ყვავილები ელჯერნონისთვის - დანიელ კიზი

← დასაწყისი

Algernon, Daniel_Keyes, IQ, flowers, flowers for Algernon, literature, qwelly, funtusha, ელჯერნონი, შეჯიბრი, განვითარება, განუვითარებელი, დანიელ კიზი, ლიტერატურა, ქველი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ცნობილი ავტორი, სამოზდარვიანი აიქუ, ექსპერიმენტი, ნებართვა

მიღშეული შედეგების ანგარიწი N5

6 მარტი

      ჩემიდა ნორმა იპოვეს დედაჩემთან ერთად ცხოვრობს ბრუკლინში და იმან მიცა ოპერაცის ნებადართვა. ასერო გამომიყენებენ. ისეთ გახარებული ვარ რო ძლივს ვშერ. მარა პეროფესორ ნიმურის კაბინეტში ვიჯექი ექიმი სტრაუსი და ბერტ სელდენი წემოვიდენ. პეროფესორი ნიმური ნერვიულობდა ჩემ გამოყენებაზე არა ექიმა სტრაუსმა უთხრა რო აქამდე ვინც გამოცდიათ ჯერ ჯერობით საუკეთესო ვარ. ბერტმა უთხრა რო მის კინიანმა ყველაზე მეტი რეკუმენდაცია გამიშია მათშორის ვისაც ჩამორჩენილი მოზდილების ცენტრში ასშავლიდა. მე რო დავდივარ იქ.

      ექიმა სტრაუსმა თქვა რო ჩემწი არი რაღაც ძალიან კარგი. ძალიან მოდი ვირებულიაო. არც ვიცოდი რო ეგეთი რამე მჭირს. კარგათ გავხდი რო თქვა სამოზდარვიანი აიქუს მქონე ყველა პაციენტს კი არააქ ეგო. არვიცი ეგ რაარი და საიდან მაქ მარა ელჯერნონსაც ქონია. ელჯერნონი ყველის ნაჭრით არი მოდი ვირებული ყუთწი რო დებენ ხოლმე. მარა მარტო ეგ არუნა იყოს იმიტორო ამკვირაში ყველი საერთოდ არ მიჭამია.

      პეროფესორი ნიმური ღელავდა რო ჩემი აიქუ ძაან მაღლა აიშევა იმ ძაან დაბლიდან ეხა რო მაქ და ცუდათ გავხდებოდი. მერე ექიმა სტრაუსმა პეროფესორ ნიმურს რაღაცა ისეთი უთხრა რო ვერ გავიგე ამიტო ავდექი და სანამ აპარაკობდენ რვეულში რაღაცეები ჩავშერე ჩემი მიხწეული შედეგების ანგარიწისთვის.

      იმან თქვა ჰაროლდ პეროფესორ ნიმურს პაროლდი ქვია ვიცი რომ შენი პირველი ახალი ყაიდის ინტელექ***სიტყვა ვერ გავიგე *** სუპერმენის როლში ჩარლი არწარმოგედგინა მაგრამ ასეთი დაბალი მენტ*** მქონე პაციენტები უმეტესად კონფლ*** და არაკოლაბორ*** არიან როგორცწესი უხალისოები და აპათიუ *** და მათთან კავშირის დამყარება ძნელია. ჩარლის კარგი ხასიათი აქ ინტერესიანი და ხათრიანია.

      მერე პეროფესორმა ნიმურმა ტქვა გახსოვდეთ ესიქნება პირველი ადამიანი რომლის ინტელ*** მაჩვენებელი ქირურგიული ჩარევის შედეგათ გაუმჯობესდება. ექიმა სტრაუსმა თქვა მეც მაგას ვამბოფ. სად ვიპოვოთ მეორე ესეთ ჩამორჩენილ მოზდილს ასეთი მოდი ვირებული რო იქნება რო ისწავლოს. ნახეთ რა კარგად ისწავლა წერაკითხვა თავისი დაბალი გონებრივი ასაკის კვალობაზე. ეს გრანდიოზ*** მიხწევაა.

      ყველა სიტყვა ვეგავიგე თან ძაან ჩქარა ლაპარაკობდენ მარა მემგონი ექიმი სტრაუსი და ბერტი ჩემ მხარეზე იყვნენ და პეროფესორი ნიმური არა.

      ბერი იმეორებდა ელის კინიანი თვლის რომ მას სწავლის უკიდეგ*** წყურვილი აქვს. პირდაპირ იხვეშებოდა გამომიყენეთო. მართლა ეგრე იყო იმიტორო მინდოდა რო ჭკვიანი გავმხთარიყავი. ექიმი სტრაუსი ადგა გაიარგამოიარა დათქვა ჩემიაზრით ჩარლი უნა გამოვიყენოთ. ბერტმა თავიდაუქმია. პეროფესორმა ნიმურმა თავი მოიფხანა და ცერათითი ცხივრზე მოისვა და თქვა ალბათ მართალიხარ. კარგი გამოვიყენოთ ჩარლი. მაგრამ უნა აუხსნათ რომ ექსპერიმენტს შეილება უამრავი გაუთვალისშინებელი რამე მოყვეს.

      ესრო თქვა ისე გამიხარდადა ისეთი ბედნიერი ვიყავი რო წამოვხტი და ხელი ჩამოვართვი იმიტორო ესე კარგათ მექცეოდა. მგონი შეეშინდა.

      იმან თქვა ჩარლი ამას დიდიხანია ვცდით მაგრამ მხოლოთ ელჯერნონის ნაირ ცხოველებზე. დარწმუნებული ვართ არავითარი ფისიკური საფრთხე არ გემუქრება მაგრამ სხვა საკითხებია რომლებზეც ექსპეარმინტამდე ვერაფერს გეტყვით. მინდა რო გესმოდეს ექსპეარმინტი შეიძლება ჩავარდეს და არცარაფერი წეიცვალოს. ან შეილება დროებით გამართლოს და მერე უფრო არეს მდგომარეობაში აღმოჩდე ვიდრე ახლახარ. გესმის ეს რასნიშნავს. ასერო მოხდეს შენი უკან გაგზავნა მოგვიშევს უორენის სახელმწიფო თავშესაფარში.

      მე უთხარი ეგ არ მანაღვლებს იმიტორო არაფრისაც არმეშინია. ღონიერი ვარ და სუ კარქათ ვიქცევი კიდე კურდღლის ფეხი თილისმა მაქ და სარკე არასოდეს გამიტეხია. ერთხელ თეფშები დამივარდა მარა ეგ არითვლება. ეგ ცუდის ნიწანი არარი.

      მერე ექიმა სტრაუსმა თქვა ჩარლი ეს ექსპეარმინტი რო ჩაფლავდეს მეცენიერებაში მაინც უდიდეს შვლილს წეიტან. ამ ესპეარმინტმა ცხოველებზე გამართლა მაგრამ ადამიანებზე ჯერარავის გამოუცდია. პირველი შენიქნები.

      მე უთხარი მადლობა ექიმო როგორც მის კინიანი ამბოფს არ ინანებთ რო მეორე ჩანსი მომეცით. მართლა ეგრე ვფიქროფ. ოპერაცის მერე ვეცდები რო ჭკვიანი გავხდე. ძაან მაგრათ ვეცდები.

ტეგები: IQ, Qwelly, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, ფანტასტიკა, ქველი

ნახვა: 604

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters