმი მისი ფანატიკური შეურიგებლობით. ისევე როგორც ტერტულიანე, ტატიანეც აცხადებდა, რომ არანაირი ზიარება არაა ბელიარისა და ღვთისა, სიბნელისა და სინათლისა, რომ აბსოლუტური ეშმაკეულობაა წარმართობა, წარმართული კულტურა, წინაქრისტიანული კულტურა და სრული შეურიგებლობაა მათ შორის.

      ვიდრე მოქმედება და მოღვაწეობა ამგვარი პირებისა ასეთ სიბრტყემდეა, როცა ე.ი. გარე ეკლესიური საზოგადოებისკენაა მიმართული მისი კრიტიკის მახვილი, ასეთ დროს შეიძლება ამგვარ პირებს ბევრი მიმდევარი გაუჩნდეს, იმიტომ, რომ ეს ქმედება ბევრისგან მოსაწონია. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ფანატიზმი ამით არასოდეს არ შემოიფარგლება, კვლავ ავღნიშნავთ, გავა დრო, პიროვნება დაკმაყოფილდება გარე ეკლესიური საზოგადოების, გარე ეკლესიური კულტურის კრიტიკით და შემდგომ უკვე თავის თამოძმეებისკენ გადაინაცვლებს, რადგან მას უკვე აღარ აკმაყოფილებს სხვებთან ერთად ამ პატივის ფლობა, რომ დაამარცხეს და სძლიეს წარმართობას, მისთვის ეხლა მთავარია, რომ ამ დამმარცხებელთა შორისაც პირველი იყოს და ის უკვე თავის თანამოძმეებზე განავრცობს იმგვარსავე კრიტიკის მახვილს, კიდევ უფრო მკაცრად და ფანატიკურად, რადგან აქ ბრძოლა კიდევ უფრო რთულია. ის პირველი ნაწილი ბრძოლისა, რაც თითქოს წარმართობის წინააღმდეგაა, თავისთავად ცხადია, ბევრი ღირსეული ადამიანის თანადგომას გამოიწვევს და ეს თანადგომა უნდა იყოს კიდეც, იმიტომ, რომ წარმართობა, როგორც სარწმუნოება, ჭეშმარიტად და აბსოლუტურად შეუთავსებელია ქრისტიანულ მოძღვრებასთან, სრულიად განშორებულია მისგან. კვლავ გავიმეორებთ, რომ ეკლესიური მოძღვრება სრულიად უშეღავათო უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოებისადმი, ნებისმიერი მსოფლმხედველობისადმი, როგორც სისტემისადმი, იმიტომ, რომ როგორც სისტემა ნებისმიერი მსოფლმხედველობა, ნებისმიერი სარწმუნოება, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას, მაშინ როცა მართლმადიდებლისთვის ერთადერთი მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტება. ორი ჭეშმარიტი სისტემა არ შეიძლება რომ არსებობდეს, ამიტომ თუ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი, ნებისმიერი სხვა სისტემა უკვე არაჭეშმარიტია, და თუ ვინმე ოდნავ მაინც სიმპათიას რომელიმე სხვა სააზროვნო სისტემისადმი გამოიჩენს, მაშინ ის ყოფილა მისთვის ჭეშმარიტება და მართლმადიდებლობა აღარ ყოფილა აბსოლუტური ჭეშმარიტება. აი ამის გამო, როგორც სისტემა, როგორც მსოფლმხედვე-ლობითი, ნებისმიერი მოძღვრება, ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად შეუთავსებელია საეკლესიო მოძღვრებასთან და ესაა ერთი უპირობო პოსტულატი საეკლესიო მოღვაწეობისა. მაგრამ ამისგან განუყოფლად და ამასთან მთლიანობაში, თუ რომელიმე სისტემას, რომელიმე მოძღვრებას, რომელიმე მსოფლმხედველობას, თავის წიაღში აქვს რაიმე კეთილი სწავლება, რაიმე ღირსეული სწავლება, რაიმე საღვთო სწავლება ანუ ისეთი სწავლება, რაც თანხვედრია მართლმადიდებლური მოძღვრების შესაბამის ნაწილთან, რა თქმა უნდა, ასეთი მონაკვეთების, როგორც საღვთო მარცვლების გამოკრება აუცილებელია იმ მთლიანი სარეველასგან, როგორც იფქლისა ანუ როგორც ხორბლისა და ეკლესიის წიაღში დაუნჯება, ანუ როგორც ეფრემ მცირე ამბობს ფსალმუნთა თარგმანების შესავალში, რომ ეკლესიის მამები "სიმდიდრედ ეკლესიისა წარმოსტყუენვენ სიბრძნესა მეკერპეთასა" (ეკლესიის მამები გამოიტაცებენ და ეკლესიის წიაღში დააუნჯებენ მეკერპეთა სიბრძნეს). ასე რომ ესაა საეკლესიო მოღვაწეობის ისეთივე შეუვალი და აუცილებელი გეზი, როგორც ის პირველი. აი ამ ორი პოსტულატით განისაზღვრება ნებისმიერ დროში ნებსიმიერი საეკლესიო მოღვაწის მოღვაწეობა. არანაირი მსოფლმხედველობრივი, არანაირი სარწმუნოებითი და აღმსარებლობითი სისტემის მიღება ქრისტიანისგან თუნდაც ოდნავ მაინც დათმობითად, ცხადია არანაირად არ შეიძლება, ყველა სისტემა განდევნილია, როგორც არაჭეშმარიტი, იმიტომ, რომ სხვაგვარად მართლმადიდებლობა როგორც ჭეშმარიტება ვეღარ დაკანონდება, რადგანაც ორი ჭეშმარიტება და ორი სისტემა როგორც ჭეშმარიტება შეუძლებელია რომ არსებობდეს. ანუ ეკლესია უშეღავათოა ნებისმიერი მსოფლმხედველობრივი სისტემისადმი, მისთვის ყველა ერესია, დაწყებული ე.წ. პირველყოფილი ტომებიდან დამთავრებული ბოლო ეპოქებამდე, და ამისგან განუყრელად ნებისმიერ საზოგადოებაში, თუნდაც მომთაბარე ტომებში, როგორც ამას მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც კი არა მხოლოდ კეთილი აზრი, თუნდაც კეთილი ქმედება გამოვლენილა, ყველაფერი ეს ქრისტიანულია, ღვთივმომავალია, ეკლესიურია და ის გამორჩეულ უნდა იქნეს სარეველასგან ეკლესიაში მის დასაბრუნებლად. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ჭეშმარიტების მარცვლებზე წინაქრისტიანულ ეპოქაში და ასეთი უშეღავათობა, რასაც ამ შემთხვევაში ტატიანესთან დაკავშირებით გამოვკვეთთ და ვამბობთ, რომ ანტიკურობა მთლიანად უკუსაგდებია, რომ მასში არაფერი არაა ღვთიური, ეს თავისთავადაც ყალბია და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების გავრცობას, დამტკიცებას და მის ხალხში შთაბეჭვდას ასეთი მიდგომა ვერანაირად ხელს ვერ შუწყობს. ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ განივრცობა, მხოლოდ მაშინ ხდება ის ძალმოსილი და ძლევამოსილი, როდესაც მართლაც ჭეშმარიტი მსახურება აღესრულება ჩვენი მის მიმართ, როცა ჭეშმარიტად ვემსახურებით მას, მთელი გულით და მთელი სიმართლით, ხოლო სიყალბე ჭეშმარიტების მსახურებაში ვერასოდეს ვრ ჩადგება და რა თქმა უნდა ყალბი მხედარი ჭეშმარიტებას ვერ გაამარჯვებინებს. ამიტომ ჯერ თავისთავად სიყალბე იქნება ჩვენ ის რომ ვთქვათ ანტიკურობაში არაფერი ღირსეული არ გამოვლენილა, იმიტომ, რომ მაშინ არც ეკლესიურ მოძღვრებაში აღარ ყოფილა კეთილი მოძღვრება. არის ბევრი რამ ისეთი სწავლებანი ანტიკურობაში, რომელიც თუ ღირსეული არ არის, არადა ზუსტად იმავე სწავლებებს ჩვენ ეკლესიაშიც ვხედავთ, მაშინ არც ეს უკანასკნელი ყოფილა ღირსეული. კონკრეტულად რომ ვთქვათ მაგალითად პლატონის ცნობილი სწავლებაა, რომ ადამიანის ამქვეყნიური მოღვაწეობა სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა ღვთისადმი მსგავსება, აი ეს ფრაზა "ღვთისადმი მსგავსება", როგორც დაკანონებული უკვე სათნოებითი მოღვაწეობისა, ჩვენ აურაცხელ შემთხვევაში გვხვდება ეკლესიის მამებთან, თვით ფრაზა, ფორუმულირება, ტერმინოლიგია კი პლატონისეულია. თუნდაც მარტო ტერმინები რომ იყოს მის და აზრი მთლიანად უცხო, ეს ტერმინები ხომ მისი მიღწევაა, ეს ხომ გარკვეული სიკეთეა, თორემ მაშინ არ უნდა გამოიყენო ის. ანდა დავუშვათ ბასილი დიდის მიერ გამოყენებული ცნობილი ტერმინი "ეკპეროსისი", სამყაროს აღსასრულის გამომხატველი ცნება, რომელიც სტოიკოსებმა შექმნეს. თვით ტერმინი ერთარსება (ჰომოუსიოსი) საეკლესიო ტრადიციაში ერეტიკოსმა იხმარა ასე გამოკვეთილად, პავლე სამოსატელმა, გვიან ანტიკურ ტრადიციაში კი პლოტინთან გვხვდება ის. ათანასე ალექსანდრიელმა ამ ტერმინის ღვთიურობა განჭვრიტა, სულ სხვა შინაარსით დატვირთა ის, მაგრამ უკვე შექმნილი ტერმინი შემოიტანა. წმ. დიონისე არეოპაგელი უდიდესწილად მხოლოდ წარმართული ტერმინებით გადმოგვცემს ღვთისმეტყველებას, რის შესახებაც მისი შრომების დიდი ქართველი მთარგმნელი წმ. ეფრემ მცირე პირდაპირ ამბობს, რომ "დიდისა დიონოსისგან ყოველნივე საწარმართოითა სიტყვითა აღწერილ არიან", ეს საწარმართო სიტყვები კი შემდეგია "ღმერთმთავრობა (თეურგია), ღმერთმოქმედება (თეარხია), წესთმთავრობა (ტაქსიარხია) და სხვა". ეს ტერმინები საეკლესიო მწერლობაში სხვაგან არსად არ ვლინდებოდა, მან შემოიტანა პირველად და ამის შემდეგ გამოიყენეს სხვა მამებმა. ანდა საკუთრივ შეხედულებანი, რომ დავუშვათ არსებობს იმ ქვეყნად საკუთარი საქმეების შესაბამისი განსჯა, რა თქმა უნდა, ეს კეთილი და მართებული აზრია, ანდა ის რომ სათნოებითი მოღვაწეობა აუცილებელია ადამიანთა შორის, ცნობილი არისტოტელეს ეთიკა, მისი ოთხი ეთიკური კატეგორია, რომელსაც შემდეგ ყოველ ნაბიჯზე იმოწმებს საეკლესიო ტრადიციაში კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. ბასილი დიდი და მრავალი სხვა ავტორი. ასე რომ სიყალბე იქნებოდა თავისთავად და თავის მოტყუება იქნებოდა იმის თქმა, რომ ანტიკურობაში არაფერი სიკეთე არ ყოფილა, რადგან მაშინ ჩვენ აღნიშნული თვალსაზრისით თუნდაც კირილე ალექსანდრიელი ერეტიკოსად უნდა მიგვეჩნია, იმიტომ, რომ სწორედ კირილე გახლდათ ის ავტორი, რომელმაც მთელი ციტატები მოიტანა ანტიკური, მხოლოდ ფილოსოფოსებისგან კი არა, არამედ პოეტებისგან და მწერლებისგანაც, სადაც მისი სწავლებით ყოვლადწმინდა სამების შესახებ დოგმატი უკვე გამოკრთომილია, რომ სამი პირის შესახებ მოძღვრება მათ შორის რაღაც აჩრდილისებრ მოსწავებულია, რასაც უდიდეს პატივად მიიჩნევს კირილე და როგორც უკვე ვთქვით ციტატებიც მოაქვს წინაქრისტიანული ეპოქის მოღვაწეთა შრომებიდან თავის ცნობილ ნაშრომში "ივლიანეს წინააღმდეგ", სადაც ის იმპერატორ ივლიანეს, როგორ წარმართობის აღმდგენელს, ებრძვის. ანუ კირილე მთლიანად კი არ უარყოფს ანტიკურ კულტურას, არამედ ანტიკურ კულტურაში რაც წარმართული რელიგიაა სწორედ იმას უარყოფს და თუ რამ ისეთი მარცვალია ამ კულტურაში რაც ამ წარმართული რელიგიის საწინააღმდეგოა და პირუკუ, არსით ქრისტიანულია, იმას ცალკე გამოყოფს და აი ეს გახლავთ მართლმადიდებლური დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ანტიკურობასთან და ზოგადად ნებისმიერ არაეკლესიურ მოვლენასთან დაკავშირებით, რომ ღირსება ცალკე უნდა გამოიყოს და ის შეწყნარებულ იქნეს და უღირსებაც ასევე განცალკევდეს და დაგმობილ და ანათემირებულ იქნეს. განსხვავებით კირილესგან ტატიანე სირიელი არნაირ გამრჩეველობას არ აწარმოებს და ზოგადი დებულებით, ზოგადი ანათემირების სტილითა და ანათემირების კილოთი, უკუაგდებს, გმობს მთლიანად ანტიკურობას და თუ ეს დასაწყის ეტაპზე მისი მოღვაწეობისა არათუ მისდამი უარყოფითი განწყობის შემქმნელი არ იყო ქრისტიანთა შორის, არამედ პირუკუ ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა და ფანატიზმის ამ თვისებამ თანდათანობით იმძლავრა მასში. ის რომ თავიდანვე დაებრკოლებინათ და ვინმე ღირსეულ მოძღვარს ეთქვა, რომ თუნდაც ყველაფერში მართალი იყო, თვით გამოთქმის ტონი არის აგრესიული, გამოთქმის ტონი არის არამართლმადიდებლური, არასიმდაბლისეული, ამპარტავნული და ამან შეიძლება ფესვი გაიდგას შენში და უკვე კეთილ საქმეებზეც იგივე აგრესია გადაიტანოო, მაშინ შეიძლებოდა ეს სენი მასში ასე მკვეთრად არ გავრცობილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ამიტომ ცოტა ხანში ტატიანე სირიელმა უკვე საკუთრივ ეკლესიური მოძღვრების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, დაიწყო კვლავ იმავე მართლმადიდებლობის უკიდურესი დამცველის ნიღბით, რაც ძირითადად გამოვლინდა სამი კუთხით. ტატიანემ საკუთარი სიმაღლე და წარმატებანი პირველ რიგში იმით წარმოაჩინა, რომ თითქოს მან მმარხველობის განსაკუთრებული კანონი დაიცვა, რომ მარხულობის განსაკუთრებულ კანონამდე მივიდა, კერძოდ მან საერთოდ აიკძალა ხორცის ჭამა, თუმცა ამ აკრძალვამ ის არ დაკმაყოფილა. ხორცის ჭამა მან იმიტომ აიკრძალა, რომ მისი აზრით ხორცი უწმინდურების შემომტანია, შესაბამისად მას საკუთრივ პირადად მისთვის ხორცის აკრძალვა კი არ აღელვებდა (შეიძლება რომელიმე პიროვნებამ თავის განკერძოებაში და განდეგილობაში კიდევ უფრო მკაცრი კანონი აღასრულოს), არამედ მას სურდა რომ მისი ეს მოღვაწეობა გახმიანებულიყო და დაკანონებულიყო, რომ მისი პიროვნება ამ შემთხვევაში სხვებთან დაპირისპირებული აღმოჩენილიყო, როგორც სხვათაგან მმარხველობით გამორჩეული. რა თქმა უნდა, II ს-ში კი არა გაცილებით გვიანაც და დღესაც თვით განდეგილთა შორისაც არ არის ასეთი საყოველთაო აკრძალვა ხორცისა და II ს-ში ეს ყოვლითურთ შეუძლებელი იყო. ტატიანემ, რომელმაც დაითმინა ამგვარი მარხვის კანონი, იცის, რომ ამას ბევრი ვერ შეეგუება იმათგან, რომლებიც აქამდე მას პატივს სცემდნენ და მის თანამოღვაწეებად ჩანდნენ, და მათგანაც გამორჩევა უნდა რა ტატიანეს, მან ზოგადად თქვა, რომ მარტო მე კი არ ავიკრძალავ ხორცს, არამედ საერთოდ ხორცის ჭამა ესაა ცოდვა, ანუ ყველასთვის ასაკრძალად განიზრახა მან ხორცი. თავისთავად ცხადია წინდაწინვე იცოდა მან, რომ ეს კანონი მიუღებელი აღმოჩნდებოდა მრავალთაგან, მაგრამ სწორედ ამის მოსურნე იყო იგი, იმიტომ, რომ მათგან მაშინვე გამოირჩეოდა და გამოირჩეოდა უკიდურესი მმარხველობით, რომ თითქოს სათნოებითი ნიშნით ყველას აღემატა. სხვებმა ვერ შეძლეს ამ კანონის ტვირთვა (ასე შეიძლებოდა წარმართულიყო ფიქრები მის მიზანდსახულობაში) მან კი ეს ყოველივე შეძლო და ეს ნათელი გამოჩნდა, ხორცი დაგმო მან სხვებმა კი არ დაგმეს. რა თქმა უნდა, თუკი ვინმე ტატიანესთან ერთად ხორცს დაგმობდა, სწორედ ის იქნებოდა მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე, რადგან პიროვნებამ შესაძლოა პირადად ხორციელი საზრდელი არ მიიღოს, მაგრამ ხორცის, როგორც საზრდელის ზოგადად დაგმობა ეს უკვე საღვთო განწესების გმობაა, იმიტომ, რომ ღვთისგან დაკანონდა ნებისმიერი საზრდელი, როგორც სიკეთე, თუკი ჩვენ მას მადლიერებით მივიღებთ. ასე რომ ხორცში კი არაა უბედურება და ხორცი კი არაა ცოდვა, არამედ ჩვენი ხარბი და ვნებადი გულისთქმებია ცოდვა და აი ეს გულისთქმები უნდა დავიოკოთ და არა ღვთივ ქმნილი ხორცი უარვყოთ, რომელიც საზრდოდ, კეთილად ხმარებული, ყველასთვის დაწესებულია.

      განავითარა ტატიანემ ეს თავისი, ასე ვთქვათ, მმარხველობითი და უკიდურესად ქრისტიანული, ფსევდო მართლმადიდებლური მოღვაწეობა და ცოტა ხანში დააკანონა, რომ ასევე ცოდვაა ქორწინება. ქორწინება არ განიყოფა მისთვის ჩვეულებრივი სიძვისგან, სქესობრივი ურთიერთობა ერთი და იგივეა, ეს სიბილწეა და ამიტომ აკანონებს, რომ მან თუ შეიკავა თავი ქორწინებისგან და თავშეკავებულობა გამოიჩინა, ეს ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ, რომ თვით ქორწინებაა ცოდვა. ეს კიდევ უფრო გაღრმავებაა უკეთურებაში და ფანატიზმში, რომ უკვე საკუთრივ საეკლესიო საიდუმლოს უარყოფასთან გვაქვს საქმე. ქორწინება, როგორც ერთ-ერთი უწმინდესი და უდიდესი საიდუმლო, ეკლესიისგან კურთხეულია. რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის აღიარებს უბიწო და ქალწულებრივი ცხოვრების უპირატესობას ქორწინებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდნავ მაინც ბიწს აყენებდეს უწმინდეს საიდუმლოს ქორწინებისას. სახარებისეული სიტყვებით ვერავინ ვერ განაშორებს შეუღლებულებს თუ არა ღმერთი, ამ დროს კი ტატიანემ განაშორა დაქორწინებულნი ქორწინების დაგმობით, რადგან თუ ქორწინება იგმობა ვინც დაქორწინებულია ისინიც უნდა დაშორდნენ ერთი მეორეს, იმიტომ, რომ მათი ქორწინება სიბილწე ყოფილა. აი ასე გაკადნიერდა ეს პიროვნება, ფანატიზმი თანდათანობით იპყრობდა მის მსოფლმხედველობას და ძნელი არ არის წარმოვიდგნოთ მისი სახის გამომეტყველებაც კი თუ როგორ უკიდურესად აღგზნებული იქნებოდა ასეთი ცრუ განჩინებების დაკანონების დროს.

      და ბოლოს მწვერვალი ყოველივე ამისა, როდესაც ტატიანემ დააკანონა ღვინის აბსოლუტური მიუღებლობა, ფაქტობრივად განკვეთა ღვინისა თვით ზიარებისგანაც კი, ე.ი. ღვინოც სიბილწედ შერაცხა მან. ამ შემთხვევაშიც მთავარი ცდომილება ტატიანესი კვლავ ის გახლდათ, რომ ის ზღვარს ვერ დებდა ბუნებისეულ მოთხოვნილებასა და ვნებისეულ მოთხოვნილებას შორის. როგორც მოგვიანებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი შესანიშნავად განმარტავს უფლისგან საზრდელი და ჭამა კი არ არის აკრძალული, ნაყროვანებაა აკრძალული, უფლისგან სქესობრივი ურთიერთობა და შვილთა გაჩენა კი არაა აკრძალული, სიძვა და მრუშობაა აკრძალული, უფლისგან მეტყველება და გაზრახება ურთიერთს შორის კი არ არის აკრძალული, ფუჭ მეტყველება, ავმეტყველება და ბილწმეტყველებაა აკრძალული და სხვა. აი ეს ზღვარი, ბუნებისეული მდგომარეობასა და ამ ბუნებისეული, ღვთივბოძებული მონაცემის გაუკუღმართებასა და უკუღმართად გამოყენებას შორის ვერ გაავლო ტატიანემ, ვერ გაავლო ამპარტავნების გამო და რა თქმა უნდა, ბოლოს აი ასეთ უკიდურესი გაუკუღმართების ზღვარს მიადგა, რომ ღვინის აკრძალვა მოინდომა თვით ზიარების საიდუმლოში. მაცხოვრის დაკანონებულს, მაცხოვრის ღვთიური, ღმრთული სიტყვებით ნაკურთხ საიდუმლოთა საიდუმლოს მან, რა თქმა უნდა, თავისი ქმედებით ასეთი ჩრდილი მიაყენა. მან შეურაცხყო უფლის ის ქმედება და სიტყვები, რომელიც მან (უფალმა) საიდუმლო სერობისას წარმოთქვა, როდესაც აიღო ხელთ ღვინით სავსე სასმისი და სწორედ თავის სისხლად განსაზღვრა იგი, როდესაც უთხრა მოციქულებს, რომ "სუით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა". ამაზე აღმატებული სიტყვები არასოდეს არ წარმოთქმულა კაცობრიობის, ქვეყნიერების, ქმნილების ისტორიაში და არც არასოდეს არ წარმოითქმება, ამ დროს კი ამ სიტყვებს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა ტატიანემ, რომელმაც ღვინო, მაცხოვრის სისხლად გარდაქმნილი წმ. ზიარების ჟამს, გააძევა ზიარების საიდუმლოდან (რა თქმა უნდა, მისი ჭკუით) და სიბილწედ შერაცხა ის. შესაბამისად მან განაჩინა, რომ ზიარებაში თითქოსდა წყალი უნდა იხმარებოდეს, რომ წყალი თითქოს ვნებებს არ აღუძრავს ადმიანს და ამიტომ ღვინის დაშვება შეუძლებელია.

      სწორედ ტატიანესგან და კიდევ ერთი გაუკუღმართებული პირისგან, დოსითეოზისგან, რომელიც გნოსტიკური ერესის მიმდევარი იყო (ჩვენ გნოსტიციზმის შესახებ შემდეგ გვექნება დაწვრილებითი მსჯელობა), იღებს სათავეს ენკრატიტების და აკვარიელების სექტა. ენკრატიტები არიან ისინი, რომლებიც აკანონებენ ხორცისგან, ქორწინებისგან და აგრეთვე ღვინისგან აბსოლუტურ თავშეკავებას, არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ ყველასგან. პირადი კანონი, კვლავ ავღნიშნავთ, შეიძლება უკიდურესზე უკიდურესი აღასრულოს ადამიანმა, მაგრამ თუკი იგი ამ ყველაფერს აღასრულებს სიმდაბლით ანუ სიმდაბლე მარადიული საზრდო იქნება მისი, ის არასოდეს სხვას არ დაუკანონებს ამგვარი ღვაწლის გაწევას. ჩვენ უდიდესი მოღვაწეები ვიცით IV-V-VI ს-ში, რომლებიც მართლაც განსაკვირვებელ სამარხვო და სამოღვაწეო კანონს აღასრულებდნენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის განაჩინებდნენ მას და თან განაჩინებდნენ როგორი კუთხით, რომ ისინი როგორც უკიდურესად ცოდვილნი სხვა ადამიანთა შორის ასეთ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იმსახურებდნენ, ე.ი. ღირსებით კი არ განუკუთვნებდნენ თავიანთ თავს, პირიქით უღირსების ნიშნით და ეს იყო მათი ძალმოსილება. მსგავს მოთხოვნებს აყენებდა აკვარიელების სექტაც (ლათინურად "აკვა" წყალს ნიშნავს), რომელი სექტაც ჯერ კიდევ ტრულის კრების კანონებშია ხსენებული და დაგმობილი. ამ სექტის მიმდევრებს აგრეთვე ეწოდებოდათ დოსითეზიანელები, გნოსტიკოს დოსითეოზის სახელიდან გამომდინარე.

      აი ამგვარი ქმედებანი, ამგვარი ქმედებითი განვრცობანი შეიძინა ტატიანეს ცხოვრებაში იმ ფანატიკურმა მარცვალმა, რამაც თავის დროზე მას ბევრი მომხრე შესძინა. მაგრამ არ შემოიზღუდა რა ტატიანე იმ თავდაპირველი მდგომარეობით, რაც კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ საზოგადოდ ფანატიზმის თვისებაა, და ასეთი თანდათანობითი გავრცობითობით მან არა მხოლოდ თავისი ძველი მომხრეები დაკარგა, არამედ საზოგადოდ, მთლიანად განუდგა ჭეშმარიტებას, ის პიროვნება, რომელიც თვითონ ერესისკენ და მწვალებლობისკენ გადახრიდა მთელ კაცობრიულ ისტორიას და ანათემას უცხადებდა ყველას და ყველაფერს, საკუთრივ იგი გახდა ერეტიკოსი და ანათემას გადაცემული.

      ეს სამწუხარო მდგომარეობა ბევრმა უნდა გაითვალისწინოს დღევანდელ დღესაც, სადაც ხშირ შემთხვევაში წინასწარაც კი ადგენენ გეგმებს თუ რომელი სამოღვაწეო დეტალი, რომელი სამოღვაწეო მოვლენა გამოავლინონ სხვადასხვა დროს. ჯერ თითქოს მცირედით იწყებენ, შემდეგ განავრცობენ, რომ ავტორიტეტი მოიპოვონ, საკუთარი თავი დაიმკვიდრონ, როგორც მართლმადიდებლობის ერთადერთმა და გამორჩეულმა მოღვაწეებმა. რა თქმა უნდა, ტატიანე სირიელის ღვაწლს როდესაც ჩვენ ვიხსენებთ, დღევანდელი მსგავსი მოღვაწეებისგან მაინც მკვეთრად განვასხვავებთ, იმიტომ, რომ ტატიანეს მართლაც ჰქონდა ღირსეული მხარეები მოღვაწეობისა და მისგან დატოვებული ორი შრომა, ცალკეული უარყოფითი მხარეების გარდა, დადებით და ღირსეულ ნაწილებსაც შეიცავს და პატროლოგიაში, პატრისტიკაში, რა თქმა უნდა, ტატიანე სირიელის სახელი შეტანილია, განიხილება და შეისწავლება, მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც უკვე ავღნიშნეთ მის გაუკუღმართებებთან დაკავშირებით.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, მწვალებლობა, პატროლოგია, სირიელი, ტატიანე

ნახვა: 239

გამოხმაურებები!

მადლობა ნიკოლოზ :) მშვენიერია!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters