23 აგვისტო, კვირა

      ოთხ საათზე უნდა ავმდგარიყავი და რუსულ მონასტერში წავსულიყავი. ერთ იქაურ ბერთან ერთად იორდანესა და იორდანიის უდაბნოში მდებარე რამდენიმე მონასტრის მონახულებას ვაპირებდი. საწოლში ვიწექი და თვალს ვერ ვხუჭავდი. სასტუმროს ბაღიდან არაბების საუბარი და სიცილი მოისმოდა. საათი ავიღე და რას ვხედავ ღამის 12-ზე გაჩერებულა. ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა! რა დრო იქნებოდა? სიჩუმეს მივაყურადე და რამდენიმე წუთის შემდეგ, საუკუნეებად რომ მეჩვენა, ხმა გავიგონე. სულაც არ მეხალისებოდა, რომ უნდა ავმდგარიყავი და არაბული სასტუმროს დერეფანში სრულიად უცხო ადამიანისთვის ასე გვიან მეკითხა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სამის ნახევარი იყო.

      ზუსტად ერთი საათის შემდეგ ავდექი და რუსული მონასტრისკენ გავეშურე. რამდენიმე ქუჩა და პატარა მოსახვევი უნდა გამევლო. ქუჩის პირას მდგარი დიდი შენობა ჟანდარმერიის მთავარი სამყოფელი გახლდათ. ცოტა იქით კი, პატარა ბაღის უკან მდებარე შენობაში, ის ბერი ცხოვრობდა.

      პოლიციელმა გამაჩერა. როცა ნახა, რომ მღვდლის სამოსელი მეცვა, გამიშვა. ქუჩაში არაბები იწვნენ და მძინარე არაბებზე უნდა გადამებიჯებინა, რომ გზა განმეგრძო.

      ჟანდარმერიის კართან გამაჩერეს. ორი ჟანდარმი მომიახლოვდა. ერთი რაღაცას მეუბნებოდა, მეორემ კი შაშხანა მომიშვირა. ბოლოს ერთი თავის უფროსთან წავიდა, ხოლო მეორეს დაავალა, ბერის სახლამდე მივეცილებინე, რომ შეემოწმებინა, მართალი ვუთხარი, თუ არა.

      ბერი ისევ საწოლში იწვა, რადგან ავად იყო. ძლივს ლაპარაკობდა. თუმცა მითხრა, რომ ერთ არაბ მუშას გამომაყოლებდა.

      მზე ამოიწვერა, როცა უდაბნოს გზას დავადექით. არაბი ძალიან დაღლილი იყო, რადგან მთელი ღამე ემუშავა. ახლა კი ვირზე იჯდა და ისე მოდიოდა. მე მისი საფასურიც უნდა გადამეხადა და ვირისაც, რაც საკმაოდ ბევრი გახლდათ. ამიტომ ჩემთვის სახედარი ვეღარ ვიქირავე. ასე რომ ის ვირზე იჯდა, მე კი ფეხით მივყვებოდა.

      რუსული მონასტერი ძველი ქრისტიანული ტაძრის ადგილას იდგა. მცირე სამლოცველოში ბერძნული მოზაიკური წარწერაა, რომელიც 566 წლით თარიღდება. ეს წარწერა გამოსცეს მამა აბელმა და პროფესორმა როსტოვცევმაც. ყოველი შემთხვევისთვის ასლი მაინც გადავიღე.

      წმინდა მდინარე იორდანესთან აგებულ მონასტერთაგან ყველაზე ძველი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ბერძნული მონასტერია. ომამდე ცოტა ხნით ადრე მონასტერი მიწისძვრამ დააზიანა. მისი ზედა ნაწილი ისე ჩამოინგრა, რომ მხოლოდ სამლოცველოღა დარჩა. ეს ის ადგილია, სადაც ცაგარელმა ორი ქართული წარწერა ნახა. მან ამ წარწერების ასლები გამოაქვეყნა.[1] ამჟამად მხოლოდ ერთი წარწერაა დარჩენილი. არქიმანდრიტი მას ძალიან გულმოდგინედ უვლიდა. ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადე. მან მდინარესთან ჩამიყვანა და იქ ვიცურავეთ. მდინარე საშინლად იყო დაბინძურებული. მონაცრისფრო მასა ძალზე სწრაფად მოედინებოდა. განიერი არა, მაგრამ ღრმა და სახიფათო ნამდვილად იყო.

      ამ მდინარესთან თითქმის ყველა ქრისტიანული აღმსარებლობის მონასტრის ნახვა შეიძლება. პირველი - ბერძნული მონასტერია, შემდეგ ლათინური, რუსული (შემოუღობავი), ეთიოპიური და რუმინული. მდინარიდან ცოტა მოშორებით, იმავე ნაპირზე, ხელოვნურად გაშენებული ხეივნის უკან, სირიული, სომხური და ბულგარული მონასტრებია. ყველა მონასტერი მდინარეს გადაჰყურებდს. იქვე იყო აუზები მომლოცველებისთვის. მონასტერში ბევრი ბერი არ იყო. იქაურობა ჩამკვდარი ჩანდა. ახალი მშენებლობები მხოლოდ სირიელთა და სომეხთა მონასტრევშია. გავიფიქრე, რომ დროთა განმავლობაში ეს ადგილი შეიძლებოდა სამონასტრო ცხოვრების საერთაშორისო ცენტრად გადაქცეულიყო. სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთისგან ძალიან ცოტას სწავლობენ და სარგებელიც ნაკლები აქვთ. ფანატიზმი და გონებაშეზღუდულობა თვალშისაცემი არსად ისე არ არის, როგორც აქ, წმინდა მიწაზე.

      ამ მონასტრებიდან მხოლოდ ეთიოპიურს ვეწვიე. ძალიან გულთბილად მიმიღეს და საუცხოო შავი ყავით გამიმასპინძლდნენ.

      მე და ჩემი არაბი კვლავ გზას გავუდექით. ის ახლაც ვირზე იჯდა და მე კი ფეხით მივდიოდი. აუტანელი სიცხე იყო. ვნანობდი, რომ იერიქონში ქოლგა არ ვინათხოვრე ან ხეირიანი ქუდი მაინც არ წამოვიღე. ბერის თავსაბურავი მზისგან ვერ მიფარავდა და მხოლოდ დიდებულ მომავალზე ოცნება, რომ აქ პატარა ქართული სამლოცველოსა და მონასტრის აშენებას ოდესმე მაინც შევძლებდით და ამით ჩვენს გასაცოდავებულ კულტურულ ცხოვრებაში დადებით წვლილს შევიტანდით, მაძლევდა ძალას, რომ მოგზაურობა განმეგრძო.

      უდაბნო გავიარე და წმინდა გერასიმეს[2] მონასტერს მივუახლოვდით. მონასტერს შორიდანვე ვხედავდუთ, ჯერ ახლოს მეგონა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვედო. უდაბნოში ერთ ბერს შევხვდი, რომელიც ამავე მონასტერში მოდიოდა. ვირზე მარჯვედ იჯდა, მარჯვენა ხელში ქოლგა ეჭირა. ალბათ, მარტო სიარული არ უნდოდა და მაშინვე დამიწყო გამოკითხვა, სადაური ვიყავი და სად მივდიოდი.

      წმინდა გერასიმეს დიდ თაყვანს სცემენ ეკლესიაში. წმინდა მიწის ერთი ცნობილი მომლოცველი - იოანე ფოკა[3] ერთ ქართველს შეხვედრია, რომელიც წმინდად ცხოვრობდა. იგი მას „იბერიელს“ უწოდებდა, რაც ინგლისელებისთვის „ესპანელს“ ნიშნავს. წმინდა გერასიმეზე ზღაპრული ლეგენდებია: მოთხრობილია, როგორ ცხოვრობდა ლომებთან, რომელნიც ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ მას.

      ახლანდელი მონასტერი თანამედროვეა, ძველის ნანგრევებზე აშენებული. უდაბნოში შორიდანვე იოზისივით მოჩანს. წმინდა გერასიმეს საფლავი სადღაც უდაბნოშია. გადმოცემის თანახმად საფლავი ლომმა გათხარა.

      მონასტერში ვისადილეთ. საჭმელი მცირე, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო. არქიმანდრიტმა ქოლგა მომცა და შუადღის ორი საათი იქნებოდა, როცა გზას უკან, იერიქონისაკენ გავუდექით. შემომთავაზეს, მკვდარ ზღვაზე წავიდეთო, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 125-126. სამწუხაროდ, 2002 წელს ქართული ექსპედიციის მუშაობის დროს წარწერები ადგილზე აღარ აღმოჩნდა.

[2] წმინდა გერასიმე იორდანიელი (+475) - პალესტინის მეუდაბნოე, მდინარე იორდანეს ნაპირზე მონასტრის დამაარსებელი.

[3] იოანე ფოკა (XII ს.) - კრეტელი ბერი, რომელმაც წმინდა მიწა და სირია 1185 წელს მოიარა და თავის მოგზაურობა აღწერა. იხ. Patrologia Graeca, ed. J.P. Migne, Paris 1858, vol. 133, col. 928-963; The Piligrimage of Joannes Phocas into the Holy Land, from the Leo Allatius editio, თარგმნა A. Stewart [in:] Palestin Piligrim's Text Society, London, 1889, V.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 265

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters