ყვავილები ელჯერნონისთვის - დანიელ კიზი

← დასაწყისი

კონცერტი, ოპერაცია, operation, concert, surgary, Algernon, Daniel_Keyes, IQ, flowers,

მიღწეული შედეგების ანგარიში N7

11 მარტი

      ოპერაცი მტკივნეული არ იყო. ექიმა სტრაუსმა გამიკეთა სანამ მეძინა. არ ვიცი როგორ იმიტორო არ მიყურებია მაგრამ 3 დღე თვალებზედა და თავზე სახვევები მქონდა წემოხვეული და აქამდე მიღწეული შედეგების ანგარიშს ვერ ვწერდი. გამხდარი ექთანი მიყურებდა როგორ ვწერდი და მითხრა მიღწეულს არაშორად შერო და მაჩვენა როგორ უნდა დამეწერა შედეგების ანგარიშიც და მარყიც. უნდა დავიმახსოვრო. ძალიან ცუდათ მახსოვს ხოლმე სწორათ როგორ უნდა დავშერო. ჰოდა ეხლა სახვევები მომხსნეს თვალებიდან და მიღწეული შედეგების ანგარიშის დაწერა წემილია. მარა თავზე კიდე მაქვს სახვევები.

      რო შემოვიდენ და მითხრეს ოპერაცის დროაო წემეშინდა. საშოლიდან ამაყენეს და მეორე საშოლზე დამაშვინეს და ბორბლები რო ქონდა და ოთახიდან გამაგორეს დერეფანში. მერე ოთახისკენ. ქირურგიული განყოფილება ეშერა. ძაან გამიკვირდა დიდი მშვანე კედლებიანი ოთახი იყოდა ბევრი ექიმი იჯდა იქ მაღლა და ოპერაცის უყურებდნენ. მერავიცოდი ოპერაცი კონცერტისავით რო იყო.

      მაგიდასთან სუ თეთრებწი ჩაცმული კაცი მოვიდა სახეზეც რაღაცა ეკეთა კინოებში როა ისე და რეზინის ხელთათმანები და მითხრა ნუგეშინია ჩარლი ექიმი სტრაუსი ვარ. მე ვუთხარი გაუმარჯოს ექიმო მეშინია. იმან თქვა საშიში არაფერი არარი ჩარლი დაიძინებ და ეგარი. მე ვუთხარი მეც მაგის მეშინია. იმან თავზეხელი მომითათუნა და მერე ორი კაცი იმათაც თეთრი ნიღაბი ეკეთად მოვიდენ და ხელფეხი ისე დამიბეს რო ვერ ვმოძრაობდი და მუცელში თითქოს მომიჭირეს და მეგონა ჩავიკუკავთქო და ყველაფერს კუკუებით მოვსვრითქო მარა არ ჩამიკუკავს მარტო დავსველდი ცოტა. და უნდა მეტირა მაგრამ სახეზე რეზინის რაღაცა დამადეს ჩასასუნთქათ. უცნაური სუნი ქონდა. სუ ექიმი სტრაუსის ხმა მესმოდა ყველას ეუბნებოდა ოპერაცის დროს რას შვებოდა. მარა მე ვერაფერი ვერ გავიგე და ვიფიქრე იქნებ ოპერაცის მერე ჭკვიანი გავხდე და ყველაფერი გავიგო რასაც ამბოფს. ღრმათ ვსუნთქავდი და მერე ჩამეძინა ალბად ძაან დაღლილი ვიყავი და იმიტო.

      რო გამეღვიძა ისევ ჩემ საწოლში ვიყავი და ძაან ბნელოდა. ვერაფერს ვხედავდი მარა ლაპარაკი მესმოდა. ექთანი და ბერტი იყვნენ და მე ვთქვი რა ხდება შუქს რატო არ ანთებთ. როდის დაიწყება ოპერაცი. იმათ გაიცინეს და ბერტმა თქვა ჩარლი ოპერაცი მორჩა და სიბნელე იმიტოა რო თვალები შეხვეული გაქ.

      რა უცნაურია. რო მეძინა მაშინ გააკეთეს ოპერაცი.

      ბერტი ყოველ დღე მოდის სანახავათ სიცხე და წნევა და ეგეთი რამეები რო გაიზომოს და ჩაიწეროს. იმან თქვა ეგ სამეცენიერო მეთოდია. ჩანაშერები უნდა აწარმონ რო გამეორება რო დაჭირდეთ ისევისე გაიმეორონ. ჩემზე კიარა სხვა ჩემნაირ ხალხზე ვინც ჭკვიანი არარი.

      ამიტო უნდა ვაკეთო მიხშეული მიღწეული შედეგების ანგარიშები. ბერტმა თქვა ეს ექსპეარმინტის ნაწილია და მიხ მიღწეული შედეგების ანგარიშების ფოტოასლებს გადაიღებენ რო შეისწავლონ და იცოდენ ჩემ თავწი რა ხდება. ვერ ვხვდები როგორ უნდა მიხვდენ ჩემ თავწი რა ხდება მაგ ანგარიწებით. მე თითონ სუ ვკითხულოფ და ვკითხულოფ ხოლმე თავიდან რო ვნახო რა დავშერე და ვერ ვხვდები ჩემ თავწი რა ხდება და აბა იმათ როგორ უნდა გაიგონ.

      მაგრამ ეს მეცენიერებაა და უნა შევეცადო რო სხვებივით ჭკვიანი გავხდე. ჭკვიანი რო გავხდები დამელაპარაკებიან ხოლმე და იმათთან დავჯდები და მოუსმენ როგორც ჯო კარპი და ფრენკი და გიმპი როცა ლაპარაკობენ და კამათობენ მნიშვნელოვან საკითხებზე. რო მუშაობენ ლაპარაკს იწყებენ ხოლნე სხვადასხვა რაღაცეებზე ღმერთზე ან პრეზდენტი ფულს რეებზე ხარჯავს ან კიდე რესუპუბლიკელებზე და დემოკრატეებზე და მერე ყველა აყაყანდება ხოლმე გეგონება ცხუბს იწყებენ და მაშინ მისტერ დონერი მოდის და ეუნება რო ცხოვრება გააგრძელონ თორე პეროფკავშირი კი არა ყველას კინშისკვრით გაყრის.

      მეც მინდა ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი.

      ჭკვიანი თუ ხარ შეგილია ბევრი მეგობარი გყავდეს რო დაელაპარაკო და სუ მარტო არ იყო ხოლმე.

      პერფესორი ნიმური ამბობს კარგია ანგარიწებში ყველაფერს რო წერ რაც ხდება მარა უფრო მეტი უნდა დავშერო რას ვგრძნობ და ვფიქრობ და რეები მაგონდება. მე უთხარი არვიცი როგორ უნდა ვიფიქრო და გავიხსენო და იმან მითხრა აიღე და ცადე.

      თვალებზე რო სახვევები მქონდა სუ ვცდილობდი რო მეფიქრა და გამეხსენებინა მარა არაფერიც არგამოვიდა. არვიცი რაზე უნდა ვიფიქრო და გავიხსენო. შეილება ვკითხავ მეტყვის როგორ უნდა ვიფიქრო ხოლმე ეხლა როცა წეაით ჭკვიანი უნდა გავხდე. რაზე ფიქრობენ ან რეებს იხსენებენ ხოლმე ჭკვიანი ადამიანები. ალბათ ჭკვიანურ რაღაცეებს. ნეტა უკვე ვიცოდე ეგეთები.

12 მარტი

      ყოველი ანგარიშის დასაწყისწი არ უნდა დავშერო ხოლმე მიღწეული შედეგების ანგარიში მარტო მაწინ როცა ახალ ნაწილს ვიწყებ როცა პეროფესორ ნიმურს ძველი მიაქ. ზევიდან მარტო თარიღი უნდა დავშერო ხოლმე. ეს დროს დაზოგავს. კარგი იდეაა. წემილია ლოგინწი ვიჯდე და ფანჯრიდან ბალახს და ხეებს უყურო. გამხდარ ექთანს ჰილდა ქვია და ძალიან კარგათ მექცევა. საჭმელი მოაქ ხოლმე და ლოგინს მისშორებს და მეუბნება ძაან მამაცურად მოიქეცი შენ თავში რაღაცეების გაკეთების ნება რო მიეციო. მე ჩემ ტვინში ქექვის ნებას არაფრისდიდებით არ მივცემდიო. მეუთხარი ოპერაცი იმიტო გამიკეთეს ჭკვიანი უნდა გამხადონ მეთქი. იმან ტქვა იქნებ არააქვთ უფლება რო ჭკვიანი გაგხადონ ღმერთს რო დომებოდა რო ჭკვიანი ყოფილიყავი ჭკვიანი გაჩდებოდი. როგორც ადამის და ევას ამბავშია ვაშლი რო ჭამეს და რო დაეცნენ. იქნებ პეროფესორი ნიმური და ექიმი სტრაუსი ისეთ რაღაცეებში ერევიან ჩარევა რო არშეილებაო.

      ძაან გამხდარია და რო ლაპარაკობს სახე სუ უშითლდება. იმან თქვა ჯობია ღმერთს წევედრო რო მიუტეოს იმათ რაც მე გამიკეთეს. მე ვაშლები არ მიჭამია და ცუდი არაფერი ჩამოდენია. ეხლა მეშინია. იქნებ მართლია და არუნა გამეკეთებინა ოპერაცი და ღმერთს ეგრე არ უნდა. არ მინდა ღმერთი გავაჯავრო.

13 მარტი

      დღეს სხვა ექთანი მოიყვანეს. ეს ლამაზია. ლუსი ქვია და მიჩვენა როგორ უნდა დავშერო მაგის სახელი ანგარიწში ყვითელი თმა აქ და ცისფერი თვალები. მე ვკითხე ჰილდა სადარი მეთქი და იმან მითხრა ჰილდა სავადმყოფოს ამ ნაშილწი აღარ მუწაობსო. მარტო სამწობიარო პალატაში ბავშვებთან სადაც არააქ მნიშვნელობა ბევრს ილაპარაკეფს თუ ცოტასო.

      მერე ვკითხე სამშობიარო რაარი მეთქი იმან მითხრა ბავშვები სადაც ჩნდებიანო მარა რო ვკითხე რგგორ ჩდებიან მეთქი ჰილდასავით გაშითლდა და მითხრა წავედი ვიღაცას სიცხე უნდა გავუზომოო.

      მის კინიანი მოვიდა დღეს ჩემს სანახავათ და მითხრა ჩარლი არა ჩვეულებრივათ გამოიყურები. მე უთხარი თავს გარგათ ვგრძნობ მარა ჭკვიანათ ჯერარა. მემეგონა ოპერავია რო მორჩებოდა და თვალებიდან სახვევებს რო მომხსნიდენ ჭკვიანი ვიქნებოდი და ბევრი რაღაცა მეცოდინებოდა და მნიშვნელოვანი რაღაცეების კითხვა და მაგაზე ლაბარაკი შემეძლებოდა სხვებისათვის.

      იმან თქვა ეგრე არგამოვა ჩარლი. ეგ ნელნელა ხდება და ბევრი უნდა იმუწაო რო ჭკვიანი გახდე.

      მერავიცოდი რო ეგრე იყო. თუ მაინც ბევრი უნდა ვიმუშაო ოპერაცის გაკეთება რათ მინდოდა. იმან მითხრა კარჰად არ ვიცი მარა ოპერაცი მგონი იმისთვის გაგიკეთეს რო ბევრს რო იმუშავებ რო ჭკვიანი გახდე ყველაფერი კარგად დაგამახსოვრდება და ისე აღარ იქნება ადრე რო გჭირდა ხოლმე დამახსოვრება.

      მე ვუთხარი ეგ რაღაც ცუდათ მხდის იმიტორო მემეგონა ეგრევე ჭკვიანი გავხდებოდი და საცხობში მივიდოდი და ბიჭებს ვაჩვენებდი როგორი ჭკვიანი ვარ და ვილაპარაკებდი იმათან რაღაცეებზე და იქნებ სულაც მცხობელის თანაწემშე გავმხდარიყავი. მერე მამა და დედას მოვძებნიდი. ძაან გაუკვირდებოდათ და გაუხარდებოდათ ჭკვიანი რო გავხდი იმიტორო დედაჩემს სუ უნდოდა რო ჭკვიანი ვყოფილიყავი. და ტუ ნახავენ რო ჭკვიანი ვარ ალბათ აღარ გამგზავნიან სხვაგან. მეუთხარი მის კინიანს რო ძაან ვეცდები რო ჭკვიანი გავხდე რაც ძალიდაღონემაქ. იმან ხელზე ხელი მომითათუნა და მითხრა ეჭვიც არ მეპარება. მე შენი მჯერა ჩარლი.

ტეგები: Qwelly, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, ოპერაცია, ფანტასტიკა, ქველი

ნახვა: 1027

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters