10 ივლისი, პარასკევი

      ნასაუზმევს ერთ მონასტერში წავედი, რომელსაც „სან სალვატორე“ ერქვა. მამა სავინიაკის წერილი ვაჩვენე და თავად წინამძღვარმა მიმიღო დაუყონებლივ. სამწუხაროდ, ქართული ძეგლები იქ საერთოდ აღარ იყო შემორჩენილი. მას შემდეგ, რაც მონასტერს ფრანცისკელები დაეპატრონენ, იგი მნიშვნელოვნად გააფართოვეს, თუმცა წმინდა კონსტატინეს და წმინდა ელენეს ბერძნულ მონასტერზე დიდი მაინც არ იყო. მეგზურად მონასტრის პირველი მდივანი, მამა სტანისლავ ბორკოვსკი მომიჩინეს. იგი პლოკელი იყო. მათ საკმაოდ დიდ ბიბლიოთეკაში ორი ეთიოპიური და ერთი სირიული ხელნაწერი აღმოჩნდა. გარდა ამისა, აქ იყო მდიდარი კოლექცია, რომელშიც თავმოყრილი გახლდათ მომლოცველთა მიერ შესრულებული წმინდა მიწის აღწერილობანი. თვით ეკლესიაში არიანაირი ქართული კვალი აღარ ჩანდა.

      ფრანცისკელთა მონასტრის ბაღი ღატაკებით იყო სავსე. იერუსალიმში ღატაკები ყოველთვის ბევრი იყვნენ. ფრანცისკელები მათ ყოველ კვირაში ათი ათას პურს ურიგებდნენ. „ქრისტიანებს თუკი არ დავეხმარებით, აქ ქრისტიანობა გაქრებაო“, - მითხრა ჩემმა მეგზურმა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იქაურმა მოსახლეობამ ქრისტიანობა შებღალა, რადგან ბიზნესად აქცია. მათთვის მთავარი იყო, რომ ქრისტიანები ყოფილიყვნენ; სხვადასხვა აღმსარებლობათა არსებობა არ ადარდებდათ. მშობლებს შვილები ინგლისურ სკოლაში ხალისით შეჰყავდათ, რათა მათ სკოლის დამთავრების შემდეგ კარგი სამსახურის შოვნა შესძლებოდათ. არ ენაღვლებოდათ, რომ შეიძლებოდა, მართლმადიდებელ ბავშვს ინგლისურ სკოლებში ანგლიკანური აღმსარებლობა მიეღოთ. ამგვარი განსხვავებანი მხოლოდ ბერებისა და მღვდლებისთვის არსებობდა. უბრალო ხალხისთვის ქრისტე ერთი იყო. როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღზევდა და რუსეთი პალესტინის უდაბნოში ოქროს ფანტავდა, აქ მართლმადიდებლობა ყვაოდა (სტატისტიკურად). ახლა ბედი ინგლისელებს უღიმის. პროტესტანტიზმიცა და კათოლიციზმიც მართლმადიდებლობის ხარჯზე აღზევდა. თავად შევხვედრივარ რამდენიმე ანგლიკანელ არაბს, რომელთა მშობლებიც მართლმადიდებლები იყვნენ.

      სან სალვატორეს მონასტრიდან გამოვედი და მონასტრის ტერიტორიაზე აშენებული კათოლიკური სკოლისკენ გავემართე. სკოლა იქ აუშენებიათ, სადაც, გადმოცემის თანახმად, ქრისტე გაშოლტეს. სამწუხაროდ, მამა ლემერი[1] იერუსალიმში არ იყო და მის ნაცვლად მამა ბალდიმ[2] მიმიღო, რომლის სახელი ადრეც გამეგონა. სხვა ნაშრომებთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი: ცნობარი წმინდა მიწის მომლოცველთათვის.[3] ამჟამად ის იტალიურად თარგმნიდა პროფესორ გუსენის[4] ნაშრომს მე-7 საუკუნის იერუსალიმის ლექციონარის შესახებ.[5] მონასტერში ძალიან საინტერესო მუზეუმია. მამა ბალდიმ ერთი ქართველი თავადის უჩვეულო ამბავი მომითხრო: დაახლოებით ოთხი წლის წინ აქ თრმე პოლონეთდან ჩამოსული ქართველი თავადი სწავლობდა და ქართულ ძეგლებს დაეძებდა. თავს მუსლიმად ასაღებდა. შემდეგ მექაში წასულა. იქ შეუტყვიათ, რომ ქრისტიანი იყო და მოუკლავთ. მამა ბალდიმ მისი სახელი ვერ გაიხსენა, მაგრამ დამპირდა, რომ მაცნობებდა. ამ პოლონელი ქართველის ასავალ-დასავალით ძალიან დავინტერესდი. ქართველ ემიგრანტთა წრეებისთვის ამგვარი პიროვნება სრულიად უცნობი გახლდათ.

      შინისაკენ მიმავალმა გზად სომხურ კათოლიკურ მონასტერში შევიარე. სრულიად ახალი შენობა იყო, სიძველეების გარეშე.

      იერუსალიმის გალავანი დანგრეული ქრისტიანული ტაძრების ქვებით იყო აგებული. ერთხანს ამ ტაძრებს განგებ ანგრევდნენ, რომ ქვები გალავნის ასაშენებლად გამოეყენებინათ. ზოგიერთ ქვაზე ჯვარი შევამჩნიე. ასეთი ქვაა, მაგალითად, წმინდა სტეფანეს კარიბჭის თავზე. მითხრეს, კედლის შიდა მხარეს უფრო მეტი ამგვარი ქვა არისო, ამიტომ ნაშუადღევს ძველ ქალაქში სახეტიალოდ გავწიე და კედელს ჩავუარე. სამწუხაროდ, გზა გრძელი არ გამოდგა და ვერაფერი ვნახე. არაბულ უბანში აღმოვჩნდი. იქ ბიჭებმა დამინახეს და ყვირილი ატეხეს: „ჩური, ჩური“ (მღვდელი, მღვდელიო), ქვებიც დამიშინეს. მადლობა ღმერთს, არაფერი შემემთხვა. ფეხი არ ამიჩქარებია რათა შიში არ დამტყობოდა. მართალია, იქ ბევრი სკოლა და მონასტერია, ბავშვები მაინც საშინლად უზრდელები არიან. ნეტავ, ეს რით აიხსნება?

      ფიქრებში ისე ვიყავი წასული, ვერც კი შევამჩნიე, რომელიღაც კათოლიკურ მონასტერს როგორ მივუახლოვდი. მონასტერი საფრანგეთის მთავრობას ეკუთვნოდა; იქ სახელმგანთქმული სამღვდელონი ცხოვრობდნენ. იმ ადგილას, სადაც ახლა მონასტერია, ადრე ბეთესდა[6] იყო. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. თვით ეკლესია იმ ადგილას იყო აშენებული, სადაც, გადმოცემის თანახმად, ანა და იოაკიმე ცხოვრობდნენ. ერთი ბერი, ბურგუნდიელი ფრანგი, გამომყვა და მონასტერში ყველა საინტერესო სიძველე მაჩვენა. ქრისტეს მიერ ხეიბრის სასწაულებრივი განკურნების ისტორია[7] ბეთესდას წინ ყველა ენაზე იყო დაწერილი. ქართული წარწერა მე-18 საუკუნის ლათინურ შრიტფს მივამგვანე.

      იქვე ახლოს მდებარე ბერძნულ მონასტერში ახლახან ნანახის შთაბეჭდილებით დატვირთული შევედი. გადმოცემის თანახმად, ამ მონასტრის ეკლესიაც იოაკიმეს და ანას ნასახლარზე დგას. მაჩვენეს კიდეც ის ადგილი, სადაც ეკლესიის ქვეშ აკლდამაა. სავარაუდოდ, ძველად აქ სამლოცველო იყო. სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარებისას იქ ძალიან ძველი ხატი და მოზაიკური იატაკი აღმოჩნდა. მიწის პირიდან რამდენიმე მეტრით დაბლა ვიყავიით, კედლები დანესტიანებული იყო, ჰაერი - ჩახუთული. ოჯახი, რომელიც ქრისტიანული გადმოცემით, მდიდარი იყო, ასეთ პირობებში არ იცხოვრებდა. იქნებ ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ, რომელიც თანდათან მიწაში ჩაეფლო, ხოლო შემდეგ მიწის ფენას ნანგრევებიც დაემატა? ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირადაა გეთსიმანიაში ღმრთისმშობლის ბაზილიკა, რომლის კარიბჭეც ახლა იმ ფანრჯის ადგილასაა, ადრინდელი კარიბჭის ზემოთ რომ იყო. ახლა ის ძველი კარი აკლდამის გვერდით მდგარი შენობების ნგრევისა და დაშლის შედეგად მიწაშია ჩაფლული. ძველი იერუსალიმის დონეზე ჩასასვლელად 5-6 მეტრის ამოთხრა დაგვჭირდებოდა.

      წირვა დილაადრიან დამთავრდა. უფლის საფლავის ეკლესიის წინამძღვარმა, ბერძნული საპატრიარქოს პირველმა არქიმანდრიტმა, თავის სენაკში ყავაზე მიმიწვია, შემდეგ კი დასაძნებლად დავწექი. ფანჯარაში მზის პირველი სხივები შემოიჭრა. მესმოდა, მუეძინი სალოცავად როგორ მოუხმობდა მორწმუნეებს მინარეთიდან. დიდხანს ვერ დავიძინე. იმაზე ვფიქრობდი, რაც წინამძღვარმა მითხრა, ქართველები აქ ოდესღაც ძლიერნი იყვნენ, მაგრამ ახლა იმ დიდებას ვეღარ დაიბრუნებენო. „ყველაფერი სომხების გამო დაკარგეთ, - თქვა მან, - ასეთია ცხოვრების მდინარება! ადამიანი იბადება, ვაჟკაცდება და მერე კვდება“ მაშ, მისი აზრით, საქართველო უკვე მკვდარია და ჩვენი აღსასრულიც დადგა? ნუთუ ეს მართლა ასეა? ალბათ, ამ შემთხვევაში ჩვენს დამოკიდებულას წმინდა მიწის, ჩვენი ძველი ძეგლებისა და ჩვენი ძველი კულტურის აკვნის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება. მაგრამ თუკი ამას გადამწყვეტი მნიშვნლობა არა აქვს, მაშ რაღას უნდა ჰქონდეს? გონებას ვძაბავდი, რომ მეპოვა ძალა, რომელიც გამომაცოცხლებდა, აღმაფრენას შემმატებდა და მივხვდი, როგორ გვაკლდა თავმდაბლობა და სისპეტაკე. იქნებ, მათ შესწევთ ამის ძალა, ვინც წერს და ლექციებს კითხულობს? არაფრის დიდებით! ამის ძალა ერს, მხოლოდ ერს შეიძლება ჰქონდეს! მე კი რა შორს ვარ ახლა ერისგან!

Qwelly, ლიტერატურა, დღიური, გრიგოლ ფერაძე, იერიქონის ვარდები

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] მამა პოლინ ლემერი (1896-1963) - ფრანცისკელი ბერი. 1929-1963 წლებში იგი იყო ფრანცისკელთა ბიბლიური კვლევების ინსტიტუტის (Studium Biblicum Franciscanum) პროფესორი. აღნიშნული სასწავლებელი, რომელიც ძველ იერუსალიმში მდებარეობს, წარმოადგენს რომის კათოლიკური ეკლესიის ბიბლიური კვლევებისა და არქეოლოგიური უნივერსიტეტის, „ანტონიანუმის“, ფაკულტეტს.

[2] ნანა დონატო ბალდი (1888-1965) - ფრანცისკელი ბერი, ბიბლიოლოგი, პალესტინოლოგი და ისტორიკოსი. 1938-1940 და 1950-1963 წლებში იერუსალიმის Studium Biblicum Franciscanum-ის დირექტორი იყო.

[3] D. Baldi, Enchiridion Locorum Sanctorum. Documenta S. Evangelii loca respicientia, Jerusalem, 1935, 1982.

[4] ჰაინრიხ გუსენი (1863-1927) - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგოლ ფერაძის ხელმძღვანელი გერმანიაში სწავლისას.

[5] H. Goussen, Uber georgische Drucke und Handschriften, die Festordnung und den Heiligenkalender des altchristlichenJerusalems betreffend, Monchen-Gladbach, 1923.

[6] ბეთესდა - არამეულად მოწყალების სახლი.

[7] მაცხოვრის მიერ აღსრულებული ამ სასწაულის შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარებაში (იხ. იოანე, 5, 1-9).

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 294

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters