10 მაისს, დილით გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე (გაბრელიანი).

      მამა იოანე მოღვაწეობდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, ამ მონასტერშივე აღიკვეცა ბერად და აქვე მიაბარა სული უფალს.

წმინდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა არქიმანდრიტისა იოანესი, სადა იგი არა არის ჭირი მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი, ამინ!

საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი...

ტეგები: Qwelly, არქიმანდრიტი, გარდაცვალება, მონასტერი, მცხეთა

ნახვა: 2865

გამოხმაურებები!

"სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა..."

chemi modzgvari, dzlain damakldeba ((((((( <3 natelshi amkopos gmertmaa!

ბოლოს მამაო ორშაბათს ვნახე...

გიორგობა მივულოცეთ მგალობლებმა წმინდა გიორგის მონასტერს... წირვაზე ვიგალობეთ და წამოსვლისას კარში შევხვდი.

დაგვლოცა და გამოგვიშვა...

მერე გაჩერებაზე ვიდექით მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, მამაომაც ჩამოიარა ბაჩოსთან ერთად... მცხეთაში მოდიოდა... მე ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, მცხეთის შესასვლელში... ფანჯარა ჩაუწია და თავისი რიხიანი ხმით:

- დასხედით, წავიდეთ.

- ისაა... მამაო... ჩვენ სადგურისკენ მივდივართ არ შეგაწუხებთ...

- დასხედით კაცო, რა გიყვართ ეს არ შეგაწუხებთ და ზედმეტი ლაპარაკი - გაგვიღიმა და სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა - დავსხედით.

...

ამ კვირის ერთ-ერთ გაზეთში თავის ინტერვიუს ათვალიერებდა და გაკვირვებული ამბობდა - მე რა ვუთხარი და ამათ რა დაწერესო :) 

...

სახლამდე მიგვიყვანა მე და გიო, ჩამოგვსვა, პირჯვარი გადაგვსახა, დაგვლოცა და გაბრუნდა უკან თავის საქმეზე...

ეს იყო ბოლოს... უფრო ადრინდელს მერე დავწერ ხოლმე...

მერე ყველა 1ად ვიქნებით.მთავარია გამოცდები ჩავაბაროთ
და გვახსოვდეს.სიკვდილი

ძალიან დაგვამწუხრა. თავად კი უფალთანაა და იქ კარგადაა, მაგრამ ალბათ მაინც შეწუხდება ჩვენი დამწუხრებით...  (მე კიდევ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა..)

 საუკუნოდ იყავ ხსენება მისი...

გეთანხმები ინო... დღეს მამაო უფალთან ერთად ხარობს... სამწუხაროდ ჩვენი მცირედმორწმუნეობა არ გვაძლევს საშუალებას ჩვენც მისი სიხარული გავიზიაროთ :) თუმცა როგორც ვაჟა ფშაველა წერდა -

სიკვდილსა გლოვა უხდება,

მკვდარს ძმას - ტირილი დისაო...

ჰოდა ჩვენც გვეტირება... :) 


404_მ თქვა:

მერე ყველა 1ად ვიქნებით.მთავარია გამოცდები ჩავაბაროთ
და გვახსოვდეს.სიკვდილი

ჰო.....

(:

წესის აგების ლიტურგიას დინჯად აღასრულებდა... ყველა სტრიქონს ამოიკითხავდა... არ აუჩქარებდა... ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებდა და აბა იქ რაიმე მიფუჩეჩება იქნებოდა?

მსახურების ბოლოს, ჭირისუფალს ამას ეუბნებოდა - ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მას თქვენი დახმარებაო, ახლა არც სასმელი უნდა არც საჭმელი, არამედ მის სულს სჭირდებით და ამიტომ ლოცვას მოუხშირეთო... მას თქვენი კეთილი ცხოვრებით გამოადგებითო...

ახლა მის სულიერ შვილებსაც ეს ჰმართებთ - კეთილი ცხოვრებით გამოვადგეთ მამაოს...

ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო... ალბათ 2008... მაგრამ მახსოვს ჩემი გაკვირვება მაშინ... რაღაც უცნაური მოვლენა ხდებოდა... მაშინ მამა იოანე ბერად აღიკვეცა... ის იყო პირველი მცხეთელი რომელი მონაზვნობის გზას შეუდგა... მე სხვა არ მახსენდებოდა...

წმინდა გიორგის ეკლესია საკმაოდ მცირე ზომისაა... ბერებიც კი ძლივს ეტეოდნენ, სამაგიეროდ მამაოს საყვარელ და მამაოზე შეყვარებულ მცხეთელებს ტაძრის ეზოც გაევსოთ...

ასე იყო გუშინ ღამითაც - მამაოს მესამედ დაბადების დღეს...

სულ პირველად 1982 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა...

ზუსტად ასეც მოხდა ჩემო გიორგი, ზუსტად ასე...

george yirmizashvili_მ თქვა:

და როცა დილის გრილოვანში ოქროს ჩანგი
ამოდ, ამოდ გაიხმიანებს,
სიცოცხლე ჩემი შენთან იხმე უფალო ჩემმო...

წვიმდა... წვიმდა აუჩქარებლად... ნაზად... ცრემლებად... ცამ დაიტირა მამაო...

წვიმდა... წვიმდა აუჩქარებლად... შეპარულად... მალულად... მორცხვად... არშესამჩნევად... მამები ტიროდნენ მამაოს...

წვიმდა... წვიმდა ლოცვით... წვიმდა ჩუმად... წვიმდა შავებს აფერებულად... დედები ტიროდნენ მამაოს...

წვიმდა... წვიმდა ჩქარა... მოგუდულად... ღმუილით... გულში მჯიღის ცემით... სტიქაროსნები ტიროდნენ მამაოს...

წვიმდა... წვიმდა თვალებში... წვიმდა გონებაში... ცრიდა ხმაში... მგალობლები ტიროდნენ მამაოს...

წვიმდა... წვიმდა კოკისპირულად... კვნესით... ვაებით... ოხვრით... თმაგეწეწვით... კოცნით... გულშეღონებით... წვიმდა გარდარეულად... ოჯახი მისტიროდა მამაოს... მისი ოჯახი, მისი შვილები, მისი "მენელსაცხებლე დედები"...

და მაინც, ერთი ადამიანი მაინც ხარობდა - მამაო უფალთან ერთობით ხარობდა!

შენდობას ვითხოვთ თუ რამ შეგცოდეთ და ღმერთმა თქვენც მოგიტეოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი!

ver vijereb , ro chveni tkbili mama ioane agar ar chvens gverdit... dzalian damakldenit mamao!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters