რჩეული პოსტები - Qwelly2024-03-28T19:17:04Zhttps://www.qwelly.com/group/oqtomberi/forum/topic/list?feed=yes&xn_auth=no&featured=1წმინდა აბრაამი და ლოტიtag:www.qwelly.com,2018-10-22:6506411:Topic:13431832018-10-22T18:42:14.564ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

22 ოქტომბერს (ძვ. სტ. 9 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამამთავარ აბრაამს და მის ძმისწულს, ლოტს

წმინდა პავლე მოციქული, რწმენის შესახებ საუბრისას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ წმინდა აბრამიის რწმენის მაგალითს მოიყვანს და იტყვის, რომ აბრაამს რწმენა შეერაცხა სიმართლეს. მართალი აბრაამი, ქრისტიანული რელიგიის მამამთავართა შორის ერთ-ერთი…

22 ოქტომბერს (ძვ. სტ. 9 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამამთავარ აბრაამს და მის ძმისწულს, ლოტს

წმინდა პავლე მოციქული, რწმენის შესახებ საუბრისას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ წმინდა აბრამიის რწმენის მაგალითს მოიყვანს და იტყვის, რომ აბრაამს რწმენა შეერაცხა სიმართლეს. მართალი აბრაამი, ქრისტიანული რელიგიის მამამთავართა შორის ერთ-ერთი უპირველესია და იგი სამი რელიგიის საწყისებთან მოიაზრება - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის. დაბადების წიგნში მოთხრობილია წმინდა აბრაამის და მისი ძმისწულის, ლოთის (სხვაგან, ლოტის) ისტორიაც. მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრამი, რომელიც ამ დროს სამოცდათხუთმეტი წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას და თან მთელი თავისი სახლეულითა და ძმისწული ლოთით სამხრეთისკენ გაეშურა. ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა). ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და მისი ძმისწული ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა; აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა. ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა. გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.

ბიბლიის წიგნები პირობითად ორ ნაწილად, ძველ და ახალ აღთქმად იყოფა. ძველი აღთქმა, ანუ ხელშეკრულება ღმერთსა და ადამიანს შორის, სწორედ აბრაამთან დაიდო. როცა აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი - აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა. ერთი წლის შემდეგ აბრაამთან სამი ანგელოზი გამოცხადდება, მუხასთან, კარვის კარებთან. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შორის თჳსსა. ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ „სოდომთა ქალაქში“ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ ორმოცდაათი მართალი ვპოვე „დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს “. შემდეგ ორმოცდახუთი მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას.უფალმა ათი მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება. საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, „ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!“ და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა „განყვნეს ჴელნი“, ლოთი სახლში შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ. მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა - მარილის სვეტად იქცა.

უფლის წინასწარმეტყველება მოხუცებულ სარასა და აბრაამზე ახდა - სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა“. ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი - სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, ასსამოცდათხუამეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით დაფლეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

კილიკიელი მოწამეებიtag:www.qwelly.com,2017-10-25:6506411:Topic:12928412017-10-25T19:28:01.136ZGeorgehttps://www.qwelly.com/profile/qwelly

25 ოქტომბერს (ძვ. სტ. 12 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე.

წმიდა კილიკიელი მოწამეები პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი.…

25 ოქტომბერს (ძვ. სტ. 12 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე.

წმიდა კილიკიელი მოწამეები პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტურელი ეპისკოპოსი წმინდა მარტინე, მოწყალეtag:www.qwelly.com,2017-10-25:6506411:Topic:12927262017-10-25T08:17:33.734ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

25 ოქტომბერს (ძვ. სტ. 12 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდ მარტინე მოწყალეს, ტურის ეპისკოპოსს.

მეოთხე საუკუნის მრავალ წმინდათა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია ტურელი ეპისკოპოსი მარტინე, რომელსაც მოგვიანებით მარტინე მოწყალე ეწოდა. წარმოშობით საბერიადან იყო. მარტინე ბერად აღკვეცამდე იგი მხედართმთავრად მსახურობდა იმპერატორ იულიანე…

25 ოქტომბერს (ძვ. სტ. 12 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდ მარტინე მოწყალეს, ტურის ეპისკოპოსს.

მეოთხე საუკუნის მრავალ წმინდათა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია ტურელი ეპისკოპოსი მარტინე, რომელსაც მოგვიანებით მარტინე მოწყალე ეწოდა. წარმოშობით საბერიადან იყო. მარტინე ბერად აღკვეცამდე იგი მხედართმთავრად მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა.

იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო.

წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმიდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა ფილიპე დიაკონიtag:www.qwelly.com,2017-10-24:6506411:Topic:12922892017-10-24T08:26:07.615ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

24 ოქტომბერს (ძვ. სტ. 11 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პირველად გამორჩეულ შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთს - ფილიპეს.

საქმე მოციქულთას მეექვსე თავში მოთხრობილია მაცხოვრის თორმეტი მოციქულის მიერ, სხვა მრავალთა, სამოცდაათ მოციქულთა მოხმობა, რათა მათგან შეერჩიათ დიაკვნები სხვადასხვა მსახურებისთვის. მათ შორის იყო წმინდა ფილიპეც, რომელიც მაცხოვრის…

24 ოქტომბერს (ძვ. სტ. 11 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პირველად გამორჩეულ შვიდ დიაკონთაგან ერთ-ერთს - ფილიპეს.

საქმე მოციქულთას მეექვსე თავში მოთხრობილია მაცხოვრის თორმეტი მოციქულის მიერ, სხვა მრავალთა, სამოცდაათ მოციქულთა მოხმობა, რათა მათგან შეერჩიათ დიაკვნები სხვადასხვა მსახურებისთვის. მათ შორის იყო წმინდა ფილიპეც, რომელიც მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი ერთ-ერთი იყო. ფილიპე პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც „ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“ (საქმე; 8,13).

უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.

წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი - ერმიონია მოწამეობრივად აღესრულა.

◄ გუშინ | დღეს |
ხვალ ►

ზოგრაფელი მოწამეებიtag:www.qwelly.com,2017-10-23:6506411:Topic:12925052017-10-23T03:29:20.823ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

23 ოქტომბერს (ძვ. სტ. 10 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთის, ზოგრაფის მონასტრის წმინდა მოწამეებს - 26 ბერს.

მეცამეტე საუკუნის მესამე მეოთხედის მიწურულს, მას შემდეგ რაც უკვე მომხდარი იყო დიდი სქიზმა ქრისტიანებს შორის, 1274 წელს, ლიონის ადგილობრივ კრებაზე იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგმა გადაწყვიტა, დაქცევის პირას მდგარი თავისი…

23 ოქტომბერს (ძვ. სტ. 10 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთის, ზოგრაფის მონასტრის წმინდა მოწამეებს - 26 ბერს.

მეცამეტე საუკუნის მესამე მეოთხედის მიწურულს, მას შემდეგ რაც უკვე მომხდარი იყო დიდი სქიზმა ქრისტიანებს შორის, 1274 წელს, ლიონის ადგილობრივ კრებაზე იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგმა გადაწყვიტა, დაქცევის პირას მდგარი თავისი სახელმწიფო კათოლიკურ რომთან სარწმუნოებრივი კავშირით განემტკიცებინა. ამ ნაბიჯმა ბიზანტიაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. სარწმუნოების სიწმინდის დასაცავად აღდგნენ ათონის წმიდა მთის ბერებიც. მათ იმპერატორს გაუგზავნეს ეპისტოლე, რომელშიც დასაბუთებულად იყო აღწერილი, რომ ეკლესიის თავად პაპის მიჩნევა, კვეთაში უფუარი სეფისკვერის გამოყენება, მართლმადიდებლური მრწამსის შეცვლა არ შეიძლება და იმპერატორს მოუწოდეს, გონს მოსულიყო. „ჩვენ ცხადად ვხედავთ, - წერდნენ ისინი, რომ შენ ერეტიკოსი ხარ, მაგრამ გევედრებით: დაუტევე ეს ყოველივე და იმ სწავლებას დაუბრუნდი, რომელიც მიიღე“.

ამ წერილის შემდეგ, მიხეილ პალეოლოგმა რომის პაპისგან სამხედრო დახმარება გამოითხოვა. ქვეყანაში შესული ჯვაროსნები ათონის ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ, დაარბიეს და მოაოხრეს იქაურობა.

მომხდურებმა ივერთა ლავრის ბერებს მათთან სარწმუნოებრივი ერთობა და თანაზიარობა შესთავაზეს, ნეტარმა მამებმა მტკიცე უარი განაცხადეს, ამხილეს და ანათემას გადასცეს უსჯულოები. ამან ქრისტეს მტრები გაამძვინვარა. მათ სავანიდან გამოყარეს ბერები. ორასი მათგანი - უხუცესები - მონასტრისავე გემზე დასხეს და გემთან ერთად ჩაძირეს, სხვები კი, უფრო ახალგაზრდები, დაატყვევეს, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს, საბერო სამოსი შემოაძარცვეს და იუდეველთ მიჰყიდეს.

უღმერთოებმა ვათოპედის მონასტერში გადაინაცვლეს. მათ მიერ იქ დატრიალებული უმოწყალო ხოცვა-ჟლეტის უტყვი მოწმეა ფურკოვუნის, ანუ სახრჩობელას მთა, სადაც პაპისტებმა სჯულის ერთგული მამები ჩამოახრჩვეს.

მოახლოებული უბედურების შესახებ ზოგრაფის ბულგარელთა მონასტერში წინასწარ შეიტყვეს. ამ სავანის ვენახში, მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით, ნახევარი საათის სავალზე, ერთი ბერი ცხოვრობდა. მას სენაკში ესვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც იგი ყოველდღიურად უკმევდა და დაუჯდომელს უკითხავდა. ერთხელ, ლოცვის დროს მას ჩაესმა ხატიდან გამომავალი ხმა, რომელმაც ჯვაროსნების მოახლოება ამცნო და უბრძანა, სასწრაფოდ გაეფრთხილებინა ძმები. ბერს ეძნელებოდა ხატის დატოვება, მაგრამ ზეციურმა დედოფალმა უთხრა: „ნუ ზრუნავ ჩემთვის, სასწრაფოდ წადი“. როცა მამა სავანეს მიუახლოვდა, გაოცდა - ხატს, საკვირველი განგებულებით, ადგილი ეცვალა, დაესწრო მისთვის და მონასტრის კარიბჭეზე დაბრძანებულიყო. ამ სასწაულის შესახებ რომ ესმათ, ძმებმა ერთობით ადიდეს უფალი. ამის შემდეგ იღუმენმა თომამ აუწყა მათ, თუ რა უბედურება უახლოვდებოდათ და უთხრა: „ვისაც არ ეშინია და მზად არის მოწამეობისათვის, ჩემთან ერთად მონასტერში დარჩეს, სხვებმა კი აიღეთ საეკლესიო ჭურჭლეულობა და მწვალებელთა რისხვის განქარვებამდე განერიდეთ აქაურობას, რომ თქვენს სარწმუნოებას არ განუდგეთ და გმობით არ სცოდოთ“. ამგვარად, ვისაც წამებისა ეშინოდა, ხევებში, გამოქვაბულებში და მთათა ხეობებში გაიხიზნა, წმიდა იღუმენი კი დანარჩენ ბერებთან ერთად კოშკში ჩაიკეტა - არა შიშის გამო, არამედ მწვალებლობის სამხილებლად.

ჯვაროსნები გარს შემოერტყნენ მონასტერს და კარების გაღება მოითხოვეს. ღირსმა თომამ მიუგო: „განგვეშორენით მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ ვითარცა მოციქული იტყვის: გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,8), შემდეგ კი წმიდა წერილისა და მსოფლიო კრებების დადგენილებების მოხმობით პაპისტების ყველა ცდომილება ამხილა. გამძვინვარებულმა კათოლიკებმა დაარბიეს და ცეცხლს მისცეს სავანე. ალმოდებულ კოშკზე მდგარი ღირსი მამები ლოცულობდნენ, მაცხოვარს ევედრებოდნენ მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობის დამხობას. ლოცვის დასრულების შემდეგ ზეცით მოისმა: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა“. ამ ხმის გაგონებაზე მტარვალები შეძრწუნდნენ, მაგრამ მომხდარი ვერ გულისხმაყვეს.

პროტატში (კარიესი), იბერთა და ვათოპედის მონასტრებში დაცული ბერძნული ხელნაწერების თანახმად წმიდა მარტვილებმა 1280 წლის 10 ოქტომბერს შეჰვედრეს სული უფალს. ისინი სულ ოცდაექვსნი იყვნენ: ოცდაორი ბერი და ოთხი ერისკაცი. ერისკაცთა ვინაობა ჩვენთვის უცნობი დარჩა, მონაზონთა სახელები კი შემოგვრჩა: თომა, ბარსანუფი, კირილე, მიქეა, სვიმონი, ილარიონი, იაკობი, იობი, კვიპრიანე, საბა, იაკობი, მარტინიანე, კოზმა, სერგი, მინა, იოსებ, იოანიკე, პავლე, ანტონი, ექვთიმე, დომენტიანე და პართენი. მათგან უკანასკნელი - პართენ-ეკლესიარქი ცეცხლში გახვეული კოშკიდან გადმოვარდა. ოცდაათი დღე იცოცხლა და თავშესაფრებიდან გამოსულ ძმებს მოუთხრო მომხდარის შესახებ.

ჯვაროსნები ამით არ დაკმაყოფილებულან: ზოგრაფის დაქცევის შემდეგ მთელ წმიდა მთას მოედვნენ და მის ყოველ კუთხეს დაატყვეს ავბედითი კვალი. ამ დროს ვნებულ ღირსმოწამეთა ხსენება ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ ყველა წმიდანთან ერთად იდღესასწაულება სულთმოფენობიდან მეორე კვირას.

◄ გუშინ | დღეს |
ხვალ ►

მოციქული იაკობი, ალფეს ძეtag:www.qwelly.com,2017-10-22:6506411:Topic:12920992017-10-22T14:41:18.682ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

22 ოქტომბერს (ძვ. სტ. 9 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათორმეთთაგან ერთ-ერთ მოციქულს, წმინდა იაკობს, ალფეს ძე

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების…

22 ოქტომბერს (ძვ. სტ. 9 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათორმეთთაგან ერთ-ერთ მოციქულს, წმინდა იაკობს, ალფეს ძე

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3).

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა პელაგიაtag:www.qwelly.com,2017-10-21:6506411:Topic:12921802017-10-21T08:09:41.608ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

21 ოქტომბერს (ძვ. სტ. 8 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პელაგიას

პალესტინის ანტიოქიაში, მეხუთე საუკუნეში, ერთ-ერთ მოცეკვავეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა მდიდარი ქალბატონი პელაგია. საქმიანობიდან და სიმდიდრიდან გამომდინარე, საკმაოდ თავშეუკავებლად ცხოვრობდა, განცხრომასა და სიამეში. მისი ქრისტეს რჯულზე მოქცევა უკავშირდება ედესის ეპისკოპოსს…

21 ოქტომბერს (ძვ. სტ. 8 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა პელაგიას

პალესტინის ანტიოქიაში, მეხუთე საუკუნეში, ერთ-ერთ მოცეკვავეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა მდიდარი ქალბატონი პელაგია. საქმიანობიდან და სიმდიდრიდან გამომდინარე, საკმაოდ თავშეუკავებლად ცხოვრობდა, განცხრომასა და სიამეში. მისი ქრისტეს რჯულზე მოქცევა უკავშირდება ედესის ეპისკოპოსს ნონეს (იხსენიება ყველიერის შაბათს), რომელმაც პელაგია მონათლა, ქრისტეს აზიარა და მოგვიანებით, წმინდათა შორის დამკვიდრების საშუალება მისცა. ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო. ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.

მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.

ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა სერგი და ბაქოს მოწამეებიtag:www.qwelly.com,2017-10-20:6506411:Topic:12918422017-10-20T13:41:54.694ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

20 ოქტომბერს (ძვ. სტ. 7 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს სერგის და ბაქოსს

ქრისტეს შობიდან მესამე საუკუნის მიწურულს და მეოთხე საუკუნის პირველ წლებში, რომელის საიმპერატორო ტახტზე ზეობდა მაქსიმიანე (284-305; 307-310), რომლის სამეფო კარზეც მაღალი თანამდებობა ეკავათ წმინდა სერგის და წმინდა ბაქოსს. ერთგულების გამო, მაქსიმიანეს…

20 ოქტომბერს (ძვ. სტ. 7 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს სერგის და ბაქოსს

ქრისტეს შობიდან მესამე საუკუნის მიწურულს და მეოთხე საუკუნის პირველ წლებში, რომელის საიმპერატორო ტახტზე ზეობდა მაქსიმიანე (284-305; 307-310), რომლის სამეფო კარზეც მაღალი თანამდებობა ეკავათ წმინდა სერგის და წმინდა ბაქოსს. ერთგულების გამო, მაქსიმიანეს განსაკუთრებით უყვარდა ისინი, თუმცა მათი სარწმუნოების, მათი ქრისტიანობის შესახებ არაფერი იცოდა. ქრისტეს მოძულე იმპორატორთან ხმები მიიტანეს - შენი კარისკაცები წარმართულ ღვთაებებს არ ეთაყვანებიანო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში. იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ.

ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. იმავე ღამეს ბაქოსი ღამეული ჩვენებით გამოეცხადა სერგის და განამტკიცა. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა თომა მოციქულიtag:www.qwelly.com,2017-10-19:6506411:Topic:12917642017-10-19T14:08:56.612ZtaShahttps://www.qwelly.com/profile/taSha

19 ოქტომბერს (ძვ. სტ. 6 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნას ათორმეტმოციქულთა შორის, წმინდა თომას ხსენების დღეს

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი…

19 ოქტომბერს (ძვ. სტ. 6 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნას ათორმეტმოციქულთა შორის, წმინდა თომას ხსენების დღეს

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.

ინდოეთში, თომა მოციქულმა უპირველესყოვლისა სამეფო კარის მოქცევა დაიწყო. მან, მეფის ცოლები ქრისტეს რჯულზე მოაქცია. განრისხებულმა მეფემ, მისი ტანჯვა-წამება ბრძანა, მაგრამ არაერთი ცდის მიუხედავად მის წინაშე ინდური კერპები ცვილივით დნებოდნენ.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის).

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►