წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა

19 მარტს (ძვ. სტ. 6 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნას

წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა , წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     იმპერატორების მცდელობა ადამიანთა ცნობიერებიდან დაევიწყებინათ წმინდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმპერატორმა ადრიანემ  ბრძანა, მიწით დაეფარათ გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი, ზედ კი წარმათული ღვთაებების, ვენერასა და იუპიტერის სამსხვერპლო დაედგათ.
     უფლის წყალობით, უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები  მაცხოვრის საფლავი და ცხოველსმყოფელი ჯვარი კვლავ განცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანული რელიგია დაკანონდა და იმპერიის დასავლეთ ნაწილში ქრისტიანთა დევნა შეწყდა. ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, მაგრამ ქრისტიანების დევნას კვლავ აგრძელებდა. მხოლოდ მისი საბოლოო დამარცხების შემდეგ განხორციელდა აღმოსავლეთში კანონი რელიგიის შემწყნარებლობის შესახებ. მოციქულთასწორმა იმპერატორმა ღვთის შემწეობით გაიმარჯვა მტრებზე. ბრძოლის წინ მან იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“.
     წმიდა კონსტანტინემ თვისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის მოსაძებნად. დედოფალმა ელენემ ერთი მოხუცი ებრაელისაგან შეიტყო იმპერატორ ადრიანეს მიერ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის ადგილას წარმართული სამსხვერპლოს აგების შესახებ, ბრძანა, დაენგრიათ საკერპო და მოეძებნათ უფლის საფლავი, ნახეს სამი ჯვარი, და ფიცარი, პილატეს მიერ გაკეთებული წარწერით „იესო ნაზარეველი _ მეუფე ჰურიათა“, იპოვეს სამსჭვალნიც. ცხოველსმყოფელი ჯვრის ამოცნობის მიზნით, პატრიარქმა მაკარიმ სათითაოდ შეახო სამივე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი იუდეველი და წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ეს მოხდა 326 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 19 მარტი, Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 558

გამოხმაურებები!

გილოცავთ

RSS

ბლოგ პოსტები

mm2easy-Stitches' Spotlight in Adopt Me: Best Tips for Halloween 2026

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 2:28pm 0 კომენტარი



Stitches' Spotlight is one of the Halloween 2026 minigames in Adopt Me!, challenging players to collect as much Candy Corn as possible while avoiding dangerous red spotlights. With a maximum reward of 5,000 Candy Corn per round and a chance…

გაგრძელება

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters