ყვავილები ელჯერნონისთვის - დანიელ კიზი

← დასაწყისი

Algernon, Daniel_Keyes, IQ, flowers, flowers for Algernon, literature, qwelly, rorschach, test, გამოცდა, განვითარება, განუვითარებელი, დანიელ კიზი, დანიელ_კიზი, ლიტერატურა, რორ_შაჰი, ტესტი, ქველი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ყვავილები_ელჯერნონისთვის, ცნობილი ავტორი

მიხშეული წედეგების ანგარიწი N2

4 მრტი

      დღეს გამოცდა მქონდა. მემგონი ჩავიჭერი და ეხლა წეილება აღარ გამომიყენონ. რა მოხდა და პეროფესორ ნიმურის კაბინეტში მივედი სადილის დროს როგორც იმათ მითხრეს და იმისმა დივანმა სადღაც მიმიყვანა კარზე ფსიქ განყოფილება ეწერა დიდი დერეფანი და ბევრი პატარა ოთახი და მარტო მაგიდა და სკამები იყო. ერთ ოთახში კარგი კაცი იყო და თეთრი ფურცლები ქონდა და მელანი ქონდა გადასხმული. იმან მითხრა დაჯექი ჩარლიო და მოდუნდი და კონფორტულათ მოეწყეო. თეთრი რაღაცა ეცვა ექიმივით მარა მემგონი ექიმი არ იყო იმიტორო არ მითხრა პირი გააღე და ა თქვიო. მარტო ის თეთრი ფურცლები ქონდა და ეგ იყო. ბერტი ერქვა. გვარი დამავიწყდა ცუდათ მახსოვს ხოლმე რაღაცეები და იმიტო. არ ვიცოდი რა უნა ექნა და სკამს მაგრა ჩავაფრინდი სტუმატოლოგთან რო ვარ ხოლმე ხანდახან ეგრე ბერტი არც სტუმატოლოგი არარი მარა მეუბნებოდა მოდუნდი მოდუნდიო და მაგრა შემეშინდა იმიტორო ეგრე რო მეუბნებიან მერე მტკენენ ხოლმე.

      ბერტმა მითხრა ჩარლი აბა რასა ხედავ ამ ქაღალდზეო. ზედ მელანი იყო დაღვრილი და ჩემი კურდღლის ფეხი კი ჯიბეში მქონდა მარა მაინც მაგრა წემეწინდა იმიტორო პატარა რო ვიყავი სკოლაში გამოცდებში სუ ვიჭრებოდი და მელანსაც ვღვრიდი ხოლმე.

      ბერტს უთხარი თეთრ ქაღალდზე მელანი ასხია მეთქი. ბერტმა თქვა ჰო და გაიღიმა და კარგათ გავხდი. დანარჩენი ქაღალდების ამოტრიალება გააგრძელა და მე უთხარი რო ვიღაცამ შითელი და წავი მელანი გადაასხა ფურცლებს მეთქი. მე ვიფიქრე რა ადვილი გამოცდა იყო მეთქი და ავდექი წასასვლელათ მარა ბერტმა გამაჩერა მითხრა დაჯექი ეხლავე ჩარლი ჯერ არ დაგვიმთავრებიაო. კიდე რაღაცეები უნა გავაკეთოთ ამ ქაღალდებითო. ეგ ვერ გავიგე მარა მახსოვდა რო ექიმა სტრაუსმა მითხრა ყველაფერი გააკეთე რასაც გამომცდელი გეტყვის უაზროც რო იყოს იმიტორო გამოცდააო.

      კარგათ არ მახსოვს ბერტმა რა თქვა მარა მახსოვს რო უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა იყო. მელანში ვერაფერს ვერ ვხედავდი მარა ბერტმა თქვა მანდ ნახატიაო. ნახატს ვერ ვხედავდი. ძაან ვცადე დანახვა. ჯერ ახლოს დავიჭირე ქაღალდი მერე შორს. მერე ვთქვი სათვალე რო მქონდეს დავინახავ მეთქი სათვალე კინოწი მიკეთია და ტელევიზორს რო უყურეფ ხოლმე მაშინ მარა მე ვთქვი იქნებ ნახატი ესე უფრო დავინახო მეთქი. გავიკეთე და აბა კიდე მანახეთ ფურცელი ეხლა კი ნაღდათ დავინახავ მეთქი.

მაგრა ვეცადე მარა ნახატებს ისევ ვერ ვხედავდი მარტო მელანს. ბერტს უთხარი იქნებ ახლა სათვალე მჭირდება მეთქი. ქაღალდზე რარაცა დაშერა და წემეწინდა გამოცდაწი ჩავიჭერი მეთქი. ჰოდა უთხარი ძაან ლამაზი მელნის ნახატია და გარშემო მაგარი შინშკლები აქვ მეთქი მარა თავი გაიქნია და ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მე ვკითხე სხვები ხედავენ რამეს მელანწიმეთქი იმან კიო მელნის ლაქაში ნახატებს შარმოიდგენენო. ქაღალდზე რო მელანია მაგას მელნის ლაქა ქვიაო.

      ბერტი ძაან კეთილია და ნელა ლაპარაკოფს როგორც მის კინიანი თავის კითხვის გაკვეთილებზე წენელებული განვითარების ზრდასრულებისთვის სადაც კითხვის სასწავლად დავდივარ. ამიხსნა, ეს რორ შაჰის ტესტიაო. ხალხი მელანში რაღაცეებს ხედავსო. მე უთხარი აბა სადამეთქი.

      არ მანახა მეუბნებოდა იფიქრე წარმოიდგინე რო რაღაცაა ფურცელზეო. მე უთხარი მელნის ლაქა შარმოვიდგინე მეთქი. იმან თავი გააქნია ესეიგი არც ეგ არ იყო სშორი. მითხრა რას გაგონებსო შარმოიდგინე ვითომ რაღაცააო. თვალები დავხუჭე დიდიხანი რო შარმომედგინა და მერე უთხარი რო შარმოვიდგინე მელნიანი ბოთლი თეთრქაღალდზე მოაპირქვავეს მეთქი. ეს რო უთხარი იმას ფანქრის წვერი მოუტყდა და ავდექი და გამოვედი.

      მემგონი იმ ვიღაც შაჰის ტესტი ვერ ჩავაბარე.

ტეგები: Qwelly, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, რორშაჰი, ფანტასტიკა, ქველი

ნახვა: 2088

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters