შტეფან ცვაიგი - ლაშქრობა კალიფორნიაში
1838 წელი. ფორნით, რომელშიაც ხარებია შებმული, უდაბურსა და უკიდეგანო ველზე, პრერიებზე, ბოლოს კი მთებზე, წყნარი ოკეანისაკენ ზუტერთან ერთად მიემგზავრება ორი ოფიცერი, ხუთი მისიონერი და სამი ქალი. სამი თვის თავზე, ოქტომბრის დასასრულს, ყველანი ჩამოდიან ფორტ ვანკუვერში. ოფიცრებმა ზუტერი ადრევე მიატოვეს, მისიონერები ამის იქით აღარ მიდიან, ქალები კი გზაში დაიღუპნენ ათასი გაჭირვებისაგან.
ზუტერი მარტო დარჩა. ამაოდ ცდილობდნენ მის გაჩერებას აქ, ვანკუვერში, ამაოდ სთავაზობდნენ სამსახურს; შეგონებამ არ გასჭრა, უსაშველო ძალით იზიდავდა მაგიური სიტყვა „კალიფორნია’’. ძველ დარღვეულ იალქნიან გემში ჯდება, გადაკვეთს ოკეანეს, მიემართება ჯერ სანდევიჩის კუნძულებისაკენ, შემდეგ უზარმაზარ სიძნელეებს ძლევს, ტოვებს ალასკას და გადადის ღვთისაგან დავიწყებულ ნამცეცა მიწაზე, რასაც ქვია სან-ფრანცისკო. მაგრამ ეს ის სან-ფრანცისკო როდია - მილიონიანი მოსახლეობით ცნობილი ქალაქი, არნახული ძალით რომ გაიზარდა მიწისძვრის შემდეგ. არა, ეს იყო უბადრუკი სოფელი, რომელშიაც მეთევზეები ცხოვრობდნენ. ასეთი სახელი ფრანცისკანელმა მისიონერებმა უწოდეს. მექსიკის უცნობი პროვინციის - კალიფორნიის დედაქალაქიც კი არაა, ახალი ქვეყნის ამ მიკარგული, მივიწყებული და თანაც უმდიდრესი ნაწილისა. ესპანელ კოლონიზატორთა უყაირათობა აქ ყველაფერში იჩენდა თავს: არ იყო მყარი ძალაუფლება, წარამარა იფეთქებდა ხოლმე აჯანყება, არ კმაროდა მუშახელი, საქონელი, იგრძნობოდა ენერგიული, გაბედული, საქმის წამომწყები ადამიანების ნაკლებობა.
ზუტერი ქირაობს ცხებენს და ჩადის აღთქმულ ხეობაში. ერთ დღეს დარწმუნდა, რომ აქ მოინახება ადგილი არა მარტო ფერმის ან მოზრდილი რანჩოსათვის, არამედ მთელი სამეფოსათვის. მეორე დღესვე ეახლება გუბერნატორს ალვერადოს ამ კუთხის უბადრუკ დედაქალაქში, მონტერეიში და გადაუშლის მხარის ათვისების გეგმას; კუნძულიდან რამდენიმე პოლინეზიელი ჩამოჰყვა და დროთა მსვლელობაში საჭიროებისამებრ ჩამოიყვანს კიდევ კუნძულელებს. თუ გუბერნატორი ინებებს, ზუტერი მზადაა შექმნას აქ სამოსახლო, დააარსოს კოლონია, რომელსაც უწოდებს ახალ ჰელვეციას.
- რატომ „ახალ ჰელვეციას“? - ჰკითხა გუბერნატორმა.
- მე შვეიცარიელი ვარ და რესპუბლიკელი, - მიუგო ზუტერმა.
- კეთილი, გააკეთეთ რაც გნებავთ, გაძლევთ კონცესიას ათი წლით.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•