ჩემო საპყარ!
გწერს შენი ბაყდარი
- ოცნება შემიძლია?
- როგორ არ შეგიძლია, ყველა ადამიანი ოცნებების თაიგულია, - ვიცი, ამას შენ მიპასუხებ და შენ მაგიერ ვწერ ამ აზრს, - იცი, რას ვოცნებობ ხოლმე ბრძოლისაგან დაღლილი, როცა სანგარში ვაგდივარ.
- რას ოცნებობ?
- იმას, რომ ტყვიებს კი არ ვისროდე, არამედ კეთილ სიტყვებს. ამდენი წერილების წერამ ამ გაგანია ომში ერთი უცნაური სურვილი გამიჩინა: მწერალი მინდა, რომ ვიყო, ვიფიქრე, ვიფიქრე და იცი, რა ვიფიქრე.
- რა იფიქრე?
- მწერალი ის არის, ვინც იცის, რას წერს!..
- მწერალი ის არის, ვინც იცის, რატო წერს!..
- მწერალი ის არის, ვინც იცის, ვისთვის წერ!..
ალბათ და უფრო კი:
- მწერალი ის არის, ვინც იცის, ვისთვის, რატო და რას წერს... და რომ ამას უღმერთოდ არ აკეთებს. ვერც იზამს და ვერც გააკეთებს.
- როგორი უნდა იყოს მწერალი?
იმ მზის სხივს უნდა ჰგავდეს, გაზაფხულზე ნაადრევად მოსულ ყვავილს მოყინულ ფთლებს რომ გაულხობს, გაყინულ ფესვებში გამლხვალ თოვლის თბილ ცრემლებს რო ჩააწვეთებს, საიდანღაც წითელ პეპელას რომ შეისვამს და ყვავილის მხრებზე დასვამს...
ყვავილებმა კი აუცილებლად უნდა უსმინონ მწერლებს, თორემ ამქვეყნად მწერლებზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მათ არ უსმენენ.
მე მინდა ვიყო ისეთი მწერალი, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.
გესმის, ჩემო საპყარ? გიკვრის არა? სად მოუვიდა ამ გაბერილთავიან ბაყდარს იმ ავში ასეთი აზრები, მთელს სოფელს რო მზეს უჩრდილავდა და მზეზე გასათბობად გამოსული მოხუცები როგორ ეხვეწებოდნენ, შვილო, შენ დაპატარავებას, თავი ცოტა იქით გასწი, მზეს ნუ გვიჩრდილავ, ძვლები გვინდა გავითბოთო. ეტყობა, ჩემო საპყარ, ღმერთისკენ უფრო ახლოს თუ გასწევ თავს, კარგი აზრები მოგივა. თუ გიტლერის ტყვის გადავურჩი და საქართველოში ჩამოვე, დავსხდეთ მე და შენ, ვისაუბროთ და იქნებ მართლა გამოვიდეს ჩემგან მწერალი.
ბაყდარი
ფრონტი
1944
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•