ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე ერთი ებრაელი შეხვდა, რომელიც ჩვენს წარმომადგენლობაში თითქმის ყოველდღე მოდიოდა და ზურგზე სახელოსნო ყუთი ჰქონდა მოკიდებული. მე შევათვალიერებდი ხოლმე, ის კი თავს მარიდებდა. დღეს მის წინ შევჩერდი. ისიც შეჩერდა და ქართულად რაღაც მკითხა. თურმე ჩემი ვინაობა იცოდა და ჩემთან მოსვლა უნდოდა. ქართველი ებრაელი აღმოჩდა. ქართულად კარგად ლაპარაკობდა. ეტყობოდა, რომ საქართველო ენატრებოდა. იერუსალიმში საქართველოდან წამოსული ორასამდე ებრაელი ცხოვრობდა. ქართული არ დავიწყებიათ. დამპირდა რომ თავისიანებს როგორმე გამაცნობდა.
ნასადილევს რუსეთის ყოფილი საიმპერატორო პალესტინური საზოგადოების მაღალჩინოსნებს ვეწვიე. საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან მდიდარი იყო, რადგან პალესტინაში მიწებსა და უამრავ სახლს ფლობდა და მისი ქონება ინგლისელებს ჰქონდათ დაქირავებული. ახლა საზოგადოება რამდენიმე მოხუც მომლოცველს ეხმარებოდა, რომელნიც ომის შემდეგ აქ დამკვიდრდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე ათას ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს აძლევდა სასულიერო წარმომადგენლობას რუსული მონასტრებისა და ღატაკი ქალების დასახმარებლად (აქ ასობით რომ იყვნენ). ისინი, სხვა მომლოცველებთან ერთად ბოლო ხანებში ჩამოვიდნენ შინ აღარ დაბრუნებულან. ბოლო ომის დროს თურქებმა ციხეში გამოამწყვდიეს, ახლა კი საბჭოთა კომუნისტურ ხელისუფლებას მათი მიღება არ სურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ შინ დაბრუნების სურვილი თავადაც არ ჰქონდათ. მათ არავინ ელოდა, თანაც უთუოდ უარეს დღეში ჩაცვივდებოდნენ ვიდრე აქ, პალესტინაში იყვნენ, სადაც მომლოცველთათვის განკუთვნილ სასტუმროებში ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად მცირე თანხას იღებდნენ საარსებოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და მოხუც ახლობლებს ეხმარებოდა. ეს ქალები ძალიან რელიგიური იყვნენ და ამიტომ მხნეობას არ კარგავდნენ. წირვაზე ყოველდღე დადიოდნენ.
სასულიერო წარმომადგენლობა და პალესტინური საზოგადოება[1] ორი სრულიად განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. დასანანია, რომ ისინი ახლაც კი ერთმანეთში ვერ თანხმდებანი. სასულიერო წარმომადგენლობას მიწა და ჰქონება ჰქონდა შეძენილი, მონასტრებსა და სამლოცველოებს აარსებდა და მომლოცველთა რელიგიურ ცხოვრებას წარმართავდა. პალესტინური საზოგადოება კი დაინტერესებული იყოს სამეცნიერო საკითხებით. იკვლევდა წმინდა მიწას, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს და აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. პალესტინურ საზოგადოებას ძალიან საინტერესო და საკმაოდ ნაყოფიერი წარსული ჰქონდა; სახელდობრ, მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული წმინდა მიწის შესახებ. მე ისიც ვიცოდი, რომ იქ ძველი გამოცემების შეძენაც შეიძლებოდა. ერთმა ჩვენმა ეპისკოპოსმა, რომელიც ჩემამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო იერუსალიმში, პალესტინის საზოგადოებისგან ძალიან ძვირფასი ნაშრომები შეიძინა.
მე არ გამიმართლა. თავაზიანად კი მიმიღეს, მაგრამ მაინც გულდახურულად. მითხრეს, პატარა ბიბლიოთეკა გვაქვს, მაგრამ წიგნები ერთ ოთახშია შეყრილი, ერთმანეთზეა დახვავებული და შინ ვერც კი შეხვალთო. ჩემს შეთავაზებას, რომ ბიბლიოთეკა ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მომეწესრიგებინა, მათ დუმილით უპასუხეს.
გული მწყდებოდა, რომ ამდენი რამ ასე უსარგებლოდ ეყარა. ჩვენ, პოლონეთში, ამ საზოგადოების გამოცემათა სრული სერიები არ გვქონდა.
ამ ორი ორგანიზაციის დაპირისპირებას, ალბათ ფინანსურ საკითხებში უთანხმოება განაპირობებდა. წარმომადგენლობაში ჩიოდნენ, პალესტინურ საზოგადოებას ფული უამრავი აქვს, ხარჯი კი არანაირი, ხოლო ჩვენი საქმე სულ სხვაგვარადაა: ფინანსები არ გაგვაჩნია, უამრავ მოხუცსა და ეკლესიას კი აუცილებლად უნდა დავეხმაროთო. მათი დავა სასამართლომდეც კი მივიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პალესტინურ საზოგადოებას წარმომადგენლობისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი უნდა გადაეხადა.
ერთი გავლენიანი ინგლისელი მღვდლის სანახავად წავედი, გზად კი წმინდა ბასილის მონასტერში შევიარე. ალექსანდრე ცაგარელს მოხსენიებული აქვს ერთი ქართული წარწერა, რომელიც ამ მონასტერში უნახავს. სამწუხაროდ წარწერა ახლა აღარ არსებობს.[2]
ინგლისელი მღვდლის, კანონიკ ბრიჯმანის სახლში ერთ ინგლისელ ჟურნალისტს ბატონ ლამბის[3] შევხვდი, რომელიც მინისტრ ედენს[4] ვარვშავაში ვიზიტისას ახლდა. ბატონი ლამბი ვარშავაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე მიამბობდა, რამდენიმე პოლონური სიტყვაც იცოდა. მამამისი [5], ცნობილი თეოლოგი, კემბრიჯში მოღვაწეობდა. ასე რომ, საერთოდ ბევრი რამ გვქონდა.
კანონიკმა ბრიჯმანმა წმინდა მიწაზე ქართველთა ისტორია კარგად იცოდა და მირჩია, ამ თემის ექსპერტებს, დომინიკელებს, აბელსა და ვინსენტს, ვწვეოდი. იერუსალიმის ისტორიის ახალი კრებული, რომლის გამოქვეყნებასაც ის აპირებდა, თურმე წმინდა იაკობის მონასტერზე ახალ საბუთებს შეიცავდა და ეს საბუთები ქართველთათვის სასიკეთო გახლდათ.
ჩემი თანამემამულე უმუშევარი იყო. ექიმი კი გახლდათ, მაგრამ მუშაობის უფლება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, გამჭრიახი გონება ჰქონდა და საქართველოს ისტორიით იყო გატაცებული. სულ თან დამყვებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამსახური უკვე გამიწია. ჩვენ წარმომადგენელი უნდა გვყავდეს, რომელიც აქ მუდმივად იცხოვრებს. ხანდახან, სახლის აშენებამდე ან საკანალიზაციო სისტემის გაყვანამდე, არქეოლოგიურ გათხრების ჩატარებისას, ქართული წარწერა აღმოჩნდება ხოლმე. კარგი იქნება, პალესტინაში განათლებული ქართველის დასახლება, ვისაც ისტორია ეცოდინება. ამიტომ, ვცდილობ ჩემი თანამემამულე დავარწმუნო, რომ აქ დარჩეს და პარიზში წასვლა გადაიფიქროს. იქ რა უნდა აკეთოს? იქაური ქართველების უმეტესობა უმუშევარია. ახლა მინდა, ინგლისელ მღვდელს ვთხოვო, რომ მას სამუშაო აშოვნინოს. კანონიკმა ბრიჯმანმა ჩემი თხოვნა ჩაიწერა და შემპირდა, რომ ყველაფერს იღონებდა.
აქ სამუშაო დღე ძალიან მოკლეა: ცხრა საათიდან თორმეტის ნახევრამდე და მერე ოთხი საათიდან შვიდის ნახევრამდე.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] პალესტინური მართლმადებლური საზოგადოება (Православное палестинское общество) - რუსული საქველმოქმედო და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1882 წელს.
[2] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 121.
[3] ჯონ როუსონ ლამბი (1865-1945) - კანადელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი
[4] ენტონი რობერტ ედენი (1897-1977) - ბრიტანელი პოლიტიკოსი, 1935-1938 და 1940-45 წლებში საგაროე საქმეთა მინისტრი; 1955-57 წლებში პრემიერ მინისტრი. იგი ვარშავაში იმყოფებოდა 1935 წლის აპრილში.
[5] ჯოზეფ როუსონ ლამბი (1831-1895) - თეოლოგი, ორიენტალისტი
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•