საპყარს!
გწერს შენი ბაყდარი
ალბათ ვიღაც იტყვის: ეს ჩვენი ბაყდარი კი არ იბრძვის, ეტყობა, სადმე ჩირგვებში ზის და წერილებს წერილებზე წერსო. მართალიც იქნება ამის მთქმელი, ცოდვა-მადლის ჩირგვებში ვზივარ, ჩემო საპყარ. ირგვლივ იმხელა ცოდვა-ბრალი ტრიალებს, ამხელა კაცს, როგორც შენ ამბობ ხოლმე, გაბერილი თავიც კი აღარ მიჩანს იქიდან.
ისე, მართლა ჩირგვებიანი და ჭაობიანი ადგილია აქ. თუ კარგად არ იცი მისასვლელ-მოსასველი გზები, ისე ჩაეფლობი ჭაობში, ვეღარც ამოხვალ. მერედა, როგორ იცის ჭაობმა ჩათრევა?!
ეტყობა ცხოვრების ჭაობიც ეგ არის. თუ ერთხელ ცოდვაში ფეხი ჩადგი, მერე მეორესაც ჩადგამ, მერე მუხლებამდე ჩაიძირები ცოდვის ჭაობში, მერე - წელამდე, გითრევს და გითრევს ცოდვის ჭაობი, თან კი გინდა ამოხვიდე, მაგრამ თან შიგ ყოფნა გსიამოვნებს და ისე ჩაიხრჩვები ერთხელაც იქ, ვერც კი გაიგებ.
დღეს ერთი საშნელი ცოდვის მომსწრე გავხდი. არც კიმინდა გული დაგიმძიმო მაგრამ როგორც შენ მწერ ხოლმე, როცა გულს რამე დაგიმძიმებს და შენ მოგწერ რაღაცა შვებას ვგრძნობო. მეც ასევე ვარ ჩემო საპყარ.
დღეს ცხენ-ურმით მე და ერთ რუსს ტყვია წამალი გადმოგვქონდა ჭაობიან ბუჩქნარებს შორის.
მძიმედ იყო დატვირთული ურემი, ძლივს ეწეოდა საყალი ცხენი, მე ურემს უკნიდან ვაწვებოდი, რომ ცხენს უფრო იოლად ევლო ჭაობიან გზაზე. რუსს ცხენის აღვირი ეჭირა და წინ მიუძღვებოდა. ცხენი ფაშატი იყო და სულ ორიოდე კვირის კვიცი ჰყავდა, საცოდავი სულ კუნტრუშკუნტრუშით მიჰყვებოდა ურემში შებმულ დედამისს. ხან ერთი მხრიდან ამოუდგებოდა, ხან - მეორედან, თითქოს ამით დედას ტვირთვის ზიდვაში ეხმარებოდა, ხან ისე ჩაეფლობოდა ჭაობში, მე რომ არა შიგ ჩარჩებოდა. ისე გეუბნები, მე რომ არა მეთქი, თითქოს დღევანდელი დღის გმირი გწერდეს ამ აბავს.
უცებ ცხენ-ურემი ისეთ ჭაობში ჩაგვეფლო, ვეღარ ამოგვყავს. მე ურემს ვეზიდები, ის რუსი კი ცხენს ურტამს.
- ცხენს რას ურტყამ, გამოვხსნათ და ურემი ისე გავათრიოთ-მეთქი, - დამტვრეული რუსულით ვუთხარი.
- არაო, - ურტყამს - მე თუ ომში ვარ, ესეც ომშია და ომი ყველასთვის ომია გინდა კაცი იყოს და გინდა ცხენიო.
ურტამს და ურტყამს.
ერთი კი ვიფიქრე: ჩავკრავ ახლა ამას ამ მარჯვენა მუშტს და ჩავაძვრენ ამ ჭაობში-მეთქი, მაგრამ ადამიანიშვილია, ღმერთის შვილია, ღმერთის სული უდგას, მე რა ვიცი, ღმერთისა კი არა, ეშმაკისა სდგომია, დააძრო მაუზერი და არ დაახალა შუბლში ამ ცხენს, თანაც რუსულად შეუკურთხა.
რა ვქნა, არ ვიცი, ურემი მყავს ამოსათრევი ჭაობიდან, დღეს რომ ტყვია-წამალი არ მივიტანოთ შტაბში, არ იქნება, ჩვენს იმედზეა მთელი ასეული.
გამოვხსენი ურმიდან მკვდარი ცხენი, იქით გავათრიე და ურემს დავუწყე ამოთრევა. ის კი დგას და კი არ მეხმარება, მოწმესავით მიყურებს. პატარა კვიცმა დედამისთან მიირბინა და ისევ ცოცხალი ჰგონია, ტუჩებით ეთამაშება.
მე ურემს ვეძაგრები და ისევ გავარდა მაუზერი.
ავიხედე - მოწყვეტით ჩაიჩოქა კვიცი დედის მუხლებთან.
- რა ქენი მეთქი! - ამაზე კი მთლად გადავირიე და ორივე ხელით ჰაერში ავწიე, რო ჩამეთხლიშნა ჭაობში.
- იზვინი, სტარიკ, - მეუბნება - უდედოდ მაინც ვეღარც ეგ იცოცხლებდაო.
ძლივს დავმშვიდდი.
ვეძგერე ურემს და ისეთი სირბილ-სირბილით მიმქონდა შტაბისაკენ, ის რუსი ვეღარ მეწეოდა.
ახლა ვზივარ ჩემს სანგარში, საღამოა და ამ წერილს გწერ. თან ამ ამბავმა ის დოღი გამახსენა, ბაღათერაის სულის მოსახსენებლად რომ გავმართეთ სოფელში.
გახსოვს, აპარეკას რა მაგარი ცხენი ჰყავდა?
საღარს ეძახდა.
სულ იმის ქებაში იყო. დოღში ბადალი არ ჰყავდა, თანაც თვითონ მიამბო აპარეკამ, ერთხელ მთვრალი ნაბადში გავეხვიე და მინდორში დავიძინეო, მგლები დასცემიან იმ ღამეს და მთელი ღამე თურმე ცხენი პატრონის გარშემო დარბოდა და წიხლებით იგერიებდა მგლებს.
ბაღათერაის სულის სახსენებელ დოღში როგორ გადაუხადა თავის ცხენს სიკეთე.
მახსოვს, სულ წინ მირბოდა საღარი. უცებ ხრამში წაიბორძიკა და ფეხი იტკინა. აპარეკა ჩამოხტა და ცემა დაუწყო საღარს. წამოაყენა, შეაჯდა ზედ და ისევ გააჭენა. აშკარად ეტყობა, ვეღარ მიდის ცხენი. აპარეკაი ურტყამს, მიჩვეულია დოღში პირველობას.
თანდათან ასწრებენ სხვა მხედრები.
ახლოვდება ფინიში.
ვეღარ მიდის ცხენი. ყველამ გაასწრო.
რო დაინახა, რო ბოლო მივიდა, ჩამოხტა, გააძრო ხანჯალი და მუცელში გაუყარა საღარს.
გაოგნდა ხალხი.
- რაისთვის მოჰკალი, მამავ, საღარი?! - დაარღვია სიჩუმე აპარეკაის პატარა ბალღმა.
- უვარგისი არც ცხენი მინდა და არც შვილი, - დაიღრიალა აპარეკამ.
- არც მე მინდა უვარგისი მამაი! - თვალცრემლიანი გაბრუნდა პატარა ბიჭი და მუხლმოკვეთლი აუყვა პატარა ფერდობს.
- შამობრუნდი! შამობრუნდი-მეთქი, ბალღოო, არ მოგდისა ჩემი ლაპარაკი.
ბიჭი არ შემობრუნებულა.
- შამობრუნდი, თორო ბატკანივით დაგკლავ! - დაიღრიალა აპარეკავ.
ბიჭი მაინც არ შემობრუნდა.
ფერდობზე გაიჭრა აპარეკი, რამდენიმე ნახტომით წამოეწია ბიჭს, ქოჩორში წაავლო ხელი, დაუწია თავი და მართლა ბატკანივით დაკლა საცოდავი.
მე მაშინდელი ბუნების სიჩუმე დღესაც ყურებში მიდგას.
მარტო აპარეკას არაადამიანური ღრიალი არღვევდა ხალხისა და ბუნების სიჩუმეს:
- უვარგისი არც რა მინდა, არც ბალღ და არც ცხენი, არც რა, არც რა, არც რა მინდა!!!
აი, ახლა ვზივარ სანგარში და ვფიქრობ:
როგორა ჰგვანა ის რუსი და აპარეკი ერთიმეორეს და მე?
განა მე კი კაცის მკვლელი არა ვარ?
განა მე არ ვხოცავ გერმანელებს?
აპარეკას, ჩემსა და რუს შორის, ის განსხვავებაა, რომ ისინი ცოფიანი მკვლელები არიან და განურჩევლად ხოცავენ შვილსა და კვიცებს.
მე მშვიდი მკვლელი ვარ.
ომი რაღაცას ამარლებს, ჩემო საპყარ, მაგრამ, მაინც რო მკვლელი ვარ?
საზარელი სიჩუმეა ამ წუთში. ცაზე ამოდის და ისიც ჩუმად.
იმ მთვარის შუქზე ვამთავრებ ამ წერილს.
ან რა დასაწერი იყო, ან რა გასახსენებელი?!
ბაყდარი
ფრონტზე
1944
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Several weeks have passed since the release of WoW TBC Anniversary Edition, Most players have already hit Level 70, unlocked full Outland zones, and cleared early dungeons.Basic exploration is no longer the focus—Knowing how to make good use of the gold coins you have becomes very important.
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
The official March update for Arc Raiders explicitly mentioned a reduced drop rate for rare blueprints. Many players also reported a mismatch between the rewards and risks of key rooms. This was especially true after the Shrouded Sky update on February 24th, which introduced the harsh Hurricane map and two new high-difficulty Arc Raider enemies, Firefly and Comet. The blueprints dropped by these enemies became increasingly difficult to obtain, making it harder for average players to quickly…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated Diablo IV Season 12, officially named Season of Slaughter, is just around the corner—kicking off on March 11th and lasting for about 7 weeks as a transitional season leading up to the Lord of Hatred DLC. This season brings a wave of exciting updates centered on "slaughter joy", with three core mechanics that redefine your adventure in Sanctuary, each designed to amplify the fun of intense combat
Become the Butcher
You can embody the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Path of Exile's latest update, POE 3.28 (Mirage League), has officially launched—bringing a wave of new content, rebalanced mechanics, and fresh challenges that have reignited the passion of players worldwide. As a brand-new seasonal update, POE 3.28 introduces core changes that directly impact your in-game progress, with several key highlights you won't want to miss.
New Mirage League Mechanic
The core of POE 3.28 is the Mirage League,…
© 2026 George.
•